add one
gallery images

შეწყდეს ებრაელი ინვენსტორისა და მხატვარი-დიზაინერის მაქს შავიტის , ცრუ დასმენის საფუძველზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე და სტუდიას, რომელიც დახურვის პირასაა, მიეცეს ნორმალური ფუნქციონირების საშუალება, ვიდრე ინვესტორს არ დაუტოვებია საქართველო

ბატონო ირაკლი,ჩვენ ქვემოთ ხელისმომწერნი მოგმართავთ თხოვნით ისრაელელი ინვესტორის და ქართველი ებრაელის, მხატვარი  - დიზაინერის, მეირ შავიტის საკითხთან დაკავშირებით .მეირ შავიტმა  2007 წლიდან,  აწ განსვენებული ბადრი პატარკაციშვილის თხოვნისა და მიწვევის თანახმად,  გადაწყვიტა  საქართველოში ჩამოსვლა, რათა  ესწავლებინა ახალგაზრდებისათვის ხელოვნება და მცირე ბიზნეს საქმიანობა სამხატვრო მიმართულებით, ფრანჩაიზინგის წესით. შეიქმნა საინვესტიციო ბიზნეს ცენტრი შპს .  Georgia – Israel ,  რომელიც საბუღალტრო და იურიდიულ მიმსახურებას უწევს  ფრანჩაიზინგერ  დამწყებ  ბიზნესმენებს.   შეიქმნა ქართული ბრენდი მეირ შავიტის სახელობის სტუდია  შპს .  Mr. Shavit,  რომლის ფრანჩაიზით წარმოდგენილია  ქართული ნაკეთობები,  დამზადებული ქართველი ახალგაზრდების მიერ და  ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს  გარეთ.მეირ შავიტის ძალისხმევის  შედეგად,  აღნიშნული საქმიანობა შეისწავლა,   დასაქმდა  და  საარსებო წყარო  მოიპოვა ასზე მეტმა ახალგაზრდამ, ასევე  იმ  სპეციალისტებმა,  რომლებიც მასწავლებლებად იყვნენ მოწვეულნი შავიტის ინიციატივით და თხოვნით .მეირ შავიტმა თავისი სახსრებით  შექმნა სერიოზული, ტექნოლოგიურად თანამედროვე  კონკურენტუნარიანი საწარმო და სრულიად უანგაროდ  მისცა ახალგაზრდებს განვითარების საშუალება. დღეისათვის   მეირ შავიტის სტუდიაში ახალგაზრდები  უსასყიდლოდ იყენებენ საწარმოო საშუალებებს,  ფართსა და ახალ მოწინავე ტექნოლოგიებს,  რომელთა უმრავლესობა პირადად შავიტის ნოუ ხაუს წარმოადგენს.  ამ ხნის მანძილზე მეირ შავიტის ხელშეწყობით,   ახალგაზრდებმა  შექმნეს  არაერთი დამწყები კომპანია,  ისინი   მეირ  შავიტის   სტუდიის ფრანჩაიზინგერები  გახდნენ  და  უკვე ფინანსურად  დამოუკიდებელ  საქმიანობას ეწევიან.მეირ შავიტის  დიზაინით   შექმნილი  ქართული  ნაკეთობანი ,  მისივე ინიციატივით , არაერთ  სამთავრობო თუ  საზოგადო -- კულტურულ ღ ონისძიებაზე სტუდიის სახელით,  სრულიად   უანგაროდ   გადაეცემა  ღირსეულ ადამიანებს, კომპანიებს,   რიტაც მას სურს  გამოხატოს  საქართველოსა  და ქართველი ხალხისადმი  სიყვარული და პატივისცემა, ყოველივე ეს სრულად აისახება მის გვერდზე სოციალურ ქსელებში და მსგავსი ქველმოქმედება და უნიკალური შემოქმედება  გაოცებასაც კი იწვევს.მეირ შავიტი წარმოადგენს  საქართველოს და ისრაელის  საზოგადოების  ღირსეულ და საპატიო  პიროვნებას, რომლის საქველმოქმედო  და საზოგადოებრივი  საქმიანობა  ფრიად დასაფასებელია. ის ღირსეულად აგრძელებს იმ 26 საუკუნოვან მეგობრობას და ურთიერთობებს, რომელმაც 26 საუკუნეს გაუძლო. ის ახერხებს იყოს ყველგან,  სადაც საქართველოს ულხინს თუ უჭირს და თავის სიტყვას ამბობს ქველმოქმედების კუთხით.ჩვენი სამართლიანი  შეშფოთება გამოიწვია,  მისი საქმიანობის  წინააღმდეგ მიმართულმა გაურკვეველმა ტერორმა , როგორც მეირ შავიტი სოციალურ ქსელში აცხადებს :  2014 წლის ნოემბრიდან,  ერთი  ყოფილი მოსწავლისა და მისი გავლენიანი კომპანიონების  მხრიდან,  რომლებმაც გადაწყვიტეს შავიტის  ბიზნესის ხელში ჩაგდება  ან განადგურება,  ცრუ დასმენა განხორციელდა,  რის საფუძველზეც ფინანსური  პოლიციისა  და საშემოსავლო სამსახურის 40 კაციანი  ჯგუფი მოულოდნელი შეიჭრა  მის კომპანიაში და   დაიწყო მეირ შავიტის ბრენდისა და  ყველა ფრანჩაიზერის ერთდროული  და მიკერძოებული შემოწმება .ხუთი თვის თავზე,  განუწყვეტელი ინვენტარიზაციების,  საკონტროლო შესყიდვების,  აღწერების  და  გაუთავებელი დაკითხვების შედეგად ,   საგამოძიებო სამსახურების მხრიდან ,  სრულიად გამოგონილი აქტების წერის შემდეგ , მეირ შავიტს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და მძიმე ოპერაცია გადაიტანა.საქმე  მედიაში გახმაურდა და საქართველო - ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა,  იციკ მოშემ მიმართა მთავრობას თხოვნით  პრობლემის აღმოფხვრის შესახებ ,  რასაც პრემიერ  - მინისტრის,   ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის  მყისიერი  გამხმაურება მოჰყვა ,  მან  დაავალა ბიზნეს ომბუსმენს -გიორგი გახარიას  შავიტის საკითხში გარკვევა და დროულად დასრულება.შემოწმების დაწყებიდან  უკვე  მეცხრე თვე იწურება,   დღეისათვის მეირ შავიტი   სოციალურ ქსელში აცხადებს,  რომ ხანგრძლივი და გაუსაძლისი მდგომარეობის შედეგად,  რომელიც საფინანსო პოლიციამ და საშემოსავლო სამსახურებმა შეუქმნეს ბრენდს ,  უმეტესი დამწყები კომპანიებისა უკვე დაიხურა. 5 წლის მანძილზე განსწავლულმა სპეციალისტების უმეტესობამ  საქმიანობა მიატოვა და არიან ისეთებიც, რომლებიც  საქართველოდან  საერთოდ წავიდნენ.ფაქტობრივად  ბრენდმა დიდი ზარალი განიცადა იგი  გაპარტახებული და დაშლილია.საგამოძიებო   და საშემოსავლო სამსახურების მხრიდან  მიმდინარეობს    ყველანაირი მცდელობა, რათა  გაამართლონ  ეს ხანგრძლივი და გაუმართლებელი შემოწმება,  რისთვისაც იწერება დაუსაბუთებელი, აბსურდული აქტები და ჯარიმები.ისრაელელი ინვესტორის,  მეირ შავიტის ფრანჩაიზინგის 15 კომპანია,  რომელთა ჯამური ბრუნვა თვეში არ აღემატება 50 000 ლარს (ბრუნვა და არა მოგება)   და რომელიც ჯამში 90  -მდე ადამიანს ასაქმებდა ,  ასწავლიდა და  აპურებდა,  ცრუ დასმენის შედეგად გახდა ასეთი დამანგრეველი და უსასრულო შემოწმების მსხვერპლი...   საქართველოში  ბიზნეს საქმიანობა  საკმაოდ დასაფიქრებელი ხდება და ეს არანაირად არ წაადგება საქართველოს და მის მომავალს.ჩვენს შორის ბევრია ისეთი, ვისაც გვყავს  ებრაელი მეგობრები, როგორც საქართველოში,  ასევე ისრაელში  და სხვა ქვეყნებში,  რომლებიც პოტენციური ინვესტორები არიან ჩვენი ქვეყნისათვის,  მათ უყვართ  საქართველო,  ჩვენ გვინდა გვქონდეს  არა მარტო მეგობრული და ძმური,  ასევე საქმიანი ურთიერთობები  მათთან  და გვინდა იმედი ვიქონიოთ,  რომ ისრაელელი ბიზნესმენის , მხატვარ  - დიზაინერის მეირ შავიტის მაგალითი გახდება საუკეთესო დასტური იმისა,  რომ სამართლიანობა საქართველოში იმარჯვებს  და ბევრს კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას მოგვცემს ჩვენს მეგობრებთან.ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერნი ,   მოგმართავთ  თხოვნითა და  შუამდგოლობით,    იმის თაობაზე,  რომ ისრაელელი ინვესტორის  და ქართველი ებრაელის,    მხატვარი -  დიზაინერის მეირ შავიტის საკითხი  უმოკლეს  დროში  და ობიექტურად  და სამართლიანად დასრულდეს და ამ ადამიანს მიეცეს საშუალება ნორმალურად განახორციელოს  თავისი საქმიანობა.ვიტოვებთ იმედს, რომ ჩვენი მიმართვა არ დარჩება „ხმად მღაღადებლისა უდაბნოს შინა“...  
gallery images

შეწყალება 4 შვილის დედას, თეა სირაძეს!

37 წლის თეა სირაძეს 2010 წელს 5 ინდოელი მამაკაცის ცემის გამო 28 წლიანი სასჯელი მიუსაჯეს. კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონი, ოთხი შვილის დედის ბრალდება ოფიციალურად საკმაოდ მძიმეა, მას ადამიანის გატაცება, ფულის გამოძალვა და ხულიგნობა ედება ბრალად, თუმცა მსჯავრდებული ამ ბრალდებებს არ ეთანხმება და რომ 5 ინდოელი მამაკაცისგან თავს იცავდა. სასჯელი, 28 წელი ამინისტიის წყალობით შეუმსუბუქდა და ახლა მას 13 წელი დარჩა მოსახდელი.თეა სირაძე: " 5 ინდოელი მამაკაცი მაგრად ვცემე და ამიტომ დამაკავეს. მაშინ სასამართლომ 28 წელი მომისაჯა. ამნისტიის წყალობით, ეს წლები ჩამომაკლდა, სასჯელთა შეკრებითობაც გაუქმდა და საბოლოოდ, 13 წელი უნდა მოვიხადო. მართალია, ჩემს ბრალში აღნიშნულია, თითქოს გავიტაცე ინდოელები ფულის გამოძალვის მიზნით და ჩავიდინე ხულიგნობაც, მაგრამ ამ ბრალს არ ვეთანხმები. ინდოელებს ჩემი მეგობრის ვალი ჰქონდათ, მე მათ ამ ფულის უკან დაბრუნებას ვთხოვდი. 4. 500 დოლარი ჩემს მეგობარ გოგონას ვასესხე, სწორედ მისი ბიზნესპარტნიორები იყვნენ ინდოელები. უცხოეთში გასასვლელ ვიზებზე მუშაობდნენ, ფული წაიღეს და უკან აღარ უბრუნებდნენ. მეგობარმა შემომჩივლა, - შენი ფული მათ მივეცი და გადამაგდეს, ფულს აღარ მიბრუნებენო. ამის შემდეგ გადავწყვიტე მათთან შეხვედრა. მოვთხოვე, თანხა დაებრუნებინათ. თავიდან უარს ამბობდნენ, მაგრამ მერე მითხრეს, რომ 10 დღეში მომცემდნენ კუთვნილ თანხას. იმ დღეს ვარკეთილში ამ ფულის წამოსაღებად მივედი. სახლში 5 ინდოელი დამხვდა. ძალიან უხეშად მომმართეს, აგრესიულად იქცეოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, იგინებოდნენ. ფაქტობრივად, იმ დროს მათგან თავს ვიცავდი. ხუთივე ბიჭს მაგრად ვცემე. რა მექნა, თავი ხომ უნდა დამეცვა?".თეა სირაძეს უფროსი შვილი ამჟამად 20 წლისაა, შემდეგი 12 წლის, ხოლო უმცროსები 7 და 8 წლის. მათ თეას დედა და მეუღლე ზრდის.ვთხოვთ საქართველოს პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილს თეა სირაძის შეწყალებას!!!
gallery images

ადაპტირებული და ხელმისაწვდომი გარემო გორში

ადაპტირებული და ხელმისაწვდომი გარემო გორში  პანდუსი შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირისთვის აუცილებელი საჭიროებაა, რადგან საშუალებას აძლევს გადაადგილდეს გარემოში დამოუკიდებლად, ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად. პანდუსის არარსებობა საშულებას არ აძლევს ისარგებლოს განათლების, ჯანდაცვის და სხვა სერვისებით.    საქართველო  2009 წლის 20 მაისს შეუერთდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას რომლის მე-9  მუხლი ავალდებულებს განახორციელოს ან ხელი შეუწყოს  დამოუკიდებლად არსებობისა და ცხოვრების ყველა სფეროში სრულყოფილი მონაწილეობის საშუალება მიეცეთ, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიმართონ ყველა შესაბამის ზომას, რათა მათთვის უზრუნველყონ, სხვების თანასწორად, ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტექნოლოგიური სისტემების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი სხვა მოწყობილობებისა და მომსახურებების ხელმისაწვდომობა, როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში. ასევე საქართველოს მთავრობის N41 დადგენილებით : შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე. ყველა საჯარო და კერძო იურიდული პირი ვალდებულია უზრუნველყოს ხელმისაწვდომი გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.  ხელმომწერი მოქალაქეები მოვითხოვთ ქალაქ  გორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ 2016 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინოს და უზრუნველყოს:-    ქალაქ გორში ცენტრალური ქუჩების ადაპტირება;-    არსებული პანდუსების რეაბილიტაცია მისი სტანდარტებთან დაახლოების მიზნით;-    შეღწევადი გახდეს მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული საზოგადოებრივი ობიექტები; 
gallery images

გაუქმდეს საბავშვო ბაღების დროზე ადრე არაკეთილსინდისიერად დაწყებული რეგისტრაცია

დღეს, 8 ივლისს, ბაღების საყოველთაო რეგისტრაცია ოფიციალურად უნდა დაწყებულიყო 13:00-ზე.12:00-იდან მოყოლებული ინტენსიურად ვამოწმებდი და მიწერდა რომ რეგისტრაცია დაიწყებოდა ზუსტად 13:00-ზე.სასურელ ბაღში დარჩენილი იყო 4 ადგილი დღეების განმავლობაში. ანუ რაც სოც. დაუცველი და დედმამიშვილის რეგისტრაციიდან დარჩა.ზუსტად 12:57 როდესაც კვლავ შევამოწმე დამიწერა რომ ადგილები აღარ იყო დარჩენილი. გამორიცხულია ის 4 ადგილი შევსებულიყო ასე მცირე პერიოდში, რაც დღეების განმავლობაში არ ივსებოდა.ისმის კითხვა, რეგისტრაციის დაწყებამდე 3 წუთით ადრე, რანაირად შეივსო?! სურათის ლინკი: http://a.pix.ge/p/og18n.jpg 
gallery images
gallery images

მოხდეს სოციალურ ქსელებში გინების/შეურაცხყოფის კონტროლი და დასჯა

სოციალურ ქსელებს თუ გადავხედავთ, შევნიშნავთ, რომ 100–დან 55%–ზე მეტი აგრესიისა და გინების შემცველი კომენტარებია. ეს უკვე იმდენად ყოვლისმომცველი გახდა, რომ ყველას და ყველაფერს აგინებენ, რაც არ მოსწონთ. კარგი იქნება, საკუთარ აზრს აგრესიის გარეშე თუ გამოხატავენ და შეურაცხყოფას არ მიაყენებენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს. ვინაიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა ითვლება დანაშაულად, მოვითხოვთ, ინტერნეტ–სივრცეში მიყენებული შეურაცხყოფაც გახდეს კონტროლირებადი და დასჯადი.
gallery images

ჩართეთ კონდენციონერები!

ვინაიდან ყვითელი მიკროავტობუსების კომპანიის ხელმძღვანელობა ვერ ახერხებს მოვალეობის შესრულებას და მხოლოდ განცხადებებით შემოფარგლება, რომ ყველაფერი კარგადაა მაგრამ სინამდვილეში უმრავლესობაში არ არის ჩართული კონდენციონერი ხოლო მძღოლები ჩუართველობას კონდენციონერის გაუმართაობით ხსნიან, ამიტომ ვთხოვთ თბილისის მერიას გააკონრტოლოს ყვითელი მიკროავტობუსების მუშაობა და დაადგინოს ვინ ატყუბს ხალხს!სირცხვილია ასეთი მიკროვატობუსები ქალაქში, რომელსაც რაიმეს პრეტენზია აქვს , კონდენციონერი ხომ ელემენტარული პირობაა რომ ადამიანმა ნორმალურად იმგზავროს!!!
gallery images

დავიცვათ დავით აღმაშენებლის უფლებები და მისი ძეგლი გადავიტანოთ მარტვილში

1996 წელს ქართველმა მოქანდაკემ  მერაბ ბერძენიშვილმა შექმნა XII საუკუნის გამოჩენილი ქართველი მოღვაწის  დავით აღმაშენებლის ძეგლი. იგი თავიდან საქართველოს დედაქალაქში, რესპუბლიკის მოედანზე განათავსეს. წინა ხელისუფლებამ კი იგი გადაიტანა დიღომში. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამ ძეგლის დემონტაჟსა და გადატანას აპირებს. მივმართავ საქართველოს პარლამენტს, მთავრობას და თბილისის მერიას: ნუ მოატარებთ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მეფეს გლდანისა და ვარკეთილის სანახებში. მისი ძეგლი აუცილებლად უნდა ამშვენებდეს იმ მუნიციპალიტეტს სადაც აღიზარდა და სადაც სახელმწიფოს მართვის ხელოვნებას სწავლობდა თავის აღმზრდელთან, გიორგი ჭყონდიდელთან ერთად. ეს მუნიციპალიტეტი კი გახვავთ მარტვილი, ისტორიული ჭყონდიდი. მარტვილის საკათედრო ტაძარში დღესაც შემორჩენილია დავით აღმაშენებლის მოსასვენებელი ოთახი. ჩვენ, მარტვილელები თვალის ჩინივით ვუფრთხილდებით ამ ოთახს და ასევე გავუფრთხილდებით მის ძეგლს. ძვირფასო ხელისუფლებავ, ნუ შევბილწათ დავით აღმაშენებელს, ძეგლის ხშირი გადატანით. გადავიტანოთ ის მარტვილში და ჩვენ ვიზრუნებთ მასზე მომავალში.
gallery images
gallery images

დაენიშნოთ პენსია 40 წელს გადაცილებულ სამსახურით ვერ უზრუნველყოფილ მოქალაქეებს!

მოვითხოვთ დაენიშნოთ პენსია 40 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს!
gallery images

დააბრუნეთ სანდრო ცნობილაძე სამსახურში!

საქართველოს და პორტუგალიის 19 წლამდე ნაკრებებს შორის ფეხბურთის  თამაშის წაყვანისას სანდრო ცნობილაძემ დაუშვა შეცდომა, რამდენიმე წუთით აერია გუნდები, რის გამოც ის გაანთავისუფლეს სამსახურიდან, ყველამ და თვითონაც აღიარა რომ სერიოზული შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამის გამო სამსახურიდან გაგადება არ მიგვაჩნია სწორი.ამიტომ მოვითხოვთ დააბრუნეთ სანდრო ცნობილაძე სამსახურში!!!
gallery images

არჩეული ხელისუფლების გადაყენების საშუალება

პირადად მე დავიღალე გადადექის ძახილით! მინდა საზოგადოებას მიეცეს რეალური საშუალება შეცვალოს ხელისუფლება მაშინ, როდესაც ამას თვითონ ჩათვლის საჭიროდ და არა მხოლოდ დაგეგმილი არჩევნების შემდეგ! შემომაქვს წინადადება, საარჩევნო კომისიას დაემატოს საიტი, სადაც თვითოეულ ამომრჩეველს შეეძლება ნებისმიერ დროს, თავისი პირადი კოდით დააფიქსიროს ხელისუფლებისადმი, ან ნებისმიერი არჩეული პირისადმი თავისი ნდობა! როდესაც ამ ნდობის მაჩვენებელი ჩამოსცდება გარკვეულ პროცენტს ( ვფიქრობ 30% ნორმალური იქნება), საარჩევნო კომისიამ გამოაცხადოს ახალი არჩევნები ხელისუფლების, ან შესაბამისად იმ არჩეული პირის (თანამდებობის) მიმართ, ვის მიმართაც დაეცა ამომრჩევლის ნდობა! აღარ იქნება საჭირო ქუჩაში აქციები, აღარ გვეყოლება ისეთი ხელისუფლება რომლის მიმართაც ხალხს ნდობა აღარ აქვს! დამიდექით გვერდში საქართველოს მოქალაქეებო და ჩვენ ერთად მივაღწევთ ჩვენი უფლებების პატიცისცემას!
gallery images

მოვითხოვთ აშშ-ს ვიზების გაცემის გაიოლებას და საფასურის გაიაფებას !

მოვითხოვთ  ,, ჩვენი მეგობარი " ამერიკის საელჩოს სავიზო მომსახურეობის საფასურის გაიაფებასა და უვიზო რეჟიმს ამერიკა საქართველოს მიმართულებით, ამით ქვეყნის ეკონომიკიდან დაწყებული ბევრი პრობლემები მოგვარდება, ბევრი ადამიანი დასაქმდება, უვიზო რეჟიმის დროს პირიქით ხალხი ივლის ძალიან ხშირად ამერიკა საქართველოს მიმართულებით და პირიქით, გაიხსნება ტურისტული გზები, ასევე პირდაპირი ფრენები საქართველო ამერიკის მიმართულებით.   საქართველოს ემიგრანტები რომლებიც არიან არალეგალად ისინიც ჩამოვლენ  ხშირად და არ მოუწევთ წლებით ყოფნა ამერიკაში  იმის შიშით წამოსვლა რომ უკან ვერ დაბრუნდებიან. მიეცეთ დროებითი ყოფნის უფლება ( იქ მომუშავე ქართველების  სამუშაოს უფლების გახანგრძლივების პირობებით ) რამდენიმე თვიანი პერიოდი დარჩენის შემდეგ კი უკან მობრუნების.  ამით ფაქტიურად ემიგრანტების რაოდენობას შევამცირებთ ამერიკაში...  ჩამოყალიბდეს ურთიერთ მეგობრული სიტუაცია. 
gallery images

არ დააკავოთ ზურაბ გურიელიძე ჩვენ მხარს ვუჭერთ მას!

არ დააკავოთ ზურაბ გურიელიძე ჩვენ მხარს ვუჭერთ მას!
gallery images

მოვითხოვთ მინდია ჯანელიძის თანამდებობიდან გადაყენებას, რადგან მისი მცდარი განცხადების გამო ადამიანი დაიღუპა!!!

მოვითხოვთ სასწრაფოდ მოხდეს მინდია ჯანელიძის გადაყენება  თანამდებობიდან და დაიწყოს გამოძიება მცდარი ინფორმაციის გავრცელებაზე, რის გამოც ადამიანი დაიღუპა, უნდა მოხდეს გამოძიება თუ ვინ მიაწოდა ინფორმაცია ცხოველების გარეთ არყოფნაზე და დაისაჯონ ყველა ვისაც მიუძღვის ბრალი ადამიანის სიკვდილში.