add one
gallery images

საქართველოს ქალაქების,რაიონული ცენტრებისა და სოფლების ქუჩებში შეიქმნას ტაქტილური ბილიკები

 საქართველოს ქალაქების,რაიონული ცენტრებისა და სოფლების ქუჩებში  მოეწყოს ტაქტილური და გადაადგილებისთვის უსაფრთხო ბილიკები, რათა სხვადასხვა ფიზიკური პრობლემის მქონე ადამიანებს, და არა მარტო მათ, ყველას _ დიდსა თუ პატარას _ გაუადვილდეს ქუჩაში მიმოსვლა და არავინ დარჩეს შინ იმის გამო, რომ ქუჩაში გამოსვლით შეიძლება ტრამვა მიიღოს.
gallery images

უნდა შეიცვალოს ზამთარში დრო - ერთი საათით უნდა გადაიწიოს

გამარჯობა მეგობრებო,თუ ეთანხმებით, რომ ზამთარში დრო ერთი საათით უნდა გადაიწიოს და ევროპას კიდე უფრო არ ჩამოვრჩეთ შემოუერთდით პეტიციას და იქნებ მივიდეს ჩვენი ადრესატის ყურამდე! 
gallery images

პარლამენტისგან მოვითხოვთ შეიქმნას თემირლანის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია!

უკვე ერთი წელი გავიდა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, რასაც მოჰყვა ჩვენი თანატოლის, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობა.  სუს-ის მიერ საკუთარ ლოგინში მწოლიარე ახალგაზრდის მკვლელობა, ჩვენთვის და ასევე დანარჩენი საზოგადოებისთვის ძალიან მძიმე გამოცდილება გახდა, რომელმაც ძალიან კარგად დაგვანახა პანკისის ხეობაში უსაფრთხოების პოლიტიკის სისასტიკე და არაადამიანური შედეგები!განცდა იმისა, რომ ჩვენ დაცულები არ ვართ და ჩვენი სიცოცხლე ნაკლებად შეიძლება ფასობდეს ჩვენს სახელმწიფოში ისედაც გვქონდა, თუმცა ახლა უფრო გაძლიერდა.   განცდა, რომ სახელმწიფო ასეთივე სისასტიკით შეიძლება მოგვექცეს ნებისმიერ ჩვენთაგანს და შემდეგ ამაზე პასუხს არავინ აგებს, დღემდე არ გვშორდება. თუ თემირლანი კონკრეტულ ადამიანებთან ყოფითი ურთიერთობების გამო ტერორისტად გამოაცხადა სუს-მა და სხვა სახელმწიფო ორგანოები ელემენტარულ ინტერესსაც კი არ იჩენენ ამ საქმეზე სიმართლის დასადგენად, ასეთ ტერორისტად ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გამოაცხადონ, როდესაც ეს მათ პოლიტიკურ ინტერესებს დასჭირდებათ. ამ უსამართლო პოლიტიკაში სრულიად დაუცველები და უუფლებოები ვრჩებით.ერთი წელი გავიდა და სახელმწიფოს მიერ ამ საქმეში არცერთი დამნაშავე არ არის გამოვლენილი, არავინ არ დასჯილა, თითქოს მათთვის თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილი უბრალოდ სტატისტიკაა. ა  თემირლანთან დაკავშირებულ ყველა კითხვას ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან უსუსურად არიდებენ თავს და ცდილობენ ეს მისთვის ტერორისტის შერქმევით გაამართლონ, არა და ჩვენთვის ეს იმის დადასტურებაა, რომ ისინი არც კი ინტერესდებიან ამ საქმით. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეს საქმე მის იმიჯს შელახავს, თუმცა ამ საქმის გამოძიებით ეს პირიქით მოხდებოდა და შექმნიდა ძალიან კარგ პრეცენდენტს. დაანახებდა პანკისის ხეობის მცხოვრებლებს, რომ მათი სიცოცხლეც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია. ახლა კი  გვაწუხებს კითხვები, თუ რატომ მოხდა ეს, რატომ არის ჩვენი სიცოცხლე უმნიშვნელო? რატომ უნდა ვიყოთ ნაკლებად დაცულები? რატომ არ ვართ სამართლიანობის ღირსები? რატომ მიგვიჩნევენ არასრულფასოვან მოქალაქეებად მთავრობაში?! მსგავსი კითხვები პანკისში ყველა შეკრების ადგილებში შეგხვდებათ და ამაზე პასუხის ძიებაში დღემდე ვართ, ზოგს დღემდე იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეჭვები არ იქნება მართალი, მაგრამ დიდი ალბათობით ჩვენ ვცდებით. უკვე ერთი წელი გავიდა, თემირლანის მამა, მთელი მისი ოჯახი იბრძვის, იბრძვის სამართლებრივი გზით, მათ ეს გზა აირჩიეს და სწორადაც მოიქცნენ. თუმცა ხელისუფლებამ ამის მნიშვნელობა არც კი გაიზიარა და არაღიარების, გულგრილობის სიცარიელეში დატოვა ოჯახი და ასევე მთელი ხეობა.თემირლანის საქმეზე სამართლიანობის დაცვის ყველაზე პირველადი ვალდებულებაც კი არ შეასრულა ხელისუფლებამ. ამ პირობებში, როცა სახელმწიფო ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებას ვერ ასრულებს, როგორ შეიძლება გვქონდეს იმედი, რომ ის სამართლიანობას, თანასწორობას დაიცავს და ჩვენი განვითარების და კეთილდღობის გარანტორი იქნება?!  ერთი წლის თავზე, როცა ჩვენთის საგამოძიებო ორგანოების უმოქმედობა და ფორმალურობა უკვე თვალსაჩინო გახდა, მივმართავთ პარლამენტს, მიიღოს ყველა ზომა ამ საქმეში დამნაშავე თანამდებობის პირების და სხვა მოხელეების პასუხისმგებლობის შესაფასებლად. ჩვემ დავინახეთ, რომ დავით სარალიძის საქმეზე პარლამენტმა შექმნა საგამოძიებო კომისია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცენდენტი იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თემირლანის  სიცოცხლე გახდეს პარლამენტის მხრიდან აღიარებული და მან როგორც კოლექტიურმა პოლიტიკურმა ორგანომ დაგვანახოს, რომ კანონის უზენაესობა, სამართლიანობა და თანასწორობა ჩვენთვის, ჩვენივე სახელმწიფოში ბოლომდე არ არის გაუქმებული.ჩვენ განმეორებით და კიდევ ერთხელ ასევე მივმართავთ პროკურატურას დროულად და სამართლიანად გამოიძიოს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე და დასაჯოს სუს-ის ის თანამდებობის პირები და მოხელეები, რომლებმაც დაგეგმეს და ჩაატარეს საბედისწერო და გამორჩეულად სასტიკი სპეცოპერაცია ჩვენს ხეობაში.  პროკურასტურას ვთხოვთ სიცოცხლის ხელყოფის საქმის გამოძიებას, სპეცოპრაციის დაგეგმვასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირების, ასევე სროლის განმახორციელებელი პირის დასჯას;პარლამენტის მიერ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა თემირლანის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე და პასუხისმგებელი თანამდებობის პირების დანაშაულის შეფასებას;
gallery images

საზოგადოების მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრებს

24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი წარუდგინა. მართლმსაჯულების სისტემისთვის ეს გადამწყვეტი ეტაპია და ამ პროცესში პარლამენტის წევრების მიერ დაშვებული ნებისმიერი შეცდომა, შეიძლება გამოუსწორებელი აღმოჩნდეს სასამართლოსთვის, რომელიც სახელმწიფოში სამართლიანობის, თანასწორობის და თავისუფლების დაცვის გარანტიაა.საზოგადოებას ცხადად ახსოვს, წლების განმავლობაში, პოლიტიზებული, ძალაუფლებრივი ჯგუფების კონტროლს დაქვემდებარებული სასამართლოს არსებობა. ქვეყანა უსამართლო მართლმსაჯულების მძიმე სოციალურ და პოლიტიკურ შედეგებს დღემდე იმკის.წარმოუდგენელია, რომ დღესაც კი, უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში, უვადოდ დანიშვნის სურვილი იმ მოსამართლეებს აქვთ, რომლებიც სწორედ ასეთი სისტემის ჩამოყალიბების და შენარჩუნების საფუძვლებს ქმნიდნენ. მოსამართლეები, რომლებიც სამართლიანობის იდეის, ღირსებისა და ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფით იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ამ ადამიანების დიდი ნაწილი არათუ რჩება სასამართლო სისტემაში, არამედ ახერხებს საკუთარი გავლენებით, განსაზღვროს სასამართლოს მომავალი. მათ მოახერხეს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება და მორგება ახალ პოლიტიკურ რეალობასთან.მოსამართლეთა ამ ჯგუფის ამბიცია და გავლენები, სწორედ მოქმედი პოლიტიკური ელიტის და თანამდებობის პირების მხარდაჭერით და წახალისებით არსებობს. დღეს, როდესაც მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფმა კონსტიტუციისა და კანონების საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ მორგება გადაწყვიტა, უნდა გვახსოვდეს, რომ მათ ამის შესაძლებლობა სწორედ პარლამენტის უმოქმედობამ მისცა. პარლამენტმა, რომელმაც კანონით არ შეზღუდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თვითნებობა, იზიარებს პასუხისმგებლობას შემქნილ ვითარებაზე.იმედი გვაქვს აცნობიერებთ, რომ დამოუკიდებელი და სამართლიანი  სასამართლოს გარეშე ამ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა, შეუძლებელი იქნება. ჩვენი საზოგადოება ელის და იმსახურებს სასამართლოს ძირეულ რეფორმას და არ დაუშვებს, რომ კრიტიკულ მომენტში, გავლენიანმა ჯგუფებმა სასამართლოს დამორჩილება შეუქცევადი გახადონ.ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოგმართავთ პარლამენტის წევრებს, იმოქმედოთ კონსტიტუციის, ამ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით. თქვენს პოზიციას შეუძლია სამართლიანი მართლმსაჯულების იდეას მისცეს კიდევ ერთი შანსი, ან დაასრულოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ოცნება.   მოგმართავთ, გამოიჩინოთ საზოგადოებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა და უარი თქვათ უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი კანდიდატების არჩევაზე. 
gallery images

მოვითხოვთ სახელფასო სისტემის სათობრივი ანაზღაურებით შეცვლას

კერძო თუ საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების ხელფასი, ყოველ საათში დაუშვებელია იყოს საარსებო მინიმუმზე დაბალი, მინიმალური სახელფასო გადასახადი დაეწესოს კომპანიებს  საათში 1.70 თეთრიდან ზემოთ, დღეის მდგომარეობით საქართველოში დასაქმებული ადამიანების ხელფასი სათში 0.60 თეთრს შეადგენს რითაც ილახება ადამიანეთა უფლებები."ახალი თაობა საქართველო" 
gallery images

დაისაჯოს გორის მერიის მოძალადე ჩინოვნიკი

გორის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, თემურ მანველიშვილმა, 2018 წლის 10 ოქტომბერს, გორის მერიის წინ მშვიდობიანი მანიფესტაციის დასრულებისას, სამოქალაქო აქტივისტს, გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო.საქმე აღიძრა მსუბუქი ხულიგონობის მუხლით. არც საოლქო და არც სამხარეო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შუამდგომლობა საქმის კვალიფიკაციის შეცვლაზე. თავად ჩინოვნიკი კი გორის მერიამ არათუ სამსახურიდან გაათავისუფლა, საყვედურიც კი არ გამოუცხადა.მეტიც, პროკურატურამ მაქარაშვილის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა მოითხოვა და შემდეგ ის დაზარალებულადაც არ ცნო. შესაბამისად საქმე მოხვდა თაროზე და დიდი ალბათობით გორელი ჩინოვნიკი ამ საქმიდან დაუსჯელად გამოძვრება!!!მოვითხოვოთ სამართლიანი გამოძიება!
gallery images

გაიზარდოს საახალხწლო-საშობაო უქმე დღეების რაოდენობა

საახალწლო დასვენებები მნიშვნელოვანი საკითხია ნებისმიერი ტიპის სამუშაოზე დასაქმებული ადამიანისთვის. საქართველოში საახალწლო დასვენებები შემოიფარგლება იანვრის 2 ოფიციალური უქმე დღით (1 და 2 იანვარი), დამატებით, იანვარში არის 2 დასვენების დღე, რაც დაკავშირებულია შობისა და ნათლისღების საეკლესიო დღესასწაულებთან 7 და 19 იანვარს.ამ პეტიციით მოვითხოვთ საახალწლო პერიოდში ოფიციალური უქმე დღეების რაოდენობის გაზრდას და 29 დეკემბერი-7იანვრის პერიოდის ოფიციალურ ექმეებად გამოცხადებას. აღნიშნული მიზანშეწონილად მიგვაჩნია ბევრი მიზეზის გამო, რამდენიმე მათგანია:1. ოფიციალური უქმე დღეების რაოდენობის გაზრდა ხელს შეუწყობს ახალი წლის პერიოდში ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობისა და შიდა ტურიზმის ზრდას. დასაქმებულებს მეტად გაუჩნდებათ სურვილი, ეწვიონ ზამთრის კურორტებს ან სხვა ადგილებს დასასვენებლად. 2. ახალი წლის პერიოდში ქართულ ოჯახებში წინასაახალწლო სამზადისია გაჩაღებული, რაც არც თუ ცოტა დროსა და ენერგიას მოითხოვს. ამასთან, ხშირად ადამიანები ახალ წელს უკავშირებენ სხვადასხვა მსხვილი საოჯახო შენაძენის გაკეთებას, რაც ასევე დროს მოითხოვს. დასვენებების გაზრდით, ადამიანებს მიეცემათ საშუალება, უფრო მშვიდად დაკავდნენ წინასაახალწლო სამზადისით. დამატებითი დრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალბატონებისთვის.3. უქმე დღეების გაზრდა დადებითად აისახება დასაქმებულთა შრომის უნარიანობაზე, ისინი ფიზიკურად და გონებრივად უფრო დასვენებული და მეტად ბედნიერები ჩაერთვებიან მომდევნო წლის სამუშაო პროცესებში. 4. ხშირ შემთხვევაში, ახალი წლის დღეებში სამუშაო ადგილას საზეიმო განწყობაა და შრომის პროცესი შედარებით მსუბუქია, თუმცა არსებობს სამუშაოები, სადაც დასაქმებულები წინასაახალწლო და ახალი წლის პროცესშიც იმავე დატვირთვით მუშაობენ, როგორც სხვა დღეებში. ოფიციალური უქმე დღეების მოცულობის გაზრდით, დასაქმებულები თანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან წინასაახალწლო სამუშაო დატვირთულობის თვალსაზრისით. 5. განვითარებულ ქვეყნებში საახალწლო/საშობაო დასვენებები საშუალოდ 10-14 დღით განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წელს 29 დეკემბერი - 7 იანვრის პერიოდის ოფიციალურ უქმე დღეებად გამოცხადება დაკავშირებულია მხოლოდ 3 დამატებითი უქმე დღის გამოცხადებასთან.
gallery images

დეკლარაცია ქართული დიასპორის თვითმმართველობის ფორმირებისთვის

დ ე კ ლ ა რ ა ც ი აქართული დიასპორის თვითმმართველობის ფორმირებისთვის.ქართული სახელმწიფოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ხალხის (ქართული დიასპორა) წინაშე არსებული მრავალფეროვანი გამოწვევების გათვალისწინებით, თითოეული ჩვენგანი სრულად ვიზიარებთ დემოკრატიული მმართველობის მოდელის - თვითმმართველობის სისტემის ფორმირების საჭიროებას და ჩვენი ხელმოწერით ვითხოვთ და ვადასტურებთ შემდეგს:1.   შეიქმნას ქართველი ხალხის ეფექტური უფლებადაცვითი მექანიზმები მიმღებ ქვეყნებში;2. ამოქმედებულ იქნას ქართველი ხალხის უცხოეთში ლეგალურად დასაქმების ეროვნული მექანიზმები;3. ამოქმედებულ იქნას სამშობლოში დაბრუნება-რეინტეგრაციის რეალური და ეფექტური სახელმწიფო პროგრამები;ყოველივე ზემოაღნიშნულის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნითშეიქმნას  ქართული   დიასპორის  თვითმმართველობა ! 
gallery images

ბუღალტერთათვის დეკლარაციების მეორე დღე გამოცხადდეს არასამუშაო დღედ

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქციით ყოველთვიურად წარსადგენი დეკლარაციების ბოლო ვადა არის არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე; აქვე მოგახსენებთ რომ, რადგან მოქმედება ხორციელდება ელექტრონული ფორმით საბუღალტრო სფეროში დასაქმებული ადამიანებიც [ისევე როგორც სხვა ჭეშმარიტი ქართველები] ვმოქმედებთ რა ჩვენი თავისუფალი ნებითა და ცოტა უკონტროლო გენეტიკით დეკლარაციების წარდგენა ხდება დადგენილი ვადის ბოლო დღეს 24:00-მდე, რაც იწვევს ორგანიზმის გამოფიტვასა და დაბნეულობას დეკლარაციის წარდგენის ბოლო დღის მომდევნო სამუშაო დღეს.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უმორჩილესად გთხოვთ, დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადის მომდევნო სამუშაო დღე საბუღალტრო სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის გამოცხადდეს უქმე დღედ.
gallery images

გადაიწიოს დრო გაზაფხული - ზაფხულის პერიოდში ერთი საათით წინ.

გაზაფხულის დადგომასთან ერთად დგეები მატებას იწყებენ, ზაფხულისთვის კი საათის გადაწევა ყოველწლიურად არის აუცილებელი 1 საათით წინ და შემოდგომა ზამთვრისთვის კი უკან, ბევრი განვითარებული განვითარებადი ქვეყანა აკეთებს ესე და საქართველომ რაღა დააშავა..? 
gallery images

საათობრივი მინიმალური ანაზღაურება გახდეს 2.5 ლარი

მოვითხოვთ ქვეყანაში დაწესდეს საათობრივი მინიმალური ანაზღაურების ზღვარი 2.5 ლარის ოდენობით კერძო თუ სახელმწიფო სექტორებში მომუშავე ადამიანებისთვის. კვირაში მინიმუმ 1 ანაზღაურებადი დასვენების დღით.
gallery images

აიკრძალოს უცხოელებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემა და უძრავი ქონების დაკანონება

„საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად იცვლება შემდეგი რეგულაცია - საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელი ბოლო 10 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს ქვეყანაში. დღეს ეს ვადა 6 წელს შეადგენს. 12 წლამდე იზრდება დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა. ახლა მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა ასევე 6 წელია. ამასთან, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს საქართველოში მუდმივად დარჩენის მოტივი, 6 წლის გასვლის შემდეგ ის კვლავ მიიღებს დროებითი ბინადრობის ნებართვას, ნაცვლად მუდმივი ცხოვრების ნებართვისა,"აეკრძალოთ მუდმივი ცხოვრების უფლება,აეკრძალოთ უძრავი ქონების დაკანონება,თუ ეს ასე გაგრძელდება ხელს შეუწყობს უცხოტომელთა მიგრაციას საქართველოში
gallery images

აეკრძალოს ალეკო ელისაშვილს 2008 წლის ომში რეზერვისტად ყოფნის შესახებ ისტორიების მოყოლა

10 წელი სრულოდება მას შემდეგ რაც ალეკო ელისაშვილი, შანსს არ უშვებს ხელიდან მოგვიყვეს იმის შესახებ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვისტად მსახურობდა. სირცხვილია ალექსანდრე! ასობით ადამიანი დაიღუპა იმ ომში, ათასობით ადამიანი 90-იანი წლებში, უმარავი დაჭრილი და ვეტერანი გვყავს და რატო შეგვთხარე ამ შენი რეზერვისტობით? შეჩერდი! გეყოფააა! 
gallery images

მოვითხოვთ მხრების აჩეჩვის დღის გამოცხადებას

ერთი შეხედვით რაც არ უნდა სასაცილოდ და უაზროდ ჟღერდეს ეს სათაური, ყველას კარგად მოგვეხსენება, თუ რამდენად აქტუალურ საკითხს ეხება ეს მოთხოვნა, რაც სინამდვილეში ყველას გვჭირდება, თუმცა მხოლოდ ცოტანი თუ ვაცნობიერებთ ამას. თანამედროვე და არამარტო თანამედროვე საზოგადოებაში გავრცელებული ეს სოკრატესეული ჟესტი ყველაზე კარგად გამოხატავს იმ ადამიანთა ნაწილის შინაგან მდგომარეობას, რომლებიც ყველაფრისადმი გულგრილად არიან განწყობილნი და ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველას უყალიბდება ასეთი დამოკიდებულება, რაც, რა თქმა უნდა, ინდივიდის ცნობიერებასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული.ჩემი სუბიექტური აზრით, მხრების აჩეჩვა, როგორც ყველაზე გულწრფელი ჟესტი, იმსახურებს ამ დღეს. არჩევანი თქვენზეა. 
gallery images

რუსთაველი მგზავრები vs შპს ინტერ ტრანსი

მივმართავთ შპს "ინტერ ტრანსის" დამფუძნებელს, ზაზა ლომიძეს, დირექტორის მოადგილეს, თენგიზ სანიკიძეს და ქალაქ რუსთავის მერს, ირაკლი ტაბაღუას:შპს "ინტერ ტრანსის" მიმართ რუსთაველი მოსახლეობის უკმაყოფილება უკვე მრავალ წელს ითვლის, თუმცა ამჯერად ჩვენი მოთმინება უკვე აღარ არის საკმარისი იმ უპასუხისმგებლობის და აპარპოფესიონალიზმის ასატანად, რასაც  მგზავრები ყოველდღიურად ვაწყდებით ამ კომპანიის მფლობელობაში არსებული ტრანსპორტით  სარგებლობისას!ჩვენ მოვითხოვთ:·         აღიკვეთოს „ინტერტრანსის“ და მის მიერ დასაქმებული მძღოლების უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალური, ხშირ შემთხვევაში უხეში და უზრდელი მოპყრობა მგზავრების მიმართ;·          შეკეთდეს და სათანადოდ მოეწყოს ყველა მათ დაქვემდებარებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალება იმ ნორმების დაცვით, რაც უზრუნველყოფს მგზავრების უსაფრთხო და მართებულ გადაყვანას·          ამოღებულ იქნას გადმოსაშლელი სკამები ტრანსპორტიდან,რადგან ამ სკამებზე შეუძლებელია მგზავრის ნორმალურად მოთავსება,  არის სრულიად უკანონოდ დამონტაჟებული,სიცოცხლისთვის საშიშია და არ შეესაბამება სტანდარტებს!·          აეკრძალოთ მგზავრებს ტრანსპორტში ფეხზე დგომა თავისუფალი ადგილების არარსებობის დროს·          დაემატოს ყველაზე უფრო დატვირთულ ხაზებს ტრანსპორტი, რომ მგზავრებმა დროულად მოახერხონ სამსახურებში წასვლა და საღამოს სახლში დაბრუნება·         აიკრძალოს იმ სამარშრუტოების მუშაობა რუსთავ-თბილისის მარშრუტზე, რომლებიც არ არიან აღჭურვილი კონდიცირების სისტემით·         ყველა სამარშრუტოს მძღოლს მკაცრად დაევალოს გააკეთოს სატრანსპორტო საშუალების ტექდათვალიერება და მარშრუტში  თვალსაჩინო ადგილას ქონდეს გამოკრული ტექდათვალიერების დამადასტურებელი საბუთი, წინააღმდეგ შემთხვევაში აეკრძალოს მას მგზავრების გადაყვანა რუსთავ-თბილისის მარშრუტზე·         აღიკვეთოს მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბების და ავტოსაგზაო მოძრაობის სხვა წესების უხეში დარღვევის შემთხვევები, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მგზავრების სიცოცხლეს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა გაუმართავი სამარშრუტოებით ავარიები და რამოდენიმეჯერ ფატალური შედეგითაც დასრულდა  მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მგზავრები ვეცდებით "ინტერ ტრანსის" ხელმძღვანელობისთვისაც ისეთივე არაკომფორტული გახდეს ყოველდღიურობა,როგორიც ჩვენთვის არის მათი ტრანსპორტით სარგებლობა!