add one
gallery images

დაბრუნდეს ტრამვაის ქსელი თბილისში

ჩვენს ქალაქს სჭირდება თანამედროვე, მაღალი კლასის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ტრამვაის დაბრუნებას მრავალი დადებითი მხარე აქვს, პირველ რიგში ეკოლოგიური თვალსაზრისით დაეხმარება ქალაქს, რადგან ელექტროენერგიაზე მუშაობს და არ გამოყოფს გამონაბოლქვს; განმუხტავს გზებს რადგან, ერთი მცირე ტრამვაის ვაგონი იკავებს 3 ავტომობილის ადგილს და გადაყავს 10-15-ჯერ მეტი მგზავრი, შემცირდება საკუთარი ავტომობილით გადაადგილების საჭიროება;  მოსახერხებელი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდება გაცილებით მიმზიდველი და კომფორტული.
gallery images

პეტიცია ართანა ჰესის წინააღმდეგ

საქართველოს პრემიერ-მინისტრსბატონ გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრსბატონ გიორგი აგულაშვილს საქართველოს პარლამენტისგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესბატონ კახა კუჭავას საქართველოს სახალხო დამცველსბატონ უჩა ნანუაშვილს მწვანე ალტერნატივის აღმასრულებელ დირექტორსქალბატონ ნინო გუჯარაიძეს მარტი, 2017 მოგახსენებთ, რომ ა.წ. 20 თებერვალს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ცნობა, იმის შესახებ, რომ თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ართანაში  მდ. დიდხევზე შპს „ართანა ლოპოტა“ გეგმავს 4.22 დადგმული სიმძლავრის ჰესის  მშენებლობას.გარემოზე ზემოქმედების შეფასების გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საპროექტო ჰიდროელექტროსადგური მცირე სიმძლავრისაა და მისი ექსპულატაციაში გაშვება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებიში არსებით წვლილს ვერ შეიტანს. ადგილობრივი მოსახლეობისათვის სარგებელი, კი მშენებლობის ეტაპზე დასაქმების შესაძლებლობით შემოიფარგლება. ხოლო უარყოფითი ზემოქმედების შესახებ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ:    მშენებლობის ეტაპზე გაიზრდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ემისიებით, ხმაურის და ვიბრაციის გავრცელებით მოსახლეობაზე და ცხოველთა სამყაროზე ნეგატიური ზემოქმედების რისკები;    მშენებლობის ეტაპზე საგულისხმო იქნება მდ.დიდხევის ხეობის ბიოლოგიურ გარემოზე (ფლორა, ფაუნა) ზემოქმედების რისკები. ექსპულატაციის ეტაპი საყურადღებო იქნება იქთიოფაუნაზე ზემოქმედების თვალსაზრისით;    მიწის სამუშაოები და გარკვეულ ზოლში ხე-მცენარეული საფარის გასუფთავება უარყოფითად იმოქმედებს გეოლოგიური გარემოს სტაბილურობაზე;    ასევე ზემოთ ხსენებული მშენებლობა უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს მდ.დიდხევის ბუნებრივ ჩამონადენზე. არსებობს  მდინარის წყლის ხარისხის გაუარესების  რისკები. ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია, რომ პროექტთან დაკავშირებით შედგა კომუნიკაცია მოსახლეობასთან , რაც, ჩვენი აზრით, არ ასახავს რეალობას განსაკუთრებით იწვევს ჩვენს შეშფოთებას ჰესის მშენებლობის ფარგლებში დაგეგმილი მდინარის საშუალო წლიური ხარჯის 90%-ის მილში მოქცევა, რაც აუცილებლად დაარღვევს ეკოლოგიურ წონასწორობას და დამღუპველი იქნება მოსახლეობისათვის. ეს საფრთხეს შეუქმნის სოფლის მეურნეობას, რომლის განვითარებაც ადგილობრივი მოსახლეობის ამჟამინდელი შემოსავლის ერთადერთი წყარო და სამომავლო განვითარების, ასევე, ერთადერთი შესაძლებლობაა.გვსურს მოკლედ მოგახსენოთ სოფელ ართანას ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, სოფლის პრიორიტეტები და განვითარების მიმართულებები. ართანა საფერავის ერთ-ერთ საუკეთესო ზონად მიიჩნევა, რასაც აქაური მიკროკლიმატი განაპირობებს. ამის ნათელი მაგალითია მევენახე და მეღვინე კახა ბერიშვილის “ართანული საფერავი”- ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ნატურალური ღვინო, რომელიც ბევრ ქვეყანაში დიდი დაფასებით სარგებლობას და თავისთავად ართანის “ბრენდს” წარმოადგენს.უკანასკნელი წლების განმავლობაში ართანაში შეიქმნა კიდევ რამოდენიმე კერძო მცირე მეურნეობა, რომელთა საერთო პრინციპია ნატურალური სოფლის პროდუქტის წარმოება. საერთო ჯამში დღეისათვის ართანაში დაახლოებით 30 ჰექტარი მიწა ყოველგვარი ქიმიკატების გარეშე მუშავდება.აღსანიშნავია რომ, ართანაში სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ნატურალური მეურნეობით. ეს მზარდი პერსპექტივა იმედს გვიტოვებს რომ, მომავალში შესაძლებელია ართანა ეკოლოგიურად სუფთა ზონად ჩამოყალიბდეს, რაც თავისთავად ბევრი სიკეთის მომტანი იქნება. ადგილობრივი ფლორის და ფაუნის მრავალფეროვნება სრულად იძლევა ამ მიდამოების ნაკრძალად გადაქცევის საშუალებას.უკვე დღეს შეიძლება ითქვას რომ, ართანა დიდი პოპულარობით სარგებლობს ეგრედწოდებული ეკოტურიზმის მოყვარულთა შორის და ღვინის ტურიზმის მარშრუტის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტია. უკვე რამოდენიმე წელია, აქ ჩამოდიან მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნიდან სამუშაოდ, ჩვენი კულტურის გასაცნობად და გამოცდილების გასაზიარებლად.ყოველივე ამის გათვალისწინებით, წლების მანძილზე გაწეული შრომის და დაგროვილი გამოცდილების შედეგად, ჩამოყალიბდა სოფლის რეალური პოტენციალის განვითარების ხედვა, რომელიც გამორიცხავს ბუნებაში უხეშ ჩარევას.მივიჩნევთ, რომ სოფლის ძირითადი პრიორიტეტი ნატურალური მეურნეობა და ეკოტურიზმი უნდა იყოს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის არა დროებით,არამედ მუდმივ სამუშაო ადგილებს  შექმნის. ასევე საგულისხმოა რომ საუბარია კახეთის რეგიონზე, რომელიც ზოგადად ღვინის კულტურის ცენტრია საქართველოში და მისი პოპულარიზაცია სახელმწიფოს პრიორიტეტად აქვს გაცხადებული.ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი სოფლის ინტერესები და მსგავსი პროექტების განხორცილების უარყოფითი შედეგები (როგორც სხვა ქვეყნების, ისე უკვე ჩვენი ქვეყნის მასშტაბით არსებული მაგალითები) და არ დაუშვათ სოფელ ართანაში  ჰესის მშენებლობა.პატივისცემით,საქართველოს მოსახლეობა
gallery images

