add one
gallery images

გამოირთოს კომენდანტის საათებში საახალწლო განათება

მივმართავთ თხოვნით თბილისის მერს, რომ კომენდანტის საათებში გამოირთოს საახალწლო განათება.
gallery images

გადაკეთდეს ბსუ სალობიედ

თუ თვლი რომ სალობიეს უფრო მეტი სარგებლობა მოქვს ვიდრე ბსუს რაღას ელოდები? მოაწერე პეტიციას ხელი.
gallery images

გაუორმაგდეს ბსუ-ს ადმინისტრაციას ხელფას დანამატები

ბსუ-ს სტუდენტების ონლაინ სწავლების გამარტივებისა და სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებისთვის სრულიად ბსუ-ს აკადემიურ პერსონალს გაუორმაგდეთ ხელფასები და პრემია დანამატები. 
gallery images

სესხების გადავადება

 ვითხოვთ , გადავადდეს 6 თვით სასესხო ვალდებულებები, როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებზე.
gallery images

გთხოვთ გაანათოთ ქუთაისის სატელევიზიო ანძა

MASHIN ROCA YOVEL GAMIT QUTAISIS YVELA OBIEQTI GACHACHCHAXEBULIA, TELEANDZISKEN KUKUNAXI SIBNELEA, RAC AR EKADREBA ARAMARTO AM OBIEQTIS PERSONALS ARAMED TELECENTRSAC, SXVA ROM ARAFERI DASAVLET SAQARTVELOSA DA IMERETIS REGIONSHI AM TELEANDZIDAN XORCIELDEBA YVELA TELEVIZIIS PROGRAMEBI, YVELA RETRANSLACIA, COTA AR IYOS DA AM MXRIV ES OBIEQTI DACHAGRULIA RADGAN IRGVLIV YVELA OBIEQTI BAGRATIDAN TEATRIS CHATVLIS GANATEBULIA, NUTU MAINDAMAINC SAHAERO TRASA UNDA GADIODES ANDZIS TAVZE ROM IGI GANATDES, GAITVALISWINET MISI FUNQCIA DA MNISHVNELOBA.!
gallery images

დაერქვას პეკინის გამზირს ბუენოს აირესის გამზირი

მოგეხსენებათ, რომ თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა ჩინეთის დედაქალაქის სახელს ატერებს. მიხუედავად ჩინეთის ისტორიის და ჩინური ცივილიზაციის სიძველისა, საქართველოში ჩინეთის სახელთან ძირითადად ჩინური წებო ასოცირდება, რომელიც ხელზე თუ დაგეწვეთა მთელი დღე ვეღარ იშორებ. ჩინეთი არის ასევე კომუნისტური იდეოლოგიის სახელმწიფო, სადაც მაქსიმალურად ჩახშულია ინდივიდუალური ხმა და დემოკრატიულობის პრინციპები, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ისეთი ევროპული სახელმწიფოსათვის, როგორიც საქართველოა. მოგახსენებთ, რომ არგენტინა არის უმდიდრესი კულტურის მქონე ქვეყანა, და იგი ასევე არის ერთ-ერთი პირველი სუვერენული სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა 1921 წელს. რაც შეეხება სპორტსა და კულტურას, არგენტინა არის სამშობლო ისეთი ფენომენებისა, როგორებიც არის ხორხე ლუის ბორხესი, ხულიო კორტასარი, დიეგო არმანდო მარადონა და ტელენოველა "მეამბოხე სულები" (Rebelde Way), რომელიც იყო ქართველი ახალგაზრდობის ნუგეში 2000-იან წლებში. რად ღირს მხოლოდ არგენტინული ტანგო ! აუცილებელია გამოვყოთ არგენტინის რაგბის ნაკრების დიდი წარმატება, რაც აისახა 2020 წელს ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების დამარცხებაში. მნიშვნელოვანია იქნება არგენტინასთან კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობის გაღრმავება ჩვენი ქვეყნის გაურკვეველი მომავლისათვის. შესაბამისად, ამ ყველაფრის პირველი დიპლომატიური ნაბიჯი იქნება ის, რომ პეკინის გამზირს გადაერქვას სახელი და ეწოდოს ბუენოს აირესის გამზირი. ბუენოს აირესი ესპანურად ნიშნავს კეთილ აირებს და ეს მოვლენა შეიძლება დადებითად აისახოს ამ ქუჩის ეკოლოგიურ მდგომარეობასა და გამონაბოლქვის შემცირებაზე. 
gallery images

სოფელი ასურეთის (ე.წ. ასურეთის აგარაკების) წყალმომარაგება და გაზიფიცირება

შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმპმარაგების კომპანიის მიერ 2020 წლის 20 ოქტომბერს გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი #NAT200016228 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის -15 სოფლის (მაწევანი, გოლთეთი, წინწყარო, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი, ქოთიში, ხაიში, ქოსალარი, ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, არდისუბანი, ენაგეთი, შავსაყდარი და ასურეთი) წყალმომარაგების სისტემის მოწყობის საპროექტო - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. სატენდერო პირობებში გათვალისწინებულია სოფელი ასურეთი, თუმცა როგორც შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმპმარაგების კომპანიაში განგვიცხადეს სოფელ ასურეთში არ მოიაზრება ე.წ. ასურეთის აგარაკები და შესაბამისად არ განხორციელდება ე.წ. აგარაკების წყალმომარაგება და საკითხის გადასაწყვეტად უნდა მივმართოთ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს (რაც განვახორციელეთ რამოდენიმეჯერ).ე.წ. ასურეთის აგარაკები ეკუთვნის სოფელ ასურეთს, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავი ქონების ამონაწერებით.მივმართავთ საქართველოს მთავრობას, პრემიერმინისტრს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინოსტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეოის სამინისტროს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტსა და საქართველოს გაერთიანებული წყალმპმარაგების კომპანიას გაითვალისწინონ რომ აგარაკები ეკუთვნის სოფელ ასურეთს და უზრუნველყონ ე.წ. აგარაკების წყლითა და გაზით მომარაგება.
gallery images

აიკრძალოს მარშუტკები

აიკრძალოს  ტრანსპორტის ეს  სახეობა  რადგან   უკვე  დიდიხანია  ევროპულ ქვეყნებში  აღარ დადაიან
gallery images

ჯანმრთელი დედაქალაქი

ოკრიბის საკითხი ააიპ დამოუკიდებელი შემეცნების გაერთიანება მივიჩნევთ, რომ დედაქალაქის უმთავრესი პრობლემა არის საცობები და მათ მიერ გამოწვეული სმოგი, ხოლო გამომწვევი ფაქტორია დიღომი-დიდუბის დამაკავშირებელი ხიდი და მასთან დაკავშირებული ოკრიბა!ოკრიბა აუცილებლად უნდა გადავდგათ თბილისი მოლის მიმდებარედ, რათა თავიდან ავიცილოთ, როგორც გამონაბოლქვი და საცობები, ასევე ის სიბინძურე და ანტისანიტარია, რომელიც თან სდევს მას!თბილისის ოკრიბა არის სივრცე სადაც შემოდიან როგორც სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსები, ასევე სხვადასხვა სახის ტრაილერები.ოკრიბის გამო არის დიღომი-დიდუბის ხიდზე საცობები, მასივი არის სრულიად მიუწვდომელი ავტობუსებისთვის, ყოველ დღე საღამოს 4-6 საათიდან 9 საათამდე დიღმის მასივიდან, დიდუბის მეტროს გავლით წერეთელზე მდებარე დიდუბის პანთეონამდე არის გადაჭიმული საცობები. გროვდება დიდი რაოდენობით გამონაბოლქვი რის შედეგადაც 2-3 წლის წინ საბურთალო-დიდუბის უბნებში იყო სმოგი დაფიქსირებული.სმოგი (ინგლ. Smog) არის ჰაერის დაბინძურების ტიპი; შავი სქელი ნისლი, რომელიც წარმოიქმნება ბოლისა და ჭვარტლისაგან დიდ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში. სმოგი არის კვამლისა (ინგლ. Smoke) და ნისლის (ინგლ. Fog) შერწყმის შედეგია. სმოგის ზემოქმედება ჯანმრთელობაზე!!! სმოგი წარმოადგენს არაერთი ქალაქის სერიოზულ პრობლემას და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. მიწისპირა ოზონი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის დიოქსიდი და ნახშირბადის ოქსიდი განსაკუთრებით საშიშია ხანშიშესული ადამიანებისთვის, ბავშვებისთვის და იმათთვის, ვისაც აქვს გულისა და ფილტვების პრობლემა. შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი გზების ანთება, ფილტვების მუშაობის უნარის დაქვეითება, სუნთქვის მოშლა, ხველა და სხვ. სმოგი ამასთანავე იწვევს თვალისა და ცხვირის გაღიზიანებას, რასაც მოჰყვება ცხვირისა და ყელის დამცავი გარსის გაღიზიანება და ამოშრობა. როდესაც ოზონის დონე მაღალია ხშირია ადამიანთა ჰოსპიტალიცაზიის შემთხვევები.საქართველოში ატმოსფერული დაბინძურების მდგომარეობა არსებითად განსხვავდება ატმოსფეროს დაბინძურებისგან განვითარებულ ქვეყნებში. უხარისხო საწვავის გამოყენება, რელიეფის, ჰაერის მასების დინამიკისა და მიკროკლიმატური პირობების თავისებურებები, ტექტონიკური რღვევების არსებობა და სხვა შეიძლება იწვევდეს ფოტოქიმიური სმოგის წარმოშობას, რომლის კომპონენტები არსებითად განსხვავდება ანალოგიური სმოგისგან განვითარებულ ქვეყნებში. ფოტოქიმიური სმოგი: ყველა აღნიშნული ქიმიური ნივთიერება, როგორც წესი, მეტად რეაქტიულია და ჟანგვას ექვემდებარება. ფოტოქიმიური სმოგი თანამედროვე ინდუსტრიალიზაციის მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. გვხვდება ყველა თანამედროვე ქალაქში, განსაკუთრებით იქ, სადაც არის ავტომობილთა სიუხვე, მზიანი, თბილი და მშრალი კლიმატი. გადაადგილდება ქართან ერთად, რის გამოც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მეჩხრად დასახლებულ რაიონებზე. ყველაზე მავნებელი სმოგი წლის თბილ პერიოდშია, მზიან უქარო ამინდში. ყველა მსხვილი მეგაპოლისების სერიოზული პრობლემაა. "ააიპ დამოუკიდებელი შემეცნების გაერთიანება"-ის შემოთავაზება: 1.    ეკონომიკისა და ფინანსების განვითარების კუთხით გამართლებულია ოკრიბის "თბილისი მოლი"-ს მიმდებარედ გადატანა;2.    ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით ოკრიბის გადატანა "თბილისი მოლი"-ს მიმდებარედ შეამცირებს ყოველ წელიწადში გამონაბოლქვის მატებას, ამასთანავე საცობებიც შეწყდება დიღომი-დიდუბის ტერიტორიებზე, რომელიც გამოწვეულია დასავლეთისკენ მიმავალი და იქიდან შემომავალი ტრანსპორტით;3.    რაც შეეხება უსაფრთხოებას, შემცირდება დედაქალაქში, კერძოდ დიღმის მასივის ტერიტორიაზე ავტო-ავარიების წლიური რიცხვი და ჩვენი გამოთვლებით სიკდილიანობის რიცხვით თბილისში;ყოველივე აქედან გამომდინარე, ვასკვნით, რომ ოკრიბა უნდა გადავიდეს თბილისის შემოსასვლელ-გასასვლელთან ახლოს, "თბილისი მოლი"-ს მიმდებარედ, ან მის მოპირდაპირედ, ხოლო დღევანდელი ოკრიბის ადგილას თავისუფლად შეიძლება დასასვენებელ-განსატვირთავი პარკის გაკეთება, რომელიც დედაქალაქის ფილტვების სასიკეთოდ იქნება მიმართული.
gallery images

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლა.

1) ქვეყანა არ უნდა ღებულობდეს ბრძანებებს და მითითებებს გარედან, როდესაც საქმე შენი მოქალაქეების ჯანმრთელობას ეხება.2) ნორმალურ და განვითარებულ ქვეყანას უნდა შეეძლოს საკუთარ ხალხზე ზრუნვა, სხვისი ჩარევის გარეშე.3) რამდენადაც ყველა ქვეყნის და ერის ჯანმრთელობის სტატისტიკა განსხვავებულია და  საქართველოს მთავრობაზე უკეთ არავინ იცის საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ქართველ ხალხზე ზრუნვა მთლიანად უნდა ეკისრებოდეს ქართველების მიერ არჩეულ მთავრობას და არა გარეშე ორგანიზაციებს.4) ქართველი ერი უნდობლობას ვუცხადებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, რომლის მიზანს საერთოდ არ წარმოადგენს ქართველი ხალხზე  ზრუნვა.5) ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება ფარმაცევტული კომპანიების და ოლიგარქების მიერ და ასრულებს მხოლოდ მათ დაკვეთებს -  ვერ იქნება საქართველოსთვის სიკეთის მომტანი.საქართველო არ უნდა იყოს იმ ორგანიზაციის წევრი, რომელიც ფინანსდება: უცნობი, გარეშე და საეჭვო მიზნების მქონე პიროვნებებისაგან.6) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კრიტიკულ სიტუაციაში (Covid19-ის დროს)  დაუშვა უამრავი შეცდომა და გასცა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო და მცდარი რეკომენდაციები. იყო არა სერიოზული, არა კომპეტენტური და ვერ შეასრულა მისთვის დაკისრებული მოვალეობა.ორგანიზაცია, რომელიც თამაშობს მსოფლიო მოსახლეობის სიცოცხლით, არ იმსახურებს ნდობას.ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის უმაღლესი ღირებულება, რომელსაც სახელმწიფო ყველანაირად უნდა იცავდეს და მაგ ღირებულების დასაცავად ქვეყანა ვალდებულია მსგავსი ორგანიზაცია დატოვოს.7) ორგანიზაცია, რომლის მიზანიცაა მსოფლიოს სამუდამოდ ჩაკეტვა და მსოფლიო ერების მუდმივი ტერორი, რომელიც სერიოზულ დარტყმას აყენებს საქართველოს ეკონომიკას, საფრთხეს უქმნის საქ. მოქალაქეების ჯანმრთელობას, ზღუდავს მათ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებს და მსოფლიოში  თავისუფლად გადაადგილების საშუალებას -  ქვეყანამ უნდა გამოაცხადოს მტრულ ორგანიზაციად.8) ყველა ადამიანი ინდივიდუალურ მკურნალობას საჭიროებს და ყველას აქვს უფლება თავად აირჩიოს მკურნალობის ადგილი,მეთოდი და საერთოდ იმკურნალოს თუ არა. ქართველი ხალხი წინააღმდეგია პროტოკოლური და ძალადობრივი მკურნალობის და აცრების, რომლისკენაც მიისწრაფვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.9) ჯან.მ.ო.-ს მოთხოვნა, არა სასიკვდილოდ აღიარებული ვირუსის - კოვიდ19-თ ინფიცირებულების სრულ იზოლაციაზე და მათთვის შეზღუდვების დაწესებაზე, ასევე ყველა ადამიანისთვის ნიღბის ტარების აუცილებლობაზე - არღვევს ადამიანისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებს: განათლების მიღების, მუშაობის, ჯანმრთელობის,  გადაადგილების და თავისუფალი არჩევანის შესახებ.საქართველოს მოსახლეობა მოვითხოვთ  რომ ქვეყანამ დატოვოს ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სახალხოდ დაკანონებული ადამიანის უფლებების შეზღუდვას, ასევე საქართველოს კონსტიტუციის, როგორც ქვეყნის უზენაესი კანონმდებლობის უგულებელყოფას და დარღვევას.10) ადამიანის სისხლი შეიცავს გენეტიკურ კოდს, რომელიც ინდივიდუალურია ყოველი ადამიანისთვის. ყოვლად დაუშვებელია საქ. მოქალაქეების სისხლის ნიმუშები იგზავნებოდეს უცხო ქვეყანაში ან საეჭვო ორგანიზაციაში გაურკვეველი მიზნით და მოქალაქის თანხმობის გარეშე.ქართველი ხალხი უნდობლობას ვუცხადებთ  ორგანიზაციას, რომელიც საეჭვო მიზნებისთვის ითხოვს საქ. მოქალაქეების სისხლის ნიმუშებს.ვითხოვთ, რომ საქართველო გამოვიდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, რომლის მითითებები უხეშად არღვევს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებას.საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის და უსაფრთხოებისთვის ჯან.მ.ო. საფრთხეს წარმოადგენს და ქვეყანამ ის უნდა დატოვოს.საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს საქვეყნო რეფერენდუმი.
gallery images

გაიხსნას კინოთეატრები

გაიხსნას კინოთეატრები!
gallery images

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ყველა საჯარო სექტორში დაინერგოს სტაჟირებისა და პროფესიული მოხალისეობის პროგრამები 16-35 წლის ასაკის ახალგაზრდებისათვის და გახდეს ხელმისაწვდომი კარიერული განვითარება მათთვის.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ყველა საჯარო სექტორში დაინერგოს სტაჟირებისა და პროფესიული მოხალისეობის პროგრამები 16-35 წლის ასაკის ახალგაზრდებისათვის და გახდეს ხელმისაწვდომი კარიერული განვითარება მათთვის.დღესდღეობით,  ახალგაზრდების 32-35% დაუსაქმებელია. პანდემისაას 75,000-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, რაც კიდევ უფრო ამწვავებს უმშევრობის პრობლემას. ჩვენს ქვეყნაში, ადამიანთა დიდ ნაწილს ძალიან ბუნდოვნად აქვს წარმოდგენილი თანამედროვე სამყაროში სამუშაოს საზღვრები, და ამასთანავე, დასაქმების შესაძლებლობები, რომელიც  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი  ელემენტია ადამიანის  ბედნიერებისა და კეთილდღეობისათვის.მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია გვესმოდეს, რომ არც ჩვენ მიერ მიღებული სტანდარტული განათლება, არც დროის ორგანიზების ტრადიციული მოდელები არ იძლევა ჩვენ წინაშე  არსებული ახალი მოთხოვნების ეფექტურად დაკმაყოფილების შესაძლებლობას."შექმენი და დასაქმდი“  არის საინიციატივო ჯგუფის ,,ახალგაზრდები დასაქმებისთვის“ და ,,საზოგადოებრივი მოძრაობა ტრეინინგ პროგრამის“ (CAT Program) კურსდამთავრებული, ლია ფუტკარაძის მიერ შემუშავებული კამპანია, რომლის  მიზანია სტაჟირებისა და პროფესიული მოხალისეობის პროგრამების დანერგვა აჭარის მთავრობის ხელშეწყობით მობილიზებული ახალგაზრდა გუნდთან ერთად -  აჭარის რეგიონში. „ახალგაზრედბი დასაქმებისთვის“ მოთხოვნაა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ყველა საჯარო სექტორში დაინერგოს სტაჟირებისა და პროფესიული მოხალისეობის პროგრამები ახალგაზრდებისათვის და გახდეს ხელმისაწვდომი კარიერული განვითარება მათთვის. ძალიან მნიშვნელოვანია პროფ-ორიენტაციის, როგორც ახალგაზრდების სწორი, შეუქცევადი განვითარების პრე-რეკვიზიტის, ხელმისაწვდომობისა და ეფექტურობის გაზრდა.ადგილობრივ ხელისუფლებას გააჩნია სრული პასუხისმგებლობა და შესაძლებლებლობა დასაქმების რეალური პოლიტიკების შემუშავებისა, ხოლო ახალგაზრდებს სრული ლეგიტიმაცია გაგვაჩნია მოვითხოვოთ ხელშეწყობა და დახმარება კარიერული განვითარებისა და ღირსეული ცხოვრებისათვის.ეს მანიფესტი გამოხატავს  ,,ახალგაზრდები დასაქმებისთვის“  მნიშვნელოვან ძალასა და დასაყრდენს, რათა ერთობლივად შევძლოთ დავნერგოთ სასარგებლო ცვლილებები ჩვენს გარშემო.თუ თქვენ გსურთ, რომ გახდეს ხელმისაწვდომი დასაქმება და დასაქმების შესაძლებლობები თქვენთვის და ახალგაზრდებისთვის, გთხოვთ, მოაწეროთ ხელი მანიფესტს.
gallery images

ხაშურის მუნიციპალიტეტშიც გვჭირდება წყალი!

ათწლეულებია ხაშურის ქუჩების დიდ ნაწილში ონკანის წყალი არ წამოსულა!ათწლეულებია ხაშურის მოსახლეობა იწამლება არტეზიული ჭის წყლებით.ათწლეულებია მოსახლეობის ნაწილი წყალს მეზობლებისგან ეზიდება (ვისაც ჭა არ აქვს).ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყაროს სადინარი არხები მოიშალა, წყლები აღარ აღწევს სოფლებამდე.ზუსტად 4 თვეა ხაშურში, ყაზბეგის ქუჩის კორპუსებში ონკანიდან წყალი არ წამოსულა (მანამდე განრიგით მოდიოდა)!მაშინ როცა 21-ე საუკუნის მეორე ათწლეული იწურება, ხაშური კი ქალაქის სტატუსითაა. მუნიციპალიტეტის მოსახლება 52 000-ზე მეტია, ხოლო ქალაქ ხაშურში 26 000-ზე მეტი მოსახლეა. მუნიციპალიტეტის დედაქალაქიდან სულ 114 კილომეტრის სავალზეა და ამ ცივილიზებულ სამყაროში ჩვენ წყალი არ გვაქვს!მოაწერეთ ხელი პეტიციას და მოითხოვეთ, რომ ხაშურში წყლის პრობლემა მოწესრიგდეს!
gallery images

პირველადი დახმარების კურსი გახდეს სავალდებულო მართვის მოწმობის აღებისას!

მოგესალმებით, მოგეხსენებათ, ბოლო დროს გახშირდა უბედური შემთხვევები და უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება ავტო-საგზაო შემთხვევებს, გაუფრთხილებლობისა თუ გაუმართავი ტრანსპორტის გამო. როცა უკვე ფაქტის წინაშე ვართ, ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ გადავარჩინოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე. ვიბრძოლოთ სხვისი გადარჩენისთვის ისე, როგორც გვინდა, რომ  ჩვენთვის იბრძოლოს სხვამ. არაერთ ევროპულ ქვეყანაში არის სავალდებულო პირველადი დახმარების კურსის გავლვა და არ გასცემენ მართვის მოწმობას თუ ყველა სხვა სავალდებულო პუნქტებთან ერთად პირველადი დახმარების კურსი არ აქვს გავლილი პოტენციურ მძღოლს. პეტიციის ხელისმომწერნი მოგმართავთ თხოვნით, რომ მართვის მოწმობის აღებისას სავალდებულო გახდეს პირველადი დახმარების (პრაქტიკული) კურსის გავლა, ვიბრძოლოთ სიცოცხლის გადასარჩენად!  
gallery images

დაიწიოს ბარიერი ფიზიკასა და ქიმიის ეროვნულ გამოცდებში

2020 წლის ქიმიასა და ფიზიკაში მოვიდა რთული ტესტები რის შედეგადაც ბევრმა აბიტურიენტმა ვერ გადალახა ზღვარი,გთხოვთ გაითვალისწინოთ პანდემიაც რადგან მოცემული საგნების სწავლა ადვილი არ იყო ონლაინ,შესაბამისად აბიტურიენტების ნაწილის ჩაუვარდათ რამდენიმე თვევ,რაც აისახა ტესტების პასუხებზეც,ამიტომაც გთხოვთ დაწიოთ ბარიერი