add one
gallery images

ვითხოვთ თამუნას და ნათიას მკვლელობის სწორი კოდექსით გამოძიებას და უკანონო რბოლების აღმოფხვრას!

http://rustavi2.com/ka/news/546192016 წლის 8 აგვისტოს, ხუდადოვის გზაზე, ლოტკინზე, უსაბუთო და არალეგალურმა მრბოლელმა იმსხვერპლა ორი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე. თამუნა მჭედლიძე და ნათია დვალი ტროტუარზე სეირნობდნენ, როდესაც მრბოლელმა მათ ფეხით მოსიარულეთა გზაზე დაარტყა. ნათია და თამუნა ამ დარტყმით გამოწვეული მძიმე ფიზიკური დაზიანებებით და ტკივილით გარდაიცვალნენ. ისინი დააკლდნენ ოჯახებს და მეგობრებს.ამ დანაშაულის გამოძიება 276 მუხლით მიმდინარეობს, მუხლი ამ შემთხვევას უდგება როგორც ჩვეულებრიბრივ საგზაო ავარიას. შემთხვევის მოწმეები და ადგილობრივი მოსახლეობა ირწმუნება, რომ ამ ტრაგედიის დროს უკანონო რბოლა მიმდინარეობდა და მრბოლელები მესამე სტარტს აკეთებდნედ, როდესაც მათ თამუნა და ნათია შეიწირეს. ოჯახის წევრებს და ადგილობრივ მოსახლებას სჯერა რომ სწორი ფაქტები ამ ტრაგედიისა დამახინჯებულია.საქართველოს და კერძოდ ლოტკინის მოსახლეობისათვის უკანონო რბოლებით გამოწვეული ასეთი ტრაგედია პირველი შემთხვევა არ არის. მოსახლეობას საკუთარი სიცოცხლე ყოველდღიური საფრთხის ქვეშ მიაჩნია. როგორც გაირკვა, ლოტკინის მოსახლეობამ უკვე რამდენიმეჯერ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს თუმცა უშედეგოდ.ცნობილი ფაქტია, რომ ეს არაკანონიერი მოქმედება ნეგატიური პოპულარული „თრენდია“ ქართველ ახალგაზრდებში. საქართველოში უკანონო რბოლების კლუბები ღიად არსებობენ სოციალურ ქსელებში და მათი აღრიცხვა რთული არ არის. ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთეს მოპყრობას, ყურადღებას და დაცვას მათგან არჩეული ხელისფლებისგან და შესაბამისი ორგანოებისგან.დაღუპულის ოჯახები და ზოგადად ქართველი ხალხი მოითხოვს ამ დანაშაულის სწორი მუხლით გამოძიებას,შემთხვევის გამოძიება უნდა მოხდეს როგორც უკანონო რბოლის აქტი და არა როგორც რიგითი საგზაო ავარია. ასევე მოითხოვენ არალეგალური რბოლების აკძალვას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნულ საავტომობილო ფედერაციას და შესაბამის ორგანოებს რომ მიიღონ სასწრაფო და საჭირო ზომები არაკანონიერი რბოლების აღმოფხვრისთვის.პეტიცია შედგენილია თამუნა მჭედლიძის და ნათია დვალის ოჯახების თხვონით. იგი ასევე გამოხატავს ამ ტრაგედიით გამოწვეულ გულისტკივლს კერძოდ ლოტკინის მოსახლეობის და ფართო მასშტაბით ქართველი საზოგადოების აზრს არაკანონიერ რბოლებთან დაკავშირებით.http://rustavi2.com/ka/news/54619
gallery images

მივმართავთ დავით ნარმანიას, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში შეურაცხმყოფელი გამონათქვამისათვის

2016 წლის 24 აგვისტოს, ქ. თბილისის მერიაში გამწვანების რეგულაციების საკითხზე გაიმართა შეხვედრა. შეხვედრის მიმდინარეობისას, დავით ნარმანიამ სამოქალაქო აქტივისტს სიტყვა შეაწყვეტინა და მიმართა ფრაზით - ,,მე თქვენთვის სიტყვა არ მომიცია [...] მაიმუნი ვირიშვილი ეს...“ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან მოქალაქის მიმართ  ამგვარი მიმართვა არის სრულიად მიუღებელი. მივმართავთ დავით ნარმანიას, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში შეურაცხმყოფელი გამონათქვამისათვის.
gallery images

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შეწყდეს კოლაბორაციონალისტური პარტიის ,,ცენტრისტების'' საარჩევნო კლიპის გაშუქება

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორსბატონ გიორგი ბარათაშვილს ბატონო გიორგი,მიგვაჩნია, რომ  რუსული პროპაგანდის შემცველი ნებისმიერი მასალის ტელევიზიის ეთერით გაშუქება ლახავს ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებს. საქართველოს ერთიანობის, დამოუკიდებლობის, მოქალაქეების უსაფრთხოების, კეთილდღეობის და ევროპული მომავლის დასაცავად აუცილებლად მიგვაჩნია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შეწყდეს კოლაბორაციონალისტური ორგანიზაციების ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი მასალების გაშუქება.მაშინ, როცა ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) და ევოკავშირში ინტეგრაცია/პოპულარიზაცია დაუშვებლად მიგვაჩნია ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით, ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლიკით და სამხედრო ტექნიკის ილუსტრირებით დამზადებული ანტისახელმწიფოებრივი და კოლაბორაციონალისტური შინაარსის შემცველი კლიპის გაშუქება.ჩვენი მოსახლეობის იმ უმრავლეობის სახელით, რომლებიც ორიენტირებული ვართ ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყონებლივ შეწყდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პარტია ,,ცენტრისტები’’– ს წინასაარჩევნო კლიპის გაშუქება.
gallery images

თავისუფლება მაია რჩეულიშვილს

"ცენტრ-პოინტ ჯგუფის" დამფუძნებელის მაია რჩეულიშვილისა და მისი ოჯახის წევრების წინასწარ პატიმრობაში აყვანა ერთის მხრივ ვითომ   კომპანიის კლიენტებზე ზრუნვაა, მეორეს მხრივ კი ამ კლიენტების მოტყუება.  მაიას გარდა ვერავინ დააკმაყოფილებს მათ სამართლიან მოთხოვნებს და არჩევნების შემდეგ  ისევ მოტყუებულები დარჩებიან მთავრობის მხრიდან. გთხოვთ იშუამდგომლოთ სასამართლოს და პროკურატურის წინაშე, რათა მაია რჩეულიშვილი სასამართლოს საბოლოო განაჩენამდე განთავისუფლდეს წინასწარი პატიმრობიდან და მიეცეს საშუალება კლიენტების კუთვნილი ფართების გაცემისა. წინაამღდეგ შემთხვევაში უამრავ ისედაც  გაწამებულ  ადამიანს კიდევ წლობით მოუწევს ლოდინი. 
gallery images

პატრულის ჯარიმის გადახდის ვადის შესახსენებელი სმს შეტყობინების შემოღება

დარწმუნებლი ვარ ბევრ ჩვენთაგანს დავიწყებია დროულად პატრულის ჯარიმის გადახდა. როგორც იცით ჯარიმის გადახდის პერიოდი განისზღვრება 30 დღის ვადით, შემდგომ გადაუხდელობის შემთხვევაში გვეკისრება საურავი და ყველაფერი ეს მთავრდება მართვის მოწმობის დროებითი ჩამორთმევით.მოვითხოვოთ საპატრულო პოლიცამ შეიმუშავოს პროგრამა, რომელიც სმს სახით გაგვაფრთხლებს ჯარიმის გადახდის ვადებს.იმედია შეგროვდება ხელმოწერების შესაბამისი რაოდენობა, რომელიც ყურადღებას მიიქცევს იმ უწყებებს რომელთაც შეუძლია ამ საკითხს დარეგულირება.
gallery images

პოკემონ ჯიმი პარლამენტში

საქართველოს პარლამენტის ეზოში არსებული პოკემონ ჯიმი, არის სოციალური პრობლემის საწყისის საფრთხე.გამომდინარე იქიდან ,რომ პარლამენტის ეზოში ჩვეულებრივ  მოკვდავებს,ამ ყოველდღურობაში არ შეუძლიათ საქართველოს პარლამენტის ეზოში მოხვედრა , იწყება მასობრივი პანიკა. პარლამენტის შენობის გარშემო ისტერიულად ,სწრაფი ნაბიჯით მოსიარულე ახალგაზრდების ჯგუფები მატულობს. ისინი ცდიობენ ჯიმის აღებას,მაგრამ GPS არ წვდება ჯიმს, რადგან პარლამენტის შენობა არის დიდი , შემოსაზღვრული და დაცული. იქ შეღწევა ხდება შეუძლებელი,რაც სტრესავს საქართველოს მომავალ თაობას. მოვითხოვთ, დღეში 8  საათი გამოიყოს იმისთვის,რომ პარლამენტის კარი ღა იყოს ნებისმიერი Pokemon Go-ს მოთამაშისთვის. Sincerely  Pokemon Go-ს მოთამაშეები 
gallery images

ეს შენც გეხება, შეცვალე შრომის კოდექსი და დაიცავი სიცოცხლე ! ! !

შეცვალე შრომის კოდექსი და დაიცავი სიცოცხლე !კვირაზე მეტია რაც ჩემს ქუჩაზე ქაოსია - ნაცრისფერი უღიმღამო კორპუსი, რომელიც 90 იანი წლების დასაწყისში აშენდა, თეთრ ზოლებშია გადაწყვეტილი. მუშები, რომლებიც 9 სართულიანი კორპუსის სარემონტო სამუშაოებს ატარებენ დილიდან საღამომდე მუშაობენ.მიზანი სართულებს შორის დაზიანებული ნაპრალების ამოვსება და შემდეგ კორპუსის ერთ მხიარულ ფერში გაღებვაა. ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა, თუმცა ის, რასაც ახლა გიამბობთ აუცილებლად დაგაფიქრებთ. დაგაფიქრებთ - ადამიანებზე, მათ უფლებებზე, შრომით კოდექსზე, უსაფრთხოების ზომებზე, სახელმწოფოზე, სადაც ვცხოვრობთ დაზოგადად, იმ სიცოცხლეზე, რომელიც საქართველოში კაპიკადაც არ ფასობს !ხელოსნები, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, ყოველგვარი უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე მუშაობდნენ. მე-9 სართულის სიმაღლეზე, ხის ფიცრულზე ისე დგანან, რომ მათი ერთადერთი დასაყრდენი ორად ორი ტროსით არის სახურავზე დამაგრებული. წელზე არანაირი სამაგრი არ აქვთ, არც ჩაფხუტი ახურავთ და არც რაიმე სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, უბედური შემთხვევისგან დაიცავთ.შეიძლება იფიქროთ, რომ ზედმეტ თავის ტკივილს ჰგავს იმაზე საუბარი, რაც ჯერ არ მომხდარა, თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ თითოეული ამ ადამიანის უკან, შესაძლოა გულშემატკივრების მთელი არმია იდგეს - დედა, მამა, შვილები, მეუღლე, მეგობრები და ნათესაბები, არადა, ამ სამუშაოში, ერთ კვადრატულ მეტრზე ისინი 2 ლარსა და 30 თეთრს იღებენ. არა, შრომა რომ ნებისმიერ ფასად ღირს,ამაზე არავინ დაობს, მაგრამ სახელმწიფო რომ არ უნდა გვაიძულებდეს სიცოცხლის კაპიკებში გაცვლას, ესეც ხომ უდაოა!"ჭიათურიდან ვარ, ქალაქში ოჯახი რომ ვარჩინო ამიტომ ჩამოვედი, ყველგან ასეთი სიტუაციაა, რომ მეკითხებით ასე მუშაობა როგორ არ გეშინიაო, კი მეშინია,  საფრთხილოა, მაგრამ ოჯახსაც ხომ რჩენა უნდა, ქუდი რომ დავიხურო და წავიდე ოჯახს ვინ არჩენს, ბევრია ჩემს დღეში, მაგრამ რას ვიზამ",- ამბობს  ხელოსანი, რომელიც 9 სართულიანი კორპუსის სარემონტო სამუშაოს ასრულებდა.არადა, საქართველოს შრომის კოდექსში, მკაფიოდ არის გაწერილი ის რეგულაციები, რომლებიც დამსაქმებელმა დასაქმებულის სამსახურში აყვანის შემთხვევაში მკაცრად უნდა დაიცვას:          დამსაქმებელი ვალდებულია დანერგოს შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პრევენციული სისტემა და დროულად მიაწოდოს დასაქმებულს სათანადო ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა და მათი პრევენციის ზომების, აგრეთვე საფრთხის შემცველ აღჭურვილობასთან მოპყრობის წესების შესახებ, ა                   აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს დასაქმებული პერსონალური დამცავი აღჭურვილობით, სახიფათო მოწყობილობა ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად დროულად შეცვალოს უსაფრთხოთი ან ნაკლებად სახიფათოთი, მიიღოს ყველა სხვა გონივრული ზომა დასაქმებულის უსაფრთხოებისათვის და მისი ჯანმრთელობის დასაცავად.         დამსაქმებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში მიაწოდოს დასაქმებულს მის ხელთ არსებული სრული, ობიექტური და გასაგები ინფორმაცია ყველა იმ ფაქტორის შესახებ, რომლებიც მოქმედებს დასაქმებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებაზე.დღევანდელ პეტიციაში არაფერს ვამბობ დამსაქმებლის მიერ, შეგნებულად დარღვეულ პირობებზე, ზეგანაკვეთურ სამუშაოზე, რომელსაც დამსაქმებელი თითქმის არასდროს ანაზღაურებს, აღარაფერს ვამბობ დღენაკლულ შვებულებებზე და იმაზე, რომ ერთსა და იმავე ადამიანს ხშირად 5 ადამიანის სამუშაოს შესრულება უწევს.დღეს, პეტიციის მიზანი ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვაა და მათთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნაა. არ გვინდა კაპიკებში გაცვლილი სიცოცხლე და თუ დამსაქმებელი პირის ღირსეულ ანაზღაურებას ვერ შეძლებს, მისი სიცოცხლე მაინც დაიცვას !საქართველოში, უსაფრთხოების ზომების დაუცველობის გამო, უამრავი ადამიანი იღუპება, მაგრამ შეკითხვაზე, თუ ვინ არის ამაზე პასუხისმგებლი, პასუხი თავად გაეცით.მშენებლობაზე მუშა დაიღუპაბმული: http://www.myvideo.ge/v/1163214ჩამოვარდნილი კონსტრუქციის ქვეშ მოყოლილი მუშა დაიღუპაბმული: http://www.myvideo.ge/v/2026871ფოთის პორტში მუშა დაიღუპაბმული :http://news.ge/ge/news/story/56033-fotis-portshi-musha-daighupaტყი­ბუ­ლის მა­ღა­რო­ში მუ­შა და­ი­ღუ­პაბმული :http://24saati.ge/news/story/21966-tyibulis-magharoshi-musha-daighupaბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე მუშა დაიღუპაბმული :http://kvira.ge/ბათუმი-ქობულეთის-შემოვლ-2/თბილისის აეროპორტში 26 წლის მუშა დაიღუპაბმული :http://liberali.ge/news/view/20810/tbilisis-aeroportshi-26-tslis-musha-daighupa2 მუშა დაიღუპაბმული: http://www.newposts.ge/?l=G&id=112545-მაზუთი, გარდაბანი  
gallery images
gallery images

თავშესაფარი ყველა იპოთეკით დაზარალებულ უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს

საქართველოს მოქალაქეთა საერთო რაოდენობიდან, რომელიც მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით 3 800 000- მდე ადამიანს შეადგენს, 100 000-ზე მეტი ადამიანი ოფიციალურად არ ფლობს არანაირ ქონებას, რასაც ადასტურებენ იპოთეკით დაზარალებულ ადამიანთა მიერ წარდგენილი იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ცნობები. ფაქტობრივად, ისინი  სახელმწიფოს აღსრულების ეროვნული ბიუროს და კერძო მევახშეების ინტერესის მსხვერპლნი გახდნენ, სახელმწიფოსგან ღებულობენ ან არა სოციალურ დახმარებას და ამ დახმარებას, ბავშვების და მოხუცთა პენსიებით იხდიან ქირას, ანუ ხელთ საარსებო მინიმუმიც კი არ რჩებათ. ამ დროს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და გამგებლებთან ერთად  საკუთარი ინტერესების დაუკმაყოფილებლობის გამო არ უთმობენ ამ ოჯახებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ობიექტებს და მიწის ერთ გოჯსაც კი, არა და სახელმწიფო- ხალხია. ზემოხსენებული ორგანოები არც ამ მიწების გასხვისებას ახრხებენ აუქციონის გზით  ინვესტორთა მოსაზიდად.ხმა მიეცით ამ პეტიციას, რათა საქართველოს პარლამენტი და ხელისუფლება დაიცვან ადამიანის უფლებები, შეიმუშავონ კანონი "უსახლკროთა შესახებ" და გაიღონ ბიუჯეტიდან ფინანსები ამ პროექტით გათვალისწინებულ ბენეფიციართა ინტერესების დასაცავად!მათ ჭირდებათ თქვენი მხარდაჭერა, თავშესაფარი თუნდაც ქონების მართვის და საკუთრების უფლების გარეშე.უფალმა არ ქნას, რომ ხვალე თქვენც აღმოჩნდეთ ასეთ დღეში.მადლობა თანადგომისათვის და  ერთსულოვნებისათვის!ამ მხრივ ეფექტურად მუშაობს ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია "უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის" როზა ლუქსემბურგის ფონდის მხარდაჭერით, რომელმაც  უკვე შეაგროვა  80 000 (ოთხმოცი  ათასი) დაზარალებული და უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა  მონაცემთა ბაზა და ხელმოწერები და ეს მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით.  http://www.ukd.org.ge/ka/ 
gallery images

თავისუფალი სასამართლო ხალხს!

საინიციატივო ჯგუფი დავით ჯანდიერის ხელმძღვანელობით საკანონმდებლო ინიციატივის ანოტაცია„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ინიციატივით, სასამართლო სისტემის რეფორმირების მიზნით, პირველი კანონპროექტის თანახმად, განხორციელდება:1.       მოქმედი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლა და ახლებური წესის შესაბამისად, გამჭვირვალედ ახალი წევრებით დაკომპლექტება, რა დროსაც უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა ინსტიტუტების ჩართულობა;2.       მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის ეფექტიანი სისტემის შემოღება, რაც შესაძლებელს გახდის მოსამართლეებად 3 წლის ვადით ან/და უვადოდ შერჩეული იქნენ მაღალი ზნეობრივი თვისებებისა და კვალიფიკაციის მქონე პირები. მოსამართლეობის კანდიდატებს შეეძლებათ საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება;3.       რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები თანამდებობაზე აირჩევიან და გათავისუფლდებიან იმავე სასამართლოების მოსამართლეების მიერ;4.       დადგინდება მოსამართლეების დაწინაურების ახალი წესი, რომელიც გულისხმობს - ერთ თანამდებობაზე დასაწინაურებელი რამდენიმე მოსამართლის არსებობის შემთხვევაში იმ მოსამართლის დაწინაურებას, რომელსაც შიდა კონკურსში ყველაზე მაღალი შეფასება ექნება მიღებული;5.       მოსამართლეს დაევალება საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში მხოლოდ საკუთარი სპეციალიზაციის გათვალისწინებით;6.      სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის შემოღება, რაც უზრუნველყოფს სასამართლოებში საქმეთა თანაბარი და შემთხვევითი განაწილების პრინციპების დაცვას.           „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ინიციატივით, მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესისა და პროცედურების დახვეწის მიზნით, მეორე კანონპროექტის თანახმად, განხორციელდება:1.       მოქმედი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის დაშლა და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული სადისციპლინო კოლეგიის ახლებური ფორმირების წესის შესაბამისად, ახალი წევრებით დაკომპლექტება. სადისციპლინო კოლეგიის 3 მოსამართლე წევრს თითოეული ინსტანციიდან ერთს აირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია, ხოლო 2 არამოსამართლე წევრიდან ერთ წევრს დაასახელებს საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო მეორეს - საპარლამენტო უმცირესობა;2.       საჯარო იქნება დისციპლინური საქმის განხილვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოსამართლე მოითხოვს სხდომების ნაწილობრივ ან სრულად დახურვას;3.       მოსამართლის მიმართ დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებას განახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  ინსპექტორის სამსახური. ინსპექტორის სამსახური დაკომპლექტდება მთავარი ინსპექტორისგან და 7 ინსპექტორისგან. მთავარ ინსპექტორს აირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ინსპექტორები შეირჩევიან საჯარო კონკურსის საფუძველზე თავად მთავარი ინსპექტორის მიერ;4.       გაიზრდება დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში მოსამართლეთა დაცვის გარანტიები, რაც გულისხმობს  - მოსამართლის ინფორმირებას დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესახებ, ასევე, მოსამართლის უფლებას - იყოლიოს დამცველი, განაცხადოს მისი დისციპლინური საქმის მწარმოებელი ინსპექტორის აცილება (მოსამართლის მიმართ დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებას განახორციელებს 2 ინსპექტორი) და სხვა;5.       მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის ახალი ზომის - სამოსამართლო უფლებამოსილების შეჩერება - შემოღება.
gallery images

მოვითხოვთ სულხან მოლაშვილის წამებაში მონაწილე პირების დასჯას

სულხან მოლაშვილის წამებაში მონაწილე პირებისდასჯის მოთხოვნით პეტიცია ვრცელდებაქართველი საზოგადოება უკანასკნელ გზაზე გააცილებს უცხოეთში გარდაცვლილ სულხან მოლაშვილს. ჩვენი მოქალაქეებისათვის ცნობილია იმ მძიმე სულიერი და ფიზიკური განსაცდელის შესახებ, რაც ბოროტმა რეჟიმმა განუწესა ამ ღირსეულ, ქედმოუხრელ ვაჟკაც კაცს. სწორედ მისი ღირსეული, მედგარი ქცევა და ჭირთათმენა გვაძლევს საფუძველს, რომ ამ ცრემლსა და მწუხარებაში ვიპოვოთ სიამაყის მიზეზი. ამ ჩვენს, ზნეობრივი მაგალითებით ღარიბ დროში, სწორედ სულხანმა გვიჩვენა ბოროტებასა და ძალადობაზე მორალური გამარჯვების მაგალითი. არჩევანი ზნეობრივ კომპრომისსა და სხეულებრივ ტანჯვას შორის მან ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა.ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერებს გვჯერა, რომ ქართული მართლმსაჯულება და საქართველოს ისტორია საკადრის პასუხს გასცემს და სათანადო ადგილს მიუჩენს სააკაშვილის ბოროტი რეჟიმის დამნაშავე წარმომადგენლებს! ავთანდილ არაბული აკადემიკოსითემურ ნანეიშვილი აკადემიკოსივახტანგ კოკილაშვილი აკადემიკოსიალქსანდრე ხარაზიშვილი აკადემიკოსითამაზ ჯოლოგუა პროფესორიგოგი ანთელავა პროფესორიზაზა შათირიშვილი ფილოსოფოსილევან გაჩეჩილაძე ბიზნესმენიშოთა გლურჯიძე მხატვარიკოტე ჯანდიერი მწერალიბიძინა გეგიძე საზოგადო მოღვაწებასა ფოცხიშვილი რეჟისორინანა შონია მსახიობიგია გაჩეჩილაძე (უცნობი) მომღერალიგელა დოლიძე ფიზიკოსიგიგა ბათიაშვილი საქართველოს დამსახურებული არქიტექტორინინელი ჭანკვეტაძე მსახიობითემურ გოცაძე საქართველოს სახალხო მხატვარიმარინა ჯანაშია საქართველოს სახალხო არტისტიგოგი პაპინაშვილი მსახიობინუგზარ ბაგრატიონი რეჟისორიზურაბ ყიფშიძე მსახიობინანა კაკაბაძე უფლებადამცველიგელა ნიკოლაიშვილი იურსტიგია ტაბლიაშვილი იურისტი ენძელა მაჭავარიანი ჟურნალისტიხელმოწერები გრძელდება
gallery images

დაემატოს მეტროსადგური დიდ დიღომში

მოგეხსენებათ მეტრო ყველაზე იაფი და კომფორტული სატრანსპორტო საშუალებაა დედაქალაქში..ამიტომ ჩემი და ალბათ ბევრის სურვილი იქნება მეტროსადგურის დამატება დიდი დიღმის რაიონში
gallery images

დანიშნეთ 3 ნომერ ხაზზე (ახმეტელის თეატრი-პაიჭაძის ქუჩა) დიდი და ტექნიკურად გამართული ავტობუსები

3 ნომერ ავტობუსში დილის საათებში არათუ ნორმალურად მგზავრობა,  სუნთქვაც კი შეუძლებელია, ამას ემატება ისიცი რომ, ავტობუსები ტექნიკურად გაუმართავია და ხშირად  ვერ ასრულებს თავის მარშრუტს რაც თავის მხრივ აორმაგებს მგაზვრთა ისედაც დიდ ნაკად. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ აღნიშნულ საკითხს.
gallery images

გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა!!!

უნდა გასამართლდეს ამ რეჟიმის შემქმნელი პარტია! ნაციონალური მოძრაობა უნდა გამოცხადდეს დანაშაულებრივ ორგანიზაციად და მიეცეს პასუხისგებაში კანონის მთელი სიმკაცრით!გამოვლენილ იქნას ყველა დამნაშავე და მოხდეს მათი სამართლებრივი ლიკვიდაცია!მოვითხოვთ საქართველოს მთავრობამ გაატაროს ყველა ღონისძიება, რათა უახლოეს მომავალში მოხდეს გაქცეული მაღალჩინოსნების ექსტრადირება და კანონის შესაბამისად დასჯა!დაევალოს მთავარ პროკურატურას სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაისახოს მთავარ პრიორიტეტად!მთელის სამართლებრივი რესურსი დაიხარჯოს მათი და მათი მხარდამჭერების გამოსავლენად და დასასჯელად!
gallery images

აიკრძალოს ცეცხლსასროლი იარაღი No Guns in Georgia

ჩვენ ვითხოვთ კანონის შეცვლას ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ.ჩვენ ვითხოვთ იარაღის კანონის გამკაცრებას,კონკრეტულად, აიკრძალოს ცეცხლსასროლი იარაღის თავისუფალი შეძენა გასხვისება ფიზიკურ პირებზე საქართველოში. იარაღი უნდა იყოს სამხედრო და დაცვის სამსახურის თანამშრომლების განკარგულებაში და არა მოქალაქეების ხელში.  პარლამენტის მიერ დადგენილი კანონით ფიზიკურ  პირს აქვს ლეგალური უფლება  შეიძინოს ან გაასხვისოს იარაღი. (ტარების უფლება არ აქვთ, მაგრამ თუ დასჭირდათ ძალიან კარგადაც იყენებენ)  სწორედ ამ კანონის უგუნურობის შედეგია ხშირი მკვლელობები საქართველოში.   ჩვენთვის, ქართველებისთვის ძვირფასია ყველა ადამიანის სიცოცხლე, ამიტომ მიგვაჩნია, ამ კანონის შეცვლით გადავარჩენთ ადამიანების სიცოცხლეს და დავანახებთ მთელ მსოფლიოს,  რომ ადამიანის სიცოცხლე და მისი უფლებები ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის.   ქართველები  ტრადიციულად ემოციური ხასიათით გამოირჩევიან. სოციალურად დაუცველი, დაუსაქმებელი  ახალგაზრდობა, რომლებიც ძირითადად კომპიუტერული თამაშებისა ( მკვლელობებზე) და მედიის (ფილმები მკვლელობებზე)  ზემოქმედების ქვეშ არიან მოქცეულები,  ძალიან ხშირად ემოციურ ფონზე ჩადიან დანაშაულს. ასეთი ემოციორი საზოგადოებისათვის არ  უნდა იყოს ცეცხლსასროლი იარაღი ხელმისაწვდომი.We want to save the life of people. The number of gun shot deaths has increased in Georgia. The guns are available for everyone , even for teenagers. We need to change the law related to arm trade, because we know that the guns do kill people. The country knows that the arms about to be sold will be used for crimes against humanity and they must stop the transfer and change the rule. We lobby the Georgian government to strict the gun law in Georgia to save the life of people.