add one
gallery images

დაამონტაჟეთ ჭკვიანი კამერა გმირთა მოედანზე პანდუსებთან.

დაამონტაჟეთ  ე.წ  ''ჭკვიანი'' კამერა გმირთა მოედანზე პანდუსებთან კერძოდ ფრეგოს ბენზოგასამართ სადგურთან,  რათა არ მოხდეს მესამე რიგიდან ავტომობილების შესვლა და საცობების წარმოქმნა.
gallery images
gallery images

მარჯვენა საჭიანი ტაქსების აკრძალვის გაუქმება

გაუქმდეს უკანონო დადგენილება მარჯვენა საჭიანი ტაქსით მომსახურების შესახებ,ან ნება დაერთოს იმ მარჯვენა საჭიანი ტაქსის მძღოლებს მუშაობის უფლების რომლებიც მუშაობენ გამოძახებით,რაციით,აპლიკაციით ან ტელეფონით. 
gallery images

ემიგრანტების პეტიცია საზოგადოებრივ მაუწყებელს!

                         პეტიციასაქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ მამუკა ბახტაძეს.თბილისის მერს ბატონ კახა კალაძეს.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ დავით ზალკანიანს.დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ზვიად კვაჭანტირაძეს.დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორს ბატონ რატი ბრეგაძეს.საზოგადოებრივი მაუწყებლობის დირექტორსბატონ ვასილ მაღლაფერიძესბატონო ვასილ, მიუხედავად ჩვენი თხოვნისა,  დაგებრუნებინათ სპეციალური გადაცემა ემიგრანტებზე „მიგრაციის მარშრუტები“ არ გაითვალისწინეთ.ეს გადაცემა ემიგრანტებისათვის იყო ერთად ერთი სასიცოცხოლო არტერია და შემაერთებელი ხიდი სამშობლოსთან. გადაცემის არსებობა იყო მსოფლიოში ქართველი ემიგრანტების საუკეთესო საკომუნიკაციო საშუალება.  სახელმწიფოებრივი მნიშვნელობით კი აქტუალური. შუქდებოდა დიასპორული ფორუმები, ისტორიული დისპორის უცნობი ისტორიები, საარქივო მასალები, რაც საერთაშორისო ურთიერთობების გამყარების სერიოზული საფუძველია. გადაცემის დახურვა ნიშნავს ემიგრაციის 30 წლიანი ისტორიის დაკარგვას, რასაც ემიგრანტები ვერ შევეგუებით, დავიცავთ, ჩვენს უფლებებს საკონსტიტუციო კანონის თანახმად. მოვითხოვთ დაგვიბრუნოთ, ჩვენი დრო რადიოგადაცემაში და გადახედეთ ია მახარაძის წარმოდგენილ ახალ პროექტს“ემიგრანტის ხმა“პეტიციას ხელს ვაწერთ:ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტი ბელგიასა და ათენში დარეჯან ღამბაშიძე.
gallery images

გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება ველოსიპედით უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით

თბილისში ველოსიპედით გადაადგილების მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ველოსიპედზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურის განვითარება ნელი ტემპით, თუმცა მაინც ხორციელდება. მიუხედავად ამისა, ქალაქში უამრავი ადგილია, სადაც ველობილიკი არაა გაყვანილი, ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.სამწუხაროდ, ავტომობილის მძღოლების უმეტესობა არ იცავს უსაფრთხოების სტანდარტებს და ველოსიპედისტთან მიახლოების მინიმალურ მანძილს. განსაკუთრებით სახიფათოა მათი ქმედება მაშინ, როდესაც გასწრების პროცესში ავტომობილი ველოსიპედისტს უახლოვდება 1.5 მეტრზე ნაკლები მანძილით.ამ პეტიციით ვითხოვთ არსებულ საგზაო ნიშნებთან შესაბამისი ნიშნების დამატებას, რომელიც მიუთითებს მძღოლის ვალდებულებაზე დაიცვას 1.5 მეტრიანი დისტანცია ველოსიპედისტთან მიახლოების დროს.ნიმუშად იხილეთ თანდართული ფოტოსურათი. © www.news.com.auThe number of persons who want to cycle around Tbilisi is growing in a daily manner. Bicycle oriented infrastructure is slowly developing. There are many places in the city, where bicycle lane still doesn’t exist, therefore, ensuring safety standards is even more important.Sadly, the vast majority of drivers don’t respect safety standards, particularly, regarding the minimal distance between driver and cyclist. Their driving is even more dangerous when drivers are taking over cyclists and are getting closer than 1.5 m. According to this petition we are demanding to add relevant road sings to those that exist, which will inform drivers about their obligation not to get closer than 1.5 m.For an example see attached photo. © www.news.com.au.
gallery images

არა "ტავს" საქართველოში

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვითხოვთ საქართველოს (თბილისის და ბათუმის) აეროპორტების კომპანია "ტავ ჯორჯიამ" დატოვოს საქართველოს ავიაბაზარი! "ტავს" საქართველოდან გააქვს წელიწადში მინიმუმ 150 მილიონი, სანაცვლოდ კი ყველაზე ცუდი აეროპორტი გვაქვს რეგიონში! მოაწერეთ ხელი პეტიციას, ერთად გავაძევოთ კორუმპირებული კომპანია ჩვენი ქვეყნიდან! 
gallery images

სამარშუტო ტაქსები

ქალაქ დუშეთის სამარშუტო ტაქსების ღირებულება გაიზარდა 2.5 ლარამდე, მოსახლეობა მოითხოვს რომ ღირებულება დაუბრუნდეს პირვანდელ ფასს 1,5 ლარს. ხოლო სტუდენტებისათვის დაწესებული იქნას შეღავათები. ასევე გამოსწორდეს სამარშუტო ტაქსების გასვლის გრაფიკი.
gallery images

პეტიცია არქიტექტორთა სერთიფიცირების თაობაზე

ყურადღებით ვაკვირდებით არქიტექტორთა სერთიფიცირების კანონ-პროექტზე მუშაობის პროცესს. გავეცანით თბილისის მერიის და არქიტექტორთა კავშირის მიერ წარმოდგენილ შემოთავაზებებს. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე ვითხოვთ:კომიტეტის მხრიდან უარყოფილი იქნას ქ. თბილისის მერიის წინადადება.სერთიფიცირება განხორციელდეს არა მუნიციპალური, არამედ სახელმწიფო მასშტაბით.სერთიფიკატი გაიცეს სამუშაო გამოცდილებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით.ჯგუფის წარმომადგენლებს მიეცეთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო საბჭოს მუშაობის პროცესში.საინიციატივო ჯგუფი „+1“
gallery images

დაიდგას ბათუმში საქართველოს დიდი დროშა რომელიც მთელ ქალაქს ზემოდან გადმოჰყურებს

ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ ჩვენს ქვეყანაში შემოსულ თურქებს რომ ეს საქართველოა და არა თურქეთი. გთხოვთ გააზიაროთ მაქსიმალურად.
gallery images

12 კლასის გამოცდები მოიხსნა

მე-12 კლასის გამოცდები გაუქმდა,გადავწყვიტეთ რო მოგვეხსნა ხმები შეგროვდა 
gallery images

მოქალაქეთათვის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება.

ადმინისტრაციულ ორგანოში მოქალაქის განცხადების განხილვის ვადები, როდესაც ის ეხება მესამე პირს (სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც ეხება აღნიშნული საკითხი) ერთი თვის ნაცვლად, განისაზღვროს 15 კალენდარული დღით, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის სწრაფ, ეფექტურ და ხარისხიან მომსახურებას.
gallery images

უსამართლობის განცდა

ბავშვებო ერთი ხელმოწერით დავანახოთ ჩვენ განათლების მინისტრს რო უსამართლოდ გვექცევიან
gallery images

