add one
gallery images

დავიცვათ ინტერნეტ მომხმარებლების უფლებები!

საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, რაც ქართული საიტები ქართულ ენაზე თარგმნიან და ინტერნეტ სივრცეში უშვებენ სერიალებს, ფილმებს და ა.შ. წინამდებარე პეტიცია შეეხება ტელეკომპანია GDS-ის მხრიდან adjaranet.com-ის მისამართით განხორციელებულ უკანანო მოთხოვნას, რომ ამ უკანასკნელს არ აქვს უფლება თარგმნოს და საკუთარ საიტზე განათავსოს ის სერიალი ან ფილმი, რომლის სატელევიზიო სივრცეში ჩვენების საავტორო უფლებაც მოიპოვა ტელეკომპანია GDS-მა. კერძოდ ამ შემთხვევაში საუბარია "Game of Thrones/სამეფო კარის თამაშები"-ზე, რომლის ქართული თარგმანიც ვერ ვრცელდება adjaranet.com-ის მიერ და ან ვრცელდება დიდი დაბრკოლებებით, რაც გამოწვეულია ზემოთხსენებული ტელეკომპანიის მიერ. ტელეკომპანია GDS-ს მხირდან ირღვევა ქართველი მაყურებლის უფლებები, რაზეც ჩვენ - ქართველი ინტერნეტ მოხმარებლები და კინო მოყვარულები, გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას, რადგან კანონით მხოლოდ კონტენტის მფლობელს - იმ ერთადერთ მხარეს, რომელსაც შეუძლია პრეტენზია გამოთქვას საკუთარ სერიალზე ან ფილმზე, აქვს უფლება, საჩივრით მიმართოს საიტს (ამ შემთხვევაში adjaranet.com-ს), ვინაიდან ტელეკომპანია GDS-ის და კინოდისტრიბუციის უფლებები არ ვრცელდება და არავითარ კავშირში არ არის ინტერნეტ სივრცესთან. მათი უფლებები მხოლოდ სატელევიზიო სივრცეზე ვრცელდება. ამ პეტიციით გვსურს, დავიცვათ ჩვენი, როგორც ინტერნეტ მომხმარებლების უფლებები!
gallery images

სკოლამდელები-ჩვენი მომავალი

პეტიცია  ჩვენ, ბაგა–ბაღის განთავისუფლებული დირექტორები, ბაგა–ბაღების განთავისუფლებული  თანამშრომლები, აღმზრდელები, მშობლები განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, თავს ვალდებულად ვთვლით, გამოვხატოთ ჩვენი მკაფიო  პოზიცია ბოლო პერიოდში ბაგა–ბაღების დირექტორების და თანამშრომლების მასიურად დათხოვნასთან დაკავშირებით.მიგვაჩნია,  რომ  ბაგა–ბაღების დირექტორების და თანამშრომლების მასიური დათხოვნა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ  უფლებებს. ვაღიარებთ დისკრიმინაციის დაუშვებლობას, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ ძალებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, აქტიურად ადევნონ თვალი მიმდინარე პროცესებს,  არ დაუშვან სკოლამდელი აღზრდის სისტემის პოლიტიკაში ჩართვა და არ დაუშვან სახელმწიფოს მხრიდან  მოხდეს უხეში ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში! მოახდინონ რეაგირება ყველა ფაქტზე, რომელიც დაარღვევს ადამიანის უფლებებს.
gallery images

დაწესდეს საკონმდებლო რეგულაციები აზარტული თამაშების ბიზნესისთვის

მოვითხოვთ დაწესდეს საკანონმდებლო რეგულაციები და შეზღუდვები აზარტული თამაშების ბიზნესზე საქართველოში, კერძოდ: კაზინოებზე, ტოტალიზატორზე, სათამაშო აპარატებზე და ინტერნეტ კაზინოზე. რა ტიპის შეზღუდვებია აუცილებელი სათამაშო ბიზნესისათვის საქართველოში: 1. ტერიტორიული შეზღუდვააუცილებელია განისაზღვვროს ადგილები, სადაც არ შეიძლება განლაგდეს ზემოთ ჩამოთვლილი ინსტიტუტები, იქნება ეს საკოლმეურნეო და საყოფაცხოვრებო ბაზრობები, თუ სასწავლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიები. უმჯობესი იქნება, თუ ეს ინსტიტუტები გადავლენ ქალაქგარეთ.2. ასაკობრივი შეზღუდვაარ უნდა შეეძლოს 19-20 წლის ახალგაზრდას შევიდეს კაზინოში სათამაშოდ და მერე მშობლების უკითხავად ჩააბაროს სარეცხი მანქანა ლომბარდში. დღევანდელ საქართველოში ამ ასაკის ახალგაზრდებს, სამწუხაროდ, არ გააჩნიათ საკუთარი შემოსავლის წყარო. საუკთესო შემთხვევაში ისინი ან სტუდენტები არიან ან სამუშაოს მაძიებლები. თამაში მათთვის ორივე შემთხვევაში მხოლოდ ხელის შემშლელია, ამ გზით მათი თვითრეალიზაცია პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ასაკობრივი ზღვარი გადიოდეს 25 წელზე და არა 21-ზე, ზოგ შემთხვევაში კი 18-ზე როგორც ეს აქამდეა.3. თანხობრივი შეზღუდვასათამაშო აზარტული ბიზნესით  დაკავებული დაწესებულებები ამტკიცებენ, რომ ისინი წარმოადგენენ გართობის ცენტრებს. დასავლეთის ქვეყნებში ეს მართლაც ასეა. თუ ისინი მართლაც წარმოადგენენ გასართობ ცენტრებს, მაშინ მიზანშეწონილია, რომ მათი კლიენტისთვის დაწესდეს თანხობრივი ზღვარი (პირობითად 300 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), რათა მომხმარებელს არ შეეძლოს უკანასკნელი თეთრებით იქ შესვლა უეცარი გამდიდრების ოცნებით.4. ”ციფრული კოდი” (შეზღუდვა ინტერნეტ კაზიონოებისთვის)ეს შეზღუდვა ეხება ინტერნეტ კაზინოს. ამ სივრცის მომხმარებელთა რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება სამწუხაროდ, არასრულწლოვანი ბავშვები და მოზარდები ისე ახერხებენ ინტერნეტ კაზინოებში თამაშს, რომ ეს ყველაფერი მშობლის ყურადღების მიღმა რჩება. კანონმა უნდა დაავალდებულოს ქართული ინტერნეტ-კაზინო-ტოტალიზატორები, რომ მათ თავიანთ პროდუქციას ინდივიდუალური ციფრული კოდი დაადონ, რომელზე წვდომაც მხოლოდ ინდივიდუალური კოდითაა შესაძლებელი და კოდზე წვდომა მხოლოდ მშობელს ექნება. ამით მშობელს საშუალება ეძლევა განარიდოს თავისი შვილი ზემოთ ხსენებულ პრობლემას (ინტერნეტკაზინოს).ყველა ზემოთ ჩამოთვილი პრობლემის გადასაჭრელად მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ფინანსთა სამინისტროსთან შეიქმნას სპეციალური მარეგულირებელი კომისია, რომელიც სათამაშო ბიზნესზე იქნება ფოკუსირებული და იმუშავებს ზემოთხსენებული შეზღუდვების დადგენა-განხორციელებაში. ასევე, შეიძლება, ამავე კომისიას დაევალოს მოთამაშეთა დაცვის ფუნქციების განხორციელებაც, რადგან, არც თუ იშვითია სათამაშო დაწესებულებათა მხრიდან მოთამაშეთა მიმართ უკანონო ქმედებები, იქნება ეს მოთამაშის მიერ მოგებულის დროულად არგადახდა, კანონიერი მიზეზის გარეშე ფსონების არმიღება, გაუქმება, და სხვა. მსოფლიო პრაქტიკა იცნობს მოთამაშეთა ომბუსმენის ამგვარ ინსტიტუტს და ის მრავალ ქვეყანაში მოქმედებს.გიორგი თოფურია  არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართული საქმე"არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის სოფელი"ტელ: 577783373; 5791471673
gallery images

„ცენტრ პოინტი ჯგუფის“ მიერ დაზარალებული მენაშენეების პეტიცია

პეტიცია   ჩვენ, ხელის მომწერნი, წარმოვადგენთ ქართული სამშენებლო კომპანიის „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ მიერ დაზარალებულ მენაშენეებს.სამშენებლო ფირმა „ცენტრ პოინტი ჯგუფი“ წარმოადგენს 70-მდე სხვადასხვა კომპანიის გაერთიანებას, რომელიც დაარსეს ყოფილმა პარლამენტარმა ვახტანგ რჩეულიშვილმა, (1992/2003 საქ. პარლამეტის წევრი) მისმა მეუღლემ მაია რჩეულიშვილმა და ასევე მათთან ნათესაობაში მყოფმა რუსუდან კერვალიშვილმა, რომელიც თავად 2003/2012 საქართველოს პარლამენტის წევრი იყო.ზემოთხსნებეული კომპანიის მიერ გამოყენებულ იქნა „პირამიდის/პონზის სქემა“, რის საფუძველზეც თითქმის 6 200-მა ოჯახმა (დაახლოებით 30 000 ადამიანი) დაკარგა საცხოვრებელი თუ კომერციული ფართებისთვის მშენებლობაში გადახდილი 310 მილიონამდე აშშ დოლარი. სრული ანგარიში ზემოხსენებულ ფაქტებზე მოცემულია Transparancy International Georgiaს 2012 წლის მოხსენებაში იხ. ლინკი:(http://www.transparency.ge/en/post/report/centre-point-group-georgia-s-biggest-construction-scandal)საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებამ იმედი ჩაგვისახა, როდესაც საქართველოს პროკურატურამ “ცენტრ პოინტი ჯგუფი“-ის დამფუძნებლებს ბრალი თაღლითობისა და დიდი ოდენობის თანხების მითვისებაში დასდო (საქმის ნომერი N010221012001).სამწუხაროდ საქართველოს პარლამენტის 15 წევრის (ქალბატონ ანი მიროტაძის, ბატონების: თამაზ ყაჭეიშვილის, ზურაბ ტყემალაძის, გოგი თოფაძის, პაატა ბარათაშვილის, ირაკლი ტრიპოლსკის, სოსო ჯაჭვლიანის, დემურ ბაშალეიშვილის, მურმან დუმბაძის, როსტომ ხალვაშის, გოდერძი ბუკიას, გურამ მისაბიშვილის, რევაზ შავლოხაშვილის, სერგო ხაბულიანის, ვიქტორ ჯაფარიძის) დაუყოვნებელი შუამდგომლობით სასამართლომ ბრალდებულთა მიმართ მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება გირაოს სახით გამოიყენა. ამ დეპუტატებმა რჩეულიშვილებისადმი "ჰუმანური თანადგომით" სამართლის ძიებაში წინაღობა შეგვიქმნეს და ათეული ათასობით ადამიანის უფლებები დაარღვიეს, რაზეც პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ მათგანს არ აუღია.ამ წლების განმავლობაში ბრალდებულებმა არ შეასრულეს არანაირი პირობა, სამშენებლო ობიექტები დაკონსერვებულია, ხალხის თვალის ასახვევად “ცენტრ პოინტი ჯგუფი“-ის დამფუძნებლები ტელევიზიებსა და პრესაში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და აგრძელებენ საკუთარი კომპანიების რეკლამას. უამრავი დაზარალებული ისევ ქუჩაშია უსახლკაროდ დარჩენილი და შველას ითხოვს.„ცენტრ პოინტი ჯგუფის“ თაღლითური პირამიდა იმდენად დიდია 310 მილიონამდე აშშ დოლარი, რომ თუ არა ხელისუფლების მფარველობა, წარმოუდგენელი იქნებოდა მსგავსი დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებების ასეთი უხეში დარღვევა. ქვეყანაში არ არსებობს რესურსი, მართლმსაჯულების და ხელისუფლების ნება ამ უდიდესი კრიმინალური ძარცვის გამოსაძიებლად. წლების განმავლობაში გამოძიების მსვლელობა მიზანმიმართულად ხანგრძლივდება, პერმანენტულად ხდება სასამართლო მოსმენების გადავადებები, საქმის რეალური ვითარება აშკარად იფარება საქართველოს მაღალჩინოსნების და „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ თაღლითების საიდუმლო გარიგებებით.ძალიან ბევრი დაზარალებულის მიერ სხვადასხვა ინსტანციის სასამართლო პროცესის მოგების მიუხედავად წლების მანძილზე არ ხდება განაჩენის აღსრულება, რომელიც ითვალისწინებს განაჩენის ძალაში შესვლიდან ათი დღის ვადაში სამშენებლო ფირმის მიერ მენაშენეებისათვის საკუთარი გადახდილი თანხების უკან დაბრუნებას.მიუხედავად ჩვენი ყოველმხრივი მცდელობისა ურიცხვი საპროტესტო აქციებით, პრესასა და ტელევიზიაში დიდი სირთულეებით მოპოვებული "სიტყვის თქმის " საშუალებით, ზემოთაღნიშნული საქმის მიმდინაროებაში არაფერი იცვლება და უპასუხოდ ვრჩებით.ამ ათი წლის მანძილზე დახმარებისთვის მივმართეთ სხვადასხვა ინსტანციებს, ასევე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის თანამორბედს, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს, პარლამენტის წევრებს.12.10.2015 მივმართეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეს, ქალბატონ ნინო გვენეტაძეს თხოვნით, რომ მას პირად კონტროლზე აეყვანა შპს "ცენტრ პოინტ ჯგუფის" საქმე და ყველა ზომა მიეღო მისი კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო განხილვების ბანალური მიზეზების საფუძველზე გადადებების შესაჩერებლად.2016 წლის 12 თებერვალს თბილისში „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დაზარალებულთა მიერ გამართულ აქციაზე ხელი მოეწერა პეტიციას, რომლითაც მივმართეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს და საქართველოს პროკურატურას შემდეგი სამართლიანი მოთხოვნებით:1.„ცენტრ პოინტი ჯგუფის"დამფუძნებლების დაუყოვნებლად სამართლებრივ საფუძველზე დასჯა.2.კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებლებზე ხელთ არსებული უძრავი ქონების ჩამორთმევას და ხალხისთვის მათგან მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის დაზარალებულთათვის დაუყოვნებლივ ანაზღაურება.3.სამშენებლო კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება4.თავმდებად მყოფ, ზემოთ ჩამოთვლილი პარლამენტარების მიმართ, რომლებმაც ხელი შეუშალეს საქმის დროულად გამოძიებას, პასუხისმგებლობის დაკისრება5.ამ სკანდალში მონაწილე ყველა კორუმპირებული პირის მხილებას სამართალში მიცემა6.საქართველოს სასამართლოს სხვადასხვა ისტანციის მიერ მრავალი დაზარალებულის სასარგებლოდ გამოტანილი განაჩენის დაუყოვნებლივ აღსრულებას.  პასუხი ზემოთაღნიშნულ მოთხოვნაზე დღემდე არ მიგვიღია.  ხელისუფლების უმოქმედობამ ნათლად დაგვანახა, რომ ამ საქმის გამოძიებით საკუთარი მოქალაქეებისთვის სამართლიანობის აღდგენა არ შედის რიგი მმართველი ინსტანციების ინტერესებში. მათი არაობიექტური დამოკიდებულება ამ სკანდალთან მიმართებაში, აშკარას ხდის, რომ საქმე გვაქვს ელიტარულ კორუფციულ გარიგებასთან.ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს ევროკავშირის წევრობაზე, ისედაც არსებული უმძიმესი სოციალურ-ეკონომიური პირობების ფონზე გამეფებულია უსამართლობა, კორუფცია და კრიმინალი. მედიის უმრავლესობა იმართება სამთავრობო სტრუქტურებისგან. საქართველოში ჩამოშლილია დემოკრატიული ინსტიტუტები და ყოველდღიურად უხეშად ილახება ადამიანთა უფლებები. ხალხს წართმეული აქვს ადამიანური და მოქალაქეობრივი სრულფასოვნება, საკუთარი აზრის გამოთქმის და პოზიციის დაცვის უფლება. შიშით და უიმედობით შეპყრობილი მოქალაქეები პირველივე შესაძლებლობისას ქვეყნიდან გარბიან და თავს აფარებენ ევროპის სხვა სახელმწიფოებს.ჩვენ როგორც, ელიტარული კორუფციის მსხვერპლი, დისკრიმინირებული, მოტყუებული, ღირსებაშელახული და დაზარალებული საზოგადოება, რომელთა შორის აღმოვჩნდით საქართველოს, ევროპის და ამერიკის მოქალაქეები, ვამხელთ საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი და სხვა ქვეყნების მოქალაქეთა უფლებების დარღვევაში და ამასთან სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფთან“ კრიმინალურ გარიგებაში. ყოველივე აქედან გამომდინარე ქვეყანაში არსებულ სამართლის მოპოვების შიდასახელმწიფოებრივ საშუალებებს მივიჩნევთ აბსოლუტურად არასაიმედოდ და არაეფექტურად. უნდობლობას ვუცხადებთ საქართველოს მთავრობას და მოგმართავთ თქვენ დახმარებისათვის.გთხოვთ მოუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას ჭეშმარიტი დემოკრატიის არჩევანის გაკეთებისაკენ, საკუთარი მოქალაქეების უფლებათა დაცვისაკენ, სამართლიანობისაკენ და ხალხის სულიერი და მორალური განადგურების შეწყვეტისაკენ. გთხოვთ აიძულოთ საქართველოს ხელისუფლება პატივი სცეს და შეასრულოს ის აუცილებელი დემოკრატიული ნორმები, რომლის აღსრულებას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ გაერთიანებაში წევრობა ავალდებულებს.გთხოვთ მოუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას გამოიჩინოს ნება და სურვილი აღნიშნული საქმის სამართლიანად მოგვარებისთვის და დააკმაყოფილოს ათეული ათასობით დაზარალებულის ზემოთჩამოთვლილი მოთხოვნები. დანართი:საბუთები, დოკუმენტური ფილმები ვიდეო -აუდიო ჩანაწერები, ფოტოდოკუმენტაცია,პატივისცემით   Petition Wir, die Unterzeichnenden dieser Petition, sind Kunden und gleichzeitig Opfer der georgischen Baufirma "Center Point Group". Die Baufirma "Center Point Group" besteht aus ca. 70 Unternehmen und wurde vom ehemaligen georgischen Parlamentsabgeordneten (1992-2003) Vachtang Rcheulishvili, seiner Frau Maya Rcheulishvili und deren Verwandten, der georgischen Parlamentsabgeordneten (2003-2012), Frau Rusudan Kervalishvili gegründet. Das o.g. Unternehmen verwendete ein „Pyramiden- / Ponzi-Schema“, auch „Schneeballprinzip“ genannt, durch das ca. 6 200 Familien (30 000 Personen) ca. 310.000.000 USD für den Bau von Wohn- und Gewerberäumen verloren haben. Einzelheiten über die Fakten sind in dem Bericht von Transparency Internationale Georgia aus dem Jahr 2012 nachzulesen. Link (http://www.transparency.ge/en/post/report/centre-point-group-georgia-s-biggest-construction-scandal) Der Regierungswechsel in Georgien im Jahr 2012 hat uns große Hoffnung gegeben, als die georgische Staatsanwaltschaft die „Center Point Group“ wegen Betrugs und der Geldveruntreuung anklage (N010221012001). Aber fünfzehn georgische Parlamentarier (Ani Mirotadze, Tamaz Khacheishvili, Zurab Tkemaladze, Gogi Tofadze, Paata Baratashvili, Irakli Tripolski, Soso Jachvliani, Temur Bashaleishvili, Murman Dumbadze, Rostom Khalvashi, Goderdzi Bukia, Guram Misabishvili, Revaz Shavloxashvili, Sergo Khabuliani, Viktor Jafaridze) haben sich sehr schnell für die Befreiung der Angeklagten eingesetzt, und somit wurden diese gegen Zahlung einer Kaution aus der Haft entlassen. Diese „Unterstützung“ der Familie Rcheulishvili durch Parlamentsabgeordneten hat den Gerichtsprozess sehr verzögert und behindert. Dadurch wurden die Rechte von mehreren Tausend Menschen grob verletzt. Bis jetzt trägt keiner der Beteiligten die Verantwortung für das Geschehene und die finanziellen Verluste der Kunden. Während der letzten Jahre haben die Angeklagten nach wie vor keine der von ihnen gemachten Versprechungen gehalten. Die Bauvorhaben wurden nicht umgesetzt. Die Familie Rcheulishvili versucht mit allen Mitteln die Menschen zu täuschen. Im Fernsehen und in der Presse werben sie weiterhin für ihre Baufirma und stellen ihren Reichtum dabei mit großer Begeisterung dar. Währenddessen sind viele ihrer Opfer obdachlos und suchen verzweifelt um Hilfe an. Die Zahl der Opfer und der verschwundene Geldbetrag (310 000 000 USD) sind so hoch, dass die Gründer der „Center Point Group“ ohne die Unterstützung der Regierung schon längst in Haft sitzen würden und die Diskriminierung so vieler Menschen gar nicht durchführbar wäre. Eine Strafverfolgung wurde jedoch durch die Unterstützung der Regierung verhindert. Die Regierung Georgiens ist weder gewillt noch verfügt sie über genügend Ressourcen, um die Missstände zu untersuchen. Die Gerichtsverhandlungen werden absichtlich verzögert. Aus nicht ersichtlichen Gründen werden die Gerichtstermine einfach verschoben oder abgesagt. Die Familie Rcheulishvili führt heimliche Verhandlungen, um die Wahrheit zu vertuschen. Viele Opfer haben den Rechtsstreit gegen Baufirma „Center Pont Group“ gewonnen und warten immer noch auf die Ausführung des Gerichtsurteils. Die georgische Vollstreckungsbehörde ist nicht in der Lage, dies auch nach Jahren zu regeln, obwohl gesetzlich jeder Kunde innerhalb von zehn Tagen sein Geld zurückbekommen sollte. Trotz unserer umfangreichen Bemühungen, Verhandlungen, Demonstrationen und Proteste über die Medien ändert sich nichts und viele Fragen bleiben unbeantwortet. Während der letzten Jahre baten wir um die Unterstützung des ehemaligen Präsidenten von Georgien Michail Saakaschwili, des ehemaligen Premierministers Bidzina Ivanishvili und seines Nachfolgers Irakli Garibashvili, sowie des Parlamentsvorsitzenden Dawit Usupaschvili und vieler Parlamentarier. Am 12.10.2015 haben wir die Landesgerichtsvorsitzende, Frau Nino Gvenetadze schriftlich gebeten, dass sie persönlich die Kontrolle über den „Center Point Group“ Fall übernehmen möge und verhindert, dass die Anhörungen ständig verschoben werden. Am 12.02.2016 haben die Opfer von Baufirma „Center Point Group“ eine Demonstration organisiert und unsere Petition an Georgiens Premierminister Giorgi Kvirikashvili, den Parlamentsvorsitzenden David Usufashvili und Georgiens Staatsanwaltschaft geschickt. Wir haben folgendes gefordert:   Die Gründer der „Center Point Group“ müssen zeitnah nach Rechtsgrundlage bestrafen. Die Besitzer von „Center Point Group“ müssen enteignet und der finanzielle Schaden ihrer Opfer ersetzen werden. Die Verpflichtungen der Baufirma müssen erfüllt werden. Die Abgeordneten des georgischen Parlaments, die durch ihr Mitwirken in diesem Skandal alles verzögert haben, müssen die Konsequenzen ihres Handelns tragen. Alle an dem Skandal beteiligten korrupten Personen müssen vor Gericht gestellt werden. 6. Die bereits erfolgten positiven Gerichtsentscheidungen vieler Opfer müssen erfüllt werden. Keiner der Angeschriebenen hat schriftlich Position bezogen oder seine Bereitschaft erklärt, die Sache zu klären. Die Gleichgültigkeit und Untätigkeit der Regierung macht uns deutlich, dass wir es mit der Korruption der elitären Oberschicht (darunter auch Regierungsmitglieder) Georgiens zu tun haben. In einem Land, das die Mitgliedschaft in der Europäischen Union anstrebt und in dem bereits schwierige sozioökonomische Bedingungen vorliegen, herrschen Ungerechtigkeit, Korruption und Verbrechen. Die meisten Medien werden von der Regierung gesteuert. In Georgien sind die demokratischen Institutionen zusammengebrochen, die Menschenrechte werden täglich verletzt. Den Menschen wurden die menschlichen und bürgerlichen Vollständigkeitsgefühle entzogen. Sie dürfen die eigene Meinung und Position weder äußern noch verteidigen. Von Angst und Frustration besessene Bürger flüchten bei jeder Möglichkeit aus Georgien in andere europäische Länder. Wir misstrauen der georgischen Regierung und wenden uns mit unserem Hilfeansuchen an Sie. Bitte fordern Sie die georgische Regierung zur Wahrung und Einhaltung demokratischer Rechte und Prinzipien, zum Schutz der Menschenrechte ihrer Bürger, zur Gerechtigkeit und zur Verhinderung der geistigen und moralischen Zerstörung der Bevölkerung Georgiens auf. Bitte fordern Sie die georgische Regierung ferner auf, dass sie als Mitglieder verschiedener internationaler Organisationen und Vereinigungen alle demokratischen Normen respektiert und erfüllt. Bitte fordern Sie die georgische Regierung auf, die oben genannte Sache gerecht zu untersuchen und die in unserer Petition von 12.02.2016 gestellten Forderungen mehrerer Tausend Opfer zu erfüllen. Anhang: Dokumentar- Filme, Videos, Audios, Bilder Hochachtungsvoll Petition We, the undersigned of this petition are customers and victims of the Georgian construction company “Center Point Group”. The construction company “Center Point Group” consists of approximately 70 companies and was founded by the former Georgian MP (1992 - 2003) Vachtang Rcheulishvili, his wife Maya Rcheulishvili and their relative, the Georgian MP (2003 – 2012), Mrs. Rusudan Kervalishvili. The above-mentioned company implemented a “Pyramid / Ponzi Scheme” or “Snowball Scheme”, through which approximately 6 200 families (30 000 persons) lost approximately USD 310 Million for the alleged construction of residential and commercial spaces. The full report of the facts can be read in the 2012 report of Transparency International Georgia. Link: (http://www.transparency.ge/en/post/report/centre-point-group-georgia-s-biggest-construction-scandal) The change of government in Georgia in 2012 gave us great hope, as the Georgian prosecutor's office had the “Center Point Group” indicted for fraud and embezzlement (N010221012001). But fifteen Georgian members of parliament (Ani Mirotadze, Tamaz Khacheishvili, Zurab Tkemaladze, Gogi Tofadze, Paata Baratashvili, Irakli Tripolski, Soso Jachvliani, Temur Bashaleishvili, Murman Dumbadze, Rostom Khalvashi, Goderdzi Bukkiah, Guram Misabishvili, Revaz Shavloxashvili, Sergo Khabuliani, and Viktor Jafaridze) worked very quickly to free the accused, and hence these were released on bail. The MPs’ “support” for the Rcheulishvili family has continually delayed and impeded the trial. Thus, the rights of several thousand people have been grossly violated. So far, none of the parties has been held responsible for what has happened and for the financial losses of their victims. Until now none of the accused has held any of the promises made. The construction projects were not realized. The Rcheulishvili family is trying to mislead people. They are still promoting their construction company on television and in the press and are presenting their own wealth with great enthusiasm. Meanwhile, many victims are still without a home and desperately seeking help. The number of victims and the sum of money that has disappeared (USD 310 000 000) is so immense that without the support of the government the founders of “Center Point Group” would already be in detention and the discrimination so many people would not possible. Prosecution was prevented with the assistance of the government. The Georgian government is neither willing nor are there enough resources to investigate the abuse. Trials are deliberately delayed. Court dates are postponed or canceled for no obvious reason. The Rcheulishvili family is in secret negotiations to cover up the truth. Many victims have won their lawsuits against the construction company “Center Pont Group”, but they are still waiting for the execution of the judgment. Over the years the Georgian executive authority was not to able to regulate this, although by law, every customer should receive his or her money back within ten days. Despite our greatest efforts, negotiations and struggles through demonstrations and media protests, nothing changes, and many questions remain unanswered. During the past few years we asked for the support of the former President of Georgia Mikheil Saakashvili, the former Prime Minister Bidzina Ivanishvili and his successor Irakli Garibashvili and the Chairman of the Parliament Dawit Usupaschvili and many parliamentarians. On 12.10.2015 we requested the regional court president, Ms Nino Gvenetadze in writing that she personally take control of the “Center Point Group” case and prevent the further continuous postponement of hearings. On 12.02.2016 the victims of construction company “Center Point Group” organized a demonstration and presented our petition to Prime Minister Georgia Giorgi Kvirikashvili, the Chairman of the Parliament David Usufashvili and Georgia’s Public Prosecutor. We requested the following:   The prosecution of the founders of “Center Point Group” on a legal basis. The expropriation of the owners of “Center Point Group” and the compensation of their victims for the financial losses suffered. The fulfillment of the construction company’s commitments. The members of the Georgian Parliament, who have impeded the resolution of the scandal, must bear the legal consequences of their involvement. All corrupt persons involved in the scandal must be brought to justice. Judgements already pronounced in favor of many of the victims must be executed.   None of all the persons addressed has taken a written stand or shown any willingness to clarify the matter. The indifference and inaction of the government make it clear that we are dealing with a case of corruption in Georgia’s elite upper class (including government members). In a country aspiring for membership of the European Union and currently already suffering under difficult socio-economic conditions, we have to deal with great injustice, corruption and crime. The majority of Georgia’s media is government-controlled. Georgia’s democratic institutions have collapsed, human rights are violated daily. The Georgian people are deprived of its feeling of human and civil completeness. It cannot express or advocate its own opinions and position. Weighed down with anxiety and frustration, Georgia’s citizens are leaving the country to make their homes elsewhere in Europe. We mistrust the Georgian government and call upon you asking your assistance. Please prompt the Georgian government to respect and observe democracy, protect the human rights of its own citizens and to put an end to the mental and moral destruction of the population in Georgia. Please call on the Georgian authorities to respect and observe democratic norms as a member of various international organizations and associations. Please request the Georgian government to investigate the above mentioned matter fairly and to fulfill the claims of the several thousand victims in accordance with our petition of 12.02.2016.   Appendix: Documentary films, videos, audios, images. Yours faithfully
gallery images

პეტიციაზე ხელმომწერ 30000 ამომრჩეველს, მიეცეს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კანონმდებლობით, მინიმუმ 30000 ამომრჩეველს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება; თუმცა, ეს კანონი არ ვრცელდება მსგავს პეტიციებზე ხელმომწერ ადამიანებზე. ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ბევრ ქვეყანაში დაკანონებულია საკანონმდებლო ინიციატივის ეს, შედარებით მარტივი ფორმა და უამრავი ადამიანი სარგებლობს ამ უფლებით, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ ჯანსაღი სახელმწიფოს ფორმირებაში. მოვითხოვოთ ჩვენც და მივაწვდინოთ ჩვენი ხმა საქართველოს პარლამენტს. მხოლოდ ხალხის დახმარებით და მათი აზრის გათვალისწინებით გახდება შესაძლებელი გავხადოთ ჩვენი ქვეყანა სრულყოფილი თუ არა, უკეთესი მაინც!
gallery images

აიკრძალოს საქართველოში უკანონო მოსმენები და ფარული ვიდეო ჩანაწერები!

აიკრძალოს საქარვთველოში უკანონო მოსმენები და ფარული ვიდეო ჩანაწერები. გთხოვთ გაავრცელოთ 
gallery images

,,სიკვდილით დასჯა“ როგორც სასჯელის ერთ-ერთი სახე

მე არც ბოროტი ვარ,მითუმეტეს ურწმუნო,ამიტომ ნუ გამკიცხავთ.გაიაზრეთ ზემოდხსენებული კანონის,როგორც დადებითი,ისე უარყოფითი მხარეები და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.ვიმედოვნებ, მცდელობა შედეგიანი აღმოჩნდება!
gallery images

ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ!

დღეს სასამართლო სისტემის გაძლიერებისათვის საჭიროა,  საზოგადოებრივი ნდობის მქონე მოსამართლეების შერჩევა. სწორედ ასეთ  კანდიდატად მივიჩნევთ ანა დოლიძეს.ანა ყოველთვის იდგა მოქალაქეების გვერდით და რეალური საფრთხეების მიუხედავად იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ. მას არასოდეს დაუხევია უკან. არის ადამიანის უფლებების დამცველი, პრინციპული და სამართლიანი.სიმბოლურია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ანა დოლიძე უზენაეს სასამართლოში იმ მოსამართლის ადგილმონაცვლედ წარადგინა, რომელიც ქართული საზოგადოებისათვის პოლიტიკური მართლმსაჯულების სიმბოლოდ იქცა.მოვუწოდებთ  დეპუტატებს,  ხმა მისცენ  ანა დოლიძეს, რომელმაც ჩვენი მხარდაჭერა სამართლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი პრინციპულობით დაიმსახურა.
gallery images

მოიხადოს საჯარო ბოდიში გოგო თოფაძემ, დაუნის სინდრომის მქონდე ადამიანების შეურაცხყოფისთის

დღეს ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარემ, გოგი თოფაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა. „თქვენ ხართ პირველი პირი საქართველოში, თქვენი ყველა წინადადება, სიტყვა, ყველა ბგერა ანალიზდება. მინდა, მოგახსენოთ თქვენ თქვენი გამონათქვამები, ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ, არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ, საქართველოსი", - თქვა გოგი თოფაძემ.მოვითხოვთ, მოგვიხადოთ საჯარო ბოდიში საქართველოს მოქალაქეებს იმავე ტრიბუნიდან, საიდანაც შეურაცხყოფა მოგვაყენეთ.მოგიწოდებთ, გაეცნოთ ინფორმაციას დაუნის სინდრომის შესახებ. იქნებ აღმოაჩინოთ, რომ სწორედ თქვენი მსგავსი მიდგომები და გამონათქვამები არის ქართველი ხალხისათვის შეურაცხმყოფელი და როგორც თავად იტყოდით, „მოსახლეობის სამწუხარო შეფასება“.გთხოვთ ხელმოწერასთან ერთად გააზიარეთ
gallery images

უარი მიკროავტობუსებში მხოლოდ ერთი რადიოს მაუწყებლობას

როგორც ცნობილია, ყვითელ შიდასაქალაქო მიკროავტობუსებში მხოლოდ ერთი, რეჟისორ გოგა ხაინდრავას კუთვნილი რადიო „თანამგზავრი“ იმაუწყებლებს.რადიო "თანამგზავრის” მფლობელის, რეჟისორ გოგა ხაინდრავას კომპანიამ თბილისში და მის შემოგარენში FM 92,3-ზე მაუწყებლობის ლიცენზია კომუნიკაციების კომისიისგან 2016 წლის 15 იანვარს მიიღო.მანამდე, 2015 წელის 1 დეკემბერს ხაინდრავას კომპანიამ ხელშეკრულება შპს "თბილისის მიკროავტობუსის” მმართველობის ქვეშ მყოფ კომპანიებთან გააფორმა.სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე, რადიო „თანამგზავრი“ მიკროავტობუსებში ჩართული ერთადერთი რადიო უნდა გახდეს, რისთვისაც  ხაინდრავას კომპანია "თბილისის მიკროავტობუსს” 5 ათას ლარს გადაუხდის.მიმაჩნია, რომ ეს შეთანხმება რადიო „თანამგზავრს“ აყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში სხვა რადიომაუწყებლებთან შედარებით, ამასთან, ვფიქრობ, ხელშეკრულება არღვევს მოქალაქის თავისუფალი არჩევანის უფლებას, ამიტომ, მოვითხოვ მის გაუქმებას.
gallery images

აღდგეს ავტომობილების ტექდათვალიერება და ტაქსების ლიცენზირება

გარემოს დაცვა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. კლიმატის ცვლილება მსოფლიოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.გარემოს დაბინძურება ბუნებრივი კატაკლიზმების ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორია, მაგრამ გარდა გლობალური საკითხებისა არის უმთავრესიც, ადამიანი, მოქალაქე, რომლებიც ყოველდღიური რისკის წინაშე ვგავართ მოუწესრიგებელი საკანონმდებლო რეგულაციების გამო.ბოლო ორ წელში მანქანების რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა, მაგრამ კონტროლი მათ ხარისხსა და გამართულობაზე ისევ მხოლოდ მძღოლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. მფლობელები კი არცთუისე იშვიათად, არც საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ და მითუმეტეს არც თანამოქალაქეებისაზე. ყველა, ვისაც ჰგონია, რომ მანქანის მართვა იცის, ტაქსაობს, ეს შემოსავლის დამატებით წყაროდ იქცა. უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანაში, გასაგებია, რომ ადამიანი ცდილობს ოჯახი რაიმე ფორმით გამოკვებოს, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო მაღალი ფასეულობა - საზოგადოებისა და მისი წევრების ინტერესების დაცვაც, საკუთარი ოჯახის ინტერესების დაცვის ფონზე.დღეს ტაქსით მგზავრობა ლამის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტოლფასი გახდა, დაბალი ტარიფის ხარჯზე მძღოლები საკუთარ ავტომობილს ხუნდებსაც კი აღარ უცვლიან (საუბარი არაა სალონში არსებული წინდებისა და კომბოსტოს სუნის ნაზავზე). ქაოტური მოძრაობა, კონკურენციის შიში და დატვირთული სტრესულ გარემოში მუშაობა, ქალაქის გადატვირთვას და დაბინძურებას იწვევს. ქალაქის მასშტაბით, ლამის ყოველი მეხუთე ადამიანი ტაქსაობს, ყოველ მეორეს კატალიზატორი აქვს ამოცლილი, ხოლო ყოველი მეათე გარემოსათვის (როგორც ბუნების, ისე ადამიანისთვის) საშიშია. ტექდათვალიერება და ტაქსის ლიცენზირება მტკივნეული პროცესი იქნება საზოგადოების ნაწილისთვის, მაგრამ ერთის მხრივ ის მეორე ნაწილის ინტერესებს დაიცავს, ვინც პატიოსანი გადამხდელია და უფლებამოსილია საკუთარი ინტერესების დაცვა მოითხოვოს, მეორეს მხრივ კი ხელს შეუწყობს ახალი, რეგისტრირებული სამუშაო ადგილების შექმნას (მოწესრიგებული ტაქსოპარკების რეგისტრაციით), რაც სახელმწიფო ბიუჯეტს ნაკლებ ზიანს მიაყენებს.ა(ა)იპ მომავლის სოფელი
gallery images

აკრძალეთ ასაფეთქებელი სათამაშოები

მოვითხოვთ, აიკრძალოს ერთი შეხედვით უწყინარი, ე.წ. სათამაშო ასაფეთქებელი საშუალებებით ვაჭრობა და მათი გამოყენება. აკრძალვა დარეგულირდეს შესაბამისი კანონის მუხლით, ან საგანგებო განკარგულებით, არ იყოს ერთჯერადი და სამართალდამრღვევი დაისაჯოს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მიმდინარე წლის და ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში ე.წ. „ბომბოჩკები“ გახდა ძალიან ბევრი ტრაგედიის მიზეზი. აღნიშნული გასართობი საშუალებებით დასახიჩრდა არაერთი, სხვადასხვა ასაკის პირი. უკონტროლო, გართობის მიზნით აფეთქებები აღიზიანებს უამრავი ბავშვის და შეუძლოდ მყოფი, ზრდასრული ადამიანების ფსიქიკას. სამწუხაროდ, ხშირად ფიქსირდება სადიზმის გამოვლინების შემთხვევებიც, რა დროსაც ბავშვების მავნე მიდრეკილებების მსხვერპლი ხდებიან ცხოველები. ხშირია მათი წამების ფაქტები.აღნიშნული, სრულიად საკმარისი მიზეზების გამო მოვითხოვთ, ასაფეთქებელი საშუალებები უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენონ მხოლოდ ახალი წლის ღამით. სხვა შემთხვევაში ჩაითვალოს საზოგადოებრივი წესრიგის, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სიმშვიდის და მათი უფლებების დარღვევად.
gallery images

,,შეწყდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება

პეტიციაზე ხელმომწერები ვითხოვთ : შეწყდეს რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება. ​მოხდეს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების - კონკორდატის გადახედვა. ( განსაკუთრებით 11-ე მუხლი) დაიწყოს ლუსტრაციის კანონის განხილვა, რომელიც გავრცელდება როგორც სახელმწიფო თანამდებობის პირებზე ასევე სასულიერო იერარქებზე, რათა საბოლოოდ დადგეს მათი თუნდაც მორალური პასუხსიმგებლობის საკითხი. ლუსტრაცია უპირველეს ყოვლისა ზნეობრივი აქტია, მისი მიზანია მორალური განწმენდა, მორალური კათარზისი, გნებავთ, როგორც პოლონეთში ამბობენ, “მენტალობის ჰიგიენა და დეზინფექცია”.თუ ეთანხმებით ზემოხსენებულ მოთხოვნებს, გთხოვთ მოაწეროთ ხელი და გაავრცელოთ პეტიცია​
gallery images

გამოცხადდეს ვლაქერნობა ოფიციალურ უქმე დღედ

რადგან ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში ინახება ერთ-ერთი უძვირფასესი ქრისტიანული რელიქვია - პატიოსანი სამოსელი (კვართი) ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. ამიტომ ვლაქერნობა 15 ივლისი გამოცხადდეს ოფიციალურ სახელმწიფო უქმე დღედ.
gallery images

გადავარჩინოთ ხევი დაცლისგან!

მოგახსენებთ, რომ 2011 წლიდან ყაზბეგის რაიონში დაიწყო სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტის განხორციელება, რომელთა მიმართაც ადგილობრივი მოსახლეობა დიდი ხანია ცდილობს ხელისუფლებისა და სპეციალისტების ყურადღების მიპყრობას.2011 წლიდან დღემდე რაიონის მასშტაბით 4 ჰიდროელექტრო სადგური აშენდა. მიუხედავად ადგილობრივებისა და სპეციალისტების არაერთი გაფრთხილებისა, არ მოხდა იმ საფრთხეების გათვალისწინება, რაც ამ პროექტებს ახლდა თან და მივიღეთ კატასტროფული შედეგები ადამიანთა მსხვერპლით. გარდა ამ 4 პროექტისა, ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე პერსპექტიული პროექტების ნუსხაში წამოდგენილი 7 პროექტიც ელის ინვესტორს. მოცემულ პროექტებთან დაკავშირებითაც  უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.2015 წლის სექტემბერში სოფელ ცდოში გამოჩნდა სამშენებლო ტექნიკა - როგორც აღმოჩნდა გაურკვეველ პირებს მაღალი ძაბვის ახალი გადამცემი ხაზის  მშენებლობის დაწყება სურდათ. კომპანიას არ გააჩნდა აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ნებართვა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, ამასთან, მოხდა მოსახლეობის ტრადიციულ საკუთრებაში არსებული მიწების მისაკუთრება კომპანიის მიერ ისე, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები საქმის კურსში არ იყვნენ. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, სამუშაოები დღემდე ვერ დაიწყეს მოსახლეობის აქტიური წინააღმდეგობის გამო. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიას დღემდე არ აქვს შესაბამისი ნებართვა და სხვა შესაბამისი დოკუმენტები.ჩვენს მიერ მოპოვებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად,  ყაზბეგის რაიონში იგეგმება 110 კვ-იანი გადამცემი ხაზის (220 კვ-ან გაბარიტებში) რეკონსტრუქცია და ახალი მაღალი ძაბვის 500 კვ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობა.მოგეხსენებათ, ყაზბეგის რაიონის სოფლები გაშენებულია ვიწრო ხეობებში, ხოლო გადამცემი ხაზების გატარება სოფლების სამოსახლო ტერიტორიებზეა განზრახული  და, შესაბამისად, ეს პროექტები სპობს სოფლების განვითარების პერსპექტივას. იმის ფონზე, რომ მოსახლეობის შენარჩუნება მთაში, მით უმეტეს, სასაზღვრო რეგიონში სახელმწიფოს პრიორიტეტია, გაუგებარია, რას ემსახურება მსგავსი პროექტები, რომელთა საჭიროების შესახებ არგუმენტები ძალიან ბუნდოვანია?! 500 კვ-იანი გადამცემი ხაზის პროექტის განხორციელება იგეგმება ისე, რომ ოფიციალური და არაოფიციალური წარმომადგენლებისგან დღემდე ვერ მივიღეთ მისი განხორციელების აუცილებლობისა და მიზანშეწონილობის დამადასტურებელი სერიოზული არგუმენტები, ხოლო რაც შეეხება 110 კვ-იანი (220 კვ-ან გაბარიტებში) ხაზის რეკონსტრუქციას, საჭიროდ მიგვაჩნია ჩატარდეს კანონმდებლობით განსაზღვრული სრულყოფილი საპროექტო სამუშაოები, სადაც გათვალისწინებული იქნება დასახლებული პუნქტებიდან გადამცემი ხაზის მაქსიმალური არიდება, და  სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე  მავნე ზემოქმედების მინიმალიზაცია.ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი მნიშვნელობისა და მასშტაბის პროექტების მიზანშეწონილობისა და საჭიროების დასაბუთების გარეშე განხორციელება, მაშინ როცა ეს მთის მოსახლეობის საცხოვრებელ გარემოს ხელყოფს და გარდაუვალ მიგრაციას იწვევს მნიშვნელოვან სასაზღვრო რეგიონიდან.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ შეისწავლოთ საკითხი და აღმოგვიჩინოთ მხარდაჭერა, რათა არ მივიღოთ  სავალალო და გამოუსწორებელი დემოგრაფიული შედეგები, რაც აუცილებლად აისახება ქვეყნის უსაფრთხოებაზე.