add one
gallery images

აიკრძალოს სიტყვა "ნორმალურის" გამოყენება

ეს არის სრულიად უსარგებლო, ბუნდოვანი სიტყვა, რომელიც არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდის. თანაც, ეს სიტყვა წარმოადგენს სტერეოტიპების საფუძველს და დისკრიმინაციულია ყველაფრის მიმართ, რაც ამ სიტყვის შინაარსში არ ჯდება. 
gallery images

დავიცვათ ჩვენი სტადიონი! დიდი პარკი დიდ დიღომს! პარკი კორპუსების ნაცვლად!

ჩვენ, დიდი დიღმის მოსახლეობა , მოვითხოვთ მე-3 მიკრორაიონის სტადიონის დაბრუნებას და დიდი პარკის გაშენებას ამ ტერიტორიაზე!არა!  სტადიონის ჩაბეტონებას!არა!  საეჭვო ვითარებაში გაყიდული რეკრეაციული ზონის ბეტონის ჯუნგლებად გადაქცევას! არა! თქვენს  გამდიდრებას ჩვენი  ჯანმრთელობის ხარჯზე! მოსახლეობა მოვითხოვთ  საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების დაცვას!  საქართველოს .კონსტიტუცია.  მუხლი #29 . გარემოს დაცვის უფლება : " ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცეებით..." იმ სივრცეებით, რომელიც უკანონო გზით იქნა გასხვისებული  კონკრეტულ არაკეთილსინდისიერ პირებზე! არა! კორპუსებს სტადიონებზე და სარეკრეაციო (მწვანე)  ზონებში !!!დაგვიტოვეთ სუნთქვის საშუალება! დაგვიტოვეთ სუფთა ჰაერი!  მოგვეცით საშუალება გავზარდოთ ჯანმრთელი შვილები! ნუ მოგვიკლავთ ნაადრევად მშობლებს და შვილებს!ნუ ჩაგვაბეტონებთ!დიდი დიღომი. 21.09.2019  
gallery images

განახლდეს კინოთეატრებში ფილმები რუსულად

საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვით, ქვეყნის საგარეო კურსის სრული გააზრებული მხარდაჭერით, სახელმწიფოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების აუცილებლობის გაზიარებით და რუსეთის სახელმწიფო მანქანის საქართველოს უდავო მტრად აღიარებით მოგმართავთ თხოვნით. ადამიანის უფლებების ფუძემდებელი პრინციპები ავალდებულებს გასართობ სფეროზე ორიენტირებულ ორგანიზაციებს საქმიანობის წარმოებისას დაეყრდნონ მოსახლეობის მოთხოვნებს და ახორციელონ მათი მოღვაწეობა მომხმარებელთა მსხვილი ნაწილის სურვილებიდან გამომდინარე. ამიტომაც საქართველოს კინოთეატრებში უნდა აღდგეს რუსულ ენაზე გახმოვანებული კინოპროდუქციის ჩვენება. არა მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ ფლობენ ქართულ ენას ხანგრძლივი საბჭოთა ოკუპაციის ფარგლებში არსებული დანაშაულებრივი წყობის შედეგად, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც, ქართულისა და ინგლისური ენის გარდა, ასევე ფლობენ რუსულ ენასაც და გააჩნიათ ამ ენაზე ფილმების ყურების უფლება. ასეთი სწორი გადაწყვეტილების მიღება არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის იმიჯის შელახვას, იმიტომ რომ ემსახურება ჩვენივე კომფორტს და წარმოადგენს ქართველი მრავალეროვანი საზოგადოების რუსეთის ჰიბრიდულ ომზე ღირსეული და თანამიმდევრული პასუხის განუყოფელ ნაწილს. პატივისცემით, საქართველოს მოქალაქეები...
gallery images

სამართალში მიეცეს თაღლითი თორნიკე კოკოზაშვილი ონანაშვილი!

