add one
gallery images

პრეზიდენტმა აქტიური პოზიცია უნდა გამოხატოს სიძულვილის ენის და შუღლის წინააღმდეგ!

ბატონო პრეზიდენტო!მიგვაჩნია, რომ საქართველოს დღევანდელი საზოგადოებრივი და პოლიტიკური პრობლემების თავი და თავი ჯანსაღი, ინტელიგენტური, ზნეობრივი ურთიერთობების დიდი დეფიციტია.ჩვენი ქვეყანა ვერა და ვერ განერიდა იმ წყევლას, რასაც ჰქვია ცინიზმი, შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილი, პოპულიზმი, სხვისი აზრის შეუწყნარებლობა...მოგიწოდებთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ თქვენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვალეობას - მშვიდობის პოლიტიკაზე, დაპირისპირებული პოლიტიკური მხარეებისა და სხვა ჯგუფების ეთიკურ დიალოგზე ზრუნვას! მოგმართავთ ასევე იმიტომ, რომ სწორედ თქვენგან გვაქვს იმედი ამ საკითხზე ადეკვატური გამოხმაურებისა.მოვითხოვთ, პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით და თქვენი პირადი ძალისხმევით კონკრეტული ღონისძიებები გაატაროთ სახელმწიფოში მშვიდობიანი, საზოგადოებრივი და პირადი ეთიკური ურთიერთობების დასამკვიდრებლად, ამ მხრივ დღევანდელი აუტანელი სიტუაციის გასაუმჯობესებლად.უცხოური ორგანიზაციებზე მეტად ამ თემაზე ჩვენი ხელმძღვანელი ინსტიტუციები უნდა ზრუნავდნენ.დარწმუნებული ვართ, ამ მიმართულებით წარმართულ ყველა ინიციატივაში მხარს დაგიჭერთ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი.
gallery images

ვითხოვთ სასწრაფო რეაგირებას

ვისაც მიგაჩნიათ, რომ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში უმძიმესი პრობლემებია, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მიმართ წაყენებული ბრალდებები სიმართლეა,  ხართ  მოწმე ან მსხვერპლი, გთხოვთ, ხელი მოაწეროთ.
gallery images

საქართველო ქართველების გარეშე?!

მოგეხსენებათ, რომ უკვე რამდენიმე წელია, რაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობებიდან ამოიღეს "ეროვნება" და ჩასვეს "მოქალაქეობა." ეს საკმაოდ წინდაუხედავი და მზაკვრული ნაბიჯი იყო და ყველამ კარგად იცის, თუმცა, ვინაა მომკითხავი?! 1. ეროვნების გარეშე ჩვენ ვართ "საქართველოს მოქალაქეები" და არა ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები... ანუ, მხოლოდ ქართველობას კი არ "გვართმევენ", არამედ სომხობასაც, აზერბაიჯანელობასაც...2. სრულიად შესაძლებელია, რომ ჩვენს ქვეყანას გადაერქვას სახელი და ვთქვათ, "საგიჟეთი" დაერქვას. ეროვნების გარეშე რა გამოვა? რომ ჩვენ "საგიჟეთის მოქალაქეები" ვართ?!3. ეროვნების გარეშე არა მხოლოდ თვითმყოფადობას, არამედ თავისუფლებას და ამ ქვეყანაში მასპინძლობის უფლებასაც ვკარგავთ. შესაბამისად, მივიღებთ "საქართველოს ქართველების გარეშე."4. "საქართველოს მოქალაქეობა" მარტივად გაიცემა და შესაბამისად, ათეულობით წლის შემდეგ ქართველი ერი აღმოჩნდება უმცირესობაში. შედეგად, მთელი ძალაუფლება მათ ხელში აღმოჩნდება, ვინც უმრავლესობაში იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, ჩინელები იქნებიან, არაბები თუ ამერიკელები.5. არ ვარ წინააღმდეგი, რომ საქართველოში სხვა ერის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ, მაგრამ "საქართველოს მოქალაქე" ჩინელიც, არაბიც და ამერიკელიც იგივე უფლებებით უნდა სარგებლობდეს, როგორც "საქართველოს მოქალაქე" ქართველი?! განა ჩვენს სახლებში ჩვენზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, თუ სად რა ნივთს დავდგამთ და რომელ სტუმარს გავუღებთ სახლის კარს?! საქართველო ხომ ჩვენი დიდი სახლია! 6. სასწრაფოდ თუ არ დავიბრუნეთ "ქართველობა", ათეულობით წელიწადში უდიდესი უფსკრულის წინაშე აღმოვჩნდებით. მითუმეტეს, რომ იურიდიულად "ეროვნებას" უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე "მოქალაქეობას", რადგანაც "მოქალაქეობის" მიცემა და ჩამორთმევა მარტივად შეიძლება, "ეროვნებას" კი ვერასოდეს ვერავინ ჩამოგვართმევს. აბა დაფიქრდით, რა მოხდება, ერთ დღეს ყველას რომ ჩამოგვართვან "საქართველოს მოქალაქეობა?!" ვინ ვიქნებით და რანი ვიქნებით? ღმერთმა არ ქნას და ასე თუ მოხდა, გამოვა, რომ უკანონოდ ვცხოვრობთ მიწაზე, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნის და შესაბამისად, ტანკებითაც რომ გადაგვიარონ და ცოცხლად დაგვმარხონ, კანონი უკვე მათ მხარეს იქნება.გამოფხიზლდით, სანამ ძალიან არ დაგვიანებულა და ერთად მოვითხოვოთ, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობიდან ამოიღონ "საქართველოს მოქალაქე" და დააბრუნონ "ეროვნება", რათა ვიცოდეთ ვინ ვართ, რანი ვართ და ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყულ მიწაზე ცხოვრების კანონიერი უფლება დავიბრუნოთ! 
gallery images

გავუშვათ ტაბულა ნაჰუიზე

ქართველი ხალხი მივმართავთ საქართველოს მთავრობას ტაბულას ჟურნალისტების ნაჰუიზე გაშვების დაფინანსების მოთხოვნითლიბერალიზმის განვითარებისთვის შეტანილი წვლილისთვის, ლჭპტ, ტრანსექსუალ, ჰომოსექსუალ, ბისექსუალ, დისექსუალ, ტრისექსუალ, ასექსუალ და სხვასექსუალ ადამიანების უფლებების დაცვისთვის, 9 წელი დიდი ბელადის და სამყაროს შემოქმედის, ნაცებისთვის უწმინდესის, უნეტარესის და სულზე უტკბესის, მიხეილ სააკაშვილის და მისი სისხლიანი ფაშისტური რეჟიმის მხარდაჭერისთვის, სოროსის გრანტების თქვლეფისთვის, ქართველების ჩაგვრაზე და გაჭირვებაზე თვალის დახუჭვისთვის, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და სხვა უამრავი დამსახურებებისთვის მოვითხოვთ გავგზავნოთ ტაბულას სრული შემადგენლობა 2 კვირიან შვებულებაში პერუში, კურორტ ნაჰუიზე. სადაც გაატარებენ არაჩვეულებრივ დროს, შეითავსებენ ლიბერალიზმის ახალ პოზებს, ახალი იდეებით გამდიდრებულები დაბრუნდებიან საქართველოში და მკვლელების, ლგბტეების, ცოცხიანი ჯალათების, მწამებლების, მოძალაადეების და სხვა ფაშისტების გვერდით გააგრძელებენ ბრძოლას სიბნელის, ანუ მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, მის საბოლოოდ დამარცხებამდე.თუ კი სახელმწიფო ვერ გამოძებნის სახსრებს ტაბულას ნაჰუიზე გამგზავრების დასაფინანსებლად, მზად ვართ მოსახლეობამ შევაგროვოთ ფული და ჩვენი ხარჯებით გავუშვათ ტაბულა ნაჰუიზე.პატივისცემით საქართველოს მოსახლეობა
gallery images

გახადე შრომა უსაფრთხო !

მოვითხოვთ ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას        საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ათ წელიწადზე მეტია აქტიურად ითხოვს უსაფრთხო შრომის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას. აღნიშნული საკითხი დავაყენეთ სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიის წინაშე, რის შედეგადაც მთავრობამ 2017 წლის ივნისში მოახდინა  პარლამენტის წინაშე  კანონპროექტის ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ინიცირება. უკვე მეცხრე თვეა პარლამენტში ამ კანონპროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულთა უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაცვასაც ვერ უზრუნველყოფს - კვლავ აწყდება დაბრკოლებებს (მათ შორის ამერიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის მხრიდან, რომელსაც გავლენა აქვს საქართველოს მთავრობაზე) და მისი განხილვა დაუსაბუთებლად ჭიანურდება. ამ პერიოდის განმავლობაში პროექტი მუდმივ ცვლილებებს განიცდის - ბიზნეს ლობისტების ზეწოლით დასაქმებულთა უფლებების დაკნინების და გაუარესების მიმართულებით.ამ ეტაპზე კვლავ არ არის  გათვალისწინებული პროფკავშირების მიერ დაყენებული  ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა:- კანონის მოქმედების სფერო, რამდენადაც წარმოდგენილი დოკუმენტის  მიხედვით იგი ვრცელდება  მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშ პირობიან სამუშაოზე და დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი კვლავ უსაფრთხო შრომის პირობებით უზრუნველყოფის გარეშე რჩება. მით უმეტეს, რომ პროექტი არ შეიცავს არანაირ დათქმას კონკრეტული ვადის შესახებ, როდესაც ის სრული მოცულობით უნდა გავრცელდეს ყველა დასაქმებულზე;- პროექტი ეხება მხოლოდ შრომის უსაფრთხოებას და ყოველგვარი რეგულირების გარეშე ტოვებს შრომის კანონმდებლობისა და შრომის უფლებების აღსრულების საკითხს;- შრომის ინსპექტორებს, ბევრ შემთხვევაში, კვლავ არა აქვთ უპირობო დაშვება სამუშაო ადგილებზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევაზე მათ უშუალოდ მიმართავენ დასაქმებულები;აქედან გამომდინარე კანონპროექტი კვლავ შეუსაბამოა შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან და არ გვთავაზობს ინსპექტირების რეალურად ეფექტურ მექანიზმს.მოვუწოდებთ, ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს, მაქსიმალურად მოკლე ვადებში შექმნან და აღასრულონ კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მშრომელთა ღირსეულ შრომას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 
gallery images

დაიხვეწოს მასობრივი დათხოვნისა და რეოგრანიზაციის შესახებ კანომდებლობა

ხშირად დამსაქმებლები რეორგანიზაციას იმიზეზებენ იმისთვის, რომ მათთვის არასასურველი კადრები სამსახურიდან გაათავისუფლონ. ასევე, გარკვეულ შემთხვევებში რეორგანიზაცია ფასადურია და მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების კერძო ინტერესების გამო ხორციელდება, რასაც თან ახლავს მრავალი ადამიანის სამუშაოდან გათავისუფლება, ისე რომ დასაქმებულებს საერთოდ არ აქვთ ინფორმაცია როდის დაიწყო რეორგანიზაცია, რატომ გახდა რეორგანიზაცია საჭირო, როგორ შეირჩნენ გათავისფლებული პირები და ა.შ. სამწუხაროდ, დღეს რეორგანიზაცია არ არის რეგულირებული საქართველოს შრომის კოდექსით. აღნიშნული ორგანული კანონი ვერ უზრუნველყოფს დასაქმებულთა დაცვას მსგავსი ტიპის პროცესებისგან, რითაც არაკეთილსინდისიერი დამსაქმებლები ბოროტად სარგებლობენ.  პირველ რიგში, გაურკვეველია რა იგულისხმება რეორგანიზაციის პროცესში. რა უფლებები და ვალდებულებები არსებობს ასეთ დროს შრომითი ურთიერთობის მხარეებისათვის.  საქართველოს შრომის კოდექსი ასევე,  არ იცნობს ტერმინს კოლექტიური დათხოვნა.  აღნიშნული კანონის 381 მუხლით დარეგულირებულია მასობრივი დათხოვნის შემთხვევები:-         მასობრივი დათხოვნა შესაძლებელია ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებების შედეგად, რაც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. -         მასობრივი დათხოვნა ხორციელდება 15 კალენდარული დღის განმავლობაში.-    მასობრივ დათხოვნაში იგულისხმება დამსაქმებლის მიერ სულ მცირე 100 (ასი) ადამიანთან ერთდროულად ხელშეკრულების შეწყვეტა.-         დამსაქმებელი ვალდებულია მასობრივ დათხოვნამდე, სულ მცირე, 45 კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და იმ დასაქმებულებს, რომლებსაც უწყდებათ შრომითი ხელშეკრულებები. მოცემული მუხლი არ არის შესაბამისობაში ევროკავშირის დირექტივასთან (98/59/EC დირექტივა). ქართული კანონმდებლობა არის მწირი მასობრივ დათხოვნასთან დაკავშირებით, რაც დიდი პრობლემაა დასაქმებულთა დაცვის თვალსაზრისით და ვერ აკმაყოფილებს ღირსეული დასაქმების პრინციპის დამკვიდრებას ქართულ რეალობაში. საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, მასობრივი დათხოვნის შესახებ წერილობით შეტყობინება უნდა გაეგზავნოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. თუმცა კოდექსში არ არის განსაზღვრული, რა ინფორმაცია უნდა იქნეს მითითებული წერილობით შეტყობინებაში. ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს მასობრივი დათხოვნის პროცესში და გარკვეული ზემოქმედება იქონიოს მასზე. მაშინ ისმის კითხვა, რა აზრი აქვს, დამსაქმებელი შეატყობინებს თუ არა სამინისტროს მასობრივი დათხოვნის შესახებ?!  საქართველოს შრომის კოდექსით არ არის განსაზღვრული (ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებების შედეგად დამდგარი აუცილებელი) სამუშაო ძალის შემცირებისას დასათხოვი პირების შერჩევის კრიტერიუმები. ამასთან, ქართული შრომის კანონმდებლობა არ აღიარებს დათხოვილი პირის ხელახლა დაქირავების პრიორიტეტს. ხოლო დირექტივის (98/59/EC)  შესაბამისად,  „კოლექტიური დათხოვნა“ ნიშნავს შრომის ხელშეკრულების ისეთ შეწყვეტას, როდესაც დამსაქმებელი:ა) 30 დღის განმავლობაში ათავისუფლებს მინიმუმ 10 პირს იქ, სადაც ჩვეულებრივ მუშაობს 20-ზე მეტი და 100-ზე ნაკლები; - მინიმუმ 10%-ისა იქ, სადაც ჩვეულებრივ მუშაობს 20ზე მეტი და 300-ზე ნაკლები; მინიმუმ 30 პირისა იქ, სადაც ჩვეულებრივ მუშაობს 300 ან მეტი.ბ) ან 90 დღის განმავლობაში მინიმუმ 20 პირისა, მიუხედავად დასაქმებულთა რაოდენობისა. ამასთან მასობრივი დათხოვნის დროს დამსაქმებელმა უნდა მიაწოდოს ყველა სათანადო ინფორმაცია დასაქმებულს და წერილობითი ფორმით აცნობოს შემდეგი:- დაგეგმილი კოლექტიური გათავისუფლების მიზეზები;- გათავისუფლების რაოდენობა და გასათავისუფლებელ დასაქმებულთაკატეგორიები;დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა და კატეგორიები;პერიოდი,რომლის განმავლობაში განხორციელდება გათვისუფლება;გასათავისუფლებელ დასაქმებულთა შერჩევის კრიტერიუმები გათავისუფლების შედეგად გადასახდელი თანხების კალკულაციის მეთოდი. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მოცემულ დოკუმენტზე ხელმომწერნი ვითხოვთ:კანონმდებლბობით სასწრაფოდ დარეგულირდეს ორგანიზაციების რეორგანიზაციის და მასობრივი დათხოვნის პროცესი. გათვალისწინებულ იქნეს ევროკავშირის დირექტივის მოთხოვნები სრულად, შესაბამის სახელმწიფო უწყებას მიეცეს ქმედითი უფლებამოსილება მასობრივი დათხოვნის დროს ჩაერთოს პროცესში, რაც არაკეთილსინდისიერ დამსაქმებლებს აღარ მისცემს საშუალებას უხეშად შელახოს დასაქმებულთა შრომითი უფლებები.  
gallery images

NDI - ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის აკრძალვა საქართველოში

პეტიცია მიზნად ისახავს NDI - ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის აკრძალვას საქართველოში:ქვყანაში ცრუ ინფორმაციის გავრცელება, საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის მიზნით.ადამიანებზე მორალური და მსიქოლოგიური ზიანის მიყენების მიზნით. საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება.
gallery images

CT-Park ის ჯარიმებზე დარიცხული საურავის გაუქმება/შეცვლა

სითი პარკის მიერ, პარკირების დარღვევის საფასურის, 10 ლარიანი ჯარიმის ადგილზე მიტანისას, ხშირ შემთხვევაში აღნიშნული ქვითარი არ ბარდება მანქანის მეპატრონეს და ბარდება კონკრეტულ მისამართზე მცხოვრებ პირს, რის გამოც ფერხდება ინფორმაციის მიწოდება მანქანის მეპატრონესთვის, კერძოდ პარკირების დარღვევის საფასურის, 10 ლარიანი ჯარიმის შესახებ. გამომდინარე იქედან, რომ მანქანის მფლობელს არ გააჩნია ინფორმაცია არც დარიცხულ ჯარიმაზე და არც აღნიშნული ქვითრის ჩაბარების შესახებ, გარკვეული დროის შემდეგ 10 ლარიან ჯარიმას ერიცხება საურავი - 150 ლარი, რომელიც აღნიშნული ტიპის ჯარიმისათვის სრულებით შეუსაბამოა, როგორც მოგეხსენებათ, ჩაბარებული ქვითრების რაოდენობა შეუზღუდავია და ესეთ შემთხვევაში თითოეულ ქვითარზე დარიცხული საურავი კოლოსალურ თანხას აღწევს.გთხოვთ, ერთად მოვითხოვოთ აღნიშნული საურავის გაუქმება და ლოგიკური სისტემის შექმნა, სადაც პიროვნებას ექნება ინფორმაცია ქვითრის ჩაბარების შესახებ.
gallery images

გაანთავისუფლონ საპატიმროებიდან პენსიონერი ქალბატონები

 მოგმართავთ თხოვნით, მოაწეროთ  ხელი პეტიციას, რათა გაანთავისუფლდნენ საპატიმროებიდან   პენსიონერი ქალბატონები
gallery images

შეწყდეს გორელების ძარცვა პასუხი აგოს გორი გაზის დირექციამ ვითხოვთ სამართალს

ვითხოვთ სამართლიანობას ასევე ვითხოვთ თანამდებობიდან გადადგეს გორი გაზის ხელმძღვანელობა და მისი გუნდი რომლებიც გორელებს ძარცვავენ გორელები დიდიხანია ვითმენთ გორი გაზის უსამართლობას გადასახადს იმაზე მეტს გვაწერავენ ვიდრე უნდა გადავიხადოთ მოკლედ რომ ვთქვათ ამ საახალწლოდ გორელებს სეკრეტ სანტამ დაგვაკისრა იმაზე მეტი გადასახადი ვიდრე უნდა გადაგვეხადა დავანონსებთ აქციასაც 4 იანვარს დღის 14:00 საათზე ვიკრიბებით გორი გაზთან ასევე ვითხოვთ გორის მუნიციპალიტეტის მერისგან ყურადღებას ჩაერიოს ბატონი მერიც და დაგვიცვას ჩვენ ისიც გვეყოფა რომ დაგვპირდნენ გაზის და დენის ტარიფის განახევრებას მაგრამ ხელში უფრო დიდი გაზრდილი გაზის და დენის ტარიფი შეგვჩა ვითხოვთ სამართალს!!!!
gallery images

გორელები ვითხოვთ ენერგოომბუდსმენის ყურადღებას!

გამომდინარე იქიდან, რომ გორის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას გორის გაზმომარაგების კომპანიიდან  დაერიცხა  მნიშვნელოვნად განსხვავებული ( 100, 150, ხშირ შემთხვევაში-200 ლარით) გადასახადი, მოვითხოვთ, გადამოწმდეს  გორის მოსახლეობისთვის დეკემბრის თვეში დარიცხული ბუნებრივი აირის გადასახადების სისწორე. სანამ ენერგოომბუდსმენი არ შეისწავლის ამ საკითხს,  არ გადავიხდით უსამართლოდ დარიცხულ გადასახადს.
gallery images

მოვითხოვთ მხრების აჩეჩვის დღის გამოცხადებას

მხრების აჩეჩვის საერთაშორისო დღე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული და ნადვილი ზეიმია თანამედროვე საზოგადოებისთვის, რომლითაც თითოეულ ადამიანს შეეძლება გამოხატოს თავისი დამოკიდებულება სამყაროსა და ზოგადად ცხოვრების მიმართ. ეს დღე იმ ადამიანებისთვისაა, რომელთაც ვერ უპოვიათ საკუთარი ადგილი, რომელთაც არ უმართლებთ პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში და იჩეჩავენ მხრებს, ვინაიდან არ იციან, საით მიექანება მათი ცხოვრება, არ იციან, რას უნდა ელოდონ მისგან და რისთვის უნდა იყონ მზად. ისინი ყველაზე დაუცველი ადამიანები არიან და მათ ვერ დაიცავთ კანონით, ვერ დაიცავთ სიტყვით, ვერც საქმით. ერთადერთი რაც მათთვის გავაკეთოთ გავაკეთოთ არის სწორედ ჩემს მიერ ზემოთ წამოყენებბული მოთხოვნა. ღრმად მწამს, რომ წელიწადის თუნდაც ერთი დღის გალამაზება რაღაცას შეცვლის და დაეხმარება ამ ადამიანებს გამოფხიზლებაში.  პატივისცემით
gallery images

ასაფეთქებელი ნივთიერებების გაყიდვის აკრძალვა(ხულიგნობის მიზნით არასრულწლოვანთათვის)

დღეს ვიღაც ოთხმა ახალგაზრდა ბიჭმა,სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა გადაწყვიტეს ,,ემაიმუნათ'' და უცხო,ხანდაზმულ ქალს ,,ბომბაჩკა'' აუფეთქეს ცხვირწინ თან გამიზნულად,რასაც გარშემომყოფი საზოგადოების მხრიდან არანაირი რეაქცია არ მოყვა.მოვითხოვ აიკრძალოს ასაფეთქებელი ნივთიერებების გაყიდვა არასრულწლოვანთათვის,რათა არ დაირღვეს უდანაშაულო მოსახლეობის სიმშვიდე და ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს,ძალიან გთხოვთ მოაწერეთ ხელი.
gallery images

დაიცავი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა!

"ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშია" სახელით - დავით ქაცარავა.ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. N32-ში და კახეთის გზატკეცილზე, სავაჭრო ცენტრ „East Point“-ის მიმდებარედ განთავსებულ სარეკლამო ბანერებთან დაკავშირებით ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ქ. თბილსის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენად.მოგახსენებთ, რომ სარეკლამო ბილბორდი ეკუთვნის კომპანია „სტილ“-ს, ხოლო ბანერის დამკვეთი გახლავს კომპანია Qnet-ი. აღნიშნულ სარეკლამო ბანერებზე საქართველოს რუკა გამოსახულია დამახინჯებულად, კერძოდ, არ არის დატანილი აფხაზეთი და ასევე, მიგვაჩნია, რომ მიზანმიმართულად არის გადაფარული სამაჩაბლოს ტერიტორია.ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით ალ. ყაზბეგის გამზირზე მდებარე ზემოთხსენებულ სარეკლამო ბილბორდთან საპროტესტო აქცია გავმართეთ ორჯერ და საპატრულო პოლიციას ორივე შემთხვევაში მივმართეთ საჩივრით, რომელთა ასლები გადმოგვცეს აღნიშნული სამართალდამცავი ორგანოს მთავარ სამმართველოში, რაც შემდგომ მერიაში შეტანილ წერილს დავურთეთ.აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თბილისში ორ ლოკაციაზე განთავსებული, დამახინჯებული სახით დაბეჭდილი საქართველოს რუკის ზუსტად იგივე ფოტო, ზუსტად იმავე დღეს, გამოქვეყნდა კომპანია Qnet-ის ერთ-ერთი რუსული ფილიალის სოციალური ქსელის - Facebook-ის გვერდზე და ასევე გამოქვეყნდა ჟურნალ National Geographic-ის რუსული გამოცემის ნოემბრის ნომერში. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტები კიდევ უფრო გვაძლევს საბაბს ვივარაუდოთ, რომ ეს დამთხვევა ნამდვილად არ არის, და ლოგიკურად ვერც იქნება.ჩვენი ორგანიზაციის წევრებს ჰქონდათ შეხვედრა ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან, სადაც საკითხის განხილვისას კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ ჩვენი და საზოგადოების მრავალი წევრის აღშფოთებისა და პროტესტის მიზეზი და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ბანერის განთავსებით არც კომპანია Qnet-ი და არც სარეკლამო კომპანია „სტილი“ არ არღვევენ „კანონს რეკლამის განთავსების შესახებ“, ჩვენ, საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეები, უფლებას ვიტოვებთ, დავა გავაგრძელოთ სამართლებრივ ჩარჩოებში და მოვიშველიოთ „კანონი ტერიტორიული მთლიანობისა“ და „კანონი საქართველოს საზღვრების შესახებ“.სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიული საზღვრების და/ან ტერიტორიული მთლიანობის ამსახველი კონტურები, რაც წარმოჩენილი და დამტკიცებულია რუკის სახით, არ არის კანონმდებლობით დადგენილი როგორც სიმბოლიკა, რომლის დარღვევაც დასჯადი იქნებოდა, თუმცა, ფაქტია, რომ ზემოთხსენებულ სარეკლამო ბანერებზე საქართველოს რუკა, ისეთი ფორმით, როგორიც ის დადგენილი და აღიარებულია საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, წარმოდგენილია დარღვევით - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ნაწილის გარეშე, გარდა ამისა, სრულიად შეუსაბამოა სარეკლამო ბანერზე მოცემული კონტური საქართველოს რუკის რეალურ კონტურთან.შესაბამისად, იმისათვის, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობა, პასუხისმგებლობა, აღშფოთება და პროტესტი კომპანია Qnet-სი მხრიდან საქართველოს სახელმწიფო რუკისა და საზღვრების მცდარი ფორმით წარმოჩენასთან დაკავშირებით, ვირჩევთ სამართლებრივ გზას და მივმართავთ წერილობით, რათა ქ. თბილისის მერიისა და მისი შესაბამისი სამსახურების მხრიდან მოხდეს რეაგირება და დაევალოს რეკლამის დამკვეთ კომპანია Qnet-ს მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოახდინოს ორივე ბანერის ჩანაცვლება ბანერებით, რომლებზეც საქართველოს რუკა დატანილი იქნება სწორი ფორმით, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში აღიარებულ საზღვრებში მოცემული კონტურის შესაბამისად.აღნიშნული საკითხის მიმართ სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესისა და პროტესტის ნათლად წარმოსაჩენად, ვიწყბებთ ხელმოწერების შეგროვებას, რითაც თითოეული ჩვენგანი გამოხატავს აღშფოთბას კომპანია  Qnet-ის ამ ქმედებასთან დაკავშირებით და აყენებს ზემოთხსენებული ბანერების ჩანაცვლების მოთხოვნას.მეტი თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ კომპანია Qnet-ის სარეკლამო ბანერების ფოტო მასალას. ასევე მათ პარალელურად კომპანია Qnet-ის ერთ-ერთი რუსული ფილიალის სოციალური ქსელის - Facebook-ის გვერდზე ატვირთულ და ასევე ჟურნალ National Geographic-ის რუსული გამოცემის ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულ ფოტომასალას, რომლებიც ერთმანეთის იდენტურია.#ერთადგავაპროტესტოთრუსულიოკუპაცია #ერთადდავიცვათსაქართველოსტერიტორიულიმთლიანობა #ძალაერთობაშია!  პატივისცემით,ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ 
gallery images

მოხდეს პროსტიტუციის ლეგალიზება!!!

დღესდღეობით ევროპის საკმაოდ ბევრ ქვეყანაში (როგორიცაა ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ავსტრალია, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, საბერძნეთი, უნგრეთი, ლატვია, იტალია და ა.შ.) პროსტიტუცია ლეგალიზებულია და ფინანსური თვალსაზრისითაც ქვეყნის ეკონომიკაში საკუთარი წვლილი შეაქვს.  ზემოჩამოთვლილ ქვეყნებში სექს-ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საზოგადოებრივ ადგილებში სპეციალური შენობებია გამოყოფილი, სადაც სექს-მუშაკები კლიენტს ფულის სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას სთავაზობენ. ამ დროს კი ჩვენს ქვეყანაში პროსტიტუცია კანონით აკრძალულია (სსკ 254-ე მუხლი), იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ  სექს-მუშაკების პრობლემა ძალიან მწვავედ დგას და მათი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა, თუმცა მარტივად რომ ვთქვათ, ეს ბიზნესი მაინც ყვავის.  დედაქალაქსა თუ სხვა ქალაქებში საროსკიპოები  საგრძნობლად მომრავლებულ ჩინურ-ტაილანდური მასაჟების სალონებს, სასტუმროებსა და ზოგიერთ ბარ-რესტორნებს ამოფარებული მუშაობენ. ცირკის ტერიტორია კი კარგა ხანია  სექს-მუშკების "სამსახურთან" ასოცირდება.  სწორედ აკრძალვის შემთხვევაში ხდებიან მცირეწლოვნები მეძავები და ყვავის პედოფილია. ლეგალიზება, კანონის და კონტროლის ქვეშ მოაქცევს ამ სფეროს და რისკს შეამცირებს. პირველ რიგში უნდა მოხდეს პროსტიტუციის ლეგალიზება, შემდეგ კი დაწესდეს მკაცრი კონტროლი ასაკზე, ჯანმრთელობასა და ჰიგიენაზე.        პროსტიტუციის სფერის კონტროლის ქვეშ აყვანა სახელმწიფოს მიერ, თავიდან აგვაცილებს სექსმონობას, ტრეფიკინგს, პედოფილიას... იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ორგანოები თავისი მოწოდების სიმაღლეზე იდგებიან და დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად შეასრულებენ, ამ სფეროში სიტუაცია საგრძნობლად გამოსოწორდება. • ეს არის საუკეესო გამოსავალი ტრეფიკინგის პრევენციისათვის. ( სამართალდამცავების მიერ თითქმის სრულ კონტროლზე იქნება აყვანილი ეს სფერო, შესაბამისად მასში დასაქმებული პირების ასე ვთქვათ, ასავალ-დასავალი მათთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი იქნება. სექსმონობის მსხვერპლი ბევრი ადამიანი ხდება, მათ შორის საქართველოში. ეს ნაბიჯი კი შეამცირებს ამ საფრთხეს.)• სექს-ინდუსტრიაში დასაქმებულ პირთა უსაფრთხოება დაცული იქნება და აღარ ექნება ადგილი მათზე ძალადობას.• სექსმუშაკთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაკონტროლდება ჯან-დაცვის სამინისტროს მიერ, რაც შეამცირებს ვენერიულ დაავადებათა გავრცელების რისკს;• ვერავინ შესძლებს ამ ბიზნესში არასრულწლოვანთა ჩართვას;• ის ფული, რაც ამ ინდუსტრიაში ტრიალებს შევა ბიუჯეტში, ნაცვლად იმისა, რომ დაილექოს სადღაც, არც თუ ისე პატიოსანი ადამიანების ჯიბეებში;       გთხოვთ, ზემოაღნიშნული მოთხოვნის მხარდასაჭერად ხელი მოაწეროთ პეტიციას და დააფიქსიროთ თქვენი აზრი, თითოეული თქვენთანაგის ხელმოწერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს...