add one
gallery images

ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაკეთდეს მეორე მიწისქვეშა გადასასვლელი

ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე,გზის ერთ მხარეს მუდმივად საცობია(ავტობუსის გაჩერებასთან),რაც ქვეითების გზაზე მოძრაობის შედეგია.კარგი იქნება თუ გაკეთდება პატარა მიწისქვეშა გადასასვლელი(როგორც გზის მოპირდაპირე მხარესაა)რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს ქვეითების მაგისტრალზე გადაადგილებას და საცობის პრობლემასაც მოხსნის.
gallery images

გაუქმდეს საქართველოს ფოსტის მიერ დაწესებული ხარკი შემომავალ საფოსტო გზავნილებზე

მოვითხოვთ საქართველოს ფოსტის მიერ დაწესებული ხარკის გაუქმებას ან ტარიფის დაწევას 25-50 თეთრამდე თითო ამანათზე.  2019 წლის 3 იანვრიდან დაწესდა ხარკი 2 ლარის ოდენობით რაც ნიშნავს იმას რომ,  Free Shipping- ით ჩამოტანილ ყოველ ამანათზე მოგიწევთ 2 ლარის გადახდა საქართველოს ფოსტაში. თუ თქვენი ამანათების რაოდენობა არის 15 ხოლო მათი ღირებულება არ აღემატება 7 ლარს თქვენ მოგიწევთ 30 ლარის გადახდა დამატებით საქართველოს ფოსტაში რათა მიიღოთ კუთვნილი ამანათიმოვითხოვთ აღნიშნული ხარკის გაუქმებას ან ტარიფის დაწევას 25-50 თეთრამდე თითო მიღებულ ამანთზე.  დაწესდა საფასური საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის გავლის მომსახურებისთვის და შეიცვალა ადრესატის ინფორმირების წესიგაცნობებთ, 2019 წლის 3 იანვრიდან ძალაში შედის საფასური საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის გავლის მომსახურებისთვის,  რომლის ღირებულებაც განისაზღვრება 2 (ორი) ლარის ოდენობით. აღნიშნული საფასურის გადახდა შეგიძლიათ საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრებში გზავნილის ჩაბარებისას. ამასთან, თუ  თქვენ ისარგებლებთ საქართველოს ფოსტის დამატებითი სერვისით „გზავნილის ჩაბარება ადრესატის მისამართზე კურიერის საშუალებით“ , საფასურის გადახდის შესაძლებლობა  მოგეცემათ გზავნილის თქვენთვის სასურველ მისამართზე ჩაბარებისას, დამატებითი სერვისის საფასურის გადახდასთან ერთად.საფასურის გადახდას ექვემდებარება მხოლოდ საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილები, რომელთა შიგთავსს წარმოადგენს საქონელი და იგზავნება მარტივი ან Express/Tracked კატეგორიის მცირე პაკეტის და  საჰაერო ამანათის ფორმით. ასეთ გზავნილთა კოდი იწყება ლათინური ასოებით U, L, C ან რიცხვით 03.  ზემოთ აღნიშნული კატეგორიის გზავნილები ძირითად შემთხვევაში განეკუთვნებიან ელექტრონული კომერციის გზავნილთა კატეგორიას.საფასურის გადახდისაგან განთავისუფლებულია შემდეგი სახეობის საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილები:·         ნებისმიერი სახეობის საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილი, რომლის შიგთავსაც არ წარმოადგენს საქონელი;·         გზავნილი, რომელიც დაექვემდებარება სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას; საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;·         საფოსტო გზავნილი, რომელიც „საქართველოს ფოსტას“ და საბოლოოდ ადრესატს; გადაეცემა დაზიანებულ მდგომარეობაში;·         საქართველოს ფოსტის პროდუქტი „სახმელეთო ამანათი“;·         საფოსტო გზავნილი, რომლის ჩაბარებაზეც უარს განაცხადებს ადრესატი.საფასურის გადახდას დაქვემდებარებული გზავნილების ადრესატისათვის ჩაბარების მიზნით, საქართველოს ფოსტის ქსელში გზავნილის შემოსვლის შემდეგ ადრესატს გაეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება. შეტყობინების ტექსტი მოიცავს ინფორმაციას თუ როდის და სად შეუძლია ადრესატს გზავნილის მიღება.თუ ადრესატის გზავნილი არ შეიცავს მობილური ტელეფონის ნომერს, შეტყობინება  გზავნილის „საქართველოს ფოსტის“ ქსელში მიღების შესახებ კურიერის მიერ  მოთავსხება  ადრესატის სააბონენტო საფოსტო ყუთში, ხოლო ასეთი ყუთის არარსებობის შემთხვევაში, შეტყობინების დატოვება მოხდება ადრესატის კარზე ან მის მიმდებარედ გამოსაჩენ ადგილას.გზავნილის მიღება შესაძლებელია საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრში, მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, ადრესატის ან მისი მინდობილი სრულწლოვანი პირის მიერ, რომელიც წარმოადგენს საკუთარ და ადრესატის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ან მის 
gallery images

განბაჟების 300 ლარიანი ბარიერის შეცვლა

საქართველოში ონლაინ ვაჭრობის მთავარი მიმართულება ქვეყნის გარეთ ვაჭრობაა,თორემ ადგილობრივად ინტერნეტითაც იგივე ნივთის შეძენაა შესაძლებელი,რასაც ადგილზე,მაღაზიაში შემოგვთავაზებენ.ონლაინ ვაჭრობა სულ უფრო მეტად იზრდება მსოფლიოში და ამას ინტერნეტის მომხმარებელთა მზარდი ტემპი უწყობს ხელს.საქართველოს პირობებში ონლაინ ვაჭრობა განსაკუთრებულით მიმზიდველია იმ მხრივ,როდესაც ამერიკიდან,ჩინეთიდან ან თუნდაც ევროპიდან მნიშვნელოვნად იაფად არის შესაძლებელი რაიმეს შეძენა.ასევე, ხშირად სასურველი პროდუქცია საქართველოს მაღაზიებში უბრალოდ არ იშოვება და გამოწერა ერთადერთი საშუალებაა...დღეს საზღვარგარეთ ელექტრონულად შეძენილი და საქართველოში საფოსტო გზავნილის სახით იმპორტირებული ნებისმიერი ნივთი,რომლის ღირებულებაც 300 ლარს აღემატება,განბაჟებას ექვემდებარება,ეს ლიმიტი 2009 წელს დადგინდა,მაგრამ დღეს სხვა დრო/მდგომარეობაა და ამის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ ჩვენი მოქმედების კურსი.ლარის გაუფასურებამ ინტერნეტმოვაჭრეები და გადამზიდავი კომპანიები მნიშვნელოვნად დააზარალა,რადგან მაგალითად,2012 წელს შესაძლებელი იყო $180 დოლარიანი ამანათის გამოწერა ისე,რომ მასზე დამატებითი ღირებულების გადასახადი არ გავრცელებულიყო,დღეისთვის კი მხოლოდ $115 დოლარის ამანათის გამოწერაა შესაძლებელი.ამას ემატება ის რომ ლარიც ყოველდღე სულ უფრო და უფრო უფასურდებამართალია როდესაც ლარი დაახლოებით 60%-ით არის გაუფასურებული და შესაბამისად, დოლარზე ვაჭრობის შემთხვევაში ყველა ნივთი ამდენივე პროცენტით გაძვირდა,მხოლოდ საბაჟო გადასახადის ლიმიტის გაზრდა მთლიანად ვერ დააკომპენსირებს სხვაობას,მაგრამ გარკვეული შეღავათი ნამდვილად იქნებამოქალაქეების მოთხოვნა და ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისი გარკვეულწილად მაინც რომ იქნეს გათვალისწინებული,სწორი იქნება,თუ დღეს არსებული 300-ლარიანი დასაბეგრი ზღვარი,ლარის დევალვაციის პროპორციულად გაიზარდოს-500 ლარამდე.დასაბეგრი ბარიერის 500 ლარამდე გაზრდით გაძლიერება კონკურენცია,შემცირდება ადგილობრივ ტექნიკის მაღაზიებში პროდუქციაზე ფასები,გარკვეულწილად მაინც დაკომპენსირდება სავალუტო კრიზისი,რაც შეღავათი იქნება ბევრი ადამიანისთვის,სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის.გთხოვთ მოაწერეთ ხელი და გააზიარეთ სოციალურ ქსელებშიგმადლობთ ყურადღებისთვის.
gallery images

უარი ეთქვას თბილისის ანძაზე წარმოდგენილი პროექტის განხორციელებას

თბილისის ანძა ჩვენი ქალაქის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ორიენტირი და სავიზიტო ბარათია აგერ უკვე 45 წელი. მიუხედავად იმისა, რომ ის ტექნიკური ნაგებობაა მისი სილუეტი გამოირჩევა დახვეწილი პროპორციებით და რელიეფთან სწორი შეხამებით. ცნობისათვის ქ. ერევნის სატელევიზიო ანძა ფაქტობრივად თბილისის ანძის ზუსტი ასლია (აგებულია იგივე კომპანიის მიერ, იგივე პროექტით) თუმცა მისი პროპორციები მცირედით განსხვავდება თბილისის ანძისაგან, რაც სრულიად უკარგავს მას იმ ხიბლს რაც ჩვენს ანძას გააჩნია. ამიტომაც თბილისისგან განსხვავებით ერევანში ის ვერ იქცა ქალაქის სიმბოლოდ.დღეს ჩვენს ანძას იგივე ემუქრება. მის ქვედა ნაწილში მძლავრი ვერტიკალური მასის დამატებით და სამკუთხედი მოცულობის მკვეთრი გასქელებით ვიღებთ სრულიად უსახურ და უპროპორციო ქაოსს. ეს ცვლილება კიდევ უდრო მტკივნეულია, რადგან ანძა ქალაქის უდიდესი ნაწილიდან ხილვადია და ყველა ჩვენთაგანის ყოველდღიურ მხედველობის არეშია. დაბოლოს, ანძა მდებარეობს მთაწმინდის პლატოზე, რასაც მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მერიასთან არსებული ისტორიული საბჭოს გადაწყვეტილება სამწუხაროდ დადებითია, თუმცა წევრთა უმრავლესობას მითითებული აქვს რომ ცვლილება შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ არსებული პროპორციების უცვლელად.მოგიწოდებთ ყველას უთხრათ უარი ამ პროექტის განხორციელებას! წინააღმდეგ შემთხვევაში სამუდამოდ დავამახინჯებთ თბილისის ერთ ერთ სიმბოლოს. 
gallery images
gallery images

გაიაფდეს საწვავის ფასი

როდესაც ლარის კურსი იყო 2.60 ზე საწვავი ღირდა რაღაც გარკვეული ფასი, მას შემდეგ რაც ლარის კურსმა მოიმატა და ავიდა 2.65 ზე ისევ მოიმატა საწვავის ფასმა შემდეგ ავიდა 2.74 ზე და კიდევ მოიმატა თან ისე სწრაფად და კურსის ცვლილებაზე ადრე მატულობს ფასი რომ თითქოს ვიღაც ატყობინებს კომპანიებს კურსი უფასურდება და აწიეთ ფასებიო. ეხლა კურსი ჩამოვიდა 2.65 ზე ისევ და საწვავის ფასი არ კლებულობს. თან იმის ფონზე რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი კლებულობს. იქნებ ერთხელ და სამუდამოდ დაუსვათ წერტილი ხალხის გაყვლეფას?მიშას დროს გვახსოვს რომ ერთი ლარი მიშას მიქონდა და ეხლა ვის მიაქვს იქნებ გაგვარკვიოთ? 
gallery images

მიმართვა "მ2"-ის გენერალურ დირექტორს ირაკლი ბურდილაძეს

ბატონო ირაკლი, მოგმართავთ „მ2 იპოდრომთან 2“-ის მომავალი მაცხოვრებლები. მოგეხსენებათ,რომ „ტერასა ჯგუფის“ მიერ დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებს ჩვენი კომპლექსის შესასვლელის სერვიტუტით დატვირთვის ხელშეკრულებას, რის შესახებაც ბინების თავდაპირველი მყიდველები არ ვიყავით ინფორმირებულები, შესაბამისად არ მოგვეცა შესაძლებლობა გავცნობოდით აღნიშნული პირობების შინაარსს და ამის საფუძველზე მიგვეღო ბინის შეძენის გადაწყვეტილება. სერვიტუტის არსებობის ფაქტი მომავალი მობინადრეებისათვის ცნობილი გახდა 2017 წელს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მერიის მიერ მეზობელ მიწის ნაკვეთზე კარტოზიას N12-ში შენობის პროექტი დამტკიცდა. სერვიტუტის პირობების შეტყობისთანავე მომავალმა მობინადრეებმა ჩვენთვის მიუღებელი ეს საკითხი გავაპროტესტეთ “მ2”-ის ხელმძღვანელობასთან, რაზეც “მ2”-მა თავისი გადაწყვეტილება ახსნა შემდეგით, რომ ამ ხელშეკრულების დადების მთავარ პირობას “მ2”-ის მხრიდან წარმოადგენდა ის გარემოება, რომ კარტოზიას N12-ში საპროექტო შენობა განთავსდებოდა მიწის ნაკვეთის უკანა საზღვრიდან(ორსართულიანი ნაწილი) 8მ-ის დაშორებით, ხოლო საპროექტო შენობის შედარებით უფრო მაღალ ნაწილამდე მანძილი იქნებოდა 37მ(საპროექტო შენობის დაბალი ნაწილი არ უნდა ყოფილიყო ორ სართულზე მეტი მიწის დონიდან). ამ შეთანხმების მიუხედავად „ ტერასა ჯგუფმა“ 2018 წლის ივნისში კვლავ შეიტანა პროექტი ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც მან სამშენებლო პროექტის უკანა ორ სართულიანი ნაწილი 1 სრული სართულით გაზარდა და უკვე +9.3მ. ნიშნულზე კიდევ დაამატა დამხმარე ფართი შენობის უკანა ნაწილს, რითიც საპროექტო შენობის დაბალი ნაწილის სახურავის ნიშნული 6.9მ-დან 12.6მ-დე გაზარდა.აღნიშნული ფაქტები უკვე წარმოადგენს სერვიტუტთან დაკავშირებით დადებული შეთანხმების უხეშ დარღვევას. “ტერასა ჯგუფი” ამ დარღვევებით არ დაკმაყოფილდა და 2018 წლის ნოემბერში მერიაში შეიტანა დასამტკიცებლად პროექტი გაცილებით აგრესიული ცვლილებებით (მათ სასარგებლოდ), რომლის მიხედვითაც საპროექტო შენობის მაღალ ნაწილს მხოლოდ 4 სართული მოაკლო და შენობის უკანა დაბალ ნაწილს დაამატა ორი სრული საოფისე სართული (1682.87კვ.მ) და მე-6 სართულზე “მ2”-ის მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ 236.16კვ.მ დამხმარე ფართი, რითიც საპროექტო შენობის უკანა ნაწილის სახურავის ნიშნული ამჯერად 20.6მ-მდე გაზარდა, რაც მკაფიო შეუსაბამობაშია სერვიტუტის პირობებთან. “მ2 იპოდრომთან 2”-ის მობინადრეები მოვითხოვთ “მ2”-ის ხელმძღვანელობისაგან, რომ რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ დარღვევებზე და არ დაუშვას სართულიანობის გაზრდა “ტერასა ჯგუფის” საპროექტო შენობის უკანა ნაწილში,რათა არ გაუარესდეს “მ2”-ის მეორე კორპუსის მობინადრეთა საცხოვრებელი პირობები და არ მოხდეს სერვიტუტზე შეთანხმება მოსახლეობასთან შეუთანხმებლად, მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ.
gallery images

შეწყდეს GWP-ის მიერ ბინის გამქირავებლების ტერორი!!!

თანამოქალაქენო, არაერთხელ გაშუქდა მედიის საშუალებით, რომ მოქალაქეები წყლის მომწოდებელ კომპანიას GWP-ს მარეგულირებელ კომისიაში უჩივიან. მოქალაქეები რომლებიც ოთახს ან სახლს აქირავებენ GWP ეუბნება, რომ წყლის გადასახადი უნდა გადაიხადონ როგორც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლემა და გაზრდილ ტარიფტან ერთად აკისრებენ ჯარიმას. ტარიფები კი საგრძნობლად განსხვავებულია სამომხმარებლოზე 0.33 ლარი ხოლო, კომერციულზე 4.40 ლარი. აქვე განვმარტოთ, რომ კანონის მიხედვით საყოფაცხოვრებო მომხმარებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. ხოლო, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი გახლავთ ყველა სხვა მომხმარებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა. GWP-ში ამბობენ, რომ მუდმივად ამოწმებენ ბუქინგსა და სხვა საიტებს, სადაც ხდება ბინის გაქირავება და "გამოჭერით" ახდენენ აბონენტების გამოვლინებას. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, რამდენიმე ადამიანმა GWP-ს უკვე უჩივლა მარეგულირებელ კომისიაში, ხოლო სემეკში ჯერ ვერ აკონკრეტებენ როდის მიიღებს კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას.  ბმული: https://www.youtube.com/watch?v=-y0LdCQ-jVA ენერგო ომბუცმენი, სალომე ვარდიაშვილი აცხადებს, რომ GWP მოქმედებს არასწორად, რადგან ფიზიკური პირის მიერ ბინის/ოთახის გაქირავებისას საყოფაცხოვრებო მიზანი არ იცვლება.  მაგალითისთვის: გაქირავება ტურისტებზე იგივე იდეის მატარებელია, რაც დიასახლისის მიერ ბინის გაქირავება სტუდენტ გოგოებზე. ხოლო კერძო კომპანიის მიერ მხოლოდ ტურისტული ნიშნით გაქირავებული ოთახების გამოვლენა, მათი დაჯარიმება და არასაყოფაცხოვრებო ტარიფზე გადაყვანა ცალსახად უსამართლობა და დისკრიმინაციაა. GWP მოქმედებს ქაოსურად, არ არის ერთიანი მიდგომა და ერთიანი რეგულაცია, შესაბამისად ამ კოპანიის ქმედება სცილდება ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოებს.  პირველ ნოემბერს ჩანიშნულია შემდეგი სხდომა, რომელიც მარეგულიერებლ კომისიაში სწორედ ამ საკითხზე გაიმართება! ამ პეტიციაზე ხელიმომწერნი მოვითხოვთ, რომ ის ადამიანები რომლებიც საკუთარ საცხოვრებელ სახლში აქირავებენ ფართებს, უნდა მოექცნენ ერთიანი რეგულაციის ქვეშ, ისინი უნდა იყვნენ საყოფაცხოვრებო მომხმარებლები და გადაიხადონ წყლის სამომხმარებლო ტარიფი!     
gallery images

ჩამოვიყვანოთ Twenty One Pilots საქართველოში

წარმატებული ამერიკული მუსიკალური დუეტი
gallery images

აღნიშნოს გარდაცვლილთა დღესასწაული საქართველოში

მხიარული დღესასწაული მექსიკაში, რომელიც ყოველი წლის 2 ნოემბერს იმართება. მთელს მექსიკაში, მაღაზიები შაქრისა და პურისაგან დამზადებულ ჩონჩხებსა და თავის ქალებს ჰყიდიან. ჩონჩხებად გადაცმული მექსიკელები დიდ საცეკვაო მსვლელობებს აწყობენ. სახლებში ამზადებენ პატარა საკურთხევლებს, რომელთა წინაშეც ლოცულობენ და გარდაცვლილ მეგობრებსა და ნათესავებს იხსენებენ. საკურთხევლებს ყვავილებით, სანთლებითა და გარდაცვლილთა ფოტოსურათებით რთავენ. 
gallery images

სოფელ სნოში არ დაიგოს ასფალტის საფარი, მოინახოს ალტერნატივა

  სოფელ სნოში არ დაიგოს ასფალტის საფარი, მოინახოს ალტერნატივა საქართველოს მთავრობასსაქართველოს პრემიერ-მინისტრს - მამუკა ბახტაძეს სახელმწიფო რწმუნებულს დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და  ყაზბეგის  მუნიციპალიტეტებში გუბერნატორ  -  შალვა კერესელიძესყაზბეგის მუნიციპალიტეტს ​საქართველოს მოქალაქეებს         ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქუჩების რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო, რაც ქუჩებზე ასფალტის საფარის დაგებას ითვალისწინებს. სოფელი სნო  გვიანი შუა საუკუნეების სოფელია,  რაც  სოფლისადმი  განსაკუთრებულ  დამოკიდებულებას უნდა გულისხმობდეს. დღეისათვის სოფლის მთავარ ქუჩაზე არსებული ქვაფენილი უდაოდ საჭიროებს შეცვლას და ეს მოსახლეობის სურვილია.  თუმცა, ეს არ უნდა გულისხმობდეს ასფალტის საფარის დაგებას. არსებობს სხვა ალტერნატივაც − იქნება ეს  კარგი ხარისხის ქვაფენილი თუ უბრალოდ კარგად  დაგრუნტილი გზა.       სოფელ სნოში XVI-XVII-ის ციხეკოშკთან ერთად შემოინახა გვიანი შუა საუკუნეების საცხოვრებელი სახლები. სოფელი გამორჩეულია თავისი არქიტექტურით, აქ  შემონახულია ტრადიციული მთის საცხოვრებელი  ე.წ. ბანიანი სახლები, ღობეები, სამეურნეო ნაგებობანი, რომლეთა სამშენებლო მასალად გამოყენებულია ადგილობრივი ფიქალის ქვა − ჭაჭი. ყოველივე ეს სოფელს გამორჩეულსა და განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის,  რაც ბოლო დროს ტურისტების განსაკუთრებით დიდ  რაოდენობაზეც აისახება.     ყოველივე ზემოთქმული გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სოფელს (მის ძირითადი ბირთვს) გააჩნია პერსპექტივა, რათა სამომავლოდ დადგეს საკითხი  სოფლისათვის შესაბამისი კატეგორიის სტატუსის მინიჭებისა.  ამისათვის საჭიროა დაცული იქნას მისი ავთენტურობა, ისტორიული განაშენიანება და ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს დაცვა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ სოფლის ქუჩების  ასფალტის საფარით დაფარვა, რაც  სამომავლოდ ხელს შეუშლის სოფელს ზემოთ ხსენებული კატეგორიების დაკმაყოფილებას. (საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ/ კარი I. ზოგადი დებულებანი, მუხლი 1. კანონის მიზანი/1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე)     გარდა ამისა, სპეციალისტებით თქმით, სოფლის ვიწრო ქუჩებში აღნიშნული სამუშაოების განხორციელებისას შესაბამისი ტექნიკის მუშაობა თავისთავად  გამოიწვევს  ძველი შენობების დაზიანდებას.        მოვითხოვთ, ასფალტის საფარის ჩანაცვლებას ხარიხიანი ქვაფენილით ან დაგრუნტილი გზით.  2018 წლის 8 სექტემბერი    
gallery images

მოსკოვის გამზირს ეწოდოს ჯონ მაკკეინის გამზირი!

ჯონ მაკკეინი იყო თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთერთი ყველაზე ღირსეული მოღვაწე, საქართველოს უდიდესი მეგობარი და მხარდამჭერი და ჩვენი ქვეყნის ეროვნული გმირის ორდენის მფლობელი. ვფიქრობ სამართლიანი იქნება, რომ სწორედ მოსკოვის გამზირს დაერქვას სენატორ ჯონ მაკკეინის სახელი.
gallery images

რიანას კონცერტი საქართველოში

ჩვენ გვინდა მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული მომღერლის რიანას კონცერტი საქართველოში <3 ^^^ <3
gallery images

Brendon Urie-ის კონცერტი საქართველოში

ჩვენ გვინდა Brendon Urie-ის კონცერტი საქართველოში
gallery images

აიკრძალოს ლეღვი საქართველოში!

ხშირად გვესმის თუ როგორ იღებენ სხვადასხვა სახის დამწვრობებს ახალგაზრდები, მაგრამ არავინ საუბრობს მიზეზებზე! მიზეზი მდგომარეობს იმაში რომ მიზანი არის რუჯის მიღება, რომელიც ხდება საპირისპირო სქესის წარმომადგენლისთვის თავის მოწონების მიზნით, ეს ხილი გარყვნილ აზრებს უღძრავს ახალგაზრდებს! ყველაფერი ჯერ კიდევ იესო ქრისტეს მოსვლიდან მოდის, როდესაც პირადად იესო ქრისტემ დაწყევლა ეს ხილი, სწორედ ამიტომ ხდება ამდენი უბედურება! ეს ამბავი გოლგოთამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. თავისი მიწიერი ცხოვრების ბოლო კვირა იესომ თავის მოწაფეებთან ერთად იერუსალიმში გაატარა. ღამის გასათევად მაცხოვარი ელეონის მთაზე ადიოდა. სახარებაში წერია: „და იხილა ლეღვი ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაი პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ. და განხმა ლეღვი იგი მეყსეულად“ (მთ. 21,19). მარკოზ მახარებელი მათეს სახარებას საოცარ დეტალებს უმატებს: იესო ხესთან მივიდა, თუმცა „...არა იყო ჟამი ლეღვისაი“ (მრკ. 11,13). http://www.orthodoxy.ge/tserili/pasukhebi/legvis_khe.htmმოვითხოვთ კანონის დონეზე აიკრძალოს ლეღვი და უკვე არსებული ხეები მასობრივად მოიჭრას, სრული გადაშენების მიზნით.