add one
gallery images

მოვითხოვთ მაღლივის უნივერსიტეტის კორპუსთან არსებული ხიდისთვის დამცავი ჯებირების მოწყობას !

მოგეხსენებათ მაღლივის ხიდი არის ადგილი, სადაც სამწუხაროდ ხდება ბევრი უბედური შემთხვევა ან თვითმკვლელობა. რამდენადაც ამ ხიდით სარგებლობს უამრავი ადამიანი (მეტ წილად ახალგაზრდობა სტუდენტების სახით), იმდენად უყურადღებოდაა დარჩენილი ეს ტერიტორია. დაცვის სამსახურის დანიშვნის შემდეგ შემცირდა კრიმინალური დანაშაულებები, თუმცა ზემოთნახსენები პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება. შესაძლებელია გატარდეს მარტივი დამცავი ზომები, რომლებიც იხსნის ადამიანის სიცოცხლეს. მომხდარი უკანასკნელი უბედური შემთხვევების გამო, რასაც არასრულწლოვნის სიცოცხლეც კი ემსხვერპლა, საჭიროა უპირველეს ყოვლისა დამონტაჟდეს ხიდზე დამცავი ბარიერები, სიმაღლით ორი-სამი მეტრი მაინც, თუნდაც უბრალო წნული მავთულხლართების სახით ! ამასთან, დამონტაჟდეს განათებაც ! ეს ყველაფერი სხელს შეუწყობს ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დაცვის წარმომადგენლების მიერ სიტუაციის უკეთეს კონტროლს, როგორც ღამის, ასევე დღის საათებში. გარდა ამისა, აღმართული ჯებირები მისცემთ მათ საჭირო შემთხვევაში მეტ დროს, რათა მოხდეს დროული რეაგირება.ეს არის მარტივი და უიაფესი ხერხი, რომლითაც მივიღებთ დამაიმედებელ შედეგს იმ სამწუხაროდ გახშირებული ხშირი უბედური მოვლენების ასაცილებლად, რაც ბოლო დროს ტრიალებს ამ ტერიტორიაზე. 
gallery images

გაიხსნას კინოთეატრი რუსთავში

რუსთავში ამ დროისათვის არანაირი გასართობი არ არის ჩვენ ვითხოვთ კინოთეატრს.ასევე ეს დაეხმარება რუსთავში ბიზნესის განვითარებას. 
gallery images

მოვითხოვთ სატელევიზიო ეთერში გავიდეს It's Okay, That's Love - ერთ-ერთი სუკეთესო და რეიტინგული კორეული დორამა

გვინდა რომ სატელევიზიო ეთერში გავიდეს კორეული სერიალი  It's Okay, That's Love. ყველაზე მაღალ რეიტინგიანი სერიალია, არამარტო სამხრეთ კორეაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.
gallery images
gallery images

აიკრძალოს აზარტული თამაშები

    აზარტული თამაშები ერთმნიშვნელოვნად არის ბოროტების წყარო,      და რაგინდ ფინანსურად მომგებიანი  არ უნდა იყო იგი სახელმწიფოსთვის,   აუცილებლად უნდა   აიკრძალოს! განა ამგვარი შემოსავალი,რომელიც მრავალი ათასი ადამიანის გაუბედურებით,მათი ოჯახების გაღატაკებით და უამრავი ტრაგედიის ფასად შემოდის, ამად უნდა უღირდეს ჩვენს ქვეყანას?რომ აღარაფერი ვთქვათ ბოლო ხანს გახშირებულ თვითმკვლელობებზე!არაერთ ჩვენზე ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებშია აკრძალული ან მკაცრად გაკონტროლებული ეს სისხლიანი "ბიზნესი"..არ დავიზაროთ და ერთად შევძლებთ ამ საყოველთაო ჭირის შეჩერებას,რომელიც უკვე მომავალ თაობასაც ემუქრება წალეკვით!
gallery images

დაიხუროს გია ჯაჯანიძის გადაცემა

მოვითხოვთ, დაიხუროს გია ჯაჯანიძის "გადაცემა" . ვინაიდან და რადგანაც ის ატარებს საშიშ ხასიათს მოსახლეობისთვის. ავრცელებს დეზინფორმაციას და ხელს უწყობს საზოგადოების დახლეჩვა-დაპირისპირებას. სხვა რა მიზეზები უნდა ჩამოგითვალოთ თავადაც ხვდებით რაოდენ ამაზრზენი ტყუილ ინფორმაციებზე და სკანდალებზე გაკეთებული გადაცემა. 
gallery images

აღადგინეთ ავტობუსი დიდი დიღმიდან საბურთალოს მიმართულებით (სავარაუდოდ მაღლივამდე)

რამდენიმე წლის წინ დიდი დიღმიდან საბურთალოს მიმართულებით ვაჟა ფშაველასა და დელისის გავლით მაღლივამდე დადიოდა ავობუსი #13.მოხსნეს, იმიტომ, რომ კონკურენციას უწევდა სამარშრუტო ხაზს #73-ს, რომელიც პიკის საათებში ყოველთვის დეფიციტია, იმიტომ, რომ დიდი დიღმიდან ვაკე-საბურთალოს მიმართულებით, სადაც მრავალი უნივერსიტეტი და სამსახურია, სხვა არაფერი არ დადის. ყურადღება მიაქციეთ, რომ დიდი დიღმის მოსახლეობ მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო წლებში.ამიტომაც, გთხოვთ აღადგინოთ ავტობუსი დიდი დიღმიდან საბურთალოს მიმართულებით (სავარაუდოდ მაღლივამდე ან ვაკისკენ.)
gallery images

არ აიკრძალოს მარჯვენა საჭანი მანქანების იმპორტი.

მოგეხსენებათ, სულ მალე აიკრძალება მარჯვენა საჭიანი ავტომობილების იმპორტი.ამ ავტომობილების მცირე სია:Toyota: AE86, Supra, Chaser, Mark(I, II, III, IV, V), Nissan: Silvia(s13, s14, s15, 240sx,) Skyline (R31,R32,R34), JZA60Honda : Fit, Integra, Civic, CRX, NSX.Subaru: Impreza, Outback, Liftback, Brat, Forester, Tribeca, Legacy, WRX.Mitsubishi: Evolution, Lancer, Space Gear, Delica, ASXდა მრავალი სხვა. ამ ავტომობილების მარცხენა საჭით პოვნა რთულია, ან სულაც არარეალურია. ამიტომაც გთხოვთ შეიტანოთ მცირე ცვლილებები კანონში რომელიც მალე ძალაში შევა და არ აგვიკრძალოთ JDM ავტომობილების იმპორტი.
gallery images

დაწესდეს ეროვნული სამოსის დღე

საქართველო, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი კულტურული კერა, სასურველია, აღნიშნავდეს ეროვნული სამოსის დღეს. აღნიშნული პროექტი სრულად დააკმაყოფილებს საქართველოს ფუნდამენტურ კულტურულ ღირებულებას. აქედან გამომდინარე, იქნა შერჩეული ღონისძიების სახელი „ეროვნული სამოსის დღე“.
gallery images

მოვითხოვთ სტუდენტურ ტარიფს რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ტრანსპორტზე

რუსთაველ სტუდენტთა ასოციაცია სტუდენტების სახელით მოვითხოვთ სტუდენტური ტარიფის შემოღებას რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ტრანსპორტზე. დაგვიდექით სტუდენტებს გვერდით და ერთად მოვითხოვოთ სტუდენტური ტარიფი, გთხოვთ მოაწეროთ ხელი პეტიციას.   რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციამ 17.12.15 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიტანა წერილის სახით განცხადება, რომლითაც მიმართა ქალაქის მერს, რომ 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულიყო რუსთავ-თბილისის სამარშრუტო ტრანსპორტზე სტუდენტური ტარიფი არა უმეტეს 75 თეთრისა, რაც ხელს შეუწყობს რუსთავში მცხოვრებ სტუდენტთა მძიმე სოციალური ფონის გაუმჯობესებას.  ხოლო აღნიშნული სხვაობა  (55 თეთრი) სუბსიდირებულიყო  ქალაქის ბიუჯეტიდან ან  მოლაპარაკებოდნენ  კომპანიას, რომელიც ოპერირებს აღნიშნულ მარშრუტს.   აღნიშნული განცხადების პასუხად კი მივიღეთ წერილი, რომლითაც შეგვატყობინეს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული რუსთაველ სტუდენტთა სუბსიდირება ჩვენ  მიერ შეთავაზებული ფორმით.   რუსთაველ სტუდენტთა ასოციაცია არ ვწყვეტთ მუშაობას და პეტიციის მეშვეობით ვაგრძელებთ სვლას მიზნისკენ ! ჩვენ ვითხოვთ კანონიერად და ჩვენი მოთხოვნა არის სამართლიანი!
gallery images

არა პანორამა თბილისს!!!!

როგორც იცით თბილისი,კერძოდ ძველი თბილისი,უძველესი უბანია,ის ჯერ კიდევ ძვ.წ. V საუკუნეში იყო დასახლებული,არქეოლოგიური გათხრებით მტკიცდება,რომ აქ ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე მოსახლეობა ცხოვრობდა,ხოლო ბატონი ბიძინა ივანიშვილი მიერ წამოწყებული პროექტით ,,პანორამა თბილისი" მიმდებარე უბნებს განადგურებით ემუქრება,მოვითხოვთ ,,პანორამა თბილისი"-ს გაუქმებას!
gallery images

მოხდეს მანიფესტის ფილტრაცია.

გთხოვთ გაფილტრეთ ან პეტიციები და მოახდინეთ მათი რედაქტირება, ან მომხმარებლები.
gallery images

მოვითხოვოთ საქართველოს სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების ზომების პრობლემის მოგვარება

ძალიან ბევრი მეგობარი, მწვრთნელი, მოთხილამურე, მაშველი, ჰოტელიერი, ადგილობრივი თუ ჩვენი ქვეყნის სტუმარი დამსვენებელი , გუდაურისა და სხვა სათხილამურო კურორტების ამაგდარი ადამიანი დიდი ხანია ლაპარაკობს ამ უაღრესად მტკივნეულ პრობლემაზე და მისი გადაჭრის ფორმებზე.სამწუხაროდ, ჩვენ უბრალოდ ველოდით, რომ ამ საქმეს რომელიმე ხელისუფლება თავს მოაბავდა და გააკეთებდა. როგორც ჩანს, უბრალო ლოდინში შეიძლება კიდევ მეტი ტრაგედიის მოწმენი გავხდეთ.მგონი დადგა დრო, რომ კატეგორიულად მოვითხოვოთ სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოების პრობლემის მოგვარება. საქართველოს სათხილამურო კურორტებზე, ტრასებზე და საბაგიროებზე უსაფრთხოების წესების დასამკვიდრებლად საჭიროა სასწრაფო ღინისძიებების გატარება:• კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული იქნას ღონისძიებები წესრიგის მისაღწევად.• დადგინდეს უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ეკიპირების ჩამონათვალი და ყოველი მოსრიალე დავალდებულდეს იყოს სრულად აღჭურვილი.• დადგინდეს სათხამურო ტრასების კატეგორიები სირთულის მიხედვით და მკაცრად გაკონტროლდეს მაღალი სირთულისა თუ სპორტულ-სავარჯიშო ტრასებზე გარეშე პირთა შერწევა.• აიკრძალოს თოვლის სკუტერებითა და სხვა თოვლზემავალი მოტორიზებული საშუალებებით ტურისტულ-სარეკრეაციო სათხილამურო ტრასებზე მოძრაობა და გამოიყოს მათთვის სპეციალური ზონები.• მკაცრად გაკონტროლდეს არასულწლოვან პირებზე ალკოჰოლური საშუალებების გაყიდვის ფაქტები სათხილამურო ტრასებზე მდებარე ობიექტებში და მთელს კურორტზე.დამკვიდრდეს ალკოტესტირების (შერჩევითი, შემთხვევითი) პრაქტიკა საბაგირო სადგურებთან თუ ტრასებზე. ნასვამ პირებს აეკრძალოთ სათხილამურო ტრასებზე გასვლა და მოხდეს მათი გაყვანა ტრასებიდან, დაჯარიმება თუ მათ მიმართ სხვა სამართლებლივი აქტის გატარება.ყოველივე ამის განსახორციელებლად აუცილებელია შეიქმნას სპეციალური რაზმები "სკი პატრული”, რომლებიც შესაბამის საკანონმდებლო ბაზაზე დაყრდნობით განახორციელებენ მართლწესრიგის კონტროლს. "სკი პატრული” აღჭურვილი უნდა იყოს ყველა ტექნიკური საშუალებით რათა შეასრულოს ეს მოვალეობა.გვეყოფა ეს გულისდამდუღრავი მსხვერპლი. საფრთხე, რომელსაც ჩვენი მოუწესრიგებლობისა და უპასუხისმგებლობის გამო ამდენი ხანია იგნორირებას ვუკეთებთ უნდა აღმოიფხვრას.ყველანი ჩვენ, დამსვენებლები, მოთხილამურეები, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები, მთელი საზოგადოება ვალდებულები ვართ ბოლო მოვუღოთ ამ სამარცხვინო, პირდაპირი გაგებით მომაკვდინებელ ვაკხანალიას ჩვენს სათხილამურო კურორტებზე.
gallery images

აიკრძალოს ონლაინ სესხები!!!

“სესხები.გე’’-ს ვებ-გვერდიდან, რომელიც მომხმარებელს საუკეთესო პირობების ასარჩევად სხვადასხვა ონლაინ კომპანიების პირობებს სთავაზობს, ვგებულობთ, რომ წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი “სისი ლოუნ”-ში – 708%, “ილოუნი” – 435%, “ნეტკრედიტი” – 730%; “ვივუსში” – 435%, “ემაკრედიტი” – 1174%, (“ემაკრედიტს” თავის ვებ-გვერდზე 365%-იანი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი აქვს მითითებული), “მანიმენი” – 800%; “კრედიტონი” – 850%, “კრედიუმი” – 558%.მაგალითად, “ნეტკრედიტი” ონლაინ სესხებს 50-დან 1000 ლარამდე, 1-30 დღემდე გასცემს. ერთი თვის საპროცენტო განაკვეთი 19%-ია. წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 730%. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხს ჯარიმის სახით ერთი პროცენტი დაერიცხება. ანუ 100 ლარის შემთხვევაში დღეში კიდევ 1 ლარი იქნება გადასახადი.
gallery images

აიკრძალოს ასაფეთქებელი საშუალებების ქალაქში თავისუფლად გაყიდვა

აიკრძალოს ასაფეთქებელი საშუალებების ქალაქში თავისუფლად გაყიდვა,შეიქმნა სპეციალური ადგილები, სადახ მოხდება მათი გაყიდვა მხოლოდ 21+ მოქალაქეებზე.