add one
gallery images

მოვითხოვთ შემუშავდეს და დამტკიცდეს ფეერვერკევის გაშვების წესი!

ფეერვერკი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ლამაზი სანახაობა რაც კი კაცობრიობამ მოიგონა და მისი ხილვა ყველა ასაკის ადამიანს ახარებს, თუმცა დღეს საქართველოში მათი გაშვების წესის არ ქონის გამო შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ყველა კერძო პირს სურვილის მიხედვით შეუძლია შეუკვეთოს და მიუხედავათ ფეერვერკის სიმძლავრისა და ხანგრძლივობისა დღის და ღამის ნებისმიერ დროს გაუშვას, რაც ხშირ შემთხვევაში სასიამოვნო სანახაობას გადააქცევს ღამის კოშმარად, როცა შუა ძილში ბავშვებს თუ ზრდასრულ ადამიანებს საშინელი ხმაური ურღვევს ძილს. ჩვენ ქევით ხელის მომწერნი მივმართავთ ქალაქ თბილისის საკრებულოს, მერიას და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების შესაბამის მარეგულირებელ სტრუქტურებს, შეიმუშაონ რეგულაციები რომლებიც დაარეგულირებს კერძო პირების მიერ ქალქში ფეერვერკების გაშვების  წესს, სადაც არც კერძო ფეერვერკების შემკვეთებს შეზღუდავს თავის სურვილებში და არც მოქალაქეების სიმშვიდეს აღარ დაარღვევს სამომავლოდ.
gallery images

მე მიყვარს მეუფე სერაფიმე !

მეგობრებო, გთხოვთ გაავრცელოთ და თქვენი ხელმოწერით დაადასტუროთ მეუფისადმი პატივისცემა, მადლობა!
gallery images

მოვითხოვთ რუსთავში თოდრიის ქუჩის რეაბილიტაციას

რუსთაველები ვითხოვთ თოდრიის ქუჩის რეაბილიტაციას, საფეხმავლო გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, აყრილია ასფალტი, მოხრეშილ გზაზე მოქალაქეებს უჭირთ გადაადგილება. თოდრიის ქუჩაზე ხელი ეშლებათ კომერციული ფართების მეპატრონეებს და მცირე მეწარმეებს საქმიანობაში.
gallery images

ბოჭკოვანი ინტერნეტი

გამარჯობა! ქ.ქუთაისის რ.თაბუკაშვილის ქუჩის მოსახლეობა გთხოვთ გაიყვანოთ ბოჭკოვანი ინტერნეტის კაბელი. კერძოდ საკუთარ დასახლებაში, რადგან ამჟამად ჩვენ ვსარგებლობთ DSL ინტერნეტით რომელიც ძალიან დაბალი სიჩქარისაა. 
gallery images

უფასო wifi ინტერნეტი ბათუმის ქუჩებში

gamomdinaxe iqidan rom batumi sakuroroto zonaa uamravi damsvenelebi chamodis .. romlzebsac xshirad chirdebat gzis gakvleva da interneti imistvis ro sachiro informacia miigon ..aseve adgilobriv mosaxleebsac . gtxovt batumshi daayenot wifi modemebi ... 
gallery images

პირდაპირი ფრენები ესპანეთსა და საქართველოს შორის

მოგესალმებით,მოგეხსენებათ, რომ საქართველოსა და ესპანეთს შორის არ არსებობს პირდაპირი საჰაერო ფრენა, რაც ქმნის დიდ სირთულეს ქართველი ემიგრანტებისა და ტურისტებისათვის.ცნობილია, რომ ამჟამად ესპანეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს დაახლოებით 30.000 ქართველი (სხვა ინფორმაციით, გაცილებით მეტი), ამასთან, ინტენსიურად იზრდება უცხოელი, მათ შორის, ესპანელი ტურისტების ინტერესი საქართველოსადმი (სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს უცხოელ ტურისტების რაოდენობამ 4 მილიონს მიაღწია), რაც უნდა წარმოადგენდეს მნიშვნელოვან საფუძველს იმისათვის, რომ ავიაკომპანიები დაინტერესდნენ პირდაპირი ფრენის დანიშვნით.ესპანეთში მყოფ ყველა ქართველ ემიგრანტს, მათ ახლობლებს, ნათესავებს თუ მეგობრებს საქართველოში: გთხოვთ მხარი დაუჭიროთ ხელმოწერის სახით ამ პეტიციას და გააზიაროთ სოციალურ ქსელებში.   
gallery images

მოვითხოვთ ჩამოიყვანონ საქართველოში ჯგუფი coldplay

მოვითხოვთ ჩამოიყვანონ საქართველოში ჯგუფი  coldplay. didi xania gvsurs jgufi coldplay-is xilva chvens qveyanashi imedia axla mainc gamartldeba chveni mcdeloba :) 
gallery images

მოვითხოვთ BEYONСE-ს ჩამოსვლას საქართველოში!!

მოვითხოვს ბიონსეს ჩამოსვალ საქართველოში! 
gallery images

თავისუფლება სალომე ჩარკვიანს

 თავისუფლება სალომე ჩარკვიანს!!!!     მოსამართლე რევაზ ნადარაიამ, სასამართლო დარბაზში  წაიკითხა გადაწყვეტილება, რომლის          საფუძველზეც  3 შვილის დედას, 34 წლის სალომე ჩარკვიანს  2 თვიანი წინასწარი პატიმრობა  შეეფარდა...მოსამართლემ არ გაითვალისწინა  არც ერთი შუამდგომლობა…       2004 წლიდან 2006 წლის დასაწყისამდე სალომე ჩარკვიანი  მართლაც მუშაობდა  „აჭარა ცენტრ- პოინტ ჯგუფის “ დირექტორის თანამდებობაზე , თუმცა მას წინასწარი მოლაპარაკების და რჩეულიშვილების ოჯახის გადაწყვეტილებით,ამ თანამდებობაზე  ევალებოდა მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობა, შესაბამისად წვდომა კომპანიის ფინანსებზე არ და ვერ ექნებოდა . („ცენტრ პოინტის  ფინანსებს მთლიანად განკარგავდა დამფუძნებლის ოჯახი)  ამას ადასტურებენ თავად რჩეულიშვილებიც.  ბოლო 10 წლის განმავლობაში სალომე ჩარკვიანს არანაირი  საქმიანი ურთიერთობა  არ ჰქონია რჩეულიშვილების ოჯახთან. ის საკუთარი პროფესიით მუშაობდა -  უნივერსალური   სამედიცინო ცენტრის  მამოლოგიის და გინეკოლოგიის დეპარტამენტში  ექიმ  ონკო-ქირურგად.სალომე ჩარკვიანი 2015 წლიდან ცენტრ-პოინტის  საქმეზე  პროკურატურასთან თანამშრომლობს, დაკითხულია რამდენჯერმე მოწმის სახით  და თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს  საქმეზე საბოლოო სიმართლის დადგენამდე.  სალომე დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მიმდინარე საგამოძიებო პროცესს და შესაბამისად არ  აპირებდა მიმალვას, რაც მისი დაპატიმრების მიზეზად დასახელდა.       სამწუხაროდ,    მოსამართლემ არ გაითვალისწინა არც სალომეს  ოჯახური მდგომარეობა, მას ჰყავს  3 შვილი, აქედან 2  არასრულწლოვანი, უმცროსი 5  წლის. არ გაითვალისწინა არც ის, რომ  სალომე ჩარკვიანს  არასდროს ჰქონია შეხება სამართალდამცავ ორგანოებთან.  პეტიციის ავტორები ვართ  სალომეს მეგობრები. ჩვენ თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს...სალომეს ახლა  სჭირდება  გვერდზე  დგომა. სალომე ჩარკვიანის თავისუფლება და  მისი შვილების მომავალი არ უნდა შეეწიროს სხვა ადამიანების მიერ დაშვებულ შეცდომებს!
gallery images

გადაერქვას სახელი მოსკოვის პროსქპექტს

მოვითხოვოთ გადაერქვას სახელი მოსკოვის პროსპექტს
gallery images

მთაწმინდის პარკი დაუბრუნეთ ხალხს !

მოგეხსენებათ, ზაფხულში თბილისში ტემპერატურა საკმაოდ მაღალ ნიშნულებს აღწევს, ამის ფონზე მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და ბავშვებისათვის დასასვენებელი ადგილების რიცხვი საკმაოდ მწირია. ერთ–ერთი პოპულალური და ზაფხულის ცხელ დღეებში ბავშვებისთვის საყვარელი ადგილი მთაწმინდის პარკია სადაც ზაფხულის დადგომასთან ერთად გამოჩნდა რაღაც კომპანია რომელმაც იჯარით აიღო მერიისგან ჩვეულებრივი პარკამდე მისასვლელი სამანქანო გზა და მოაწყო იქ "პარკინგი" რომლის ტარიფიც საკმაოდ მაღალია ! მთაწმინდის პარკი არის თბილისის მერიის საკუთრება ამის მიუხედავად იჯარით არის გაცემული პარკამდე მისასვლელი მთლიანი გზა ! (ჩვეულებრივი სამანქანო გზა !) სადაც ამ კომპანიამ გადაკეტა მთლიანად ეს გზა და განათავსა ავტომობილების საპარკინგე ზონა რაც შეუძლებელს ხდის პარკამდე მიახლოებას და არჩევანს არ უტოვებს მოსახლეობას, ერთგვარ მონოპოლიურ მდგომარეობაშია აღმოჩენილი ეს კომპანია, ამასთანავე ეს ადგილი საკმაოდ ცუდად არის მოწყობილი ფაქტიურად შეუძლებელია იქ მოძრაობა თუნდაც დაპარკინგება და შემდგომ პარკინგიდან გამოსვლა ტარიფი კი საკმაოდ მაღალია რაც ფაქტიურად შეუძლებელს ხდის მოსახლეობისთვის იქ მისვლას და დასვენებას აქედან გამომდინარე მოვითხოვთ გამოასწორეთ თქვენს მიერ დაშვებული შეცდომა და იზრუნეთ მოსახლეობაზე ხალხს დაუტოვეთ არჩევანის საშვალება და ელემენტალური მისასვლელი გზა დაუბრუნეთ ხალხს ! 
gallery images

მეტი ყურადღება დაეთმოს საკვების დონის კონტროლს საქართველოში

მოგეხსენებათ რომ არაჯანსაღი საკვების მიღება რაოდენ დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ორგანიზმს,ეს ხდება რიგი მიზეზი უამრავი დაავადებისა..ამიტომ ჩემი ინიციატივაა მკაცრად შემოწმდეს საკვების ხარისხი (ეს იქნება მარკეტი თუ ბაზარი) საქართველოში..ამით დიდად შევუწყობთ ხელს სიცოცხლის ხანგრძლივობას ..სწორედ ჯანსაღი კვება მიიღწევა საკვების კონტროლით.
gallery images

#SOS_კორტები_ იპოდრომთან

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილსქ. თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავჯდომარეს გოჩა ბაბუნაშვილსქ. თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ელისაშვილსქ. თბილისის მერს დავით ნარმანიასქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსს დიმიტრი მოსულიშვილს მიმართვა ჩვენ, ქალაქ თბილისის მცხოვრებნი, გამოვხატავთ აღშფოთებას თამარაშვილის ქუჩა #13-ში, იპოდრომის მიმდებარე კორტების ტერიტორიაზე განხორციელებულ ვანდალურ აქტთან, არსებული კორტების სრულ განადგურებასთან, დაკავშირებით. ავღნიშნავთ, რომ ქალაქ თბილისში თამარაშვილის ქუჩა #13-ში, იპოდრომის მიმდებარე კორტების ტერიტორია ისტორიულად წარმოადგენდა საჯარო სივრცეს, რომლის მოვლა პატრონობა მრავალი წლის მანძილზე მოქალაქეთა უანგარო ძალისხმევით ხორციელდებოდა. სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ, მიუხედავად საეჭვო განკერძოებისა, დღემდე არსებობს მოთხოვნა სპორტული და რეკრეაციული ფუნქციების უპირატესობის (მათ შორის ჩოგბურთის მოედნის) მქონე არქიტექტურული ნაგებობის მშენებლობისა.მაღალი საზოგადოებრივი და მაშასადამე სახელწიფოებრი ინტერესებიდან გამომდინარე მივმართავთ ქალაქ თბილისის საკრებულოს და მერიას მოთხოვნით:ქალაქ თბილისის საკრებულომ და მერიამ დაიცვას ქალაქ თბილისის მცხოვრებთა ინტერესები, მკაფიოდ გამოხატოს მისი დამოკიდებულება თამარაშვილის ქუჩა #13-ში, იპოდრომის მიმდებარე კორტების ტერიტორიაზე განხორციელებულ ვანდალურ აქტთან დაკავშირებით. მიანიჭოს სარეკრეაციო ზონის სტატუსი და მოთხოვოს ტერიტორიის მეპატრონეს აღნიშნულ ტერიტორიაზე სპორტული და რეკრეაციული ფუნქციების უპირატესობის (მათ შორის ჩოგბურთის მოედნის) მქონე არქიტექტურული ნაგებობის პროექტის უმოკლეს ვადებში წარმოდგენა. ხოლო, აღნიშნული პროექტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დააყენოს საკითხი ქალაქ თბილისის თამარაშვილის ქუჩა #13-ში, იპოდრომის მიმდებარე კორტების ტერიტორიის მუნიციპალურ საკუთრებაში დაბრუნების შესახბ და შეეთავაზოს მესაკუთრეს ადგილმონაცვლეობა.
gallery images

შეკეთდეს ახალციხე-ბათუმის დამაკავშირებელი გზა

შეკეთდეს ახალციხე ბათუმის დამაკავშირებელი გზა.ძალიან დაზიანებულია გზის საფარი.ახალციხიდან ბათუმამდე ჩასასვლელად 4:30 საათია საჭირო.გზის აღდგენის შემთხვევაში ეს დრო შემცირდება 1:30 საათამდე.დღესდღეობით აღდგენილია მხოლოდ ადიგენი-ახალციხის  8 კილომეტრიანი მონაკვეთი 166 კმ -დან.
gallery images

იმუშაოს მეტრომ ღამის 3 საათამდე

ხალხი გვიან ამთავრებს მუშაობას და ერთერთი ყველაზე იაფი ტრანსპორტი მეტრო არის, ასე რომ მოვითხოვთ 3 საათამდე იმუშაოს მეტრომ, მთელი ღამე ხო არ ვითხოვთ 3მდე მხოლოდ