add one
gallery images

დაიცავი თსუ!!!

მეგობრებო, ყველას მოგეხსენებათ, რომ  უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება წყალმომარაგების ოფისი, რომელიც ითვალისწინებს მწვანე საფარის განადგურებას. გარდა ამისა, საუნივერსიტეტო ტერიტორიაზე პერსპექტივაშივე გვიკლავენ სტუდენტებისათვის საჭიროებისამებრ ათვისებას.დღეს უნივერსიტეტს არ აქვს სახსრები, ამ ტერიტორიაზე განათავსოს სტუდენტებისთვის საჭირო დაწესებულებები, მაგრამ ტრაგედიაა ის, რომ  ეს პერსპექტივაშიც შეუძლებელი ხდება. უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, რომელზე მშენებლობის უფლებასც გასცემს თბილისის მერია. მოვუწოდებთ ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიას, რომ წყალმომარაგების ოფისისათვის გამოყოს სხვა ალტერნატიული ტერიტორია და საუნივერსიტეტო ტერიტორია გადასცეს უნივერსიტეტს. ამით საშუალება გვექნება თსუ-ის სტუდენტებს გვქონდეს მომავლის იმედი. ერთად დავიცვათ თსუ–ის ინტერესები მოვალაში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის პერსპექტივაზე!პატივისცემით, თსუ–ის ეკოლოგიის მიმართულების სტუდენტები.
gallery images

შეწყდეს ოქროს ჩარდახის მიმდებარე სკვერში კაფე–ბარ

1. გაუქმდეს ქალაქ ქუთაისის მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა და შეწყდეს იმერეთის მეფეთა რეზიდენციის, "ოქროს ჩარდახის" მიმდებარე სკვერში კაფე–ბარ "არგოს" მშენებლობა.2. გამოიძებნოს ფინანსური რესურსი სკვერის ფუნქციური დანიშნულების აღსადგენად და კეთილმოწყობის ღონისძიებების ჩასატარებლად. 
gallery images

შემოიყვანონ ახალი ავტობუსები

მოვითხოვთ შემოიყვანონ ახალი ავტობუსები რადგან შიგნით ადამიანი კი არა ცხოველიც კი აღარ აიშვება. ავტობუსებსი არის ძალიან განადგურებული და არაჰიგიენური. ძლივს იქოქება უკვე და ისანი-სამგორის რაიონში განსაკუთრებით პატარა ავტობუსებისა შესაცვლელი. როცა 40 კაცის ადგილია ავტობუსში 50-60 და მეტიც იყრის თავს, რადგან სხვა გზა არ აქვთ. გრაფიკებიც ძალიან ცუდია. ბათუმში რა ტიპის ავტობუსებიც არის მსგავსი წაადგებოდა ჩვენს ქალაქს. 
gallery images

1.დაშვებულ იქნას კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული საზღვრებში ტრადიციულ გამოყენების ზონაში გარდა პალიასტომის ტბისა ნადირობის უფლება. 2.მარშრუტის გამოყენებით დაშვებულ იქნას პალიასტომის ტბაზე შიდაწვის ძრავიანი ნავებით გადაადგილება (მაქს90 ც/ხ.)

იქიდან გამომდინარე რომ, კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე ბუფერულ ზონებში ნადირობა და თოფის გადაადგილება იკრძალება, პრაქტიკულად მონადირეებს სანადირო ადგილი არგვჩება. მთავარი არგუმენტი იმისა რომ, დაცული ტერიტორის მიმდებარე ტერიტორიაზე აიკძალოს ნადირობა(იხვზე) გახლავთ ის რომ ,ხმა აფრთხობს ფრინველს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს რომ ამავე ტერიტორიიაზე გადიც ყულევისა და ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალი , აბა რა მოსატანია თოფის ხმა მატარებლის გუგუნთან? შესაბამისად ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ალტერნატივა არგვაქ ფოთელებს, ხობელებს, ლანჩხუთელებს ,სენაკელებს ვინადიროთ ჩვენს ისტორიულ ადგილებში ,სადაც ჩვენი წინაპარი ნადირობდა.
gallery images

შევამციროთ ქვეყანაში მტაცებელი ცხოველების რაოდენობა !!!

