add one
gallery images

მიეცით ვეფხოს თაკო

ვინც ეთანხმებით რომ ვეფხოს ნანატრი თაკო უნდა გადაეცეს ხელი მოაწერეთhttps://www.facebook.com/vefxo.svanidze.3/videos/309781043091463/
gallery images

საერთაშორისო მაიონეზიანი ბადრიჯნის დღე

ვაგროვებთ პეტიციებს იმისათვის რომ 9 აგვისტო გამოცხადდეს საერთაშორისო მაიონეზიანი ბადრიჯნის დღედ.თქვენ იკითხავთ რატომ ? პასუხი შემდეგშია:ყველასათვის ცნობილია რომ ყველაზე გემრიელი აგვისტოს ბადრიჯანია.თუ სახლში აკეთებთ მაიონეზს ძველქართული რეცეპტით მაშინ იგი ყველაზე გემრიელი ( ინგრიდიენტებიდან გამომდინარე ) აგვისტოში გამოდის.ნებისმიერ ოჯახში აგვისტოს თვეში მაიონეზიანი ბადრიჯანი მთავარი კერძია.ნებისმიერ უცხოელ სტუმარს უყვარს მაიონეზიანი ბადრიჯანი, ხოლო აგვისტოს თვეში ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის ქვეყანაში.ხოლო 9 აგვისტოს დაბადებულ ადამიანებს ყველაზე მეტად უყვართ მაიონეზიანი ბადრიჯანი.დაგვიდექით გვერდში. ერთად დავძლიოთ ეს ზღვარი. შევაგროვოთ ხელმოწერა. 
gallery images
gallery images

მიენიჭოს სურამს საკურორტო სტატუსი.

იმის მიუხედევად რომ, სურამს უკვე აქვს საკურორტო ზონის სტატუსი (ოფიციალურად), მას შესაბამისი იერსახე არ გააჩნია. ამიტომ სურამისთვის საუკეთესო იქნება, თუ ხელისუფლებისგან მისი სტატუსის შესაბამის დაფნინანსებას მიიღებს.
gallery images

აღდგეს სამტრედიის ბალნეოლოგიური კურორტის ფუნქციონირება

სამტრედიაში არსებული თერმო–მინერალური წყალი გამოყენებული იქნას სამკურნალო გამაჯანსაღებელი მიზნებისთვისპეტიციის მოგების შემთხვევაში : ქალაქ სამტრედიას, რომლის ერთ–ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს თერმულ–მინერალური წყლები წარმოადგენს, აღუდგება სტატუსი და გახდება ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი. სამტრედიელებს და ჩამოსულ სტუმრებს შეეძლება ბუნებრივი რესურსის გამოყენება გამაჯანსაღებელი მიზნებით, ხოლო ქალაქი შეიძენს ახალ დატვირთვას.სამტრედიის ჰიპერთერმული მინერალური წყლის საბადო შემთხვევით აღმოაჩინეს გეოლოგებმა, რომლებმაც აქ ნავთობის არსებობა ივარაუდეს. ბურღვისას 1450 მ სიღრმიდან მოულოდნელად თერმულმა გოგირდიანმა წყალმა ამოხეთქა. წყლები გამოიკვლიეს, სამკურნალო ჩვენებები დაადგინეს და კურორტის აშენებაც გადაწყდა.  1970 წლიდან ბალნეოლოგიური კურორტი სრული დატვირთვით ფუნქციონირებდა, მაგრამ 1991 წლის ოქტომბერში პანსიონატის მთავარ შენობას ხანძარი გაუჩნდა და განადგურდა. მდგომარეობა დღეისათვის : დღეისათვის თერმულ–მინერალური წყლით სარგებლობს შპს "იმერეთი გრინერი", თუმცა წყლის ჭარბი რაოდენობა ინტენსიურად და სისტემატიურად იღვრება ჭაბურღილის სიახლოვეს. ეს მეტყველებს მნიშვნელოვანი რესურსის არსებობაზე, რომელიც კურორტის აღდგენისთვის აბსოლუტურად საკმარისია.მკურნალობის სახეობა: მინერალური წყლის აბაზანებისამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი და პერიფერიული ნერვული სისტემების, ასევე კანისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები
gallery images

სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ემიგრანტები ვითხოვთ საქართველოს მთავრობისაგან სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის საოჯახო მიწის ნაკვეთს,რომ ავაშენოთ სოფელი და ღირსეულად დავბრუნდეთ სამშობლოში.

როდესაც ქვეყანას საარსებო სახსრები შემოაკლდა ,სიძნელეებს არ შევუშინდით და გამოსავალი სხვა ქვეყნებში ვიპოვეთ მომავალმა ემიგრანტებმა.. ახლა სამშობლო ისევ განსაცდელშია,მტერი და მოყვარე მშობლიურ მიწაში გვეცილება.ახლა იქ უნდა ვიყოთ სადაც მეტად საჭირონი ვართ და სადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ყოფნა. მოვთხოვოთ მთავრობას ემიგრანტების დასასახლებლად მიწები.ავაშენოთ ლამაზი სოფლები ემიგრანტების სახელზე.ამისთვის თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება ქართველებო. დაგვეხმარეთ დაბრუნებაში და გპირდებით ემიგრანტები ავაყვავებთ საქართველოს ჩვენი გარჯით. 
gallery images

საქართველო ნიღბების გარეშე!!!

ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ნახავთ თბილისში  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დიდი რაოდენობით ნიღბიან ადამიანებს. ბავშვებს მათი ეშინიათ, ჩვენშიც არასასიამოვნო გრძნობებს იწვევს ის ფაქტი, რომ არ ვიცით ვინ არიან იმ გარემოში, სადაც ვცხოვრობთ, ვმგზავრობთ,ხშირად დავდივართ მარტო თუ ბავშვებთან ერთად.არ ვიცით რას უნდა მოველოდეთ მათგან. რომც რამე დააშავონ ვერც კი ამოვიცნობთ რადგან სრულად დაფარული აქვთ სახე და სხეული.საფრანგეთში უკვე მიიღეს კანონი, რის მიხედვითაც ადამიანებს სახის დამალვის უფლება არ აქვთ, კერძოდ, ახალი კანონი ეხება მუსლიმ ქალებს, რომლებიც სახეს ნიქაბით იფარავენ. ნებისმიერი ადამიანი, ვინც კანონს დაარღვევს 150 ევროთი დაჯარიმდება. სასჯელი გაცილებით მკაცრია იმ ადამიანების მიმართ, ვინც ქალებს სახის ჩადრით დაფარვას აიძულებს. ამისთვის კანონდამრღვევს გაცილებით დიდი ჯარიმა და ორწლიანი პატიმრობა ემუქრება.გთხოვთ კარგად გააანალიზოთ რომ პეტიცია არარასისტულია! პირიქით, კონკრეტული ფაქტორებიდან გამომდინარე არის საჭირო ზომების მიღება. თუ თქვენც იზიარებთ ჩემს შეხედულებას, გთხოვთ მოაწეროთ პეტიციას ხელი,რომ აიკრძალოს ჩვენს ქვეყანაშიც ხალხმრავალ ადგილებში ადამიანებისთვის დაფარული სახით სიარული! მჯერა რომ ერთად ყველაფერს შევცვლით! 
gallery images

დიდი საკათედრო ტაძარი ქალაქს

მე, როგორც ქრისტიანი მოვითხოვ ბათუმში აშენდეს დიდი საკათედრო ტაძარი, მაღალი გუმბათებით, ისე რომ ბათუმში შემომავალი ნებისმიერი გემი ხედავდეს მის თვალუწვდენელ გუმბათს და უშველებელ ჯვარს, ღამის განათებით. მოვითხოვ სამრეკლოში იმოდენა ზარები დაკიდოთ რომ ზარის ხმა მთელს ქალაქს აზანზარებდეს (მოლას ყროყინი ხომ შეიძლება მთელ ხმაზე? რატომ არ შეიძლება ზარების რეკა ისმოდეს მთელს ქალაქში?)ძალიან გთხოვთ გავაკეთოთ მანიფესტი და გავაზიაროთ -- აჭარა საქრისტიანოა! დიდი საკათედრო ტაძარი ბათუმს!
gallery images

რეპრესირებულთა ხსოვნის მემორიალი

                                     რეპრესირებულთა ხსოვნის მემორიალი საქართველოს ხანგრძლივი სისხლიანი ისტორიის მანძილზე, საბჭოთა პერიოდის რეპრესიები თავისი მასშტაბითა და სისასტიკით, უდანაშაულო ადამიანთა წამებისა და მოკვდინების მეთოდებისა და ფორმების გათვალისწინებით, უპრეცედენტო და  შემზარავია. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საბჭოთა რეჟიმის რეპრესირებულთა ხსოვნა არა მხოლოდ მათი ოჯახების წევრების გონებასა და გულს შემოუნახავს, არამედ მართლაც სრულიად საქართველოს (მცირედი გამონაკლისით, ძირითადად ამ სისხლიანი პოლიტიკის მხარდამჭერთა და რეპრესიული სახელმწიფო მანქანის „მოღვაწეთა“, წამების აღმსრულებელ ჯალათთა გარდა). საბჭოთა პერიოდის რეპრესიების საერთო მსხვერპლი ძალზე დიდია, მთლიანად ყოფილ საბჭოეთში და განსაკუთრებით ურჩ, თავისუფლებისა და და დaმოუკიდებლობის მოყვარულ - საქართველოში! შეიძლება ითქვას, რომ ამ ულმობელმა საბჭოთა რეპრესიების წლებმა, ქართველი ერის უდანაშაულო, საუკეთესო ნაწილი იმსხვერპლა, (სხვადასხვა შეფასებით რეპრესირებულთა საერთო რაოდენობამ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების რაოდენობასაც გადააჭარბა) მეცნიერთა, ხელოვანთა, მწერალთა, მასწავლებელთა და  ინჟინერთა თუ აგრონომთა, სამღვდელოების და საზოგადო მოღვაწეთა, უბრალო მშრომელი გლეხისა და მუშების  სახით. შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა რეპრესიულმა მანქანამ მძიმე დაღი დაასვა არა მხოლოდ უშუალოდ რეპრესირებულებს, არამედ მათი ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მთელ ქართულ საზოგადოებას, რომელთაც არც ამ დანაკლისის და არც ამ ისტორიეული უსამართლობის მიმართ ღრმა სინანულისა და პროტესტის განცდა არ განელებია დღემდე. ისიც დიდი უსამართლობაა, რომ რეპრესიებულების ხსოვნის სამარადისოდ დასამკვიდრებლად მათი სახელის სადიდებლად და სრულიად ეროვნული სინანულის გამოსახატად დღემდე რამდენამდე მასშტაბური  ძეგლი, მონუმენტი, სამახსოვრო სტელა ან ობელისკი არ აღმართულა. მაშინ როდესაც პომპეზურად გაიხსნა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, საბჭოთა რეჟიმის რეპრესირებულთა ხსოვნის მემორიაური კომპლექსის არქონა ამ პირობებში,  მართლაც დიდი უსამართლობაა.გვინდა ამ კიდევ ერთი ისტორიული უსამართლობის გამოსწორების მიზნით მოგმართოთ საქართველოს მთავრობას თხოვნით, აღასრულოთ სრულიად საქართველოს პატრიოტული მოთხოვნა საბჭოთა რეჟიმის რეპრესირებულთა ხსოვნის პატივსაცემად მასშტაბური მემორიალური კომპლექსის, ობელისკის დადგმის შესახებ. ჩვენი აზრით, ეს ობელისკი თუ მემორიალი იმ ორ ადგილას უნდა დაიდგას სადაც ყველაზე მასიურ დახვრეტებს ჰქონდა ადგილი,  ვაკის პარკსა თუ კრწანისში. რადგან ვაკის პარკი ტრადიციულად უცნობი ჯარისკაცისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიელური კომპლექსის ადგილია, ჩვენი აზრით, ქალაქის აღმოსავლეთის კარიბჭესთან, თბილი-რუსთავის მაგისტრალთან, კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორია ასეთი მასშტაბური მემორიალური კომპლექსისათვის იდელაური ადგილია.დასასრულ, გვინდა გამოვხატოთ რწმენა, რომ ქართული საზოგადოების მრავალი თაობის ადამიანების სურვილი აღსრულდება და თქვენ, საქართველოს მთავრობა, ამ დიდი მამულიშვილური საქმის გადაწყვეტას არ დააკლებთ მცდელობას, შრომასა და რუდუნებას.პატივისცემით, გიორგი ცაგარელი
gallery images

დიდი საკათედრო ტაძარი ბათუმს!

