add one
gallery images

გამოუშვას ბეჟანია დამენიამ ნიკა დამენია ხვალ რესტორანში

იმერეთის 86 ნომერში მცხოვრებ ბეჟან დამენიამ გამოუშვას თავის მეურვების ქვეშ მყოფი ნიკა დამენია ხვალ რესტორანში
gallery images

გამკაცრდეს კანონი ღამის საათებში ხმაურთან დაკავშირებით

ცენტრალურ ქუჩებში ცხოვრება უკვე შეუძლებელი გახდა მოტოციკლების, მოპედების და სპორტული მანქანების წყალობით. სოციალურ ქსელში ამასთან დაკავშირებით უკვე ძალიან ბევრი წერს და ყველას ერთი პრობლემა აქვს. სპეციალურად აქვს ზოგს დაზიანებული მაყუჩები რადგან თვითონ მიიღონ სიამოვნება და ძალიან გთხოვთ გადახედეთ კანონს და გაამკაცრეთ. ქალაქში არ უნდა ხდებოდეს მსგავსი რამ, დასახლებულ პუნქტში. მოგმართავთ თხოვნით, მოსახლეობის სახელით, გადახედეთ კანონს და შეცვალეთ. 
gallery images

მიუერთდეს სოფელი ახალი სამგორი ქალაქ რუსთავს

გარდაბნის რაიონი სოფელი ახალი სამგორის მოსახლეობა მოგმართავთ თხოვნით! და მოთხოვნით, მიგვაერთეთ რუსთავის მუნიციპალიტეტს.  სოფელში წლებია გვაქვს სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა წლებია  ვერ დავაყენეთ ფეხზე მეურნეობა სწორედ წყლის პრობლემის გამო, მოსაწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემები გზა, განათება, ინფრასტრუქტურა, სოფელს არ ყავს პატრონი და ძალიან გთხოვთ მოგვცეთ უფლება შევიდეთ რუსთავის ზედამხედველობის ქვეშ იქნებ მაშინ მაინც მოგვექცეს ყურადღება. სამგორს აქვს იმის დიდი პოტენციალი რომ   სოფლის მეურნეობის  განხრით განვითარდეს მაგრამ  გვჭირდება ხელ შეწყობა! 
gallery images

ჩემპიონთა ლიგის ფინალის ღამეს, 29 მაისს, შეჩერდეს კომენდატის საათი

დიდი ხანია ამ ბედნიერებას ველით. ასეთ თამაშს, თუნდაც შინ, მეგობრებთან ერთად უნდა უყურო. გავალთ, ვიზეიმებთ და სახლში დავბრუნდებით.
gallery images

მე მაქვს სიცოცხლის უფლება!