შეიძინოს ბორჯომის მუნიციპალიტეტმა გზაზე მოსიარულე მხვეტავი მანქანა

        კურორტი ბორჯომი რამოდენიმე წელია რაც გახვეულია მტვერში,რომელიც გროვდება მთელი ზამთრის განმავლობაში დაყრილი დაფქული ღორღისაგან.აღნიშნულის დასუფთავება ვერ ხერხდება ცოცხალი მუშა ხელის გამოყენებით და საჭიროებს სპეც მანქანას,დარწმუნებულნი ვართ რომ მთელი ბორჯომის მოსახლეობა და ბოლო წლებში ნამყოფი დამსვენებლები დაგვეთანხმებიან ზემოთ აღნიშნულის აუცილებლობაზე.პატივისცემით,ჩვენი ბორჯომისათვის
gallery images

შეწყდეს ნადირობის შესახებ კანონპროექტის განხილვა

საქართველოს პრემიერ მინისტრსბატონ გიორგი კვირიკაშვილს საქართვლოს გარემოსა და ბუნებრივირესურსების დაცვის მინისტრსბატონ გიგლა აგულაშვილს საქართველოს მონადირეთა საინიციატივო ჯგუფის მიმართვა! როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივის რესურსების დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ნადირობის შესახებ კანონპროექტის განხილვა. აღნიშნულმა კანონპროექტმა, საქართველოს მონადირეთა საზოგადოებაში გამოიწვია დიდი პროტესტი, რაც განპირობებულია მრავალი ფაქტორით. ამ ფაქტორებიდან უმთავრესი და ყველაზე დამაფიქრებელია ბუნებრივი რესურსების (მიწის, ტყის ფონდის, წყლის რესურსების) განაწილების და გადაცემის საკითხი.            საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის #434 დადგენილებით ,,2014-2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის დამტკიცების შესახებ", ცალსახად არის გამოკვეთილი  ნადირობის, მონადირეების, სანადირო რესურსების, მდგრადი მოპოვებისა და გამრავლების საკითხები.ამასთან ერთად, იმავე დოკუმენტში მკაფიოდ არის განსაზღვრული სხვა ბუნებრივი რესურსების მართვის ასპექტები, მათ შორის: მიწა, სასოფლო სამეურნეო (მთისა და ბარის) საძოვრები, ტყისა და წყლის რესურსები, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის წარმოდგენილ კანონპროექტთან. სტრატეგიაში მკაფიოდ არის მითითებული, რომ „ჩამოსაყალიბებელია სათემო და/ან სატროფეო ნადირობის კონცეფციები და მდგრადი ნადირობის სტრატეგია ... „დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით უნდა ჩამოყალიბდეს მდგრადი ნადირობის ეროვნული სტრატეგია, ხოლო, შემდეგი ნაბიჯი არის ნადირობის შესახებ კანონის ინიცირება.მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეისათვის წარმოდგენილი კანონპროექტი წინ უსწრებს და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის #434 დადგენილებით განსაზღვრულ გეგმას. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ჯერ არ არის მოწესრიგებული სამონადირეო სივრცე, შემოთავაზებული კანონპროექტი ახდენს ისეთი ცნებების ინიცირებას, როგორებიცაა: სანადირო ტერიტორია და სანადირო ტერიტორიის მმართველი. ამასთან, არ არის დაკონკრეტებული სანადირო ტერიტორიების განსაზღვრის და ამ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მკაფიო პრინციპები.    ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ კანონპროექტის შესაბამისად, დღეს, საუბარი სანადირო ტერიტორიების შესახებ, სანადირო მმართველების დანიშვნაზე, ფედერაციის შექმნასა თუ სხვა მსგავს საკითხებზე წარმოადგენს არასწორი მენეჯმენტის წარმოქმნის წინაპირობას.ამასთან, საქართველოში დღეისათვის მოქმედი ნადირობის შესახებ საკანონმდებლო ბაზის პირობებში საქართველოს მონადირეებს (საქართველოში დღეისათვის ირიცხება დაახლოვებით 40 000 მონადირე, რომლებიც ნადირობენ კანონის დაცვით და წარმოადგენენ სხვადასხვა პროფესიის, სრულწლოვან, ჩამოყალიბებულ ამომრჩეველს) უწევთ კანონიერ ნადირობასა და „ბრაკონიერებას“ შორის არსებულ ძალიან ვიწრო ზღვარზე გავლა, რათა არ დაარღვიონ კანონი და ინადირონ პატიოსნად, კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში. გარწმუნებთ, რომ ნადირობის შესახებ აღნიშნული კანონპროექტის ამ რედაქციით მიღება საქართველოს მონადირეების 80%-ზე მეტს ავტომატურად და უნებლიედ გადააქცევს „ბრაკონიერად“, რაც საზოგადოებაში სოციალური და სხვა ტიპის დაპირისპირების საფრთხეებს წარმოშობს.ცალსახად გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მონადირეთა საზოგადოება დაინტერესებულია სანადირო და ზოგადად, ბუნებრივი რესურსების მდგრადი განვითარების კანონმდებლობის შემდგომი დახვეწით. საზოგადოება დაინტერესებულია მოხდეს სფეროს სრული რეგულაცია, განისაზღვროს მონადირის სტატუსი, ნადირობისთვის დასაშვები იარაღები თუ სხვა კონკრეტული საკითხები.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი მოთხოვნაა :1.      შეჩერდეს გარემოსა და ბუნებრივის რესურსების  დაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა;2.      განისაზღვროს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის ერთიანი სტრატეგია ყველა ასპექტის გათვალისწინებით (სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, ეროვნულ-ტრადიციული და სხვ.);3.      ნადირობის შესახებ კანონპროექტის შემუშავება მოხდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის #434 დადგენილების შესაბამისად (,,2014-2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმა“);4.      ზემოაღნიშნული სტრატეგიის შესაბამისად და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით ჩამოყალიბდეს სათემო და/ან სატროფეო ნადირობის კონცეფციები და მდგრადი ნადირობის ეროვნული სტრატეგია;5.      მოთხოვნების მე-2 ; მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, თავიდან შემუშავდეს კანონპროექტი ყველა დაინტერესებული მხარის ფართო ჩართულობით და შემდგომ მოხდეს მისი განხილვა საზოგადოებაში; დანართი:   ხელმოწერებიპატივისცემით,საქართველოს მონადირეთა საინიციატივო ჯგუფიხელმოწერის შემდეგ გთხოვთ გააზიაროთ ინფორმაცია.
gallery images

გადავარჩინოთ უკანასკნელი გამწვანებული პარკი გლდანში!

