add one
gallery images

პარლამენტში სესიების დროს, პლასტმასის ბოთლები ჩანაცვლდეს ეკოლოგიური - შუშის ბოთლებით

მივმართავთ თხოვნით საქართველოს პარლამენტს, რომელიც არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო და განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.პლასტმასის ბოთლით გამოწვეული ზიანი მსოფლიოში უმნიშვნელოვანეს გამოწვევად იქცა, პლასტმასის ბოთლს დაახლოებით 700 წელი სჭირდება გასახრწნელად. 100 მილიონზე მეტი პლასტმასის ბოთლი ხვდება ოკეანეში ყოველწლიურად. ჩვენს მიერ გადაყრილი პლასტმასი არსად მიდის, ის უკან გვიბრუნდება, შავ ზღვაში.პლასტმასის ბოთლი და მისი თავსახური ძალიან ხშირად, წყლის ბინადრებს, ფრინველებს და ცხოველებს ჯანმრთელობის პრობლემას უქმნის, ან მეტწილად, კლავს. ასევე, პლასტმასის ბოთლი შეიცავს ქიმიურ ნაერთ ბისფენოლ-ა, (Bisphenol A)-ს რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უაღესად საზიანოა.ამიტომ, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს თხოვნით, რომ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენებზე და სესიებზე პლასტმასის ბოთლების მაგივრად გამოყენებულ იქნეს შუშის ბოთლები, რაც ბევრად უფრო ეკოლოგიურია.ჩვენ გადავწყვიტეთ ეს ინიციატივა შემოგვეთავაზებინა, რადგან ვიაზრებთ ფაქტს, რომ პლასტმასის ჩანაცვლება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად ამ ინიციატივის დაწყება ქვეყნის უმთავრესი ორგანოდან ძალიან ეფექტიანი იქნება, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ საპარლამენტო საქმიანობას ადევნებს თვალს და აღნიშნული ორგანო საზოგადოებისთვის სამაგალითო უნდა იყოს. ფეისბუქ გვერდი: www.facebook.com/catchupgeorgiaინსგრამი: www.instagram.com/catchup_georgia/ელ-ფოსტა: info@catchup.geვებ-გვერდი: www.catchup.ge 
gallery images

ტყეები ჩვენია

არ გადაეცეს საქართველოს ტყეები საპატრიარქოს მფლობელობაში
gallery images

ლამაზი სკვერი დიდ დიღომში

ჩვენი მოთხოვნაა,a) გაკეთდეს სკვერი ქ.თბილისში, დიდ დიღომში მდებარე 100 000 მოწამის სახელობის ეკლესიასა და ,,არქის" მშენებარე კორპუსებს შორის მინდორზე,სასურველია ლამაზი შადრევნით, (დ.თავდადებულზე მდებარე  #2 კორპუსსა და 27ა კორპუსს შორის ტერიტორია).აღნიშნული ადგილი ამჟამად არის დაბინძურებული, მათ შორის ბეტონის ნანგრევებით და შუშის ნამსხვრევებით, ასევე არის ე.წ. ჩასავარდნი ადგილები. ყოველივე ეს საშიშია, განსაკუთრებით ბავშვებისათვის. b) ადგილმონაცვლეობის პრინციპით,  გამონთავისუფლდეს შპს. ,,გ.მ.ს ჯგუფი" -ს(ID 402044042) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები (N 01.10.06.006.287 ფართობით: 3298.00 კვ/მ და N 01.10.06.006.286 ფართობით: 70.00 კვ/მ)   დიდი  დასასვენებელი სკვერის გაკეთების მიზნით; იხ. მერიაში წარსადგენი განცხადების სრული ტექსტი:ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკითხი ეხება: 1.   დ. თავდადებულის ქუჩის N2ა ტერიტორიას, (საკადატრო კოდები: N 01.10.06.006.287 ფართობით, 3298.00 კვ/მ  და  N 01.10.06.006.286 ფართობით: 70.00 კვ/მ);2.    საჯარო ბაღის და სკოლის მშენებლობას ქ. თბილისის დიდი დიღმის მე-2 მიკროში;3.   დამატებითი ტრანსპორტით უზრუნველყოფას.საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად: ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან  ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების გადაწყვეტა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად განმტკიცებულია, როგორც ქვეყნის შიდა კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებით.ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-2 მუხლის  პირველი ნაწილი განსაზღვარვს ადგილობრივი თვითმმართველობის ცნებას, რაც გულისხობს: ,,საქართველოს მოქალაქეთა  უფლებას და შესაძლებლობას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.“-,,ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში  მონაწილეობის  მიღების  უფლების  თაობაზე  დამატებითი ოქმის“ მე-2 ნაწილით ,,ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მონაწილეობის მიღების უფლება გულისხმობს ადგილობრივი ხელისუფლების ძალაუფლებისა და ვალდებულებების განსაზღვრას და მათ გამოყენებაზე ზემოქმედების მოხდენას.“ ხოლო ამავე სამართლებრივი დოკუმენტის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ii ,,ა“ პუნქტით ადგილოვბრივი ხელისუფლება ვალდებულია ადგილობრივი საქმეების გადასაწყვეტად უზრუნველყოს ,,ისეთი პროცედურების შემოღება, რომელიც ჩართავს ადამიანებს საკონსულტაციო პროცესებში, ადგილობრივ რეფერენდუმებსა და პეტიციებში.“ცხადია, ჩვენს მიერ წარმოდგენილი N1 პრობლემური საკითხი არ არის გადაწყვეტილი, თავის დროზე, არც ქვეყნის შიდა კანონმდებლობის და არც საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ადგილობრივ მოსახლეობასთან არ გამართული არანაირი კოსულტაცია აღნიშნულ საკითხზე, მიუხედევადა იმის, რომ ხშირი ხეების მწვანე სივრცე რომელიც ტერიტორიაზე ფიქსირდება, თავად ადგილობრივმა მოსახლეობამ გააშენა და უვლიდა მას წლების მანძილზე. (იხ. ფოტო/ვიდეო მასალა, რომელიც თან ერთვის განცხადებას დისკით - დანართი 1)მოგეხსენებათ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, ასევე, არც სხვა შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ პრინციპებს  და არც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას და შეთანხმებას.აქედან გამომდინარე, ზემოხსენებული სამართლებრივი აქტების შესაბამისად ჩვენ თავად გავაკეთეთ ამ ტერიტორიის განვითარების ჩვენი  სურვილის შესაბამისი პეტიცია, პორტალ Manifest.ge-ს საშუალებით, რომელსაც ბევრი ადამიანი შემოუერთდა (იხ. დანართი 2), ასევე განცახებაში ხელმოწერით დასტურდება ადგილობრივ მაცხოვრებელათა ნება საინიციატივო ჯგუფის საშუალებით. ჩვენი მოთხოვნაა:1. ადგილმონაცვლეობის პრინციპით,  გამონთავისუფლდეს შპს. ,,გ.მ.ს ჯგუფი" -ს(ID 402044042) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები (N 01.10.06.006.287 ფართობით: 3298.00 კვ/მ და N 01.10.06.006.286 ფართობით: 70.00 კვ/მ)   დიდი  დასასვენებელი სკვერის გაკეთების მიზნით;2. დიდი დიღმის მე-2 მიკროში აშენდეს თანამედროვე საჯარო სკოლა, საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღი, რომელიც შეძლებს 500 <  აღსაზრდელის უზრუნველყოფას ყოველწლიურად.3. მოხდეს დამატებითი სატრანსპორტო საშუალების (ავტობუსის) დანიშვნა ვაკის და ნაძალადევის მიართულებით. ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები გამომდინარეობს შემდეგი ფაქტორებიდან:ა და ბ)   საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე და  ეკოლოგიური უფლებებიდან გამომდინარემოგეხსენებათ, დ. თავდადებულის ქუჩის N2ა ტერიტორია, წარმოადგენს დ. თავდადებულის და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთას, ასევე ახლოსვე, იკვეთება სხვა ცენტრალური გზები, და ცხადია, ასეთი სტრატეგიის ტერიტორია უპირობოდ გამოყენებული უნდა იყოს ფართო მასშტაბის საზოგადოებრივი ინტერესების დასაკმაყოფილებლად.  სწორედ ამ ტერიტორიის გვერდით და მიმდებარედ აშენდა/შენდება 14 კორპუსი თვრამეტსართულიანი (გარდა ორისა, მათ შორის, უშუალოდ გვერდით ფიქსირდება 6 კორპუსი: შპს ,,არქი“-ს 4 -A,B,C,D 18 სართულიანი კორპუსები, შპს. ,,ალუ“-ს 2- A და B  18 სართულიანი კორპუსები). საბოლოო ჯამში, მივიღებთ მჭიდროდ ჩაყოლებულ 18 სართულიან კორპუსებს, რომელიც გამოიწვევს დ. თავდადებულის ქუჩიდან ი. პეტრიწის ქუჩამდე  ფარნავაზ მეფის ქუჩის მონაკვეთის მთლიან ჩაკეტვას მაღალსართულიანი კორპუსებით ორ მწკრივად.  ერთადერთი ტერიტორია, კი რჩება ჩვენს მიერ დასახელებული ტერიტორია, რომელიც სკვერის გაკეთების შემთხვევაში იქნება ,,მწვანე ფანჯარა“ ამ ჩაკეტილი მონაკვეთისა, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ასევე ჰაერის ფილტრაციის თვალსაზრისით. ჩვენთვის დაუშვებელია ამ ტერიტორიაზე დამატებით 18 სართულიანი კორპუსების აშენება.  ცხადია, მოსახლეობის სწრაფი ზრდა კონკრეტულ ადგილას მოკლე  მონაკვეთზე, თუ მას თან არ ახლავს სხვადასხვა სოციალურ-ეკოლოგიური სერვისებით უზრუნვეყოფა (ბაღის, სკოლა, სკვერი, ტრანსპორტი, პოლიკლინიკა) იწვევს სხვადასხვა სახის კრიზისს და ადამიანის უფლებების მკვეთრად დარღვევას. გ) განათლების ხელმისაწვდომობის უფლებიდან გამომდინარე;ამჟამად, დიდი დიღმის მე-2 მიკროში მხოლოდ 198-ე საჯარო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომლის თითო ჯგუფში 60-მდე ბავშვი ირიცხება. დანარჩენი ბავშვების დიდი ნაწილი კი სარეზერვო განცხადებით ფიქსირდება, და უსასრულოდ ელოდება ადგილის გამონთავისუფლებას (გთხოვთ, გამოითხოვოთ მონაცემები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან კონკრეტულად 198-ე ბაღის შესახებ, ასევე ახლომდებარე 197-ე ბაღის შესახებ). ასეთივე მდგომარეობაა საჯარო სკოლაშიც, სადაც პირველ და მეორე მიკროში ფუნქციონირებს მხოლოდ 186-ე სკოლა. მშობელთა ნაწილი იძულებულია შვილები მიიყვანოს კერძო ბაღში (სკოლებში), თუმცა ამის ეკონომიკური შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ყველას არ გააჩნია, კერძო ბაღის გადასახადები, კი დღითიდღე იზრდება. ყოველივე ეს კი იწვევს განათლების ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფას. 21-ე საუკუნეში მაშინ, როცა ყველანი ერთად ვაშენებთ ევროპული ტიპის ქვეყანას, ძალიან ბევრ ბავშვს, უბრალოდ, არ მიუწვდება ხელი უფასო განათლებაზე, იმ მიზეზის გამო, რომ არ არსებობს საკმარისი რაოდენობის ბაღი/სკოლა. მაგალითისთვის: არსებული რეალობიდან გამომდინარე, დღეს, ბაღში თითო ბავშვზე მოდის დაახლოებით ერთი კვადრატულამდე ფართობი, მაშინ როდესაც თითო მსჯავრდებულზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოდის 4 კვადრატული მეტრი ფართობი. ამ მაგალითით ცხადი ხდება, რა ხარისხის დარღვევასთან გვაქვს საქმე ბავშვების მიმართ, ამასთან, ირღვევა  არა მხოლოდ დაურეგისტრირებელი ბავშვის უფლებები განათლების ხელმისაწვდომობაზე, არამედ რეგისტრირებული ბავშვის უფლებები ხარისხიან განათლებაზე, ჯანმრთელობის უფლებაზე და ჯანსაღ გარემოზე.  ზემოთხსენებული სიტუაცია, გვაქვს დღესდღეობით, მაშინ როცა ახალაშენებულ კორპუსებში მოსახლეობა ჯერ არ შესახლებულა.მოგეხსენებათ ბავშის უფლებები სარგებლობს უპირატესი უფლებების სტატუსით სხვა უფლებებთან შედარებით.  დ) გარემოს დაცვითი უფლებებიდან გამომდინარე;გადარჩება ხეები და სხვა მცენარეები, რომელიც ამ ტერიტორიაზეა დარგული განადგურებისგან, ეს კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის.ე) მომავალ თაობაზე ზრუნვის ვალდებულებიდან გამომდინარე;ჩვენ ყველანი ვალდებული ვართ ვზრუნავდეთ, როგორც ჩვენს გარემო-პირობების გაუმჯობესებაზე, ასევე დიდი შიფრტხილით უნდა ვეკიდებოდეთ  ომავალი თაობებისადმი დანატოვარს. ჩვენმა შეცდომებმა არ უნდა დააზიანოს მომავალი თაობის ინტერესები.აქვე ავღნიშნავთ, რომ თქვენს საჯარო გამოსვლებში, თუ ,,ლაივ“ ჩართვებში ბატონო კახი, ხშირად საუბრობთ, რომ სკვერებში/ბაღებში/პარკებში არ მოხდება ინფრასტრუქტურული ნაგებობების დადგმა. ჩვენს მიერ მითითებული ტერიტორიას, კი მართალია, არ გააჩჩნია სკვერის სტატური, მაგრამ მასზე არსებული მწვანე ნარგავების სიხშირიდან გამომდინარე, მას ეკოლოგიური თვალსაზრისით, უფრო მაღალი ხარისხის დატვირთვა აქვს ვიდრე ხელოვნურად გაკეტებულ სკვერს.ვიყენებთ რა, საქართველოს კონსტიტუციით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მონაწილეობის მიღების უფლების თაობაზე დამატებითი ოქმით“ ,,ადამიანის უფელბათა ევროპული კონვენციით“ და სხვა ნორმატიული აქტით მონიჭებულ უფლებას,  მოგმართავთ თხოვნით ბატონო კახი, რათა აღნიშნული ტერიტორიის განვითარების საკითხი გადაწყვიტოთ ჩვენი მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ შესაბამისობაშია გარემოს დაცვით და ეკოლოგიური უფლებებთან, ჯანმრთელობის უფლებასთან, ტრანსპორტით უზრუნველყოფის უფლებასთან, განათლების ხელისაწვდომობის უფლებასთან და მომავალ თაობაზე ზრუნვის ვალდებულებებთან. პატივისცეით: მაია რობაქიძე
gallery images

ცხოველების გასეირნება კომენდანტის საათის პერიოდში

საქართველოში შექმნილი საგანგებო გამო საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გარეთ გასვლა აიკრძალა.რასაც შემდგომი სიტუაცია მოჰყვა. ოჯახები, რომელთაც ჰყავთ ცხოველები იძულებულნი არიან ზემოთ ხსენებულ საათებში იყვნენ სახლში და არ გაასეირნონ ისინი. გამომდინარე იქიდან რომ ეს საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს ზოგიერთი მოქალაქისთვის უმორჩილესად გთხოვთ რომ ყურად იღოთ ჩვენი პეტიცია. თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს, გმადლობთ !
gallery images

აიგრაძალოს პიროტექნიკის გაყიდვა და გასროლა დაისაჯოს მაღალი ჯარიმით

არსებობს მრავალი მიზეზი რატომ უნდა აიკრაძალოს პიროტექნიკის გაყიდვა და გამოყენება.1. ჯანმრთელობისთვის ძალზედ საშიშია2. შესაძლებელია მოხდეს უბედური შემთხვევა3. აბინძურებს გარემოს. 4. არღვევს ადამიანების სიმშვიდეს5. არსებობს დიდი რისკი ხანძრის გაჩენის6. პიროტექნიკა თითქმის იგივეა რაც ცეცხლასროლი იარაღეგთხოვთ შემოგვიერთიდ ვინც იზიარებთ ამ პოზიციასპატივისცემითანდრო
gallery images
gallery images

ყოფილი იპოდრომის სარეაბილიტაციო სამუშაოების უნდა დაიწყოს!

"UIE-დამოუკიდებელი შემეცნების გაერთიანება"-ის კულტურის დეპარტამენტის გეგმა და პროექტი არის შემდგომი, მეტი მწვანე, მეტი ძველი და მეტი საინტერესო, შეხედე საქართველოს "ოქროს მთა"-ს მწვერვალიდან და დაინახე ოქროს საქართველო!
gallery images

ავტომობილის გამონაბოლქვი გახდეს დაჯარიმებადი !

ჩემი ქალაქი მკლავს  გუნდის სახელით წარმოგიდგენთ პეტიციას .საქართველოს კონსტიტუცია:მუხლი 29ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს ჰაერის დაბინძურება.. მსოფლიო პოპულაციის ზრდასთან ერთად სულ უფრო უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, მათ შორის კრიტიკულია ჰაერის დაბინძურების დონე.მეცნიერებმა პირველად დააკავშირეს ტვინის კიბოს განვითარების რისკი ჰაერის დაბინძურებასთან. ჰაერის ამგვარი დაბინძურების ძირითადი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია. განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს დიზელზე მომუშავე ავტომობილები!!ჰაერის დაბინძურების დონის შესამცირებლად სხვადასხვა განვითარებული სახელმწიფოები ახორციელებენ კონკრეტულ აქტივობებს, რათა სავალალო მდგომარეობა შეცვალონ უკეთესობისკენ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არავითარი მზაობა არ არსებობს იმისთვის, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს.2019 წლის მონაცემებით საქართველოში 1 321 745 ავტომანქანაა რეგისტრირებული. (შსს მონაცემები)მათი 89.9 % 2009 წლამდეა გამოშვებული, ხოლო ტექ-ინსპექტირებაში მონაწილე ავტომობილების 83 %-ის წლოვანება არის 10 წელი და მეტი. მათი უმრავლესობა კი ტექნიკურად გაუმართავია.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 91% ცხოვრობს ტერიტორიაზე, სადაც ჰაერი დაბინძურებულია. მეცნიერების თქმით, 2010 წლის განმავლობაში მსოფლიო პოპულაციიდან 3.3 მილიონი ნაადრევი სიკვდილი დაფიქსირდა, ამის მიზეზი კი იყო ჰაერის დამაბინძურებელ ნივთიერებებსა და ნაწილაკებთან შეხება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ეს მაჩვენებლი 2016 წელს 4.4 მილიონი გახდა. მეცნიერების აზრით, თუ ეკოლოგიური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, 2050 წლისთვის მსოფლიო პოპულაციიდან ნაადრევი სიკვდილის რაოდენობა გაორმაგდება და 8 მილიონს გადააჭარბებს.საქართველოში 2018 წელს სულ დაიღუპა 46 524 ადამიანი.2017 წელს სიმსივნით დაიღუპა 7 095 ადამიანი.2018 წელს სიმვსივნით დაიღუპა 7 329 ადამიანი2017 წელს სასუნთქი გზების დაავადებით დაიღუპა 2 608 ადამიანი.2018 წელს სასუნთქი გზების დაავადებით დაიღუპა 3 676 ადამიანი ამ ვითარების შესაცვლელად ჩვენს ქვეყანას გასავლელი აქვს რამდენიმე ეტაპი. პირველ ეტაპს წარმოადგენს: გაუმართავი ავტომობილის მძღოლის ხილულ კვამლზე დაჯარიმება.როგორ უნდა მოხდეს ეს?! ( რას ვითხოვთ ჩვენ სახელმწიფოსგან ) მიღებულ უნდა იქნას კანონი:საპატრულო ეკიპაჟმა რეაგირება უნდა მოახდინოს, როდესაც შეინიშნება ავტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ხილული კვამლიანობა. აუცილებელია, საპატრულო ეკიპაჟმა ასს-ს შემოწმება განახორციელოს გაჩერებულ მდგომარეობაში. ეს კი შესაძლებელია შემდეგი მეთოდით: ავტო სატრანსპორტო საშუალების ძრავის ბრუნვათა რიცხვი აყვანილ უნდა იქნას 2500 ბრუნზე 3-5 წამის განმავლობაში, თუ გამოვლინდა ნაცრისფერი, შავი ან ლურჯი შეფერლობის მქონე კვამლი (არა თეთრი შეფერილობის ორთქლი) უნდა განხორციელდეს ავტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმება.( კვამლიანობის შემთხვევაში ავტომობილი ტექ-ინსპექტირების დროს ხარვეზდება )1.      შემთხვევის პირველად გამოვლენა - მძღოლს ეძლევა გაფრთხილდება, არ აკლდება ქულა.2.      შემთხვევის მეორედ გამოვლენა - მძღოლს ეძლევა 50 ლარიანი ჯარიმა, აკლდება 10 ქულა.3.      შემთხვევის მესამედ გამოვლენა - მძღოლს ეძლევა 200 ლარიანი ჯარიმა, აკლდება 20 ქულა.4.      შემთხვევის მეოთხედ გამოვლენა - მძღოლს ეძლევა 1000 ლარიანი ჯარიმა, აკლდება 40 ქულა.  ამ კანონის მიღება დღეს ჩვენი ქალაქისთვის და ქვეყნისთვის არის აუცილებელი, ნუ წაგვართმევთ იმას რაც კონსტიტუციით გვეკუთვნის ვცხოვრობდეთ ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში .
gallery images

გაუქმდეს ლეგიონერთა (მონადირეთა) საზოგადოება

ადამიანებო, მოქალაქენო, ცხოველების გულშემატკივრებო და არაგულშემატკივრებო, მოგმართავთ თხოვნით და მოთხოვნით, რომ მიიღოთ მონაწილეობა პეტიციაში, მოწოდებით„დაიხუროს ყოფილი მონკავშირი“, დღეს ლეგიონერთა საზოგადოება.ისე ნუ გავიხდით საქმეს, რომ ჩვენს მომავალ თაობებს ირმის, დათვის, ხოხობის და სხვათა  ექსპონატების ნახვა შეეძლოთ მხოლოდ...აღნიშნული პეტიცია ჩვენი მხრიდან იქნება უდიდესი წვლილი, შეტანილი ბუნების შვილების გადარჩენის საქმეში!გავიხსენოთ, რატომ ნადირობდა პირველყოფილი ადამიანი?  და, ეხლა რატომ ნადირობენ კაცები?მშიერი ადამიანი თავდაპირველად საკუთარი თავის გადარჩენისთვის, ანუ დანაყრებისთვის ნადირობდა, ახლა კი ნადირობა ერთგვარ ბოჰემურ გართობად იქცა – ტკბობა ცხოველების და ფრინველების სიკვდილის ხილვით, ტყვიის მიზანში მოხვედრით!... არის თუ არა ეს ადამიანის ფსიქიკის დეგრადაცია?საბედნიეროდ, ასეთი „გართობა“ უმეტეს შემთხვევაში  ძველი თაობის, ე.წ.  ვინილის ეპოქის წარმომადგენელ მამაკაცებს იტაცებთ, თუმცა, ზოგჯერ თანამედროვე ახალგაზრდებიც იქცევენ თავს ცხოველების განადგურებით, ე.წ. ნადირობით...თქვენს წინაშე წარმოდგენილი პეტიცია არის ერთგვარი შეხსენება, რომ ცხოველების და ფრინველების (დათვი, შველი, გარეული ტახი, მწყერი, გარეული იხვი და სხვა და სხვა) გადაშენების საშიშროების წინაშე დგანან და მათზე ნადირობა ამ პროცესს კატასტროფულად აჩქარებს! ხალხო! თუ ჩვენი აზარტული, გართობის მოყვარე, ეგოისტური ბუნება არ შევზღუდეთ, სრულიად ბუნება ხელიდან გაგვიქრება! არც წყალში გვეყოლება თევზი, არც ცაში ფრინველი და არც მიწაზე ოთხფეხა!  მე ამას სრული ჭეშმარიტებით ვაცხადებ არსებული მოცემულობიდან გამომდინარე.გამოვდივარ ინიციატივით! გაუქმდეს ე.წ. მონადირეთა საზოგადოება! გაუქმდეს მიწის, ცისა და წყლის ბინადრებზე ნადირობა – მასობრივი განადგურება!მშვიდობა და სიყვარული დამკვიდრებულიყოს ყოველი ჩვენთაგანის გულებში! სურათზე:მარცხნივ ძველი ტომები თავის გადარჩენისთვის ნადირობდნენმარჯვნივ: კაცი ნანადირევთან პოზიორობს :/ 
gallery images

ქ. თბილისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩას - საკრებულოს შენობიდან (გ. ტაბიძის №2) ლერმონტოვის ქუჩამდე (გ. ტაბიძის №14) მიენიჭოს საფეხმავლო ზონის სტატუსი.

გ. ტაბიძის ქუჩის ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, ფეხით მოსიარულეთა უფლებების დაცვისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის სტიმულირების მიზნით, ავტომანქანებისთვის გადაიკეტოს ქუჩის მონაკვეთი - საკრებულოს შენობიდან (გ. ტაბიძის №2) ლერმონტოვის ქუჩამდე (გ. ტაბიძის №14) და ამ მონაკვეთს მიენიჭოს საფეხმავლო ზონის სტატუსი.  
gallery images

დაბრუნდეს თბილისში ტრამვაი .

1.არის ეკოლოგიურად სუფთა.2.არ იწვევს საცობებს.3.არის სწრაფი4.მოუხდება/უხდებოდა თბილისს .თქვენთვითონ დაფიქრდით რა გირჩევნიათ საცობებში დგომა და პარალელურად ჰაერის დაბინძურება თუ სწრაფად და გარემოსათვის უსაფრთხოდ მოძრაობა .  
gallery images

დაჩქარდეს საქართველოს კანონის მიღება ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ.

       დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე, უმართავი ხანძრების გამო შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა. სასოფლო სამეურნეო ნაკვეთებში მოსავლის აღების შემდეგ ათასობით ჰექტარზე გავრცელდა ხანძარი. სამწუხაროდ უპასუხისმგებლო ფერმერების მიერ დამკვიდრებული ასეთი პრაქტიკა წლიდან წლამდე მეორდება, ნადგურდება ქარსაფარი ზოლები, რითაც დიდი ზიანი ადგება, როგორც სოფლის მეურნეობას ასევე ბიომრავალფეროვნებას. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის და შსს-ს კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს სახანძრო სამაშველო განყოფილების თანამშრომლები ცდილობენ, როგორც პროფილაქტიკური ღონისძიებებით, ასევე ხანძრების ლიკვიდაციით, შეაჩერონ ქარსაფარი ზოლების განადგურება, მაგრამ ეს მათ ძალებს აშკარად აღემატება. ჩვენ და ჩვენი მხარდამჭერები მოვითხოვთ დაჩქარდეს საქართველოს კანონის მიღება ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ.პატივისცემით, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის წევრი    პავლე თავაძე
gallery images

მიწების დაწვის წინააღმდეგ „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები.

  გთხოვთ „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილები მუხლი 4  (ნიადაგის დაცვის მიზნით დაწესებული აკრძლვები) არსებულ ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი პუნქტები  ო) სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, საქარველოს მთელს ტერიტორიაზე, აიკრძალოს სასოფლო სამეუნნეო კულტურების ნარჩენების, ბალახის, აალებადი და სხვა სახის ნივთიერებების დაწვა ან/და ქიმიური უტილიზაცია. პ)სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების მიწებზე, მოსავლის აღებიდან, შემდეგი სეზონის თესვის პერიოდამდის, მიწის გადაწვის შემთხვევა ჩითვალოს გარემოზე მიყენებულ ზიანად. რ) მიწის ფართობზე, წინასწარ განზრახულად ცეცხლის გაჩენით, გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება მოხდეს, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით.  ს) ერთსა და იმავე საკუთრებაზე ( მესაკუთრისა და სარეგისტრაციო კოდის ცვლილებების მიუხედავად) განმეორებით მიწაზე მიყენებული ზიანი, ხელოვნურად გამოწვეული ხანძრის მიზეზით, დაკვალიფიცირდეს მიწის დეგრადაციად. შემუშავებულ იქნას მიწებისათვის მიყენებული ზიანისა და დეგრადაციის შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) წესი და მეთოდიკა“  მუხლი 9 წინასწარგანზრახვით, სასოფლო სამეურნეო მიწაზე გაჩენილი ხანძრით გამოწვეული ნიადაგის გაუვარგისებისათვის, ნიადაგისათვის მიყენებული ზიანის გამო პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (3.ა) სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზეზიანის მიყენებისას განსახორციელებელი ღონისძიებები სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზეზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის უწყებას ცხელი ხაზის მეშვეობით და მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია; ბ) განახორციელოს საჭირო ღონისძიებები სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზემიყენებული ზიანის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად; გ) საკუთარი ხარჯებით და პასუხისმგებლობით განახორციელოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილი პრევენციული და გამასწორებელი ღონისძიებები;  დ) სრულად აანაზღაუროს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზედაზიანების შეფასების, მონიტორინგის, ზედამხედველობისა და დეპარტამენტის მიერ გაწეული სხვა ადმინისტრაციული ხარჯები. ე) საჯარიმო ღონისძიებების დადგენილი წესით დამტკიცებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ხაზინაში ჩარიცხოს თანხა გამასწორებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ღონისძიებების საერთო ღირებულების 100%-ის ოდენობით. ვ) შესაბამისი სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია, ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირს: მოსთხოვოს ინფორმაცია სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე მიყენებული ზიანის შესახებ, განუსაზღვროს სავალდებულოდ შესასრულებელი ღონისძიებები ზიანის აღმოსაფხვრელად და დაუწესოს ზიანის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ვადები;  ზ) შესაბამისი სახელმწიფო ორგანო ვალდებულია, მიწის მფლობელის ხარჯით, ნიადაგის აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჩაატაროს მიწის ანალიზი, მოახდინოს მიწის შეფასება, რის შესახებაც მეპატრონესთნ გააფორმოს შესაბამისი აქტი. თ) სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წინასწარგანზრახვით ხანძრის გამოწვევა ისჯება ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის წესით, გამომდინარე მიყენებული ზიანის ოდენობიდან. ი)სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზეხანძრის გარდაუვალი საფრთხის ან გარემოზე, წინასწარ განზრახვით გამოწვეული ხანძრით მიყენებული, ზიანის შესახებ შეუტყობინებლობა. გარემოზე ზიანის გარდაუვალი საფრთხის ან გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ შეუტყობინებლობა– გამოიწვევს, ხანძრის საშიშროების ან/და ხანძრის შემსწრე მესამე პირის დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე.  3.ა.) წინასწარგანზრახვით გაჩენილი ხანძრით, ნიადაგისათვის მიყენებული ზიანის დათვლას, ნიადაგის აღდგენის სამუშოების ჩამონათვალის შედგენას, მიწის მესაკუთრისათვის წარსადგენად ანხორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დაწესებულება. 3.ბ.) წინასწარგანზრახვით გაჩენილი ხანძრით, ნიადაგისათვის მიყენებული ზიანის ანაზღურების გადახდის შემდგომ დაზიანებული მესაკუთრე ვალდებულია საკუთარი ხარჯებით განახორციელოს არემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დაწესებულების მიერ დადგენილი აგროტექნიკური ღონისძიებები, ნიადაგის რეაბილიტაციისა და გაჯანსაღებისათვის. კონტროლს ნიადაგის გაჯანსაღების სამუშოების მიმდინარეობაზე ახორციელებს, არემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დაწესებულება.   კანონის მიღებამდის განსახორციელებელი სასწრაფო შესატანი ცვლილებები საქართველოს მთვრობის დადგენილება # 54 2014 წლის 14 იანვარი ტექნიკური რეგლამენტის- „გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ. მუხლი 4. მიწების დეგრადაციის შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) წესი  პუნქტი6. დაცული ტერიტორიის, ისტორიულ-კულტურული დანიშნულების, რეკრეაციული დანიშნულების მიწების ფარგლებში დეგრადაციის შემთხვევაში დეგრადაციის ხარისხის ცვლილებების გადასაყვანი კოეფიციენტის (D) ნაცვლად დგინდება შემდეგი მნიშვნელობები: (ჩამონათვალს დაემატოს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები) ასევე კოეფიციენტი (D) ნაცვლად დადგინდეს მნიშვნელობა და დაემატოს ჩმონათვალს პუნქტი ვ) სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების მიწებზე მოსავლის აღებიდან, შემდეგი სეზონის თესვამდის პერიოდში, მიზანმიმართულად გადაწვის გზით მიწის დეგრადაციის შემთხვევაში – 3,0; ასევე პუნქტი 10 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების მიწებზე მოსავლის აღებიდან, შემდეგი სეზონის თესვამდის პერიოდში, გადაწვის შემთხვევაში, დეგრადაციის შედეგად გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება ათი ათასი (10 000) ლარით ყოველ ჰექტარზე და მის ზევით თუ ხანძარი გავრცელდა ქარსაფარ ზოლებსა ან მომიჯნავე საკუთრებაზე. (http://extwprlegs1.fao.org/docs/pdf/geo167600.pdf) http://moe.gov.ge/res/images/file-manager/garemosdacviti_pasukhismgeblobis_sajaro/122_04_2018.pdf
gallery images

ერთად გადავარჩინოთ მუხნარის ტყე!

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,ამავე სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს  _ მოგმართავთ, პროექტის  "ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისათვის"  ფარგლებში შექმნილი  „ახალგაზრდების  გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი“ -ს  იგივე SKYE კლუბის სახელით; _მოგმართავთ იმ ახალგაზრდების სახელით, რომლებიც უკვე წლებია ვუყურებთ  ქუთაისის შემოსასვლელთან მდებარე მუხნარის ტყის  სავალალო მდგომარეობას. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არ ფლობს ინფორმაციას მუხნარის ტყის სავალალო მდგომარეობის შესახებ. ტყის ფართობი წლების განმავლობაში მცირდებოდა და ის ამჟამად განადგურების პირასაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება წითელ წიგნში შეტანილ ძელქვასა და იმერულ მუხას, რომელთა მდგომარეობა საჭიროებს სპეციალურ ყურადღებას და კონტროლს.კერძოდ, ვითხოვთ: _ტყის მცენარეებს ძლიერ აზიანებს  მავნებლები განსაკუთრებით, ხარაბუზა, რომლის მატლებსაც შეუძლია 2 წელში ხე მთლიანად მოსპოს და გაანადგუროს. საჭიროა ჩატარდეს სპეციალური ღონისძიებები, რათა მოხდეს ამ მავნებლების განადგურება;_საჭიროა ჩატარდეს ტყის აღწარმოება;_ტყის ტერიტორია დაცული იყოს პირუტყვებისაგან;_გატარდეს ისეთი ღონისძიებები, რომლითაც შემცირდება ანთროპოგენური ფაქტორის მავნე  ზეგავლენა ტყეზე;_მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ტყე დაიტვირთოს მრავალფუნქციურად_ მიენიჭოს მას რეკრეაციული ფუნქცია;_საჭიროა სისტემატურად ექცეოდეს ტყეს სპეციალური და კომპეტენტური  პირებისგან ყურადღება და ხდებოდეს მეთვალყურეობა.   კლუბი CFF -ი / მომავლის ახალგაზრდები
gallery images

გადავარჩინოთ ვაკის გამგეობის სკვერი

ვაკის რაიონის გამგეობის ეზოში მდებარე სკვერი, კვლავ განაშენიანების საფრთხის წინაშეა;სამეზობლო თემმა, დაუღალავი ბრძოლის შედეგად ერთხელ უკვე შეაჩერა ინვესტორის მცდელობა, სკვერის მომიჯნავედ, ჩაედგა უზარმაზარი შენობა, თუმცა, მაისის თვეში, მშენებლობის იდეა კვლავ განახლდა;მოვითხოვთ, ქალაქ თბილისის მერიისგან, არ დაუშვას, ისედაც მშენებლობებით შევიწროვებული და შემცირებული სკვერის, კიდევ უფრო დაზიანება, უარი უთხრას კომპანია "ლიდერბეთს" მისი ოფისისათვის პროექტის შეთანხმებაზე და ერთხელ და სამუდამოდ დაუბრუნოს სკვერი ქალაქს!