add one
gallery images

მოვითხოვთ, თსუ-ს ყველა ლექტორმა თავის დროზე შეასწოროს საგამოცდო ნამუშევრები

ჩვენი უფლებაა, რომ საგამოცდო ქულები გავიგოთ დადგენილ ვადებში და არა მაშინ, ჩვენი შვილები რომ დაამთავრებენ სკოლებს!
gallery images

შეგნებულად დეზინფორმაციის გავრცელებისთვის დაწესდეს სანქციები

სხვადასხვა ინტერნეტ საიტები რეიტინგის გაზრდის მიზნით შეგნებულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომელიც ხშირად საზოგადოებისთვის სენსიტიურ თემებს შეეხება. მივიჩნევთ, რომ ამგვარი ქმედებისთვის კანონით უნდა დაწესდეს სანქციები. (არ იგულისხმება სატირულ-იუმორისტული გვერდები, რომლებსაც დეკლარირებული აქვთ მოვლენათა გაშარჟება).
gallery images
gallery images

ხელფასი ყველა ბავშვს

ჩამოყალიბდეს საბავშვო ფონდი , ყველა ბავშვს 0 დან 18 წლამდე გაეხსნას ანგარიში რომელიც შეივსება საპენსიო ფონდის მსგავსად.ანუ დასაქმებულის ხელფასებიდან ჩამოეჭრებათ თანხა,რომელსაც დაემატება შემოწირულობები.
gallery images

გაუქმდეს შეზღუდვა ავტომობილებზე მინების დამუქებასთან დაკავშირებით

"მიღებული კანონი და დებულება დაუხვეწავია. ჩვენ სამწუხაროდ, ვერ შევძელით დებულების სრული ტექსტის მოპოვება, კვლავ გაურკვეველია, როგორი წესით დგინდება წინა საქარე მინის დაბურვის დასაშვებობა. როგორ ხდება იმ არის განსაზღვრა, სადაც იზომება დაბურვა (მაგალითად ბევრ ქვეყანაში წინა საქარე მინის ზედა 15 სანტიმეტრზე შეზღუდვა არაა), როგორია მინის დამუქების გაზომვის მეთოდიკა და საზომი აპარატურის სტანდარტები და სერტიფიცირების მექანიზმები.მიღებული დებულება კანონგარეშე ხდის უამრავ ავტომფლობელს, ჩვენს მიერ მოკვლეული ინფორმაციით აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ მასიურად გამოშვებულ ავტომობილს ქარხნულად აქვს უკანა გვერდითი მინები დაბურული 80 და მეტი პროცენტით. ასეთი ავტომობილი საკმაოდ დიდი რაოდენობითაა საქართველოში და მათ მფოლობელბს არა აქვთ საშუალება მინები შეცვალონ არა მარტო მათი სიძვირის გამო, არამედ ხშირად ამ მოდელზე დაუბურავი მინის არარსებობის გამო. ხოლო მინის არაორიგინალით შეცვლა საფრთხეს უქმნის მგზავრთა ჯანრმთელობას და ამცირებს ავტომობილის უსაფრთხოებას.ჩვენთვის საეჭვოა ის მოტივაცია, რაც დასახელდა უკანა გვერდითი მინების დაბურვის შესაზღუდად. საქმე იმაშია, რომ იმისათვის რათა გაიხედო გვერდითა მანქანის მინებში და მისი მიმდებარე საგნები დაინახო, უნდა გაიხედო ორ 75%-ით დაბურულ მინაში რაც ჯამში იქნება 6.25% გამტარობის ხედვა ანუ 93.75% დაბურვა და ამ პირობებში საეჭვოა, რამე გამოჩნდეს, ამას გარდა პრაქტიკულად უმეტესი ავტომანქანის კლირინსი იმდენად განსხვავებულია, რომ უმეტეს შემთხვევაში, მანქანის ძარა მოეფარება მძღოლს.ამასთანავე მცდარია ის არგუმენტი, რომ ეს კანონი ევროპული ქვეყნების შესაბამის კანონებზე უფრო ლიბერალურია, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ უნგრეთში მოქმედებს კანონი უკანა გვერდითი მინების დაბურვის კონტროლზე. ზოგიერთ ქვეყანაში უკანა გვერდითი მინების დაბურვის კონტროლი ხორციელდება მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ ავტომანქანას არ გააჩნია გვერდითი სარკეები, დანარჩენ ქვეყანაში კი კონტროლი არ ხორციელდება.მინების დამუქების კონტროლი ხდება აპარატურის საშუალებით, ანუ ეს არის აპარატურული კონტროლი, ესე იგი ეს არის ტექდათვალიერების ნაწილობირივი განხორციელება, რომელზეც თავის მხრივ, ხელისუფლებამ გამოაცხადა მორატორიუმი 2013 წლამდე.ამიტომ მოვითხოვთ, შეჩერდეს ამ კანონის მოქმედება. მოხდეს ამ საკითხის უფრო დეტალური მოკვლევა ტექნიკური სტატისტიკური და იურიდიული თვალსაზრისით. ასეთი დაუხვეწავი კანონი ვნებს არა მარტო ავტომობილების პატრონებს, არამედ თავად პოლიციასაც, რადგან მისი აღსრულება არის ორაზროვანი და წინააღდეგობრივი, მისი აღსრულება იწვევს დიდ უკმაყოფილობას და დაპირისპირებას ავტომფლობელთა და პოლიციელთა შორის.ჩვენ ეს კანონი მიგვაჩვნია დაუხვეწავად და ბუნდოვანად, მასში ბევრი დაუზუსტებელი ნიუანსია.ეს არის დაბურული კანონი და მოვითხოვთ მის შეჩერებას“.
gallery images

