Contact Information
add one
gallery images

რიონის ხეობის გადარჩენისთვის

თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის კურსდამთავრებულების ნაწილი გამოვთქვამთ ჩვენს მტკიცე პოზიციას ნამოხვანში ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ აქციის ორგანიზატორებს და ვიზიარებთ მათ მიერ გამოთქმულ პოზიციებს, ვთვლით რა, რომ კომპანია „ენკა რინიუებლზსა“ და საქართველოს ხელისუფლებას შორის დაიდო ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სახელმწიფო არის წაგებულ პოზიციაში ყველა მიმართულებით, შესაბამისად ეს კონტრაქტი არის კაბალური და ვითხოვთ მის გაუქმებას. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ისევე, როგორც აქციის ორგანიზატორები, ჩვენც ვემიჯნებით ქსენოფობიურ განცხადებებსა და რელიგიური ნიშნით ადამიანების გამიჯვნას, ჩვენში აღშფოთებას იწვევს კონტრაქტის კაბალური შინაარსი, მიწის დიდი ფართობის გადაცემა უცხო კომპანიისთვის, როგორც პირდაპირი მიყიდვის წესით სამუდამოდ, ასევე აღნაგობის უფლებით 99 წლის მანძილზე, ბუნდოვანია ჰესების კასკადთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც, რომელიც ხელს გვიშლის ვენდოთ მხარეებს. ასევე, ვითხოვთ გაუქმდეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა ხეობაში, რომელიც უსაფუძვლოა და არღვევს ადამიანის უფლებებს.   პატივისცემით ხელმომწერები
gallery images

შეწყდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილი ჰესების პროექტების განხორციელება

მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო ენერგო პოლიტიკის გატარება, რომლის მიზანიც ქვეყანაში 100-ზე მეტი ჰესის აშენებაა. მიუხედავად წინასაარჩევნო დაპირებისა, აღნიშნული პოლიტიკა შეუცვლელად გააგრძელა ამჟამინდელმა ხელისუფლებამ და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის ყაზბეგის რაიონშიც მიმდინარეობს პროექტების დაგეგმვა და მშენებლობა.ამ ეტაპზე ყაზბეგში დაგეგმილია 23 მგვტ-იანი „კამარა ჰესის“ მშენებლობა მდინარე თერგზე, რომლის პირდაპირი ზეგავლენის ქვეშ ექცევა 8 სოფელი. გამომდინარე იქედან, რომ ჰესი არის დერივაციული ტიპის, რომელიც მდინარის მოდინებაზეა დამოკიდებული, იგი ვერ შეასრულებს რაიმე მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის პროცესში. ხოლო ზიანი, რაც ამ და სხვა პროექტების განხორციელებით ყაზბეგის რაიონს და, შესაბამისად, ქვეყანას მიადგება არის განუზომლად დიდი. ისევე როგორც სხვა პროექტების შემთხვევაში, „კამარა ჰესის“ მიერ წარმოდგენილი სკოპინგის დოკუმენტი ვერ პასუხობს ვერცერთ ძირითად კითხვას.  პროექტის განხორციელებით მდინარე თერგი რამდენიმე კილომეტრზე აღმოჩნდება გვირაბში, ასევე საფრთხე შეექმნება ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, ძველი სოფლების იერ-სახეს, სრულად შეიცვლება ხეობის ლანდშაფტი და ვიზუალური მხარე. ეს ყველაფერი კი გამოიწვევს ტურიზმის განვითარების შეფერხებას, რაც ყაზბეგის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელია.პერსპექტივაში ყაზბეგში 7 ჰესის (გარდა უკვე აშენებული 3 პროექტისა) მშენებლობაა დაგეგმილი, რომელთა რეალურად განხორციელების შემთხვევაშიც ხევის ტერიტორიაზე არსებული მდინარეები სრულად აღმოჩნდება გვირაბებსა და მილებში, ხოლო ხევი მთლიანად დაიქსელება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებით. ასეთი ენერგო პოლიტიკა წინააღმდეგობაში მოდის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან და საფრთხეს უქმნის მის მომავალს. ეს ყველაფერი არასწორი ენერგო პოლიტიკის შედეგია, რომელიც მხოლოდ ინვესტორის სარგებელზეა ორიენტირებული.მოვითხოვთ, შეწყდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელება.ამასთან, ვუერთდებით ნამახვან ჰესის წინააღმდეგ მებრძოლ რიონის მცველების მოთხოვნას, იმასთან დაკავშირებით, რომ ჰესების მშენებლობის პროცესში გამოცხადდეს 5 წლიანი მოროტორიუმი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ პერიოდში ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე დაფუძნებით, შეიქმნას ენერგეტიკული განვითარების სტრატეგია და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს კარგად შესწავლილი და დასაბუთებული პროექტების განხორციელება, რომლებიც წინააღმდეგობაში არ მოვა სახელმწიფო ინტერესებთან.
gallery images

● შეწყდეს ბათუმის ბულვარის განადგურება!!!

ბათუმის ძველი ბულვარში, რომლის განაშენიანებაც ჯერ კიდევ მე–19 საუკუნეში დაიწყო და კულტურული მემკვიდრეობის საბაღე–საპარკო ხელოვნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, შპს „ამბასადორი ბათუმი“ 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ 16-სართულიანი სასტუმრო სრულიად შეუსაბამოა ბულვარისთვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან, საფრთხეს უქმნის და ამცირებს ბულვარის კულტურულ და ისტორიულ ღირებულებას. პროექტი უკვე მოიწონა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ და მასზე ნებართვის გაცემა აქვს გადაწყვეტილი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელსაც.მსგავსი გადაწყვეტილებით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საკუთარი ძირითადი ვალდებულების შესრულებისა და ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ნაცვლად თავად ხდება ბულვარის განადგურების პროცესის მონაწილე და აგრძელებს ბათუმის განაშენიანების არასისტემურ და გაუაზრებელ პრაქტიკას, რომელმაც უკვე გამოუსწორებელი შედეგები დააყენა ქალაქ ბათუმისთვის. ხაზგასასმელია, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე, რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბულვარისთვის არსებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნება, ძველი ბულვარის კონსერვაცია და მოწესრიგება.ჩვენი მოვალეობაა წინ აღვუდგეთ ამ უკანონობას და დავიცვათ ბათუმის ბულვარი განადგურებისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:    1.    დაუყონებლივ შეწყდეს ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა და გაუქმდეს გაცემული ნებართვა.     2.    ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე შეჩერდეს ბულვარის ტერიტორიაზე ნებისმიერ მშენებელობაზე ნებართვის გაცემა.  დამატებითი ინფორმაცია დაგეგმილ მშენებლობაზე და თანმდევ უკანონო პროცესებზე შეგიძლიათ იხილოთ:ttps://batumelebi.netgazeti.ge/news/324681/?fbclid=IwAR2SktljP7nx4t4j2JmxwXAcSCe_h5UhKoH9zdnolx4Qd2KcKLTvxwloA2g  
gallery images

აიკრძალოს კატალიზატორის ჩაბარება !

სოციალური ქსელების ჯგუფებში, არაერთხელ შევხვედრივართ კატალიზატორთან დაკავშირებით პოსტებს, მაგალთად: "სად ჩავაბარო კატალიზატორი?", "ვიბარებ კატალიზატორს" და ა.შ.   უნდა აიკრძალოს კატალიზატორის მოხსნა და ჩაბარება თუ გვინდა, რომ შედარებით სუფთა ჰაერი ვისუნთქოთ !    
gallery images

ტყუპი სახლების რეკონსტრუქცია

<!--StartFragment-->წინამძღვრიშვილის #39 ში მდებარეობს ტყუპი სახლები, რომლებიც ორი ერთმანეთის მსგავსი სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის კომპლექსს წარმოდგენს.სახლის პროექტი 1909 წელს დამტკიცდა, მას თავისი ისტორია აქვს, რომელიც ნელ-ნელა ქრება და ნადგურდება. სახლი ეკუთვნოდა ალექსანდრე ჯაღეთიანს, რომელმაც 2 იდენტური შენობა ვაჟებს აუშენა.სახლის ერთი სადარბაზო სრულიად მოხატულია პოზნანის მიერ 1911 წელს, სადაც მან ავტოგრაფიც დატოვა. სახლი გამოირჩევა შემინული შუშაბანდით ეზოს მხარეს, შემორჩებილია რამდენიმე ბუხარი იტალიური მარმარილოთი გაწყობილი.სამწუხაროდ, მხატვრობა მხოლოდ რამდენიმე ადგილასაა შემორჩენილი და განადგურების პირასაა. სასწრაფოდ საჭიროებს რეკონსტრუქციას ან დაკონსერვებას.გთხოვთ, გავერთიანდეთ ჩვენი კულტურის და ისტორიის დასაცავად.<!--EndFragment-->
gallery images

