add one
gallery images

მოვითხოვთ მხრების აჩეჩვის დღის გამოცხადებას

ერთი შეხედვით რაც არ უნდა სასაცილოდ და უაზროდ ჟღერდეს ეს სათაური, ყველას კარგად მოგვეხსენება, თუ რამდენად აქტუალურ საკითხს ეხება ეს მოთხოვნა, რაც სინამდვილეში ყველას გვჭირდება, თუმცა მხოლოდ ცოტანი თუ ვაცნობიერებთ ამას. თანამედროვე და არამარტო თანამედროვე საზოგადოებაში გავრცელებული ეს სოკრატესეული ჟესტი ყველაზე კარგად გამოხატავს იმ ადამიანთა ნაწილის შინაგან მდგომარეობას, რომლებიც ყველაფრისადმი გულგრილად არიან განწყობილნი და ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველას უყალიბდება ასეთი დამოკიდებულება, რაც, რა თქმა უნდა, ინდივიდის ცნობიერებასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული.ჩემი სუბიექტური აზრით, მხრების აჩეჩვა, როგორც ყველაზე გულწრფელი ჟესტი, იმსახურებს ამ დღეს. არჩევანი თქვენზეა. 
gallery images

რუსთაველი მგზავრები vs შპს ინტერ ტრანსი

მივმართავთ შპს "ინტერ ტრანსის" დამფუძნებელს, ზაზა ლომიძეს, დირექტორის მოადგილეს, თენგიზ სანიკიძეს და ქალაქ რუსთავის მერს, ირაკლი ტაბაღუას:შპს "ინტერ ტრანსის" მიმართ რუსთაველი მოსახლეობის უკმაყოფილება უკვე მრავალ წელს ითვლის, თუმცა ამჯერად ჩვენი მოთმინება უკვე აღარ არის საკმარისი იმ უპასუხისმგებლობის და აპარპოფესიონალიზმის ასატანად, რასაც  მგზავრები ყოველდღიურად ვაწყდებით ამ კომპანიის მფლობელობაში არსებული ტრანსპორტით  სარგებლობისას!ჩვენ მოვითხოვთ:·         აღიკვეთოს „ინტერტრანსის“ და მის მიერ დასაქმებული მძღოლების უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალური, ხშირ შემთხვევაში უხეში და უზრდელი მოპყრობა მგზავრების მიმართ;·          შეკეთდეს და სათანადოდ მოეწყოს ყველა მათ დაქვემდებარებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალება იმ ნორმების დაცვით, რაც უზრუნველყოფს მგზავრების უსაფრთხო და მართებულ გადაყვანას·          ამოღებულ იქნას გადმოსაშლელი სკამები ტრანსპორტიდან,რადგან ამ სკამებზე შეუძლებელია მგზავრის ნორმალურად მოთავსება,  არის სრულიად უკანონოდ დამონტაჟებული,სიცოცხლისთვის საშიშია და არ შეესაბამება სტანდარტებს!·          აეკრძალოთ მგზავრებს ტრანსპორტში ფეხზე დგომა თავისუფალი ადგილების არარსებობის დროს·          დაემატოს ყველაზე უფრო დატვირთულ ხაზებს ტრანსპორტი, რომ მგზავრებმა დროულად მოახერხონ სამსახურებში წასვლა და საღამოს სახლში დაბრუნება·         აიკრძალოს იმ სამარშრუტოების მუშაობა რუსთავ-თბილისის მარშრუტზე, რომლებიც არ არიან აღჭურვილი კონდიცირების სისტემით·         ყველა სამარშრუტოს მძღოლს მკაცრად დაევალოს გააკეთოს სატრანსპორტო საშუალების ტექდათვალიერება და მარშრუტში  თვალსაჩინო ადგილას ქონდეს გამოკრული ტექდათვალიერების დამადასტურებელი საბუთი, წინააღმდეგ შემთხვევაში აეკრძალოს მას მგზავრების გადაყვანა რუსთავ-თბილისის მარშრუტზე·         აღიკვეთოს მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბების და ავტოსაგზაო მოძრაობის სხვა წესების უხეში დარღვევის შემთხვევები, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მგზავრების სიცოცხლეს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა გაუმართავი სამარშრუტოებით ავარიები და რამოდენიმეჯერ ფატალური შედეგითაც დასრულდა  მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მგზავრები ვეცდებით "ინტერ ტრანსის" ხელმძღვანელობისთვისაც ისეთივე არაკომფორტული გახდეს ყოველდღიურობა,როგორიც ჩვენთვის არის მათი ტრანსპორტით სარგებლობა!
gallery images

დროა აგრილდეს ოფისში!

მე, ამ პეტიციაზე ხელის მომწერი, ყოველგვარი მიკიბვ მოკიბვის გარეშე მოვითხოვ რომ გადადგეს კონდენციონერის მტერი, მდაბიო იმუნიტეტის მქონე, იაზო ქალი ქ.ნ. ტატიანა (ანი) გვათუა. #(ანი)
gallery images

მოვაშთოთ ღამურები ვაკიდან !!!

მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქალაქში ისედაც ბევრი პრობლემაა, ამას ემატება ღამურების გამუდმებული პარპაში ყოველ ღამით, ცაში. განსაკუთრებით კი ვაკის ტერიტორიაზე. დროა უკვე ამას წერტილი დაესვას და აღარ შეილახოს ჩვენი უფლებები ! დროა გარეთ, აივანზე მშვიდად ვისხდეთ, ვეწეოდეთ სიგარეტს თუ გავყურებდეთ მზის ამოსვლასა თუ ჩასვლას !
gallery images

თბილისის მუნიციპალური თავშესაფარი ახალ აკრძალვებს აწესებს

გთხოვთ სასწრაფოდ გააუქმოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, ვახტანგ ლომჯარიას 2018 წლის 20 ივნისის ბრძანება  #358, რომლის საფუძველზეც დაწესდა აკრძალვები და შეზღუდვები მუნიციპაური თავშესაფრის მონახულებაზე და ფოტო-ვიდეო გადაღებაზე.კერძოდ, 1. ამიერიდან "უცხო პირთა" მიღება მხოლოდ კვირაში 2-ჯერ 15 საათიდან 17 საათამდე იქნება. ამასთან, სააგენტო ღიად და დაუმალავად ჰყოფს საქართველოს მოსახლეობას მათზე, რომლებიც “მხოლოდ ნეგატივის დანახვაში" არიან დაინტერესებულნი" და მათზე, რომლებიც მხოლოდ პოზიტივს ხედავენ და ამისდა მიხედვით იძლევა განკარგულებებს!!!2. შეზღუდულია ვიზიტის დრო.3. მუნიციპალურ თავშესაფარში არსებული ხარვეზების ამსახველი კადრების გასაჯაროების შემდეგ, არასრულწოვნები დაიშვებიან მხოლოდ "კანონიერი წარმომადგენლის მეურვის ან მზრუნველის თანმხლებით".4. ვიზიტორი ვალდებულია დაემორჩილოს თანამშრომლის "კანონიერ მითითებებს". საინტერესოა, კონკრეტულად რა შედის "კანონიერ მითითებებში". მე პირადად არ შემიშვეს არსად, გარდა ძველი ვოლიერებისა, მათ შორის, საკარანტინოში და კატებთან. ყველა კარს აკრული აქვს ამოპრინტერებული "უცხო პირთა შესვლა აკრძალულია", მაგრამ არ არსებობს რაიმე წერილობითი ბრძანება, მითითება ან ახსნა-განმარტება.''ასევე, კვლავ აიკრაძალა ფოტო-ვიდეო გადაღება!!!დღეს მუნიციპალურის ხელმძღვანელობა თავშესაფრის ციხის რეჟიმზე გადაყვანას ცდილობს!!! ყველა ცვლილება მოკლებულია გონივრულობასა და ობიექტურებას.მასიურად ირღვევა ცხოველების უფლებები და ამის დასამალად, ჩვენი უფლებების დარღვევაზე გადავიდნენ.ჩვენ, საქართველოს მოსახლეობა, არასდროს შევეგუებით აღნიშნულ აკრძალვებს და ბოლომდე ვიბრძოლებთ როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი ოთხფეხა მეგობრების დასაცავად!!!
gallery images

#ნუ შეგვაწუხე

მოვითხოვთ მოქალაქე გ.ბუხაიძე იქნეს საკადრისად დასჯილი ან გაძევებული , აღარ შეგვიძლია უკვე , ამოვიდა ყელში მისი ტაკი მასხარაობა , ჩვენც ადამიანები ვართ და ვმუშაობთ აქ , გთხოვთ ყველამ გაიზაირეთ ჩვენი ძალიან მძიმე და სასტიკი მდგომარეობა და შემოგვიერთდით რათა თავი დავახწიოთ იმ მარწუხებს რომელშიც აღნიშნული პიროვნება მოსვლის დღიდან გვამყოფებს , მისი ყველა ქცევა ცდება ევროკონვენციის ყველა სტანდარტს რომელიც სამსახურიებროვი მოვალეობის შესრულებას ეხება . ძირს მახინჯი იუმორი და ყველა ის უაზრო ხმის ამოღება , ყველა ის ვითომ ნამღერი რომელიც მისი დეგრადირებული იოგებისგან ამოდის და რომელსაც სიმღერას ეძახის .ნუ აქცევ ზურგს ხალხს და აქციე სხვისი გასაჭირი შენად !გვრდმვლნბსშსხბდტლრნფრცსმსღბდ მიმართეთ ექიმს.
gallery images

მძღოლებმა გამორთონ რადიო მიკროავტობუსებში

მივმართავთ თბილისის მერიას:გამორთონ ან ჩაუწიონ მიკროავტობუსის მძღოლებმა რადიო! 
gallery images

აეკრძალოს გიას http://facebook.com-ზე ივენთის შექმნა

მოგეხსენებათ მოქალაქე გ.ნ -მ უკვე 1 000 001 ივენთი შექმნა ფბზე და თან ყველას გვიწვევს ეს უნდა დამთავრდეს!
gallery images

დატოვოს თანამდებობა ჭიათურის პოლიციის უფროსმა ლაშა ჩხიტუნიძემ და მისმა მოადგილემ მიხეილ გიგაურმა და მოხდეს დაკავებული თემურ გოშაძისათვის მუხლის გადაკვალიფიცირება!

  მას შემდეგ, რაც ჭიათურის პოლიციის უფროსად დაინიშნა ლაშა ჩხიტუნიძე, ხოლო მის მოადგილედ მიხეილ გიგაური ქალაქში, ახალგაზრდების მისამართით, დაიწყო ყოველდღიური ზეწოლა და შევიწროება, რაც გამოიხატება მუქარაში, რომ ყველას დაეჭერენ ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო ნივთის ჩაგდებით. ასევე არის არაერთი ფაქტი იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ნასვამი პოლიციელები მოქალაქეებთან შედიან არასწორ კომუნიკაციასში და იწვევენ მიზანმიმართულ პროვოკაციას.   სწორედ ზემოთ აღნიშნული პროვოკაციის კლასიკური მაგალითი გახლდათ ამ ყველაფრის კულმინაცია. კერძოდ 2018 წლის 26 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან 100 წლის თავზე, პოლიციის უფროსის მოადგილე მიხეილ გიგაური და უბნის ინსპექტორი ვეფხვია შეყილაძე, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფები, ავტომატებით შეიარაღბულები მივიდნენ თავიანთი კორპუსის წინ სუფრასთან მსხდომ მოქალაქეებთან და მოაწყვეს მიზანმიმართული პროვოკაცია, რაც გამოიხატებოდა ერთ-ერთისადი ყელზე ავტომატის მიდებით და ბილწსიტყვაობით, რასაც მოჰყვა სუფრასთან მსხდომ ახალგაზრდებსა და პოლიციელებს შორის დაძაბულობა, რის შედეგადაც დაკავებული და პოლიციის შენობაში გააყვანილი იქნა 9 ადამიანი, აქედან რვას შეეფარდა ადმინისტრაციული სასჯელი, ხოლო ერთს ედავებიან სისხლის სამართლის მუხლით, რაც 2 დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.მას შემდეგ, რაც დაკავებულები გადაიყვანეს ჭიათურის პოლიციის შენობაში, დაიწყო მათი სასტიკი ცემა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიაყენეს ოთხ ადამიანს, ხოლო აქედან ერთ -ერთმა მიიღო ტვინის შერყევა და დღემდე გადის მკურნალობას საავადმყოფოში.   გარდა იმისა, რომ ეს ფაქტები თავისთავად უმძიმესია და მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას, ასევე თავს იჩენს არანაკლებ მძიმე პრობლემა, ხდება საზოგადოებასა და პოლიციას შორის დაპირისპირებისა და უნდობლობის გაღვივება, რამაც კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ზემდგომ ორგანოებს ეყოფათ შორსმჭვრეტელობა და უმოკლეს დროში დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს და ორ ადამიანს არ გადააყოლებენ პოლიციის იმიჯსა და ქალაქის სტაბილურ განვითარებას.                                                               მოვითხოვთდაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა ჭიათურის პოლიციის უფროსმა ლაშა ჩხიტუნიძემ და მისმა მოადგილემ მიხეილ გიგაურმაგადაკვალიფიცირდეს მუხლი და ერთი დაკავებულიც გასამართლდეს ადმინისტრაციული სამართლით როგორც გასამართლდა მასთან ერთად დაკავებული 8 ადამიანი. 
gallery images

დაკმაყოფილდეს გაფიცულ მემანქანეთა მოთხოვნები და აღდგეს თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა!

თბილისის მერს, კახა კალაძესთბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უკვე რამდენიმე დღეა თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები გაფიცულნი არიან. გაფიცვის შედეგად მუშაობა შეწყვიტა მეტრომ, დახურულია თბილისის ყველა მეტროსადგური. ასობით ათასი ადამიანი ქალაქში ნორმალურად გადაადგილებას ვერ ახერხებს. მერიის მიერ დანიშნული დამატებითი ავტობუსები სატრანსპორტო კოლაფსის მოგვარების ნაცვლად ქალაქში შექმნილ ქაოსს აღრმავებენ.ქალაქის მერიასა და მეტროპოლიტენის თანამშრომლებს შორის მოლაპარაკებები ხუთი წელია გრძელდება. ხუთი წელია მემანქანეები თავიანთი სოციალ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ელოდებიან. მშრომელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დავა ქალაქის მთავარი სატრანსპორტო საშუალების პარალიზების გარეშე გადაწყვეტილიყო. სამწუხაროდ, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ დასაქმებულებს სხვა გზა არ დაუტოვა.კრახით დასრულდა 5 ივნისს, გამთენიისას კახა კალაძესა და პროფკავშირელებს შორის წარმოებული მოლაპარაკებებიც. ქალაქის მერმა უარი განაცხადა დასაქმებულთა მოთხოვნების შესრულებაზე.ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დღეში რამდენჯერმე ვსარგებლობთ საქალაქო ტრანსპორტით, გამოვხატავთ მადლიერებას მემანქანეების მიმართ. ჩვენ ვაფასებთ იმას, რომ მთელი ცხოვრებაა მეტროპოლიტენის თანამშრომელთა შრომის ხარჯზე უსაფრთხოდ და განსაკუთრებული შეფერხებების გარეშე ვმგზავრობთ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ რადიაციის, უჟანგბადობის, ხმაურისა და ვიბრაციის პირობებში მომუშავე მაღალი რანგის პროფესიონალები უკეთეს ანაზღაურებას იმსახურებენ. ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ, რომ მემანქანეების გარეშე ქალაქის ნორმალური ფუნქციონირება შეუძლებელია.აქედან გამომდინარე, თბილისის მერიისა და საკრებულოსგან მოვითხოვთ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების დაუყოვნებლივ შეტანას, რათა უმოკლეს პერიოდში მოხერხდეს მემანქანეთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და წერტილი დაესვას სატრანსპორტო ქაოსს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისში შექმნილ მდგომარეობაზე სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ კახა კალაძესა და მის ადმინისტრაციას.
gallery images

სოლიდარობა ზაზა სარალიძეს და ყველა შვილმოკლულ მშობელს!

სახელოვნებო და საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლები ვაცნობიერებთ, რომ მოზარდების მკვლელობის საქმე საშიშ ფაზაში შევიდა. სამხილების აშკარა ფალსიფიკაციით და ჩინოსნების შვილებისთვის ხელშეუხებლობის გარანტიის გაცემით ხელისუფლებამ ხელ-ფეხი გაუხსნა მომავალში დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერებას. საქმის ამგვარად წამართვის შედეგად, პროკურატურამ, ფაქტობრივად, მკვლელობის ლიცენზია გასცა - მაღალჩინოსნის შვილებს მომავალშიც შეეძლებათ მოკლან ჩვენი დები, ძმები და შვილები - მათ პასუხს არავინ მოსთხოვს, რადგან ეს ჩამყაყებული სისტემა თვითშენახვის ასეთი მახინჯი პრინციპით მუშაობს. შვილმოკლული ზაზა სარალიძე ითხოვს სამართალს და მას სჭირდება უპირობო მხარდაჭერა. ამის ნაცვლად კი, ერთი მხრივ, პოლიტიკური რელიქტები მამის ტრაგედიას იყენებენ რეაბილიტაციისთვის, რითაც მთავარ იდეას ასცდნენ და მოძალადე სისტემაში რეალური ცვლილებების შანსი მინიმუმამდე შეამცირეს. და მეორე მხრივ, ხელისუფლება, ნაცვლად საქმის გამოძიებისა, ორგანიზებულად ხელს აფარებს მკვლელებს და დაღუპული მოზარდის მამის წინააღმდეგ სუს-ის და შსს-ს ტროლების მეშვეობით უბინძურეს კამპანიას ეწევა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კრებითი შოთაძეების გადანაცვლებით სისტემა არ შეიცვლება. საქმის პროკურატურიდან შსს-ში გადატანა და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ხელისუფლება ვერც კი აცნობიერებს პრობლემის სიმწვავეს და იმას, რომ მხოლოდ ამ გზებით სისტემურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. და თუ აცნობიერებს, მაშინ ეს ნაბიჯი უკიდურესად ცინიკურ ჟესტად შეიძლება მივიღოთ. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ წულუკიანის მადლობას შოთაძის მიმართ, რაც მიუთითებს მის სრულ არაადეკვატურობასა და იწვევს ჩვენს უნდობლობას. ჩვენთვის მიუღებელია, რომ მან წარადგინოს საქართველოს ახალი პროკურორი, რომლის მიმართ რეალური ცვლილების მოლოდინია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვჭირდება პროკურორი, რომელსაც ექნება სახალხო მანდატი და არ იქნება ხელისუფლების ბნელი ზრახვების ასრულებაზე დაპროგრამებული რობოტი. ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც მოახერხებს, სამართლიანობის განცდა დაუბრუნოს ხალხს და განსაკუთრებით - შვილმოკლულ ოჯახებს. ხელისუფლებაში ნდობის ასეთი კაპიტალის მქონე ადამიანი აღარ დარჩა, ამიტომ ის უნდა აირჩეს გარედან, საზოგადოების ფართო კონსენსუსის შედეგად.ჩვენი უპირობო სოლიდარობა ზაზა სარალიძეს და ყველა შვილმოკლულ მშობელს!
gallery images

ბელგიაში მცხოვრებ ქართველთა განცხადება

ბელგიის ქართველების ნაწილი უერთდება იმ საპროტესტო განყწობილებას, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოხატავს ხორავას ქუჩის მოვლენებთან დაკავშირებით.მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა გამოძიების პროცესში დაშვებულ გადაცდომებზე!ამგვარ სიტუაციაში, ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ პოლიტიკურ ინტერესებს და აუცილებლად ვთვლით სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებას, დამნაშავეთა გამოვლენასა და დასჯას!ასევე აუცილებელია, გამოვლენილ იქნას ის პირები, ვინც დაუშვა აღნიშნული შეცდომები გამოძიების პროცესში. ცალსახად მიუღებელია შერჩევითი სამართალის რაიმე ფორმა და მოვითხოვთ კანონის უზენაესობას.მივმართავთ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, შემოუერთდნენ პეტიციას და ამგვარი ფორმით გამოვხატოთ ქართული დიასპორის თანადგომა! 
gallery images

აღასრულეთ სამართლიანობა - დაისაჯოს ყველა დამნაშავე !

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს არასწორი მიმართულებით და იკვეთება დამნაშავეებზე ხელის დაფარების ნიშნები, რასაც მოწმობს გარდაცვლილი დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის არაერთი განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ ეძლევიან მისი შვილისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მონაწილე რეალური დამნაშავეები, რადგან მათ ხელს აფარებს პროკურატურა. აღსანიშნავია რომ პროკურატურის მხრიდან მოწმეებზე ხდება ზეწოლა, ისინი გარდაცვლილების მშობლებსაც ადანაშაულებენ საქმისთვის პოლიტიკური ელფერის შეძენაში. ახალგაზრდები არ დავუშვებთ დამნაშავეების დაუსჯელობას და შერჩევით სამართალს. მოვუწდებთ საქართველოს პროკურატურას ყველა მონაწილე პირი, ვისაც ბრალი მიუძღვის დანაშაულის ჩადენაში დაექვემდებაროს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და დაისაჯოს უმკაცრესად, კანონით დადგენილი წესით. 
gallery images

არა ნარკოტიკების და მარიხუანას ლეგალიზაციას

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები , ვითხოვთ არ მოხდეს ნარკოტიკული საშუალებების  (მათ შორის მარიხუანას ) ლეგალიზაცია საქარველოში
gallery images

ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დედაქალაქში უსახლკაროთათვის ღირსეული თავშესაფრების მოწყობა და კვალიფიციური სამედიცინო, ფქიატრიული და ფსიქოლოგიური მომსახურება.

საქართველოს ევროპის საერთო სახლში ინტეგრაციის პროცესი დიდი ხანია დაწყებულია, თუმცა სამწუხაროდ ნებით თუ უნებლიედ ჩვენი ხელისუფლება თვალს ხუჭავს და აიგნორირებს ადამიანის უფლებების ძირითად პრინციპებზე, თავს გვახვევს მეათეხარისხოვან პრობლემებსა და ეწევა ეროვნული ღირებულებების დისკრედიტაციას და პროპაგანდას უწევს ჩვენი ერისათვის მიუღებელი ტრადიციების დანერგვას.ამ ფონზე იგნორირებას უკეთებს მსოფლიოსა და თავად ევროპაში აღიარებულ ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პრინციპებს, ქვეყანაში არ არსებობს სოციალურ ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემა, არ არის დაცული ელემენტარული სასიცოცხლო და საარსებო ნორმები.  დედაქალაქში უამრავი უსახლკარო ადამიანია, მათი მდგომარეობა ფაქტიურად გაუსაძლისია, ასევე ისინი ქმნიან ეპიდემიოლოგიურ საშიშროებას, არავინ იცის რა ინფექციური დაავადების გადამტანები და გამავრცელებლები შეიძლება გახდნენ ისინი, ასევე მათი ყოფნა საგანმანათლებო დაწესებულებებთან ან სხვა საზოგადოებრივი თავსეყრის ადგილების მახლობლად მძიმე ეპიდემიოლოგიური და ფსიქოლოგიურ ფონს ქმნის და მომავალი თაობის ფსიქიკაში მძიმე კვალი შეიძლება დატოვონ. ამავ დროულად დედაქალაქში სადაც ტურისტული გარემოს შექმნაზეა საუბარი და უამრავი უცხოელი სტუმრობს ჩვენს ქვეყანას მსგავსი რამ მიუღებელია.ამიტომ ხელისუფლებიდან მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოახდინოს ქვეყნის მაშტაბით, პრიორიტეტულად  დედაქალაქისა და ძირითადი ტურისტულ ქალაქებში, უსახლკაროთათვის ღირსეული თავშესაფრების მოწყობა, მათთვის კვალიფიციური სამედიცინო, ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა.