add one
gallery images

ჩვენი უსაფრთხოებისთვის

მე ქართველი ახალგაზრდა ვარ, მყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. ხშირად მიწევს თბილისიდან ბათუმისკენ და ბათუმიდან თბილისისკენ ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად საკუთარი ავტომობილით გადაადგილება. და ძალიან მეშინია. მეშინია იმიტომ, რომ არ ვარ დარწმუნებული მოსახვევში ვინმე უწყვეტი ზოლის დარღვევით გასწრების მანევრს არ აკეთებს. პატრულის ეკიპაჟის სიახლოვეს შეგიძლია თავი მეტ ნაკლებად დაცულად იგრძნო, არავის არ უნდა ჯარიმის გადახდა, მაგრამ როგორც კი პატრულის ეკიპაჟი თვალს მიეფარება, იწყებენ დარღვევით მოძრაობას, ამასთან არ ერიდებიან არც მოსახვევს, არც დაბრკოლებას. ამასთან შენ, როცა აღნიშნულის საპირისპირო მხარეს აღმოჩნდები იძულებული ხდები გადახვიდე გზიდან ან მოიქცე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ავარიის თავიდან ასაცილებლად, რითაც საკუთარ თავს აგდებ საფრთხეში.      დღესდღეობით თითქმის ყველა მანქანა აღჭურვილია ე.წ. "რეგისტრატორით", კარგი იქნება თუ გვექნება მძღოლებს შესაძლებლობა რეგისტრატორზე ასახული დარღვევა წარვუდგინოთ შესაბამის ორგანოებს ელექტრონულად და მათზე მოხდეს შესაბამისი რეაგირება, გავერთიანდეთ საერთო პრობლემის წინაშე,  რაც შექმნილ ვითარებას თუ არ აღმოფხვრის, შეამცირებს მაინც მსგავს შემთხვევებს, რაც არაერთი ქართველი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.
gallery images

აღიკვეცონ სალომე ზურაბიშვილი და სხვა დანარჩენნი ბერ-მონაზვნად

დღეს ღვთისმშობლის წილხვედრილი ერთი მუჭა ჩვენი საქართველო მრავალი განსაცდელის წინაშე დგას. ეშმაკი და ბოროტი ძალა გვიტევს ყველა მხრიდან, ჩვენი ღვაწლმოსილი ეკლესია ლოცვა-კურთხევას ვეღარ აუდის და პოლიტიკოსები იძულებულნი შეიქნენ ეს ტვირთიც შემოიგდონ მხრებზე სხვა დანარჩენთან ერთად. ამ ვითარებაში, ფაქტობრივად, ჩვენი პრეზიდენტი და სხვა ჩინოსანნი შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლნი გახდნენ - აქეთ ხალხსა და ყოფით პრობლემებზე ზრუნვა, იქით ღვთის გზაზე სიარული. მოვითხოვთ, აღსდგეს სამართლიანობა, დაცული იყოს პრეზიდენტის და ყველა იმ მაღალ თუ დაბალჩინოსნის უფლება, ვისაც ღვთისთვის უნდა თავის შეწირვა და არ დასცალდა.აღვკვეცოთ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირი ბერ-მოანზვნად, გავუშვათ ეკლესიაში, გავათავისუფლოთ ეს საბრალო ხალხი ამ მიწიერი და ამაო ყოფისგან. ამინ. 
gallery images

1 ივნისი გამოცხადდეს დასვენების დღედ (ნინოობა, ბავშვთა დაცვის დღე)

პირველი ივნისი უმნიშვნელოვანესი დღეა ქართული მართლმადიდებლობისთვის, ვინაიდან სწორედ ამ დღეს შემობრძანდა წმინდა ნინო საქართველოში. ყოველ წელს ხდება იმ გზის გავლა რაც წმინდა ნინომ გაიარა და ამ პროცესიაში ჩართულია უამრავი ადამიანი. წელს ეს მსვლელობა ფაქტიურად სახელმწიფოებრივ დონეზე ავიდა. აუცილებელია საზოგადოებას მიეცეს საშუალება დაუბრკოლებლად მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში.ამასთანავე, 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა და სახელმწიფოს ორგანიზებით მთელ ქვეყანაში იმართება კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები. ამ პროცესებში მნიშვნელოვანია როგორც ბავშვების, ისე მათი მშობლების აქტიური და დაუბრკოლებელი მონაწილეობა.1 ივნისი ზაფხულის პირველი დღეა და ბევრი ადამიანისთვის ცხოვრების ახალი, ლამაზი და მხიარული ეტაპის დასაწყისია.ზემოთთქმულიდან გამომდინარე გთხოვთ მხარი დაუჭიროთ 1 ივნისის დასვენების დღედ გამოცხადებას
gallery images

