add one
gallery images

მართვის მოწმობის გაცემა (“B ” კატეგორიის) 16 წლის ასაკიდან

მოვითხოვთ კანონის ცვლილებას რის შესაბამისად, მართვის მოწმობის აღება შეეძლებათ 16 წლის პირებს, თუმცა აქვე დადგენილი შეზღუდვების შესაბამისად: მართვის უფლების მისაღებად ესა თუ ის პირი გამოცდაზე უნდა დაიშვას ერთ–ერთი მშობლის წერილობითი თანხმობით და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მას მიენიჭება “B ” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მასზე გაიცემა მართვის უფლების დამადასტურებელი მართვის მოწმობა.აქვე- 16 წლის ასაკში მართვის უფლებამინიჭებულ პირს აეკრძალოს: მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო საშუალებით, ტაქსით ან შემოსავლის მიღების მიზნით, ასევე შრომითი ურთიერთობების საფუძველზე მძღოლად საქმიანობის უფლება.როგორც ცხადია მსგავსი კანონი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მიმართ 16 წლის ასაკიდან დაშვებულია ევროპის გარკვეულ ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და მოვითხოვთ საქართველოშიც შეიცვალოს ეს კანონი რის მიხედვითაც “B ” კატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 17 წლის ასაკიდან.წარმოადგენს თუ არა საფრთხეს ეს კანონი?რამდენად გამართლებულია ასაკობრივი ზღვარის დაწევა ასეთ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება მომატებული რისკის მქონე უფლებით არასრულწლოვანის აღჭურვას?"ადრეულ ასაკში ადამიანის ტვინი ბევრად უფრო აქტიურია. მათ გააჩნიათ ავტომანქანის მართვის სწავლის მაღალი უნარი. აგრეთვე გასათვალისწინებელია საქართველოში დღეს-დღეობით გზებზე არსებული ვითარება - საგზაო წესების დაცვას ვერ ახორციელებს მძღოლთა დიდი ნაწილი. დავაკვირდეთ თუ როგორ ზეგავლენას მოახდენს აღნიშნული ცვლილება უკვე 16 წლიდან მძღოლების მიერ ავტომანქანის მართვის ხარისხზე და მოძრაობის უსაფრთხოებაზე"
gallery images

ჩამოყალიბდეს ვებ პენტესტერების ჯგუფი, genet ის გადასარჩენად

ქართული ვები ხრამშია, ქართული საიტების უმეტესობას აქვს კოდში შეცდომა, რომლის გამოყენებითაც ადამიანს შეუძლია მოიპოვოს გარკვეული უფლებები კონკრეტულ საიტზე.
gallery images

არ დავუშვათ იარაღით ქუჩაში კანონიერად დახოცონ ძაღლები!!!

ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციები თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 5 იანვრის ბრძანებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ცხოველთა თავშესაფრის გარეთ მოკვდინება შესაძლებელი ხდება. ამასთან, სააგენტოს სურს, თანამშრომლებისთვის ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება დაიკანონოს.სააგენტომ აღნიშნული წინადადებით თბილისის მერიას მიმართა. პროექტის მოწონების შემთხვევაში, მისთვის საკანონმდებლო ინიციატივის სახის მიცემაზე დაიწყება მუშაობა.ცხოველთა თავშესაფრის გარეთ მოკვდინება დაუშვებელია, რადგან ეს არალაბორატორიულ პირობებში, ხალხის თვალწინ არ უნდა მოხდეს.  ევთანაზია ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე ჩატარებული უმტკივნეულო მოკვდინებაა, რომელსაც ვეტერინარის ადგილზე დასწრება აუცილებლად სჭირდება და ეს არ უნდა ხდებოდეს ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღით! ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თანამშრომლებისთვის ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ნებართვის მიღებას ცდილობს, ამდენად მათ სურთ, იარაღით ქუჩაში კანონიერად დახოცონ ძაღლები. კეთილი ინებონ მერიის სსიპ-ის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა თეიმურაზ ფხალაძემ და მისმა მოადგილემ ლერი ქვარაიამ, რომლებსაც ცხადია რომ არანაირი ცოდნა ძაღლების შესახებ არ გააჩნიათ,  გაეცნონ ევრიპასა და ამერიკაში როგორ ხდება ძაღლების მოვლა-პატრონობა, მკურნალობა და ევთანაზია! სამწუხაროა რომ არც კი ცდილობენ დასავლური გამოცდილების გაზიარებას. ეს ადამიანები სრულიად შეუფერებლები არიან დაკავებული მოზიციებისათვის, მათი "მუშაობა" და დამოკიდებულება საქმისადმი ვერც ცხოველებს მოუტანს სიკეთეს და ვერც ადამიანებს!ცხოველთა უფლებადამცველები კი დოკუმენტის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.ამასთან თემურ ფირცხალაძის უწყების მიერ მომზადებული კანონი საკრებულოში უკვე დარეგისტრირდა და "ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის" მიერ მომზასდებული პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ცხოველის პატრონი ვალდებული იქნებაძაღლის ან კატის ინდენტიფიკააციის მიზნით ჩხოველს სხეულში ჩაუყენოს ჩიპი, გაუკეთოს ტატუ ან იარლიყი.ახალი ინიციატივის მიხედვით, მოქალაქე, რომელსაც სახლში ყავს ცხოველი, ვალდებული საკუთარი ძაღლი ან კატა აიყვანოს აღრიცხვაზე. ყოველწლიურად კი გაიაროს საკონტროლო რეგისტრაცია, რომლიც წინასწარი ინფორმაციით ფასიანი იქნება, თუმცა დოკუმენტში თანხა არ კონკრეტდება.მივმართავთ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დროულად მოეგონ გონს, თუკი საუბარია მოსახლეობის დაცვასა და ცხოველების უვნებელყოფაზე, ამ სამსახურს სპეციალური შპრიცსასროლი მოწყობილობა აქვს, რომელიც ცხოველის ჰუმანური დაძინების და უვნებელყოფის საშუალებას იძლევა. არ არის აუცილებელი იარაღით ხოცონ ძაღლები ქუჩაში!!!  მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის უხეში დარღვევაა, რომ არაფერი ვთქვათ, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა და ჰუმანურობის პრინციპების უგულებელყოფაზე.  
gallery images

დაიხუროს დეზინფორმატორი რუსთავი 2!

რუსთავი 2 არის დეზინფორმატორი და ის ეწევა ბინძურ საქმიანობას ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ.ამის დასამტკიცებლად უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება მათ შორის არის ეს:http://www.myvideo.ge/?video_id=2518717
gallery images

აიკრძალოს ონლაინ კაზინოები !

აიკრძალოს ონლაინ კაზინოები რადგან:1) არ არიან მისგან დაცული ჩვენი არასრულწლოვანი თანამოქალაქენი !2) აქტიურ პროპაგანდას ეწევიან ქუჩებში და სოციალურ ქსელებში რადგან სხვისი უბედურების ხარჯზე გამდიდრდნენ !    
gallery images

აზარტული თამაშების აკრძალვა

ვისაც გსურთ აიკრძალოს აზარტული თამაშები და ინტერნეტ ტოტალიზატორები შემოგვიერთდით.