ჩვენს უბანში, უკანასკნელი პარკი განადგურების საფრთხის წინაშეა (109ა კორპუსის მიმდებარედ, გლდანის IV მიკრო/რაიონში). მიმდინარეობს 32 მ სიმაღლის , 8-10 სართულიანი, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.მშენებლობის მასშტაბებიდან გამომდინარე, დაზიანება/მოჭრა ემუქრება ხეებს და დროთა განმავლობაში, ჩვენს უბანში არსებული ისედაც მწირი დასასვენებელი და ბავშვების გასასეირნებელი ადგილი ახალი კორპუსის ავტოსადგომად და მოასფალტებულ ეზოდ გადაიქცევა.ჩვენ, ამ უბნის მაცხოვრებლები და პარტიზანი მებაღეები, ვთვლით, რომ ამის დაშვება დიდი დანაკარგი იქნება ჩვენი უბნისთვის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ჩვენი შვილებისთვის,რომლებსაც ინვესტორი ერთადერთ ახლომდებარე დასავენებელ და სავარჯიშო,სასუნთქ გარემოს ართმევს. ეს მშენებლობა ასევე საგრძნობლად გააუფასურებს გარშემო მდებარე ბინებს.საჭიროა ასობით ადამიანის მხარდაჭერა და გაერთიანება. მერიამ შუამდგომლობაზე უარი გვითხრა,ასერომ ეს ბრძოლა ჩვენი მოსაგებია!გთხოვთ,ნუ დაიზარებთ,ყველას ხელმოწერა მნიშვნელოვანია,თითოეული თქვენგანის ხმა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს! ერთად დავდგეთ და გადავარჩინოთ ჩვენი ათწლოვანი ფიჭვები! გადავარჩინოთ მომავალი დღეს,რომ ისუნთქონ ჩვენმა შვილებმა ხვალ!
gallery images

მკაცრად გაკონტროლდეს არაკანონიერი ნადირობა

მკაცრად გაკონტროლდეს არაკანონიერი,ულიცენზიო ნადირობის ფაქტები.დარღვევის შემთხვევაში მკაცრად დაისაჯონ დამნაშავეები.ასევე აუცილებელია რამენაირი სახით (სხვადასხვა ვარიანტებია) ამ საკითხთან დაკავშირებით სკოლებშიც ასწავლიდნენ თუ რა საზარელი შედეგები შეიძლება მოყვეს მსგავს ფაქტებს.
gallery images

აიკრძალოს გარე ვაჭრობა

აიკრძალოს გარე ვაჭრობა მეტროებთან და სხვა ადგილებში,მოხდეს გარკვეული ადგილის შეთავაზება ამ ადამიანებისთვის ნორმალური პირობებით
gallery images

აიკრძალოს ბიჰიდროგენის მონოოქსიდის შემცველი საკვები პროდუქტების იმპორტი

მოვითხოვოთ ბიჰიდროგენის მონოოქსიდის შემცველი საკვები პროდუქტების იმპორტი
gallery images

ყოფილი იპოდრომი გახდეს ''თბილისის ცენტრალური პარკი''

მე მინდა თბილისის ყოფილი იპოდრომი გახდეს "თბილისის ცენტრალური პარკი", ეს ქალაქი ჩვენია!!!#ერთადყველაფერსშევძლებთ 
gallery images

თბილისის ყველა უბანში გამოიყოს, ან აშენდეს ძაღლების და სხვა შინაური ცხოველების სავარჯიშო/სასეირნო სტადიონები..

იმ მიზეზით, რომ თბილისში არ არსებობს შინაური ცხოველების სპეციალური სასეირნო და სავარჯიშო ადგილები, ხშირი შემთხვევაა, როდესაც სათამაშო სტადიონზე იქმნება დაპირისპირება და საბოლოოდ პატრულის მუქარით, სიტყვიერი შეურაცხყოფით და სხვადასხვა ტიპის დაძაბულობა იქმნება, პატრონსა და ადგილობრივ მცხოვრებებს შორის.. მოვითხოვთ მსგავსად სხვა ქვეყნებისა აშენდეს, ან გამოიყოს რაიმე ადგილები, სადაც შევძლებთ თავისუფლად ვასეირნოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები..  https://www.youtube.com/watch?v=z18_TAYooHohttps://www.youtube.com/watch?v=rxBS1E0KZQU
gallery images

‎SOS‬!!!! ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე ბორჯომის ხეობაში !!!!! 

გამოცხადდეს მორატორიუმი და აიკრძალოს ხის მოჭრა ბორჯომის ხეობაში. ბორჯომის ხეობაში რამდენიმე სახის პრობლემაა:1) აშკარაა ტენდენცია- სანიტარული ჭრის სახელით ძალიან ბევრი ჯანსაღი ხე იჭრება. გასახმობად განგებ აზიანებენ ჯანმრთელ ხეებს - მთელ სიგრძეზე მერქნის ხის დაავადმყოფებას იწვევს, რაღაც დროის შემდეგ კი მასზე სანიტარული ჭრის ლიცენზია გაიცემა და ჭრიან. მოჭრილი ხეების ადგილზე ნერგების გახარების ნაცვლად, ახალი ნაგებობა შენდება. ამ ტიპის "დამთხვევები" უკვე ინტენსიურ სახეს ღებულობს.2) 2008 წლის ომის დროს ბორჯომის ხეობაში დაიწვა ტყეები, რაც ეკოლოგიურ კატასტროფას იწვევს. მთის დიდი მასა ხის გარეშე დარჩა, რაც გამოიწვევს ქანების მოშლას და მეწყერს, მიგვიყვანს ისეთ კატაკლიზმამდე, რაც მოხდა თბილისში 2015 წლის 13 ივნისს. ამის თავიდან ასაცილებლად სასწრაფოდ ზომებია მისაღები.3) არ არსებობს მეტყევისა და სატყეო რეინჯერის ძლიერი ინსტიტუტი, ბორჯომის ხეობის ზოგიერთ ზონაში მეტყევე საერთოდ არ ჰყავს ტყეს და სრულიად უკონტროლო მდგომარეობაა.4) ინტენსიურად ნაგვიანდება მდინარეები და ტყეები, რაც წყალსა და ბუნებას უმოწყალოდ აბინძურებს. არ არსებობს არანაირი ბერკეტი და არ ტარდება სამართლებრივი სანქცია გარემოს დამაბინძურებლების მიმართ.5) სოფლებში არის სანიტარული კვანძებისა და საკანალიზაციო გაყვანილობის პრობლემა, რის გამოც მოსახლეობა ხშირად თავის ნების საწინააღმდეგოდ, WC-ს გაყვანილობებს უერთებს მდინარეებს, ასეთ სიტუაციებში აპრობირებულია ბიოტუალეტების მოთავსება, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მოსახლეობა კი თავისი რესურსებით ამას ვერ მოახერხებს. ---------------აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების და ადგილობრივი თვითმართველობისგან ვითხოვთ, გამკაცრდეს გარემოს დაცვის კანონმდებლობა და სანქციები, დაისაჯონ დამნაშავეები და შეიქმნას ეფექტური ეკოლოგიური სისტემა
gallery images

ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე

ნარჩენების გადამუშავებით გავუფრთხილებით როგორც ბუნებას,ასევე ჩვენს თავს და მომავალ თაობებს.საჭიროა ყველგან დაიდგას სპეციალურ ნიშნებიანი  ურნები.
gallery images

საკემპინგო ზონა ბათუმში

გთხოვთ ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყოს კემპინგის ზონა და დაცული იქნას წვიმისგან.
gallery images

მოვითხოვთ ავტომობილების სავალდებულო ტექ.დათვალიერების შემოღებას!

საერთაშორისო კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურებამ უკვე საშიშ ზღვარს მიაღწია! გაეცანით სტატიას კვლევის შესახებ სრულად ამ ბმულზე.ჰაერი იმდენად დაბინძურებულია, რომ სიკვდილიანობაზეც კი ძალიან დიდი გავლენა აქვს! ასეთ დაბინძურებულ გარემოში ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ!აუცილებელია, ისევ შემოვიღოთ ავტომობილების სავალდებულო ტექ.დათვალიერება და საბოლოოდ მოვაცილოთ ქუჩებიდან ძველი, ვადაგასული და უხარისხო მანქანები!
gallery images

ცხოველთა დამცველების მიმართვა

საქართველოს პრეზიდენტს, ბ-ნ გიორგი მარგველაშვილს.  [email protected]  საქართველოს პრემიერმინისტრს, ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს  [email protected]საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბ-ნ ირაკლი კობახიძეს ([email protected]) ჩვენ, ქვემორეხელისმომწერნი, საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები და ამომრჩევლები შეგახსენებთ, რომ საქართველომ აირჩია ევროინტეგრაციის კურსი, ხოლო ევროკავშირის კანონმდებლობის ფარგლებში ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრულია ის პრინციპები, რითაც უნდა იხელმძღვანელოს ევროპის სამეზობლოში ინტეგრირებულმა ქვეყანამ; რომ საქართველოში სულ უფრო მკვიდრდება ევროპული ღირებულებები, განუხრელად იზრდება ცხოველთა დამცველთა რიცხვი და იზრდება ინტერესი უსახლკარო ცხოველებისა და მათი უფლებების მიმართ. მიგვაჩნია, რომ:·         საქართველო უახლოეს ხანში უნდა მიუერთდეს ევროპის საბჭოს კონვენციას კომპანიონ ცხოველთა დაცვის შესახებ (EuropeanConventionfortheProtectionofPetAnimals).·         აუცილებელია, ქვეყანას გააჩნდეს ორგანული ჩარჩო კანონი, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს და დაიცავს კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის პრინციპებს და სტანდარტებს. მოგახსენებთ, რომ ამა წლის 09. 03. 2016 საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ” (N385). სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტმა გაიარა რამდენიმე საკომიტეტო მოსმენა,  არ გაუვლია ყველა აუცილებელი საპარლანენტო პროცედურა დასამტკიცებლად.საპარლამენტო კომიტეტების, ცხოველთა დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს შენიშვნები გათვალისწინებულია უკვე ჩასწორებულ ვარიანტში, რომელიც მზად არის მეორე მოსმენისთვის. გთხოვთ დააჩქაროთ პროცესი და განაახლოთ განხილვები.·         სასწრაფოდ გადასახედია ქ. თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული თბილისის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) და მათი პოპულაციების მართვის წესი (2015 წლის 6 აპრილი, N 7-28), რომლის აღსრულებაზე პასუხიმგებელია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო” (საკრებულოს დადგენილება, 2014 წლის 12 დეკემბერი, N17-56). ამ წესით თავიდანვე უხეშად ირღვეოდა საზოგადოების იმ ნაწილის უფლებები, ვინც ზრუნავს მიუსაფარ ცხოველებზე, ასევე მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ცხოველების უფლებებიც.. ხსენებული წესის მიღების შემდეგ, საკრებულომ წესში, სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, შეიტანა რიგი ცვლილებები, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია. აღსანიშნავია,რომ ცვლილებების მიღება მოხდა არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების აზრის გათვალისწინების გარეშე და გაუმჭვირვალედ, საზოგადოება არ ყოფილა ინფორმირებული წესში შესატანი ცვლილებების შესახებ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელმწიფოს მიერ ამ პრობლემების მოსაგვარებლად დახარჯული თანხები არაეფექტურად გამოიყენება და შედეგს არ იღებს, რის გამოც სიტუაციამ მიიღო საგანგაშო სახე.აქედან გამომდინარე კატეგორიულად მოვითხოვთ:1.      ხსენებული სტრუქტურის რეორგანიზაციას, კადრების გადახედვას და ამ საქმიანობისთვის შესაფერისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე კადრებით ჩანაცვლებას.  აუცილებელია სააგენტოში დასაქმებული თანამშრომლები ერკვეოდნენ ცხოველთა კეთილდღეობის ნორმებში. დაუშვებელია, ასეთი უწყება დაკომპლექტებული იყოს ამ სფეროში არაკვალიფიციური თანამშრომლებით, რომელთაც არ გააჩნია სათანადო ცოდნა და უნარები.2.      სსიპ- ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელობის გათავისუფლებას თანამდებობებიდან, ვინაიდან, ის ვერ უზრუნველყოფს სააგენტოს ეფექტურ და სწორ ფუნქციონირებას.3.      საკრებულოს მიერ მიღებულ,  ქ.  თბილისში მოქმედი წესისა და ცხოველთა მონიტორინგის  სააგენტოს დებულების (წესდების) ძირეულად შეცვლას, განხილვის პროცესში ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფას და მათი რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას.