add one
gallery images

აიკრძალოს და დაწესდეს რეგულაციები საახალწლო პიროტექნიკასა და სხვადასხვა ასაფეთქებლებზე

ხშირია შემთხვევები, ასაფეთქებლებით  ადამიანის სხეულის დაზიანებისა, ასევე გულით დაავადებული ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესების, ამას გარდა ეს არაჰუმანური "გასართობი" დამანგრეველად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე.მოვითხოვთ, აიკრძალოს და დაწესდეს რეგულაციები საახალწლო პიროტექნიკისა  და სხვადასხვა ასაფეთქებლების გაყიდვებზე, ასევე მათ უკანონოდ გამოყენებაზე დაწესდეს სანქციები.
gallery images

გათავისუფლდეს პატიმრობიდან მაია რჩეულიშვილი

მოგმართავთ თხოვნით, სანამ გვიან არ არის შეუცვალოთ მაია რჩეულიშვილს პატიმრობა გირაოთი, ვინაიდან ყველასათვის მოულოდნელად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ორი კვირის მანძილზე კატასტროფულად დამძიმდა. აქვს კახექსია, აღმოაჩნდა გულის პათოლოგა და ფილტვზე სიმსივნე. შესაბამისად საჭიროებს ისეთ გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას, რომლის განხორციელებაც ციხის პირობებში შეუძლებელია.ამასთან, მისი ციხეში ყოფნა არათუ აგვარებს არამედ კიდევ უფრო ართულებს დაზარალებულების პრობლემას და პატიმრობის მოსამართლის მიერ დასახელებული მიზანიც - მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება - აღარ არსებობს. მაია რჩეულიშვილს არც არასდროს ჰქონია სურვილი და მისი ახლანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არც შეუძლია ან ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებზე ან/და მიიმალოს.  პატივისცემით, 
gallery images

გათავისუფლდეს პატიმრობიდან მაია რჩეულიშვილი

მოგმართავთ თხოვნით სანამ გვიან არ არის შეუცვალოთ მაია რჩეულიშვილს პატიმრობა გირაოთი, ვინაიდან ყველასათვის მოულოდნელად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ორი კვირის მანძლზე კატასტროფულად დამძიმდა. აქვს კახექსია, აღმოაჩნდა გულის პათოლია და ფილტვზე სიმსივნე. შესაბამისად საჭიროებს ისეთ გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას, რომლის განხორციელებაც ციხის პირობებში შეუძლებელია.ამასთან, მისი ციხეში ყოფნა არათუ აგვარებს არამედ კიდევ უფრო ართულებს დაზარალებულების პრობლემას და პატიმრობის მოსამართლის მიერ დასახელებული მიზანიც - მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება - აღარ არსებობს. მაია რჩეულიშვილს არც არასდროს ჰქონია სურვილი და მისი ახლანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არც შეუძლია ან ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებზე ან/და მიიმალოს. 
gallery images

ნიკა ჩერქეზიშვილის მხარდასაჭერი პეტიცია

ნიკა ჩერქეზიშვილი 11 წელი მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში, ხოლო 6 თვე საგარეო საქმეთა სამინისტროში შესყიდვების სამსახურის ხელძღვანელად, საიდანაც უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს. მან გამოიყენა, ფაქტობრივად, ყველა სამართლებრივი გზა, თუმცა უშედეგოდ. ახლა კი, იგი იძულებული გახდა კანცელარიის წინ საჯაროდ გააპროტესტოს არსებული უსამართლობა.ამ პეტიციაზე ხელმოწერით, ვეთანხმები ნიკა ჩერქეზიშვილის ორ მოთხოვნას:1. უფლებამოსილ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ნიკა ჩერქეზიშვილი აღდგენილ იქნას საჯარო სამსახურში, მისი კვალიფიკაციის და სამუშაო გამოცდილების შესაბამის პოზიციაზე!2. საჯარო სამსახურებში დასაქმების აუცილებელი წინაპირობა გასაუბრებასთან ერთად იყოს ტესტირება!  
gallery images

პეტიცია პრეზიდენტისადმი თეა სირაძის შეწყალებაზე! 4 შვილის დედას ჩვენი თანადგომა სჭირდება!

 მეც ვუერთდები ამ თხოვნას და მივმართავ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს, რომლის კომპეტენციაშიც შედის შეწყალების აქტის გამოცემა!ბატონო გიორგი,მოგმართავთ თხოვნით, როგორც ერთ-ერთი რიგითი თქვენი ამომრჩეველი და ქვეყნის მოქალაქე, რომ გაიღოთ მოწყალება და შეიწყალოთ ოთხი შვილის დედა! საქმის მასალებს რა თქმა უნდა არ ვიცნობ ამ ეტაპზე მაგრამ სიმართლე გითხრათ ჩემს თხოვნაზე ვერ მოახდენს ეს გავლენას!საკმარისზე მეტი დრო გაატარა ამ ქალბატონმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მიმაჩნია, რომ თქვენ უნდა გაზიაროთ საზოაგდოების უმრავლესობის თხოვნა როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა და შეიწყალოთ ის.იმ ფონზე, როდესაც სისხლიანი რეჟიმის ლიდერები არიან დაუსჯელები და სხედან პარლამენტში, ვერ დამისახელებთ თეას მიერ ჩადენილი დანაშაულის მტკიცებულებებს რომელიც შედარებითში მოვა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილ დანაშაულებთან!აქ საუბარია ოთხი ატასრულწლოვანი პატარის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და მათ მომავალზე, თქვენ როგორც ქვეყნის პრეზიდენტი მიმაჩნია, რომ უნდა დაინტერესდეთ ამ ფაქტით და მიიღოთ დადებითი გადაწყვეტილება, რაც ძალიან დადებითან აისახება საზოგადოების ფართო წრეში!მე არ მეგულება საღად მოაზროვნე ადამიანი ვინც თქვენს ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად შეაფასებს ან გაგაკრიტიკებთ!გთხოვთ, განიხილით კომისიაზე ამ ქალბატონის საქმე და ბავშვები რომლებიც საახალწლოდ ელოდებიან დედის გათავისუფლებას, ამ უდიდეს სიხარულს მიანიჭბთ!პატივისცემით, თავისუფლების ასოციაციის თავმჯდომარე: ინგა ბერიკაშვილი
gallery images

დავეხმაროთ გიორგი ჩერქეზიშვილს!

“შეიძლება თავი მოვიკლა, ვერ გავუძლებ ზამთარს...“_ შშმ პირის ტრაგიკული ისტორია"გიორგი ჩერქეზიშვილს საარსებო შემწეობის გაცემა შეუწყდა 2014 წელს გეგმა- გრაფიკით გადამოწმების შემდეგ. წელს ოჯახი გადამოწმდა ორჯერ, ამჯერად მისი სარეიტინგო ქულა ოდნავ აღემატება სოციალურად დაუცველთა შეფასების მეთოდოლოგიით განსაზღვრულ ზედა ზღვარს. ანუ მისი სარეიტინგო ქულა, სამწუხაროდ, არ ითვალისწინეს ფულად საარსებო შემწეობას, თუმცა, ის სარგებლობს სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ასევე როგორც შშმ პირი ის იღებს სოციალურ პაკეტს - 180 ლარს. მოგეხსენებათ, როცა სოცაგენტის მიერ ივსება დეკლარაცია, მასში იწერება სხვადასხვა მონაცემი, რასაც ოჯახის წევრები უთითებენ. ყველა ეს მონაცემი გარკვეულ გარკვეულ გავლენას ახდენს სარეიტინგო ქულის ფორმირებაზე. ამ ბენეფიციარს დაფიქსირებული აქვს პენსია, მიწის ნაკვეთი, მცირე ზომის სახლი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, მცირეოდენი არა რეგულარული შემოსავალი მუნიციპალიტეტიდან და ასევე ორი მასთან არ მცხოვრები შვილი, რომლებიც მის პოტენციურ დამხმარეებად ითვლებიან... ჩვენ გვესმის, რომ ამ ადამიანის მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა, მაგრამ, სამწუხაროდ, სარეიტინგო ქულის დათვლისას ყოველგვარი სუბიექტური ფაქტორები გამორიცხულია და პროგრამულად ამ მონაცემებზე დაყრდნობით გამოვიდა ეს სარეიტინგო ქულა, რაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ დახმარების მისაღებად საკმარისი არ არის", _ აცხადებენ სააგენტოში.
gallery images

თბილისის მერიამ უნდა გაწყვიტოს კონტრაქტი ,,City Park"-თან

ორი წლის განმავლობაში, 62 მილიონი ლარი ამოიღო „სითი პარკმა“ ჩვენი ჯიბეებიდან. აქედან 18 მილიონი გადაურიცხა თბილისის მერიას, დანარჩენი 43 მილიონი წაიღო სახლში. არცერთი ავტოსადგომი არ აუშენებია, არცერთი მანქანისთვის სადგომი არ შეუქმნია ქალაქში „სითი პარკს“.თბილისის მერიამ უნდა გაწყვიტოს კონტრაქტი, ამის პირგასამტეხლო უნდა გადავიხადოთ - 25 მილიონი, და მე მოვუწოდებ თბილისის მერს, რომ ბიუჯეტში ეს 25 მილიონი ჩაიდოს. ამის შემდეგ რა თანხაც შემოვა, ყველაფერი უნდა მოხმარდეს პარკირების, ინფრასტრუქტურის შექმნას!!!!
gallery images

აიკრძალოს ფარული ვიდეოგადაღება ქუჩებში,სოციალური ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით.

ძალიან გახშირებულია ქუჩებში სოციალური ექსპერიმეტები ,რომლის დროსაც ირღვევა ადამიანის უფლებები!მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხოების შეგრძნება როდესაც გადაადგილდებიან ქუჩაში.დაუშვებელია ის რაც ხდება დღეს.  როცა ადამიანი გადის ქუჩაში(განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში) და ვიღაც დახმარებას თხოვს,ისიც შეწუხებული საკუთარ ლუკმას უყოფს(ან არ უყოფს.ეს არავის განსაკიტხი არაა)და შემდგომ აღმოჩნდება რომ მას ფარულად უღებდენ და უსმენდნენ და ეს არიკმარეს და ვიდეო საჯაროდ გამოუქვეყნეს ,ეს არის დანაშაული ,ადმიანის უფლებების უხეში დარღვევა,მოქალაქე გაბრიყვებული და ''გამოჭენებული'' რჩება და ამას აკეთებენ ვითომ სოციალური ეკსპერიმენტის სახით. ასეთი სოციალური ექსპერიმენტები არის ხშირ შემთხვევაში პროვოკაციული სახის .ამ ყველაფრის პოპულარიზაციას ეწევიან ტელევიზიები,ხშირია შემთხვევები როცა ჯურნალისტები და ოპერატორები კამერით დაზდევენ ''რესპოდენტებს'' და მიუხედავად იმისა უნდა თუ არა პიროვნებას კომენტარის გაკეთება და საჯაროდ გამოჩენა მაინც უღებენ .დროა ამ საკითხს ყურადღება დაეთმოს!
gallery images

იუნონა გურულის ფანებს მოგვეცეს მისი ფოტოების განმეორებით დალაიქების საშუალება!

ბატონო მარკ, როგორც მოგეხსენებათ, ფეისბუკის მრავალრიცხოვან მომხმარებელს შორის არის ერთი ფრიად განსაკუთრებული მომხმარებელი - იუნონა გურული, რომელიც აღნიშნულ სოციალურ ქსელში დროდადრო ტვირთავს ხოლმე თავის ასევე განსაკუთრებულ ფოტოებს! თუმცა ჩვენ, იუნონა გურილის ფანებს არ გვეძლევა ქ-ნ გურულის მიერ განთავსებულ ფოტოებზე ლაიქების განმეორებით დასმის საშუალება! ეს კი თავის მხრივ დიდ მღელვარებასა და არაერთგვაროვან რეაქციებს იწვევს საზოგადოებაში და ლახავს როგორც ჩვენი - იუნონა გურულის ფანების, ასევე ზოგადად, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას ორჯერ დაალაიქოს ქ-ნ გურულის ფოტოები. კერძოდ, ირღვევა ”ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კოვენციის” მე-7 მუხლის, 231-ე პუნქტის, ”ბ” შტრიხ ქვეპუნქტის მე-3 პწკარი, სადაც შავით თეთრზე სწერია, რომ ყველა ადამიანს აქვს იუნონა გურულის ფოტოს ორჯერ  დალაიქების უფლება!მოვითხოვთ მიიღოთ საჭირო ზომები აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად და გაატაროთ აუცილებელი ღონისძიებები, რათა მოხდეს იუნონა გურულის მიერ ფეისბუქზე განთავსებულ ფოტოებზე განმეორებითი დალაიქების რეჟიმის ჩართვა! წინააღმდეგ შემთხვევაში, ფეისბუქის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება მრავალათასიანი მიტინგები და მსვლელობები სტვენისა და შეძახილების: ”ძირს მარკი” თანხლებით! ასევე, ჩვენს მოთხოვნაზე უარისა და თქვენი საქართველოში ვიზიტის შემთხვევაში, ვიტოვებთ უფლებას, რომ არ გაჭამოთ ხინკალი!პატივისცემით, იუნონა გურულის მხარდამჭერთა ჯგუფიP.S. წინამდებარე პეტიციის ასლები  გადაეგზავნა საქათველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრეზიდენტის ოფისს!
gallery images

სახელმწიფო პროექტი სოციალური იპოთეკის შესახებ

იმის გამო, რომ ქვეყანაში უსახლკარო ადამიანების რიცხვს სოციალური კატასტროფის  მასშტაბებისთვის არ მიეღწია, მთელმა რიგმა ქვეყნებმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, უსახლკაროდ დარჩენილ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს იაფი სესხის პროექტი შესთავაზეს, რაც სოციალური იპოთეკის სახელმწიფო პროექტადაა ცნობილი.იპოთეკური სესხი არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი, რომელსაც გასცემს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, მათ შორის, ბანკი. იპოთეკის ხელშეკრულება ფორმდება წერილობითი ფორმით  და რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.რა არის სოციალური იპოთეკა და ვისთვისაა ის?სოციალური იპოთეკა - ესაა უნიკალური შესაძლებლობა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის - შეიძინონ საცხოვრებელი ბინა. ესაა ერთად ერთი საშუალება  მათთვის, ვისაც არ გააჩნია საცხოვრებელი ბინა და ვისაც კომერციული იპოთეკის გადახდის შესაძლებლობა არა აქვს.სახელმწიფო პროექტის - ,,სოციალური იპოთეკის" განხორციელებაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ როგორც ბანკებმა, ასევე სხვადასხვა ფინასურმა ორგანიზაციებმა.სოციალური იპოთეკური კრედიტი არის გრძელვადიანი, სხვადასხვა ქვეყნებში იგი მერყეობს 22 წლიდან 25,5 წლამდე. საპროცენტო განაკვეთიც ასევე დაბალია და ისიც ასევე მერყეობს 5,5%-დან 8,5%-მდე.სოციალური იპოთეკით სარგებლობის საშუალება აქვთ იმ პირებს, რომლებიც მოხვედრილნი არიან საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებელ ოჯახთა და ოჯახების გამოყოფის სიებში, სადაც ოჯახის წევრზე 12 კვ/მ-ზე ნაკლები ფართია დაფიქსირებული. ასევე ასეთი პროექტებით სარგებლობენ ახლადდაქორწინებული ოჯახები და ახალგაზრდები, მრავალშვილიანი ოჯახები.მთავარი განსხვავება სოციალურ იპოთეკასა და კომერციულ იპოთეკას შორის არის სესხის სხვადასხვა სახის იაფი პროდუქტები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო სუფსიდირების ხარჯზეა შესაძლებელი, ასევე საბანკო გარანტია - რომ საპროცენტო განაკვეთი უცვლელი დარჩება სესხის მიმდინარეობის ბოლომდე.სოციალური იპოთეკა შეადგენს სახელწიფო პროგრამების კომპლექსს, რომელთა მიზანია სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
gallery images

მოვითხოვთ: CTPark-მა შეწყვიტოს ჩასაფრების პოლიტიკა და ყოველ დაჯარიმებულს კვირაში ერთხელ მაინც უგზავნოს გამაფრთხილებელი ტექსტური შეტყობინება.

მოვითხოვთ: CTPark-მა შეწყვიტოს ჩასაფრების პოლიტიკა და ყოველ დაჯარიმებულს კვირაში ერთხელ მაინც უგზავნოს გამაფრთხილებელი ტექსტური შეტყობინება.
gallery images

აიკრძალოს მოწევა დახურულ შენობებში! კაფეებში, ბარებში, კლუბებში!

მოწევის აკრძალვა დახურულ სივრცეებში არის მნიშვნელოვანი შემდეგი მიზეზების გამო:1) სტატისტიკის მიხედვით საქართველოში სიკვდილიანობის გამომწვევი პირველ მიზეზს წარმოადგენს სასუნთქი სისტემების სიმსივნე. 2) ეს იქნება პირველი ნაბიჯი შეიცვალოს მწეველი ადამიანის ცხოვრება ჯანსაღი ცხოვრებისკენ.3) მოწევის აკრძალვა დახურულ სივრცეებში საშუალებას მისცემს მწეველებს დაზოგონ მეტი თანხა თამბაქოზე , რაც შეიძლება მოხმარდეს ბევრი ჯანსაღი პროდუქტის შეძენას რომელიც იწარმოება საქართველოში.   
gallery images

უბინაოდ დარჩენილებმა მოვითხოვოთ სახელმწიფო ბინების მშენებლობა

წარმოგიდგენთ ინიციატივას მოთხოვნით, სახელმწიფომ დაიწყოს საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, რომელიც უსახლკაროდ დარჩენილ პირებს საშუალებას მისცემს ეტაპობრივი გადახდით, საბოლოო შესყიდვით გახდეს ბინის მეპატრონე, ყოველგვარი გირავნობის და საწყისი კაპიტალის გარეშე.
gallery images

გავერთიანდეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ოჯახების მხარდასაჭერად!

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ბავშვების განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ. მათი მკურნალობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხები ისეთ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომელიც ოჯახების უმეტესობას არ გააჩნია.  UNICEF-ის 2015 წლის ანგარიშში, რომელიც ეფუძნებოდა ,,კეთილდღეობის მონიტორინგის კვლევას’’ (WMS) აღნიშნულია, რომ საქართველოში მცხოვრები ბავშვების 70% სიღარიბის რისკის ქვეშ იმყოფება (13% ცხოვრობს ქრონიკულ სიღარიბეში; 23 - მოწყვლადია სიღარიბისადმი, 31% დაუცველი, 29% ელასტიური, ხოლო შეძლებული მხოლოდ 4%-ია). თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახები, სიღარიბის მხრივ, ერთ-ერთი რისკ-ჯგუფად არიან განხილული,  სახელმწიფოს ჩართულობას, მათი დაცვისა და დახმარების პროცესში, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების წინაშე არსებული გამოწვევები გავლენას ახდენს მათ ოჯახებზეც. ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები ამცირებს  მათზე მზრუნველი პირების დასაქმების სურვილსა და შესაძლებლობას, ვინაიდან ხელფასის დიდი ნაწილი ისევ ბავშვის მოვლაში იხარჯება, ხოლო არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, ხშირად არც ამ მიმართულებით არის საკმარისი. ოჯახის შემოსავლის ზრდასა და ბავშვთა კეთილდღეობის გაძლიერებაზე მორგებული პოლიტიკის გატარება,  ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ბავშვთა კეთილდღეობის ზრდას, არამედ ქვეყანაც დამატებით სარგებელს მიიღებდა უფრო პროდუქტიული სამუშაო ძალისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სტიმულის გაჩენით. ,,მშობელთა საინფორმაციო ცენტრის’’ მიერ შესწავლილი იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსში არსებული შეღავათები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. საქართველოს საგადასახო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის ‘’ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ,,საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თვისუფლდება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, აგრეთვე, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე’’.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინტერესების უპირატესობას ხაზს უსვამს როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა  უფლებების დაცვის კონვენცია ასევე, ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის  23-ე მუხლიც. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია პრეამბულაშივე, უსვამს ხაზს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახების გაძლიერების მნიშვნელობას და ამბობს, რომ ,,ისინი უნდა  იღებდნენ იმ აუცილებელ დაცვასა და დახმარებას, რაც საშუალებას მისცემს ოჯახებს თვიანთი წვლილი შეიტანონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სრულ რეალიზებაში.’’საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის სოციალური დაცვის  ეფექტური სისტემის არქონა უარყოფითად აისახება საქართველოს მიერ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. UNICEF-ის რეკომენდაციის თანახმად, ,,მიზანშეწონილია განვითარდეს სამართლებრივი ჩარჩო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის სოციალური დაცვის, სიღარიბის შემცირების და სპეციალური მხარდამჭერი პროგრამების მიწოდების უზრუნველსაყოფად.’’ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მშობელთა საინფორმაციო ცენტრი’’ აუცილებლად მიიჩნევს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების ან/და მათზე მზრუნველი პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე, გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებს, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ თემად ჩამოყალიბდა, განსაკუთრებული მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ადამიანების უმრავლესობისთვის ხშირად ცხოვრების რუტინად ქცეული ისეთი აქტივობები, როგორიც  შვილებთან ერთად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, ქუჩაში სეირნობა თუ უბრალოდ მაკდონალდში ჩიზბურგერის ჭამაა,  სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ბავშვთა მშობლებისთვის ყოველდღიურ ბრძოლას წარმოადგენს. შვილების საზოგადოების სრულფასოვნად ჩამოყალიბების და სხვა ბავშვების თანასწორად სოციუმის ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ისინი არაერთ ბარიერს აწყდებიან, რომელსაც ყველაზე ხშირად სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ჩართულობა და სფეროს შესახებ საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე ქმნის. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფომ საჯარო პოლიტიკის დონეზე მოახდინოს შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე ბავშვების მშობლებისა და კანონიერი მეურვეების მხარდაჭერა, გაუწიოს  მათ ოჯახებს სათანადო დახმარება, რათა გაუმჯობესდეს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა ცხოვრების ხარისხი და მშობლებმა/კანონიერმა მეურვეებმა ბავშვის აღზრდაში თავიანთი მოვალეობის სრულფასოვანი შესრულება შეძლონ. მოგმართავთ თხოვნით, ხელი მოაწერეთ ამ პეტიციას და მხარი დაგვიჭირეთ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა განხორციელდეს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები სხვა ბავშვების თანასწორად ცხოვრობდნენ საქართველოში. 
gallery images

აიკრძალოს საქართველოში ონლაინ სესხები!!!!!

საქართველოში ონლაინ სესხების აღება უმარტივესია. ამისთვის მხოლოდ პირადობის მოწმობა და აქტიური საბანკო ანგარიშია საჭირო. ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ თუ რამდენ ადამიანს აქვს სესხი არ არსებობს. თუმცა რეალობა იმდენად მწარეა, ონლაინ სესხების კომპანიებისა და ე.წ. ამომღები კომპანიების მხრიდან ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სესხის აღებისას მომხმარებელმა იცის, რომ 200 ლარის აღების შემთხვევაში ერთ თვეში დაახლოებით 240 ლარის გადახდა მოუწევს, იმ შემთხვევაში თუ ვერ გადაიხადა, „გადავადების სერვისს“ სთავაზობს კომპანია. ერთი თვით სესხის გადავადება საშუალოდ 60 ლარი ღირს. 4 თვით სესხის გადავადებისას, ძირი წესით დაფარული უნდა იყოს, მაგრამ დავალიანება მაინც 240 ლარს შეადგენს. ვადაგადაცილებულ დღეებზე გათვალისწინებულია პირგასამტეხლო და ყოველდღიური ჯარიმები, საშუალოდ თანხის 1,5%. სწორედ ასეთი სისტემის გამო, მსესხებელს 200 ლარის აღების შემთხვევაში თუ დროულად თანხა ვერ დაფარა, 600-800 ლარის უკან დაბრუნება უწევს. სესხები გაიცემა ყოველგვარი ცნობის ან პერსონის გადამოწმების გარეშე. რის გამოც, ხშირად ხდებიან ადამიანები თაღლითობის მსხვერპლნიც. არასრულწლოვანი შვილები, მშობლების მონაცემებს იყენებენ, რათა ისარგებლონ სესხებით. საგულისხმოა, რომ ონლაინ სესხების კომპანიის შექმნა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი კონტროლისა და ლიცენზიის გარეშე. მთავარია გქონდეს თანხა. და რა ხდება მაშინ თუ თანხა ვერ გადავიხადეთ? ერთი თვის განმავლობაში კომპანიის წარმომადგენელი გირეკავს და გახსენებს რომ თანხა გაქვს გადასახდელი. მეორე-მესამე თვიდან კი სესხი ამომღებ კომპანიას გადაეცემა, შპს-ს რომლებიც ბოროტად სარგებლობენ ხალხის გაჭირვებით და საქართველოს კონსტიტუციას აქტიურად არღვევენ. იწყება მსესხებელზე ზეწოლა, ყოველდღიური რეკვები (განსაკუთრებით ხელფასის აღების პერიოდში), მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით მიდიან სამსახურში, ურეკავენ ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეზობლებს, სამსახურის უფროსსაც კი.. ასმენინებენ პატრულის სიგნალიზაციას, ემუქრებიან რომ დაუყადაღებენ (თავად!) უძრავ-მოძრავ ქონებას, ზოგიერთ შემთხვევაში დაიჭერენ, ერთ-ერთი თანამშრომელი მოკვლითაც კი დაემუქრა მომხმარებელს. ამ ზემოთაღნიშნულმა ფაქტებმა, ბევრი ახალგაზრდა დაუფიქრებლად მიიყვანა თვითმკვლელობის ზღვარზე. ბევრ ადამიანს არც ინფორმაცია აქვს და არც საშუალება, რომ მიმართოს სასამართლოს აღნიშნული კანონდარღვევების აღსაკვეთად. უამრავ განვითარებულ ქვეყანაში, სადაც აიკრძალა ონლაინ სესხები, ასეთი კაბალური საპროცენტო განაკვეთები იქაც კი არ არსებობდა! სწორედ ზემოხსენებული, დაზარალებული მოსახლეობა ვითხოვთ ჩვენი ქვეყნის მთავრობისგან, იმ მთავრობისგან, რომელიც შექმნილია ხალხის კეთილი ნებით მოგვექცეს ყურადღება და გაგვეწიოს თანადგომა . დაწესდეს რეგულაციები ონლაინ სესხებისათვის და ამომღები კომპანიებისათვის! დაწესდეს მაქსიმალური წლიური 36% - 360%-ის ნაცვლად. გაკონტროლდეს ამომღები კომპანიის ქმედებები! იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობა, ვერ განახორციელებს აღნიშნულ რეგულაციებს, აიკრძალოს და გაუქმდეს "თანამედროვე მევახშეების" არსებობა! წერილი იქნას განხილული და დაკმაყოფილდეს ის მოთხოვნა, რაც მხოლოდ ერთი სიტყვით მაგრამგასაგებადაა ნათქვამი. წერილის გამოგზავნაში მონაწილეობას იღებს როგორც დედაქალაქის ასევე რეგიონში მცხოვრები დაზარალებულები.ვაცხადებთ ღიად და თამამად რომ თუ არ იქნება ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული აქტიურად დაიწყვება ხმაურიანი აქციები ჩვენი ქვეყნის ყველა ქალაქსა და რეგიონში!     https://www.youtube.com/watch?v=FU8psLPi0xQ https://www.youtube.com/watch?v=YmOZkcczAy4 https://www.youtube.com/watch?v=WARN33bz-a8 https://www.youtube.com/watch?v=dLCUFN1AhzE https://www.youtube.com/watch?v=p2JbgS6Whgw https://www.youtube.com/watch?v=FyLYIOCeKYU goo.gl/lZPvLO https://goo.gl/fLnHNH https://goo.gl/u4jIKn https://goo.gl/l0CXgw https://goo.gl/aPP1ub https://goo.gl/ZWaMtC https://goo.gl/BCuWPR