ბატონო გენერალურო პროკურორო, ამ პეტიციით მოგმართავთ პირადად დაზარალებული, ნატო სლეპაკოვა, და დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანი დამიჭერს მხარს, ვისაც ქვეყანაში გამეფებული დაუსჯელობის სინდრომი ყელში აქვს ამოსული. მე წარმოვადგენ ცხოველთა დამცველს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ამ ქვეყანაში ცხოველის კი არა, საკუთარი, ფუნდამენტალური უფლებები მქონია დასაცავი, როგორიცაა ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა, სიცოცხლის და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებები და სხვა...   2020 წლის 10 ივნისს, საღამოს 09:30, ჩემი (თავშესაფრიდან აყვანილი) ძაღლის ათწუთიანი ყეფის გამო მეზობელმა, გიორგი თევდორაძემ, წიხლქვეშ გამიგდო და ცხვირი მომტეხა!!!  ბატონო გენ. პროკურორო, შეგახსენებთ, რომ პროკურატურის საქმიანობებში გაწერილია: "კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და დანაშაულის პრევენციას", და არა - "ხელს უწყობს დანაშაულის რეციდივს". მოვითხოვ, გამოძიებამ და პროკურატურამ მხედველობაში მიიღოს: 1. ამ ფაქტის დროს მიღებულმა დაზიანებებმა წარუშლელი კვალი დამიტოვა სახეზე, მიჭირს სუნთქვა და აღმენიშნება ამ ტრავმასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები. 2. ფაქტის დროს ვიყავი უსუსურ მდგომარეობაში (გავდიოდი მკურნალობას გადატანილი ლაპარატომიის გამო). 3. ბრალდებულს არ შემოუთავაზებია მკურნალობაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება. 4. ბრალდებული ახდენდა მოწმეებზე ზეწოლას და კონფლიქტის შემდგომ ესკალირებას, რაზედაც მაქვს წარდგენილი საპატრულო გამოძახებების ოქმები. 5. ბრალდებული ორჯერ ნასამართლებია ძალადობრივ მუხლებზე, რაც, მიუხედავად გაქარწყლებისა, გაცილებით უკეთ მეტყველებს მის პიროვნულ თვისებებზე, ვიდრე ვინმე მღვდლის დახასიათება. 6. ბრალდებულის მიერ წარდგენილი საბუთები, რომ ოპიოიდების მიღების შედეგად, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა აქვს და ჩანაცვლებით თერაპიას გადის მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს - ჩანაცვლებით თერაპიასთან ერთად, ის სხვადასხვა აკრძალული ნივთიერებების მიღებას განაგრძობს, რაზედაც, თუნდაც, მის წინააღმდეგ წარმოებული ადმინისტრაციული საქმე #330510020004056126 მეტყველებს. 7. ბრალდებულს გამოყენებული აქვს ამნისტია, სასარგებლო შრომა და "გამოსწორების" სხვა შანსები და 45 წლამდე ვერ გამოსწორებულა, კანონისადმი მორჩილების მოთხოვნას ის "შევიწროვებად" აღიქვამს, ხოლო ამ საქმეზე წაყენებულ ბრალს - "პროკურატურაზე და გამოძიებაზე ზეწოლად", რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას არც ბრალი აქვს გააზრებული და არც რაიმე სინანული აწუხებს, ხოლო მისი "ვაღიარებ" და მლიქვნელური ბოდიშები მხოლოდ სასჯელის არიდების მცდელობაა. 8. საკუთარი მეუღლის ჩვენების თანახმად, ბრალდებული გაუწონასწორებელი ფსიქიკის მატარებელია და მისი ოჯახის წევრები/ახლობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ "არ გაღიზიანდეს", ხოლო პროკურორი ყანდიაშვილი, რატომღაც დარწმუნებულია, რომ გიორგი თევდორაძე აღარაა საფრთხის მატარებელი. ბატონო პროკურორო, მხოლოდ კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების დაცვას ვითხოვ თქვენი სამსახურისგან. მე მარტომ გავზარდე ორი ვაჟკაცი და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ამ საზოგადოების ღირსეული წევრი ვარ. ბატონო პროკურორო, შეასრულეთ თქვენი პროფესიული მოვალეობა, დამიცავით, რომ თავისუფლად გავაგრძელო ცხოვრება და საქმიანობა - შევძლო დავიცვა ჩემზე სუსტები და დავეხმარო ჩემზე გაჭირვებულებს. 
gallery images

პეტიცია-პოპულაციური მნიშვნელობის აცრის/ვაქცინაციის/იმუნიზაციის სავალდებულო წესის დანერგვის შესახებ

პეტიცია-პოპულაციური მნიშვნელობის   აცრის/ვაქცინაციის/იმუნიზაციის სავალდებულო წესის დანერგვის შესახებ     მოცემულობა        პერიოდულად სხვადასხვა ვირუსული ინფექციები/დაავადებები საფრთხეს უქმნიან პოპულაციას.     ლოკალურ ვირუსულ აფეთქებებს, ეპიდემიები და ახლა უკვე გლობალური „კოვიდ“ პანდემია დაემატა.   ზოგადად ვაქცინაცია ცივილიზაციური მიღწევა და საზოგადოებრივი სიკეთეა, თუ აცრისთვის განკუთვნილი პრეპარატი ლიცენზირებულია და ის ტარდება დადგენილი წესი/პროტოკოლის შესაბამისად.      რომ არა წითელა, წითურა, ყბაყურა, დიფტერიის, პოლიემილითის და სხვა  გეგმიური აცრების ჩატარება ბავშვებისთვის/მოზარდებისთვის და ზრდასრულთათვის ზემოხსენებული ვერაგი დაავადებები ეპიდემიებს გამოიწვევდა და პოპულაციაში ათასობით ინვალიდიზაციის და ლეტალობის ფაქტს მივიღებდით.     2021 წლის NDI  საქართველოში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 41-%  არ აპირებს „კოვიდ“ ვაქცინის აცრის ჩატარებას, ხოლო 17-% ჯერ არ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს.    სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები როდესაც ვაქცინაციის საკითხებს განიხილავენ არა მხოლოდ არაკომპეტენტური ინდივიდები/პირები, არამედ არაკომპეტენტური ინსტიტუტები, რომლის ბაზისიც არა მეცნიერების და ლოგიკის პრიმატს არამედ მითოლოგიურ და ფართო სპეკულატიურ დოგმატებს და სენტენციებს ეფუძნება.      პროექტი     მიმაჩნია რომ ვაქცინაცია არა მხოლოდ უფლება არამედ ვალდებულებაც არის, (როგორს საკუთარი თავის, აგრეთვე სოციუმის მიმართ) რადგან იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდი და პოპულაციის ნაწილი უარს ამბობს საყოველთაო იმუნიზაციაზე ის ეთიშება ჯაჭვს და ქმნის საფრთხეს დაინფიცირდეს და სხვა დააინფიციროს შესაბამისად წარმოადგენს საფრთხეს და ხელს უწყობს პანდემიის, ეპიდემიის მოცემულობის/საფრთხის შენარჩუნებას ან ახალი ტალღის წარმოქმნას ნებსით თუ უნებლიედ.     შესაბამისად მიგვაჩნია, რომ  აცრის/ვაქცინაციის/იმუნიზაციის სავალდებულო უნდა გახდეს, თუ ვაქცინა სერთიფიცირებულია ავტორიტეტული საერთაშორისო დარგობრივი ინსტიტუტების მიერ, ვაქცინაცია ხორციელდება შესაბამის პირობებში ყველა სათანადო წესის დაცვით, ხოლო პირს რომელსაც უტარდება იმუნიზაცია არ გააჩნია უკუჩვენება სამედიცინო პრეპარატის  მიმართ.     2021 წლის 23 მარტი                        
gallery images

დაწესდეს მინიმალური ხელფასი საათში 3 $ ექვივალენტის შესაბამისად ეროვნულ ვალუტა ლარში.

 დაწესდეს მინიმალური ხელფასი საათში 3 $  ექვივალენტის შესაბამისად ეროვნულ ვალუტა ლარში.   2021 წლის 20 მარტი გიორგი მკურნალიძე     
gallery images
gallery images
gallery images

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი

2020-21 წლებში საქართველოში მედიაგარემო ძალიან დამძიმდა. გახშირდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმები. სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ მედიის კრიტიკულ კითხვებს. სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ შეუწყნარებლობას უწყობს ხელს. პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალისებს მორიგ თავდასხმებს. მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანო პოლიტიზებულია და ცენზურის დაწესებას ცდილობს.ჩვენ, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს:• უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება• შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები• შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ• შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი• შეწყვიტონ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გამოყენება პოლიტიკური მიზნით.ვფიქრობთ, ამ მოთხოვნების შესრულება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას, განმუხტავს დაძაბულობას და გააუმჯობესებს მედიაგარემოს.
gallery images

საქართველოს მოქალაქეთა რეემიგრაციის ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო პროგრამის შექმნის შესახებ

ბატონო ირაკლი! ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერი საქართველოს მოქალაქეები, ამჟამად ემიგრაციაში მყოფნი, მოგმართავთ თქვენ როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურს, რომლის პირდაპირი მოვალეობაც არის ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა და არა მათი გაღატაკება და სხვათა მონებათ ქცევა როგორც ეს გააკეთეს წინამორბედმა მთავრობებმა. კარგად მოგეხსენებათ, ქართული ემიგრაციის როლი საქართველოს ეკონომიკასა და საერთოდ ქვეყნის მასობრივი შიმშილობისაგან გადარჩენაში. ახლა იმის დრო არ არის ერთმანეთს ლამაზი სიტყვებით ველაპარაკოთ, ჩვენ არ ვაპირებთ არც ამას და არც კეთილი ნების გამოჩენის თხოვნას, პირიქით ჩვენ გეუბნებით მწარე სიმართლეს და მოვითხოვთ მთავრობისაგან კონსტიტუციით გათვალისწინებულ მოვალეობების შესრულებას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ჩვენი ემიგრაციაში წასვლა არ უკავშირდება ჩვენს არჩევანს და უკეთესი ანაზღაურების მქონე სამუშაოს არჩევას, არამედ პირდაპირ კავშირშია იმასთან რომ 30 წელიწადში არც ერთმა მთავრობამ არ შექმნა სამუშაო ადგილები და მთლიანად ეკონომიკა რომელიც მინიმალურად მაინც დააკმაყოფილებდა შრომითი ბაზრის მოთხოვნილებას, ამიტომ ჩვენ შრომისუნარიანი მოქალაქეები რომლებზედაც პირდაპირ კავშირშია სოფლის მეურნეობისა და ეკონომიმის განვითარება იძულებული ვიყავით უცხო ქვეყნებში გვეძებნა სამსახურები, რამაც გამოიწვია 3 700 000-იანი ერიდან 2 000 000-ზე მეტის ქვეყნიდან გასვლა, რაც ნებისმიერი სახელმწიფოსათვის კატასტროფის ტოლფასია, თქვენმა წინამორბედმა კი იმ დროს როდესაც ქართველი ხალხს ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნების სურვილი კლავს, ქასტინგი გამოაცხადა ქვეყნიდან წამსვლელთა მსურველებისათვის. ბუნდოვანია რა პოლიტიკას ატარებს 3 თვის წინ არჩეული პოლიტიკური პარტია. თუ ქვეყნის ხალხისაგან დაცლა და გასაყიდ ტერიტორიად აქვთ გადაწყვეტილი მაშინ ლოგიკურია ეს ქმედება თუ არა მაშინ გაუგებარია ეს ყველაფერი. ბატონო ირაკლი ჩვენი უმრავლესობა დავბერდით ემიგრაციაში, მაგრამ ჯერ კიდევ შრომისუნარიანებს ყველანაირი დასაბრუნებელი გზა მოჭრილი გვაქვს და წინ უცხო მიწაზე გარდაცვალების პერსპექტივის მეტს ვერაფერს ვხედავთ, დიდხანს ველოდით რომ ვინმე რაიმე პოლიტიკას გაატარებდა რე-ემიგრაცისათვის, მაგრამ მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებათ ემიგრანტები, ხოლო დანარჩენი დრო ზიან და ითვლიან ჩვენს ტრანზაქციებს, ამიტომ ჩვენ მსოფლიო ქართველ ემიგრანტთა ალიანსმა გადავწყვიტეთ გავემიჯნოთ პოლიტიკას და ვიზრუნოთ მხოლოდ ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებისთვის, რომელთა კანონიერ ადგილებს უცხო ტომელები იკავებენ საქართველოში. ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ ჩაერთოთ ამ საკითხების სახელმწიფო დონეზე გადაწყვეტაში, შექმნათ სამუშაო ჯგუფი ან კომისია რომელიც მოამზადებს მთავრობის ინიციატივას საკანონმდებლო ორგანოში გასატანად. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ამ კომისიასთან და მივაწოდოთ ჩვენი ხედვა რომელიც დიდი ხანია დეტალურად გვაქვს დამუშავებული და იქ შეუსრულებადი არაფერია, სრულიად შესაძლებელია მთავრობამ შექმნას 4-5 წლიანი პროგრამა რომელსაც კანონის სახე ექნება და რომლითაც 1 000 000 მოქალაქეს საშუალებას მისცემს ღირსეულად დაბრუნდნენ სამშობლოში, პარალელურად ეს პროექტი პირდაპირ გავლენს იქონიებს ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის გაძლიერებაზე. იმედს ვიტოვებთ რომ, ჩვენი ხმა იქნება გაგებული მთავრობის მხრიდან და ეს პეტიცია გადაიქცევა ემიგრაციის დაბრუნების ხელის შეწყობის პროექტად.პატივისცემით,ემიგრანტთა საორგანიზაციო ჯგუფის წევრები:1. ნანული გოგალაძე2. ქეთევან ჩხობაძე3. ნინო სვანიძე4. მადლონა თედორაძე5. ნანა ჩარკვიანი
gallery images

პროფესორ-მასწავლებლების მიმართვა

ჩვენ, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ვეხმაურებით ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს - ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალის ლიდერისა და სამოქალაქო აქტივისტების დაკავების მძიმე ფაქტებს. შეშფოთებას გამოვთქვამთ და ვგმობთ ხელისუფლების მზარდ სიხისტეს პოლიტიკური ოპონენტებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ. აგრესიული რევანშიზმის პოლიტიკა, არსებითად აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.შექმნილი პოლიტიკური თუ სამართლებრივი კრიზისის განმუხტვის ნაცვლად, ხელისუფლების შეუზღუდავმა მოქმედებებმა, საზოგადოების განსხვავებული ჯგუფების პროტესტი გამოიწვია. დღეს,  ყველანი გავერთიანდით სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის დაცვის გარშემო. ნათელია, რომ კანონის უზენაესობისა და სხვა ფუძემდებლური პრინციპების ასეთი ფორმალური, შინაარსისგან დაცლილი და არასწორი განმარტება, სრულიად აცდენილია იმ ღირებულებებს, რომლისკენაც ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის.    ამგვარი პოლიტიკის გატარება, ხელს არ უწყობს ქართველი ხალხის მიერ კონსტიტუციით გაცხადებული  ფასეულობების დამკვიდრებას და გარდაუვლად ზრდის დასავლური პარტნიორების სკეპტიციზმს. ამას კიდევ ერთხელ ცხადყოფს დასავლელი მეგობრების დღევანდელი გამოხმაურებები. ამგვარი პოლიტიკის გაგრძელება, შეასუსტებს მსოფლიოს თანამეგობრობის მხარდაჭერას, რაც საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავზე, პირისპირ შეგვატოვებს ოკუპანტ ძალას.ამ ფონზე,  გვსურს, ხელისუფლებას მოვუწოდოთ:სწორად გააანალიზოს არსებული რისკები და მიუსადაგოს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს; უარი თქვას ქვეყნის განუხრელი დემოკრატული განვითარების შეფერხებაზე;დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიული ინსტრუმენტების გამოყენება და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები; შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივით განპირობებული სამართლებრივი დევნა და დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მედიატორობით.  Ხელმომწერები:  ქეთევან ერემაძე - პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. Საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრიკახი ყურაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტიდავით ჯანდიერი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიბესიკ ლოლაძე - სამართლის დოქტორი, პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრიდავით ზედელაშვილი - პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტიავთანდილ დემეტრაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიორგი მშვენიერაძე - პროფესორი, თავისუფალი უნივერსიტეტიდიმიტრი გეგენავა - სამართლის დოქტორი, პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიმალხაზ ნაკაშიძე - ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიკონსტანტინე კუბლაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. Საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეკოტე ჩოკორაია - კონსტიტუციონალისტი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიზაზა მეიშვილი - პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. Საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე გიორგი პაპუაშვილი - პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. Საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეგიორგი გორაძე - პროფესორი, სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ირაკლი ფორჩხიძე - სამართლის სკოლის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დამფუძნებელი სოფო დემეტრაშვილი - პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დავით ტაბატაძე - მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი ედუარდ მარიკაშვილი - მოწვეული ლექტორი, თავისუფალი უნივერსიტეტიკახა ურიადმყოფელი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიგიორგი მელაძე - პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტილიკა საჯაია - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტიეკა კაველიძე - სამართლის დოქტორი, პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტიგივი ლუაშვილი - მოწვეული ლექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი. ასისტენტ-პროფესორი, თბილისის ღია უნივერსიტეტი.თამარ ლალიაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტითენგიზ თევზაძე - ასისტენტ-პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიალიკა კუპრავა- მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრიგიორგი მუმლაძე- მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრიგიორგი ნონიაშვილი - მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი,გიორგი ჩიტიძე - მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიმარინა მესხი - მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიგიორგი ბერაია - მოწვეული ლექტორი, თავისუფალი უნივერსიტეტიზურაბ ჯიბღაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიგიორგი სიორიძე - ასისტენტ-პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი. Მოწვეული ლექტორი, კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის პროგრამაგიორგი გობრონიძე - ასისტენტ-პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტი. მოწვეული ლექტორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისოფიო ასათიანი - მოწვეული ლექტორი, ევროპის უნივერსიტეტიბექა კობახიძე - პროფესორი, თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი რაულ აგიკიანი - მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თამარ ავალიანი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი დავით ძიძიშვილი - მოწვეული ლექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. „Სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს” დამფუძნებელიანა ჟვანია - სოციოლოგიის ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტითინათინ ერქვანია - სამართლის დოქტორი, პროფესორი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
gallery images

გაუქმდეს კარანტინი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის!

