add one
gallery images

გახადეთ 2 გიგაბაიტი ინტერნეტი თვეში 4 ლარი

თქვენი ერთგული მომხმარებლის თხოვნაა გადახედოთ თქვენს არსებულ სატარიფო პაკეტს ინტერნეტზე რომელიც ითვალისწინებს 1 გიგაბაიტი ინტერნეტის ყოველთვიურად 4 ლარად შეძენას. ჩვენი თხოვნაა გააუმჯობესოთ მოცემული პაკეტი და გახადოთ 2 გიგაბაიტი 4 ლარი ერთი თვე. მიზეზი მოთხოვნისა არის შემდეგი: თქვენ უკვე გაქვთ საკმაოდ კარგი პაკეტი 1 კვირიანი ინტერნეტი 500 მეგაბაიტი 1 ლარი, თუ მომხმარებელი თვის მანძილზე 4_ჯერ გაააქტიურებს ამ პაკეტს და საერთო ჯამში გადაიხდის 4 ლარს გამოვა რომ: თვის (4 კვირის) მანძილზე შეძენილი ინტერნეტის მოცულობაა იგივე 2 გიგაბიტი ხოლდო დახარჯული თანხა 4 ლარი, რასაც ჩვენ ვითხოვთ. მოგეხსენებათ თქვენი ქსელის განვითარებამ და ახალი LTE ტექნოლოგიების დანერგვამ გაზარდა მომხმარებელთა მოთხოვნები და სურვილები. ჩვენი თხოვნაა გადახედოთ ამ პრობლემას და გადაჭრათ იგი თქვენი ერთგული მომხმარებლების გულისთვის. გვჯერა რომ საკითხის მოგვარების შემდეგ გაცილებით მეტი მომხმარებელი, განსაკუთრებით 4G ქსელის მობილურების მფლობელები შეიძენენ ახალ პაკეტს, აგრეთვე საკითხის წარმატებულად გამოყენება მოხდება მარკეტინგული თვალსაზრისით, რეკლამისათვის და უფრო მეტ მომხმარებელს მოიზიდავთ. 
gallery images

ჰიპოპოტამის ფიგურა თბილისში

თბილისის ჰიპოპოტამი ძვირფასო მეგობრებო! თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების დროს ძალიან ბევრი ჩვენთაგანისთვის საოცარ, საოცრად შთამბეჭდავ სანახაობად იქცა სრულიად სიურეალისტური სურათი – გმირთა მოედანზე ჰიპოპოტამის გამოჩენა – ჩვენი ჰიპო – დინჯი, მშვიდი, უჩვეულო, კეთილად აოცებდა და ღიმილს გვრიდა სტიქიისგან დაზაფრულ ადამიანებს. როგორც აღმოჩნდა, ბევრი ჩვენთაგანისთვის ჩვენი ჰიპო ამ დღეს სიკეთის, გადარჩენისა და მომავლის იმედის სიმბოლოდ იქცა! უძველესი მითოლოგიების მიხედვითაც, ჰიპოპოტამი სწორედ იმედის, სიცოცხლის მუდმივი განახლების, სიკეთის სიმბოლოა - აკი, გადარჩა კიდეც, ჩვენი ჰიპო ! უცხოური მედიის მრავალმა წარმომადგენელმაც დიდი ინტერესით გაავრცელა ჰიპოპოტამის გმირთა მოედანზე „მოგზაურობის“ კადრები. გაჩნდა იდეა – გმირთა მოედნის მიდამოებში დაიდგას ჰიპოპოტამის ფიგურა – რომელიც თავის თავში გააერთიანებს ამ დღის უამრავ, განსხვავებულ ემოციას, ამავე დროს განასახიერებს დაღუპული ცხოველების გადარჩენილ თანამოძმეს. თბილისის ჰიპოს ფიგურა იქნება სიკეთის, იმედის, გადარჩენის, სიცოცხლის, ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების სიმბოლო. გამორჩეულად აღნიშნავს თბილისის ისტორიის ამ დრამატულ დღეებს და ამავე დროს განუმეორებელ შტრიხს შემატებს ჩვენს დედაქალაქს!
gallery images

დაისაჯონ დეზინფორმატორი რუსთავი 2–ის ჟურნალისტები!

ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზია რუსთავი 2 სტიქიის დროსაც კი ცდილობდა ყველაფრის ისე გაშუქებას,რომ სტიქია ხელისუფლებისთვის დაებრალებინათ.მათ სტიქიიდან მეორე დღესვე სტუდიაში მიიწვიეს ნაციონალური მოძრაობის წევრები და ალაპარაკეს იმის მაგივრად,რომ გეოლოგები და ამ საქმის სპეციალისტები მოეწვიათ,მაგრამ მათ სპეციალისტები,რომ მოეწვიათ ყველა იტყოდა,რომ იქ ის გზა და გვირაბი არ უნდა აშენებულიყო ამიტომ მათ ეს არ გააკეთეს.ამის გარდა მთელი კვირა იმის მტკიცებაში იყვნენ,რომ ეს გვირაბი თითქოს არაფერ შუაში იყო სტიქიასთან გუშინ კი სრულიად ტყუილი ინფორმაცია გაავრცელეს – თითქოს მზიურში მომუშავე მოხალისეებს საკვები და წყალი არ დაურიგდათ რაც აბსოლიტურად ტყუილია და ამის შესახებ შემდეგ მოხალისეებმაც გაავრცელეს ვიდეო,რომ ეს ტყუილი იყო.რუსთავი 2–ის ჟურნალისტები უნდა დაისაჯონ ჯარიმით ან მუშაობის აკრძალვით!
gallery images

გადაეცეს ტერიტორია თამაზ ელიზბარაშვილს თავშესაფრის ასაშენებლად სიმბოლურ ფასად!

13 ივნისის წყალდიდობის დროს მთლიანად განადგურდა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავესაფარი, ამიტომ ვთხოვთ მთავრობას ძაღლების თავშესაფარისთვის გამოყოს თბილისის შემოგარენი ტერიტორია და გადასცეს სიმბოლურ ფასად თამაზ ელიზბარაშვილს რათა აღდგენილ იქნას თავშესაფაარი.გთხოვთ ხელის მოწერასთან ერთად გააზიარეთ პეტიცია 
gallery images
gallery images
gallery images

დააკმაყოფილეთ ყველა მაყურებლის გემოვნება

მოვითხოვთ ტელევიზიაში შემცირდეს სერიალების რაოდენობა, გასაკუთრებით ინდურის.დაემატოს ეთერს შემეცნებითი გადაცემები დოკუმენტური ფილმები მეცნიერებაზე თუ ხელოვნებაზე.სატელევიზიო დროის უმეტესი ნაწილი სერიალებს უკავიათ.მათი მთელი დღი მანძილზე ყურება არ არის მარგებელი არცერთი თაობისთვის
gallery images

არ გამოუშვათ დასუფთავების სამსასახურის მანქანები პიკის საათში

გამომდინარე იქიდან რომ 6იდან 8მდე ძალიან ჭირს ქალაქში გადაადგილება, მითუმეტეს ვიწრო ქუჩებზე მოვითხოვთ აეკრძალოს ყველა დასუფთავების სამსახურის მანქანას ქალაქში მოძრაობა. ქალაქის დასუფთავება მოხდეს 17:00 საათამდე და 21:00 ის შემდეგ.
gallery images

მოგონებების პარკი

გვინდა აშენდეს მოგონებების პარკი ზოოპარკის ადგილას.
gallery images

მოვითხოვთ "მოქალაქე" ბიძინა ივანიშვილის "სასახლეში" შევასახლოთ სტიქიით დაზარალებული ოჯახები

ბატონი ბიძინა ყოველთვის ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზეა და არაფერს იშურებს მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის.13 ივნისი ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა. დარწმუნებულები ვართ ბატონ ბიძინას სურს დაეხმაროს სტიქიით დაზარალებულებს.ჩვენ ამ პეტიციით ბატონ ბიძინას საშვალებას ვაძლევთ გამოიჩინოს კეთილი ნება და თავისი სიკეთე კიდევ ერთხელ დაგვანახოს. თავის სახლში შეასახლოს სტიქიით დაზარალებული ოჯახები.წინასწარ მადლობას ვუიხდით ბატონ ბიძინას.
gallery images
gallery images

თბილისის ახალ ზოოპარკს გულიკო ჭიტაძის სახელი დაერქვას

ცხოველების სიყარულის ყველაზე ნათელი მაგალითი გულიკო ჭიტაძეა. ქალბატონი გულიკო ჭიტაძე სიცოცხლის ბოლო წუთამდე უვლიდა ზოოპარკის ბინადრებს. თავის თავს ყოველ წამს საფრთხეში აგდებდა.  მოდით შვილებს ცხოველების სიყვარული გულიკო ჭიტაძეზე ისტორიის მოყოლით ვასწავლოთ!    
gallery images

ჩვენ გვინდა Cherry Coke(ალუბლის კოკა-კოლა) საქართველოში

შემოიტანეთ საქართველოში Cherry Coke/Cherry Coke ZERO ანუ ალუბლის კოკა-კოლა, რომელსაც განსაკუთრებული გემო აქვს და დიდი გაყიდვადობის მაჩვენებლით გამოირჩევა.
gallery images

მოვითხოვთ მისტერ ჯეკის დაბრუნებას ინტერნეტსივრცეში

უკვე მერვე თვეა, რაც ანონიმური ბლოგერი, მისტერ ჯეკი მოულოდნელად გაქრა ინტერნეტსივრცედან და მისი ჩანაწერების მკითხველი მხოლოდ სხვადასხვა ფორუმებსა თუ სოციალურ ქსელებზე გამოქვეყნებული ციტატებით საზრდოობს. გარდა მისტერ ჯეკის ბლოგ-პოსტების აღდგენის მოთხოვნისა, პეტიციის ხელმომწერებს გვაინტერესებს, თუ რა მდგომარეობაშია ახლა გასული წლის ერთ-ერთი საუკეთესო ბლოგერი.ქვეყნაში შექმნილი დაძაბული ფსიქოლოგიური ვითარების ფონზე, პეტიციის ხელმომწერები ანონიმურ ბლოგერს ვთხოვთ, რომ აღადგინოს ბლოგი, რადგან მის ჩანაწერებზე თაობები უნდა გაიზარდონ. ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო, ნათქვამია. ჩვენთვის კი ეს მერცხალი სწორედ მისტერ ჯეკი იყო, რომელსაც ჰქონდა უნარი, რომ ერთი ჩანაწერით გაზაფხულიც მოეყვანა და მკითხველის განწყობაც შეეცვალა უკეთესობისკენ. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ჯეკის ჩანაწერები აუცილებლად უნდა აღდგეს და მკითხველის თხოვნის გათვალისწინებით, ბლოგზე განთვსდეს ახალი პოსტებიც.
gallery images

12 თვიანი გზა ხევსურეთში + სათხილამურო კურორტ(ებ)ი

გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი ხელმოწერა თუ მომხრე ხართ რომ ხევსურეთში გაკეთდეს 12 თვიანი გზა, ხევსურეთში ასვლა შესაძლებელი იყოს წელიწადის ნებისმიერ დროს. ასევე გაიხსნას რამოდენიმე სათხილამურო კურორტი, ესაა ადგილი სადაც ზამთარი 6 თვეს გრძელდება და ამ (და სხვა) პირობების გათვალისწინებით ვფიქრობ დიდი დაინტერესება მოყვება ტურისტების მხრიდან ამ იდეის განხორციელებას