add one
gallery images

არავითარი "მანჰეტენი" ვერეს ხეობაში!

ვერეს ხეობაში "ქართული მანჰეტენის" მოწყობა იგეგმებასაერთაშორისო მშენებელთა ასოციაციამ და საქართველოს ბიზნესპალატამ შეიმუშავეს პროექტი, რომელიც ვერეს ხეობაში ქართული მანჰეტენის მოწყობას გულისხმობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დარგის ექსპერტების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა, ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ განაცხადა რამდენიმე მინისტრს უკვე ესაუბრა ამ თემაზე და უახლოეს დღეებში მათგან ელოდება პასუხს. მერიასთან კი იდეის დონეზე უკვე ჰქონდათ პრეზენტაცია. მისივე თქმით, ამ პროექტის განხორციელებას დასჭირდება 1 400 000 000 და ამ თანხის მოძიებას დონორებისა და ინვესტორებისგან შეეცდებიან. იმ ყველაფრის ფონზე რა ტრაგედიაც რამდენიმე დღის წინ დატრიალდა, ვერეს ხეობაში სასტუმროების, ბიზნესცენტრისა და „მანჰეტენის“ მშენებლობა ბოდვაა და მეტი არაფერი. არანაირი განართლება და არგუმენტი ამ პროექტს არ შეიძლება ჰქნდეს. 18,000 ადამიანი ხელმოწერით ადასტურებს და ითხოვს, რომ ვერეს ხეობაში გაშენდეს ტყე- პარკი (http://manifest.ge/main/item/313) , რათა კიდევ ერთი პარკი ადგილი შეემატოს თბილისს სადაც ისედაც თითზე ჩამოსათვლელია სკვერების/პარკების რაოდენობა და თავიდან ავიცილოთ მსგავსი სტიქიის გამეორება.ერთად ვუთხრათ არა მანჰეტენის პროექტს ვერეს ხეობაში!
gallery images

მოვითხოვთ ზოოპარკის ცხოველთა მასობრივ ხოცვაში მონაწილე სპეცრაზმელების შსს-დან გარიცხვას და კანონის მიხედვით დასჯას!

2015 წლის 13-14 ივნისის საზარელ ღამეს თბილისში მოხდა დიდი უბედურება.როგორც ვიცით-მოვარდნილმა ღვარცოფმა დახოცა ადამიანები და ცხოველები,გაანადგურა ზოოპარკი და ძაღლების თავშესაფარი,უამრავი ადამიანი სახლების გარეშე დარჩა. ჩვენ ვგლოვობთ დაღუპულებს და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას,მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას,რომ ადამიანთა მიმართ სოლიდარობის საფარქვეშ ცხოველთა უფლებები გავთელოთ.როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია,იმ ღამეს ზოოპარკში შესული სპეცრაზმელები,მიუხედავად იმისა,რომ ჰქონდათ საკმარისი რაოდენობის ტრანკვილიზატორები,გაუმართლებლად და სასტიკად მოექცნენ არაერთ გალიებში დამწყვდეულ,სასწაულად გადარჩენილ ცხოველებს.ჩვენ ვაცნობიერებთ,რომ თუ ცხოველი საშიში ხდება ადამიანისთვის,სხვა გზა გარდა მისი ლიკვიდირებისა არ არსებობს,მაგრამ ცხოველის მოკვლა ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არის უკიდურესი ზომა,როდესაც დრო და გარემოება ადამიანს არ უტოვებს სხვა გზას თუკი ცხოველი სიცოცხლისთვის უშუალო და პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. მაგრამ 2015 წლის 14 ივნისის ღამეს მოხდა სრულიად სხვა,გაუგონარი და სასტიკი რამ-ზოოპარკში შესული სპეცრაზმელები (სპეცრაზმელი) სტიქიას სასწაულად გადარჩენილ იმ ცხოველებს ესროდნენ,რომლებიც უმწეოდ, გალიაში იყვნენ გამოკეტილები!რთულია ეს ვითარება ადამიანისთვის ცხოველთა მხრიდან საფრთხის შემცველ გარემოებად წარმოვიდგინოთ.ამდენად იმას,რაც სპეცრაზმმა თბილისის ზოოპარკში ჩაიდინა-ჰქვია სასტიკი მკვლელობა და სხვა არაფერი! ყოველივე ზემოთთქმულს ადასტურებენ როგორც ამ მკვლელობათა თვითმხილველები,ისე გადაღებული ფოტომასალა. ფაქტებიდან გამომდინარე ჩვენ ვთვლით,რომ ამ სასტიკი ქმედების ჩამდენი პირები (პირი) საშიშროებას წარმოადგენენ არა მხოლოდ უმწეო ცხოველთათვის,არამედ გარკვეულ გარემოებათა შემთხვევაში-ადამიანებისთვისაც.ასეთი პიროვნება უკეთეს შემთხვევაში არის გაუწონასწორებელი ფსიქიკის პატრონი,უარეს შემთხვევაში კი-უბრალოდ ბოროტმოქმედი. ამის დასტურია ყველასათვის საყვარელი,სრულიად უწყინარი და ადამიანების ხელში გაზრდილი თეთრი ლომის ბოკვერის- შუმბას ცივსისხლიანი მკვლელობა.ამის ჩამდენმა ბოროტად ისარგებლა ქალაქში შექმნილი ქაოსითა და პერსონალური საფარი მოიწყო უწყინარი სიცოცხლის ხარჯზე. ჩვენთვის ცნობილია,რომ ამ მკვლელობას თვითმხილველები ჰყავს, რომლებმაც სთხოვეს სპეცრაზმელს-არ მოეკლა ლომის ბოკვერი,რადგან ის იყო სრულიად შინაური,ისედაც გალიაში გამომწყვდეული და არანაირ საფრთხეს გარშემომყოფთათვის არ წარმოადგენდა.მიუხედავად მათი თხოვნისა,სპეცრაზმელმა შუმბას მაინც ესროლა! ლომის ბოკვერის გარდა დაკეტილ გალიებში სადისტურად ჩახოცეს არაერთი ცხოველი,რისი დამადასტურებელი ფოტომასალაც არსებობს და თვითმხილველებიც არიან.გამომდინარე ამ ყველაფრიდან,ვთვლით,რომ მსგავს გაუწონასწორებელ ადამიანთა ადგილი არ უნდა იყოს ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებში და მოვითხოვთ გამოძიების შედეგად ყველა იმ პირთა გამოვლენასა და კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას,ვინც უმწეო ცხოველთა სიცოცხლის უფლება შებღალა.მოვითხოვთ მკვლელი სპეცრაზმელების (სპეცრაზმელის) სახელთა გასაჯაროებას,რათა სამომავლოდ არავის გაუჩნდეს უსუსურ ცხოველთა მიმართ ჩადენილი სისასტიკის გამო დაუსჯელობის განცდა, ასევე მოვითხოვთ ცხოველთა ხოცვაში მონაწილე სპეცრაზმელთა შსს-ს რიგებიდან დათხოვნასა და მსგავსი დანაშაულისთვის მათ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ გასამართლებას!
gallery images

ახალი ფართის უფასოდ გადაცემა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრისათვის

სტიქიას გადარჩენილი უპატრონო ძაღლები დროებით კაიროს ქუჩაზე გადაიყვანეს. ახალი თავშესაფრის მოწყობამდე კი თამაზ ელიზბარაშვილი მთავრობას და მოქალაქეებს მიმართავს. ბიზნესმენი მიყენებული ზარალის დათვლას და თავშესაფრისთვის ახალი ფართის სიმბოლურ ფასად გადაცემას ითხოვს. 13 ივნისის წყალდიდობის დროს სვანიძის ქუჩაზე მდებარე ნაგებობა მთლიანად განადგურდა. დაიხრჩო ათეულობით ძაღლი.
gallery images
gallery images

ფოთის, მე-7 კილომეტრის, ჰიდრო კვანძის შეკეთება

ფოთის აღმოსავლეთით მდებარე ჰიდროკვანძი, რომელიც ხიდის ფუნქციასაც ასრულებს, შესაძლოა, დაინგრეს. ამ დასკვნამდე მიდიან დარგის სპეციალისტები, რომლებიც მის მდგომარეობას აკვირდებიან. ზუსტად 2 წლის წინ სპეციალისტთა დასკვნით მაქსიმუმ 2 წელში ეს ხიდი დაინგრეოდა. წელს გადის ეს მეორე წელი.ფოთი და ფოთთან ახლოს მდებარე სოფლები დატბორვის საფრთხის წინაშეა. თუ საჭირო 18 მილიონი არ გამოიყო აღნიშნული ჰიდროკვანძების შესაკეთებლად, არც ფოთი იარსებებს, არც ფოთის პორტი და არც ახლოს მდებარე სოფლები. ქვეყანა მიიღებს ასეულობით მილიონი ლარის ზარალს.იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ მასშტაბური ზარალი, უბედურება, საჭიროა ჰიდროკვანძის შეკეთება და თანაც სასწრაფოდ.
gallery images

გაუქმდეს თბილისში ზოოპარკი / Stop build new Zoo in Tbilisi

დაუბრუნდნენ ზოოპარკის ცხოველები თავიანთ ბუნებრივ გარემოს, ან გადაეცნენ შესაბამისი ბუნებრივი პირობების მქონე ზოოპარკებს.მხოლოდ ადამიანის გართობის მიზნით უდაბნოს, თუ ტროპიკული ტყეების ცხოველები არ უნდა ატარებდნენ თავიანთ ცხოვრებას ქალაქის მტვერში, სხვა კლიმატის და ბუნებრივი პირობების ცხოველების სრულიად არაბუნებრივ გარემოში მოქცევა ბოროტებაა. ზოოპარკი რომელიც მხოლოდ ადამიანის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისთვის იქმნება, შეუძლებელია შესაბამისი ხარისხით გაკეთდეს თბილისში, ამისთვის საჭიროა კოლოსალური თანხები, ამისი ფინანსური რესურსი ქვეყანაში არ არსებობს!ქვეყანაში სადაც ცხოველებს ვერ უვლიან საერთოდ არ უნდა არსებობდეს ზოოპარკი...We are against to renovate or build new Zoo in Tbilisi. It is evil to make exotic animals live in small area of the dusty city.  If you think the same join the petition.We demand to take animals to it's natural climat environment or bring to another well organized Zoos of another country, were is more precized environment to their natural.There is no funds in Georgia to build new Zoo with right environment.  In the country where animals can't be treated right should not exist any Zoo.Beasts shouldn't spend their lives in the city when they meant to be in tropics or tundras etc....
gallery images

დადგმული იქმნას ქალაქის ქუჩებში გადამუშავებისთვის ორიენტირებული ურნები

მოვითხოვთ, ქალაქში შემოიტანენ გადამამუშავებელი ურნები, რომლის საშუალებითაც მოხდება ნაგვის განაწილება შესაბამის კატეგროიაში. ყველამ ვიციღ, რომ თბილისს ეკოლოგიურად ძალიან უჭირს, და ეს გაჭირვება 80% დანაგვიანებამ გამოიწვია.
gallery images
gallery images

ფოთი დატბორვის საფრთხის წინაშეა

მდინარე რიონზე მდებარე ჰიდროკვანძი, რომელიც დასახლებას წყალდიდოებებისგან იცავდა, და ამვდროულად ხიდის ფუნქციასაც ასრულებს, მწყობრიდან გამოვიდა. სპეციალისტებმა მდგომარეობა შეისწავლეს და საგანგაშო დასკვნა გააკეთეს. თუ ნაგებობა დროულად არ გამაგრდება, რიონი ქალაქს დატბორავს, ფოთის დიდი ნაწილი, მათ შორის პორტიც, ზღვის ფსკერზე მოექცევა. P.S მე-2 წელი გადის და არავინ იცის როდის შეიძლება მოხდეს ეს საშინელება. ღმერთმა დაგვიფაროს და ეს რომ მოხდეს თბილისი მონაგონი იქნება
gallery images

ნუ მოკლავტ ცხოველებს

ნუ კლავთ ცხოველებს უმორჩილესად გთხოვთ  ისინიც ღმერთმა გააჩინა და მატაც აქვთ სიცოცხლის უფლება 
gallery images

დაიწყოს გამოძიება მდინარე ვერეს ხეობაში ჩატარებულ მშნებლობაზე, მდინარის გვირაბში მოქცევაზე!

პეტიციის ხელის მომწერები მოვითხოვთ დაიწყოს გამოძიება მდინარე ვერეს ხეობაში ჩატარებულ მშენებლობებზე რომლის დროსაც მდინარე ვერე მოაქციეს გვირაბში, რომელმაც ვერ გაატარა დიდი რაოდენობით წყალი რის შედეგადაც დატრიალდა ტრაგედია, აუცილებელია გამოძიებამ დაადგინოს არის თუ არა, არასწორად დაპროექტებული მშენებლობის ბრალი ეს ტრაგედია, რომლის დროსაც დაიღუპა ხალხი, განადგურდა საცხოვრებელი სახლები, განადგურდა ზოოპარკი და დაიხოცა ცხოველები, მილიონობით ლარის ზარალი მიადგა თბილისს.
gallery images

გადაიტანეთ თბილისის ზოოპარკი!!!

მივმართავ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს და თბილისის მერიას!!!გთხოვთ, ჩაატაროთ კვლევა რომელიც გამოავლენს ცხოველთა უსაფრთხოების დასაცავად საჭირო პირობებს, და მათი გათვალისწინებით შეარჩიოთ ახალი ადგილმდებარეობა სადაც ზოოპარკს გადაიტანთ!მოათავსეთ ცხოველები დროებით თავშესაფარში, ხოლო შემდეგ მოუძებნეთ ახალი სახლი, რომ მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდეს!!!
gallery images

ეკოლოგიური გამოწვევები მთელი საქართველოს მასშტაბით

 მიმდინარე გლობალური მასშტაბის ეკოლოგიური გამოწვევები ცალკეულ ინსტიტუტებს იძულებულს ხდის, გააღრმავონ მათი მუშაობა ამ კონკრეტულ სფეროში. მივესალმები,რა არსებულ გარემოსდაცვით ორგანიზაციებს, გამოვთქვამ სასურველ-შესაძლებელ,შედეგზე ორიენტირებულ იდეას, გადახედულ იქნეს მიღებული დებულებები და ამ უკანასკნელის საფუძველზე თავიდან იქნეს აცილებული ხე-ტყის უკანონო ჩეხვა და ამას გარდა, უფლებამოსილი გაერთიანებების მიერ ცალკეული ბუნებრივი რესურსის რაციონალური მართვა. ამ ყველაფრის მიუხედავად, შემომაქვს შემოთავაზება, გაშენდეს ქარსაცავი ზოლები,როგორც დასავლეთ,ისე აღმოსავლეთ საქართველოში.                                                           პატივისცემით,                                                             ნიკოლოზ გვალია