add one
gallery images

109-ე ბაგა-ბაღის შენობის განმეორებითი ექსპერტიზა და სხვა საკითხების შესწავლა

მთავარია ბავშვების უსაფრთხოება და ბავშვების ინტერესებისწორედ ამიტომ მოვითხოვთ ჩატარდეს 109-ე  ბაგა-ბაღის შენობის ორივე ფრიგელის განმეორებითი ექსპერტიზა.ასევე გასაჯაროვდეს იმ ბაგა-ბაღების ექსპერტიზის დასკვნები სადაც იგეგმება 109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების გადანაწილება. ამ ბაღში 750 ბავშვი და 107 თანამშრომელია, რომელთა ბედი გაურკვეველია.ასევე ვითხოვთ პასუხს! რადგან  ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 16 მარტს  გაუგზავნა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საინჟინრო დასკვნა ნომერი  #001616818, რატომ გახდა ეს დასკვნა საჯარო მხოლოდ 2018 წლის 17 აპრილს?! ერთი თვის განმავლობაში რას აკეთებდა ბაღების მართვის სააგენტო?აქვე აღსანიშნავია რომ 2015 წლის 14 დეკემბერს  გაიხსნა 109-ე ბაგა-ბაღის დახურული ფრიგელი, მას შემდეგ რაც თბილისის ბაღების მართვის სააგენტომ მოახდინა ამ ბაღის დახურული ფრიგელის აღდგენა რეკონსტრუქცია, რაც თბილის მერიის ბიუჯეტიდან 325 000 ლარი დაჯდა. საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი, საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატი და სხვა პირები.ანუ რასთან გვაქვს საქმე? 2015 წელს გაარემონტეს, ისე რომ შენობა თურმე ავარიული იყო თუ ორ წელიწადში გახდა ავარიული? ამ პერიოდში საბედნიეროდ მიწისძვრა არ ყოფილა მაშ რამ გამოიწვია შენობის სეისმომდგრადობის დაქვეითება?დასკვნაში ვკითხულობთ რომ შენობის ოთახების დათვალიერების დროს შენობის ზედა სართულებში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ქმნის შთაბეჭდილებას რომ თითქოს შენობას დაზიანებები არ გააჩნია. გამოდის რომ თბილისის მერიამ ფასადურად შეალამაზა იქაურობა, გაფლანგა 325 000 ლარი და რაც ყველაზე მთავარია ამ ხნის განმავლობაში საფრთხეში იყვნენ ბავშვები?აუცილებლად უნდა აგონ პასუხი ამ საქმესთან დაკავშირებით შესაბამისმა პირებმა. ამიტომ უნდა ჩატარდეს 109-ე ბაგა-ბაღთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა საკრებულოს სარევიზიო კომისის მიერ და თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ.დაუკავშირდით პეტიციის ავტორს შეკითხვების შემთხვევაში 591051601
gallery images

ბიზნესში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება

იმისათვის, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო დონეზე განიხილოს ბიზნესში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება, ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრმა (CICD) გადაწყვიტა კოლექტიური თხოვნა გაავრცელოს, რასაც შეგიძლიათ შემოუერთდეთ პეტიციაზე ელექტრონული ხელმოწერის დაფიქსირებით. Corporate Social Responsibility (CSR) - გახლავთ გამოცდილება, რომლის წახალისებაც საგადასახადო შეღავათების დაწესებით უკვე მოახერხა ევროპისა და დასავლეთის რიგმა ქვეყნებმა, რომელთა ფარგლებში წარმოებული ბიზნესი განვითარების კუთხით მოწინავე პოზიციებს იკავებს მსოფლიო ბაზარზე.მოკლედ გაგაცნობთ ინიციატივის სარგებელს:> დასტიმულირდება ბიზნესი და მიეცემა გაცილებით მეტი საშუალება გაატაროს მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკა;> კომპანიებში შეიქმნება ახალი ვაკანტური პოზიციები CSR მენეჯერის პოზიციაზე (ისინი პროფესიულ დონეზე კომპლექსურად შეისწავლიან და ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით ხელს შეუწყობენ იმ მიმართულებების განვითარებას, რაც საქართველოს რეალურად სჭირდება)> კომპანიები პირდაპირი ფინანსური ჩარევით დაიწყებენ იმ ქვეყნის განვითარებას, რომელშიც სურთ წარმატებული ბიზნეს საქმიანობის წარმოება (ამ შემთხვევაში საუბარია საქართველოს განვითარებაზე არაერთი კუთხით)> სამოქალაქო გაერთიანებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუჩნდებათ მატერიალური უზრუნველყოფის პოტენციალი, რომლის დახარჯვაც მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული, საჯარო დონეზე რეგისტრირებული მიზნებისა და ამოცანების გასატარებლად. > დაიწყება უცხოური ფონდებისა და საქართველოში წარმოებული ბიზნესის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების დაბალანსება, რაც გაზრდის ეროვნული ღირებულებებისა და ხასიათის პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას.> დაიწყება პერმანენტული ღონისძიებების გატარება სხვადასხვა დარგის განვითარებისთვის, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ ფინანსურ ზარალს არ ნახავს არც საქართველოს ბიუჯეტი, არც ბიზნეს სექტორი და არც სხვა მესამე მხარე.შენიშვნა: საკანონმდებლო დონეზე საკითხის განხილვასა და აღნიშნული შეღავათების შემოღებას აუცილებლად უნდა მოყვეს მონიტორინგის რეფორმა, რომელიც CSR-ის შეფასების ნაწილს შეეხება და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. პეტიციაზე ელექტრონული ხელმოწერის დაფიქსირებით თქვენ მხარს უჭერთ მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების შემოღებას 
gallery images

მოხდეს საზღვარგარეთიდან გამოწერილ ნივთებზე 300 ლარის ნაცვლად, 600 ლარზე განბაჟება

 ჩვენ, პეტიციაზე ხელის მომწერებს, გვსურს შევიძინოთ ხარისხიანი ნივთები ნორმალურ ფასად, მაგრამ 300 ლარიანი ზღვარის გამო იაფი აღარ გამოდის და ვეღარ ვახერხებთ შეძენას. ვითხოვთ ზღვარის აწევას. ყველა თქვენგანმა, ვისაც გაწუხებთ ეს პრობლემა, მოაწერეთ ხელი და გააზიარეთ სოციალურ ქსელებში.300 ლარიანი ზღვარის აწევა არ გამოიწვევს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელის შეშლას, როგორც ამას მთავრობა იძახის და ამ მიზეზით არ სურს ზღვარის აწევა1. მცირე ბიზნესის გავითარებას სწორედაც ბაჟის არსებობა უშლის ხელს, რომელიც მცირე ბიზნესმენს იძულებულს ხდის ელემენტარული, მიზერული საქონლის შემოტანის შემთხვევაშიც კი გასწიოს ზომაზე დიდი ხარჯი, რითაც იზრდება, როგორც პროდუქციის ფასი, ისე ბიზნესის დაკარგვასთან დაკავშირებული რისკები, რითაც მცირე ბიზნესმენს რეალურად ეკარგება სურვილი რაიმეს წამოწყების;2. საშუალო და დიდი ბიზნესისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს ინდივიდების მიერ შემოტანილი შემოტანილი საქონელი, რომელთა მოცულობა საკმაოდ მცირეა3. დოლარის მომატებამ ლართან მიმართებაში კიდევ უფრო გაართულა ეს პრობლემა, ადრე თუ  160-170 $ ის ნივთის შეძენისას 300 ლარს არ გადააჭარბებდი ახლა, 115 $ ზემოთ უკვე გიწევს განბაჟება;4. ზღვარის აწევა, გაზრდის საქონლის მრავალფეროვნებას და გააძლიერებს კონკურენციას, რაც დაარეგულირებს ფასებს და ხარისხს, ვფიქრობთ ეს მისაღებული უნდა იყოს ხელისუფლებისათვის5. ჩვენ, არ ვითხოვთ, ბაჟის საერთოდ გაუქმებას, მოხდეს დაწესებული 300 ლარიანი ზღვარის აწევა. 300 ლარიანი არსებული ზღვარის აიწიოს 600 ლარამდე, ( 2009 წლის აგვისტომდე ზღვარი იყო 1500 ლარი)6. ზღვარის აწევა 600 ლარამდე ხელსაყრელია მთავრობისთვისაც, ეს გამოიწვევს გარკვეულ პროდუქტებზე (მათ შორის საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე) ფასების კლებას და გარკვეულწილად დააბალანსებს ლარის დევალვაციით გამოწვეულ ფასების 
gallery images

არჩილ ტატუნაშვილს მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება

საქართველოს პრეზიდენტს, ბ-ონ გიორგი მარგველაშვილს!ოკუპანტების მიერ გატაცებულ და ნაწამებ ქართველ სამხედროს, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.
gallery images

მოსკოვის გამზირს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი

მოსკოვის გამზირს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი.არჩილ ტატუნაშვილის ქუჩა, ყველაზე ლამაზი გახდება მთელს დედაქალაქში და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ ლამაზდება ჩვენი ქვეყანა მაშინ როცა მოსკოვის გავლენიდან გამოდის.
gallery images

აიკრძალოს აზარტული თამაშები!

აზარტული თამაშები ოფიციალურად 1520 წელს საფრანგეთში მეფე ფრანცისკ I-ის ბრძანებით დაკანონდა. პირველი კაზინოები კი პარიზში 1765 წელს გაიხსნა. აზარტული თამაშების სახლები გართობასთან ერთად, უამრავი უკანონო საქმიანობის, მათ შორის შავი ფულის გათეთრების ყველაზე კარგი საშუალება იყო. იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში აზარტული თამაშების მანიით შეპყრობილი ერთი ადამიანი მაინც არ იყოს.აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ლუდომანია იგივე გემბლინგი ეწოდება. გემბლინგს ნარკომანიის გამოვლინებები ახასიათებს - კერძოდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რაც აზარტული თამაშების მიმართ ავადმყოფურ ლტოლვას იწვევს. გემბლინგით დაავადებულთა მახასიათებლებია: მძიმე კონფლიქტებისგან თავის დაღწევის უნარი, რასაც ტყუილით აღწევენ. კრიტიკულები არიან ოჯახის წევრების მიმართ. აზარტულად მოთამაშეები იღებენ ვალს და დარწმუნებულნი არიან, რომ თამაშით, ვალით აღებულ თანხას გააორმაგებენ, ვალსაც გაისტუმრებენ და მოგებულებიც დარჩებიან, მაგრამ რეალობა ასეთი არ არის. სამწუხარო ის არის, რომ ლუდომანიით დაავადებული ადამიანი ხშირად მთელი ფინანსური რესურსის დაკარგვის სანაცვლოდ იღებს აზარტით მინიჭებულ სიამოვნებას. ხშირია ფაქტები, როდესაც მოთამაშეს უძრავი თუ მოძრავი ქონების გაყიდვით აღებული ფული წაუგია კაზინოში და თვითმკვლელობით დაუსრულებია სიცოცხლე.… კაზინოში ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი დადის. დადიან ქალები, მოხუცები და ფეხმძიმეებიც კი. კაზინოებისთვის სასურველი კლიენტები ისინი არიან, ვინც კაზინოში 400-500 დოლარით შედიან, ე.წ. "სუფთა იგროკები", რომლებიც სულ მალე ხდებიან თამაშზე დამოკიდებულები. სათამაშო ბიზნესის წესია, მოთამაშეს დროის შეგრძნება დაკარგული ჰქონდეს, ამიტომ კაზინოში მზის შუქი არსაიდან შედის, ვერსად ნახავთ საათსაც.კაზინოებს ვიპკლიენტებიც ჰყავთ. ეს მოთამაშეთა ის კატეგორიაა, რომელიც დიდი ფსონით (დიდი ფულით) თამაშობს და კაზინოში უფრო გასართობად შედიან. ასეთ კლიენტებს სხვადასხვა პრივილეგია აქვთ, მაგალითად, მათთვის უფასოა სასმელი, რომელიც კაზინოს ბარებში ძალიან ძვირი ღირს; ზოგჯერ აქვთ კრედიტიც და ა.შ. კაზინოში მუდმივი ვიპკლიენტი არ არსებობს. გავა დრო და ის, ვინც თავიდან დიდი ფსონებით თამაშობდა, რიგით კლიენტად გადაიქცევა. იწვევს თუ არა აზარტული თამაშების პროპაგანდა თვითმკვლელობის რაოდენობის მატებას? თემაზე გამოკითხვა ფორუმზე დადეს. ფორუმელების 74% ფიქრობს, რომ თვითმკვლელობების ძირითადი მიზეზი აზარტული თამაშებია. იუზერების ნაწილი მიიჩნევს, რომ კაზინოების პროპაგანდა უნდა აიკრძალოს. მაგრამ სხვები წერენ, რომ კაზინოები სუიციდის მატებასთან არაფერ შუაში არაა.ადგილი, სადაც ადამიანები ფულს აგებენ ან იგებენ, სადაც ფორტუნას ცდიან, სადაც საათი არ არის. ეს ადგილი კაზინოა. დღეს საქართველოში ბევრი ადამიანია, რომლისთვისაც აზარტული თამაშები არა გართობის, არამედ გამდიდრების გზაა. დროთა განმავლობაში, ისინი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულები ხდებიან და სწორედ აქ იწყება მათი ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემები. იმისათვის რომ უკეთესად გავრკვეულიყავი კაზინოების შიდა სამზარეულოში გავეცანი პრესა.ჯი-ს მიერ ჩატარებულ ინტერვიუს კაზინო აჭარის მარკეტინგის მენეჯერ მაკა გოგრგაძესთან. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ვგებულობთ რომ კაზინოში საშუალოდ დღეში 1000-1500 ადამიანი შედის, კლიენტების საშუალო ასაკია 35 წელი, ასევე საინტერესოა ის ფაქტი რომ არსებობს მუდმივი შავი სია და არსებობს დროებითი შავი სია, როდესაც კლიენტი სამჯერ ან მეტჯერ იქნება გაფრთხილებული და ექნება ერთ კვირიანი დისკვალიფიკაცია, შემდეგ ის ავტომატურად ხდება სამუდამო „შავი სიის“ კანდიდატი. როგორც მენეჯერმა აღნიშნა ყველაზე დიდი თანხა რაც კაზინოში წაუგიათ 40000 დოლარია ერთ დღეში, მისი თქმით ასეთივეა მოგებაც.კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა და პრემიერ - მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში კაზინოების აკრძალვის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ბათუმი აზარტული თამაშების ცენტრად იქცა. მისი თქმით, ამ სფეროდან შემოსული თანხა ბიუჯეტის მხოლოდ 1%-ია, რის გამოც ქვეყნის იმიჯი არ უნდა შეილახოს.ივანიშვილის ამ განცხადებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. როგორც მოგვიანებით, პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, აზარტულ თამშებთან დაკავშირებული ბიზნესი მოსაწესრიგებელია თუმცა ამ ეტაპზე იმის თქმა, რომ კაზინოები დაიხურება, მართალი არ არის. საქართველოში სათამაშო ბიზნესი 2005 წლიდან რეგულირებულია რამდენიმე კანონით. მანამდე, იყო გარკვეული ბრძანებულებები, თუმცა კონკრეტული კანონი აზარტული თამაშების მოწყობის შესახებ არ არსებობდა.ამჟამად, საქართველოში სათამაშო ბიზნესს სამი კანონი არეგულირებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“. რეგულირების მიზანია საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ბიზნესის სახელმწიფო კონტროლი, მოქალაქეთა ინტერესების და მომხმარებელთა უფლების დაცვის გათვალისწინებით.არსებული განმარტებით, “აზარტული თამაშობები არის თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე და ტარდება ბანქოს დასტის, კამათლის, სათამაშო ბრობლის, სათამაშო აპარატის ან სხვა სათამაშო ინვეტარის მეშვეობით”.ყველა ტიპის აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობა საქართველოს კანონმდებლობით ნებართვას მოითხოვს. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონის მიხედვით, ნებართვის გაცემას ექვემდებარება წამახალისებელი გათამაშების, სამორინეს, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატის სალონის, ლოტოს და ბინგოს მოწყობა. 2011 წელს ამ კანონში ცვლილებები შევიდა არსებული კანონმდებლობით, 18 წლამდე ასაკის პირთათვის აზარტული თამაშში მონაწილეობის მიღება აკრძალულია. ასევე, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს ეკრძალება არასრულწლოვან პირებთან შრომითი ხელშეკრულების დადება, რომლის მიხედვითაც მათ ევალებათ თამაშების ჩატარების ადგილზე მუშაობა, თამაშობის ორგანიზების ან ჩატარების კონტროლი. საქართველოში კაზინოებში არ შეიძლება 21 წლამდე ადამიანის დაშვება, ხოლო ტოტალიზატორის შემთხვევაში ეს ზღვარი 18 წლამდეა. ექსპერტების შეფასებით, მას შემდეგ რაც ეს სფერო რეგულირებადი გახდა, აზარტული თამაშების კანონდარღვევითი შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. საქართველოს მსგავსად აზარტული თამაშების საკითხი აქტუალურია მთელ მსოფლიოში, თუმცა ეს ბიზნესი სხვადასხვა მექანიზმებით რეგულირდება. აზარტული თამაშები ძირითადად, ისლამურ ქვეყნებშია აკრძალული. მაგალითად, ირანში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, ეგვიპტეში. ასევე, მეზობელ აზერბაიჯანში.ყველა იმ ქვეყანაში სადაც აზარტული თამაშები დაშვებულია, ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს. არასრულწლოვანი პირის სათამაშო სახლებში დაშვება კანონით ისჯება, ამისთვის ადმინისტრაციული სასჯელები და ჯარიმებია გათვალისწინებული. ამერიკაში 1971 წლის საკონსტიტუციო ცვლილებამდე ასაკობრივი ზღვარი 21 წლამდე იყო, შემდეგ 18 წლით განისაზღვრა. თუმცა რამდენიმე შტატში ალკოჰოლური სასმელების მიღება და აზარტულ თამაშებში მონაწილეობა 21 წლამდე ისევ აკრძალულია. ასევე მოხდა გერმანიაში და საფრანგეთშიც, სადაც 1987 წლის შემდეგ ასაკობრივი ზღვარი 21 წლიდან 18 წლამდე შემცირდა.ევროპის ბევრ ქვეყანაში არსებობს სპეციალური პირობები აზარტული თამაშების მოწყობის შესახებ. მაგალითად, დასახლებულ პუნქტში აკრძალულია კაზინოს მოწყობა. გამოყოფილია სპეციალური უბნები ქალაქის გარეთ სადაც სათამაშო სახლების აშენება დაშვებულია. თუმცა საქართველოში ამგვარი განსაკუთრებული პირობები არ არსებობს. არსებული კანონმდებლობა, ძირითადად, ნებართვების გაცემასა და მოსაკრებლების ამოღების პირობებს ადგენს. რა დამოკიდებულება აქვთ სასულოერო პირებს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მე გავესაუბრე მარტყოფის ყოვლად წმინდა სამების სახელობის ტაძრის მოძღვარს მამა დავითს. ახლა კი შემოგთავაზებთ ამონარიდს მისი საუბრიდან:''აზარტული თამაშები ადამიანში აღვიძებს შურს, აგრესიას და როგორც წესი მოთამაშეები ხშირად ავლენენ ურთიერთშეურაცმყოფელ ქმედებებს, ასევე რელიგია არ ეთანხმება იმას, რომ ადამიანებმა მოიპოვონ სიმდიდრე უშრომელად, გამართლების იმედად. როგორც პავლე მოციქული ამბობს: '' ვინც არ შრომობს, მან არ ჭამოს'', ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარი ოფლით ნაშრომი ფულით უნდა არჩინოს კაცმა ოჯახი და არა კაზინოში თუ ტოტალიზატორში მოგებულით, მით უმეტეს, როცა ამგვარ დაწესებულებაში მისვლით, აზარტული მოთამაშე პირიქით, იქით აგებს ფულს და არა იგებს. თუ ადამიანი ფულის მოყვარეა, ეშმაკი ამით სარგებლობს და უბრალო მოკვდავს ამდაგვარ საცდუნებელს აძლევს. მაგრამ თუ კაცი ძლიერია, უფლის მოშიშია, ცხოვრობს ქრისტიანულად, ლოცულობს, მარხულობს, მასზე ეშმაკი ვერასდროს გაიმარჯვებს. შირად კითხულობენ იმას თუ რატომ კრძალავს ეკლესია მაინცდამაინც კარტს და არა ჩადრაკს, დომინოს და ა.შ ხატებით თამაში უფრო ნაკლები ცოდვაა ვიდრე კარტით, რომელიც იუდას მოწაფეებმა გამოიგონეს ქრისტიანების შეცდომაში შესაყვანად. მასზე გამოსახულია ქრისტეს სიმბოლოები ( მაგალითად: აგური:რომელიც წითელი ფერისაა და ქრისტეს სამსჭვალავს განასახიერებს, ყვავი: ეს ის ღრუბელია რომელიც ძმარში ჩაულბეს ქრისტეს როდესაც წყავი ითხოვა, დამა- დედაოები, ვალეტი- წმინდა მოწამეები და ა.შ)"ხოლო რაც შეხება კითხვას თუ რა მიაჩნიათ ამ პრობლემის გადაჭრის გზად სასულიერო პირებს?"დაუძლურებული და დაავადებული სული მარხვითა და ლოცვით განიკურნება. ღრმა ეკლესიური, ქრისტიანული ცხოვრებით, სახარების კითხვით, სათნოებათა აღსრულებით ადამიანი აუცილებლად მოახერხებს ეშმაკი დაძლიოს, რადგან უფალი მის გვერდითაა და თუ ადამიანი ამას მოინდომებს, აუცილებლად შეძლებს. მოძღვართან სიმჭიდროვე ყოველთვის იხსნის ადამიანის სულს ამგვარი საცდუნებლებისგან. ეშმაკისეულით შეპყრობილი ადამიანი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ყოველთვის შეძლებს დაავადებული სულის განკურნებას. ამგვარი შემთხვევები არაერთხელ ყოფილა. დიდი მნიშვნელობა აქვს დაუძლურებული სულის ადამიანისთვის მონასტერში ყოფნას, იქ, მამების გვერდით, იგი აუცილებლად გაძლიერდება .აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მოხსნა, რასაკვირველია, შეიძლება, თუმცა, შემდგომში შესაძლოა გამოვლინდეს რეციდივი და ამ რეციდივსაც მუდმივად მკურნალობა დასჭირდება. დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნების ფსიქიკურ სიძლიერეს, თუ რამდენად ძლიერი გამოდგება იგი საკუთარ თავთან საბრძოლველად. მე ასევე ჩავატარე ონლაინ გამოკითხვა 60 რესპონდენტთან, ამ შემთხვევაში მაინტერესებდა რეიტინგი თუ პროცენტულად როგორ გადანაწილდებოდა მოსაზრებები ხელისუფლების სამომავლო ქმედებებზე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით. კითხვა იყო შემდეგი:''ხელისუფლების რომელ პოზიციას უჭერთ მხარს, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით? "ა)აიკრძალოსბ)შეიზღუდოსგ)არ შეიცვალოსშედეგები კი ასე გამოიყურება: აკრძალვას26% უჭერს მხარს, შეზღუდვას_61%, ხოლო არ შეიცვალოს 13% -მა დააფიქსირა. (ასევე ზოგიერთი რესპონდენტისგან მე დავიმსახურე კრიტიკაც :" რომ მეტი საქმე არ მაქვს და საქართველოს ბევრი უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიც გააჩნია")და ბოლოს, სიცოცხლე ბევრად უფრო აზარტული, რომ იყოს ქვეყანაში უნდა იყოს ნაკლები კაზინო, მაგრამ ის აზარტი რაც გვაქვს სიყვარულში უნდა გამოვავლინოთ.საინტერესო ფაქტები აზარტული თამაშების შესახებ:1) ამერიკის შეერთებული შტატების 37_ეპრეზიდენტ რიჩარდ ნიკსონს უყვარდა პოკერის თამაში. ზუსტად პოკერის დახმარებით მან შეაგროვა საჭირო თანხა წინასაარჩევნო კამპანიისთვის.რაც არ უნდა უცნაური იყოს, პოკერში მოგების მიზეზი ის კი არ არის თუ რამდენად კარგად ითამაშებ, არამედ ის, რომ გქონდეს უნარი მოწინააღმდეგე შეცდომაში შეიყვანო2) სულ პირველად კარტი გამოიგონეს ქრისტეს შობამდე 900 წელს აზიაში.3)ამბობენ, რომ პოკერს ჭუჭყიან ტანსაცმელში თუ ითამაშებ წარმატებას მოგიტანს… ხოლო თუ პოკერის თამაშის დროს შენთან ერთად ოთახში ძაღლი იქნება ეს ცუდის ნიშანია4)ამერიკის შეერთებული შტატების 43 პრეზიდენტიდან 19 პოკერს თამაშობდა.5)პოკერში ყველაზე დიდი ფულადი პრიზი მოიგო ჯეიმი გოლდმა 12, 000, 000 დოლარი. WSOP_ში 2006 წელს. ( WSOP –WORLD SERIES OF POKER )6)კვიპროსზე, ლიმოსოლში, ორმოცმა მოხუცმა ქალმა, რომელთა ასაკი 70-დან 98 წლამდე გახლდათ, სასამართლოდან უწყება მიიღო იმის გამო, რომ ისინი ბანქოს ფულზე თამაშობდნენ. ფსონი დიდი არ ყოფილა - სადღაც 5-დან 10 ევრომდე, თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რათა ქალბატონები პოლიციაში დაებარებინათ.(როგორც იცით კვიპროსზე აზარტული თამაშები სასტიკად არის აკრძალული)7)პირველი სლოტ(სათამაშო) მანქანა 1899 წელს იყო მოგონებული ჩარლზ ფეის მიერ და იგი ლას-ვეგასში იქნა დადგმული მოგვიანებით.8)lasvegas-ში თაღლითობის ყოველი მესამე შემთხვევა სამორინეს თანამშრომლების მონაწილეობით ხდება, ამიტომაც უსაფრთხოების სამსახური ისეთივე მკაცრად ადევნებს თვალ-ყურს მომუშავე პერსონალს, როგორც სტუმრებს.9)ლას ვეგასის (მსოფლიოს გართობის ცენტრის) მოსახლეობის 82 პროცენტს მიაჩნია, რომ რელიგიური ხალხი არიან. (საინტერესოა რისი სწამთ?)10)ყოველ წელს, ლას ვეგასს სტუმრობს დაახლოებით 37.500.000 ადამიანი, თითო ადამიანი კი დაახლოებით აგებს 500-600 დოლარს.11)ლას ვეგაში 1701 სამორინე და 194.180 სათამაშო აპარატია.
gallery images

წარადგინეთ საზოგადოების ინტერესების დამცველი კანდიდატურა!

                                                    მიმართვა - პეტიცია                                              საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,                                                                            ბატონ ირაკლი კობახიძეს;                                              საქართველოს სახალხო დამცველს,                                                                            ქალბატონ   ნინო ლომჯარიას       საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალ წევრთა შესარჩევად  მიმდინარე კონკურსს  უპრეცენდენტოდ დიდი  ინტერესი და ვნებათა ღელვა ახლავს.        გაჩნდა რეალური  შანსი, რომ საბჭო მართლაც ღირსეული წევრებით შეივსოს.        თქვენც გეძლევათ შანსი, ამჯერად,  ყოველმხრივ ღირსეული კანდიდატურის წარსადგენად.        ჩვენი ღრმა რწმენით, სახალხო დაცველის მიერ შერჩეული კანდიდატი სამეურვეო საბჭოში ჭეშმარიტად, ხალხის წარმომადგენელი, საზოგადოების ინტერესების დამცველი უნდა იყოს.         სწორედ ამ რწმენით გთავაზობთ ნამდვილი პროფესიონალისა და სამაგალითო მოქალაქის იოსებ(სოსო) ჭუმბურიძის კანდიდატურას.         იოსებ ჭუმბურიძე  აღიარებული ჟურნალისტი და მედიამკვლევარია, მეცნიერების დოქტორი, პროფესორი, მრავალი წიგნისა და გამოკვლევის ავტორი, შესანიშნავი ოჯახის თავკაცი... ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ფენაში, მის აზრს პატივისცემით ეპყრობიან და ითვალისწინებენ ქართული განათლების, მეცნიერების, ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეები.          მას შეუძლია, პროფესიული სიღრმით  გააანალიზოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოქმედებითი პროდუქციაც და, იმავდროულად,  მიუკერძოებლად და პრინციპულად შეაფასოს მენეჯმენტის საქმიანობაც.           ჩვენს მომართვა -  პეტიციას, ხელმოწერების სანაცვლოდ,  დავურთავთ გამოხმაურებებს, რომლებიც სოციალურ ქსელში იოსებ ჭუმბურიძის კანდიდატურის დასახელებას მოჰყვა, რაც უეჭველად დაგარწმუნებთ ყოველივე ზემოთქმულის ჭეშმარიტებაში.              ეს მართლაც არის ხალხის ხმა, რომელიც სახალხო დამცველმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.                  გვჯერა, ასეც იქნება.                      წარადგინეთ იოსებ ჭუმბურიძის კანდიდატურა და გარწმუნებთ, რომ ის საზოგადოებისა და თქვენს  ნდობას აუცილებლად გაამართლებს.                                                                      საინიციატივო ჯგუფის სახელით:ვახტანგ დავითაია -არიტექტორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი;ანზორ ერქომაიშვილი- საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი; რობერტ სტურუა- რეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი;ჯამლეტ ხუხაშვილი-სპორტული კომენტატორი, თბილისის საპატიო მოქალაქე;ჯემალ ქირია, მათემატიკის დოქტორი, პროფესორი;ვიანორ ახალაია, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; თამარ თათარაშვილი-საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი; ნატო კორსანტია-ჟურნალისტი, პუბლიცისტი, გიორგი შერვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი; მარინე ტურავა- ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;ელგუჯა მარღია- პოეტი, ჟურნალისტი, მუხრან მაჭავარიანის სახელობის პრემიის ლაურეატი, ,,საბას’’ ნომინანტი, აფხაზეთის ა/რ  განათლებისა და კულტურის სამინისტროს, მწერალთა კავშირის ახალგაზრდული პრემიის, თბილისის მერიისა და საკრებულოს  პრემიების ლაურეატი და ფინალისტი;სულ 147 ხელმოწერა        
gallery images
gallery images

დაუბრუნდეს მაგთიკომის სამთავრობო ქსელის აბონენტებს წართმეული მეგაბაიტები.

2018 წლის 1 მარტს, დაახლოებით 3-4 საათით ადრე, მაგთიკომმა გვაცნობა 2017-2018 წლების კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შეძენილი მეგაბაიტების გაუქმების თაობაზე, თუმცა, თავად მაგთიკომი, როგორც ტენდერის მონაწილე, აღნიშნულ ინფორმაციას მანამდე ფლობდა.მიუხედავად ამისა, მაგთიკომის სამთავრობო ქსელის ცხელი ხაზის ოპერატორმა 2018 წლის 1 მარტს, 11:29 საათზე გამცა ბუნდოვანი პასუხი, რომელიც არ ასახავდა მოსალოდნელ რეალობას, რამაც გამოიწვია როგორც ჩემი, ასევე სხვა უამრავი აბონენტის შეცდომაში შეგნებულად შეყვანა.2018 წლის 1 მარტს, მაგთიკომს არ ჰქონდა შეზღუდული ინტერნეტ პაკეტების ძველი ტარიფებით შეძენა და არ შეიცავდა აბონენტების გაფრთხილებას მეგაბაიტების შესაძლო გაუქმების შესახებ. ბალანსის გადამოწმებისას, 2018 წლის 1 მარტს შეძენილი მეგაბაიტების გამოყენების ვადად ფიქსირდებოდა 2018 წლის 1 აპრილი.ზემოაღნიშნული, მაგთიკომის მხრიდან არაეთიკური ქმედების გარდა შეიცავს, ინფრომაციის დამალვას მომხმარებლისათვის, პირადი გამორჩენის მიზნით.მოვითხოვთ: დაუბრუნდეს მაგთიკომის სამთავრობო ქსელის აბონენტებს წართმეული მეგაბაიტები!!!
gallery images

გამკაცრდეს ფსიქოტროპულ აფთიაქებზე კონტროლი!(არა - სააფთიაქო ნარკომანიას) #ჩვენბევრნივართ

არსებული, ურთულესი ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია გამკაცრდეს ფსიქოტროპულ აფთიაქებზე კონტროლი - აიკრძალოს ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო გაყიდვა! უმკაცრესად უნდა დაისაჯონ "სიკვდილის გაყიდვით" გამდიდრებული აფთიაქების მეპატრონეები და მათი მფარველები! ესენი არიან ჩვეულებრივი გამსაღებლები, აუბედურებენ ათასობით ოჯახს. ჯარიმა ამ კატეგორიისთვის არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს! ჯარიმდებიან იმ თანხით, რასაც 1 საათში შოულობენ. გატარდეს რიგი საკანონმდებლო ღონისძიებები, შეიცვალოს კანონი და ფსიქოტროპული წამლის "ბარიგები" წავიდნენ ციხეში, აფთიაქის ლიცენზირების სამუდამო გაუქმება/ჩამორთმევით! საქართველოს მომავალი საფრთხეშია... არა სააფთიაქო ნარკომანიას! #ჩვენბევრნივართ
gallery images

შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ქ.დუშეთში ყოფილი მანქანა-ტრაქტორთა სადგურის (მტს) ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობა

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ზურაბ სეხნიაშვილსდუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ინაშვილსდუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს ბატონ ზაქარია ქუცნაშვილსდუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორს ბატონ  ლევან ზაუტაშვილსსაქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს ბატონ დავით ლორთქიფანიძესსაქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ბატონ გაგი ბუაძესმსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში ქალბატონ მერსი ტემბონსსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ბატონ ზურაბ ალავიძესსაქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრს ბატონ  მიხეილ გიორგაძესსაქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს                                       ქალაქ დუშეთში არსებული საინიციატივო ჯგუფის                                                                     გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა მოგახსენებთ, რომ ჩვენთვის, მოცემულ განცხადებაზე ხელისმომწერი პირებისათვის ცნობილია, რომ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინასებული რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP3) ფარგლებში დაგეგმილია ქ. ქალაქ დუშეთში მილახვრიანთკარის დასახლებაში არსებული ჭილაშვილების სასახლის რეაბილიტაციის საკითხი. სასახლში 1980-იანი წლებიდან განთავსებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის არექოლოგიური ბაზა, რომელიც რეაბილიტაციის შემდგომ მუზეუმის ფუნქციას შეიძენს.  თუმცა,   ეროვნული მუზეუმის მიერ 2017 წელს შემუშავებილი წინადადებით, ცვლილებები შეეხება ჭილაშვილების სასახლის მიმდებარედ არსებულ  ყოფილ მანქანა-ტრაქტორთა სადგურს (მტს), რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე იმყოფება. მუზეუმის წინადადებით მოთხოვნილია ტერიტორიის ეროვნული მუზეუმისათვის გადაცემა და ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობის დანგრევა.მტს-ი წარმოადგენს ორი ძირითადი შენობის, დამხმარე ნაგებობის და ეზოსაგან შემდგარ კომპლექსს, რომელიც საბჭოთა პერიოდში განაგებდა და ტექნიკურ მომსახურებას უწევდა დუშეთის მანქანებისა და ტრაქტორების ავტოპარკს. კომპლექსის ერთი ნაწილი 1930-40-იან წლებში, ხოლო მთავარი ნაგებობა 1960-იან წლებშია აგებული და  შესაბამისად ამ პერიოდის ინდუსტრიული არქიტექტურის გავრცელებულ ტიპს წარმოადგენს, თუმცა, სპეციალისტების აზრით, დუშეთში ის კონსტრუქტივიზმის ერთადერთი ნიმუშია.ქალაქის ტერიტორიაზე მუნიციპალური საკუთრების სიმწირიდან გამომდინარე და მტს-ის ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით ჩვენ აუცილებლად  მივიჩნევთ  აღნიშნული კომპლექსის მუნიციპალურ საკუთრებაში დატოვებას, შენობების შენარჩუნებასა და ახალი ფუნქციების მინიჭებას.  ინდუსტრიული ნაგებობების ახალი ფუნქციებით დატვირთვა მსოფლიოში პოპულარული პრაქტიკაა (მათ შორის საქართველოში კინოსტუდია ქართული ფილმის ყოფილი პავილიონში განთავსდა „თუმანიშვილის თეატრი“, ყოფილ სამკერვალო ფაბრიკაში განთავსდა მულტიფუნქციური კულტურულ-საზოგადოებრივი ცენტრი „ფაბრიკა“). მე-17, მე-19 და მე-20 საუკუნეების განსხვავებული არქიტექტურის  ერთიან ისტორიულ-კულტურულ კონტექსტში თავსებადი მრავლფეროვანი კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციით წარმოჩენა არა მხოლოდ დუშეთისთვის, არამედ საქართველოსთვის ინოვაციური და და უნიკალური პრეცენდენტი იქნება, რაციონალურად გაიაზრებს რა წარსულს გრძელვადიანი სამომავლო საჭიროებებისათვის. აღნიშნული ეყრდნობა როგორც მოქალაქეთა ფართო ჯგუფის, ასევე სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციებს და საერთაშორისო, მათ შორის ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას. აღნიშნული შეთავაზება ითვალისწინებს  დუშეთის კულტურული ინფრასტრუქტურის ნაკლოვანებებსა და საჭიროებებს დადემოკრატიული მიდგომითა და ადგილობრივი თემის ჩართულობით მუნიციპალური რესურსის  განვითარებას გულისხმობს, ჭილაშვილების სასახლეში დაგეგმილი მუზეუმის მხარდამხარ მასთან სრულად ჰარმონიზებული ფუნქციით.აღნიშნული შენობის მრავალფუნქციური დატვირთვის შესაძლებლობის პერსპექტივა ასევე განხილულ და მოწონებულ იქნა ექსპერტების მიერ დუშეთის განვითარების საბაზო გეგმაში ასახულ სხვა 4 ქმედებასთან ერთად ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში „თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები“ (COMUS), ხოლო ქალაქის ურბანული განვითარების აღნიშნული გეგმა 2017 წელს დაამტკიცა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.ჩვენ, ამ განცხადებაზე ხელისმომწერნი მოვითხოვთ, რომ მუნიციპალიტეტის თვითმმარველობას და ადგილობრივ თემს მიეცეს აღნიშნული კომპლექსის შენარჩუნება-რეაბილიტაცია-ადაპტაციის შესაძლებლობა და ამ გზით ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.ასევე ვითხოვთ, აღნიშნულ საკითხზე ქალაქ დუშეთში საჯარო განხილვის მოწყობას, სადაც წარმოდგენილ იქნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ შემუშავებული და მუნიციპალური გავითარების ფონდის მიერ  მხარდაჭერილი ჭილაშვილების სასახლის რეაბილიტაციის ე.წ. კონცეფცია და შესაბამისი დამამტკიცებელი არგუმენტაცია მანქანა-ტრაქტორთა სადგურის (მტს) დანგრევის საჭიროების შესახებ.
gallery images

ცხოველთა უფლებების დაცვა

გამარჯობათ, როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ლილოს ბაზრობაზე მოვაჭრე ჩინელები გალიებში გამომწყვდეულ ძაღლებს, ასუქებენ დასაკლავად, და მიირთმევენ მათ(ძაღლების) ხორცს. სამწუხაროდ საქართველო ცხოველთა უფლებების დაცვის მხრივ მესამე მსოფლიოს ქვეყნებს არ ჩამოუვარდება, მაგრმა ასეთი არაჰუმანურობისადმი გურგრილობა და თვალის დახუჭვა არ შეიძლება. ძაღლი ადამიანის ერთგული მეგობარია, ჩვენ კი ჩინეთიდან ჩამოსულ სტუმრებს ვაძლევთ უფლებას მოეპრყნონ ჩვენს მეგობრებს ისე როგორც მათ ქვეყანაში : დასაკლავად გაასუქონ და ძაღლის ხორცით საყვარელი ჩინური კერძები დაამზადონ. როგორც ჩანს სამთავრობო ორგანოები ამას არ თვლიან დიდ უბედურებას და არ ახდენენ რეაგირებას. გთხოვთ მივაწოდოთ ხმა ჩვენს მთავრობას, რომ საქართველოში ძაღლებს არ ვჭამთ , ჩვენს ქვეყანაში ეს არ ხდება და არც სხვა ქვეყნის წარმომადგენელს მივცეთ უფლება რომ ხორცად მიირთვან ძაღლი.
gallery images
gallery images

საზოგადოებრივი საზოგადოებას

ჩვენ ვართ მოძრაობა #საზოგადოებრივისაზოგადოებას და გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას საზოგადოებრივი მაუწყებელში არსებული ღრმა ინსტიტუციური კრიზისის გამო. მაუწყებლის მიმართ საზოგადოების ნდობა კრიტიკულად დაბალ დონეზეა მაშინ, როცა მოქალაქეები ყოველწლიურად სულ უფრო მზარდ თანხას იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის დაფინანსებაში. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს, ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ როლსა და წარმოადგენს ვიწრო პარტიული ინტერესების გამტარებელ მედია ორგანიზაციას.  ვაცნობიერებთ რა, საზოგადოებრივი მაუწყებლის როლისა და ფუნქციის მნიშვნელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხელმომწერი პირები  ვაანონსებთ მოძრაობას საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებისათვის და გთავაზობთ 6 პუნქტიან გეგმას, რომლის ფარგლებშიც მოვითხოვთ:1.  საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას - საზოგადობრივი მაუწყებლის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის გამოსწორება საჭიროებს შესაბამის პოლიტიკურ ნებასა და გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, რომ გავაცნოთ ჩვენი მოთხოვნები, შეხედულებები და ვიმსჯელოთ გამოსავლის გზებზე;2. საქართველოს პარლამენტში სამეურვეო საბჭოს წევრებისა და გენერალური დირექტორის დაბარებას -  კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს,  გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით დაინტერესდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებით და მოაწყოს საჯარო განხილვა, თუ რამდენად ასრულებს მაუწყებელი კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;3. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას - ვასილ მაღლაფერიძის დირექტორობის პერიოდთან და უშუალოდ მის სახელთან არის დაკავშირებული არაერთი არათანმიმდევრული და სადაო გადაწყვეტილებები. მათ შორის, მაუწყებლის რეფორმის ბუნდოვანი გეგმა, გაუმჭვირვალე საკადრო პოლიტიკა, რაც გამოიხატება ყოფილი პრემიერ-მინისტრის კუთვნილი ტელევიზიიდან ჟურნალისტების უკონკურსოდ დანიშვნაში, საეჭვო ტენდერები, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა, ხელისუფლების მიმართ ლოიალური სარედაქციო პოლიტიკა, ევროპის ბიუროს დახურვა და ა.შ. ვასილ მაღლაფერიძის სახელს უკავშირდება ასევე მწერალ ზვიად რატიანის გახმაურებული საქმე, სადაც მაუწყებელმა უხეშად დაარღვია საყოველთაოდ აღიარებული ეთიკური სტანდარტები და გაავრცელა კონტექსტიდან ამოვარდნილი დამონტაჟებული ვიდეო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებს ემსახურებოდა.4. საზოგადოებრივი მაუწყებლის არაგეგმიური აუდიტის ჩატარებას, რომელიც შეისწავლის ახალი მენეჯმენტის საქმიანობას  2017 წლის პერიოდში - აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულმა შესაბამისობის ანგარიშმა, რომელიც 2015-2016 წლების პერიოდს  მოიცავს, გამოავლინა მნიშვნელოვანი ფინანსური და მმართველობითი დარღვევები, რომელიც ემთხვევა სამოქალაქო სექტორის შეფასებებს. ვინაიდან ახალი მენეჯმენტის მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილებები დასაბუთებული კრიტიკის ობიექტი გახდა, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია არაგეგმიური აუდიტი ჩატარდეს საზოგადობრივ მაუწყებელში და შესწავლილ იქნას გასული წლის საქმიანობა.5. საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებას, მათ შორის სამეურვეო საბჭოს ინსტიტუციური ფორმირების წესის შესაძლო გადახედვას და საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების ცვლილებას - სამეურვეო საბჭოს და მისი საქმიანობის არსებული წესი ცალსახად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი. შესაბამისად, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეგავლენისაგან დაცვისა და ეფექტური ანგარიშვალდებული საბჭოს ფორმირების მიზნით აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით პარლამენტში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სამეურვეო საბჭოს წევრების კვოტირებისა და არჩევის უკეთესი მოდელის შესაქმნელად.6.  არ დაძლიოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო, რომელიც “მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს შეეხება  - საზოგადოებივი მაუწყებლის მიერ ინიცირებული ცვლილებები ამცირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საჯაროობას, გამჭვირვალობას, ზრდის კორუფციის რისკებს და მნიშვნელოვნად ვნებს სარეკლამო ბაზარს. შესაბამისად, პარლამენტმა არ უნდა დაძლიოს ვეტო და სამოქალაქო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად დაიწყოს მუშაობა იმ ცვლილებებზე, რომელიც რეალურად საჭიროა მაუწყებლის რეფორმირებისათვის.საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოჟურნალისტური ეთიკის ქარტიაახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო (OSGF)სიდამედია კლუბისამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციაკვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრისაფარიკონსტიტუციის 42-ე მუხლიადამიანის უფლებათა ცენტრიწამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრიმედიის ინსტიტუტიჟურნალისტიკის რესურსცენტრიევროპის ფონდისაქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციაკავშირი „დემოსი“ბოლნისის ენის სახლისაქართველოს სასოფლო დარბაზიასოციაცია „სპექტრი“დემოკრატ მესხთა კავშირისათემო კავშირი ჰერეთიმშვიდობის  ქარტიაჩვენ-ჯანსაღი მომავლისათვისასოციაცია „ჭიათურელთა კავშირი“ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბისაუნჯეათინათიტყიბულის რაიონის განვითარების ფონდინაბიჯი ხარაგაულისამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრიადამიანის უფლებების განვითარების ფონდიპაატა შამუგია - პოეტილაშა ბაქრაძე - მწერალისანდრო ჯანდიერი -  რეჟისორიგვანცა ჯობავა - წიგნის გამომცემელთა ასოციაციარატი ამაღლობელი - პოეტილაშა ბუღაძე - მწერალინესტან კვინიკაძე - მწერალინინო დანელია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორინინო ივანიშვილი - საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სკოლის დეკანიშოთა იათაშვილი - პოეტიზურაბ რთველიაშვილი - პოეტილევან ბერძენიშვილი - ფილოლოგინინო ბექიშვილი - მთარგმნელი, ჟურნალისტიმაშო სამადაშვილი - წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაოთარ ჯირკვალიშვილი - მწერალიიუნონა გურული - მწერალითემურ ჩხეტიანი - პოეტიქეთი ქანთარია - მთარგმნელითეონა დოლენჯაშვილი - მწერალიდიანა ანფიმიადი - მწერალიზვიად რატიანი - პოეტიდარეჯან კიკოლიაშვილი - მთარგმნელიდათო რობაქიძე - პოეტიჯიმშერ რეხვიაშვილი - მწერალიგაგა ნახუცრიშვილი - პოეტიირაკლი ლომოური - მწერალიგია ჯანდიერი - ახალი ეკონომიკური სკოლაირაკლი კაკაბაძე - მწერალინათია მიქელაძე - გოეთეს ინსტიტუტიხათუნა ცხადაძე - მთარგმნელინინო რობაქიძე - მედია მკვლევარინინო ხარატიშვილი - მწერალითეონა ჯორბენაძე - სცენარისტი/პროდიუსერიდათო ტურაშვილი - მწერალიეკატერინე ტოგონიძე - მწერალიმედეა ბაქრაძე - მხატვარიხათუნა თავდგირიძე - მწერალი
gallery images

ე.წ ,,აფრიკას'' გადაერქვას სახელი ,,ტიფლისი''

მივმართავ ,,თბილისის მერიას'' სამგორის ე.წ დასახლება ,,აფრიკას'' გადაერქვას სახელი ,,ტიფლისი'' ე.წ აფრიკის დასახლებას სურს შეეცვალოს ამ ადგილს სახელი.მიუხედავად იმისა რომ ბევრმა არიცის რა არის ,,აფრიკა'' ხშირად უხერხულ მდგომარეობაში ვარდება ხალხი ,,აფრიკა'' სადააო. ხელმომწერთა რაოდენობა ბევრი უნდა იყოს ყველას მოგიწოდებთ გააზიაროთ