add one
gallery images

არქიტექტორ გიორგი ჩახავას პავილიონის დასაცავად

ასაწყობი ელემენტებით აშენებული, არქიტექტორ გიორგი ჩახავას პავილიონი - ავტობუსის გარეჩება ქ. ბორჯომში, მთავარ გზაზე მდებარეობს. კონსტრუქცია საქართველოს ინდუსტრიული განვითარების (წინასწარ ჩამოსხმული რკინა-ბეტონის ასაწყობი ელემენტები) და არქიტეტურის (ასაწყობი ელემენტებით უსასრულოდ მრავალფეროვანი შემოქმედებითი თავისუფლების მიღწევა) საინტერესო, უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე იგივე ელემენტებით აშენებული გ.ჩახავას სხვა ნაგებობები აღარ მოიძებნება. დღეს დანგრევის საფრთხე ემუქრება ამ პავილიონსაც.ძეგლთა დაცვის კომისიამ უარი თქვა ამ პავილიონისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე. ძეგლის სტატუსი გადარჩენის ერთად-ერთი შანსია, (თუმცა ის სამწუხაროდ არ ნიშნავს გარანტიას) დანგრევას გადავარჩინოთ ნებისმიერი ღირებული ობიექტი.ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კოლეგის, გიორგი ჩახავას სახელით, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გიორგი ჩახავას ყოველი ნაგებობა კულტურულ ღირებულებასთან ერთად ტურისტულ პოტენციალსაც შეიცავს.გთხოვთ, მიანიჭოთ ამ ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, იმისათვის, რომ შევძლოთ მისი განადგურებისგან დაცვა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება.Save the Bus stop pavilion - construction by George Chakhava, Georgian architect, renowned for his  iconic building of Ministry of Highway Construction (Bank of Georgia Headquarters).Only possibility to save the construction from demolition is to grant it status of cultural heritage. Please consider the uniqueness of the construction and help to save it for next generations!
gallery images

ფოსტა დიდ დიღომს!

ერთად ჩვენ შევძლებთ! გვსურს, რომ დიდ დიღომში გაიხსნას საქართველოს ფოსტის ფილიალი. ამისათვის კი საჭიროა პირველ რიგში გავერთიანდეთ! გთხოვთ მხარი დაუჭიროთ პეტიცას.
gallery images

მიწების გაყიდვის აკრძალვა უცხოელებზე

აიკრძალოს მიწების გაყიდვა უცხოელებზე ეს სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას,ქართველ გლეხს მიეცით საშუალება რომ თავისი პროდუქტის რეალიზაცია მოახდინოს ნორმალურად და არ დაჭირდება საქართველოში მიწას გაყიდვა.
gallery images

შესაბამისი უნიფორმები ყველა იმ პირს, ვინც დადის მრიცხველებიდან მაჩვენებლების ამოსაწერად !!

მოვითხოვოთ, რომ ყველა იმ პირს, რომელიც ბინაზე მოდის კომუნალური მრიცხველების ამოსაწერად, ეცვათ შესაბამისი კომპანიის ლოგოიანი უნიფორმა და იყვნენ შესაბამის ფორმაში. დადიან ჩვეულებრივ ტანსაცმელში გამოწყობილები და არ აქვთ არანაირი დამადასტურებელი საბუთი ნამდვილად იქ მუშაობენ თუ არა. კმარა ეს განუკითხაობა, დროა სახე და ფორმა მიეცეს ყველაფერს !!!!!!
gallery images

ჩვენ გვინდა ჟირაფი თბილისის ზოოპარკში

ჩვენ გვინდა ჟირაფი თბილისის ზოოპარკში 
gallery images

მოვითხოვთ სტატუსების და რეიქბექის სისტემის დამატებას აჭარაბეთზე !

მოგესალმებით!ჩვენ პოკერის რეგულარული მოთამაშეები მოვითხოვთ აჭარაბეთზე დაემატოს რეიქბექი , ყველა ნორმალურ ონლაინ პოკერ რუმს აქვს სტატუსების და რეიქბექის სისტემა,მხოლოდ აჭარაბეთი უცხადებს ბოიკოტს და გვინდა შეწყდეს მათი მხრიდან მოთამაშეების სურვილის უგულვებელყოფა და დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნა ! 
gallery images

დაემატოს კავეას კინოთეატრის დარბაზები თბილისის შიგნით

მოგმართავთ თხოვნით დაამატოთ კინოთეატრები ქალაქის ცენტრში, ძალიან მოუხერხებელია ქალაქის ბოლოებში სიარული, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისთ პოინთამდე თან საერთოდ არ მიდის, თბილისი მოლშიც რთულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოხვედრა. ამიტომ კარგი იქნება თუ ერთ კინოთეატრს მაინც დაამატებთ ქალაქის ცენტრში სადაც ადვილი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოხვედრა. 
gallery images

ქართველი ილუმინატების ორდენს (მიმართვა/პეტიცია)!

ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,თქვენდამი მაღალი ინტერესის საფუძველზე ვადგენთ ამ პეტიციას,რომლითაც უდიდესი პატივისცემით მივმართავთ „ქართველი ილუმინატები-საქართველოს დიადი,ეროვნული ორდენი“-ს წარმომადგენლებს:ძვირფასო ბატონებო და ქალბატონებო,თქვენ,ვისაც მოგენიჭათ ჟურნალისტებთან და ორდენში გაწევრიანების მსურველებთან როგორც პირადი,ასევე სხვადასხვა საშუალებებით კომუნიკაციის უფლება,მოვითხოვთ ერისა და ქვეყნის წინაშე ხმამაღლა გამოაცხადოთ თქვენი სახელები და გვარები.როგორც მოგეხსენებათ,თქვენს ორდენთან დაკავშირებით არ წყდება კითხვების მთელი ნაკადი,არსებობს ინტერესი და არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა,რომელზედაც (პირველ რიგში) პასუხი ჩვენი მოსაზრებით საზოგადოებას უნდა ეცნობოს პირველწყაროსგან,რომელსაც ამ შემთხვევაში თქვენ წარმოადგენთ.ვაღიარებთ რა თქვენს ძალისხმევას,რომ ადამიანებმა მიიღონ ავთენტური ინფორმაცია ილუმინატების შესახებ,რასაც ადასტურებს თქვენს მიერ შექმნილი ილუმინატების ორდენის ქართულენოვანი ვებ-გვერდი,ასევე უკანასკნელი წლების განმავლობაში თქვენი ორგანიზებით მედიით გავრცელებული წერილები,სტატიები თუ ინტერვიუები და სხვ.თუმცა,ვთვლით,რომ ყველა ეს ჩამოთვლილი არ არის საკმარისი და სრული უფლება გვაქვს,ჩვენ,საქართველოს მოქალაქეებს,რიგით ადამიანებს და ორდენში გაწევრიანების მსურველებს,ვიცოდეთ ორდენის წარმომადგენელთა სახელები და გვარები,რადგან სწორედ ეს პატივცემულნი გვესაუბრებიან სხვადასხვა საშუალებებით და ავრცელებენ ინფორმაციებს ორდენის შესახებ.ძვირფასო ბატონებო და ქალბატონებო,ვიმედოვნებთ,რომ ამ მიმართვას არ ჩამოგვართმევთ როგორც თქვენს შიდა სამზარეულოში ჩარევის მცდელობად და დააკმაყოფილებთ ჩვენი მოკრძალებული პეტიციით გაცხადებულ მოთხოვნას,რომლითაც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მაღალ ინტერესს თქვენი,ილუმინატების ორდენის მიმართ.პატივისცემით, „ქართველი ილუმინატები-საქართველოს დიადი,ეროვნული ორდენი“-ს.
gallery images

ავჭალა-საბურთალო

ავჭალა-საბურთალო-საბურთალო-ავჭალის მიმართულებით მოძრაობს მხოლოდ და მხოლოდ 11 ნომერი მიკროავტობუსი. დილის და საღამოს პიკის საათებში მიკროავტობუსში ასვლა შეუძლებელია და უნდა ელოდო 2 საათის მანძილზე. თბილისის მერია, მოგმართავთ თხოვთნით, დაამატოთ საბურთალოს რაიონის მიმართულებით ავტობუსი, რომელიც გარკვეულწილად მოხსნის აღნიშნულ პრობლემას. ხოლო შემოსავალი დარჩება სახელმწიფოს.
gallery images

ოჯახის წევრის გარდაცვალება და ბავშვის დაბადება აღარ გახდეს საარსებო შემწეობის შეჩერების მიზეზი

არ შეიძლება, ადამიანის გარდაცვალება ან ბავშვის დაბადება, გახდეს სოციალური დახმარების შეჩერების მიზეზი. ამჟამად არსებული მახინჯი სისტემით ოჯახს, სოციალური დამხარება პრაქტიკულად 3-4 თვით უჩერდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის რომელიმე წევრი გარდაიცვალა ან ოჯახში ბავშვი დაიბადა. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა და ადამიანების აბუჩად აგდება. ეს ოჯახები მომდევნო 3-4 თვის განმავლობაში ვეღარ იღებენ საარსებო შემწეობას და იძულებულნი არიან აიღონ ვალები/სესხები...ეს პატარა გოგო სალომე მამუდოვია, მას საარსებო შემწეობა 4 თვით შეუჩერდა სწორედ იმის გამო რომ დედა გარდაეცვალა. ბოლო 16 თვის განმავლობაში 11075 ადამიანს შეუჩერდა საარსებო შემწეობა ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო.  მივმართავთ ჯანდაცვის მინისტრს, გაითვალისწინოს უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების მდგომარეობა, მიიღოს შესაბამისი ზომები და გამოასწოროს სისტემაში არსებული ხარვეზი. 
gallery images

ჰუალინგ ჯგუფი საქართველო. თბილისის ზღვის ახალი ქალაქი.

ჩვენ ვართ ის ხალხი ვინც შეიძინა საცხოვრებელი ფართი თბილისის ზღვის ახალ ქალაქში. ჩვენ არ ვეთანხმებით იმ პირობებს რომელსაც გვთავაზობს ხუალინგ ჯგუფის ადმინისტრაცია. ჩვენ მიგვაჩნია რომ კომუნალური გადასახადები არ შეესაბამება რეალურად დახარჯულ ბუნებრივ აირს, წყალს და ელექტრო ენერგიას. ჩვენ ვითხოვთ ყველა მრიცხველის, ინდივიდუალურად  შემოწმებას.  ჩვევ ვითხოვთ სადარბაზოების კეთილმოწყობას. ჩვენ ვითხოვთ ტექნიკური ჯგუფის მომსახურების საფასურის ხელმისაწვდომობას. ჩვენ ვითხოვთ თბილისის ზღვის ახალი ქალაქის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო სავაჭრო ფართის მოწყობას. უამრავი პრეტენზიის თანახმად მიგვაჩნია საჭიროდ მივმართოთ თბილისის მერიას, ენერგეტიკის სამინისტროს და სხვა სსიპ-ებს იმისთვის რომ იყოს დაცული ჩვენი უფლებები. ასევე ჩავატარებთ დამოუკიდებელ ექსპერტიზასაც, სადაც მოვითხოვთ კომუნალური  გადასახადი თანხის შესაბამისობას რეალურად დახარჯულზე. ვაპირებთ გავიაროთ ყველა საჭირო ინსტანცია და დავიცვათ ჩვენი უფლებები.
gallery images

თანახმა ხართ თუ არა, რომ ცილისწამება და წინასწარი შეგნებით ცრუ ინფორმაციის გავრცელება გახდეს სისხლის სამართლის დანაშაული ?

iPhone+ გამოდის ინიციატივით რომ ცილისწამება სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება გახდეს.21-ე საუკუნეში მედია საშუალებებით ნებისმიერი სახის ცილისწამება, ნებისმიერი ტიპის ბიზნესისასთვის არის დამაზიანებელი.მიგვაჩნია, რომ უნდა არსებობდეს ზღვარი ცილისწამებასა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას შორის. არ შეიძლება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ნიღბით, მტკიცებულებების და არგუმენტების გარეშე ცილისწამება დაუსჯელად ხორციელდებოდეს სხვადასხვა სუბიექტების მიმართ, იქნება ეს ფიზიკური პირი, მეწარმე თუ კომპანია - როგორც ეს დღეს საქართველოში ხდება!
gallery images

მოვითხოვთ ქ-ნ ნუცი მუჯირის (01024086047) სოციალურ ქსელში დაბრუნებას.

უკვე 1 კვირაზე მეტია, რაც ნუცი მუჯირმა გააუქმა სოციალური ქსელი ( რომელიც ყველამ ვიცით რომ ფეისბუქია მაგრამ არ ვამბოთ) . იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი დროებითია და იგი აუცილებლად დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს და აღადგენს მომხმარებელს. ამ მოვლენის დასაჩქარებლად მისი მეგობრები, მეზობლები, ახლობლები, ინსტაგრამის ფოლოუერები და უბრალოდ კეთილის მსურველები ვითხოვთ მის დაბრუნებას, იმედი გვაქვს, რომ ეს პეტიცია მიაღწევს მაღალ ინსტანციებს და ნუცი მუჯირი (01024086047) დაუბრუნდება სოციალურ ქსელს. 6 მარტს სწავლა იწყება და ფეისბუქზე ატვირთული კონსპექტების გარეშე შეუძლებელია შუალედურ და ფინალურ გამოცდებზე მაღალი შეფასებების მიღება, იმედი გვაქვს რომ იგი გაითვალისწინებს ამ ფაქტორსაც.
gallery images

მოვითხოვთ სტრასბურგში მერაბიშვილის საქმის განმხილველი არ იყოს ადეიშვილის ყოფილი მოადგილე

მოვითხოვთ სტრასბურგში ვანო მერაბიშვილის საქმის განმხილველი  მოსამართლე არ იყოს ზურა ადეიშვილის ყოფილი მოადგილე  ნონა წოწორია ! ნონა წოწორია ჯერ ადეიშვილის მოადგილე იყო მისი პროკურორობის დროს და 2007 წელს შეცვალა გვარამიამ. შემდეგ ადეიშვილმა და მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩუმად შეაპარა სტრასბურგის მოსამართლეთა სიაში, ისე რომ სანამ არ დაინიშნა, არავის ამ ქვეყანაში ეს ამბავი არ გაუგია. 2008 წელს გავრცელებულ "ვიკილიქსში" სათაურით "ვინ მართავს საქართველოს" ნონა წოწორია მოხსენიებულია როგორც ადეიშვილის მარჯვენა ხელი.  მთელმა ქვეყანამ იცის, რომ საქართველოდან გაქცეული ადეიშვილი წოწორიას ბინას აფარებდა თავს სტრასბურგში. მივმართავთ სტრასბურგის მოსამართლეთა კოლეგიას, რომ მოხსნას ნონა წოწორია მერაბიშვილის საქმის განმხილველ მოსამართლეობიდან, რადგანაც არ არსებობს გარანტია იმისა რომ ნონა წოწორია არ გაატარებს მერაბიშვილის ინტერესებს, რადგანაც 2011 წელს სტრასბურგის სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე ამ უმძიმეს დანაშაულზე ამხილა მაშინდელი ხელისუფლების ყველა შტო ხმაშეწყობილი მოქმედებისთვის, რომ ამ პერიოდში მართლმსაჯულება არ განხორციელებულიყო, ნონა წოწორია იკავებდა ერთ-ერთ წამყვან თანამდებობას და ყველასთვის ცნობილია მერაბიშვილის ფაქტორი გირგვლიანის საქმეში და ახლა როცა ზურა ადეიშვილის ერთი ყოფილი მოადგილე - ოთარ კახიძე მერაბიშვილის ადვოკატია, მეორე ყოფილი მოადგილე ნონა წოწორია, რომელიც დღეს მოსამართლეა, ასევე არ იქნება მერაბიშვილის მეორე ადვოკატის როლში და არ გაატარებს მერაბიშვილის ინტერესებს როგორც მოიქცა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ჯერ საქართველოში და მერე უკვე სტრასბურგში დანაშაულებრივი რეჟიმის დასაცავად. ჩვენ ჩვენის მხრივ ნუ მივცემთ ამ ზონდერ მოსამართლეს ქვეყნის მაგივრად ისევ ნაციონალურ მოძრაობას ემსახუროს და მოვაწეროთ პეტიციას ხელი დავანახოთ ჩვენი ძალა ყველას. დროა შეწყდეს ამ კრიმინალთა პარპაში და მათი საცეცებით ჩვენი ქვეყნის განადგურებას ბოლო უნდა მოეღოს.  We Demand Judge Nona Tsotsoria not to hear the case of Vano Merabishvili in the Strasbourg Court of Human Rights!Nona Tsotsoria was a deputy to Adeishvili when he served as the Prosecutor General. In 2007 she was replaced by Gvaramia. Later on Adeishvili and the previous government submitted her candidacy for the office of judge in the European Court of Human Rights discreetly, without making any public announcement – she was virtually sneaked into the said Court. In the file named “Who Runs Georgia” released by WikiLeaks in 2008, Nona Tsotsoria was referred to as a right-hand of Adeishvili. It is no secret to anyone in Georgia that Adeishvili was living in her flat in Strasbourg after he fled Georgia. We urge the judges of the European Court of Human Rights to remove Nona Tsotsoria from the list of judges authorized to hear the case of Merabishvili. There is no guarantee that Nona Tsotsoria will not cater to the interests of Merabishvili. In this context, it is noteworthy that after hearing the Girgvliani case in 2011, the European Court of Human Rights exposed the uniform misconduct practiced by all the branches of then-government with an intention to cover the perpetrators of this grave crime. During the said period Nona Tsotsoria was a high-level official. It is a well-known fact that Merabishvili was an important figure in Girgvliani case - now, when Otar Kakhidze – Zurab Adeishvili’s one deputy is representing Merabishvili in court and the other deputy is a judge in the same court, there is no guarantee that Nona Tsotsoria will not use her position of a judge to act as a second lawyer of Merabishvili to protect his interests. With an intention of protecting then-criminal regime, she has already done the same thing first in Georgia and then in Strasbourg regarding the Girgvliani case. We have to block attempts of this judge-executioner to serve to the interests of the National Movement instead of protecting her country. Hence, we have to sign this petition to demonstrate our strength to everyone. It’s time to stop the reign of these criminals in our country and we have to halt their efforts aiming at destruction of Georgia through their affiliates.
gallery images

მორიგი რეპორტაჟი ლუციას განსადევნად

სრულიად საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, ვითხოვთ გაკეთდეს Follow-up გია ჯაჯანიძის საავტორო გადაცემაში, რათა საბოლოოდ განიდევნოს ლუცია ლიზიკოს სახლიდან.