add one
gallery images

one direction საქართველოში

chven ONE DIRECTION-is fanebs zalian gvinda 1D chamovides saqartveloshi da zalian gtxovt shegvisrulet es txovna
gallery images

დაწესდეს მამების დღე საქართველოში

საინიციატივო ჯგუფი "მამების დღე საქართველოში/Happy Father's Day Georgia" იწყებს კამპანიას მამების დღის დაწესებასთან დაკავშირებით. მამების დღე, მსოფლიოს მაშტაბით , ივნისის მესამე კვირა დღეს აღინიშნება და მას პირველად 1910 წელს, მოსიყვარულე შვილმა , Sonora Louise Smart Dodd – მა ჩაუყარა საფუძველი.Argentina,France,Greece,United States,United Kingdom - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია სადაც მამების დღე ყოველწლიურად აღინიშნება.საორგანიზაციო ჯგუფი "მამების დღე საქართველოში/Happy Father's Day Georgia" იწყებს ხელმოწერების შეგროვებას, რათა საქართველოშიც აღინიშნოს ეს დღე.  ვიტოვებთ იმედს , რომ აღნიშნული პეტიცია იქნება მხარდაჭერილი. ჩვენი Facebook მისამართი  : www.facebook.com/HappyFathersDayGeorgia
gallery images

მონეტიზაცია საქართველოში

საქართველოში უნდა იყოს შესაძლებელი რომ ვიდეობის გადაღებით საიტ YouTube-ზე მივიღოთ შესაბამისი თანხა. საიტი YouTube არის ძალიან პოპულარული მთელ მსოფლიოში და ეს საიტი გადაიქცა ბიზნესად იმ ხალხისთვისაც ვინც თავის გადაღებულ ვიდეოებს ატვირთავს. თითქმის ყველა ქვეყანაში არის ფულის მიღება ამ საიტით შესაძლებელი.ვითხოვთ რომ საქართველოშიც იყოს შესაძლებელი მიღება ფულის ამ საიტით.
gallery images

გადავარჩინოთ ალექსიძის ქუჩის მოსახლეობა მშენებლობისმიერი გენოციდისგან

http://www.facebook.com/AleksidzeStreet/ძვირფასო თანამოქალაქეებო! თვეებია მერიისგან უშედეგოდ ვითხოვთ და ქუჩაში საპროტესტო აქციებს ვმართავთ. უსაფრთხო გზა, სკვერი და კორპუსების გონივრული სიმაღლე ალექსიძის ქუჩის N1 მიმდებარედ და ზოგადად თბილისში, ჩვენი უცვლელი მოთხოვნა არის. შემოგვიერთდით და დაიცავით თქვენი წილი ჟანგბადი, ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემო და მომავალი თაობა! მეგობრებო, ხომ გესმით, ხედავთ, შეიგრძნობთ ყოველდღიურად - ზღვარგადასულმა მშენებლობებმა მოსახლეობის ინტერესების დაბეტონების მასობრივი სახე მიიღო! შემოგვიერთდით! დღემდე თუ არ შეგხებიათ ეს პრობლემა, ხვალ თქვენი ფანჯრის წინ ამოიმართება ბეტონის შენობა, თქვენი ეზო და სახლი გაივსება მტვრით, აღარ იმოძრავებს ჟანგბადი, რადგან სიმწვანეს ხელოვნური მცენარეებით თუ მოიწყობთ გარშემო... თუ ეს მომავალში არ გემუქრებათ, ესე იგი თქვენს ფანჯარაში უკვე იმზირება მზის ნაცვლად მეზობელი კორპუსი, რადგან თავის დროზე არ დადგა საზოგადოება ერთად და არ მოითხოვა ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების დაცვა, რაც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა! ჩვენ ვერ წავალთ კომპრომისზე მერიასთან და ზემაღალ მოგებას დახარბებულ მშენებლებთან ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხარჯზე! ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი კონსტიტუციური უფლების დასაცავად და აუცილებლად გავიმარჯვებთ! შემოგვიერთდით, რომ მართალი ვიყოთ საკუთარი სინდისის და შვილების წინაშე! https://www.youtube.com/channel/UCqGenP4F-MuQDyDpT1DhzoA 
gallery images

გზის დაგება ხაშურში

მოვითხოვთ ხაშურში გამსახურდიას ქუჩის მოწესრიგებას და ასფალტის დაგებას ! 
gallery images
gallery images

ტერენტი გრანელის სახელობის ქუჩა ბათუმში

ძვირფასო ბათუმელებო, საქართველოს მოქალაქენო მინდა მოგმართოთ თხოვნით, რათა ხელი მოაწეროთ პეტიციას რომლის ერთადერთ იდეას წარმოადგენს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში,ერთ-ერთი ქუჩისთვის ღვაწლმოსილი ქართველი პოეტის, ტერენტი გრანელის (ტერენტი სამსონის ძე კვირკველია) სახელის მინიჭებას. მეტად მნიშვნელოვანი და ღირებულია ჩვენთვის ტერენტი გრანელის პოეზია, ტურისტულ ზღვისპირა ქალაქს აქვს უდიდესი პოტენციალი, მოახდინოს ქართული კულტურის პროპაგანდა, ადგილობრივ თუ უცხოელ ვიზიტორებში.ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს მომავალ თაობაში ცნობიერების ამაღლებას ქართული ლიტერატურისა და პოეზიის მიმართ, რაც ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია ქართული ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებაში. მაქვს თქვენი სოლიდარობის იმედი და მჯერა, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან კეთილი ნების გამოხატულების.. ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება, ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია. ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება, ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori”-ა.დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი, ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე. რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი, მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია, ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი. ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია ვარსკვლავები - სიმბოლო თეთრი მარადისობის.ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ, როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება, ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი.რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო, მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები. ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო, რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა, მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია. ჩემი გვარი: გრანელი - პოეზიას დარჩება, ჩემი გული და სისხლი - ეს ”MEMENTO MORI”-ა..
gallery images

საქართველოს ბანკი: TSKAPP WindowsPhone-სთვის

მოაწერეთ ხელი, რათა საქართველოს ბანმა გაიგოს, რომ WindowsPhone-ის მომხმარებლებსაც გვესაჭიროება TSKAPP :)
gallery images

აიკრძალოს yandex.ru საქართველოში

yandex რუკაზე საქართველო დანაწევრებულია, რასაც ვერ ვიტყვით google maps ზე. მოვითხოვოთ აიკრძალოს yandex საქართველოში! იხილეთ სურათები
gallery images

მოვითხოვთ დიდ დიღომში ქარსაცავი ხეების დარგვას

მოვითხოვთ დიდ დიღომში ქარსაცავი ხეების დარგვას
gallery images

ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვა

მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ბატონი ბაჩანა ბრეგვაძის უდიდესი და უპრეცედენტო ღვაწლი, რაც მან დასდო ქართულ კულტურას, კერძოდ, ქართულ ინტელექტუალურ აზრს და აქედან გამომდინარე, მის სამუდამო განსასვენებლად დაადგინოთ მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, რადგან თუ რამით უნდა იამაყოს ჩვენმა მომავალმა თაობებმა, უთუოდ, ასეთი დიდი მოღვაწეების უანგარო და ფასდაუდებელი შრომით.იმედია, გაისიგრძეგანებთ ამ ფაქტის მნიშვნელობას და თანხმობას განაცხადებთ პეტიციის მოთხოვნაზე პატივისცემით 
gallery images

აღდგეს ქ.ბოლნისში არსებული კინოთეატრი !

ჩვენს ქალაქში არ არის არანაირი გასართობი ახალგაზრდებისთვის . უმორჩილესად გთხოვთ აღგვიდგინოთ კინოთეატრი . 
gallery images

გაუმკაცრდეს ჯარიმები "ტაქსებს" და "სამარშრუტო ტაქსებს"

მოვითხოვთ რომ სანქციები გაუმკაცრდეს ტაქსებს და ხაზზე მომუშავე სამარშრუტო ტაქსებს, დაეკისროთ ჯარიმა ამჟამინდელი ჯარიმის ოდენობის მინიმუმ ათმაგი ოდენობით,რადგანაც მათი საგზაო მოძრაობა ხშირ შემთხვევაში იწვევს საავარიო სიტუაციებს,მათი უმრავლესობა უგულველყოფენ საგზაო მოძრაობის წესებს , საფრთხეში აგდებენ მათ მგზავრებს და გზაზე მოსიარულე სხვა მანქანებს და მათ მგზავრებს.
gallery images

,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ ცვლილებების და დამატებების თაობაზე

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწის, როგორც ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის ერთადრთი გარანტის დაცვა ჩვენი შვილებისათვის და მომავალის საქართველოსათვის.                                 საქართველოს კანონი                ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ ცვლილებების და დამატებების თაობაზე მუხლი 1. საქართველოს კანონში ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:15-ე მუხლის  15-1 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:15.1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით,                                                                                  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოეთში ან საქართველოში რეგისტრირებულიურიდიულ პირს, საქართველოს მოქალაქეს, უცხოელ ფიზიკურ პირს, შეეზღუდოს 1 ჰექტარი და ჰექტარზე მეტი  სასოფლო-სამეურნეო მიწების კატეგორიის შეცვლა სახნავი სავარგულების ერთიან მასივში (0,1 ჰექტარიდან და 0,5 ჰექტარმდე  მომიჯნავე მიწის ფართობების დანიშნულების შეცვლა ერთი დი იგივე იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ) არასასოფლოდ-სამეურნეო კატეგორიად დარეგისტრირების მიზნით და მათი კიდევ უფრო დანაწევრება რამოდენიმე ნაკვეთად, რომელთა საქმიანობას არ წარმოადგენს აგრობიზნესი.მუხლი 2. 15-ე მუხლს  დაემატოს 15-2, 15-3 ნაწილი:15.2         საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში ან უცხოეთში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, უცხოელ ფიზიკურ პირს,   უფლება აქვთ 1 ჰექტარი და ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულების შეცვლა არასასოფლო-სამეურნეოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში (სამაცივრე-სასაწყობო მეურნეობის, საკონსერვო გადამამუშავებელი საწარმოს, საკონდიტრო საწარმოს, ან სამრეწველო ქარხნის მშენებლობის უზრუნველსაყოფად). თუ :ა) არსებობს მთავრობის განკარგულება;ბ) ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განკარგულება;გ) სახელმწიფო-რწმუნებულ გუბერნატორის, სოფლის მეურნეობის მინისტრის ან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  მიმართვის საფუძველზე.15.3         საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას უფლება აქვს  დააყენონ საკითხი ადგილობრივ თვითმართველ ორგანოში (მუნიციპალიტეტში), სახელმწიფო-რწმუნებულ გუბერნატორის ადმინისტრაციაში, 1 ჰექტარი და ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის კატეგორიის შეცვლა, თუ არსებობს ტერიტორიული ორგანოს, თემის ან სოფლის ადგილობრივი მოსახლეობის 1/3 მოთხოვნა, მხოლოდ და მხოლოდ მათი დემოგრაფიული პრობლემებისა და გაფართოების მიზნით. საკითხის დაყენების უფლება აქვთ, ასევე საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, თუ იგი უშუალოდ არის  თემში საქმიანობის შემსრულებელი და აქვს შესაბამისი მოსახლეობის რწმუნება ნოტარიულად დამოწმებული.მუხლი 3.  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავესაქართველოს პრეზიდენტი                                                გიორგი მარგველაშვილიკანონის რედაქცია ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედისრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის                                                                          ცვლილება  თავი II1 (6.09.2013 N 1079)გარდამავალი დებულებანი მუხლი 151. გარდამავალი დებულება (25.12.2014 N 2982)2015 წლის 1 ივლისამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა დასაშვებია, თუ ეს განპირობებულია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით. სააგენტოს მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას აფასებს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.განმარტებითი  ბარათი ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახება.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების  მოწესრიგება და სახნავი მიწების ერთიან მასივში სასოფლო-სამეურნეო მიწების დანიშნულების უსისტემოდ ცვლილებების შეზღუდვა. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი  კანონპროექტის მიღების მიზანია, სასოფლო-სამეურნეო მიწა, როგორც ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის ძირითადი საშუალება იყოს დაცული და აღნიშნულ კანონში მოხდეს კონკრეტიზაცია, თუ რა შემთხვევაში იზღუდება ან შესაძლებელია იყოს ნებადართული მეწარმე სუბიექტის მიერ (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი), სახნავი მიწების ერთიან მასივში სასოფლო-სამეურნეო მიწის კატეგორიის შეცვლა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი 2012 წლიდან უცხოელმა ბიზნესმენებმა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, მასიურად დაიწყეს  კერძო მეწარმე სუბიექტებიდან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ყიდვა, შემდგომში მათი დანაწევრებისა და თავინთ თანამემამულეებზე საკარმიდამოებად გასხვისების მიზნით.სასოფლო-სამეურნეო მიწას სახნავი მიწების ერთიან მასივში ყიდულობდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც შემდგომ მიზნობრივად უცვლიდა დანიშნულებას არასასოფლოდ. რეგისტრირების დასრულების შემდგომ ხდებოდა აღნიშნული მიწიების უცხოელებზე გასხვისება.უცხოეთის მოქალაქე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც კერძო მეწარმე სუბიექტისგან ყიდულობს სახნავი მიწების ერთიან მასივში არასასოფლოდ რეგისტრირებულ ათეულობით ჰექტარ მიწის ფართობს, თავისუფალია სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი ვალდებულებებისაგან. შესაბამისად, ის აღნიშნულ ფართობს ანაწევრებს მცირე ფართობებად თავიანთი ქვეყნის მოქალაქეებზე საკარმიდამო ნაკვეთებად გასხვისების მიზნით.მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკვე არსებობს უცხოელი მეწარმე სუბიექტების მხრიდან დანაწევრებული ხუთი ასეთი მასივი, სადაც შესაძლებელია უახლოეს მომავალში გაჩნდეს ხუთი არაბული სოფელი: სოფელ წილკანის ტერიტორიაზე 70 ჰექტარია გასხვისებული, საიდანაც 35 ჰექტარი სასახლკარეებად 122 ნაკვეთად არის დანაწევრებული (10-მდე ნაკვეთს ახალი მფლობელი უკვე ჰყავს). მუხრანის ტერიტორიულ ორგანოში სოფელ ძველ ქანდასთან, დანაწევრებულია საკარმიდამო ნაკვეთებად სახნავი მიწების ერთიანი მასივის 33 ჰექტარი. ამ ფართობშიც, რამოდენიმე ნაკვეთი უკვე გასხვისებულია. ასევე, მუხრანის ტერიტორიულ ორგანოში შატო მუხრანის სავარგულების მომიჯნავედ სახნავი მიწების ერთიან მასივში არასასოფლოდ  უცხოელებზე რეგისტრირებულია 52 ჰექტარი. სოფელ წეროვანში 2013 წელს გასხვისდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ერთი მასივი, რომელიც 2014 წლის ზაფხულში დაყვეს სასახლკარეებად და 2014 წლის 29 აგვისტოს პირველმა არაბმა მყიდველმა შეიძინა ამ ადგილზე ერთი ნაკვეთი. საგურამოს ტერიტორიულ ორგანოში სოფელ არაშენდაში 2014 წლის დეკემბრის ბოლოს დაიყო სასახლკარეებად არასასოფლოდ რეგისტრირებული მასივი. აღნიშნული ფართობებიდან 2015 წელს უცხოელ მოქალაქეებზე  გასხვისდა, რამოდენიმე ნაკვეთი.                                                მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებობს საფრთხე იმისა, რომ უცხოელი მეწარმე სუბიექტის ხელში არსებული არასასოფლო რეგისტრირებული ფართობები დამატებით, ანალოგიურად დანაწევრდეს შემდეგ სოფლებში: გალავანში 35 ჰექტარი, ნიჩბისში 37,3 ჰა, ლისში 5,8 ჰა, ხოლო საგურამოში უცხოელ მეწარმე სუბიექტზე გასასხვისებლად გამზადებულია არასასოფლოდ რეგისტრირებული სამი მასივი, საერთო ფართით 31,23 ჰაქტარი. ასევე, კომპანია “ჯორჯიან ლოჯისთიქ სენთერს”  გადაყვანილი აქვს 23,26 ჰექტარი მიწა არასასოფლო სამეურნეოდ სოფელ წეროვანის ტერიტორიაზე.                                   უცხოელი მეწარმე სუბიექტების მხრიდან, არასასოფლო სამეურნეო მიწების კიდევ უფრო დანაწევრება რომელიც ხდება სასოფლო სამეურნეო მიწების ხარჯზე, შეიძლება ჩაითვალოს ბიზნეს ინვესტიციად, მაგრამ სამომავლოდ ქვეყანა ვერავითარ სარგებელს ვერ მიიღებს. მათი მხრიდან მხოლოდ ერთჯერადად გადახდილი იქნება  არასასოფლო სამეურნეო მიწების გადასახადი ადგილობრივ თვითმართველობის ბიუჯეტში, შემდგომ კი როდესაც კომპაქტური დასახლება გაკეთდება, თავისთავად აღნიშნული მიწა დაკარგავს არასასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსს, ხოლო ადგილობრივი თვითმართველობა მოსაკრებელს, რომელსაც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან იღებდა.                        ამასთანავე, შესაძლებელია ქვეყნის უსაფრთხოებას შეექმნას მრავალმხრივი საფრთხე: სასურსათო უზრუნვეყოფის, ეთნო-კონფლიქტის, რელიგიური შუღლის გაღვივების და სხვა.            აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე კანონს:,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“  მე-15 მუხლს უნდა დაემატოს პუნქტები, რომელიც დაიცავს როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებას, ასევე მეწარმე სუბიექტის ინტერესებს.        ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთებაბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს მნიშვნელოვანგავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება არანაირი საფასური იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტით არ დგინდება მოსალოდნელი ფინანსური შედეგები უცხო ქვეყნის მეწარმე სუბიექტებისათვის, რომლებიც უკვე ფლობენ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს და არ გააჩნიათ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთანგ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტს არ ექნება გავლენა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებშიწევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. ე) კანონპროექტის ავტორი  ზვიად ტომარაძე, ნიკოლოზ კიკნაველიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება                                     
gallery images

რუსთავის ქუჩებს საპირფარეშოები სჭირდებათ

ჩვენი პროექტი მიზნად ისახავს რისთავის ქუჩებში კეთილმოწყობილი საპირფარეშოების არსებობას, რაც სავალდებულო და აუცილებელია ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის