add one
gallery images

დაუშვებელია ჯალათი-მოსამართლე თამარ ალანიას კანდიდატად წარდგენა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან

საქართველოს იუსტიციის მინისტრს ქალბატონ   თეა წულუკიანსპარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტისთავჯდომარეს ქალბატონ  სოფო კილაძესსტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარმომადგენლისშერჩევის კომისიის დანარჩენ წევრებსყველა დაინტერესებულ პირს ყოფილი პოლიტპატიმრის ამირან ქადაგიშვილის[email protected] ღია წერილი ღია წყაროებიდან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ შერჩეული 5 კანდიდატს შორის აღმოჩნდა „მოსამართლე“ თამარ ალანია, რომელიც ჩემი ოჯახის უსამართლო პროცესში გვევლინებოდა პროკურორად და უამრავი პროცესუალური დარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, მათ შორის მოწმეებზე კანონსაწინააღმდეგო ზეწოლა, მათი დაშინება, დაპატიმრება მისთვის არასასურველი ჩვენებების მიცემის გამო,  მტკიცებულებების დამალვა და განადგურება. მართალია ქ-ნ თეას შეკითხვაზე გვანცა ყუფარაძის პროცესზე დაშვებული გადაცდომების შესახებ მან შეეცადა თავი ემართლებინა იმ დროინდელი გარემოთი და საკუთარი დანაშაული გადაებრალებინა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაზე, მაგრამ ეს არ  აძლევს მას უფლებას პრეტენზიას აცხადებდეს სტრასბურგის სასამართლოში საქართველო წარმოადგინოს. თამარ ალანია აღიარებულია როგორც სააკაშვილის დროინდელი ჯალათი-მოსამართლე. სტრასბურგის სასამართლოს სრული დასახელება კი არის ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის სასამართლო.            მოგახსენებთ, რომ ჩვენი ოჯახის (ამირან ქადაგიშვილი, ნანა ქადაგიშვილი, არჩილ ქადაგიშვილი და გიორგი ქადაგიშვილი) საჩივარი განიხილება სტრასბურგის სასამართლოში და გასულია განაჩენის გამოტანის ეტაპზე. იმ შემთხვევაში, თუ თამარ ალანია აღმოჩნდება იმ 3 კანდიდატს შორის, რომლებსაც საქართველო წარადგენს სტრასბურგში დასამტკიცებლად, სახეზე იქნება მძაფრი ინტერესთა კონფლიქტი და საქართველო კვლავ განიცდის ფიასკოს, რადგან დაუშვებელია, რომ ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოში მუშაობისას მოსამართლეს განსახილველად დაეწეროს გასაჩივრებული საქმეები, რომლებშიც თითონ მონაწილეობდა, როგორც მოსამართლე ან პროკურორი.            თავს ვალდებულად ვთვლი, ამ წერილის გარდა, პირადად მივმართო სტრასბურგის საამართლოს ამ ინფორმაციის მიწოდების მიზნით. პატივისცემით,საქართველოს ყოფილი პოლიტპატიმრების, პოლიტდევნილებისდა ყველა უსამართლოდ დაზარალებული და ქონება დაკარგულიმოქალაქეთა სახელითამირან ქადაგიშვილი30.05.2017
gallery images

დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება

ადამიანთა თავისუფლებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულია უზენაეს ფასეულობად. საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ არის გაწერილი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, განურჩევლად რასისა, ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიური კუთვნილებისა, სქესისა თუ სექსუალური ორიენტაციისა. გარდა ამისა, კონსტიტუცია საქართველოს უზენაესი კანონია. საზოგადოება სამართლიანი ვერ იქნება საკანონდებლო თანასწორობის გარეშე, ვერ იარსებებს პროგრესი და ბედნიერება, თუ არ იქნა თავისუფლება.გამომდინარე აქედან, მოძრაობა, "არა ჰომოფობიას და ტრანსფობიას", მოვითხოვთ, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდეს ცივილიზებული სამყაროს მიდგომებთან, დაკანონდეს ერთსქესიანი ქორწინება, რითაც ქართული საზოგადოება და სახელმწიფო ხაზგასმით ეტყვის უარს ლგბტ პირთა მიმართ საკანონმდებლო დისკრიმინაციის არსებობას, დაკანონებულ უკანონობას. ქორწინება ადამიანის უფლებაა და არა ჰეტეროსექსუალთა პრივილეგია.
gallery images

განთავისუფლდეს ტროტუარი ავტომობილებისგან

თბილისის ქუჩებში ფეხით გადაადგილება არა მხოლოდ ზიგზაგით სიარული და რთული დაბრკოლებების გადალახვაა, არამედ სიცოცხლისთვის სახიფათოც არის, რადგან ტროტუარის სრული ბლოკირების შედეგად ქვეითი იძულებული ხდება სამანქანო მონაკვეთზე გადავიდეს, რაც მას დიდ საფრთხეს უქმნის.დავიცვათ ჩვენი უფლებები !!!
gallery images

ეფექტური შრომის ინსპექცია საქართველოს

მოგახსენებათ, რომ 2017 წლის 9 მაისს ტყიბულის მაღაროში დაიღუპა ოთხი (4) მაღაროელი. <!--StartFragment-->ეს არის უმძიმესი მდოგარეობა რაც ათ წლეულების განმავლობაში ხდება საქართველოში და ამ პრობლემას საშველი არ დაადგა. მოსახლეობას წლების განმავლობაში ატყუებდა ხელისუფლებები როდესაც ამობდა, რომ შრომის ინსპექციის შეუქმნელობა ბიზნესს დარტყმას მიაყენებდა. ეს არგუმენტი 70 წლის წინ იქნა უარყოფილი ევროპაში. დღეს ჩვენ ამ საშინელი რეალობს წინაშე ვდავართ, იხოცება ყოველთვიურად ადამიანები თავიანთ სამუშაო ადილებზე. დროა შეიქმნას ეფექტური შრომის ისპექცია, რომელიც აღმოფხვრის ამ საშინელ მდომარეობას, რა მდომარეობაც სუფევს საქართველოში. მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ უმოკლეს პერიოდში შეიქმნას ეფექტური შრომის ინსპექცია.<!--EndFragment-->
gallery images

სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახელმწიფო ვალის ანაზღაურება

თბილისის მერსბატონ დავით ნარმანიას2016 წლის 9 მარტს საქართველოს მთავრობამ გამოსცა #419 განკარგულება, რომლის თანახმად „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო საშინაო ვალის სახით არსებული, დედაქალაქში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი ვალდებულების საკითხის მოგვარების მიზნით, ქალაქ თბილისის მერიამ უნდა უზრუნველყოს კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებისთვის განსაზღვრული უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემა, მათ მიმართ არსებულ ან შესაძლოდ გამოვლენილ სახელმწიფო საშინაო ვალზე და მასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ უფლებასა და მოთხოვნაზე მათი მხრიდან უარის თქმის სანაცვლოდ.თბილისის მერიის სსიპ "ქონების მართვის სააგენტო"-ს მიაჩნია, რომ ვალის სანაცვლოდ გადაცემული უძრავი ქონება შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთები, რომელზეც უნდა აშენდეს საცხოვრებელი სახლები.სამწუხაროდ, დაზარალებულებს არ გააჩნიათ მშენებლობისათვის საჭირო ფინანსური რესურსი.შესაბამისად:- მოსაძიებელია ინვესტორი, რომელიც განახორციელებს თავისთვის მომგებიან და მიმზიდველ ბიზნეს-პროექტს და შეასრულებს საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს,- დაზარალებულთათვის გადასაცემად შერჩეულ მიწის ნაკვეთებს თბილისის მერიის და საკრებულოს შესაბამისმა სამსახურებმა უნდა მიანიჭონ მოქმედი წესებით ნებადართული განაშენიანების, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტები და ფუნქციური ზონის სტატუსი, რომელიც ინვესტორისათვის იქნება ხელსაყრელი.საქართველოს მთავრობის 2016 წლის #419 განკარგულება კანონიერად და იურიდიული ძალის მქონედ, შესასრულებლად სავალდებულოდ იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე #3/3437-16).ამ სასამართლო პროცესში სასამართლოს მიერ მესამე პირებად ჩართული გახლდათ:- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად,- კავშირი „კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებულთა უფლებების დაცვა“ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.ჩვენ მოვიძიეთ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რამდენიმე მიწის ნაკვეთი.შესაბამისად, მოძიებული გვყავს პოტენციური ინვესტორები, რომლებიც მიწის ამ ნაკვეთებზე ააშენებენ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს და საცხოვრებელი ბინებით დააკმაყოფილებენ კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებულთა მნიშვნელოვან ნაწილს.გთხოვთ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით თქვენთვის მონიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, დაავალოთ მერიის შესაბამის სამსახურებს, უზრუნველყონ:1. შერჩეული მიწის ნაკვეთებისათვის მოქმედი წესებით ნებადართული განაშენიანების, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტებისა და ფუნქციური ზონის სტატუსის მინიჭება, რომელიც ინვესტორისათვის იქნება ხელსაყრელი.2. კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებისთვის ამ მიწის ნაკვეთების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემა,  მათ მიმართ არსებულ ან შესაძლოდ გამოვლენილ სახელმწიფო საშინაო ვალზე და მასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ უფლებასა და მოთხოვნაზე მათი მხრიდან უარის თქმის სანაცვლოდ.
gallery images

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პრობლემის მოგვარება

სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარებული კოოპერატიული ბინათმშენებლობითდაზარალებული მოსახლეობისთვის ვალის გასტუმრების წესის შემუშავება და აღიარებული ვალის გადახდა  
gallery images

არა საპირფარეშოების სქესობრივი ნიშნით დაყოფას

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვითხოვთ კონსტიტუციით დელეგირებულ და ფუნდამენტურ ჩვენს უფლებაში პატრიარქარული მჩაგვრელი ტრადიციებით ინსპირირებული ჩარევის აღკვეთას, ვინაიდან ყველა ადამიანი თანასწორია მათ შორის სქესის განურჩევლად, იგი უფლებამოსილია თავად განსაზღვროს როგორც საკუთარი გენდერული იდენტობა დროის კონკრეტულ მონაკვეთში, ისე სად და როდის, ან ისარგებლოს თუ არა საპირფარეშოთი.
gallery images

გაუქმდეს Moneza.ge!

მოვითხოვთ გაუქმდეს კაბალური პირობების მქონე ონლაინ მიკრო საფინანსო ორგანიზაცია Moneza.ge, რომელსაც არც რეგულაციებმა უშველა და არც არაერთგზის ხალხის (მო)თხოვნამ - შეეცვალათ ყოვლად უსახური და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მორგებული ყაჩაღური პირობები
gallery images

გამოცხადდეს დიდგორის ბრძოლის დღე არასამუშაო (უქმე) დღედ

როგორც უმრავლესობა, საქართველოს მოსახლეობისა, ვთვლი, რომ 12 აგვისტო უნდა გამოცხადდეს არასამუშაო (უქმე) დღედ. ეს თარიღი მნიშვნელოვანია არამხოლოდ ეთნიკური ქართველებისთვის, არამედ მთელი ქრისტიანული სამყაროსა და ასევე ევროპისთვისაც, საითკენაც ჩვენ აქტიურად მივილტვით. ვფიქრობ, აქამდეც უნდა გამოცხადებულიყო ეს შესანიშნავი თარიღი უქმედ. სჯობს გვიან, ვიდრე არასდრს.პატივისცემით..
gallery images

მოვითხოვთ ბავშვების სათამაშოების უსაფრთხოების მარეგულირებელი კანონის შემოღებას

http://momxmarebeli.ge/?menu=&rec=7394ამ ლინკზე შესაძლებელია ჰამბურგის ლაბორატორიის დასკვნის ნახვა საქართველოდან გაგზავნილ სათამაშოებზე. აღსანიშნავია, რომ თითქმის არცერთი მათგანი არ შეესაბამება ევროპულ ნორმას. სათამაშოებში, რომლებიც დღეს ქართულ ბაზარზე იყიდება, დიდი რაოდენობითაა ფტალატები, DHEP. ევროკავშირში ამ ნივთიერების ლიმიტი 1 მგ/გ-ია, თუმცა მათ შემცველობას საქართველოში კანონი არ არეგულირებს. ამიტომ საქართველოში არსებულ სათამაშოებში ის 106 მგ/გ-ზე მეტია. ფტალატები უარყოფითად მოქმედებს ბავშვის რეპროდუქციულ სისტემაზე და ზრდის კიბოს გაჩენის რისკს. მარეგულირებელი კანონის არარსებობა დიდ საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას. ამიტომ ამ საკითხზე მუშაობა ახლავე უნდა დაიწყოს.This is the link of Hamburg laboratory's report about the toys which are sold in Georgia. It should be noted that almost none of them meet European standards. The toys that are sold on market today contain large percentage of phthalates DHEP. EU limit for this substance is 1mg/g, but the law does not regulate this content in Georgia. So, toys in Georgia contain 106 mg/g or more. Phthalates negatively affect child's reproductive system and increase the chances of cancer.Absence of the regulatory law threats the health of children. So working on this issue should start right now.
gallery images

მრავალპარტიული განცხადება რუსუდან კერვალიშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით

ჩვენ, სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე მყოფი ქალები შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილის დაპატიმრების გამო.ვთვლით, რომ ყველა სისხლის სამართლებრივი ბრალდება გამოძიებული უნდა იქნას და სასამართლო გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს სამართლიანი სასამართლოს სტანდარტის დაცვით. ბრალის დადასტურების შემთხვევაში სასჯელის ზომა უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის პროპორციული და სხვა ფაქტორებთან ერთად უნდა ითვალისწინებდეს პიროვნების, ამ შემთხვევაში ქალბატონი რუსუდანის უაღრესად დიდ წვლილს საქართველოს  საპარლამენტო მუშაობის განვითარების პროცესში.კონკრეტული სისხლის საქმის სამართლებრივ დეტალებზე მსჯელობა სცდება ამ საკითხში ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილისთვის ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთა არ წარმოადგენს პროპორციულ სასჯელს.  ასევე გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსუდან კერვალიშვილის დის, ქალბატონი მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის შეუსაბამო საპატიმრო პირობებისა და მის წინააღმდეგ წინასწარი პატიმრობის გამოყენების გამო.ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერნი, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური კუთვნილებისა, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილის საქმეში, არ დაუშვას შერჩევითი მართლმსაჯულება და სისხლის სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენოს ლეგიტიმური მიზნებისთვის, მათ შორის დაზარალებულთა უფლებების დასაცავად და არა კონკრეტული პირის და ოჯახის მიმართ ანგარიშსწორებისათვის.ხელმომწერები:ნატო ასიტაშილი - სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოთინათინ ბოკუჩავა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობანინო ბურჯანაძე - გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა მარიამ გერსამია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობახათუნა გოგორიშვილი - მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველონინო გოგუაძე - თავისუფალი დემოკრატებირუსუდან გურჩიანი - ახალი მემარჯვენეებიმარიკა დათუკიშილი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობათამარ დალაქიშვილი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობახატია დეკანოიძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობაასმათ დიასამიძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობალელა ვერულიძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობაჩიორა თაქთაქიშვილი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობასამირა ისმაილოვა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობანინო კალანდაძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობათამარ კეკენაძე - თავისუფალი დემოკრატებინინო კვიტაიშვილი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობაანა კობახიძე - სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოთამარ ლამაზოშვილი - სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველონინო ლაპიაშვილი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობალილე ლიპარტელიანი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობანინო მეტრეველი - ლეიბორისტული პარტიასოფო მუზაშვილი - სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოანი მურუსიძე - სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოირმა ნადირაშვილი - მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველომანანა ნაჭყებია - ახალი მემარჯვენეებიხათუნა ოჩიაური - ერთიანი ნაციონალური მოძრაობამანანა სალუქვაძე - დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოანი სანაძე - სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველონანა ტოხვაძე - სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოსევდია უგრეხელიძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობამარიამ ქასრაშვილი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობალელა ქებურია - მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველომარიამ ქელბაქიანი - სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოვალისა ღვინჯილია - სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველონინო ყურაშვილი - სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოთამთა შამათავა - სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველონათია შარაშენიძე - ლეიბორისტული პარტიარუსუდან ცირეკიძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობაეკა წამალაშვილი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობათეონა ჭალიძე - სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოეკა ხერხეულიძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობაელენე ხოშტარია - მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველომაია ჯავახიშვილი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობათეო ჯანგიძე - სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოთამარ ჯინჭარაძე - სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო
gallery images

გადანაწილდეს ფეხბურთის დაფინანსება ჯანდაცვასა და განათლებაზე

პირობებში, როდესაც ერთის მხრივ ჯანდაცვის ბიუჯეტი მცირდება, დაავადებების პრევენცია კვლავ უმთავრესი გამოწვევაა სახელმწიფოსთვის, რეგიონებში არის ადგილები, სადაც ელემენტარული სამედიცინო მომსახურეობის მიღება შეუძლებელია და მეორეს მხრივ, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი მხოლოდ 1 მილიარდ 25 მილიონია (სოფლის საგანმანათლებლო დაწესებულებების დიდი ნაწილი კატასტროფულ მდგომარეობაშია, ხოლო მასწავლებლის ხელფასი ცუდი მოტივაციაა კარგი კადრების შესანარჩუნებლად), არასწორად მიგვაჩნია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის N 107 დადგენილება, რის საფუძველზეც საქართველოში ფეხბურთის დაფინანსების პროგრამა 265 700 000 მილიონი ლარით განისაზღვრა.საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შედეგებზე მისი ბოლო 25 წლის მანძილზე "მიღწეული" წარმატებებიც მეტყველებს.სპორტი და "სანახაობა" ძალიან კარგია, მაგრამ მას შემდეგ, რაც გადასახადის გადამხდელთა ფულით უმთავრესი და ელემენტარული საჭიროებები დაფინანსდება.მიგვაჩნია, რომ საჭიროა მოხდეს მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა, დაკორექტირდეს ფეხბურთის განვითარების ბიუჯეტი და თანხის უდიდესი ნაწილი მიემართოს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებისკენ.მე, როგორც გადასახადის გადამხდელი, თანახმა ვარ ფეხბურთის ბიუჯეტის ის ნაწილი, რომელიც სპორტის განვითარებისთვის დარჩება, მიემართოს ბავშვების ვარჯიშის, ქუჩაში მცხოვრები ბავშვების სპორტით დაკავების, ცხოვრების ჯანსაღი წესის რეალური პროპაგანდისთვის.ამით საზოგადოება მიიღებს ნაკლებ კრიმინალს, ჯანსაღ საზოგადოებას, უკეთეს ათლეტებს.ფეხბურთს სახელმწიფო სუბსიდირება არ სჭირდება, ამის კარგი მაგალითი რაგბის ნაკრებია, ვინც მცირე დაფინანსების, მოედნების სიმწირის და მონდომების წყალობით, გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენა.ჩვენი ხედვა ასეთია:1. ყველა სახელმწიფო კლუბი განკერძოვდეს. 2. შეიქნას სახელმწიფოს და სხვების მიერ დაფინანსებული საპრიზო ფონდი რომელიც ყველა კლუბზე გადანაწილდება დაკავებული ადგილის მიხედვით. (რათა კლუბებმა შეძლონ არსებობა) 3. სანაცვლოდ კლუბებმა აიღონ ვალდებულება უფასოდ ავარჯიშონ ბავშვები.მიღებული შედეგები კი ასე წარმოგვიდგენია:1. კერძო კლუბებს ინტერესი ექნებათ სპორტთან ერთად ბიზნესით დაკავდნენ, ექნებათ გრძელვადიანი გეგმები. 2. ეცოდინებათ რომ დაკავებული ადგილის მიხედვით გარკვეულ თანხას მიიღებენ , რომლის პროგროგნოზირებაც მათთვის ადვილი იქნება და შესაბამისად მომავლის დაგეგმვაში დაეხმარება. თუ ბავშვები უფასოდ ივარჯიშებენ ღარიბ ბავშვებს რომლებიც ძალიან ბევრია ჩვენს საზოგადოებაში ექნებათ შანსი ცხოვრებაში სპორტით რამეს მიაღწიონ. ასევე,, სპორტი გახდება მასობრივი, და,, არაპირდაპირი დადებითი გავლენა ექნება ჯანრთელობისა და კრიმინალის საკითხებზე.. ამ ყველაფრისთვის როგორც გადასახადის გადამხდელი თანახმა ვართ ფული ბიუჯეტიდან გადავიხადოთ... აი ხარკის გადახდა კი არ გვსურს.უპირველესად, ეს გულშემატკივრების ჯანმრთელობის მდგომარეობის მოფრთხილება იქნება.ფეხბურთის განვითარების გეგმის შესახებ იხ. დადგენილება https://matsne.gov.ge/ka/document/view/3207934 
gallery images

შეიცვალოს "ჯივიპის" ხელმძღვანელობა

წყლის მნიშვნელობაზე საუბარი ალბათ ზედმეტიც იქნება. ფაქტია, ბევრი წლის განმავლობაში კომპანია ვერ ახერხებს წყლის მიწოდების სერვისის გამართულად მუშაობას. მარტო თბილისის ტერიტორიაზე არსებობს კონკრეტული მონაკვეთები, სადაც რამოდენიმე წელიწადია, ზოგან 5 წელიწადზე მეტიცაა, ვერ ხერხდება ერთი და იგივე პრობლემის მოგვარება. მოსახლეობა ხშირად რჩება წყლის გარეშე რამოდენიმე დღე ან კვირა. ვფიქრობთ, სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა 5 წელიწადში კონკრეტული პრობლემების მოგვარება. მომავალში მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ვითხოვთ კონკრეტულ მოქმედებებს!
gallery images

დაუყოვნებლივ დაუშვას სახელმწიფომ ელექტრონული პირადობის (ID) ბარათის ალტერნატივა,რისი იძულების წესით აღების დავალდებულებაც არღვევს იმ 300 000 მორწმუნის მოქალაქეობრივ და ტელიგიური რწმენის უფლებებს!

დაუყოვნებლივ დაუშვას სახელმწიფომ ელექტრონული პირადობის (ID) ბარათის ალტერნატივა,რისი იძულების წესით აღების დავალდებულებაც  არღვევს იმ 300 000 მორწმუნის მოქალაქეობრივ და ტელიგიური რწმენის უფლებებს!
gallery images

საქართველოში სიტყვის თავისუფლების დასაცავად

პეტიციაზე ხელმომწერი მოქალაქეები, ყურადღებით ვადევნებთ თვალს ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც მისი სიმწვავის გამო სამართლიანად მიიპყრო როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება.2017 წლის 3 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტამდე შეუზღუდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული, ჩვენი შეფასებით ძალიან საეჭვო, გადაწყვეტილების აღსრულება. ადამიანის უფლებათა ევვროპული  სასამართლოს ხსენებულმა გადაწყვეტილებამ გააჩინა იმედი, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები კვლავ სამართლებრივი დავის ჭრილში დარჩება და თავიდან აგვაცილებს საპროტესტო გამოსვლებსა და სიტუაციის რადიკალიზაციას.ხელმომწერები კარგად ვაცნობიერებთ, რომ ხელისუფლებასთან აფილირებული ბიზნესმენის - ქიბარ ხალვაშის მიერ წამოწყებული სამართლებრივი დავის უკან რეალურად დგას ხელისუფლების უკანონო ინტერესი - გააკონტროლოს ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა და ამ გზით მიაღწიოს მისი კრიტიკისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. სამწუხაროდ, ამ ბრძოლაში ჩართულია ხელისუფლების სამივე შტო. ამის თვალსაჩინო მაგალითებია საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების სინქრონული გადაწყვეტილებები, რომელთაც თან ახლდა მმართველი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელთა მუქარის განცხადებები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და მისი მენეჯმენტის მიმართ, კამპანია საკონსტიტუციო სასამართლოს „მოსათვინიერებლად“, რაც საბოლოოდ არაკონსტიტუციურად მიჩნეულ საკანონმდებლო ცვლილებებით დასრულდა და დღემდე გადაუწყვეტელი დატოვა იმ ნორმათა კონსტიტუციურობის საკითხი, რომელზე დაყრდნობითაც საერთო სასამართლოებმა კომპანიის წინააღმდეგ წარმოებული დავა განიხილეს და  საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები - რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ საქმის გადაწყვეტასთან.პეტიციის ხელმომწერები ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას ადამიანის უფლებათა, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებათა, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების მიმართ და მიგვაჩნია, რომ დღეს, საქართველოში სიტყვის თავისუფლების, მედიაპლურალიზმის, დემოკრატიის არსებული დონისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის არებული კურსის შენარჩუნების  მიზნით აუცილებელია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეთა ცვლილების თავიდან აცილება, რომლის განხორციელებასაც საქართველოს ხელისუფლება უზენაესი სასამართლოს ზემოთ ნახსენები გადაწყვეტილების საფუძველზე აპირებს და რაც პირდაპირ ნიშნავს ხელისუფლების მიერ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის გაკონტროლებას.ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხელმომწერნი გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და სიტყვის თავისუფლების მიმართ და საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ უკვე გამოყენებული დროებითი ღონისძიების შენარჩუნებას.