მოგესალმებით !მოგეხსენებათ ქევყანაში ძალზედ მომრავლდნენ მტაცებელი ცხოველები,როგორებიცაა:(მგელი,ტურა,მელა,ენოტი) რის გამოც  ინდივიდების რაოდენობა როგორიცაა (ხოხობი,კურდღელი)  ძალზედ შემცირებულია და ყოველივე ამას, თან ერთვის მტაცებლების სოფლებში შეჭრა, რაც თავის მხრივ საფრთხის შემცველია მოსახლეობისთვის,  ეს ყველაფერი  გამოწვეულია ქვეყანაში მტაცებლების მომრავლებით და იმ დისბალანსით რომელიც არსებობს პირველი რიგისა  და მეორე რიგის კონსუმენტს შორის . ამიტომ ამ პეტიციით მივმართოთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს . და სამინისტროს  შუამდგომლობით შედგმომ საქართველოს პარლამენტს რათა მოხდეს იმ კანონის გაუქმება რომლის მიხედვითაც მტაცებელი ცხოველების ამოღება ბუნებიდან აკრძალულია  . . !! 
gallery images

გავუფრთხილდეთ გარემოს!

მსოფლიოს წინაშე დგას ეკოლოგიური პრობლემა, რომელიც გამოწეულია გარემოს დაბინძურებით. მისი გამომწვევი ფაქტორებია: ადამიანის მერ გაჩეხილი ტყეები, მდინარეებში, მთებსა და ზღვებში მომწამლავი ნივთიერებების გაშვება. ფაბრიკა-ქარხნების გამონაბოლქვი.ადამიანების მიერ დაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები ხელს უწყობს სხვდასხვა დაავადების გავრცელებას. ამ პრობლემის გადაწყვეტაში ჩვენც გვინდა შევიტანოთ წვლილი, რომ მოსწავლეებმა (და არა მარტო მოსწავლეებმა)  გააცნობიერონ დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი.დანაგვიანებაზე უნდა იყოს ჯარიმა! ნუ დაანაგვიანებთ გარემოს! ჩვენ შეგვიძლია ერთდ გავუფრთხილდეთ მას! 
gallery images

დაისაჯონ კატის მწამებლები!

რუსთავში, კერძოდ საშუალო სკოლა ლამპართან, ნაპოვნია სასტიკად ნაწამები კატა. ამოთხრილი აქვს თვალი და წაკიდებული აქვს ცეცხლი, შემდეგ კი მოგუდულია მავთულებით. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინსტროს, არ დატოვოთ ეს ფაქტი უყურადღებოდ და მიიღოთ შესაბამისი ზომები. ერთხელ და საბოლოოს იქნას დაცული ცოხველთა უფლებები საქართველოში!
gallery images

ჩვენი შვილების ჯანმრთელობა საფრთხეშია!

SOS! სახიფათო გამონაბოლქვიდედაქალაქში მოძრაობა  წარმოუდგენელი გახდა უნდა შეიცვალოს ავტობუსები და სამარშუტო ტაქსები.მოხდეს მათი ჩანაცვლება ახალი და კარგად შემოწმებული სატრანსპორტო საშუალებით.ასეცე განახლდეს ტექდათვალიერება ,აიკრძალოს ძველი და გაუმართავი მანქანების იმპორტი საქართველოში.ავტომობილების გამონაბოლქვი აირების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი ნახშიორჟანგია, იგი უერთდება სისხლის ჰემოგლობინს და ხელს უშლის ორგანიზმის ქსოვილებში ჟანგბადის შეღწევას.მანქანის გამონაბოლქვი აირები საკმაოდ საშიშ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს არაორგანული ტყვიის შემცველი ნაერთები, რომლებიც წარმოიქმნება ბენზინში ოქტანური რიცხვის ასაწევად დამატებული ტეტრაეთილტყვიის წვისას.  დამტკიცებულია რომ ავტომობილის საწვავის წვის შედეგად გამოდენილი მავნე გამონაბოლქვი არის ბევრი მძიმე დაავადებების გამომწვევი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის კიბო.ჩვენ და ჩვენი შვილები კი ამას ყოველდღიურად ვსუნთქავთ დიდი დოზით.დროა ყველამ ერთად შევაჩეროთ ეს მოსიარულე დაავადებები.      სიტუაცია საგანგაშოა ყოველი დღე მნიშვნელოვანია!       გთხოვთ , მოგვაქციეთ ყურადღება!   
gallery images

აიკრძალოს ფოიერვერკის გამოყენება 22 საათის შემდეგ!

წარმოიდგინეთ, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ მოდიხართ სახლში, ივახშმებთ და დასასვენებლად დაწვებით, ძვლივს ჩაგეძინებათ და უცებ გეღვიძებათ, რადგან ვიღაც მთვრალი ოღრაში ფოიერვერკს აბათქუნებს! ჰიგიენაში განიხილება ტერმინი „ხმაურით დაბინძურება". მედიცინაში ცნობილია, რომ მან შესაძლოა პრობლემები შეუქმნას ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზია, სტრესი, ტინიტუსი, ძილის დარღვევა და სხვა დამაზიანებელი ეფექტები.თბილისში პრაქტიკულად არაფერი კეთდება ამ ტიპის ჰიგიენის დაცვისთვის. იმის გარდა, რომ ქუჩები გადაჭედილია ავტომობილებით და არიან მანქანები, რომლებსაც მიზანმიმართულად აქვთ გაზრდილი ხმა, ამას ემატება ხმამაღალი მუსიკა ბარ-რესტორნებიდან და ყველაზე მეტად შემაწუხებელი - აფეთქებების ხმა. ჩვენ მოქალაქეთა გულგრილობა იქამდეა მისული, რომ ფოიერვერკის გადაბმული აფეთქებების ხმა შუაღამის შემდეგაც არაერთხელ დაფიქსირებულა.დროა, წერტილი დავუსვათ უკანონობას და გულგრილობას! დროა, დავიწყოთ ერთმანეთის პატივისცემა! დროა, მოვითხოვოთ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები - ჰაერი და სიმშვიდე! ადამიანი ამას იმსახურებს! პეტიციაზე ხელმომწერნი მოვითხოვთ თბილისში აიკრძალოს პიროტექნიკის გამოყენება 22 საათიდან 8 საათამდე. 
gallery images

ქუთაისში ჭომის დასახლებაში დაიგოს სრულიად ახალი გზა, გაუნჯობესდეს დენის ინტერნეტის და ტელეფონის ხაზები

გამარჯობათ. ეს პეტიცია შექმნილია რათა ქუთაისში კერძოდ ჭომის დასახლებაში ახლანდელი აუტანელი მდგომარების შეცვლა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. როგორიცაა გზა რომელიც საშინელ მდგომარეობაშია ,ხშირი  დენის წასვლა რომელიც გამოწვეულია იმ ხაზებიდან რომლებიც ერთმანეთზეა გადამბული და ყოველი წვიმის ქარის ან თუნდაც თოვლის დროს ირყევა და კიდევ უფრო ზიანდება .ტელეფონის და ინტერნეტის ძველი ხაზები .ასე მოვითხოვთ ჭომის დასახლება სრულიად გადავიდეს ბოჭკოვან ინტერნეტზე . ხოლო დენის ტელეფონის და ინტერნეტი ხაზები იქნას მოთავსებული მიწაში სპეციალურ მილებში როგორც არის სხვა ყველა ევროპულ დასავლურ განვითარებულ ქვეყნებში.
gallery images

მიიღეთ სასწრაფო ზომები თბილისის შემოგარენში ფიჭვების (და სხვა წიწვოვანი კულტურების) მასიურ ხმობასთან დაკავშირებით

თბილისში და მის შემოგარენში წიწვოვანი კულურების (ფიჭვების და უკვე კედრების) ფიტოსანიტარული მდგომარეობა საგანგაშო ზღვარზეა. სოკოვანი დაავადებები და პარაზიტები ინტენსიურად ანადგურებენ ხეებს. თითო ასეთი ხმელი ხე პარაზიტების მატარებელია და სასწრაფოდ *შემდგომა-ზამთრის პერიოდში)  თუ არ მოხდა მისი გატანა ტყიდან, გაზაფხულზე, პარაზიტების ახალი აფეთქება გველოდება, რაც დარჩენილ საღ ხეებსაც იმსხვერპლებს. მდგომარეობის სიმძაფრეზე ერთხმად თანხმდებიან სპეციალისტები. ზეხმელი ხეების მოჭრა და გატანა ინტენსიურად უნდა მომდინარეობდეს. მერიის ტენდერები იწელება დროში. მოგიწოდებთ მიიღოთ შესაბამისი ზომები და სასწრაფო წესით მოხდეს მობილიზაცია, ბიურიკრატიული ბერკეტების გამისწორება და ზეხმელი ხეების მოჭრა და გატანა არა მხოლოდ მთაწმინდის ფერდიდან, არამედ ყველა დაავადებული უბნიდან ( თბილისის ზღვა, წყნეთი, ლისის ტბა, ლილო, ა.შ. ) 
gallery images