შემცირდეს ინტერნეტის ფასები და გაიზარდოს ინტერნეტის სიჩქარე

ჩვენ პეტიციის ხელის მომწერები მოვითხოვთ შემცირდეს ინტერნეტის ფასი და გაიზარდოს სიჩქარე.მოვითხოვთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტ პროვაიდერებს დაუწესოს ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფი, რითიც მათ შეეზღუდებათ ხელოვნურად ფასების ზრდა.ბოლო პერიოდში ინტერნეტ პროვაიდერებმა გაიფების მაგივრად გააძვირეს მომსახურება და გააზარდეს გადასახადი ეს ბევრი ოჯახისთვის პრობლემა გახლავთ,  როდესაც მსოფლიო ცდილობს ინტერნეტი გახადოს ყველასთვის ხელმისაწვდომი,  ამ დროს საქართველოში ძვირდება მისი გამოყენება,  ინტერნეტი 21 საუკუნეში აუცილებელი და მნიშვნელოვანია, ამიტომ მოვითხოვთ მის გაიფებას რათა ყველა ადამიანს შეეძლოს სარგებლობა.
gallery images

17 წლის პირებს რომლებსაც აქვთ მართვის მოწმობა მოვითხოვთ!, რომ 3 ჯარიმაზე არ ჩამოგვართვან მართვის მოწმობა და ეს როგორც სრულწლოვნებს აქვთ შეუზღუდავი ისე გვქონდეს!

17 წლის პირებს რომლებსაც აქვთ მართვის მოწმობა მოვითხოვთ!, რომ 3 ჯარიმაზე არ ჩამოგვართვან მართვის მოწმობა და ეს როგორც სრულწლოვნებს აქვთ შეუზღუდავი ისე გვქონდეს!
gallery images

დროულად მოხდეს კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებლების მიერ ხალხისთვის მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება

ჩვენ, პეტიციაზე ხელის მომწერნი, მოვითხოვთ სამართლებრივ საფუძველზე   კომპანია „ცენტრ პოინტი ჯგუფის"დამფუძნებლების თაღლითობაში დროულად მხილებას და  დასჯას,  მათ  ხელთ არსებული უძრავი ქონების  ჩამორთმევას და დაზარალებულთათვის  განსაკარგად გადაცემას, რათა დაზარალებულთა ნდობით აღჭურვილმა პირებმა  შეძლონ წლობით შეჩერებული მშენებლობების უმოკლეს ვადებში დასრულება;მოგეხსენებათ, კომპანია  „ცენტრ პოინტი ჯგუფი“ წარმოადგენს 70 სხვადასხვა კომპანიის გაერთიანებას, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოში ყველაზე დიდ სამშენებლო სკანდალში. ის დააარსეს ყოფილმა პარლამენტარებმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა, რომლებიც ასევე ფლობენ ამ ჯგუფში შემავალ კომპანიებს. დახვეწილი „პირამიდის“ სქემის მეშვეობით „ცენტრ პოინტი ჯგუფმა“ დაარწმუნა ათასობით კლიენტი შეესყიდათ ჯერ კიდევ არაშენებული ბინები, შემდეგ კი მათ მიერ მშენებლობაში გადახდილი 310 მილიონი აშშ დოლარი არამიზნობრივად გამოიყენა. შედეგად თითქმის 6 200-მა ოჯახმა (დაახლოებით 25000 ადამიანი) დაკარგა მათ მიერ გადახდილი თანხები და ასევე ბინები, რომლის უმეტესობაც ჯერ კიდევ აუშენებელი ან დაუსრულებელია. საზღვარგარეთ თავიანთი ბინათმშემებლობებისთვის თანხის მოსაძიებლად  გადახვეწილი დაზარალებულები,  წლების განმავლობაში, მძიმე ფიზიკური შრომის ხარჯზე, კეთილსინდისიერად  აგზავნიდნენ თანხას „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ ანგარიშზე და  დღეს უკვე იმედგაცრუებლნი ვეღარ ბრუნდებიან საქართველოში, რადგან აღარც ბინა აქვთ და აღარც  ბინის შესაძენი თანხა.გარდა იმ ადამიანებისა,  ვინც "ცენტრ პოინტ ჯგუფს" თანხა ბინის შეძენის მიზნით გადაუხადა, ამ ჯგუფს სხვა ტიპის დაზარალებულებიც ჰყავს.  ეს არის 260 ადამიანი, რომლებმაც  შპს "ცენტრ პოინტ ინვესტს" დაახლოებით 6 მლნ დოლარის მოცულობის თანხა ასესხეს და სარგებლის სახით წლიური 24 პროცენტი უნდა მიეღოთ.მოქალაქეებისგან სესხის აღება ფირმამ 2007 წელს დაიწყო.  ვახტანგ რჩეულიშვილი ამ პროექტს ქართველი ხალხის გადარჩენის გზას უწოდებდა, დამერწმუნებით, ეს არგადარჩენას უფრო ჰგავს... წინა მთავრობის მიერ „ცენტრ პოინტ ჯგუფისთვის“  შექმნილმა სასათბურე პირობებმა ხალხი მიიყვანა სასოწარკვეთილებამდე. სამწუხაროდ, დღესაც იგივე ხდება. დაზარალებულების უმეტესობა ჩივილს, რაიმე დოკუმენტზე ხელის მოწერასაც კი არიდებს თავს, არ გაგვიბრაზდნენ და საერთოდ უბინაოდ არ დაგვტოვონო, გასაგებიცაა, რადგან მათ მიერ დაქირავებული აგენტები ხალხს აშანტაჟებენ და დღესაც, მათი ზეწოლით, ხალხის თვალის ასახვევად შექმნილ საინვესტიციო ჯგუფების ანგარიშზე ისევ ირიცხება თანხა იმის იმედად, რომ ოდესღაც „რაღაცას“ გამოიმეტებენ  კომპანიის დამფუძნებლები, თუნდაც ნუ იქნება ეს “რაღაცა“ ისეთი, როგორიც თავიდან უნდა ყოფილიყო, ყველაფერ დათმობაზე მიდიან...ეს არის გაჭირვებაში მათ მიერ ჩაგდებული ხალხის ფსიქოლოგია, რასაც თავის სასარგებლოდ ოსტატურად იყენებენ გამოცდილი თაღლითები. დარწმუნებულნი ვართ, ამ პეტიციაზე ხელის მოწერაზეც თავს შეიკავებს უმრავლესობა, თუმცა ეს არ ხსნის იმ პრობლემას, რომელიც ამ ხელისუფლების დროსაც გრძელდება... სასამართლოს მიერ დაუსრულებლად გადადებული პროცესები,  მოქმედი პარლამენტარების თავდებობით გამოშვებული დამფუძნებლები, დაზარალებულებსა და სახელწიფოს შორის არსებული ბარიერი თაღლითების  წისქვილზე ასხამს ისევ წყალს და კვლავაც  ბევრი ადამიანი ზარალდება.მთავრობის გუნდის კეთილი ნება დადებითი მუხტი იქნება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რაც სამშენებლო ბიზნესის განვითარებას, ეკონომიკის გამყარებას, ქვეყნის აღმშენებლობას  და  მის ნათელ მომავალს უდაოდ  შეუწყობს ხელს.
gallery images

მოვითხოვოთ მოწესრიგდეს პარკინგი, არა სითი პარკს!!!

პირველ რიგში ალბათ ყველასთვის გაუებარია რაში იღებს სითი პარკი ფულს, როცა ყველაფერს მაინც 'სტაიანშიკები" არეგულირებენ. რეალურად ეს კომპანია ფულს იღებს და სანაცვლოდ არაფერს გვთავაზობს, ამას კიდევ ემტება სითი პარკის უსამართლო ჯარიმები! მოვითხოვოთ რომ გამოაცხადოს მერიამ ახალი ტენდერი, მთავარი პირობა უნდა იყოს საცობების განტვირთვა და პარკინგის მშენებლობა. საცობის პრობლემა კი უკვე მანქანიან მოქალაქესაც აწუხებს და უმანქანოსაც, ნელ ნელა აუტანელი ხდება სიტუაცია, როცა დღის ნების მოერ მონაკვეთში მაინც საცობებია. სამწუხაროდ როგორ ჩანს მერი და მერიელები ვერ ხედავენ ზემოთხსენებულ პრობლემას, აქციით კი დავანახებთ რომ ასეთი არსებობს და უკვე აუტალია მოქალაქეებისთვის ასეთი ყოფა. ვისაც არ გინდათ კიდევ 10 წელი ვიცხოვროთ ქაოტური პარკინგის ქალაქში, ვისაც არ გინდათ რომ ყოველ ჯერზე ეძებოთ სადღაც სადგომებზე გატაცებული მანქანა მოაწერეთ ხელი პეტიციას და გელით სამშაბათს, 28 აპროლს 17 საათზე თბილისის მერიის შნობის წინ!ერთად ვაიძულო მერია გამოასწოროს მდგომარეობა და ერთად გავაძევოთ სითი პარკი!
gallery images

ადაპტირებული ტრანსპორტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის!

მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის არ არსებობს ადაპტირებული ტრანსპორტი. ეტლით მოსარგებლეებს უჭირთ გადაადგილება შორ მანძილებზე. ჩვენი ორგინიზაციის თხოვნაა, ქალაქ ქუთაისში იმოძრაოს თუნდაც ერთმა ადაპტირებულმა ავტობუსმა, რომელიც მოემსახურება როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ასევე ნებისმიერ მოქალაქეს.
gallery images

პეტიცია: მოვითხოვთ ნეპოტიზმის კრიმინალიზაციას, მოხდეს თანამდებობებზე შესაბამისი კვალიფიკაციის ხალხის დანიშვნა და არა მათი შერჩევა ახლობლობ - ნათესაობიოთ!

ჩვენ ხელის მომწერებს გვსურს მოხდეს ნეპოტიზმის კრიმინალიზაცია, რადგან საქართველოში მოხდეს თანამდებობებზე შესაბამისი კვალიფიკაციის ხალხის დანიშვნა და არა მათი შერჩევა ახლობლობ - ნათესაობიოთ. ამ ინიციატივას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ამიტომ გთხოვთ მოაწერეთ ხელი პეტიციას რომ დავანახოთ მთავრობას ხალხის აზრი.ნეპოტიზმის კრიმინალაზცია ნიშნავს, რომ თუ პირი სპეციალურად დაარღვევს კონკურსის წესებს, ან სპეციალურად ჩაშლის კონკურსს, ან ისეთ პირობებს გამოაქვეყნებს, რომელიც უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს კონკრეტულ პირს და ეს ყველაფერი გამიზნული იქნება იმისთვის, რომ ეს პირი იქნას დასაქმებული, დადგება მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. 
gallery images

არ მიიღოთ ძალადობისკენ მოწოდების შესახებ ინიცირებული პროექტი, რადგან იგი შეიცავს საფრთხეებს გამოხატვის თავისუფლების კუთხით

„უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი გეგმავს პირველი მოსმენით მიიღოს საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, რომლის ავტორია - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა. კანონპროექტის ერთ-ერთ მიზანს ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების კრიმინალიზება წარმოადგენს. შემოთავაზებული ცვლილებების 239-1 მუხლის თანახმად, დასჯადად ცხადდება რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება, ხოლო სანქციად გათვალისწინებულია - თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტმა ინიცირების შემდეგ გარკვეული ცვლილებები განიცადა, კერძოდ კანონპროექტში გაკეთდა მითითება აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეზე, იგი კვლავ შეიცავს სერიოზულ საფრთხეებს გამოხატვის თავისუფლების კუთხით და არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, სახელმწიფოს დეკლარირებული მოტივაცია, ამგვარი ქმედების კრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, მოკლებულია დამაჯერებლობას.სახელმწიფოს პოლიტიკა, მოწყვლადი ჯგუფებისა და უმცირესობების მიმართ ჩადენილი ძალადობრივი და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიმართ დემონსტრაციულად არაეფექტური, ზოგიერთ შემთხვევაში კი რეპრესიულია. სახელმწიფო ავლენს აბსოლუტურ პასიურობას დარღვეული უფლებების აღდგენისა და პრევენციის კუთხით. შესაბამისად, ნდობა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დაწესების მიზანი დისკრიმინირებული ჯგუფების დაცვაა, ძალიან დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ დანაშაულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ემუხლის 31 ნაწილი დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს, ამ ნორმის პრაქტიკაში გამოყენების მაჩვენებელი ძალიან დაბალია და სახელმწიფოს არ გააჩნია შესაბამისი სტატისტიკა, რომელიც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის ინსტრუმენტია. სიძულვილით მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის 2013 წლის 17 მაისის საქმეზე, სახელმწიფოს არ ჩაუტარებია ეფექტური გამოძიება და არ დაუსჯია კონკრეტული პირები. მეტიც, სახელმწიფოს მიერ დომინანტი რელიგიური ჯგუფისა და გაბატონებული მორალის მიმართ გამოვლენილი ღია ლოიალობა და აცდენა სეკულარული სახელმწიფოს პრინციპისგან, ამ შემთხვევაში, დისკრიმინირებული ჯგუფების დაცვის ინტერესის არსებობას არადამაჯერებელს ხდის. აღნიშნულ ეჭვებს აძლიერებს კანონპროექტის მიმართ იმ ჯგუფების ღია მხარდაჭერაც, რომლებიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზებას უჭერენ მხარს.გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის რისკები, რომელსაც არამარტო ნორმის გამოყენების კონტექსტი, არამედ მისი კონცეფცია და ნორმის ტექსტის ბუნდოვანება წარმოშობს. ნორმაში გამოყენებული ტერმინები „ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდება“, კონკრეტული ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის „განხეთქილების ჩამოგდება“ ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას და მისი თვითნებურად გამოყენების შესაძლებლობას ტოვებს, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ნორმა სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, აჩენს შესაძლებლობას სახელმწიფოს მხრიდან დამსჯელობითი ღონისძიებების გატარებისა. ნორმის ტექსტი მტრული, დისკრიმინაციული და ძალადობრივი მოპყრობისგან დაცვის ობიექტად არა უშუალოდ მოწყვლად ჯგუფებს განიხილავს, როგორც ამას რასიზმსა და ქსენოფობიასთან ბრძოლის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტები ადგენს, არამედ ითვალისწინებს ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების ბუნდოვან მოწესრიგებას, რაც ჩვენი შეფასებით ავლენს კანონპროექტის ავტორების ნამდვილ განზრახვას გამოხატვის თავისუფლებასა და კრიტიკულ აზრზე გაუმართლებელი შეზღუდვა დააწესოს.ნორმის შესაბამის ორგანოთა მხრიდან ბოროტად გამოყენებასა თუ მის არასწორ ინტერპრეტირებას გააჩნია რისკი შეზღუდოს მედიის წარმომადგენელთა, არასამთავრობო ორგანიზაციათა, რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფთა და პოლიტიკურ ოპონენტთა გამოხატვის თავისუფლება, რაც ამთავითვე ნეგატიურად უნდა შეფასდეს დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისა და ღია საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე. მით უფრო, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი მედია საშუალებების და სხვა იურიდიული პირების ლიკვიდაციის სანქციას ითვალისწინებს, რაც არაპროპორციულად მაღალი სასჯელია.ამასთავე, იმის გათვალისწინებით, რომ გამოხატვის თავისუფლების დაცვა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტს ქმნის, სახელმწიფოს მცდელობა დააწესოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო რეგულაციები ფართო დისკუსიისა და დაინტერესებულ პირთა მაღალი ჩართულობის ფონზე უნდა მიმდინარეობდეს.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ მოაწეროთ ხელი პეტიციას 
gallery images

პეტიცია: შევიფაროთ საქართველომ ასურელი ოჯახები

ასურელ ქრისტიან ოჯახებს, მათ შორის ბავშვებს, ხოცავენ და ცოცხლად წვავენ ექსტრემისტი მუსულმანები. ეს ხდება ძალიან ახლოს ჩვენგან - ერაყის და სირიის ტერიტორიაზე. ვთხოვთ საქართველოს მთავრობას შეიფაროს ეს ოჯახები საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს მოქალაქეები კი აღმოვუჩენთ მათ ჰუმანიტარულ დახმარებას. 
gallery images

შეჩერდეს ყვითელი მიკროავტობუსების კუსტარულად გაზზე გადაყვანა, ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს

სამგზავრო მიკროავტობუსების გადაყვანა გაზზე კატეგორიულად დაუშვებელია და ის პირდაპირი გაგებით ფეთქებადსაშიშია. 1. მიკროავტობუსებს არ აქვთ შესაბამისი სივრცე იმისთვის, რომ გაზის ბალონი განთავსდეს უსაფრთხოდ, ამიტომაც უსაფრთხოების სტანდარტების უგულებელყოფით გაზის ბალონები დაამონტაჟეს ძარაზე, კერძოდ კი გარე ზედაპირზე. ავტოსაგზაო შემთხვევისას, თავღია ჭაში ან უბრალოდ ღრმა ორმოზე გადასვლისას მაღალია რისკი აფეთქების, რასაც შესაძლოა შეეწიროს ათეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე2. გაზზე გადაყვანის გამო შეიცვალა ავტომობილის ძრავა, რაც ასევე კატეგორიულად დაუშვებელია3. გაურკვეველია, როგორ გადიან ტექ-დათვალიერებას ასეთი ავტომობილები, ფაქტია რომ ნებართვების გაცემა ხდება გაყალბებითშეშფოთებას გამოვთქვამთ მერის უპასუხისმგებლო განცხადებაზე, რომ ის არ ერევა აღნიშნულ საკითხებში. ასევე მისი ინფორმაციით აღნიშნული ფაქტი ხდება სტანდარტების დაცვით, რაც არის სიცრუე ან უბრალოდ ქალაქის მერი არ ფლობს ინფორმაციას.მოვითხოვთ, დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები ვინ გასცემს ნებართვებს ასეთ მიკროავტობუსებზე.ასევე მივმართავთ მგზავრებს უარი თქვან „მოსიარულე ნაღმით“ მგზავრობაზე, ვინაიდან არავინ იცის როდის აფეთქდება კუსტარულად გადაკეთებული მიკროავტობუსი.გთხოვთ მოაწერეთ ხელი , რათა დავიცვათ ჩვენი სიცოცხლე
gallery images

აიკრძალოს სამარშუტო ტაქსებში მგზავრის ფეხზე დგომა

მგზავრებისთვის შემაწუხებელია მძღოლების გაუმაძღარი მიდგომა მგზავრობის საკითხთან დაკავშრებით. ავსებენ ბოლომდე მანქანებს მეტი ფინანსური საერგებელის მიზნით, რის გამოც ვზარალდებით მოქალაქეები არსებული უჰაერობით და საშინელი სუნით ან სიბინძურით