add one
gallery images

გავაციმბიროთ კოკი პაატას ძე კვიჟინაძე

ერთად დავიცვათ და გავასუფთავოთ ქალაქი.
gallery images

#არაჩაბეტონებას!

1.      ბათუმის საკრებულომ უახლოეს კვირაში მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, სადაც განიხილავს და შეითანხმებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონას კვლევის შედეგად დადგენილ საზღვრებში.2.      ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცებამდე შეჩერდეს დემონტაჟისა და სამშენებლო  ნებართვების გაცემა      კვლევის შედეგად დადგენილ საზღვრებში.3.      დაუბრუნდეს მწვანე კონცხის ნაკვეთს სარეკრეაციო ზონის სტატუსი.4.      ზემოთაღნიშნულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი პროექტები შეთანხმებული იყოს საჯარო განხილვისა და დისკუსიის შედეგად, საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებთან.
gallery images

გადავარჩინოთ ჩვენი ულამაზესი ბუნება

მოვითხოვთ ძალიან გამკაცრდეს გარემოს დანაგვიანებაზე სანქციები. გაიზარდოს ჯარიმების ოდნობა და ამასთან გამოიყოს სპეციალური პატრული  დანაგვიანების აღსაკვეთად ყველა ქალაქსა თუ სოფელში. თუ გავითვალისწინებთ ხალხის დამოკიდებულებას და გარემოს დანაგვიანების მაჩვენებლებს საკმაოდ დიდ ფინანსურ სარგებელს  მიიღებს სახელმწიფო სანქციების გამკაცრებით. მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს, გთხოვთ დანაგვიანების ჯარიმები ძალიან გაამკაცროთ და მინიმალური ჯარიმა განისაზღვროს 500 ლარით და ზემოთ. ერთადერთი გზაა ეს ამ საშინელების შესაჩერებლად. ჯარიმები და სანქციები უნდა იყოს რეალური და მოქმედი სწორედ ამისთვისაა საჭირო პატრულის დანიშვნა.
gallery images

კანონით დაისაჯოს ცხოველებზე ძალადობა

კანონით დაისაჯოს ცხოველებზე ძალადობა
gallery images

კანონით დაისაჯოს ცხოველებზე ძალადობა

ამ ბოლო დროს ხშირად გავრცელდა ცხოველებზე ძალადობის ფაქტები. სახელმწიფო ვალდებულია გაამკაცროს კანონი, რომლის მიხედვითაც დაისჯება ცხოველზე მოძალადე ნებისმიერი ასაკის ადამიანი. 
gallery images
gallery images

ჩანაცვლდეს პოლიეთილენის პარკების გამოყენება მუყაოს ან ნაჭრის, მრავალჯერადად გამოყენებადი, პარკებით, რათა დაბინძურების მხრივ ჩვენი გარემო ბევრად უსაფრთხო იყოს!

პოლიეთილენის მოხმარების შემცირების და მისი ქაღალდის პარკებით ჩანაცვლების პროპაგანდა მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს. ამ დროს, საქართველოში ისიც არ აქვთ გაცნობიერებული, რა საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს პოლიეთილენის პარკი გარემოსა და ადამიანის სიცოცხლისთვის. ეფექტური გამოსავალი, ალბათ, აკრძალვებზე მეტად საზოგადოებაში ეკოლოგიური თვითშეგნების ამაღლებაა.ადამიანები დღემდე დაუდევრად ყრიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, რაც სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან აკრძალვების დაწესების აუცილებლობას განაპირობებს. პოლიეთილენის ნარჩენები ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა. პოლიეთილენის წარმოება იაფია, ის შედარებით ადვილად მოსახმარი და ხელმისაწვდომია. ამიტომაც, პოლიეთილენის პროდუქტი ყოველდღიურად დიდი რაოდენობით გამოიყენება. პოლიეთილენი არამარტო აბინძურებს ბუნებას და საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას, არამედ მისი დაუდევრად მოხმარება სიცოცხლისთვისაც საკმაოდ საშიშია. პოლიეთილენი ძალიან ძნელად იხრწნება (მინიმუმ 400 წელი სჭირდება), მისი დაშლის დროს გამოყოფილი ნივთიერებები იწვევს გარემოს დაბინძურებას. ბევრმა ალბათ არც იცის, რომ პოლიეთილენი ჩვეულებრივი ნავთობპროდუქტია, და ის არანაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე სხვა ტიპის ნავთობპროდუქტების ნარჩენების პირდაპირ მოხვედრა ბუნებაში. საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა. განვითარებულ ქვეყნებში, ნარჩენების მართვა, სერიოზულ ბიზნესად იქცა. ეკოლოგიური საკითხების გადაწყვეტა კი პოლიეთილენის კვლავწარმოებით ხდება.მსოფლიოში ნარჩენების მართვის სფეროს თანამედროვე კონცეფცია აღინიშნება სამი "R”-ით: -reduction - ნარჩენების დაგროვების მოცულობის შემცირება, ნარჩენების მინიმიზაცია; -reuse- კომპონენტების განმეორებითი გამოყენება; -recycling- კომპონენტების გადამუშავების შემდეგ სამეურნეო ბრუნვაში დაბრუნება. ამ კონცეფციას უკვე მრავალი ქვეყანა იზიარებს და სხვადასხვა მეთოდით ცდილობს მოსახლეობაში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებას. საქართველოში ამ მხრივ რთული ვითარებაა. პოლიეთილენის მავნებლობის საკითხი დღის წესრიგში ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ 2010 წელს დადგა. 2010 წლის თებერვალში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე იმ ბიზნესმენებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში პოლიეთილენის პროდუქტის მსხვილი მწარმოებლები არიან. მინისტრმა მეწარმეებს `პოლიეთილენის ერთჯერადი პაკეტების ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შესახებ~ კანონის შექმნის მიზანი და აუცილებლობა გააცნო და მათი აზრიც მოისმინა. დაისახა კონკრეტული გეგმა, როგორ შეიძლება, ერთის მხრივ, გაუმჯობესდეს არსებული მდგომარეობა და, მეორეს მხრივ, არ დაზარალდეს მეწარმეთა ინტერესები. კანონპროექტის სამუშაო ვერსია ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული პოლიეთილენის ერთჯერადი პარკისთვის მოსაკრებლის დაწესებას - ერთ ცალზე 0.2 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოში იმპორტირებული პროდუქციისთვის - ერთ ცალზე 0.3 ლარი. ახალი კანონპროექტი სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში გაივლის მოსამზადებელ პროცედურებს. შემდეგ კანონი დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება. ამ დროისთვის უცნობია, რა ეტაპზეა აღნიშნული კანონის სამუშაო ვერსიის განხილვა, როდის შევა ის ძალაში და მოხდება თუ არა მისი განხილვა პარლამენტში. გარდა ამისა, პოლიეთილენის პროდუქტზე მოსაკრებლის დაწესება, არ იქნება სასურველი ეფექტის მომტანი, ამ შემთხვევაში გაიზრდება, მხოლოდ ფასი, რაც მის მოხმარებას, რეალურად ვერ შეამცირებს. ფაქტია, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო რეალური ნაბიჯების გადასადგმელად არაფერს აკეთებს. ნაკლებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ის პოლიეთილენის პროდუქტი, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად, დიდი რაოდენობით იყენებენ. მოსახლეობისადმი ინფორმაციის მიწოდებისა და მოტივირების მიზნით, შესაძლებელია, დაიგეგმოს სხვადასხვა ღონისძიებები, სადაც აქტიურად ჩაერთვებიან, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. ეს პრაქტიკა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული და წარმატებით მუშაობს.პოლიეთილენის აქტიური მოხმარება დაიწყო 70-იანი წლებიდან ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში დაახლოებით ტრილიონი პოლიეთილენის პაკეტი იწარმოება. ეკოლოგების მოკვლევით, ადამიანი გარემოს ყველაზე მეტად პოლიეთილენის ნაწარმით აბინძურებს. ნაწარმი, რომელიც რამდენიმე წუთის მოხმარებისთვის არის გათვლილი, ბუნებაში ასეული წლების (დაახლოებით 300-400 წელი) შემდეგ იხრწნება. პოლიეთილენის წვის დროს გამოიყოფა ნივთიერება, რომელიც აბინძურებს ატმოსფეროს და მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. პოლიეთილენის პარკები არის ადამიანის მიერ გადაყრილი ნაგვის 7-9%
gallery images

მოიმატოს საწვავის ფასმა 10 ლარამდე - ეკოლოგიისთვის

მოვითხოვთ საწვავის ფასის ხელოვნურად გაზრდას 10 ლარამდე. გამომდინარე იქიდან, რომ ქვყნის მოქალაქეებს არ გააჩნია პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის მიმართ და ურჩვნია მილიონობით ადამიანი გაწიროს სასიკვდილოდ, საკუთარი სნობიზმითა და დაუდევრობით, მოვითხოვთ საწვავის ფასი ხელოვნურად იქნეს გაძვირებული 10 ლარამდე და მოხდეს ბიზნეს სქტორის წახალისება ამ კუთხით, ხოლო ბიუჯეტში შესული თანხა მთლიანად მოხმარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებასა და ეკოლოგიის დაცვას. ერთადერთი გზა ქვეყნის ეკოლოგიის გადასაუმჯობესებლად და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, არის საწვავის ფასის მომატებაში. საქართველოს მოქალაქეები განსზრახ ხსნიან მანქანბს ფილტრებს, რომ მანქანის სიჩქარემ და ხმამ იმატოს, ხოლო ფილტრებს ყიდიან. მოაწერეთ ხელი პეტიციას, რომ ყველაზე სწრაფი და შედეგიანი გზებით შევძლოთ ჩვენი ბუნების და ოჯახის წევრების დაცვა. ხელოვნურად მომატებული ფასი არ გავრცელდება:1) საზოგადოებრივ ტრანსპორტზე2) პატრულის მანქანებზე3) სასწრაფო დახმარების მანქანებზე4) სახანძრო-სამაშველო დახმარების მანქანებზე5) კერძო ბიზნესზე  
gallery images

თავისუფლება ნიკიტას

ნიკიტა და ანა მოგეხსენებათ 3 წელი და 7 თვეა ერთად არიან. მათ ბევრი რთული ეტაპი გამოიარეს ურთიერთობაში მაგრამ ახლა დროა დასრულდეს მათი ურთიერთობა. სხვა გოგო ბიჭებსაც გვინდა ნიკიტასთან სიახLOVE.. ნიკიტა გახდიიი რა ჩემი ლოვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე თუ არ დაშორდებიან ერთმანეთ მოვიტხოვთ აწ უკვე გადამდგარი გიორგი კვირიკაშვილის კიდევ ერთხელ გადადგომას
gallery images

უპატრონო ცხოველებისთვის კეთილმოწყობილი თავშესაფრის (პიტომნიკით და ადგილობრივი ვეტ-კლინიკით) მოწყობა, ჩიპირება და დონაციების სისტემის და მოხალისეთა პროგრამების დანერგვა

ერის კულტურა ცხოველებთან მოპყრობით განისაზრვრება...  გთხოვთ განიხილოთ ჩვენი წინადადება, რომლის განხორციელება წერტილს დაუსვავს ბევრ არსებულ პრობლემას, როგორც მოქალაქეების ჩივილების უსახლკარო და მაწანწალა ცხოველების გამო, ისევ ცხოველების გაჭირვებული მდგომარეობის მხრიდანაც. 1) ვითხოვთ კეთილმოწყობილი თავშესაფრის მოწყობას ან რსებუი მუნიციპალური თავშესაფრის გაფართოეებას და გაუმჯობესებას;  მთავარია საკმარისი რესურსი და სივრცე იყოს ცხოველებისთვის, იმისთვის, რომ მარტივად განხორციელდეს დაავადებათა გავრცელების კონტროლი, როგორც შიდა ტერიტორიაზე ისე გარეთაც. (თბილისში არსებული მუნიციპალური თავშესაფარი თავისი შესაძლებლობებიდან და მათი ხელთარსებული საშუალებებიდან გამომდინარე ვერ ახერხებს მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე ყველა უსახლკარო ცხოველის განთავსებას/მიკედლებას და კარანტინში მყოფი ცხოველების ერთმანეთზე დაავადებების გავრცელების კონტროლს. მათ შორის დაავადებული ცხოვლების დაჭერის/გადაყვანის შემდეგ არ ხორციელდება სათანადო სადიზინფექციო პროცედურები, რაც საფრთხეს უქმნის ჯამრთელ ცხოველებს, რომლებიც ხდებიან თავშესაფრის ტერიტორიაზე. აგრეთვე, ანალიზების და სამედიცინო დათვალიერების ეტაპამდე თავშესაფრის საკარანტინო სივრცეში თავსდება ყველა ცხოველი ერთად, ერთ გალიაში, სადაც დაავადებების გავრცელების რისკი უაღრესად იზრდება. ხშირ შემთხვევაში დაკარგული ან სახლიდან გაპარული ცხოველები იჩენენ თავს ამ თავშესაფარში სადაც ამ თავშესაფრიდან ბრუნდებიან პატრონთან უკვე დაავადებულები). აუცილებელია ამ გადაუდებელი საკითხის განხილვა და მკაცრი ზომების მიღება, რადგან არსებული ვითარებიდან გამომდინარე წარმოიქმნება უამრავი კანონდარღვევა, ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის ქმედებები და იქმნება ზოგი მოქალაქისთვის დიდი დისკომპორტი, რაც ზრდის უამრავ უთანხმოებას და კონფლიქტს ცხოველთა დამცველებს და უქმაყოფილო მხარს შორის. თავშესაფარი უნდა იყოს აღჭურვილი ყველა საჭირო საშუალებით და რესურსით (კვალიფიცირებული ვეტ-ექიმები და მომვლელები, სადაც მოხდება ცხოველების მკურნალობა ( და არა დაძინება დაავადების გამო!) და გასტერილება. სადაც ცხოველები იქნებიან მათთვის უსაფრთხო კომფორტულ გარემოში, სადაც ახალი მიღებული დაავადებული ცხოველებისგან დაავადებების გავრცელება ჯამრთელ ცხოველებისთვის იქნება შეუძლებელი!) 2) ვითხოვთ ცხოველთა მოყვარულებისათვის მოხალისეთა პროგრამების დანერგვა და თავშესაფრისთვის დონაციების გამჭირვალობის კონტროლის მექანიზმების მოწყობას. ეს ახალი/განახლებული თავშესაფარი იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არსებული მკაფიო დილემისთვის. ცივილურ ქვეყნებში ყველგან არსებობს მსგავსი ორგანიზაციები, სადაც მოსახლეობის ნაწილი სპონსირებას უწევს ამ თავშესაფარს, რომელიც თავის რიგად წარმოადგენს პიტომნიკსაც საიდანაც იშვილებენ, ანუ აყავთ ცხოველი ოჯახში ან იყენებენ და წვრთნიან ოგორც ძალოვანი სტრუქტურებისთვის, ისე უსინათო ადამაინებისთვის. ამ შემთხვევაში ცხოველი მოვლილია, ჯამრთელია, შემოწმებულია, აცრილია, სუფთაა და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ოჯახისთვის ან სხვა ცხოველებისთვის. ამ გზით ჩვენ ავღმოფხრავთ დაავადებების გავრცელებას და სასტიკი მოპყრობის აქტებს საგრძნობლად შევამცირებთ. და 3) შემოყვანილი იქნას ცხოველების ჩიპირება, რის მიხედვით ძალზე გამარტივდეა ცხოველის იდენტიფიცირება და პოვნა დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში. დამატებით ეს მიდგომა უფრო მეტ პასუხისმგებლობას დააკისრებს პატრონს, იმ შემთხვევაში თუ მას მოუნდება ცხოველის ქუჩაში გაგდება.  ერის კულტურა ცხოველებთან მოპყრობით განისაზრვრება...   
gallery images

არა ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობას!

საქართველოს მთავრობასსაქართველოს პარლამენტის თავჯდომარესბატონ ირაკლი კობახიძესსაქართველოს სახალხო დამცველსქალბატონ ნინო ლომჯარიასამერიკის ელჩს; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს;საფრანგეთის ელჩს;დიდი ბრიტანეთის ელჩს ; ნიდერლანდების სამეფოს ელჩსს; იაპონიის ელჩს; ავსტრიის ელჩს; ჩინეთის ელჩს;საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს:მსოფლიო ბანკსევროპისა და საინვესტიციო ბანკსევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსაზიის განვითარების ბანკსსაერთაშორისო საფინანსო კორპორაციებსჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მივმართავთ ჩვენს მიერ არჩეულ საქართველოს მთავრობას,დიპკორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს - შეწყდეს ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობა მდინარე რიონზე!!!პროექტი მიზნად ისახავს მდინარე რიონზე  ორი კაშხალის მშენებლობას. ტვიშის კაშხლის სიმაღლე - 60 მ; ნამოხვანის - 111,5 მ. მათი სიმძლავრე შესაბამისად  იქნება 100 და 333 მგვტ. ორივე კაშხალზე გამომუშავდება 1514 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია, რომელიც პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობასთან დადებული 15 წლიანი ხელშეკრულებით „ენერგიის გარანტირებულ შესყიდვაზე  სახელმწიფო გარანტიით“ -წლის განმავლობაში, რვა თვის მანძილზე (სექტემბერი-აპრილი), ჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას სრულად ყიდულობს სახელმწიფო, რაც წლის მანძილზე გამომუშავებული ელექტროენერგიის 50%-ს (საათში 1514-დან  747 გეგავატი) წარმოადგენს.დანარჩენი ელექტროენერგია ანადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება ან ექსპორტზე გავა თურქეთის მიმართულებით.“საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საექსპერტო კომისიის მიერ 2015 წ 19 ნოემბერს გაცემული  საექსპერტო დასკვნა, ისევე, როგორც პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში  არის ზედაპირული. არ  არის საფუძვლიანად შეფასებული ის რისკები და გავლენა ბუნებაზე, რაც მოჰყვება ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობას.2018 წლის 21–22 თებერვალს პროექტის ავტორებმა სოფელ მექვენასა და ტვიშში მოაწყვეს პროექტის პრეზენტაცია. სადაც მათ მოსახლეობის ვერც ერთ მტკივნეულ შეკითხვას ვერ უპასუხეს. ტვიშის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად პრეზენტაცია დატოვა ხოლო მექვენის შეხვედრის შემდეგ მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ჰესის საწინააღმდეგო ხელმოწერები გადასცა პროექტის ავტორებს.მოკლედ მოგახსენებთ იმ საფრთხეების შესახებ, რაც შეიძლება მოჰყვეს  ნამოხვან ჰესების კასკადის მშენებლობას და რამაც შეიძლება მასშტაბურ ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიგვიყვანოს:1.      ლეჩხუმის რეგიონი, სადაც უნდა განხორციელდეს  მშენებლობა, სეისმურად არამდგრადია. მსოფლიო პრაქტიკაში ცნობილია ასეთი კაშხლების გარღვევის ფაქტები, რასაც მოჰყვა მასშტაბური ნგრევა და დაიღუპა ასობით ათასობით ადამიანი. (ჩინეთი ბანკიაოს კაშხალი ხენენის პროვინცია, იტალია, ვაიონტის კაშხალი და სხვ.)2.      არ მომხდარა საგრუნტე წყლებზე გავლენის შეფასება, რასაც შეიძლება მოჰყვეს დერჩის უდიდესი მეწყერის ჩამოწოლა და შედეგად მივიღებთ გაცილებით დიდ ტრაგედიას, ვიდრე ეს 2016 წლის 13 ივნისს მოხდა თბილისში. საფრთხეს ქვეშ დგება  ქუთაისი, ფოთი და დასავლეთ საქართველოს ქალაქები.3.      მდინარე რიონზე უკვე მოქმედებს 5 ჰესი. კიდევ  ორი დიდი ჰესის დამატება გამოიწვევს მდ. რიონში წყლის დინების სიჩქარის შემცირებას და ლამის მის დაჭაობებას. კაშხლების მშენებლობა აღარ მისცემს საქვირითედ მიმავალ თევზებს გასვლის საშუალებას, რაც გამოიწვევს მდინარეში თევზების განადგურებას.4.      საქართველო მცირე მიწიანი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება. სახნავ-სათესი, საბაღე მიწების დატბორვა (700 ჰა-მდე) და დიდი ფართობის წყალსაცავის არსებობა გამოიწვევს: ერთის მხრივ წითელ წიგნში შეტანილი მცენარეებისა და ცხოველების განადგურებას; მეორეს მხრივ, გაზრდის ტენიანობას, ტემპერატურის ვარდნას, გახშირებული წვიმები, შეცვლის მიკროკლიმატს, რაც უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ირგვლივ მყოფი სოფლების ხეხილისა და მარცვლეულის მოსავლიანობაზე. ასევე საფრთხე შეექმნება მეფუტკრეობას და  ყურძნის უნიკალური ჯიშებს. რეგიონში როგორც დარგი  განადგურდება მევენხეობა, მეღვინეობა, მეფუტკრეობა. ლეჩხხუმი, როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი რეგიონი, რომელიც ქმნის და აწვდის სოფლის მეურნეობის პროდუქციას საქართველოს სხვა კუთხეებს, მათ შორის ქუთაისს,  ფაქტობრივად განადგურდება.5.      განადგურდება ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, წყალი დაფარავს მამა-პაპის საფლავებს.ამ საფრთხეების გათვალისწინებით, რაც მოყვება ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობას ისმის კითხვა -გვიღირს კი 750 მლნ დოლარად შეფასებული პროექტის განხორციელება?  ან ვისთვის გვინდა აქ გამომუშავებული ელექტროენერგია, თუ კი აღარ იარსებებს ლეჩხუმი, და რეალური საფრთხე შეექმნება ქუთაისსა და დასავლეთ საქართველოს სხვ. დიდი ქალაქებს !!!   ყოველივე  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვითხოვთ - შეწყდეს ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ და სრულიად საქართველოს მოსახლეობა, იძულებული ვიქნებით, ყველა ღონე ვიხმაროთ ქუთაისის,  და ლეჩხუმის ხეობის სოფლების გადასარჩენად. არ დავუშვებთ, სამშენებლო სამუშაოების დაწყებას საპროექტო ტერიტორიაზე.მოგიწოდებთ ეს ინვესტიცია მიმართოთ სოფლის მეურნეობისა და რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და ინფრასტრუტურის განვითარებისთვის, რაც შეგვინარჩუნებს ბუნებრივ გარემოს და მოგვცემს შესაძლობლობას განვავითაროთ სოფლები, შეწყდეს მიგრაციის პროცესები, ავაღორძინოთ სოფლის მეურნეობა, დავასაქმოთ ადამიანები და ვაწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, რომელზეც  დიდი მოთხოვნაა როგორც ადგილობრივ, ასევე მსოფლიო ბაზარზე. 
gallery images

პეტიცია

პეტიცია დღეს საქართველოში ხელისუფლება ყველანაირი ხერხით ცდილობს მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ ქვეყნის ფინანსური `ხსნა”-მცირე ჰესების შენებაშია. სინამდვილეში ეს ჰესები მათ გამდიდრებას ემსახურება.ჩვენ უკვე ვნახეთ, რა ბედი ეწია ასეთი ჰესების მშენებლობას. მაგალითად, ერთ-ერთი ჰესის მშენებლობას 11 ადამიანის სიცოცლხე შეიწირა. ამჟამად ჰესებს აშენებენ სვანეთში და სხვა მაღალმთიან რეგიონებში, რაც ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენებს ჩვენი ქვეყნის ამ ულამაზეს მხარეს და ისტორიულ - კულტურულ - რელიგიურ ძეგლებს. რაც მთავარია, ჰესების მშენებლობა სახიფათოა რეგიონში მცხოვრები მოსახლებისთვისაც.ეს პროექტები არის მთის და ხეობების მოსახლეობისაგან დაცლის ვერაგული გეგმა, რომელიც პირველ ყოვლისა ჩვენს საამაყო მთას და მის გმირ მოსახლეობას ემუქრება (სვანეთი, რაჭა, პანკისი, ხევსურეთი, აჭარა, ჯავახეთი).`ერთი ქართული სოფელი სჯობს, მთელ ფულს ოლიგარქიის ჯიბეში” - ეს არის დღევანდელი ჩვენი დევიზი.
gallery images

გადავარჩინოთ ზემო რაჭა! Save Zemo Racha!

2018 წლის 19 თებერვალს, ქალაქ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მოეწყო სს „ონის კასკადის“ მიერ „ონის ჰესების კასკადის მშენებლობის და ექსპლუატაციის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ე.წ. საჯარო განხილვა. ეგრეთ წოდებული იმიტომ რომ, მოსახლეობამ მხოლოდ წინა დღეს შეიტყო დაგეგმილი ღონისძიების შესახებ. მეტიც, მოსახლეობამ ინფორმაცია მიიღო არა მერიის თანამშრომლებისგან, არამედ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისგან. პროექტის მიხედვით, მდინარე რიონზე უნდა აშენდეს 200 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური.ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე მდებარე ზემო რაჭა სეისმურად აქტიურ ზონას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, კომპანიის მხრიდან გაკეთებული განცხადება რისკების შემცირებაზე, აღქმული იქნა, როგორც სიცრუე და არაპროფესიონალიზმი, როგორც საქმისადმი და ქვეყნისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ვაცხადებთ, რომ ჰესის მშენებლობის პროცესიც კი გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს ზემო რაჭას და არა მხოლოდ ამ მხარეს. ე. წ. საჯარო განხილვისას ითქვა, რომ პროექტის ფარგლებში, სოფლების თავზე, დაახლოებით 10 ჰექტარ ფართობზე, მეწყერსაშიშ ზონაში 4200 ხის მოჭრა იგეგმება, რომელიც, თურმე, წითელ ნუსხაში არ არის შეტანილი. ამ რაოდენობის ხის ჭრა, ასეთ ზონაში, თავისთავად, გამოიწვევს სტიქიას. ამასთან, ამ პროქტის ავტორები ვერ გვისაბუთებენ, რა სარგებელს მოიტანს პროექტი იმ ზიანის სანაცვლოდ, რასაც ზემო რაჭას მიაყენებს.            აღსანიშნავია, რომ ე.წ. საჯარო განხილვაზე, კომპანიამ პროექტის ნორმალური პრეზენტაციაც კი ვერ მოაწყო. გვერდი აუარა ყველა მნიშვნელოვან საკითხს, ხოლო კითხვებზე პასუხისას, კომპანიის დირექტორი და საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენელი დასაბუთებული არგუმენტების ნაცვლად, საკუთარ მოსაზრებებს გვაცნობდნენ (ალბათ, არა მგონია, ნაკლებსავარაუდოა და ა.შ.).ნათელია, რომ პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში მხოლოდ ფორმალური პროცედურების ჩატარების მიზნით არის შესრულებული. მიგვაჩნია, რომ ამ სახით ჰესის აშენება წერტილს დაუსვამს როგორც სოფლების არსებობას, ასევე ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. საფრთხე დაემუქრება როგორც პროექტს, ასევე იქ დასაქმებულ ადამიანებსაც. ფირმა, რომელიც პროექტს ახორციელებს (შპს „ფერი“), არის  ამჟამად დანგრეული, უმოქმედო პროექტების ავტორი. ვგულისხმობთ "დარიალი ჰესსა"  და "ლარსი ჰესს". „დარიალი ჰესის“ შემთხვევაში, ადგილზე მომხდარ ტრაგედიას, ღვარცოფის ჩამოწოლას, მოჰყვა მსხვერპლიც. „ლარსი ჰესი“ კი სამჯერ დაანგრია მოვარდნილმა მეწყერმა. ონის კასკადის განხორციელების შემთხვევაში, მსგავსი სახის ტრაგედია დაემუქრება რაჭასაც და იქ მცხოვრებ ადამიანებსაც. საფრთხეების მცირე ჩამონათვალი:მშენებლობის ეტაპზე გაიზრდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ემისიები, ხმაურის და ვიბრაციის გავრცელებით მოსახლეობაზე და ცხოველთა სამყაროზე ნეგატიური ზემოქმედების რისკები; მშენებლობის ეტაპზე საგულისხმო იქნება მდ. რიონის ხეობის ბიოლოგიურ გარემოზე (ფლორა, ფაუნა) ზემოქმედების რისკები; მიწის სამუშაოები და გარკვეულ ზოლში ხე-მცენარეული საფარის გასუფთავება (დაახლოებით 10 ჰა. 4200 ხე)  უარყოფითად იმოქმედებს გეოლოგიური გარემოს სტაბილურობაზე, კიდევ უფრო გაიზრდება მეწყერის ჩამოწოლის რისკი; ასევე, ზემოთ ხსენებული მშენებლობა უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს მდ.რიონის ბუნებრივ ჩამონადენზე. არსებობს  მდინარის წყლის ხარისხის გაუარესების  რისკები, შესართავებიდან ჩამონადენი ღვარცოფების საფრთხე, რაც გამოიწვევს წყლის დაგუბებას და შესაბამისად გამოუსწორებელ შედეგებს.წლების მანძილზე გაწეული შრომის და დაგროვილი გამოცდილების შედეგად, ჩამოყალიბებულია ზემო რაჭის რეალური პოტენციალის განვითარების ხედვა, რომელიც გამორიცხავს ბუნებაში უხეშ ჩარევას.             ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ, შეწყდეს პროექტის დაფინანსების ყოველგვარი შესაძლებლობის განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, ზემო რაჭისა და სრულიად საქართველოს მოსახლეობა, იძულებული ვიქნებით, ყველა ღონე ვიხმაროთ სოფლებისა და ხეობის გადასარჩენად. არ დავუშვებთ, სამშენებლო სამუშაოების დაწყებას საპროექტო ტერიტორიაზე.--Attn: Government of GeorgiaOn February 19, 2018, at Oni Municipality City Hall, so-called public discussion of the environment impact evaluation report of the Project “Oni HES Cascade Construction and Operation” was arranged by the Company JSC “Oni Cascade” (so-called because the population learned only on previous day that this arrangement was planned).According to the project, at the River Rioni, over 200 MW capacity HES shall be constructed.Zemo Racha allocated at the southern slope of the Central Caucasus is seismically active zone. Therefore, the statement by the Company on decrease of the risks was perceived as false and non-professional, as negligent attitude toward business and country. We declare that the process of HES construction will cause irremediable damage to Zemo Racha and not only this region. During the so-called public discussion, it was mentioned that in the framework of the project, over the villages, approximately at 10 ha area, in the landslide zone 4200 trees are planned to be cut, which as it turned out were not introduced into the red list. Cutting down of so many trees in such zone will surely cause the natural calamities. And at the same time, the authors of the project fail to substantiate the benefit, which the project might bring for the damage caused to Zemo Racha.            It shall be indicated that at the so-called public discussion, the Company fail to arrange normal presentation of the project. The Company neglected all the significant issues, and while answering the questions, the Company Director and the representative of the consultancy group, instead of the substantiated argument, will share their opinions(perhaps, I do not think so, less probably, etc.).It is clear that the project environment affect report is implemented only with the purpose of implementation of the formal procedures. I think HES construction is this form will end existence of the villages as well as development of tourist infrastructure at the valley. The project will be endangered as well as the employees involved in it. The Company implementing the project – Peri LLCin other cases also cannot provide examples of peaceful completion of the projects.There are lots of the projects implemented by the company, now destructed and non-functional. I mean Dariali HES and Larsi HES. In case of Dariali HES, tragic case incurred, torrent came down and there were victims. Larsi HES was destroyed by the torrent three times. In case of implementation of the project, tragedy might incur with Racha just like in cases of construction of Dariali HES and Larsi HES.Shortlist of the dangers:At the construction stage, emissions of malicious substances will increase in atmospheric air, negative affect risks on population and wildlife by spreading noise and vibration;At the construction stage, the risks of affect on the River Rioni valley biological environment (flora, fauna);The ground works and cleaning of the floral cover in particular belt (approximately 10 ha 4200 trees)will negatively affect stability of the geological environment, and the risk of landslide will increase even more;Besides, the above mentioned construction will negatively affect the River Rioni natural flow. There are the river water quality deterioration risks, the danger of torrent from outfalls, which will cause water damming and therefore, irreparable outcomes.As the result of the work implemented for the years and the accumulated experience, Zemo Racha real potential development vision has been developed, excluding harsh interference with the nature.            Hence, taking into account all the above-mentioned, we refer to you to stop consideration any opportunities of funding of the project, otherwise, we, population of Zemo Racha and entire Georgia will be forced to refer to all the reasonable means in order to save the villages and the valley. We will not allow commencement of the construction works at the project territory. 
gallery images

გადავარჩინოთ სურამის "ბაიანთხევის" ტყე-პარკი

დაბა სურამის მოსახლეობას ესაჭიროება დახმარება! 2017-ი წლის ზამთარში გაიყიდა სურამის ტყის მონაკვეთი (ისე რომ არავის მოსახლეობისათვის არაფერი უთქვამს!) რომელიც სურამში ცნობილია, როგორც "ბაიანთხევის ტყე-პარკი". სადაც რამდენიმე წელია იმართება არტგენის ფესტივალი. აღნიშნული ტყე-პარკი არის ხელოვნურად გაშენებული. იგი 1934 წელს გააშენა მიხეილ მურვანიშვილმა რომელიც ამავე ტყის პირას არის დაკრძალული. ახლა კი გახდა ცნობილი, რომ ეკონომიკის სამინისტრო დამატებით კიდევ 5 ჰა მიმდებარე ტყის მასივის აუქციონზე გატანას გეგმავს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ ტყეს და არა მარტო ადგილობრივებისთვის არამედ მთლიანად საქართველოს მოსახლეობისთვის, რადგან საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან დამსვენებლები ამ ტყის სამკურნალო თვისებების გამო. გთხოვთ თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმაროთ დაბა სურამის მოსახლეობას ვაიძულოთ ეკონომიკის სამინისტრო, რომ არ გაიტანოს "ბაიანთხევის ტყე-პარკის" მონაკვეთი გასაყიდად, გააუქმოს უკვე ჩატარებული აუქციონის შედეგები! იმისათვის რომ საქართველოს მოსახლეობამ კვლავ უფასოდ შეძლოს  ბაიანთხევის ტყით სარგებლობა. აღნიშნული ტყის მასივი არ უნდა აღმოჩნდეს კერძო პირის -ან რომელიმე საინვესტიციო ჯგუფის მფლობელობაში. აუქციონზე გატანა იგეგმება 12 მარტს, დრო ცოტა გვაქვს.გთხოვთ, ნუ იქნებით გულგრილნი მოაწერეთ პეტიციას ხელი, დავეხმაროთ სურამლებს ტყე-პარკის გადარჩენაში.http://b.pix.ge/s/hidyw.jpg
gallery images

აიკრძალოს სახლართი ბადეებისა და სხვა ბრაკონიერული ნივთების შემოტანა რეალიზაცია

მოვითხოვთ სასწრაფოდ აიკრძალოს ქართულ ბაზარზე სახლართი ბადეებისა და სხვა ბრაკონიერული ნივთების შემოტანა რეალიზაცია, რომელიც სრული შეზღუდვის გარეშე იყიდება ნებისმიერ მაღაზიაში ქვეყნის მაშტაბით.  მინდა მოკლედ განვმარტო რომ ეგრეთწოდებული სახლართი ბადეები ძალიან დიდ ზიანს აყენებს იქტიოფაუნას. მისი წყალში ჩაწყვეტის შემთხვევაში მასში ებმევა და იღუპება მრავალი თევზი და სხვა წყლის ბინადარნი, შემდეგ კი მიმდინარეობს მათი ლპობა რაც აბინძურებს ჩვენს მდინარეებს და წყალსაცავებს და ამით ძალიან დიდი ზიანი ადგება ბუნებას.