დაისაჯოს თაღლითი თორნიკე კოკოზაშვილი, ონანაშვილი... ინტერნეტში  ცნობილი როგორც "პატარა ელენე" , ის უკვე წლებია  ემიგრანტებს ძალავს ფულს, იყენებს მისი ავადმყოფი შვილის მდგომარეობას, რომელიც არ იმყოფება მისი მზრუნველობის ქვეშ უკვე 2 წელიწადია და ცხოვრობს მცირე ტიპის ბავშვთა საცხოვრებელ დაწესებულებაში. ის ყოველ დღიურად ითხოვდა ემიგრანტებისგან თანხებს  "პატარა ელენეს"  თერაპიებისთვის. აქვს გამოძალვული ათასობით დოლარი ამ გზით, მოვითხოვთ დაისაჯოს და მიეცეს პასუხისგებაში! 
gallery images

ვაღიაროთ რომ ჭიათურის რაიონის სოფელი ტყემლოვანა მაღალმთიანია

ჭიათურის მუნიციპალიტეტის  მანდაეთის საკრებულოში შემავალი სოფელ ტყემლოვანის მცხოვრებლები  უკვე 3 წელია  მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ვითხოვთ, მაგრამ ამაოდ.  ყოველწლიურად გვპირდებიან, რომ აუცილებლად მოგვანიჭებენ, რადგან  ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებთ იმისათვის, რომ ეს სტატუსი მივიღოთ. ჩვენს რაიონში ზოგ ისეთ სოფლებს მისცეს სტატუსი, ვინც უფრო დაბლობზე ცხოვრობს  და ქალაქიდან 5-10 კილომეტრიც კი არ აშორებს. მაგალითად უსახელო,  წყალშავი, ბეგიაური .ეს სოფლები  არც სხვა კრიტერიუმებით არიან ჩვენზე წინ.  ჩვენ მათ არ ვედავებით,რატომ მიიღეს სტატუსი, მაგრამ ვედავებით, რომ მათზე მეტად  ჩვენს სოფელს ეკუთვნის ეს სტატუსი.სოფელი ტყემლოვანა მანდაეთის საკრებულოში შემავალი სოფელია. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 800 მეტრია. ამ ინფორმაციას ადასტურებს არაერთი კვლევა.   სოფელი  ქალაქს 25 კილომეტრითაა დაშორებული. მანდაეთის  საკრებულოში შედიან  სოფლები: მანდაეთი, მეჩხეთური, ქფილარი, ჩხირაული და ტყემლოვანა.   აქედან მხოლოდ ტყემლოვანას არა აქვს მაღალმთიანობის სტატუსი. ეს იმ დროს , როდესაც გარშემო ოთხ სოფელს იმავე საკრებულოში ეს სტატუსი მინიჭებული აქვს.  დემოგრაფიული, პერიფერიული და სხვა კრიტერიუმები ამ სოფლებს ერთნაირი აქვს. მანდაეთთან შედარებით ჩვენი კრიტერიუმი მეტადაა კიდევაც შესამჩნევი: ადმინასტრაციული ცენტრიდან უფრო დიდი მანძილით დაშორება. სოფლის მოსახლეობის შემცირების პროცესი განსაკუთრებით მკვეთრია ბოლო წლებში.  სოფელში არ არის  საბავშვო ბაღი,   მშობლები სოფლის სამეურნეო სამუშაოებზე მინდვრებში რომ მიდიან, იძულებულნი არიან, ჩვილი ბავშვები დილის ექვს საათზე გააღვიძონ და სამუშაოზე წაიყვანონ. საბავშვო ბაღი რომ არსებობდეს,  მაშინ ბავშვები სკოლაში უფრო მომზადებულები მივიდოდნენ. რთული მდგომარეობაა ახალგაზრდებისთვის: არანაირი სპორტი, არანაირი გასართობი. არც ბიბლიოთეკა. ერთარდერთი იმედი სკოლაა, მაგრამ ყოველწლიურად იკლებს მოსწავლეთა რიცხოვნება. მაგალითისთვის; 10 წლის წინ სკოლაში სწავლობდა 180 მოსწავლე, დღეს  სწავლობს- 50. 10 წლის შემდეგ სავარაუდოდ იქნება 10.    სოფლის მოსახლე ახალგაზრდობა იძულებული ხდება, სოფლიდან წავიდეს. ახალგაზრდის სოფლად თვითრეალიზაციის არავითარი საშუალება არ არსებობს დემოგრაფიული მდგომარეობა  კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. ყოველწლიურად არაერთი ოჯახი ტოვებს სოფელს და რამოდენიმე წელიწადში მხოლოდ ნამოსახლიღა დარჩება. არადა დღესდღეობით  სოფელი ტყემლოვანა განთქმულია, როგორც საუკეთესო  ქვევრის მწარმოებელ სოფლად.  დღეს, როდესაც  ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი შეიტანეს იუნესკოს არამატერიალური კულტურის ძეგლთა სიაში, ახალმა საუკუნემ ახალი გაქანება მისცა მექვევრეობას. ევროპასთან კავშირის აღდგენის შემდეგ ქვევრის ღვინით დაინტერესებულმა დასავლეთმა ქვევრი მოითხოვა, ანუ ევროპის ბაზარი გაეხსნა საქონელს, რომლის შენების კულტურა უკვე დაკარგული გვქონდა. ქვევრის საუკეთესო ხელოსნის რამდენიმე ოჯახი შემორჩენილია სოფელში,  ოჯახების ახალგაზრდა თაობებმა რომ აითვისონ ეს ხელობა, მათ ხელშეწყობა სჭირდებათ. მაღალმთიანობის სტატუსი ამ მხრივ სოფლის განვითარებას დიდად შეუწყობს ხელს. ახალგაზრდა მეწარმეები სოფელს დაუბრუნდებიან და სოფელიც გაძლიერდება ქვეყნის საკეთილდღეოდ. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი სასოფლო–სამეურნეო კრიტერიუმია  ის, რომ ტყემლოვანაში სასოფლო-სამეურნეო ან სახნავ-სათესი ფართობების ნახევარზე მეტის დამუშავება შეუძლებელია სტანდარტული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, რომელიც გამოიყენება ბარის პირობებში. უმეტესწილად იყენებენ ხარებს. ნიადაგი მოუსავლიანია, მხოლოდ სიმინდის კულტურა  ხარობს,  ისიც გაჭირვებით. უვე რამდენიმე წელია  გვალვების გამო მოსახლეობა თითქმის  მოსავლის გარეშე რჩება. რა თქმა უნდა სარწყავი სისტემა ჩვენთვის მიუწვდომელი ოცნებაა. ეს  ყოველივე მოსახლეობის. ისედაც რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას მძინე ტვირთად აწვება. თუ პერიფერიულობის კრიტერიუმის მიხედვით ვიმსჯელებთ.  საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურასა და მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის მდგომარეობა  არასახარბიელოა..  მაგალითად,  ზამთრის პირობებში უმეტეს წილად სოფელი მოწყვეტილია   ადმინისტრაციული ცენტრიდან, რადგან თოვლის საფარი 2-3 მეტრსაც აღწევს. სოფელში არ არის გაზი.  არა გვაქვს სასმელი წყალი, დღემდე მოსახლეობა წყალს ცისტერნებით ეზიდება.მართალია მოხდა გამრიცხველიანება, მაგრამ არ შეცვლილა მთავარი ძაბვის ბოძები და ხაზები, ამიტომ ქარის ამოვარდანაზე და განსაკუთრებით დიდთოვლებაზე მოსახლეობა შუქის გარეშე რჩება . უკანასკნელ იმედს ვიტოვებთ და მოგმართავთ თქვენ, რომ ჩვენი სოფელიც საქართველოს ნაწილია, ჩვენც ვწერდით და ვწერთ საქართველოს ისტორიას.  ნუ დაგვჩაგრავთ,  დაგვეხმარეთ, რომ  სოფელს მისთვის პრინციპული, ეს  კონკრეტული საკითხი  დადებითად   გადაუწყდეს.  იყავით   ჩვენი  სოფლისა და მისი თითოეული  მოსახლის  კანონიერი ინტერესების დამცველი.  
gallery images

დაწესდეს კონტროლი კერძო ვეტერინალურ კლინიკებზე

მოვუწოდებთ ქალაქ თბილისის მერს, ბ-ნ კახა კალაძეს და საქართველოს მთავრობას,დაწესდეს კონტროლი თბილისში და ზოგადად, საქართველოში არსებულ კერძო ვეტერინალურ კლინიკებზე.ვეტერინარი ვალდებული უნდა იყოს:1. ნებისმიერი სახის მეტიკამენტოზური და/ან ქირურგიული ქმედება, რომელიც ცხოველს ჩაუტარა, წერილობითი სახით, დიაგნოზთან ერთად, გადასცეს ცხოველის მეპატრონეს;2. ჰქონდეს კანონიერი ვალდებულება, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ცხოველის ჯანმრთელობას და თუ არ შეუძლია მისი მკურნალობა, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე ცხოველის მეპატრონეს.3. არსებობდეს ვეტერინალური მოღვაწეობისთვის აუცილებელი ლიცენზია, რომელიც, ცხოველთან გულგრილი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამოხატვის შემთხვევაში დაექვემდებარება შეჩერებას. 
gallery images

აიკრძალოს მათხოვრობა გზაჯვარედინებზე!

ბოლო პერიოდში ქალაქში ძალიან მომრავლდა ისეთი მანკიერება რასაც გზაჯვარედინებზე მათხოვრობა ქვია, ცენტრლურ ქუჩებში სადაც გადატვირთული მოძრაობაა შუქნიშნებთან დგანან მათხოვრები ძირითადად ბოშა ბავშვები ან ქალები ჩვილი ბავშვით ხელში. ისინი მძღოლებისგან ითხოვენ მოწყალებას,ხშირად არის ისეთი მომენტები როდესაც მოძრაობას აბრკოლებენ და ხელის უშლიან ადამიანებს გადაადგილებაში. დგანან შუა ქუჩაში რაც კიდევ უფრო ქმნის იმის საფრთხეს რომ ტრაგედია დატრიალდეს,მით უმეტეს რომ ბავშვების ასაკი 4-5 წელია და მათ სრულებით არ იციან მოძრაობის წესები, აქედან გამომდინარე იქმნება ალბათობა უბედური შემთხვევის. მოვითხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტისგან აღკვეთოს ეს მანკიერება, დროულად აილაგმოს იგი რადგან საფრთხე ექმნება პატარა ბავშვების სიცოცხლეს.! გარდა ამისა ამით უხეშად ირღვევა ბავშვთა უფლებების კონვენცია. არავის აქვს უფლება პატარებს აიძულოს იმათხოვროს. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ბავშვობა რათა სრულყოფილ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.
gallery images

აიკრძალოს მათხოვრობა გზაჯვარედინებზე!

ბოლო პერიოდში ქალაქში ძალიან მომრავლდა ისეთი მანკიერება რასაც გზაჯვარედინებზე მათხოვრობა ქვია, ცენტრლურ ქუჩებში სადაც გადატვირთული მოძრაობაა შუქნიშნებთან დგანან მათხოვრები ძირითადად ბოშა ბავშვები ან ქალები ჩვილი ბავშვით ხელში. ისინი მძღოლებისგან ითხოვენ მოწყალებას,ხშირად არის ისეთი მომენტები როდესაც მოძრაობას აბრკოლებენ და ხელის უშლიან ადამიანებს გადაადგილებაში. დგანან შუა ქუჩაში რაც კიდევ უფრო ქმნის იმის საფრთხეს რომ ტრაგედია დატრიალდეს,მით უმეტეს რომ ბავშვების ასაკი 4-5 წელია და მათ სრულებით არ იციან მოძრაობის წესები, აქედან გამომდინარე იქმნება ალბათობა უბედური შემთხვევის. მოვითხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტისგან აღკვეთოს ეს მანკიერება, დროულად აილაგმოს იგი რადგან საფრთხე ექმნება პატარა ბავშვების სიცოცხლეს.! გარდა ამისა ამით უხეშად ირღვევა ბავშვთა უფლებების კონვენცია. არავის აქვს უფლება პატარებს აიძულოს იმათხოვროს. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ბავშვობა რათა სრულყოფილ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.
gallery images

№196 ბაგა-ბაღის დირექტორის საქმე

№196 ბაგა-ბაღის მშობლები, ვითხოვთ დირექტორის ქალბატონი ნინო გომართელის დაბრუნებას თავის პოზიციაზე, ამავე ბაგა-ბაღში.
gallery images

აუცილებლად მოაწერეთ ყველამ ხელი !!!

აიკრძალოს  შუადღის 4 საათამდე სამშენებლო მიზნების გამო დრელის, ბურღის, ჩაქუჩის და სხვა  სამშენებლო  მასალების გამოყენება. მანქანაში მუსიკების ჩართვა  ხმამაღლა, იუთუბის გამოყენება, მზის ამოსვლა და  ა.შ რასაც შეუძლია, რომ  დილით გაღვიძებას შეუწყოს ხელი. 
gallery images

აიკრძალოს რეზინის ტყვიების მეშვეობით საპროტესტო აქციების დაშლა

დაუშვებელია მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა იმდაგვარი იარაღით, რომელიც გამოიწვევს ადამიანების დასახიჩრებას ან სიკვდილს. იარაღის ინსტრუქციაში პირდაპირ მითითებულია, რომ მისი გამოყენება ადამიანის წინააღმდეგ, იწვევს სასიკვდილო ჭრილობებს.პოლიციის შესახებ კანონის მე -12 მუხლი, ადგენს იმ სპეციალური საშუალებების ჩამონათვალს, რომელიც შესაძლებელია იქნას გამოყენებული მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს. ამ ჩამონათვალში, არსადაა ნახსენები რეზინის ტყვიების გამოყენების შესაძლებლობა. როგორც ჩანს, კანონში არსებული ჩანაწერი - არალეტალური იარაღი, პოლიციის მხრიდან აღქმულია როგორც რეზინის ტყვიების მომიტინგეების საპირისპიროდ გამოყენების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია კანონში გაჩნდეს პირდაპირი აკრძალვა, ამდაგვარი იარაღის გამოყენების თაობაზე.მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეიკრიბოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და ცვლილებები შევიდეს პოლიციის შესახებ კანონში. პირდაპირ აიკრძალოს, რეზინის ტყვიების მეშვეობით საპროტესტო აქციების დაშლა. 
gallery images

კმარა სიბრმავე, რუსეთი ოკუპანტია

20 ივნისს, თბილისში, საქართველოს მოქალაქეები აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ვაპროტესტებდით რუსულ ოკუპაციას და ვითხოვდით ქვეყნის მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე რუსული მხარის მხრიდან. პროტესტი გამოწვეული იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ანსამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატის მიერ საქართველოს პარტლამენტში განხორციელებული მოქმედებით და მის მიერ გაკეთებული განცხადებებით.სამწუხაროდ მოქმედი ხელისუფლების მხრიდან არ მოხდა პრობლემის ჯეროვანი შეფასება და კრიზისული მდგომარეობის დროული განმუხტვა. რამდენიმე საათის განმავლობაში არ ხდებოდა აქციის მონაწილეებთან/ორგანიზატორებთან კომუნიკაცია. მოგვიანებით, ხელისუფლებამ გამოიყენა ძალა და აქციის მონაწილე ახალგაზრდების დევნა განახორციელა დილის 6 საათამდე, პარლამეტის შენობიდან - გმირთა მოედნამდე. მიგვაჩნია, რომ აქციის დაშლისას ადგილი ქონდა საპოლიციო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას და ძალის გადამეტებას, რის შედეგადაც 240ზე მეტი ადამიანი იქნა დაშავებული და ჰოსპიტალიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მათგანს მიადგა გამოუსწორებელი ზიანი (თვალის დაკარგვა). ამ დროისათვის, ასევე დაკავებულია 300-ზე მეტი მომიტინგე. ამ ფონზე კი, არსებული ინფორმაციით რუსი დეპუტატი ითხოვს ოფიციალურ ბოდიშს და გამოძიების პროცესში რუსული მხარის ჩართვას.განვითარებული მოვლენების ფონზე, პეტიციის ხელმომწერები მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და ვითხოვთ:1.    გათავისუფლდნენ აქციის დაკავებული მონაწილენი, ასევე დროული სამედიცინო დახმარება გაეწიოს თითოეულ მათგანს.2.    სრულად აუნაზღაურდეთ აქციის ფარგლებში დაზარალებულ მოქალაქეებს ზიანი (მათ შორის - ამჟამინდელი მკურნალობის, მიღებული დაზიანების შედეგად მომავალში საჭირო ოპერაციული, მედიკამენტოზური თუ პლასტიკური ქირურგიისათვის საჭირო ხარჯი).3.    რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლამდე დაუწესდეთ სპეციალური მოსაკრებელი. ამასთან, სავალდებულო წესით, წერილობით მოეთხოვოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება. 4.    შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდება სათანადო ცოდნის მქონე პირებით და გამოიკვლევს:•    საქართველოში რუსეთის დელეგაციის ამ ფორმით ჩამოსვლა/მიღების საკითხს და გამოავლენს მონაწილე პირებს;•    გამოიკვლევს პოლიციის მიერ განხორციელებული მოქმედებების ლეგიტიმურობას. ძალის გადამეტების გამოვლენის შემთხვევაში კი, მოხდება ბრალეული პირების დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლება და პასუხისგებაში მიცემა.5.    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიღოს პასუხისმგებლობა 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე და დადგეს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი.6.    პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს ყველა იმ პარლამენტარმა, რომელიც მონაწილეობდა რუსი დეპუტატების ჩამოყვანა/მიღების პროცესში და ასევე დეპუტატებმა, რომლებმაც ხელი შეუწყვეს აქციაზე ვითარების დაძაბვას. ყველა მათგანმა დატოვოს საპარლამენტო მანდატი.7.    2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით.8.    საქართველოს საპატრიარქომ დაუყოვლებლივ დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით. ასევე განმარტოს, რატომ გახდა საჭირო საპატრიარქოს მხრიდან რუსი დეპუტატის მოწვევის მხარდაჭერა და რა შემდგომ ქმედებებს განახორციელებს საპატრიარქო რუსული პოლიტიკისგან თავის გასათავისუფლებლად. მარიკა არევაძენინო პაიჭაძეანა ჯალაღონიამარიამ თავაძე 
gallery images

შეჩერდეს უკანონო დაშენება - თავხელიძის #1

შეჩერდეს უკანონო დაშენება თავხელიძის #1-ში!!!გაუფრთხილდით ჩვენ სიცოცხლეს!
gallery images

უნიფორმა და უსაფრთხოება !

ჩააცვას  ყაზტრანსგაზმა  უნიფორმები აღმრიცხველებსა და სხვა თანამშრომლებს ! ქართულ რეალობაში,   კერძო თუ სახელმწიფოს კუთვნილ შენობებში  გაზიფიცირება უცნაურადაა შესრულებული,ბევრგან  ის  დღევანდელ ნორმებთან და კანონებთან შეუსაბამობაშია. მრიცხველების გარეთ გატანა  დროში გაწელილი პროცესი. შეუსაბამობები ხშირად იწვევს კონფლიქტს მაცხოვრებელსა და  გაზის მაჩვენებლების ასაღებად მოსულ ყაზტრანსგაზის თანამშრომელს შორის. არ არის განსაზღვრული არც დღეები დ არც საათები, როდის შეიძლება მოგადგეს აღმრიცხველი. ილახება მოქალაქის უფლება - ის საკუთარ სახლშიც კი არ არის  კომფორტში.  კარზე უდროო დროს მომდგარ აღმრიცხველს კი არაფერი გამოარჩევს რიგითი გამვლელისაგან. კომუნიკაცია რთულდება. ცალკე მოქალაქე და ცალკე აღმრიცხველი შედიან კონფლიქტში და ასეთ სურათს ყოველდღიური ხასიათი ეძლევა. მოქალაქე იცავს საკუთრებას და საკუტარ ტერიტორიას, აღმრიცხველი ემსგავსება თავდამსხმელს. უმეტესად უნიფრომა არ აცვიათ არც ყაზტრანსგაზის  იმ თანამშრომლებს, რომლებიც გაზის შესაძლო გაჟონვის თაობაზე ინფორმაციის მიღების შემთხვევაში ადგილზე გადიან. თუკი უნიფორმა აცვიათ პოლიციის თანამშრომლებსს, მესაზღვრეებს, ექთნებს, საგზაო და წყალმომარაგების კომპანიებს, რატომ გვყავს გაზს პრივილიგებულ მდგომარობაში?!. - უფორმო თანამშრომლები ხშირად  გადიან კანონის ჩარჩოდან  და მოქალაქეებს ამის გამო ერთიანად და განურჩევლად  გაზის კომპანიებზე უჩნდებათ აგრესია.  
gallery images

ემიგრანტები ვუერთდებით თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების მოთხოვნას

ემიგრანტები ვუერთდებით თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების მოთხოვნას შეიქმნას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე, რათა ყველამ გაიგოს სიმართლე!ემიგრანტები ვუერთდებით მალხაზ მაჩალიკაშვილის და მედიკო მარგოშვილის ხელმოწერების შეგროვების კამპანიას.