მოვითხოვთ მრომ გაუქმდეს დისკრიმინაციული კარანტინი მაფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის.საქართველოს მთავრობა ვალდებულია შეუქმნას ადამიანური პირობები გალის მოსახლეობას! მოვითხოვთ რომ შეიმუშაოთ ახალი გეგმა და დროულად მოახდინოთ რეაგირება!
gallery images

შეყვარებულ წყვილებს მოეხსნათ შეზღუდვები!

ერთი წელია ქვეყანა covid-ით გამოწვეული პანდემიის გამო შეზღუდვებითა და რეგულაციებით ცხოვრობს. ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადოების თითქმის ყველა ჯგუფის პრობლემების განილვა ხდება, თუმცა დღემდე არავის გახსენებია შეყვარებული წყვილები და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით დაზარალებული ახალგაზრდები... 1 წელია შეყვარებული წყვილები ვერ ახერხებენ საღამოობით სეირნობას, ჩახუტებას, ერთმანეთისთვის სითბოს გაზიარებას, უწევთ დისტანციურად საუბარი, ვეღარ იმართება რომანტიული საღამოები, დაიკეტა ყველა ასეთი დაწესებულება და კომენდანტის გამო ქუჩებსა და სკვერებშიც ვეღარ ახერხებენ დროის გატარებას. დღევანდელი მდგომარეობა კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას, წარმოიდგინეთ შეყვარებული წყვილები კვირაში 5 დღის განმავლობაში ერთმანეთს საერთოდ ვერ ნახულობენ, ერთ-ერთი მათგანი მაინც თუ მუშაობს, 7 საათზე სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ (საცობების გათვალისწინებით) დაუყოვნებლივ უწევს სახლში წასვლა და ფაქტობრივად მხოლოდ შაბათ-კვირასაა შესაძლებელი საყვარელი ადამიანის მონახულება და ამ დღეებშიც ყველა რესტორანი, კაფე და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი  დაკეტილია, მხოლოდ სკვერებშია შესაძლებელი შეხვედრა, ისიც 9სთ-მდე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ საქართველოში მყოფი შეყვარებული წყვილები ვითხოვთ ყველა შეზღუდვის მოხსნას, რათა დავუბრუნდეთ ძველ ფსიქო-სოციალურ მდგომარეობას და მინიმუმ შეყვარებულთან ერთად საღამოობით სეირნობა მაინც იქნას შესაძლებელი, ვინაიდან კომენდანტის საათი ფაქტობრივად ყველაზე მძიმე შეზღუდვაა. უამრავმა წყვილმა ვერ გაუძლო ასეთ ცხოვრებას და დაშორდნენ ერთმანეთს, დანარჩენნი კი მოწყენილნი აღტკინებით ელიან მომდევნო შაბათ-კვირის დადგომას რათა ქალაქის ერთი ბოლოდან სულაც ფეხით წავიდნენ მეორე ბოლოში საყვარელი ადამიანის სანახავად! 
gallery images

მშვიდობიანი თანაცხოვრების 10 პოსტულატი

      მშვიდობიანი თანაცხოვრების 10 პოსტულატი     1. დავგმოთ სიძულვილის ენა.     2. ვიყოთ ტოლერანტულები.     3. მშვიდობა ყველა ადამიანს ერთნაირად ესაჭიროება.     4. მშვიდობას დაცვა და შენარჩუნება ჭირდება     5. პატივი ვცეთ ერთმანეთის კულტურას და ტრადიციებს.     6. ერთმანეთს შორის ნდობა მშვიდობის მყარი საფუძველია.     7.  ერთიანობა ამყარებს მშვიდობას.     8. დავიცვათ და გავუფრთხილდეთ მშვიდობას     9. ვგმობთ რელიგიურ და ეთნიკურ უთანასწორობას.   10. დაუშვებელია დისკრიმინაცია ეროვნების,სქესის,რასის მიხედვით.