შეუწყდეს უფლება-მოსილება ნანა კოსტავას

ქართული ოცნებიდან ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ Facebook-ზე სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" ანალოგიური სიძულვილის შემცველი პოსტი ,,ოცნების" დეპუტატმა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შემდეგაც გამოაქვეყნა. -ვინც ზნეობის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად" წერდა კოსტავა 2017 წლის 23 თებერვალს, ტელეწამყვანის შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში. ვთვლი, რომ მსგავსი, მოსაზრებები და სიძულვილის ენით საუბარი მიუღებელია საჯარო მოხელის მხრიდან და დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს სახელმწიფო უწყებას.  
gallery images

ვთხოვოთ ბატონ თემურს რომ გაგვიჩეროს

ბოლო პერიოდში, საქართველოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, გვინდა თხოვნით მივმართოთ ბატონ თემურს, რომ გაგვიჩეროს დედამიწა და ჩაგვიშვას.
gallery images

წაშალოს მარიამის მიერ ბოლოს დადებული ფოტო !

მარიამის მიერ ბოლოს დადებული ფოტო ეწინააღმდეგება კონსტიტუციით მონიჭებულ ძირითად უფლებებს ,კერძოდ კი ის არღვევს კონსტიტუციით განსაზღვრულ მეთექვსმეტე პუნქტს ,რწმენისა და სინდისის თავისუფლებაზე ,რადგან ჩემი რწმენის თანახმად, ქვეყანაზე არავის უნდა ჰქონდეს იმ ფეხსაცმელის ტარების უფლება ,რომელსაც მარიამი მოცემულ ფოტოში ატარებს .ამ ფოტოს წაშლის შემდეგ ფეხსაცმელი უნდა დაიწვას, ხოლო ფერფლი უნდა იქნას შეგროვებული ტყვიის კონტეინერში და დაესხას ბეტონის.პატივისცემით ,დავით ბოსტოღანაშვილი
gallery images

დაიშვას წვერის ტარების უფლება თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში

მოგეხსენებათ,რომ დღეს თითქმის ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში სავალდებულოა წვერის გაპარსვა,განსაკუთრებით კი თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში.ჩვენ ვერ ვხედავთ წვერის გაპარსვის აუცილებლობას და აზრს თუ რატომ აღიქმება წვერი არაჰიგიენურად და მოვითხოვთ ყველა დაწესებულებაში დაიშვას წვერის ტარების უფლება მოწესრიგებულ მდგომარეობაში-ვაკონკრეტებ მოწესრიგებულ მდგომარეობაში.სწორედ ამიტომ,ვინც მეთანხმებით და ფიქრობთ რომ წვერის ტარება ნებაყოფლობითი უნდა გახდეს არ დაგეზაროთ და მოაწერეთ ხელი პეტიციას რათა მივაწვდინოთ ხმა შესაბამის ორგანოებს.
gallery images

ასაკობრივი შეზღუდვა - Age Control (+18)

ვიდეო - კანიბალიზმის საქმე - ექსკლუზიური ინტერვიუ ირმა ყოჩიაშვილთანპირველ რიგში მოგესალმებით და არ ვიცი როგორი მიმართვის ფორმაა თქვენთან საჭირო, მსურს განცხადება გავაკეთო როგორც მშობელმა, კანონმორჩილმა მოქალაქემ და ბოლომდე გაიაზროთ რასაც ვითხოვ:გადაცემის დასაწყისში წამყვანმა სწორად აღნიშნა, რომ ბავშვები მოერიდებინათ ტელევიზორისთვის (რა თქმა უნდა თუ კი იმ მომენტში უფროსი იმყოფებოდა ვინმე) მაგრამ ვიდეო რომელიც ტელეკომპანია იმედის იუთუბის არხზე დევს არ აქვს მითთებული ვიდეოს ფუნქციებში, რომ ეს ვიდეო არასრულწლოვანმა არ ნახოს.არ ვიცი იცით თქვენ თუ არა მაგრამ მე ამ სფეორში საკმაოდ გამოცდილი ვარ და საკუთარი იუთუბის არხიც მაქვს სადაც ერთერთი ფუნქცია +18-ის ჩართვას მიუთითებს. მაგალითად ეს ვიდეო: FIRSTDATE 1/3ნახეთ ეს ვიდეო გამოსული ექაუნთიდან, თქვენ ვერ შეძლებთ ვიდეოს ნახვას  და მიიღებთ შეტყობინებას - შედით სისტემაში ასაკის დასადასტურებლად, ეს ვიდეო შესაძლოა შეუსაბამო იყოს ზოგიერთი მომხმარებლისათვის.ნახეთ ეს ვიდეო გაქტიურებული ექაუნთიდან და თუ სრულწლოვანი სუბიექტის ექაუნთია ვიდეოს ქვემოთ ექნება სტატუსად მინიჭებული - ვიდეო ასაკობრივი შეზღუდვით (ამტვირთავის მოთხოვნით).რაც შეეხება მეორე საკითხა ვფიქრობ ეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, სწორი იქნება თუ ასეთი ადამიანის შესწავლით დაინტერესდებიან ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, კრიმინალისტიკის სფეროს წარმომადგენლები და შეძლებენ პრვენცია უზრუნველყონ მსგავსი ქმედებებისა მაგრამ როცა ფსიქოპატ მკვლელს და/ან მკვლელობის თანამძრახველს ეძლევა საშუალება ტელევიზიის ან სხვა რომელიმე საშუალებით ხელი მიუწვდებოდეს საზოგადოებაზე, ილაპარაკოს, ამით საკმაოდ დიდ პროპაგანდას ქმნის მითუმეტეს ქართულ საზოგადოებაში სადაც ადამიანების უმრავლესობას ფუნქცია დაკარგული აქვს და ცდილობენ რაიმით გამოიჩინონ თავი. ციხე უნდა იყოს ადგილი სადაც ადამიანის სასჯელის მოხდა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა არ იქნება, ის უნდა იყოს ადგილი სადაც სასჯელი გულით მონანიება და მეორე შანსის მიღების შემთხვევაში ფიქრი იყოს თუ როგორ მოინანიოს ჩადენილი და როგორ იყოს ქვეყნის დამსახურებული მოქალაქე. ამ პროპოვოკაციით ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ მსგავსი ან მასთან მისადაგებული ადამიანების აზრი უფრო ადვილად შეძლებს მყარი არგუმენტების მოპოვებას რომ ჩაიდინონ „უფრო“ მკაცრი ქმედება რომ შემდეგ გახდნენ პოპულარულები. დღეს ადამიანები პოპულარულობის გამო საკმაოდ ბევრ უსამართლობას, უნამუსობას და აფერისტობას ჩადიან და ამით თვითონ სასჯელაღსრულება იძლევა რეკლამას: ჩაიდინე რაიმე უფრო დიდი დანაშაული, შეიძლება მთლად სამ წელში თუ არა ხუთ წელში მაინც იყო ის ადამიანი, რომელიც კი არ არსებობს, არამედ ცხოვრობს. არ იხდის კომუნლარუ გადასახადს, აჭმევენ, უვლიან, პატარა ოთახიც აქვს და ტელევიზიაც მოვა, გაგაშუქებსო. ასეთი რამე დაუშვებელი უნდა იყოს, ეს კი არ არის ინფორმაცია მოსახლეობისთვის ქვეყნის უახლეს ისტორიაზე, ეს არის რეკლამა, წახალისება, პოპულარობა...როგორც ამ ვიდეოშია სუბიექტი 17 წელიწადსა და 6 თვეში გამოვა, თუ მანამდე ამნისტია არ შეეხო და მშინაც თუ იქნება ისეთვე შოუები როგორიც დღესაა და თუ უფრო მეტი იქნება ნამდვილად მოახერხებს საკუთარი თავის პოპულარულობას და როგორც იძახდა მოცემულ ვიდეოში, რომ ნანობს უკვე საერთოდ არ ინანებს რადგან მას წიგნის დასაწერად ნამდვილად კარგი მასალა მიეცემა.დღეს 21-ე საუკუნეში ჩაიდინო სასტიკი მკვლელობა იმისათვის რომ დაწერო წიგნი და ამან თან პოპულარულობა და ავტორიტეტი მოგიტანოს ნუთუ ესაა ჩვენი სამართალი?!. მაშინ რად გვინდა მარკესი და დიუმა, ან ვაჟა ფშაველა?!.მესამე საკითხად სიტყვის თავისუფლებას მინდა შევეხო, ეს მედიის თავისუფლებაა რაც ბევრ ქვეყანაში მიუღებელია და მხოლოდ იმ ინფორმაციას გასცემენ რაც რეგლამენტითაა განსაზღვრული, მაგრამ კონტექსტი უნდა იყოს შერჩეული ვის ვაწვდით ინფორმაციას.სახელმწიფოში ტყუილად არ ყოფილა გრიფიანი საქმეები, ის ჭკვიანმა და ძლიერი გონებრივი შესაძლებლობის და ცივად აზროვნების მქონე ადამიანებმა შემოიღეს რომ საზოგადოებაში არ დათესილიყო შიში, ეს კონკრეტული ფაქტი კი იმაზე მეტია ვიდრე მედიის სიტყვის თავისუფლებაა.ვიღაცეებისთვის ეს ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია როგორც ამ ბოლო ხანებში წვრილმანი კრიმინალური ამბები და ვიღაცეებისთვის ის ჩარლს მენსონზე ავტორიტეტული ადამიანი გამოვა, არ ვერჩი ტელეკომპანია იმედს როგორც სიტყვის თავისუფალი აზრის გამოხატულების მედიას, ვერჩი ყველა იმ ფიზიკურ/კერძო/იურიდიულ პირებს და ვაპროტესტებ ყველა იმ ქმედებას რომრლითაც ხალხზე პროვოცირებენ.სწორედ ეს იყო და არის მიზეზი თუ რატომ გადავწყვიტე „სახალხო“ დამცველთან ამ შეხედულების გაზიარება და ხალხზე ზრუნვის თხოვნა.ყველამ ერთად უნდა დავიცვათ წესი და კანონი რომ გვიხაროდეს წესიერ ქვეყანაში ცხოვრება და არ გავრბოდეთ ევროპაში ლტოლვილებათ.მკაცრად მოვითხოვ, რომ მსგავსი ტიპის ვიდეოები სავალდებულო გახდეს შესაბამის კონტექსტში იყოს აკრძალული და შეზღუდული რომ არ მოხდეს გარკვეული საზოგადოების პროვოცირება. მერე რა, რომ იუთუბი ქართული არ არის, ქართველებიც ვუყურებთ და ქართული ვიდეოებიც იტვირთება...მადლობათ ყურადღებისათვის. პ.ს.ეს შეტყობინება სწორედ ამ ფორმით გაიგზავნა სახალხო დამცველთან ელ.ფოსტაზე:  (06.05.2019-01:40) info@ombudsman.ge
gallery images

#თავისუფლებამამიდას!!!

საქართველოს 99% იცნობთ ამ ადამიანს და მასთან სტუმრობა ყველას სასიამოვნოდ გვახსენდება,ერთად დავუჭიროთ ამ ადამიანს მხარი. ის იყო ყველა თაობისთვის ეროვნული გმირი ასეთ ადამიანებს ძეგლს უნდა უდგამდნენ არ უნდა იჭერდნენ!
gallery images

დაინიშნოს #12 მიკრო ავტობუსი ხილიანი-ვაკე -ს მიმართულებით

o   ხილიანი (ს. ჩიქოვანის ქ.)§  $ 0.8ლ§  40 წთ§  სამუშაო დღეები  07:10-21:00§  შაბათ-კვირა  07:30-20:30·        სტუდქალაქი (წყნეთის გზატკეცილი) o   სტუდენტური ქალაქიo   წყნეთის გზატკეცილიo   ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩაo   ილია ჭავჭავაძის გამზირიo   პეტრე მელიქიშვილის ქუჩაo   მერაბ კოსტავას ქუჩაo   გმირთა მოედანიo   მერაბ კოსტავას ქუჩაo   სააკაძის მოედანიo   პეკინის გამზირიo   მერაბ კოსტავას ქუჩაo   ვ. დოლიძის ქუჩაo   ბალანჩივაძის ქუჩაo   მერაბ კოსტავას ქუჩაo   სიმონ ჩიქოვანის ქუჩაo   ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიo   ნინო რამიშვილის III ჩიხიo   ზურაბ ავალიშვილის ქუჩაo   ილია ჭავჭავაძის გამზირიo   ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩაo   წყნეთის გზატკეცილი·        სტუდენტური ქალაქი გვესაჭიროება სამარშრუტო ტაქსი, რომელიც მოემსახურება დედაქალაქში ცენტრალური უბნის მივიწყებულ და ულამაზეს უბანს, რომელიც თავის დროზე იყო უნიკალურად შექმნილი და დრეს კიდევ მიმდინარეობს მისი აღდგენა
gallery images

დაუშვან თავდაცვითი ცეცხლასროლი იარაღის ტარების უფლება

მოგეხსენებათ თავდაცვითი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის მიზნობრიობა სწორედ რომ თავდაცვაა და მხოლოდ შენახვისთვის, როდესაც შეძენის შემდგომ მხოლოდ და მხოლოდ საცხოვრებელ მისამართზე უნდა აშევინახოთ არ არის საკმარისი. თავდასხმის რისკი სწორედ რომ არა საცხოვრებელ მისამართზე არამედ უმეტეს წილად სახლის გარეთ ქუჩაში, მანქანაში, მგზავრობისას ხდება. გარდა იმისა რომ კონსტიტუციით თავდაცვის უფლება ადამიანს მოქალაქეს გააჩნია არა მხოლოდ საცხოვრებელ მისამართზე არამედ ნემისმიერ ადგილას. არსებული კანონით კი არა მხოლოდ საკუთარი საკუთრების განკარგვაა შეზღუდული, თავდაცვის უფლებაც შეზღუდულია.მსოფლიოში ზოგადად და როგორც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული სიმწვავით საქართველოშიც გამოიკვეთა - ხშირია ძალადობიას და ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები. განსაკუთრებით ქალების მიმართ გამოჩენილი ძალადობა, რაც გამოწვეულია არა მხოლოდ მოძალადეთა მენტალურ-ინტელექტუალური დონით არამედ იმითიც, რომ პოტენციურ მსხვერპლს არ შეუძლია თავდაცვის უფლების სრულფასოვნად გამოყენება. ცნობილია, რომ კრიმინალებს არ სჭირდებათ არანაირი ნებართვა იარაღის ტარების უფლების მოსაპოვებლად. კანონიც საკმაოდ მკაცრია და ნასამართლევ და არაჯანსაღ პირებს ისედაც არ შეუძლიათ შესაბამისი უფლების მოპოვება. კანონმორჩილი მოქლაქეები კი ვიმყოფებით დაკნინებულ მდგომარეობაში, როცა ერთის მხრივ არ ვარღვევთ კანონს და არ ვცდილობთ უკანონო გზით იარაღის შეძენას და მეორეს მხრივ არ გვაქვს არც საკუთრების უფლების სრულფასოვანი გამოყენების და არც თავდაცვის სრულფასოვანი უფლება. ერთადერთი გამოსავალი მოძალადეთა შესაჩერებლად არის ადექვატური ძალის გამოყენება რაც თუ არ გააჩნია მოძალადეზე უფრო სუსტ მსვერპლს მაშინ ამ სისუსტის კომპენსირება შეიძლება სწორედ თავდაცვითი იარაღით, რომლის მიმართ შიში იქნება უპირობო შემაკავებელი არგუმენტი ნებისმიერი მოძალადისთვის რადგან, როცა პოტენციურმა მოძლადემ იცის, რომ შესაძლოა მისმა პოტენციურმა მსხვერპლა თავი შეიძლება დაიცვას ცეცხლასროლი იარაღით ის უბრალოდ ვერ გადავა შეტევაზე.
gallery images

9 აპრილის ბაღში დავდგათ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ძეგლი!

გთხოვთ აღიმართოს 9 აპრილის ბაღში საქართველოს დამოუკიდებლობის მესაძირკვლეთა,ეროვნული მოძრაობის ლიდერთა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ძეგლი.მათი ძეგლის აღმართვა არის დაფასება საქართველოს ღირსეული ისტორიული ფურცლებისა,დაფასება ყველა იმ ადამიანის ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და შეეწირა სამშობლოს  მათ გვერდიგვერდ და ბოლოს და ბოლოს ,ეს ძეგლი არის დაფასება თავად ამ ადამიანების ,რომლებიც ჭეშმარიტად იმსახურებენ ამ ძეგლს სწორედ იმ ადგილას სადაც ისინი იკრიბებოდნენ და მართავდნენ საერო აქციებს ეროვნული თავისუფლებისათვის.ეს ორი თავისუფლებისათვის მებრძოლი რაინდი ვით საღვთო ტარიგი შეეწირა სამშობლოს ,მათი ძეგლი ჩვენი ღისების სიმბოლოა,შთამომავლობისთვის პატრიოტიზმისკენ მიმავალი ზნეობრივი ბილიკია.ეს ძეგლი სიმბოლოა უცხოელთა თვალში იმისა, რომ ქართველი ერი სათანადოდ აფასებს თავის გმირთა ღვაწლს და უფრთხილდება მათ სულიერ მემკვიდრეობას,რომ არასდროს  იძლევა ასეთი ერი მტრისაგან, რადგან ერი ცხებულია მათი წმინდა სისხლით. გთხოვთ დაგვიდგეთ მხარში და აღასრულოთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის თხოვნა , რომელიც მუდამ აფასებდა და აფასებს საქართველოს ამ ღირსეულ ადამიანებს!(ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ძეგლი არ იყოს მოდერნისტული სტილის და გადმოსცემდეს მათ რეალურ სახეს მათი მოღვაწეობრივი წარსულიდან, როგორიც ისინი ერს დაამახსოვრდა.არსებულ თხოვნას ვამატებთ ფოტოს თუ როგორ ძეგლს მოვიაზრებთ 9 აპრილის ბაღის თვალსაჩინო ადგილას.პ.ს.გთხოვთ ნუ ჩაუგდებთ ხელში განსახილველად ამ განცხადებას იმ კრიმინალურ  ჯგუფის წევრებს   ვინც 1992 წელს მიიღო საქართველოს ეროვნული და კანონიერი ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობა,ასევე ბედნიერად გრძნობდა თავს ამ ადამიანების ლიკვიდაციით.ასევე იმ ადამიანებს რომელთაც აშინებს და აღიზიანებთ  ქართველთა ეროვნული იდენტობის დაცვა ქვეყანაში და კონსოლიდირებულნი არიან ქვეყნის დენაციონალიზაციისათვის ,ეროვნული სუვერენიტეტის რღვევისთვის და წარმოადგენენ კოლაბორაციონისტურ პოზიციებს  ქვეყნის მართვის უცხოეთის ორგანიზაციებსა და სპეცსამსახურებზე გადასაცემად.ის რომ ამ ორ ეროვნულ გმირს დღესაც არ აქვთ ძეგლი თბილისში სწორედ ამ ძალების  დამსახურებაა! იმის მიხედვით  გაიზიარებთ თუ არა ჩვენს თხოვნას გვეცოდინება თავად თქვენ რომელ ძალებს ეკუთვნით და ვის ხელშია დღეს საქართველო!
gallery images

მოთხოვნა დუშეთის საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის საკითხზე

   იმ პეტიციის პასუხად, რომელიც ეხებოდა თბილისი-დუშეთის მიმართულებით სამგზავრო ღირებულების დარეგულირებას, მგზავრობის საფასური 2,5 ლარი, 2 კვირით, 2 ლარი გახდა. ამის შემდგომ, კონკურენციის თავისუფალი სივრცის არ არსებობის გამო, მგზავრობის ღირებულებამ კვლავ 2.5 ლარამდე მოიმატა. ქუჩაში გამოსული საზოგადოების პროტესტს, მეორე დღესვე, სამარშრუტო ტაქსების მხრიდან ბოიკოტი მოჰყვა. თოვლსა და ყინვაში გარეთ მდგომ სამსახურებსა და სასწავლებლებში მიმავალ მგზავრებს ქალაქის ცენტრზე დემონსტრაციულად მდგომი დაკეტილი ტრანსპორტი დაგვახვედრეს, ასე დასაჯეს ქალაქის საზოგადოება პროტესტის გამოხატვის გამო. იმავე დღეს, მოსახლეობის ძალისხმევით, ახალ ხაზზე შემოვიდა ალტერნატიული სამარშრუტო საშუალებები 2 ლარის ტარიფით. მომდევნო დღესვე ძველი ხაზის ღირებულება 1 (ერთი) ლარი გახდა, მაშინ როდესაც გაძვირების მოტივის ახსნისას, ისინი დაბეჯითებით გვიმტკიცებდნენ, რომ 2 ლარი არ ანაზღაურებდა მათ ხარჯებს.     ამ დღიდან ქალაქი გაიხლიჩა, ადგილი აქვს საფრთხის შემცველ უწესრიგობას, დევნას და ურთიერთობას, რომელიც ძალიან შორსაა თავისუფალი ბიზნესისა და სამეწარმეო საქმიანობისაგან და რაშიც იკითხება იძულება, კრიმინალი. ეს მწარე რეალობა 3-4 წლის წინანდელი პროცესის გამეორებაა: იგივე სცენარით, იგივე მოქმედი პირებით.      დავიღალეთ!      მოვითხოვთ, ეს საქმიანობა გაათავისუფლოთ და დაიცვათ არაკანონიერი ჩარევებისაგან, უზრუნველყოთ, სამეწარმეო საქმიანობისათვის თავისუფალი სივრცე, სადაც თავისუფალი ბაზრის პრინციპებით იმოქმედებენ მხარეები და დაცული იქნება ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.     ვითხოვთ, სასწრაფოდ დაარეგულიროთ საკითხი სამართლებრივ რეჟიმში ერთხელ და სამუდამოდ!
gallery images

აიკრძალოს გადასასვლელებზე მანქანებისთვის განკუთვნილი მწვანე შუქის გააქტიურება, პარალელურად იმავე მონაკვეთზე ფეხით მოსიარულეთა გადასვლის დროს

მოგეხსენებათ რომ გზაჯვარედინებზე, ძალიან ბევრ საგზაო მონაკვეთზე ფიქსირდება მწვანე ფერის შუქი სამანქანო მოძრაობისთვის მაშინ, როდესაც პარალელურად მწვანე ფერია აქტიური ფეხის გადამსვლელთათვის, რაც უქმის დიდ დისკომფორტს მოსახლეობას. ლაპარაკიც ზედმეტია იმაზე, თუ რა სახის საბრთხეებს შეიცავს ეს რეგულაცია. გარდა იმის რომ საკუთარ სიცოცხლეს საბრთხეში ვაგდებთ ყველანი, ვინც ამ სიტუაციაში ვვარდებით (მათ შორის ვინც მანქანით შედის გადასასვლელზე), ირღვევა ადამიანის უფლებები გამიზნულად, რადგან ძირითადად მანქანები არ თმობენ გზას კანონის შიშით, მიზეზით რომ აყოვნებენ უკნიდან მომდგარ მანქანათა რიგს, რასაც კანონის წინაშე არანაირი გამართლება არ აქვს. შესაბამისად, რადგან ვერ ვეყრდნობით ადამიანთა კეთილსინდისიერებას, შუქნიშანი უნდა აიძულებდეს გადასვლის პროცესს იყოს უვნებელი და მშვიდი, როგორც ფეხით გადამსვლელისთვის, ისევე მძღოლისთვის. საცობის პრობლემა სხვანაირად უნდა მოგვარდეს და დარწმუნებული ვარ, ახალი რეგულაცია უფრო დაასტიმულირებს ახალი კანონპროექტების მიღებას. მოვაწეროთ ხელი და მივაწვდინოთ ხმა ქალაქის მერიას!
gallery images

უარი მხოლოდ რუსულად დუბლირებულ ფილმებს ქართულ კინოთეატრებში!

დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს კინოთეატრები არ ითვალისწინებენ საქართველოს კანონმდებლობის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე ,239-ე მუხლის მე-10 პუნქტი და 208-ე მუხლი, ამავდროულად უგულვებელყოფილია საქართველოს კანონი „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“, 51-ე მუხლი, რაც გულისხმობს ქართულ კინოთეატრებში ქართული სუბტრიტრებისა და დუბლირების აუცილებლობას თითოეულ ფილმში. რადგანაც, საქართველოს ხელისუფლებას და იმ სამინისტროს, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა ქართული კულტურის განვითარება არ სურთ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება სინეასტების გაერთიანება "სინეასტები" მოითხოვს კანონის აღსრულებას1) ნუ გვართმევთ ქართულად ყურების უფლებას2) არსებული მდგომარეობა, ალტერნატივის არ არსებობის პირობებში, გვაიძულებს კინოს, თანამედროვე კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორმას, არა სახელმწიფო ენაზე, ქართულად, არამედ ოკუპანტი ქვეყნის ენაზე, რუსულად გავეცნოთ.3) უცხო ენის ცოდნის ვალდებულებას ნუ აკისრებთ იმ მაყურებელს, ვისაც სურს კულტურული გამოცდილების შეძენა