გამკაცრდეს კანონი ცხოველების პატრონების მიმართ, ვისაც არ სურს მათი ოთხფეხა მეგობრების შემდეგ ქუჩაში ფეკალიების გაწმენდა. დამატებით შეიქმნას სპეციალურად განკუთვნილი ადგილები ძაღლების გასეირნებისათვის ყველა უბანში, სადაც ხელმისაწვდომი იქნება სპეციალური კონტ

უმეტესობას გვიყვარს ცხოველები, და ვისაც პატრონობის პრეტენზია და სურვილი გააჩნია, უნდა გაიღოს პასუხისმგებლობაც, რომ ცხოველი მხოლოდ გართობისთვის არ არის, ეს მძიმე შრომაა, პასუხისმგებლობა, მუდმივი სწავლა და ერთგულებაა. ქალაქის ტროტუარები ანტისანიტარიის კერებად იქცა, ყველგან ყრია ფეკალიები, ზოგ კუჩაში შეუძლებელია გავლა, ეს ყველაფერი ყარს და აბინძურებს გარემოს. ეს პრობლემა აგრეთვე მიუთთებს იმაზე, რომ  არ არსებობს სპეციალურად განკუთვნილი ადგილები, სადაც შეიძლება ძაღლის გასეირნება. პარკები, სადაც თამაშობენ პატარა ბავშვები, ასევე საშინლად დაბინძურებულია და ეს ვითარება ზრდის ჯამრთელობის საფრთხეს ბავშვებისთვისა და სხვა ცხოველებისთვისაც.  შეიქმნას სპეციალურად განკუთვნილი ადგილები ძაღლების გასეირნებისათვის ყველა უბანში, სადაც პატრონებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სპეციალური კონტეინერებიც, პარკებიც და ასაღები მოწყობილობებიც. ცივილიზებულ სამყაროში, რისი პრეტენზიაც ჩვენც გაგვაჩნია, ასეთი დარღვევები ჯარიმდება 400-600 ევრომდე, ალბათ სხვანაირად ვერ აიძულებ ადამიანებს სხვებს პატივით მოეპყარონ და დაიცვან გარემოს ჰიგიენა.
gallery images
gallery images

სუფთა ჰაერი რუსთავს

სუფთა ჰაერი რუსთავს! ქალაქ რუსთავში ფუნქციონრებს  რამდენიმე საწარმო, რომელთა "დამსახურებით" ქალაქში ჰაერის დაბინძურების პრობლემა დღემდე აქტუალურია. რაც  მავნე გავლენას ახდენს ქალაქის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ჰაერის დაბინძურებას ადასტურებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი https://air.gov.ge/ , სადაც  ჰაერში მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკების რაოდენობის  ცუდი მაჩვენებელი ფიქსირდება ყოველდღიურად ქალაქის ძველ უბანში, საწარმოების სიახლოვეს. მოსახლეობის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათ აწუხებთ დაბინძურებული ჰაერი ქალაქში, რაც სხვადასხვა  დაავადებების გამომწვევია და მოითხოვენ ქალაქის თვითმმართველობისგან, მეტი ყურადღება მიაქციონ ამ პრობლემის მოგვარებას. რუსთავის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "ინდიგო" პეტიციით ვითხოვთ, შეიქმნას რუსთავის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების მიერ ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სამსახური და ადგილობრივმა თვითმმართველობამ  მოუგვაროს ქალაქ რუსთავის მოსახლეობას ეს პრობლემა, ქალაქში დაცული იყოს ჰაერის სისუფთავის საერთაშორისო სტანდარტი.  
gallery images

დაიწყოს აქტიური გამწვანება

საქართველოში ეკოლოგიის პრობლემებზე მომუშავე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანაში ეკოლოგიის საკითხებს ერთ ერთ ყველაზე უყურადღებოდ მიტოვებულად მიიჩნევევენ. მათი აზრით, დღეისათვის ჩვენს ქვეყანაში გარემოს დაცვა პრიორიტეტულ სფეროდ არ ითვლება. უფრო მეტიც ეკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების აზრით, ზემოთ აღნიშნული ნეგატიური ტენდენციის ფონზე, ასევე ნელ ნელა ეცლება ფუნქციები გარემოს დაცვის სამინისტროსაც. რისი შედეგადაც ის საგრძნობლად სუსტდება როგორც სახელმწიფო სტრუქტურა. ამის გათვალისწინებით საჭიროა დაიწყოს აქტიური გამწვანება.
gallery images

იპოდრომი - თბილისის ცენტრალური პარკი - მეორე ეტაპი

მოგეხსენებათ, თბილისის იპოდრომის ტერიტორია დაუბრუნდა ქალაქს, რაც, უდავოდ, ძალიან სასიხარულო ფაქტია. ახლა საჭიროა, რომ შემდეგი ნაბიჯები, რომელსაც მერია გადადგამს, იყოს თანმიმდევრული და სამართლიანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ იქნას მიღებული ნაჩქარევი გადაწყვეტილებები.ვითხოვთ, რომ გამოცხადდეს ღია კონკურსი პროექტირებაზე და ჟიური დაკომპლექტდეს სპეციალისტებით. პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ.ასევე, მნიშვნელოვანია, რომ განხილვის პროცესში ჩაერთოს ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც ამ ტერიტორიით ხშირად სარგებლობს.რაც შეეხება უკვე მზა პროექტს, რომელიც წარმოადგინა მერიამ, წარდგენილ იქნას აღნიშნული კონკურსის ფარგლებში სხვა საკონკურსო პროექტებთან ერთად და განიხილოს ჟიურიმ.გთხოვთ ყველას, მოაწეროთ ხელი ამ მოთხოვნას!
gallery images

ჩამოგვეჭრას საქ. თითოეულ მოქალაქეს გარკვეული რაოდენობის თანხა (მსგავსად 112-სა) ცხოველთა თავშესაფრების დასაფინანსებლად.

მივმართავთ, საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და პრეზიდენს მხარი დაგვიჭირონ აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში, რომელიც ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სიცოცხლის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.სამწუხაროდ, დღესდღეისობით, ჩვენი ქვეყნის ქუჩებში უამრავი უპატრონოდ მიტოვებული ცხოველი დადის, რომელთა დიდი ნაწილი შიმშილითა და სხვადასხვა დაავადებების შედეგად კვდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს უპატრონო ცხოველების აცრა-მკურნალობა, რათა ისინი არ წარმოადგენდნენ საზოგადოებისთვის საფრთხეს, თუმცა ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომლის წილი პასუხისმგებლობის გაზიარებისთვის ჩვენ, საზოგადოება მზად ვართ. ვფიქრობთ, ჩვენი ყველას საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ყველა ცხოველზე სათანადოდ, ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით 112-ის საფასურის მსგავსად ჩამოგვეჭრას გარკვეული რაოდენობის თანხა იმ ცხოველთა თავშესაფრების დასაფინანსებლად, რომლებიც უპატრონო ცხოველებს უვლიან.  
gallery images

შესწავლილ იქნას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს კანონდარღვევები მიუსაფარ ცხოველთა ევთანაზიასთან დაკავშირებით

საქართველოს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრსლევან დავითაშვილის ქალაქ თბილისის მერსკახი კალაძესქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესბატონ გიორგი ტყემალაძესმოგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში ჩვენ, თვალს ვადევნებთ და ზოგიერთი ჩვენგანი უშუალდოდ ვართ ჩართულები ბევრ სახელმწიფო პროცესებში რომელიც მიმდინარეობს უშუალოდ ქუჩის ცხოველებთან და არა მარტო მათთან დაკავშირებით. ამ დროის მანძილზე ძალიან ხშირად დაფიქსირებულა ისეთი ხარვეზები რომელთა გამოსასწორებლად ხშირად მიგვიმართავს სურსათის ეროვნულის სააგენტოს თანამშრომლებისთვის და მათი დახმარებით მიგვიღწევია სწორი შედეგისთვის. დღევანდელი ჩვენი წერილის მიზანია ნათელი მოვფინო იმ რეალობას რომლის ფარგლებში ადგილი აქვს ბევრი საერთაშორისო და პირველ რიგში ეპიზოოტოლოგიური წესის დარღვევას რაც ყოვლად დაუშვებელია 21 საუკუნეში. საკითხი ეხება თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის ქმედებას ცოფთან ბრძოლის და  სხვა ღონისძიებებში ჩართულობის სისწორეს, რა დროსაც ირღვევა როგორც ეპიზოოტოლოგიური წესები, აგრეთვე ცხოველთა და მიმკედლებელთა უფლებებიც. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე მსგავსი ქმედებები ჩრდილს აყენებს ქვეყანას როგორც ვეტერინარული კუთხით, აგრეთვე საერთაშორისო ასპარეზზე ცხოველთა დაცვის კუთხითაც. სახელმწიფო სტრუქტურა რომელსაც ევალება ქალაქ თბილისში ცხოველებთან სწორად მუშაობა არ უნდა აძლევდეს თავს თვითნებობის  და ეპიზოოტოლოგიური წესებიდან გადახვევის უფლებას. მაგალითისთვის საკმარისი იქნება მოვიყვანოთ რამდენიმე შემთხვევა, დავიწყებ უახლესით:1.      29.06.2020 გლდანის ტერიტორიიდან იქნა აყვანილი 10 წლის ძაღლი, რომლის მიმართაც თვითმხილველის მონათხრობის მიხედვით ბავშვმა გამოიჩინა სისასტიკე რის საპასუხიდ ძაღლმა გაკაწრა ბავშვი ფეხზე. ძაღლი გადაყვანილი იქნა თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში 10 დღიან დაკვირვებაზე, ამავე ძაღლზე იყო მოთხოვნა მიკედლების ადგილზე დაბრუნებისთვის. აღსანიშნავია რომ ეს იყო აღნიშნული ძაღლის პირველი გადაყვანა 10 წლის განმავლობაში, რაც ლოგიკურად გვაფიქრებინებს, რომ ძაღლი არ იყო აგრესიული. 10 დღიანი დაკვირვების გასვლის შემდეგ, რა დროსაც ძაღლს არ გამოვლენია ცოფის ნიშნები, იმის მაგივრად,  რომ ეპიზოოტოლოგიური წესის მიხედვით ძაღლი დაქვემდებარებოდა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას და დაბრუნებულიყო მიკედლების ადგილზე, ძაღლი დაექვემდებარა ევთანაზიას. მოგვიანებით გაირკვე დაკაწრული ბავშვის მშობლებისგან რომ აყვანილი და ევთანაზირებული ძაღლი არ იყო ის რომელმაც დაკაწრა ბავში, რის შესახებაც ბავშის მშობლებმაც დროულად შეატყობინეს თავშესაფრის თანამშრომლებს, თუმცა მიუხედავად ამისა უდანაშაულო ძაღლი მაინც იქნა ევთანაზირებული.2.      სოფელი დიღომი, 2019 წელის დეკემბერში რა დროსაც შემოღობილ ტერიტორიაზე მცხოვრებ ძაღლს დაუდგინდა ცოფი. დაავადებული ძაღლის ტერიტორიიდან 3კმ რადიუსზე მცხოვრები შეძლებისდაგვარად ყველა ქუჩის ძაღლი დაექვემდებარა ევთანაზიას იმის ნაცვლად, რომ დაქვემდებარებულიყო სავალდებულო ცოფის საზინააღმდეგო ვაქცინაციას, რაც ასევე ეკუთვნის ეპიზოოტოლოგიური წესების დარღვევას და რასაც მუნიციპალურ თავშესაფარს ავალდებულებს რიგი ვეტერინარული ჩანაწერები და წესები.3.      იდენტური შემთხვევა გვქონდა ფონიჭალაში 2019 წლის მაისი-ივნისში, რა დროსაც ქუჩის გასტერილებული, ვაქცინირებული და მარკირებული ძაღლები იყვნენ ტერიტორიიდან აყვანილი და ევთანაზირებულები, ხოლო პატრონიანი აუცრელი ძაღლები დაექვემდებარნენ სავალდებულო აცრებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტს, რადგან ცხოველი ცხოველია და დაავადებასთან მიმართებაში შეიძლება კლასიფიცირდებოდეს როგორც აცრილი და აუცრელი და არა პატრონიანი და უპატრონო, მით უფრო რომ ადგილი ქონდა მიკედლებული, ანუ მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ძაღლების ევთანაზიას. აქაც კიდევ ერთხელ დაირღვა ეპიზოოტოლოგიური წესი.4.      აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მუნიციპალური თავშესაფარი თავისი ქმედებით უგულებელყოფს ცოფის ვაქცინის ეფექტებს. მისი მიდგომებიდან გამომდინარე გამოდის, რომ სახელმწიფო, კერშოძო პირები და ორგანიზაციები სულ ტყუილად ხარჯავენ რესურსს ცხოველების ცოფის საწინააღმდეგოდ ვაქცინაციაში, იმიტომ რომ მათი ქმედებებით ჩანს რომ ისინი ვაქცინაციას არ აღიარებენ როგორც დაცის მექანიზმს, რაც საერთაშორისო დონეზეც კი არყევს მუნიციპალური თავშესაფრის, შესაბამისად სახელმწიფოს კომპეტენციას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მტკიცებულების სახით საკმარისი იქნება რამდენიმე უკვე ვაქცინირებული ქუჩს ძაღის სისხლის ანტისხეულებზე კვლევა-ტიტრაცია.ბატონებო, მოგმართავთ თხოვნით გაეცნოთ აღნიშნულ საკითხებს, გამოაშკარაოთ ამ და სხვა თემებზე არაკომპეტენტური გადაწყვეტილებების მიმღები პირები, სათანადო გადაწყვეტილება მიიღოთ მათ საქმიანობასთან დაკავშრებით და ეპიზოოტოლოგიურ წესებს დააქვემდებაროთ მუნიციპალური თავშესაფრის ყოველი ქმედება, აქვე იქნეს გათვალისწინებული როგორც ქვეყნის იმიჯი, მოსახლეობის და მიმკედლებლების ინტერესიც და არა კონკრეტული პირების ორმაგი სტანდარტები რომლებიც ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფ ვეტერინარიას კიდევ უფრო დიდ ჩრდილს აყენებს.
gallery images

გადაიხედოს სარწყავი წყლის 10 დღიანი გრაფიკი თეთრიწყაროში

პეტიცია იქმნება  თეთრიწყაროს რაიონი სოფ. ჯორჯიაშვილის თემის სახელით, აღნიშნულ სოფლებში სამელიორაციო სისტემის პრობლემიდან გამომდინარე.როგორც მოგეხსენებათ, თეთრიწყაროს რაიონის ქვედა ზონის სოფლები სარწყავდება ალგეთის წყალსაცავის რეზერვუარიდან, თუმცა რიგი მიზეზების გამო ვერ ხერხდება მოსახლეობის სამელიორაციო წყლით ელემენტარული უზრუნველყოფაც კი.2020 წლის აგრარული სეზონი სოფლებში იწყება მარტი-აპრილიდან, ხოლო წყლის სატესტო გამოშვება მხოლოდ ივნისის პირველ რიცხვებში მოხდა რამოდენიმე საათით.  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როგორც დასახლებულ პუნქტებში, ისე დიდ სავარგულებში გამავალი სამელიორაციო სისტემა ძლიერ დაზიანებულია, რის გამოც მოსახლეობის ნაკვეთებამდე ვერ აღწევს სარწყავი წყალი, ხოლო სოფლის შიდა გზები და რიგი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დახეთქილი წყლის მილების გამო განიცდის წყლისმიერ ეროზიას.ქვემო ქართლის მელიორაციამ მიმდინარე აგრო სეზონზე შეადგინა გრაფიკი 10 დღის მონაცვლეობით, რაც გულისხმობს 10 დღის განმავლობაში სამელიორაციო წყლით სოფლების შეძლებისდაგვარად უწყვეტ მომარაგებას, ხოლო 10 დღის განმავლობაში სარწყავი წლის მიწოდების შეწყვეტას. ეს მიდგომა სოფლის მეურნეობისთვის ძლიერ საზიანოა, რადგან; როგორც მოგეხსენებათ ზაფხულში ამ სოფლების მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი არის ბოსტნეული კულტურების მოყვანა, მოწეული პროდუქციის ადგილობრივ და საქალაქო ბაზრებზე რეალიზება, ხოლო 10 დღის განმავლობაში ბაღჩეული კულტურების უწყლოდ დატოვება ძლიერ დააზარალებს ადგილობრივ მცირე და საშუალო ფერმერებს. უამრავი ზარის მიუხედავად ქვემო ქართლის მელიორაციის სამსახურის უფროსი ბატონი პაატა აბაშიძე იმეორებს, რომ ჩვენ წყალი წიწმატის მოსაყვანად გვინდა რაც სიმართლეს არ შეესაბამება.პეტიციით ვითხოვთ, გადაიხედოს თეთრიწყაროს რაიონში სამელიორაციო გრაფიკი და  მელიორაციის სამსახურის  კომპეტენციის ფარგლებში და აგროკულტურების რწყვის საჭიროების შესაბამისად შეიქმნას  ადგილობრივ ფერმერებზე მორგებული მეტი ინტენსივობის  სამელიორაციო გრაფიკი.  ერთადერთი არგუმენტი რაც ადგილობრივი მელიორაციის სამსახურს აქვს არის ალგეთის წყალსაცავში წლის მცირე რაოდენობა რაც სიმართლეს არ შეესაბამება და გთავაზობთ ამის ვიზუალურ მტკიცებულებას. გარდა ამისა გრაფიკის ცლილება  წყლის ხარჯს არ გაზრდის.უფრო ხშირი ინტენსივობის შემთხვევაში, მაგ 5-6 დღიაანი გრაფიკის შემთხვევაში კარგი გამოსავალია მარტივად აღმოვაჩინოთ საირიგაციო მილების პრობლემები და მისი დროულად შეკეთების ხარჯზე  მოხდეს წყლის დაზოგვა და არა დღეების შემცირებით.
gallery images

პარლამენტში სესიების დროს, პლასტმასის ბოთლები ჩანაცვლდეს ეკოლოგიური - შუშის ბოთლებით

მივმართავთ თხოვნით საქართველოს პარლამენტს, რომელიც არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო და განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.პლასტმასის ბოთლით გამოწვეული ზიანი მსოფლიოში უმნიშვნელოვანეს გამოწვევად იქცა, პლასტმასის ბოთლს დაახლოებით 700 წელი სჭირდება გასახრწნელად. 100 მილიონზე მეტი პლასტმასის ბოთლი ხვდება ოკეანეში ყოველწლიურად. ჩვენს მიერ გადაყრილი პლასტმასი არსად მიდის, ის უკან გვიბრუნდება, შავ ზღვაში.პლასტმასის ბოთლი და მისი თავსახური ძალიან ხშირად, წყლის ბინადრებს, ფრინველებს და ცხოველებს ჯანმრთელობის პრობლემას უქმნის, ან მეტწილად, კლავს. ასევე, პლასტმასის ბოთლი შეიცავს ქიმიურ ნაერთ ბისფენოლ-ა, (Bisphenol A)-ს რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უაღესად საზიანოა.ამიტომ, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს თხოვნით, რომ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენებზე და სესიებზე პლასტმასის ბოთლების მაგივრად გამოყენებულ იქნეს შუშის ბოთლები, რაც ბევრად უფრო ეკოლოგიურია.ჩვენ გადავწყვიტეთ ეს ინიციატივა შემოგვეთავაზებინა, რადგან ვიაზრებთ ფაქტს, რომ პლასტმასის ჩანაცვლება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად ამ ინიციატივის დაწყება ქვეყნის უმთავრესი ორგანოდან ძალიან ეფექტიანი იქნება, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ საპარლამენტო საქმიანობას ადევნებს თვალს და აღნიშნული ორგანო საზოგადოებისთვის სამაგალითო უნდა იყოს. ფეისბუქ გვერდი: www.facebook.com/catchupgeorgiaინსგრამი: www.instagram.com/catchup_georgia/ელ-ფოსტა: info@catchup.geვებ-გვერდი: www.catchup.ge 
gallery images

ტყეები ჩვენია

არ გადაეცეს საქართველოს ტყეები საპატრიარქოს მფლობელობაში