add one
gallery images

აიკრძალოს კატალიზატორების თვითნებური ყიდვა-გაყიდვა

კერძო პირები ავტომობილების გაყიდვამდე მექანიზმს აცლიან კატალიზატორს, რომელსაც გამოყოფილი იმხუთავი აირებისა და ტოქსინების გაფილტვრის ფუნქცია აკისრია. მთავარი მიზეზი კატალიზატორების გაყიდვისა გახლავთ მათი ფასი (200-დან 400 ლარამდე) ,შესაბამისად ეს ხდება უმთავრესი პრობლემის, ჰაერის დაბინძურების, უმთავრესი მიზეზი.მოგეხსენებათ,მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიხედვით თბილისი ერთი პერიოდი პლანეტის ყველაზე დაბინძურებული დედაქალაქი იყო. მიზეზი კვლავაც ავტომობილების გაუკონტროლებელი "უკატალიზატორობაა" (თბილისის ჰაერის დაბინძურების 87%-ზე მეტი მანქანებზე მოდის, ვინაიდან ქალაქში სამრეწველო ინდუსტრია თითქმის აღარ არსებობს და  ,შესაბამისად,მაჩვენებელი საავტომობილო სექტორზე გაიზარდა)დროთა განმავლობაში, კანონის მიღებისა და ჰაერის გასუფთავების შემდეგ, შემცირდება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობის დინამიკა. ასევე შემცირდება გულ-სისხლძარღვთა ავადობების, ინფარქტისა და ინტოქსიკაციის რისკები.
gallery images

ძაღლები ყველგან და ყოველთვის?

დღეს კანონი აღარაფერს წარმოადგენს!კოსტავას ქუჩაზე,ვერის ბაღში არის გაკრული ნიშანი რომლის ბრძანებითაც ამ ადგილას უნდა აიკრძალოს ძაღლების სეირნობა.აქ არის სკოლა,სადაც უამრავი ბავშვი სწავლობს.გაზაფხული-შემოდგომა ისინი ხშირად ეზოში ჩამოჰყავთ სათამაშოთ.აქ კი მათ თამაშში სწორედ ეს ძაღლები უშლიან ხელს.ირგვლივ სულ მათი....-ია მოფენილი.ბავშვები კი ბოდიში და ფეხს ყოფენ.თანაც გასაკვირი ისაა რომ ძაღლებს პატრონები ჰყავთ.უპატრონო რომ იყოს გავჩუმდებოდი.სწორედ იმ ნიშანის წინ დაასეირნებენ ,,დაპრანჭულ'' ძაღლებს სადაც იკრძალება ძაღლის გამოსეირნება.ეს ბავშვებში კონფლიქტსაც იწვევს.ზოგს მოსწონს ძაღლები,ზოგს კი მათი ეშინია.განსხვავებული აზრების შემთხვევაში კი დავა გარანტირებულია.ამიტომ დაიცავით კანონი!თბილისის მერიამ კი გააკონტროლოს კანონი
gallery images

ატენის ხეობას მიენიჭოს დაცული ტერიტორიის სტატუსი

მოვითხოვთ ატენის ხეობას მიენიჭოს დაცული ტერიტორიის სტატუსი          ატენის ხეობა გორისმუნიციპალიტეტის სამხრეთით,თრიალეთის ქედის შემადგენელ მთებში მდებარეობსდა მდინარე ტანას მიერ ჩაჭრილიკალაპოტის მარჯვნივ და მარცხნივ ხევებს, ფერდობებს, კლდოვან მასივებს, კლდოვან სივრცეში ბუნებრივ მაცივრებს, ჩანჩქერებს, გოგირდოვან თბილ, სამკურნალო წყლებს  და ბუნების სხვა უნიკალურ ძეგლებს მოიცავს.ხეობისმთლიანისიგრძე 40 კილომეტრია. მდინარეტანა, 1541 მეტრისსიმაღლეზემთელხეობაშიჩაედინებადაუერთდებამტკვარს. ხეობისაუზიდასაწყისშიზღვისდონიდან 600 მეტრზეიწევსდაუმაღლესწერტილში (ლევიტანა) 2 000 მეტრსაჭარბებსდაფარავს 380 კვადრატულიკილომეტრისმოცულობისმთლიანფართობს. ატენის ხეობა ყოველთვის გამოირჩეოდა ფლორის და ფაუნის მდიდარი კომპონენტებით. სამწუხაროდუკვეწარსულში.          ატენის ხეობის მნიშვნელოვანი განადგურება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.პირწმინდად გაიჩეხა წიფლნარი და წიწვოვანი ტყეები( ფელი,დიდთავი, ლული, ორმოცი , ბობნევი, ბიისი და სხვა ,,დაჭრილები’’-ასე შეარქვა ხალხმა ერთ,  მთლიანად გაჩეხილ ტყეს).წლების განმავლობაში დაუცველი და დანაგვიანებული ტერიტორია განადგურების ზღვრზეა. შეცვლილი ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვლინდაძლიერი წვიმის დროს  მცირე მეწყერით, მოსახლეობისბაღებში ტყის ფრინველების მომრავლებამ, იმატა ტყიდან გამოქცეულმა ნადირმა. ბინადარ დაკარგული ცხოველებისა და ფრინველებისთვის ახალი ნიშა შეუგუებელი  აღმოჩნდა. მცენარე მოკლებულ ადგილებში , ცხოველების მსგავად წყალიც ვერ ჩერდება, ჰაერს ჟანგბადი აკლდება და ასეულ წლობით შემდგარი სისტემა კვდება. ის, რაც ხდება ატენის ხეობაში , შეიძლება, ასე შეფასდეს-ეკოგენოციდი!ატენის ხეობის ეკოლოგიის შენარჩუნება მნიშვნელოვანია არა მარტო გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, არამედ ქვეყნის ეკოსისტემის,  სოფლის მეურნეობის და ეკოტურიზმის განვითარებისათვის. ეს არ არის მხოლოდ ტყის შენარჩუნება, ეს არის ჩვენი ჟანგბადის, წყლის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება, განვითარება და გლობალური დათბობისგამოწვევების მიმართ მდგრადობა.სახელმწიფო არ ზრუნავს ატენის ხეობის შესანარჩუნებლად, მის მხრიდან არასათანადო ყურადღება და რეგულაციების ნაკლებობამ გამოიწვია ატენის ხეობის ეკოლოგიის დაუცველობა. ამიტომაც მნიშვნელოვანია ხეობას ჰქონდეს დაცული ტერირტორიის სტატუსი, რათა მისი მოვლა -პატრონობა განხორციელდეს ნორმატიული რეგულაციით და წესით. არ მოხდეს თუნდაც ინფრასტრუქტურის ქაოსური განვითარება ეკოლოგიის ხელყოფის ხარჯზე. ძვირფასო თანამემამულენო! ერთად შევაჩეროთ ეს პროცესი! სანამ გვიანი არ არისერთად გადავარჩინოთ ატენის ხეობა! კვლავ ავაღორძინოთ მწვანე სიცოცხლე!      ერთად ვიღვაწოთ ატენის ხეობისთვის - დაცული ტერიტორიის სტატუსის მოსაპოვებლად!    შემოგვიერთდით! 
gallery images

დაისაჯოს დამნაშავე, გამკაცრდეს კანონი

ა.წ. 14 ნოემბერს, სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, გლდანში ნაწამები ლეკვის შესახებ, რამაც საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია. ჩვენ, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გმობს სისასტიკეს, შესაბამისი ორგანოებისგან მოვითხოვთ უსწაფეს რეაგირებას და დამნაშავეს დასჯას კანონის ფარგლებში. ვინაიდან, სააქართველოში, ცხოველთა დაცვის კუთხით არსებობს მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, რაც არ არის საკმარისი და არ ითვალისწინებს ადეკვატურ სასჯელს, ჩვენ ასევე მოვითხოვთ, გამკაცრდეს ცხოველთა სასტიკი მოპყრობასთან დაკავშირებული მუხლი და საქართველოს პარლამენტმა მიიღოს კანონი კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ.
gallery images

საზოგადოება #ბოთლიყლაპია აპარატებისთვის

ბოთლიყლაპია აპარატები უკვე მრავალი წელია გავრცელებული ევროპის ქვეყნებში. ეს აპარატები 2 უმნიშვნელოვანეს პრობვლემას ერთდროულად აგვარებს: 1) დანაგვიანება - ბოთლიყლაპია აპარატებისთვის აუცილებელია პლასტმასის გადამამაუშავებელი ქარხნის აშენება, რომელიც მეორადად გამოყენების საშუალებას იძლევა. ეს სასარგებლოა როგორც ბუნებისთვის, ასევე საქართველოში არსებული სასმელების მწარმოებელი ქარხნებისთვისაც, რადგან მათ აღარ მოუწევთ საზღვარგარეთიდან პლასტმასის შეძენა და თვითონ ქვეყანაში წარმოებულ გასაბერ ბოთლებს შეიძენენ. 2) გაჭირვება - ბოთლის ჩაბარების ღირებულება განსაზღვრული იქნება იმ ფასით, რა ფასიც ყველა მყიდველს მოემატება სასმელებზე. თუ მყიდველს არ სურს (მაგ. 20 თეთრი) დაკარგოს მომატებული თანხა, მაშინ თავად ჩააბარებს ბოთლს ან გაჭირვებული ისარგებლებს ამ თანხით და მინიმუმ საკვების ფულის შოვნას შეძლებს.აპარატების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის უყურეთ ვიდეოს
gallery images

შეიძინოს მთავრობამ ვერტმფრენები და სხვა ტექნიკა, რომელსაც გამოიყენებს სტიქიური ან სხვა მსგავსი შემთხვევების დროს

ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, ჩვენ, ამ პეტიციის ხელისმომწერი ადამიანები გულითადად, უმორჩილესად გთხოვთ, რომ, ნებისმიერი იმ ხარჯის გაღებამდე, რომელსაც იღებთ ხოლმე, კონკრეტული ადამიანების კომფორტისათვის (ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ა.შ.) შეიძინოთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი გადასახადებიდან, ის აუცილებელი ტექნიკა, რომელიც საჭიროა სტიქიური უბედურებების დროს, ამ უბედურების აღმოსაფხვრელად, იქნება ეს ვერტმფრენი, სპეციალური ხანძარსაწინააღმდეგო თუ  სხვა სამაშველო სამუშაოებისათვის (მეწყერი, წყალდიდობა, მიწისძვრა) აუცილებელი ტექნიკა.არ შეიძლება ასე ***-ზე გეკიდოთ საკუთარი ქვეყანა.  პატივისცემით, ადამიანები, საქართველოს მოქალაქეები. 
gallery images

შევინარჩუნოთ ბაკურიანის ბუნება

როგორც ვიცით,ბაკურიანი გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული,სამკურნალო თვისებებით.სეზონურად ჰყავს უამრავი დამსვენებელი და თითოეული მათგანის სტუმრობის მთავარი მიზანია სუფთა გარემოში დასვენება.ჩვენ,დამსვენებლები ყოველწლიურად ვცდილობთ გამოვექცეთ დიდი ქალაქების სამშენებლო მტვერს,გამონაბოლქვსა და ხმაურს.სამწუხაროდ,ბაკურიანი,ფაქტობრივად,კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს.მიმდინარე(2017) წლის ზაფხულში,ყოველღიურად,დილის 6 საათიდან იწყება სამშენებლო-სატვირთო მანქანების მოძრაობა,რომელიც გამოყოფს სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს.შეუძლებელია ქვეითად გადაადგილება,ოთახების განიავება.ჩვენი მოთხოვნაა სეზონური დასვენების დროს შეაჩეროთ მსგავსი პროცესები(მშენებლობები) და მოგვცეთ საშუალება დავისვენოთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.
gallery images

მოვითხოვთ დედაქალაქში გაკეთდეს ეკოლოგიურად სუფთა მიწისზედა ტრამვაი

გაკეთდეს თბილისში მიწისზედა ტრამვაი, რომელიც იქნება ეკოლოგიურად სუფთა და განტვირთავს მოძრაობას. ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის ნაკადის დახარისხება მოხდეს. ისე როგორც არის მაგალითისთვის სტამბულში. კონკრეტულ უბნებზე იმოძრავებს ტრამვაი სხვა დანარჩენ ადგილებზე ავტობუსი რომელიც ივლის შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე და გამვლელი მანქანები არ შეუშლიან ხელს. 20მლნ იანი ქალაქია და საცობები იშვიათადაა. იქნებ ამგვარად გახდეს თბილისი განტვირთული. გადმოიღეთ სტამბულის მაგალითი იდეალურია საქართველოსთვის.
gallery images

ზღვისუბანში მოეწყოს სარეკრეაციო ზონა,აიკრძალოს კერძო ავტოფარეხები და შეიქმნას პარკირების ადგილები

ზღვისუბანში (ყოფ.თემქა) ფაქტიურად არც ერთი ნორმალური რეკრეაციული ზონა არ არსებობს. განსაკუთრებით,უბნის მეთერთმეტე მიკრორაიონში. დაარსებიდან დღემდე მხოლოდ 3 სკამი დაიდგა. კორპუსის მაცხოვრებლებს სხვა კვარტალში უწევთ გადასვლა იმისათვის,რომ უბრალოდ დაისვენონ. კორპუსების მიმდებარე ტერიტორია ცენტრალურ გზას ჰგავს - წუთიც არ გადის,რომ მანქანამ არ გაიაროს. მეტიც - თითქმის ყველას აქვს ავტოფარეხი,თუმცა ფაქტიურად არავინ იყენებს მას. უმეტესობას საკუთარი ავტომობილი შუა გზაზე უდგას,რაც არამხოლოდ დასუფთავების სამსახურის მანქანის გავლას უშლის ხელს,არამედ ჩვეულებრივი პატარა მანქანისაც. სადარბაზოს წინ ძალიან დიდი ადგილია,სადაც ბევრის განხორციელება შეიძლებაკორპუსის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი თხოვნით მოგმართავთ,აიკრძალოს კერძო ავტოფარეხები,შეიქმნას ყველასთვის ერთიანი პარკირების სისტემა,ქუჩა ერთ ბოლოში გადაიკეტოს და მოეწყოს სარეკრეაციო,დასასვენებელი ზონა დიდებისთვის და პატარებისთვის. დიდი მადლობა! 
gallery images

მიენიჭოს კრწანისის ტყეპარკს დაცვითი სტატუსი !

მოვითხოვთ, კრწანისის ტყეპარკს მიენიჭოს დაცვითი სტატუსი!კრწანისის ტყეპარკი თბილისსა და რუსთავს შორის არსებული ულამაზესი მწვანე ტერიტორიაა. მისი დაარსების მთავარი მიზანი დედაქალაქთან ახლოს რეკრეაციული სივრცის შექმნა იყო.ტყეპარკი ამჟამად სახელმწიფოს მფლობელობაშია და მას არანაირი დაცვითი სტატუსი არა აქვს!  პარკის ეკოლოგიურ-სანიტარული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ვინაიდან არცერთი უწყება არ ახორციელებს ტერიტორიის მართვას. მუნიციპალური ნარჩენები განთავსებულია ყველგან, არ დგას სანაგვე ურნები. ადგილობრივი მოსახლეობა ტყაპარკს საძოვრად და შეშის მოსაპოვებლად იყენებს. დაუცველობის გამო აქ სისტემატურად გვხვდებიან მონადირეები, რაც დამსვენებლებისათვის სერიოზული საფრთხის შემცველია და დიდ ზიანს აყენებს ტყეპარკის უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას. ტყეპარკი თბილისის მოსახლეობისთვის ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, განაშენიანებულ ტერიტორიაზე თავი იგრძნოს ბუნებრივ გარემოში, შორს ქალაქის ხმაურისაგან, მტვირსაგან და ურბანული გარემოსაგან. ვაკე რელიეფი და ულამაზესი ხეივნებით შემოსილი გზები შესანიშნავი პირობაა ველოსიპედით სეირნობისათვის. ასევე საუკეთესოა პიკნიკის, კემპინგის, საგანმანათლებლო ტურების, ექსკურსიების მოსაწყობად და ფრინველებზე დასაკვირვებლად.კრწანისის ტყეპარკის შენარჩუნება ისტორიული შანსია თბილისის განვითარებისათვის.CENN თბილისის სკოლების, ახალგაზრდობის და მოსახლეობის სახელით მიმართავს საქართველოს მთავრობას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და თბილისის მერიას:მიენიჭოს ტყეპარკს სამართლებრივი სტატუსი!შემოგვიერთდით!დააფიქსირეთ თქვენი მხარდაჭრა ხელმოწერით.
gallery images

აიკრძალოს მაღაზიებში ყველანაირი ბრაკონიერული ნივთების გაყიდვა!

აიკრძალოს ყველანაირი ბრაკონიერული ნივთების ყიდვა გაყიდვა.სახლართი ბადეები ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ იმ პირებზე ვინც წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული სათევზაო მეურნეობის სპეციალურ ნებართვას.
gallery images

მოვითხოვთ რეკრეაციული ზონის შექმნას ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე !

ჩვენი, ახალგაზრდების აზრით, სახელმწიფოს პრიორიტეტი არ უნდა იყოს მხოლოდ ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების მოგვარება. მისი ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება უნდა იყოს ის, რომ ეკოლოგიურად სუფთა, ლამაზი და კომფორტული გარემო შეუქმნას ხელისუფლების წყაროს, ხალხს, რომლის წინაშეც თავადვეა ანგარიშვალდებული. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული თბილისის მასშტაბით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელიც მოიცავს სკვერებისა და სპორტული მოედნების რეაბილიტაციასა და შექმნას, რათა ჩვენი ახალგაზრდობა ჯანსაღ გარემოში გაიზარდოს. გამოვდივართ ინიციატივით, რომ ე.წ ელიავას ბაზრობა შორეულ თუ ახლო პერსპექტივაში გადატანილი იქნეს ქალაქგარეთ და მის ადგილზე აშენდეს სპორტკომპლექსი და აუზი ხოლო დარჩენილ ტერიტორიაზე მოხდეს სკვერის აშენება. ვითვალისწინებთ,რომ აღნიშნული ტერიტორია არის კერძო საკუთრება და ასეთი ინიციატივით კერძო მესაკუთრე არ ზარალდება,ხოლო მოსახლეობას მიეცემა საშუალება დაისვენოს და იცხოვროს ჯანმრთელი ცხოვრების წესით. გარდა ემპერიული წესით აზროვნებისა, არსებობს კიდევ სხვა მრავალი მიზეზი, თუ რატომ უნდა იყოს დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში აღნიშნული ადგილი. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც კერძო საქმიანობით არიან დაკავებულნი აღნიშნულ ტერიტორიაზე, სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს შესაბამისი ალტერნატიული ადგილი, რათა მათ განაგრძონ კერძო სფეროში მოღვაწეობა ნეგატიური დაბრკოლებების გარეშე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება დაინტერესდება არსებული პრობლემით და ჩვენს შეთავაზებას მხედველობაში მიიღებს,რადგან ეს არის დიდუბელი ხალხის არამარტო ნება-სურვილი, არამედ თხოვნა და შეგვიძლია უაპელაციოდ განვაცხადოთ, რომ აღნიშნული სიკეთით ისარგებლებს მთელი ქალაქი, რაც იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან ხალხის საკეთილდღეოდ. პატივისცემით,"პროგრესული თაობა საქართველოსთვის" გენ. დირექტორი გ. ქაჯაია
gallery images

შეწყდეს ბზის განადგურება

მოვითხოვთ შეწყდეს ბზის განადგურება და შეიცვალოს სხვა ალტერნატიული გზებით, რომელიც არ მიაყენებს ზიანს ეკო სისტემას. კანონით აიკრძალოს ბზის მასიური ჭრა-განადგურება. შეიცვალოს ცოცხალი ქოთნის ბზით 
gallery images

ჰაერის დაბინძურების პრევენცია თბილისში

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით ქალაქში სავალალო მდგომარეობაა.საქართველოში მოძრავი მანქანების უმრავლესობა თბილისშია თავმოყრილი. ქალაქში ხშირია საცობები, რომლის დროსაც ყველაზე დიდი რაოდენობით გაიფქვევა მავნე ნივთიერებები. ჰაერის შემცველობაში დამაბინძურებელი ნივთიერებების რაოდენობა თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით დასაშვებ ნორმას 4-ჯერ აჭარბებს. დაბინძურების მთავარი წყარო ქვეყანაში, განსაკუთრებით კი დედაქალაქში მომრავლებული ავტოტრანსპოტი და მისი გამონაბოლქვია. სპეციალისტები ქრონიკული დაავადებების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად სწორედ ჰაერის დაბინძურებას ასახელებენ.აშკარაა, რომ გარკვეული მკაცრი ზომებია ამ მხრივ გასატარებელი.ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსაწორებლად და შესაბამისად განსატვირთავად გთავაზობთ შემდეგს:  1. მოხდეს ქუჩებში ტრანსპორტის მოძრაობის რაციონალური დაგეგმარება,2. საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დაწესდეს რაიონული და მიკრო-რაიონული მიღების პრინციპი(ეს მე მგონი წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებების ძირითად პრინციპთან)3. სატვირთო მანქანებისათვის ცენტრალურ ქუჩებზე სამოძრაოდ გაიცეს სპეციალური საშვი დროისა და დანიშნულების პუნქტის მითითებით.4. შეიზღუდოს ყვითელი სამარშრუტო ტაქსები ცენტრალურ უბნებში და ძირითადად გადანაწილდეს გარეუბნებში.5. აიკრძალოს ტაქსებად მარჯვენა-საჭიანი ტრანსპორტის გამოყენება, მგზავრის უსაფრთხოების გამო.6. შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა ცენტრალურ ქუჩებზე, თუნდაც ფასის დაწესების შედეგად7. ხელი შეეწყოს და წახალისდეს ტაქსებად ჰიბრიდული და ელექტრომობილების გამოყენებას8. მაღალი კუბატურის ძრავებზე დაწესდეს გარემოს ზიანის გადასახადი9. შეიქმნას ერთიანი ორგანო, რომელიც იქნება პასუხისმგებელი, მაკოორდინირებელი და მარეგულირებელი საგზაო მოძრაობის, ტრანსპორტისა და ყველა მასთან დაკავშირებულ საკთხებზე.10. აიკრძალოს ,,ევრო-4’’ ეკოლოგიურ სტანდარტზე უფრო ასაკოვანი ავტომობილების იმპორტი საქართველოში (რაც უკვე გააკეთა აზერბაიჯანმა).11. ტაქსის მძღოლებისთვის ამოქმედდეს მართვის მოწმობების კატეგორიების სისტემა. (ასეთი კატეგორია არ არსებობს)12. გამკაცრდეს რეგულაციები მწვანე საფარის მოვლა-შენარჩუნებასთან დაკავშირებით, კერძოდ ხეების ჭრის თაობაზე და ნარგავების გეგჩაზომიერი განაშენიანების განსავითარებლად.13. მელიქიშვილისა და ნიკოლაძის ქუჩების კვეთის მიმდებარედ, როგორც ეკოლოგიურად მძიმე მდგომრეობის არეალი, განთავსდეს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ავტომატური სადგური, ან/და სისტემატურად ჩატარდეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვები.14. რეალიზებადი საწვავის შემადგენლობის ნორმები მიახლოებული იყოს ევროკავშირში არსებულ ნორმებთან.15. სისტემატურად და გამჭვირვალედ ჩატარდეს საწვავის ხარისხის კვლევა დამოუკიდებელი ლაბორატორიის მიერ.
gallery images

შეიქმნას პარკირების ადგილები და აიკრძალოს ტროტუარზე მანქანის დაყენება

ბოლო დროს წარმოებული უამრავი მშენებლობისა და მანქანების მომატებული რაოდენობის, ამასთანავე გაუმართავი მანქანების გამო თბილისში სუნთქვა ფაქტიურად შეუძლებელი გახდა, ხოლო ქუჩებში გადაადგილება კი თითქმის წაემოუდგენელი. ქვეითად მოსიარულე მოქალაქეების ჩათვლით, რომელთაგან უამრავი მშობელი ბავშვთან ერთად,  ქვეითად ან საბავშვო ეტლით იძულებილია გადაადგილება მოახდინოს გზაზე, სადაც მოძრაობენ ავტომანქანები, იმის გამო, რომ ტროტუარებზე მანქანები აყენია. შშმ პირების გადაადგილება ასეთ პირობებში კი საერთოდ წარმოუდგენელია. უამრავი ადამიანია, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს და დისკომფორტთან ერთად საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ და მოაგვაროთ აღნიშნული საკითხი. ნუ დაუშვებთ, საფრთხე შეექმნას თქვენი ქვეყნის მოქალაქეებს!