აჭარა არის ქრისტიანობის პირველი ნავსაყუდელი საქართველოში. ანდრია პირველწოდებულმა პირველად აქ იქადაგა, პირველი ტაძარიც აქ აიგო, სოფ. დიდაჭარაში.დღეს, აჭარის ადმინისტრაციული ცენტრი - ბათუმი, უკვე სიდიდით მეორე ქალაქია საქართველოში. ბათუმი ითვლება ტურიზმის ცენტრად. ტურისტულ სეზონზე (და არა მარტო) ბათუმი მასპინძლობს უამრავ ტურისტს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.იმისათვის, რომ ბათუმი ტურისტებისთვისაც  ასოცირდებოდეს საქართველოს პირველ ქრისტიანულ კერად, ერთ-ერთი ტურისტული ლოკაციის - სანაპიროს მიმდებარედ ე.წ. ძველი ბათუმის სიახლოვეს აშენდეს დიდი საკათედრო ტაძარი აგებული ქართული ხუროთმოძღვრების ტრადიციების დაცვით. ტაძარს უნდა ამშვენებდეს დიდი გუმბათი  და დიდი ჯვარი ღამის განათებით, ისე რომ ბათუმის პორტში შემომავალი ნებისმიერი გემის თვალსაწიერში ხვდებოდეს ამ ტაძრის გუმბათი ჯვრით.დიდი საკათედრო ტაძარი ბათუმს!
gallery images

არ გაუქმდეს გადაცემა

მოვთხოვოთ ხარისხის არხს არ გააუქმოს გადაცემა "დასაბამიდან სასუფევლამდე". კერძოდ არ დაიშალოს გიორგი ასათიანის და დავით გიორგობიანის დუეტი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის განუყოფელი ნაწილი გახდა.
gallery images

ემიგრანტების ერთობა

საქართველოს მოქალაქეები და ემიგრანტები, მოვითხოვთ კანონით აიკრძალოს საქართველოში მიწის ნაკვეთების და უძრავი ქონების გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე
gallery images

მეთამაშეთ მანჩკინის რიკ-ენდ-მორტის ვერსია.

გთხოვთ მეთამაშოთ მანჩკინის რიკ-ენდ-მორტის ვერსია.
gallery images

დამონტაჟდეს ლილოს დასახლების სკვერში წყლის ონკანი!

ქართველნო და არაქართველნო, სრულიად ლილოს მაცხოვრებლებო და მათნო მხარდამჭერებო, მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ლილოს დასახლებაში მდებარე სკვერში წყლის ონკანის დამონტაჟებას, რათა დავუსაბუთოთ სამგორის რაიონის გამგეობას, რომელიც სკვერის კეთილმოწყობის სამუშაობს ასრულებს, რომ სკვერში წყალი კარგია, სკვერში წყალი სასარგებლოა და სკვერში წყალი აუცილებელია!
gallery images

შეწყდეს ტერასა ჯგუფის პროექტი კარტოზიას 12-ში

საბურთალოზე, კარტოზიას ქუჩაზე, საკმაოდ დიდი პროექტის, მ2 იპოდრომთან 2-ის გვერდით, იწყება ახალი უზარმაზარი კორპუსის მშენებლობა, პრაქტიკულად მიწის პატარა ნაგლეჯზე, 400 კვ.მ-ზე 30 სართულიანი შენობა. ეს გამოიწვევს იმას, რომ კარტოზიას ქუჩა და ყაზბეგის გამზირი კიდევ უფრო გადაიტვირთება, საბურთალოზე გადაადგილება გახდება პრაქტიკულად შეუძლებელი და დაიკარგება იმის შანსი, რომ მაგ ადგილას რაიმე მწვანე ზონა განთავსდეს. პირდაპირ არის იმის საშიშროება, რომ ეს ადგილი დაემსგავსება სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას. ეს გვეხება ყველას, არამხოლოდ მიმდებარე კორპუსების მაცხოვრებლებს, არამედ მთლიანად თბილისს. შესაძლოა ამ კორპუსის მშენებლობის შეწყვეტა გახდეს ქაოსური მშენებლობების წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი ბრძოლის ხაზი. გთხოვთ გულგრილად ნუ მოეკიდებით საკითს და ნუ გაატარებთ ამ პეტიციას.პატივისცემითლუკა იობაშვილი