add one
gallery images

გაუქმდეს სასწავლებელში შეტენილი საგნების გადასახადები

მოვითხოვთ გაუქმდეს შეტენილ საგნებზე გადასახადი, რადგან როგორც მოგეხსენებათ წელიწადში 2250 ლარზე ნაკლები არსად არ არის გადასახადი, რათა მივიღოთ უმაღლესი განათლება ამ ფულსაც სტუდენტები ძლივს შოულობენ, რათა გადაიხადონ სწავლის საფასური, როდესაც სტუდენტი ღამეებს ათენებს მუშაობაში იმისთვის, რომ სწავლის თანხა შეაგროვოს, ლექტორები ხელის შეწყობის მაგივრად, პირიქით ყველაფერს აკეთებენ, რომ სტუდენტს შეტენონ საგანა..... კმარა სტუდენტების ხარჯზე გამდიდრება !!!
gallery images

შეღავათები „ასოციაცია ღირსეული სიბერის“ ხანდაზმულებს მუნიციპალურ ტრანსპორტში

ასოციაცია "ღირსეული სიბერის“ ინიციატივა  გთხოვთ მხარი დაუჭიროთ სოციალურ პროექტს, რომელიც ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ უმწეო ბენეფიციარებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობას გულისხმობს.ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ვთავაზობთ განიხილოს შემდეგი ვერსიები: ერთი თვის განმავლობაში უფასოდ რვა მგზავრობა, ან მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობისას განახევრებული ტარიფით სარგებლობა.საუბარია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტზე: N1 და N2პროგრამით მოსარგებლეთა სავარაუდო რაოდენობა: 100 ხანდაზმული
gallery images

კლუბები მოზარდებისთვის

ჩვენ ახალგარზრდებს გვინდა, რომ გაკეთდეს ისეთი კლუბი რომელიც ემსგავსება ნამდვილ კლუბებს, მაგრამ იქნება გარკვეული შეღზვუდვებით, ანუ ისეთი კლუბი რომელშიც დასაშვები იქნება 10+ მოზარდებისთვის შესვლა. 
gallery images

ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე დაწესდეს ჯარიმა 10.000 ლარის ოდენობით და არა 6 თვიანი აკრძალვა

ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე დაწესდეს ჯარიმა 10.000 ლარის ოდენობით და არა 6 თვიანი აკრძალვა როგორც ეხლა არის. გაუქმდეს მოქმედი სასჯელი და დაწესდეს ფულადი ჯარიმა 10.000 ოდენობით რომ არავინ გაბედოს ნასვამზე მანქანის მართვა. ჯარიმა უნდა იყოს იმხელა რომ ვერ გადაიხადოს და ტაქსით უფრო იაფი უნდა დაუჯდეს მგზავრობა
gallery images

ვითხოვთ თბილისს წყალი გამართულად ეწოდებოდეს!

თბილისის თითქმის ყველა უბანში ძალიან ხშირად ითიშება წყალი, ავარიების თუ გეგმიური სამუშაოების გამო. მოვითხოვთ GWP-სგან, იქნეს გამოყენებული შესაბამისი მაღალი ხარისხის ტექნოლოგიები და აყვანილი იყოს შესაბამისი რაოდენობის და კვალიფიკაციის პერსონალი, რათა ავარიების რაოდენობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, და დროულად ხდებოდეს მათი აღმოფხვრა! მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან და თბილისის მერიისგან, მიაქციონ სათანადო ყურადღება წყლის მიწოდების სიტუაციას, იყოს შემოღებული ფინანსური სანქციები და ჯარიმები კომპანიის მიმართ ხშირი ავარიების შემთხვევაში, მკაცრად გაკონტროლდეს სიტუაცია ყველა უბანში!
gallery images

ქუჩებში მეორეული ნივთებისთვის ყუთების დადგმა

ამ პროექტის იდეა ემსახურება უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ადამიანების უზრუნველყოფა საჭირო ნივთებით.
gallery images

თბილისის ცენტრალური სკვერების მუსიკით გაფორმება

ამ პროექტის იდეა ემსახურება ლისის ტბის , მზიურის და ვაკის პარკის ტერიტორიის მუსიკით გაფორმებას .
gallery images

არასამთავრობო ორგანიზაცია ეროვნულ - სოციალისტური მოძრაობა ,, საქართველოს ეროვნული ერთობა''

     გთხოვთ აღუდგეს პირვანდელი დაფინანსება დოკუმენტურ – მხატვრული ისტორიული მრავალსერიანი ფილმის პროექტს ,, გააგრძელე საქართველოს ისტორია''. სასურველი იქნება თუ დაფინასება გაეზრდება და აღნიშნული პროექტი მეტად განვითარდება.                      საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს                    ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს                     ეროვნულ – სოციალისტური მოძრაობა                    ,,საქართველოს ეროვნული ერთობა’’ – არსამთავრობო ორგანიზაციის                                                                      გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა                       ბატონო ვასილ, პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად არჩევა და მსურს წარმატება გისურვოთ ამ მეტად მნიშვნელოვან თანამდებობაზე.                       მინდა მოგახსენოთ,  რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო წლებში აბსოლიტურად მოწყდა იმ ფუნქციას,  რას მას საზოგადოებამ დააკისრა, რათა ის ქართველი ერისა და საზოგადოების ინტერესებს მომსახურებოდა, უზრუნველყო მართალი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და მოეხდინა ეროვნული ცნობიერებისა და თვითშეგნების ამაღლება. თქვენ კარგად უწყით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ქართველი ერის მიერ გადახდილი გადასახადების დაფინანსებით ფუნქციონირებს. ამის საწინააღმდეგოდ, წლების განმავლობაში საზოგადეობრივი მაუწყებლიდან მოედინებოდა ქართული საზოგადოების ზნეობისა და მორალის, მენტალობისა და ცნობიერების გამანადგურებელი ლიბერალური იდეოლოგიის ჭუჭყი და ნიაღვარი, რომელიც სწამლავდა მის გულს, გონებასა და სულს. რაღაც სასწაულით იყო პატარ–პატარა გამონათებები, მათგან ერთ–ერთი გამორჩეულია დოკუმენტურ –მხატვრული ისტორიული მრავალსერიანი ფილმების პროექტი – ,, გააგრძელე საქართველოს ისტორია’’. ის გადმოგვცემს ქართველი ერის განვლილ გმირულ გზას, ბრძოლას, წინაპრების ღვაწლს, გმირობას, შეცდომებსა და ზოგჯერ ღალატს, რომელთა სწავლა და გაანალიზება უმნიშვნელოვანესია ჩვენი მომავალი თაობებისათვის, რათა მათ ღირსეულად გააგრძელონ ჩვენი ერისა და ცივილიზაციის ისტორია.                          საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ პროექტს დაფინანსება შეუმცირდება და შემდეგი სეზონის სერიები გავა მხატვრული ეფექტების გარეშე, რაც უმძიმესი და აუნაზღაურებელი დარტყმა იქნება მისთვის, ასევე დიდი დანაკლისი ქართული საზოგადოებისათვის.                        ბატონო ვასილ,  ჩემი გადმოსახედიდან თქვენი განვლილი საზოგადოებრივი გზა მარწმუნებს, რომ თქვენ ეროვნული  და ტრადიციული ცნობირების ქართველი კაცი ბრძანდებით, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ერი, ჯიში , სისხლი, მისი ისტორია და მჯერა მოახერხებთ იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაახლოებით 24 მილიონიანი წლიური დაფინასებიდან გამოყოფთ თანხას, რათა აღნიშნული პროექტი თუ არ განვითარდება, მისი პირვანდელი სახე მაინც შეინარჩუნოს.                                        პატივისცემით                     ეროვნულ – სოციალისტური მოძრაობა ,, საქართველოს ეროვნული ერთობა ‘’                                                        მეთაური გიორგი ჭელიძე
gallery images

ექიმები მაია რჩეულიშვილის გადასარჩენად

ექიმები მაია რჩეულიშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ვითხოვთ დადა-შვილის მაია და გუკა რჩეულიშვილების პატიმრობის გირაოთი შეცვლას ჩვენ, ქართველი ექიმები შეშფოთებას გამოვთქვავთ წინასწარ პატიმრობაში აყვანილი მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, ვინაიდან გულის ავადმყოფობასთან ერთად მას დაუსვეს ფილტვის კიბოს დიაგნოზი. დარგის ცნობილი სპეციალისტების გულიკო ჩაფიძის, ალექსანდრე ალადაშვილის, სოფო უნგიაძის ,თამაზ მაღლაკელიძის მონაწილეობით შემდგარი კონსილიუმის დასკვნას ასევე ადასტურებს რევაზ გაგუას და ვლადიმერ კუჭავას მიერ დასმული დიაგნოზი. მოსამართლემ სამედიცინო დასკვნების გაცნობისას განაცხადა, რომ ვერ ერკვევა სპეციალურ სამედიცინო ტერმინოლოგიაში, რაზეც განვმარტავთ, რომ ფილტვის სიმსივნე, რომელსაც სპეციალისტები კიბოდ მიიჩნივენ, უმძიმესი ავადმყოფობაა და ადრეულ სტადიაზე ხშირად ხირურგიულ ჩარევას მოითხოვს. პაციენტის დატოვება პატიმრობაში ამ შემთხვევაში მკვეთრად ამცირებს მისი გადარჩენის შანსებს, ვინაიდან ასეთი სტრესი უფრო ამძმებს ისედაც მძიმე ავადმყოფობას. 
gallery images

1 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით დღეები, გამოცხადდეს უქმე დღეებად.

ევროპის ქვეყნებში (არამარტო) შობიდან ახალ წლამდე პერიოდი არის ოფიციალური უქმე დღეები, ეს არის მიღებული პრაქტიკა ევროპისთვის. ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, რომელიც ორიენტირებული არის იმაზე, რომ გახდეს დასავლური ცივილიზაციის ნაწილა, ვიღებთ უამრავ მაგალითს, ვცდილობთ ჩვენს კანონმდებლობაში ავსახოთ ევროპული გამოცდილება. გამომდინარე იქიდან რომ მარლთმადიდებლური კალენდრით, შობა არის 7 იანვარს, ევროპული და ამერიკული საშობაო დასვენების დღეები, შეგვიძლია გადმოვიტანოთ 1 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით.  1 და 2 იანვარი დასვენების დღეებია, დასვენების დღეა 7 იანვარიც, უარეს შემთხვევაში სახელმწიფოს მოუწევს დამატებით 4 არასამუშაო დღის დამატება კალენდარზე, რაც სულაც არ არის დიდი დრო, თუ ისე მოხდება, რომ 1 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით 2 დღე დაემთხვევა შაბათ-კვირას, გამოვა რომ სახელმწიფოს არა თუ 4 არამედ 2 არასამუშაო დღის დამატება უწევს ამ კონკრეტულ წელს, 1 იანვრიდან 7 იანვრამდე პერიოდში კი შეუძლებელია არ მოხდეს 2 უქმე დღე (შაბათკვირა). ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნებოდა 1-დან 7 იანვრის ჩათვლით პერიოდი გამოცხადდეს უქმე დღეებად. 
gallery images

ვთხოვთ ბატონ ერეკლე ასტახიშვილს პრეზენტაციის გადატანას

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პირველკურსელების სახლით, გთხოვთ, გადაგვიტანოთ პრეზენტაცია საგანში მსოფლიო ისტორია და საქართველო. მოგეხსენებათ, საკმაოდ დატვირთული კვირა გვქონდა _ ზეპირი გამოცდით დაწყებული, ანოტაციების წერით დამთავრებული, კვირას გვაქვს ესეს დედლაინი ლიტერატურასა და ხელოვნებაში. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ მივდივართ ბაზალეთზე და ფაქტობრივად შეუძლებელია ჩვენთვის მოცემული ყველა დავალების შესრულება და პრეზენტაციის ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმზე შესრულება, რასაც ბატონი ერეკლე ელის ჩვენგან. დიდი იმედი გვაქვს რომ გაითვალისწინებთ ჩვენს თხოვნას და გადაგვიტანს პრეზენტაციას, თუნდაც ერთი კვირით. მადლობა
gallery images

ნობელის პრემია აკა სინჯიკაშვილს

გთხოვთ, წარადგინოთ აკა სინჯიკაშვილი როგორც 2017 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის კანდიდატი მისი დამსახურებების გამო. 
gallery images

განიკვეთონ ეკლესიიდან ე.წ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის თანამოაზრე სასულიერო პირები

მათი საქციელი არის ყოველმხრივ უმსგავსო,ისინი არ გვანან ქრისტიანებს მათი ქადაგება არის სიძულვილის ენით ლაპარაკი,ამიტომაც საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს მათ თავგასულ ქმედებებს რადგანაც ისინი ჩირქს ცხებენ როგორც მართმადიდებელ ეკლესიას ასევე მართმადიდებელ მრევლს 
gallery images

მივმართავთ პარლამენტის შესაბამის უწყებას მოთხოვნით, რათა განხორციელდეს ცვლილებები კანონმდებლობაში,(ორგანული კანონი) ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან ეპარქიებისათვის გადასარიცხი-ავადსახსენებელი(შავი) „სუბსიდიების“ გაუქმების შესახებ

sos! sos! sos! იწყება ხელმოწერები(ინტერნეტითაც) - პეტიციებით მივმართავთ პარლამენტის შესაბამის უწყებას მოთხოვნით, რათა განხორციელდეს ცვლილებები კანონმდებლობაში,(ორგანული კანონი) ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან ეპარქიებისათვის გადასარიცხი-ავადსახსენებელი(შავი) „სუბსიდიების“ გაუქმების შესახებ (ზესტაფონის ბიუჯეტიდან ეპარქიას 2015-16 წლებში გადაერიცხა 186 730 ლარი + დაახ.ამდენივე ხარაგაულიდან(ვაზუსტებთ))P.S. ანალოგიური არამიზნობრივი დაფინანსება აქვს ყველა ეპარქიას ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან.
gallery images

სავალდებულო ჯარი გოგონებისთვის

ჩვენ ხელის მომწერნი ვითხოვთ, რომ გოგონები გაიწვიონ სავალდებულო სამხედროსამსახურში. ქალი და კაცი თანასწორია, ამიტომ ორივეს უნდა მიეცეს საშუალება თანაბარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის აღმშენებლობასა და მისი უსაფრთხოების საქმეში.