გუდაურის ინფრასტრუქტურული განვითარება

ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და საკმაოდ აქტიურად ვითარდება ჩვენი ქვეყანა ზამთრის ტურიზმის მიმართულებით.ძალიან მისასალმებელი და სასიხარულოა შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" მიერ განხორციელებული აქტივობები, განსაკუთრებით გუდაურში ჩატარებული სამუშაოები, რომლებმაც რეალურად სულ სხვა გუდაური დაგვახვედრა 2018/2019 წლის ზამთრის სეზონისთვის.თუმცა, მიუხედავად განხორციელებული პროექტებისა, ძალიან მტკივნეულ პრობლემებად რჩება საკითხები, რომლებიც პირდაპირპროპორციულად ურტყამს კურორტის რეპუტაციასა და შესაბამისად ტურისტების ჩამოსვლის სურვილს.გუდაურში არსებული სიტუაცია ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით არის საშინელება. ვიზიტორთა თავშეყრის ადგილების მოუწესრიგებლობა, ტუალეტების არ არსებობა, ან უარესი, ისეთ მდგომარეობაში არსებობა რომ მსოფლიოს დასაცინები ვხდებით. გაუთავებელი საცობები, რომლებიც გამოწვეულია ტრანზიტული ტრაილერების გაუთავებელი ნელი მოძრაობითა და ნახევარი სავალი გზის მათ საპარკინგე ადგილად გამოყენებით. ასევე, პარკირების შესაძლებლობის არ არსებობა, განსაკუთრებით ახალი გუდაურის ტერიტორიაზე ჯერ მიღწევა და შემდეგ საპარკინგე ადგილის მოძიება პრაქტიკულად შეუძლებელია.მოვითხოვთ:1. ტრაილერების მოძრაობის საათები მკაცრად განისაზღვროს და არ ემთხვეოდეს გუდაურის ვიზიტორთა ძირითადი ნაკადის მოძრაობის დროებს.2. სრულად აეკრძალოთ ტრაილერებს შაბათ-კვირასა და დასვენების დღეებში გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება.3.გამოიყოს და გაკეთდეს ტრაილერების პარკირების ადგილი, რომელიც არ დაემთხვევა სავალ გზას.4. საბაგიროებთან და დამსვენებელთა თავშეყრის ადგილებთან დაიდგას გამართულად მომუშავე და სუფთა ტუალეტები5. გუდაურში არსებულ სამშენებლო კომპანიებს, განსაკუთრებით ახალ გუდაურში მოქმედ კომპანია რედკოს მოეთხოვოს ყველა კორპუსის საპარკინგე, თუნდაც ფასიანი ადგილებით უზრუნველყოფა.6. ზოგადად მეტი ყურადღება დაეთმოს გუდაურის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, მხოლოდ საბაგიროების განახლება/დამატება და ახალი ტრასის მიმატება არ კმარა იმისათვის რომ კურორტი განვითარდეს.აუცილებელია ამ მინიმალური მოთხოვნების სასწრაფოდ შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგვრჩება არაჩვეულებრივი საბაგიროებისა და ტრასების მქონე, თუმცა სრულიად ცარიელი კურორტი, რომელსაც რეალურად ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ერთ-ერთ საუკეთესო ზამთრის კურორტად ჩამოყალიბებისა.
gallery images

GOOGLE PAY საქართველოში !!!

მეგობრებო დამეთანხმებით 21 საუკუნეში ტექნოლოგიები ვითარდება და არ წყვეტს წინსვლას ამიტომაც ჩვენ ვქმნით ამ პეტიციას რადგან მოვთხოვოთ წამყვან საქართველოში მოქმედ ორ უმსხვილეს ბანკს დანერგონ საქართველოში აღნიშნული სერვისი  ესენი არიან " საქართველოს ბანკი"" და " თი ბი სი ბანკი" ვიცით რომ ამ სერვისის მსურველი საქართველოში უამრავი ადამიანია ამიტომაც მოაწერეთ ხელი ეს აუცილებელია !!! 
gallery images

ჩადუნელების მიმართვა უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს - ილია მეორეს

 გვაკურთხენ, უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო!.. ჩვენი გვარის მაკურთხეველსა და სულიერ მამას, მწყემსსა კეთილს, მოგმართავთ მოწიწებით: თქვენო უწმინდესობავ, მადლიერნი ვართ ღმრთისა იმ დიდი წყალობისათვის, რომელიც თქვენი სახით მოუვლინა ჩვენ გვარს და სრულიად საქართველოს!   მადლიერნი ვართ პირადად თქვენი, რადგან თქვენი პატრიარქობის დროს აღსრულებულ უამრავ სულიერ-მამულიშვილურ საქმესთან ერთად, ჩვენი გვარის და ასეულობით სხვა გვარის ერთიანობის მტკიცე საფუძვლი დაიდო თქვენი ლოცვა-კურთხევით.   ყოვლადწმიდა სამება ღმერთს, დედა ღმრთისმშობელს და სრულიად წმინდანთა დასს შევავედრებთ თქვენს ჯანმრთელობას, სულიერ და სხეულებრივ სიძლიერეს!