გადაიდოს მირზა შაფის პროექტის განხილვა

ამ პეტიციაზე ხელისმომწერნი მივიჩნევთ, რომ ისტორიულ ქალაქში მირზა შაფის ქუჩის განაშენიანების პროექტის განხილვა და სავარაუდო დამტკიცება აუცილებლად უნდა იყოს ფართო საჯარო განსჯის საგანი. ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია ამ ღონისძიების ჩატარება აგვისტოში, რადგანაც ასე ნაჩქარევად და გაუმჭვირვალედ მიღებული გადაწყვეტილებით გამოუსწორებელ ზიანს მივაყენებთ ქალაქს.მოვითხივთ, პროექტის  განხილვა ჩატარდეს სექტემბრის შუა რიცხვებში. 
gallery images

არა პანორამას!!!

არა პანორამას!!! მოაწერეთ ხელი და შეუერთდით აქციასhttps://www.facebook.com/events/1468121690167152/
gallery images

აღდგეს სამგორის პარკი

მოვითხოვთ მოწესრიგდეს სამგორის პარკი რომელიც მდებარეობს შსს გვერდით, ტერიტორიაზე არსებული გასართობი წერტილები, განახლდეს ინფრასტრუქტურა. დამონტაჟებულია საქანელები ატრაქციონები მაგრამ სამწუხაროდ უპატრონობის გამო ფუჭდება.
gallery images

გადაეცეს თამაზ ელიზბარაშვილს ადგილი სადაც ააშენებს ახალ ძაღლების თავშესაფარს!!!

პირველად 3 ივნისს ადიდდა მდინარე ვერე, რომელმაც დააზარალა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი. წყლის დონემ 2 მეტრს მიაღწია, დაიკარგა და დაიხრჩო ათობით ძაღლი. საბედნიეროდ, ათივე დათვი გადარჩა. თავშესაფრის ჩვეული რიტმით მუშაობის გაგრძელება მოხალისეების დაუზოგავი დახმარებით მოხერხდა.   13 ივნისის ღამეს განმეორებითი  წყალდიდობა საბედისწერო აღმოჩნდა თავშესაფრისთვის. თავსესაფარი მთლიანად გაანადგურა სტიქიამ,  დაიხრჩო და დაიკარგა ათეულობით ძაღლი, სამწუხაროდ დაიღუპა ყველა დათვი. ძაღლების ევაკუაცია მოხდა საბურთალოს სასაფლაოზე, რამდენიმე დღის შემდეგ   ეკონომიკის სამინისტრომ თავშესაფრისთვის დროებით გამოყო თავისი  კუთვნილი ტერიტორია, რომელიც მდებარეობს სამგორის რაიონში, კაიროს 26 ნომრის მოპირდაპირე მხარეს. ამ შენობაში არ არსებობდა ელექტროენერგია და საკანალიზაციო სისტემა. თამაზ ელიზბარაშვილმა კი ხალხის მხარდაჭერით მოაგვარა ეს პრობლემა. მიუხედავად ამისა, მრავალი საკითხი რჩება მოსაგვარებელი.   დროებითი თავშესაფრის ტერიტორია გამოუსადეგარია ძაღლების თავშესაფრის არსებობისთვის, რადგან: 1. ემეზობლება საცხოვრებელი სახლები, რაც არ შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს.                  2. დროებითი თავშესაფრის ტერიტორია  მისასვლელად მოუხერხებელია, ჩვენთვის, ცხოველთა მოყვარულებისთვის.   როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბატონი თამაზი მერიისგან მოითხოვს თავის კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების ალტერნატიულ ფართს და კომპენსაციას, რაც კანონიერად ეკუთვნის მას.    ჩვენი მოთხოვნაა, თამაზ ელიზბარაშვილს კანონის შესაბამისად გადაეცეს კომპენსაცია და  ტერიტორია, სადაც შეძლებს ახალი თავშესაფრის აშენებას!