add one
gallery images

ეს ერის სირცხვილია, ერთად დავდგეთ აგრესიული და სამარცხვინო მარკეტინგის წინააღმდეგ

მოგესალმებით მეგობრებო, ვწუხვართ მსოფლიოში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გამო, რასაც დიდი მსხვერპლი მოყვა და შეეწირა მრავალი ადამიანის სიცოცხლე, გვსურს მივუსამძიმროთ ყველა ქვეყნის მოქალაქესა და დაღუპულთა ოჯახებს, ამასთან გვსურს განვაცხადოთ, რომ სამარცხვინო ფქტის მომსწრე გავხდით, რადგან iPlus/iPhone+ ამ ტრაგედიას თავიანთ სამარცხვინო რეკლამად იყენებენ, გვსურს ყველა  Apple-ის მომხმარებელს ბოდიში მოვუხადოთ საქართველოში Apple-ის წარმომადგენლობის სახელით.iPlus/iPhone+-მა აუცილებლად უნდა აგოს პასუხი მათ უგუნურ ქმედებაზე და მოიხადოს ბოდიში სრულიად საქართველოს წინაშე, ერის იმიჯის შელახვისა და მათი კონკურენტების წინაშე, ვიდეოში მათი ხსენების გამო!
gallery images

არა რასიზმს!!!

არა რასიზმს!!!ამ პეტიციით გვსურს დავანახოთ იმ ხალხს ვინც ჯერ კიდე ანსხვავებს კანის ფერით ადამიანებს, რომ კანის ფერი უბრალოდ ფერია და არ შიეძლება ამის გამო გძულდეს ადამიანი.ძალიან სამწუხარო ფაქტია, როდესაც ბავშვს სკოლაში კანის ფერის გამო შეურაცხყოფას აყენებენ.იხილეთ ბმული https://www.facebook.com/sophistika/posts/1076318725711754ვუერთდებით და მხარს ვუჭერთ ქალბატონ რუსას და მიმის.„კანის ფერი არ განსაზღვრავს ურთიერთობებს“, „უთხარი არა რასიზმს“, „თეთრი და შავი მხოლოდ ფერებია“მოაწერეთ ხელი, დავანახოთ კანის ფერის გამო მოძულე ადამიანებს რომ ჩვენ ბევრნი ვართ.  
gallery images

დასჯადი გახდეს სხვა ნებისმიერი პირის შეურაცხყოფა ვირტუალურ სივრცეში თუ მედია საშუალებებით

დაისაჯოს ყველა პირი, ვინც შეურაცხყოფას მიაყენებს, პატრიარქს (სხვა რელიგიებს), პრეზიდენტს, პრემიერს, მთავრობასა თუ ოპოზიციას, ჟურნალისტებს თუ არასამთავრობოებს, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს.. ნებისმიერი ადამიანის შეურაცხყოფა: გინების, პიროვნებისთვის სხვა ღირსების შემლახავი კომენტარის, წინადადების და სიტყვისათვის.ყველა ადამიანს გვაქვს სიტყვის თავისუფლება, მაგრამ ჩვენი სიტყვის თავისუფლება სრულდება იქ სადაც სხვისი უფლებები იწყება. არ შეიძლება აგინო ადამიანს და მას თუნდაც საჯარო მოხელეს, პატრიარქს, ფიზიკურ პირს თმენის ვალდებულება ქონდეს. გამოცხადდეს ასეთი ქმედება დანაშაულად.
gallery images

მინიმალური ხელფასი 500 ლარი

ქართველი მოსახლეობის 90% მუხლჩაუხრელად შრომობს "კაპიკების" საშოვნელად, რასაც მთელს დროს, ენერგიას და ჯანმრთელობას სწირავენ. დღეისთვის მინიმალური ხელფასი 100 ლარია, რიგ შემთხვევებში ნაკლებიც! მთავრობისგან "სანახაობა" არავის აკლია, დროა არც "პური" აკლდეს ვინმეს.
gallery images

მოვითხოვთ აიკრძალოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია !

მოვითხოვთ აიკრძალოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა !მოვითხოვთ,  პატიმართა მასობრივი გაუპატიურება-წამებისა და მოქალაქეთა მიზანმიმართული მკვლელობის, ასევე კაცობრიობისა და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი სისტემური დანაშაულებების ორგანიზებისა და განხორციელების გამო აკრძალულ იქნას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა, ასევე გაუქმდეს მისი, როგორც პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაცია!მიგვაჩნია, რომ აღნიშნულის განხორციელება აუცილებელი და მართლზომიერი ნაბიჯი იქნება, რომლის გარეშე შეუძლებელია საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებაზე საუბარიც კი. ამასთავე ვთვლით, რომ აღნიშნულის განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია, როგორც სამოქალაქო მშვიდობის, ასევე მომავალში მსგავსი საზარელი მოვლენის განმეორების თავიდან აცილების თვალსაზრისითაც.აქვე გვინდა ყველას შევახსენოთ, რომ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვა წარმოადგენს ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, იმ შემთხვევაში თუკი სარწმუნოდ დადასტურებულია და ფაქტებით გამყარებულია, მის მიერ უმძიმესი და სისტემური ხასიათის დანაშაულებათა ორგანიზების და განხორციელების ფაქტი. მსგავს  მაგალითებს მრავლად ვხვდებით თანამედროვე სამყაროს ისტორიაში.ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ჰიტლერისეული ნაციონალ-სოციალისტური პარტიის გაუქმება გერმანიაში, ასევე მრავალ ქვეყანაში კომპარტიის აკრძალვა...  გარდა ამისა მსოფლიოში არსებობს მრავალი სხვა მაგალითი, როდესაც დიქტატურული ან ავტორიტარული რეჟიმის დამარცხების შემდეგ ხორციელდებოდა აღნიშნული რეჟიმის პერიოდში მოქმედი პოლიტიკური  ძალის ე.ი პარტიის საქმიანობის აკრძალვა!ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე,  მრავალრიცხოვანი და უმძიმესი, ამასთანავე სისტემური ხასიათის დანაშაულებათა განხორციელების გამო, მოვითხოვთ გაუქმებულ იქნას ნაციონალური მოძრაობის, როგორც პოლიტიკური პარტიის რეგისტრაცია !„დემოკრატიის ინსტიტუტი“  
gallery images

გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი

დღეს გავრცელდა სამეგრელოს ტყეში გადაღებული ვიდეოკადრები, რომელშიც მამაკაცს აუპატიურებენ, მსგავსი ტიპის კადრები უხვად მოიპოვება და ამაში დამნაშავე ყოფილი ხელისუფლებაა, ერთად მოვითხოვოთ ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯა და ნაციონალური მოძრაობის, როგორც პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვა, ასევე, ამ პარტიის ყველა წევრი, ვინც მხილებული იქნება დანაშაულში აეკრძალოს ნებისმიერი პოლიტიკური საქმიანობა
gallery images

არა ინტერნეტის კიდევ უფრო გაძვირებას ! არა სილქნეტის და კავკაზუს-ონლაინის გაერთიანებას ! არა ინტერნეტბაზრის  მონოპოლიცაზიას !

ჩვენ საქართველოს მოქალაქენი, მოგმართავთ მოთხოვნით, რომ არ დაუშვათ ინტერნეტის მოხმარების ისედაც ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტარიფის გაზრდა ! ეს კი გარდუვალი იქნება, იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ დააკმაყოფილებთ საქართველოში რეალურად ოლიგოპლისტებად ჩამოყალიბებული ორი ინტერნეტის მიმწოდებელი კომპანიის „სილქნეტისა“ და „კავკაზუს-ონლაინის“ განაცხადს გაერთიანების შესახებ. ეს რომ უდაოდ გამოიწვევს ისედაც უაღრესად მაღალი ფასის გაზრდას, ასევე ინტერნეტის მიწოდების საკმაოდ დაბალი ხარისხსი კიდევ უფრო გაუარესებას ვფიქრობთ უდაოა, რადგან ამ ორი კომპანიის გაერთიანების შემთხვევაში ჩვენ საქმე კლასიკური მონოპოლისტი ფირმის ჩამოყალიბებასთან გვექნება, რომელიც ბაზრის 80 %-ზე მეტს გააკონტროლებს ! მონოპოლიური ბიზნესი, ანუ კონკურენციის მინიმალური დონე, რომ ფასის ზრდასა და ხარისხის გაუარებას იწვევს, ვგონებ ამის ახსნა მეტ-ნაკლებად განათლებული ნებისმიერი ადამიანისათვის აშკარად ზედმეტია. აქვე გასათვალისწინებელია, ის გარემოება, რომ დღემდე გრძელდება სამართლებრივი დავა „კავკაზუს-ონლაინი“ უკანანო ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რომლის დასრულებამდეც ვთლით, რომ როგორც მორალურად, ასევე სამართლებრივი კუთხითაც ამ კომპანიის სხვა სუბიექტთან შერწყმა აშკარად დაუშვებელია.ბოლოს, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ შეასრულოთ თქვენი მოვალეობა და დაიცვათ ჩვენი, როგორც ინტერნეტმომხმარებელთა უფლებები, შესაბამისად არ დააკმაყოფილოთ „სილქნეტისა“ და „კავკაზუს-ონლაინის“ ინტერნეტის ბაზრის მონოპოლიზაციისაკენ მიმართული მოთხოვნა მათი კომპანიების გაერთიანების თაობაზე ! 
gallery images

თაივისუფლება ცოტნეს და ნანას

როგორც მოგეხსენებათ ბავშვებს ბაღებში წასვლა არ უნდათ, დილით ადგომა ეზარებათ! და ბებიასთან ურჩევნიათ, გამონაკლისს არც ცოტნე და ნანა წარმოადგენენ, ამიტომ ბავშვებს გავუხაროთ გული და მოვითხოვოთ ცოტნეს და ნანას განთავისუფლება საბავშვო ბაღიდან :)))))
gallery images
gallery images

დაუყონებლივ მოხდეს გიგი უგულავას განთავისუფლება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციური სარჩელი N646 (საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გიგი უგულავას პატიმრობ არის კონსტიტუციის დარღვევა, ამიტომ მოვითხოვთ მის დაუყონებლივ განთავისუფლებას!!!
gallery images

ქართველობის გადარჩენის გეგმა

ზოგადი მიმოხილვა:საქართველოს დემოგრაფიული პრობლემების გამო, გადავწყვიტეთ სახელმწიფოსთვის შეგვეთავაზებინა კანონპროექტი ორცოლიანობის დაკანონების შესახებ. ჩვენი აზრით საქართველოს დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრა შეიძლება ამ კანონ-პროექტის მიღებით.სტატისტიკის მიმოხილვა:1992 წლის შემდეგ საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა 5,500,000-დან 3,700,000-მდე შემცირდა. ანუ 23 წლის განმავლობაში დაახლოვებით 1,800,000-ით! ასე თუგაგრძელდება 2050 წელს გაეროს მონაცემების მიხედვით ქართველების რაოდენობა მხოლოდ 1,170,000 იქნება. იხილეთ ლინკი 
gallery images

შრომა არ არის იოლი! დაიცავით თქვენი უფლებები!

„იოლის“ აღმაშენებლის ფილიალის თანამშრომლებმა „თბილისის სოლიდარობის ქსელთან“ ერთად, საქართველოს პროფკავშირების იურისტების დახმარებით, სამართლიანი შრომითი უფლებებისა და პირობების მოთხოვნით შედგენილი წერილი (იხ.ქვემოთ) „ფუდმარტისა“ და „სპარის“ სათაო ოფისში მიიტანეს და აღნიშნული ფილიალის მენეჯერის და აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კასრაძის სახელზე დატოვეს. კომპანიას კანონით გათვალისწინებული 10 სამუშაო დღე აქვს რეაგირებისთვის. ქალბატონ ნათია ზარდიაშვილსჩვენ, იოლის აღმაშენებლის ფილიალის თანამშრომლები, იოლის სხვა ფილიალების, ფუდმარტის, სპარის თანამშრომლებთან და  „თბილისის სოლიდარობის ქსელთან“ ერთად (პროფკავშირებისა და სტუდენტების ერთობლივი მოძრაობა) მოგმართავთ თქვენს ფილიალში დასაქმებულთა მიმართ არსებულ სხვადასხვა პრობლემებთან დაკავშირებით. ესენია: არაადამინურად მაღალი სამუშაო გრაფიკი, ზეგანაკვეთური საათების არაადეკვატური ანაზღაურება, დანაკლისები და ჯარიმები, მოლარე -კონსულტანტებისთვის შეუსაბამო მოვალეობების დაკისრება, მუდმივი მორალური შეურაცხყოფა ადმინისტრატორის მხრიდან და ასე შემდეგ. ჩვენ გადავწყვიტეთ ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის, რომელსაც გვანიჭებს საქართველოს შრომითი კანონმდებლობა და წარმოგიდგენთ ჩვენს მოთხოვნებს, რომლებიც სრულიად კანონიერი, სამართლიანი და ლეგიტიმურია.60 საათიანი სამუშაო კვირა შეიცვალოს 40 საათიანი სამუშაო კვირით. თუ სამუშაო დრო გადააჭარბებს კვირაში 40 საათს, სამუშაო ზეგანაკვეთურია, რომელმაც საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით არ უნდა გადააჭარბოს 48 საათს და ანაზღაურდეს კანონით და ხელშეკრულებით დადგენილი პროცედურების მიხედვით.შეიცვალოს და ზუსტად განისაზღვროს ცვლიანობის განრიგი, სადაც დეტალურად იქნება მითითებული სამუშაოს დაწყებისა და დასრულების, ასევე შესვენების დრო. ცვლა განისაზღვროს 8 საათით, 8 საათზე მეტი კი ანაზღაურდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესაბამისად.ღამის ცვლა, რომელიც გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს დასაქმებულისაგან, ვიდრე დღის სამუშაო საათებია, ანაზღაურდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს მსგავსად. დასვენების დღეები ანაზღაურდეს კანონდებლობის შესაბამისად, ასევე დაწესდეს ოფიციალური შესვენება და გაიზარდოს კვებისთვის გამოყოფილი დღიური თანხა 5 ლარის ოდენობით.მოხდეს დანაკლისების, ჯარიმების და უკვე ნამუშევარი ზეგანაკვეთური საათების დაანგარიშება კანონდებლობის  საფუძველზე და თითოეულ თანამშრომელს დაუბრუნდეს კუთვნილი თანხა. იმისათვის, რომ გაიზარდოს თანამშრომელთა მოტივაცია, კომპანიას შეუძლია დააწესოს ბონუსების სისტემა, რომელიც წახალისების მიზნით თანამშრომელს ხელფასთან ერთად   დაერიცხება,  ნაცვლად  ისედაც მიზერული ხელფასიდან არაკანონიერი ჯარიმების სახით თანხების ჩამოჭრისა. (თუ თქვენ არ მოახდენთ უკვე გაცემული ხელფასების გაუცემელი ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებას, ჯარიმებისა და დანაკლისების დაანგარიშებას და ყველა თანამშრომლისთვის კანონიერად კუთვნილი თანხის დაბრუნებას, ჩვენ მივმართავთ სხვადასხვა ზომებს კანონის ფარგლებში, მათ შორის, უკიდურეს შემთხვევაში – სასამართლოს)მკაცრად განისაზღვროს მოლარე-კონსულტანტის მოვალეობები და აღიკვეთოს ამ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელთათვის სხვა ტიპის სამუშაოების დაკისრება – დაწყებული დამლაგებლობიდან თუ საწყობის გადმოტვირთვიდან, დამთავრებული დაცვის ფუნქციის შეთავსებით. ამისათვის საჭიროა : მოხდეს შინაგანაწესის წერილობით დადგენა საქართველოს შრომის კოდექსის სტანდარტების გათვალისწინებით, თანამშრომლებთან შეთანხმების საფუძველზე (კანონის მიხედვით, ყოველი საწარმო ვალდებულია შეადგინოს  შინაგანაწესი წერილობითი ფორმით და უზრუნველყოს მისი ხელმისაწვდომობა დასაქმებულთათვის) სადაც არ იქნება შეტანილი სხვა მოვალეობები, გარდა იმ თანამდებობისა, რომელსაც დასაქმებული ოფიციალურად წარმოადგენს. ასევე, იმ პოზიციებზე, რომლებსაც ითავსებენ მოლარე -ოპერატორები, გამოიყოს ცალკე კადრები, რომლებიც ოფიციალურად დასაქმდებიან როგორც დამლაგებლები ან საწყობის მტვირთავები.კომპანიის ინტერესებში პირდაპირ შედის დაცვის დაქირავება, რომელიც უზრუნველყოფს ქსელში არსებული პროდუქციის დაცვას მოპარვისა თუ დაზიანებისგან, ასევე მან უნდა დაიცვას მაღაზიაში მომუშავე პერსონალი, რომელთაც ხშირად ემუქრებათ საფრთხე მოქალაქეებისგან, განსაკუთრებით კი ღამის საათებში.ყოველივე ზემოთქმულის შესრულება და გათვალისწინება (ცალკეული პუნქტების გარდა) ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ახლანდელი ხელშეკრულების შეცვლის გარეშე. ამიტომ, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, გარდა სამუშაო საათების კანონით დადგენილი ნორმების მიხედვით შემცირებისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ადეკვატური ანაზღაურებისა, არის არსებული შრომითი ხელშეკრულების შეცვლა და თავიდან გაფორმება იოლის ქსელის ყველა თანამშრომელთან. ხელშეკრულების შედგენაში მონაწილეობა უნდა მიიღონ ჩვენი ნდობით აღჭურვილმა იურისტებმა და მოიყვანონ ის შესაბამისობაში საქართველოს შრომით კანონმდებლობასთან (ვინაიდან და რადგანაც ამჟამინდელი კონტრაქტები მთელ რიგ უკანონო მუხლებს შეიცავს, მაგალითად პირგასამტეხლო 5000 ლარის ოდენობით და ასე შემდეგ)ჩვენი საბოლოო და კატეგორიული მოთხოვნაა მოხდეს აღმაშენებლის იოლის ფილიალის ადმინისტრატორის ნინო ოდოშაშვილის განთავისუფლება მთლიანად ქსელიდან, რომლისგანაც თვეების და წლების განმავლობაში ამ ფილიალის უამრავი თანამშრომელი იტანდა მორალურ შეურაცხყოფას, უამრავმა თანამშრომელმა მის გამო დატოვა სამსახური, ბევრი სტაჟიორი მეორე დღესვე მიდის სამსახურიდან მის გამო. გარდა ამისა, ის უარყოფით გავლენას ახდენს მომხმარებლებზეც, ამიტომ,  მისი სამსახურიდან გათავისუფლება მაღაზიის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს.კანონით გათვალისწინებული ვადებით, თქვენ ვალდებული ხართ გვიპასუხოთ 10 სამუშაო დღის განმავლობაში: ამ ვადაში თქვენ უნდა წარმოადგინოთ წერილობითი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სასწრაფოდ შესრულდება მოთხოვნები, ან თუ რომელიმე მათგანის შესრულება ობიექტური მიზეზების გამო აღნიშნული 10 სამუშაო დღის ვადაში ვერ ხერხდება, ასევე წარმოგვიდგინოთ განმარტებითი წერილობითი საბუთი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივმართავს სხვადასხვა ზომებს კანონის ფარგლებში. თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი ხართ დასაქმებული და განიცდით მსგავს უსამართლობას, მოაწერეთ ხელი პეტიციას, იმისთვის რომ დაცული იყოს თქვენი უფლებები!
gallery images

საბი ბერიანის მკვლელობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს

2015 წლის 7 აგვისტოს საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი გამართლდა. სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საბის გულმკერდში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, ბინაში ხანძრი გააჩინა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. მიუხედავად ამისა, ლევან კოჭლაშვილს მხოლოდ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ ეს სანქცია ძალადობისა და ნივთების დაზიანებისათვის მიუსაჯა, ადამიანის სიცოცხლის განადგურების ბრალდება კი აუცილებელ მოგერიებად მიიჩნია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლევან კოჭლაშვილმა პასუხი უნდა აგოს ძალადობისთვის და ნივთების დაზიანებისთვის, საბი ბერიანის სიცოცხლის მოსპობისთვის კი - არა.ტრანსგენდერი ადამიანები ლგბტ თემს შორისაც კი ყველაზე მეტად მოწყვლადი და გარიყული ჯგუფია. ისინი მუდმივად განიცდიან დევნას, შევიწროვებას და ძალადობას. მსოფლიო მასშტაბით ძალიან მაღალია ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობების რაოდენობა.სწორედ ამიტომ, ჩვენ, ამ პეტიციის ხელმომწერი ადამიანები და ორგანიზაციები მოვითხოვთ, რომ პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივროს სასამართლოს განაჩენი და მოვუწოდებთ პროკურატურას გაითვალისწინოს და ამტკიცოს სიძულვილის მოტივი, რომელიც ამ დანაშაულში იკვეთება საბის გენდერული იდენტობისა თუ სექსუალური ორიენტაციის გამო.
gallery images

აიკრძალოს ქალთა მიმართ ძალადობა

აიკრძალოს ქალთა მიმართ ძალადობა. ამით საკუთარ თავსაც და სხვასაც დაიცავთ.კაცები რომელიც ქალზე ძალადობენ უნდა ისჯებოდნენ ფულადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით. 
gallery images

შეწყალება თეა სირაძეს ! 28 წლით პატიმრობამისჯილ ოთხი შვილის დედას !

შეიწყალეთ ოთხი შვილის დედა თეა სირაძე !ბატონო გიორგი,ვფიქრობთ, რომ თუკი საქართველოში ვინმე იმსახურებს შეწყალებას, ეს უპირველეს ყოვლისა სწორედ თეა სირაძე გახლავთ, რომელიც ოთხი შვილის დედა და გამოჩენილი ქართველი სპორტსმენია, ამასთანავე მისი სასჯელი, რბილად რომ ვთქვათ უაღრესად არაადეკვატურია და 28 წელს შეადგენს !37 წლის თეა სირაძეს, 2010 წელს 5 ინდოელი მამაკაცის ცემის გამო 28 წლიანი სასჯელი მიუსაჯეს. კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონი, ოთხი შვილის დედის ბრალდება ოფიციალურად საკმაოდ მძიმეა, მას ადამიანის გატაცება, ფულის გამოძალვა და ხულიგნობა ედება ბრალად, თუმცა მსჯავრდებული ამ ბრალდებებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ 5 ინდოელი მამაკაცისგან თავს იცავდა. სასჯელი, 28 წელი ამინისტიის წყალობით შეუმსუბუქდა და ახლა მას 13 წელი დარჩა მოსახდელი. ქვემოთ მოგვყავს ამონარიდი მისივე მონათხრობიდან, რომლის გაბათილება დღემდე  არცერთი საჯარო სტრუქტურის წარმომადგენელს, არც კი უცდია...თეა სირაძე: " 5 ინდოელი მამაკაცი მაგრად ვცემე და ამიტომ დამაკავეს. მაშინ სასამართლომ 28 წელი მომისაჯა. ამნისტიის წყალობით, ეს წლები ჩამომაკლდა, სასჯელთა შეკრებითობაც გაუქმდა და საბოლოოდ, 13 წელი უნდა მოვიხადო. მართალია, ჩემს ბრალში აღნიშნულია, თითქოს გავიტაცე ინდოელები ფულის გამოძალვის მიზნით და ჩავიდინე ხულიგნობაც, მაგრამ ამ ბრალს არ ვეთანხმები. ინდოელებს ჩემი მეგობრის ვალი ჰქონდათ, მე მათ ამ ფულის უკან დაბრუნებას ვთხოვდი. 4. 500 დოლარი ჩემს მეგობარ გოგონას ვასესხე, სწორედ მისი ბიზნესპარტნიორები იყვნენ ინდოელები. უცხოეთში გასასვლელ ვიზებზე მუშაობდნენ, ფული წაიღეს და უკან აღარ უბრუნებდნენ. მეგობარმა შემომჩივლა, - შენი ფული მათ მივეცი და გადამაგდეს, ფულს აღარ მიბრუნებენო. ამის შემდეგ გადავწყვიტე მათთან შეხვედრა. მოვთხოვე, თანხა დაებრუნებინათ. თავიდან უარს ამბობდნენ, მაგრამ მერე მითხრეს, რომ 10 დღეში მომცემდნენ კუთვნილ თანხას. იმ დღეს ვარკეთილში ამ ფულის წამოსაღებად მივედი. სახლში 5 ინდოელი დამხვდა. ძალიან უხეშად მომმართეს, აგრესიულად იქცეოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, იგინებოდნენ. ფაქტობრივად, იმ დროს მათგან თავს ვიცავდი. ხუთივე ბიჭს მაგრად ვცემე. რა მექნა, თავი ხომ უნდა დამეცვა?".თეა სირაძეს უფროსი შვილი ამჟამად 20 წლისაა, შემდეგი 12 წლის, ხოლო უმცროსები 7 და 8 წლის. მათ თეას დედა და მეუღლე ზრდის, მათ კი დედის მზრუნველობა და სითბო სწორედ ახლა ჰაერივით სჭირდებათ...ბატონო გიორგი, გვაქვს რა თქვენი სამართლიანობისა და ჰუმანურობის იმედი, ვთვლით, რომ თქვენ აუცილებლად უნდა შეიწყალოთ ოთხი შვილის დედა თეა სირაძე. ეს გადაწყვეტილება კი უდაოდ ერთადერთი სწორი და სამართლიანი იქნება, რადგან ყოველივე ზემოთქმულთან  ერთად თეა სირაძის 28 წლიანი პატიმრობა, უმძიმეს დანაშაულებებთან დაკავშირებული ივანე მერაბიშვილს, ბაჩანა ახალაისა და გიგი უგულავასა 5-10 წლიანი საპატიმრო ვადის ფონზე უსამართლობისა და ცინიზმის აპოგეის გარდა სხვა არაფრად შეიძლება შეფასედეს  !