add one
gallery images

არ გაუქმდეს გადაცემა

მოვთხოვოთ ხარისხის არხს არ გააუქმოს გადაცემა "დასაბამიდან სასუფევლამდე". კერძოდ არ დაიშალოს გიორგი ასათიანის და დავით გიორგობიანის დუეტი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის განუყოფელი ნაწილი გახდა.
gallery images

ემიგრანტების ერთობა

საქართველოს მოქალაქეები და ემიგრანტები, მოვითხოვთ კანონით აიკრძალოს საქართველოში მიწის ნაკვეთების და უძრავი ქონების გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე
gallery images

მეთამაშეთ მანჩკინის რიკ-ენდ-მორტის ვერსია.

გთხოვთ მეთამაშოთ მანჩკინის რიკ-ენდ-მორტის ვერსია.
gallery images

დამონტაჟდეს ლილოს დასახლების სკვერში წყლის ონკანი!

ქართველნო და არაქართველნო, სრულიად ლილოს მაცხოვრებლებო და მათნო მხარდამჭერებო, მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ლილოს დასახლებაში მდებარე სკვერში წყლის ონკანის დამონტაჟებას, რათა დავუსაბუთოთ სამგორის რაიონის გამგეობას, რომელიც სკვერის კეთილმოწყობის სამუშაობს ასრულებს, რომ სკვერში წყალი კარგია, სკვერში წყალი სასარგებლოა და სკვერში წყალი აუცილებელია!
gallery images

შეწყდეს ტერასა ჯგუფის პროექტი კარტოზიას 12-ში

საბურთალოზე, კარტოზიას ქუჩაზე, საკმაოდ დიდი პროექტის, მ2 იპოდრომთან 2-ის გვერდით, იწყება ახალი უზარმაზარი კორპუსის მშენებლობა, პრაქტიკულად მიწის პატარა ნაგლეჯზე, 400 კვ.მ-ზე 30 სართულიანი შენობა. ეს გამოიწვევს იმას, რომ კარტოზიას ქუჩა და ყაზბეგის გამზირი კიდევ უფრო გადაიტვირთება, საბურთალოზე გადაადგილება გახდება პრაქტიკულად შეუძლებელი და დაიკარგება იმის შანსი, რომ მაგ ადგილას რაიმე მწვანე ზონა განთავსდეს. პირდაპირ არის იმის საშიშროება, რომ ეს ადგილი დაემსგავსება სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას. ეს გვეხება ყველას, არამხოლოდ მიმდებარე კორპუსების მაცხოვრებლებს, არამედ მთლიანად თბილისს. შესაძლოა ამ კორპუსის მშენებლობის შეწყვეტა გახდეს ქაოსური მშენებლობების წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი ბრძოლის ხაზი. გთხოვთ გულგრილად ნუ მოეკიდებით საკითს და ნუ გაატარებთ ამ პეტიციას.პატივისცემითლუკა იობაშვილი
gallery images

მე თანახმა ვარ პრეზიდენტმა შეიწყალოს მიხაილო / I agree to be pardoned Michailo by the President

https://youtu.be/iEegIAVIuqEhttps://www.facebook.com/MICHAILOSecretArea/მიხაილო არის მუსიკოსი, რომელიც 2013 წელს დააკავეს და 9 წელი მიუსაჯეს 12 გრ. მდმას ფლობისთვის. ის უკვე 5 წელია სასჯელს იხდის, თუმცა ცდილობს თავისი საყვარელი საქმე გისოსებს მიღმაც გააგრძელოს. 12 გრ. მდმას ფლობა კი დანაშაულია, მაგრამ რამდენად ექვივალენტურია 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას არავისთვის არაფერი არ დაუშავებია, ის მუსიკოსია და უსამართლობაა რომ დაისაჯოს როგორც მოძალადე. ასევე თუ ყურადღება ექცევა სასჯელის მოხდის პერიოდში მის აქტივობას, ის არის არა ერთი ისეთი პროექტის ავტორი, რომლებსაც სასჯელაღსრულების ისტორიაში პრეცედენტი არ გააჩნია. მან დაწესებულებაში ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი ოთახი საკუთარი ხარჯებით გარდაქმნა მუსიკალურ სტუდიად, სადაც გამოყოფილი დროის მონაკვეთში წერს მუსიკას. გარდა ამისა ჩართულია იქ არსებულ სხვადასხვა აქტივობებში და ინიციატორია დაწესებულებაში გაკეთებული პროექტების. დროდადრო ატარებს პატიმრებისთვის მუს. თერაპიას. წელს გამოვიდა მიხაილოს ალბომები ბრიტანულ და გერმანულ ლეიბლებზე, ხოლო უახლოეს მომავალში გამოდის გერმანულ და იაპონურ ლეიბლებზე. ასევე გერმანული ჟურნალი “Telekom Electronic Beats” ესტუმრა მას დაწესებულებაში და ჩაწერა ინტერვიუ. ამჟამად კი მუშაობს გერმანიაში მცხოვრებ არტისტთან ერთად კოლაბორაციულ ალბომზე.Michailo is a musician, who was arrested in 2013 and was sentenced for 9 years for owning 12 gr. MDMA. He is sentenced already for 5 years, but he tries to keep doing behind the bars his favorite business, to making music. 12 gr. is a crime, but how much is it equivalent to be imprisonment for 9 years. He has nothing injured to someone, he is just a musician and is Injustice to punish as an violent man. Also, if it is paying attention to his activity during the sentence, he is an author of not an one project, which doesn’t have a precedent in the history of penitentiary history. He made the room allocated by the administration with his own funds as a music studio where he writes music in the timeframe. Besides he is involved in various activities and initiatives in the establishment. From time to time he’s making music therapy for other prisoners. This year was released Michailo’s album on British and German labels. Also In the near future will be releasing on German and Japanese labels. Also in this year the German magazine "Telekom Electronic Beats" visited him in the jail and recorded an interview. Currently he’s working on a collaborative album with the artist living in Germany.
gallery images

ცირკი ცხოველების გარეშე! აიკრძალოს ცირკში ცხოველების მონაწილეობა!

                                        ვითხოვთ - აიკრძალოს ცირკში ცხოველების მონაწილეობა!დღესდღეობით, მრავალი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ცირკებში ცხოველები მათთვის შეუსაბამო და აუტანელ პირობებში ცხოვრობენ. ყველაზე კეთილმოწყობილ პირობებშიც კი, მათ ბუნებრივი ქცევის გამოვლინების საშუალება არ ეძლევათ. მათი გაწვრთნის მთავარი იარაღი შიში და დასჯაა, რომელიც მრავალი ფარული გამოძიებით არის ნაჩვენები. წარმოდგენებისთვის ,,დასწავლილი’’ ქცევა გამოწვეულია დიდხნიანი და ხშირშემთხვევაში, ძალადობრივი წრთვნით. პატარა ცხოველებს თავიდანვე წრთვნიან ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, ტკივილის მიყენებით, შიმშილობით.როცა ცხოველები არ გადიან წრთვნას, ისინი მთელ ცხოვრებას იზოლაციაში ატარებენ, გამომწყვდეულნი გალიებში. მოგზაური ცირკების შემთხვევაში, გადასაადგილებლად ცხოველებს პატარა, დახურულ გალიებში დიდი ხნის განმავლობაში უწევთ ყოფნა. დიდხნიანი მგზავრობისას, მათ არანაირ პირობას არ უქმნიან: არ ხდება სანიტარიის ბაზისური წესების დაცვა, ვენტილაცია და ასე შემდეგ. ცხოველები ხშირად სწორედ, გადაადგილების დროს იხოცებიან აუტანელი პირობების შედეგად.დღესდღეისობით, ცირკი არ თამაშობს არც საგანმანათლებლო, არც კონსერვაციისთვის მნიშვნელოვან როლს და ამ ცხოველების წამება მხოლოდ, ადამიანის რამდენიმე წუთიან გართობას ემსახურება. რა ღირებულება უნდა ჩამოუყალიბოს ცირკში დანახულმა ცხოველმა ბავშვს? ის, რომ ცხოველები მხოლოდ ადამიანთა გართობისთვის არსებობენ.აუცილებელია, რომ კანონმდებლობით აიკრძალოს ცირკში ცხოველების გამოყენება. აგრეთვე, სახელმწიფო დაეხმაროს ცირკის დასს და ინვესტიცია სწორედ იმ ადამიანებში ჩადოს, რომლებიც ახალ, თანამედროვე, ჰუმანურ ცირკს შექმნიან, რომელშიც ადგილი აღარ ექნება ცხოველთა ექსპლუატაციას.  
gallery images

დაემატოს მიკროავტობუსი ვარკეთილი-ვაკის მიმართულებით

გამომდინარე იქიდან, რომ ვარკეთილი-ვაკის მიმართულებით მხოლოდ ერთი მიკროავტობუსია, მოვითხოვთ დაემატოს ახალი მიკროავტობუსი.ადამიანთა დიდი ნაწილი ვერ გადაადგილდება ზემოაღნიშნული მიმართულებით, რადგან მოთხოვნა ამ მარშუტზე დიდია, თუმცა მიკროავტობუსის ხაზი ერთი. 
gallery images

შეჩერდეს თბილისში მიმდინარე მშენებლობები, სანამ არ დაიდება კომპეტენტური პასუხები მათი უსაფრთხოების დასტურად

უკანასკნელ პერიოდში ტბილისში მშენებლობის ბევრი ისეთი ნებართვა გაიცა, რომელიც, არათუ არ შეესაბამება ქალაქის ინფრასტრუქტურას და ხშირშემთხვევაში ლახავს მოსაზღვრე მაცხოვრებლების უფლებებს, არამედ რეალურად საფრთხეს წარმოადგენს. სანამ ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ჯობია შეჩრდეს მშენებლობები და კომპეტეტურად იქნეს შესწავლილი თითოეული მათგანი.
gallery images

შეიზღუდოს აზარტული თამაშების რეკლამირება

მივმართავთ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს აზარტული თამაშების რეკლამირების შეზღუდვის რეგულირების მოთხოვნით.რატომ? აზარტული თამაშების რეკლამები ამ სფეროს გართობის, წარმატების მოპოვებისა და ფულის შოვნის საშუალებად წარმოაჩენს მაშინ, როცა აზარტული თამაშების გამო ჩვენ ირგვლივ უამრავ ადამიანს ცხოვრება ენგრევა. აზარტული თამაშების რეკლამას შეუზღუდავად შეხვდებით: ბილბორდებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საკუთარ მობილურში, ინტერნეტში, ტელევიზიაში, რადიოში და ა.შ. ყველგან, სადაც კი ადამიანს და მათ შორის არასრულწლოვანებს თვალი მიუწვდებათ. მაგალითად, სატელევიზიო სივრცეში აზარტული თამაშების რეკლამები გადის ე.წ საბავშვო დროსაც, როდესაც წესით ტელესამაუწყებლო ბადე თავისუფალი უნდა იყოს ბავშვებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ინფორმაციისგან („მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ 12.03.09).რატომ არის აზარტული თამაშების რეკლამირება საფრთხის მომტანი? აზარტულმა თამაშებმა შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება. აზარტულ თამაშებზე ადამიანები შეიძლება ისეთივე დამოკიდებულნი გახდნენ, როგორც ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ან ალკოჰოლზე (The University of Sydney). ამასთან, ავსტრალიაში ჩატარებული კვლევების მიხედვით პრობლემური მოთამაშე საკუთარი თავის გარდა მინიმუმ 5 ადამიანს აყენებს ზიანს (Rogers 2013, 47). მიუხედავად ამისა,  საზოგადოებაში არსებობს მითი იმის შესახებ, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ნაკლებ პრობლემურია. მსგავსი მცდარი შეხედულება თამაშდამოკიდებულების შესახებ  იმის გამო არსებობს, რომ მას ფიზიკური გამოვლინებები არ აქვს  (Walker 1992).უფრო მეტიც, აზარტული თამაშების შემთხვევაში მისმა ხშირმა რეკლამირებამ მოახერხა ის, რომ საზოგადოებაში აზარტული თამაშები მისაღებ, უსაფრთხო და გართობის ნორმალურ საშუალებად მიიჩნევა (Moore & Ohtsuka, 1999).  რა თქმა უნდა, ყველა, ვინც თამაშობს აზარტულ თამაშებს, მასზე დამოკიდებულად ვერ ჩაითვლება, ისევე როგორც ყველა ადამიანი, ვინც ალკოჰოლს მოიხმარს, არ არის მასზე დამოკიდებული. მაგრამ ამის მიუხედავად, „საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ“ ზღუდავს ალკოჰოლის და თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებას სწორედ იმის გამო, რომ მათი მოხმარება მავნებელია. იმ შემთხვევებში კი, როდესაც კანონი უშვებს ამ პროდუქტების რაიმე ფორმით რეკლამირებას მიეთითება, რომ  პროდუქტი (ალკოჰოლი/თამბაქო) ზიანს აყენებს ადამიანს.ვფიქრობთ რომ, აზარტული თამაშები მინიმუმ ისეთივე ზიანის მომტანი შეიძლება იყოს, როგორც ალკოჰოლი და თამბაქო. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, შეიზღუდოს მისი რეკლამირება სულ მცირე შემდეგი ფორმებით:1.      აზარტული თამაშების ყველა რეკლამას მიეთითოს, რომ აზარტულმა თამაშებმა შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება.2.      სატელევიზიო ბადეში აღნიშნული რეკლამები არ განთავსდეს ე.წ საბავშვო დროს.3.      ინტერნეტ გვერდებზე საბავშვო პროდუქციის დაწყებამდე (მაგ. ანიმაციები) აიკრძალოს აზარტული თამაშების რეკლამირება.4.      გაკონტროლდეს რომ აზარტული თამაშების შესახებ SMS რეკლამები არ ეგზავნებოდეს არასრულწლოვნებს.5.      აიკრძალოს აზარტული თამაშების რეკლამირება საგანმანათლებლო დაწესებულებების სიახლოვეს.ჩვენ, პეტიციაზე ხელმომწერნი მივმართავთ საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, რათა განიხილონ რეკლამის შესახებ კანონში აზარტული თამაშების რეკლამირების შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილებების და დამატებების შეტანის საკითხი. 
gallery images

საჯარო სტრუქტურებში სამუშაო საათები დაიწყოს 8:00 საათზე და დასრულდეს 17:00 საათზე.

საჯარო სტრუქტურებში სამუშაო საათები დაიწყოს 8:00 საათზე და დასრულდეს 17:00 საათზე.აღნიშნული ცვლილების დადებითი მხარეები:1)      ადამიანებს ექნებათ მეტი დრო პირადი ცხოვრებისთვის;2)      დაიზოგება ელექტროენერგია;3)      ნაწილობრივ ხელს შეუწყობს ქალაქში საღამოს საათებში არსებული ქაოტური და გადატვირთული მოძრაობის განტვირთვას. ამჟამად 18:00 სრულდება ყველა საჯაროც და კერძო სამსახურების უმეტესობა, შესაბამისად 1 საათის შუალედით მათი დაშორება შექმნის იმის საშუალებას, რომ ცოტათი მაინც განიტვირთოს მოძრაობა.
gallery images

აიკრძალოს სუპერმარკეტებიდან და რესტორნებიდან ვარგისი საკვების გადაყრა

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სამწუხაროდ სოციალურად დაუცველია და საარსებო მინიმუმის დაბლა შემოსავლით ცხოვრობს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 451 538 სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირი ცხოვრობს. 13 872 საქართველოს მოქალაქე კი ამ სტატუსის მინიჭების მოლოდინშია. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში 465 410 მოქალაქე ძალიან ღარიბია და თავს სოციალური შემწეობებით ირჩენს. აპრილის მონაცემებით, 130 750 ოჯახი ოფიციალურად ფიქსირდება სოციალურად დაუცველთა ბაზაში!!! ბევრი ოჯახი იძულებულია იშიმშილოს, რათა სხვა მინიმალური საარსებო საჭიროებები დაიკმაყოფილოს.  http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=4&id_artc=47221დღევანდელი კანონმდებლობით მორჩენილი საკვები პირდაპირ უტილიზდება, რის შედეგადაც შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2018 წლის 1 იანვრიდან აპრილის ბოლომდე თბილისის მაღაზიებში 149 743.969 ლარის მზა საკვები განადგურდა, საქართველოს მასშტაბით კი 188 239.283 ლარის. რაც შეეხება 2017 წელს თბილისში მდებარე მაღაზიებმა 254 817.805 ლარის ღირებულების ჩამოწერილი მზა საკვები გაანადგურეს, საქართველოს მასშტაბით კი 483 822.6906 ლარის!!! http://batumelebi.netgazeti.ge/news/129773/საკვებად ვარგისი პროდუქტის დანაკარგი ევროკავშირის ქვეყნებში 50%-მდეა, იქნება ეს სახლებიდან, რესტორნის ქსელებიდან თუ სუპერმარკეტებიდან გადაყრილი პროდუქტი. ყოველწლიური საკვები დანაკარგი ერთ ადამიანზე დაახლოებით 179 კილოგრამია. მოცემული რეალობის შესაცვლელად ევროპის პარლამენტმა დასახა მიზანი, გაანახევროს საკვების დანაკარგი 2025 წლისთვის. ევროპის ქვეყნებში ცნობილი ჰიპერმარკეტების დიდი ნაწილი მზა საკვები პროდუქტების ვარგისობის ვადის გასვლამდე სპეციალურ ფასდაკლებებს აცხადებენ. ამ გზით მორჩენილ და ჯერ კიდევ ჯანსაღ პროდუქტს სოციალურად შეჭირვებული კლიენტი ყიდულობს და მაღაზიებსაც საკვების სანაგვე ურნებში ჩაყრა აღარ უწევთ. 2016 წელს საფრანგეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც კანონმდებლობით სუპერმარკეტებს საკვების გადაყრა აუკრძალეს. ჩვენც შეგვიძლია ამ მიმართულებებით დავნერგოთ მსგავსი პრაქტიკა და გავხდეთ მაგალითი და მისაბაძი სხვა ქვეყნებისთვისაც. მოვუწოდებთ სახელმწიფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიიღონ შესაბამისი კანონმდებლობა, რათა მსხვილი მაღაზიები ვალდებულნი გახდნენ, საქველმოქმედო ორგანიზაციებს; მოხუცთა თავშესაფრებს; ფერმერულ მეურნეობებს და ა.შ გადასცენ პროდუქტები, რომლებსაც ვარგისიანობის ვადა ეწურებათ ან ამოეწურათ, მაგრამ საკვებად სრულებით გამოდგება. ასევე რესტორნები, რომელთაც შეეძლებათ, შესაბამისი შემოწმების შემდეგ მორჩენილი გამზადებული ჯანსაღი საკვები თავშესაფრებს გაუნაწილონ. ან გადასცენ ფერმერებს ან ცხოველთა თავშესაფრებს ცხოველების გამოკვების მიზნით.ყველას მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ პეტიციას, რათა შევცვალოთ არსებული კვების პროდუქტების უტილიზაციის პრაქტიკა და შეცვლილი კანონმდებლობით ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ და დაუცველ თანამოქალაქეებზე და ამავე დროს გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტის რესურსებს და ადამიანის შრომას! 
gallery images

მსურს დავეხმარო

მინდა დავეხმარო მიუსაფარ ცხოველებს.
gallery images

აზარტული თამაშების პროპაგანდის აკრძალვა

საქართველოში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რიცხვი ყოველ დღე იზრდება. ეს ბევრის აზრით განპირობებულია სამუშაო ადგილების არარსებობით, თუმცა ამ ყოველივეს ხელს უწყობს  სხვადასხვა საშუალებებით სისტემატური პიარი.სამწუხაროდ, რეკლამების ადრესატი არ არის მხოლოდ სრულწლოვანი მოსახლეობა. მოზარდები, ინტერესდებიან და ერთვებიან სხვადასხვა თამაშებში, რაც საბოლოოდ მათ დამოკიდებულს ხდის მათზე. შედეგად კი ვიღებთ ახალგაზრდობას, რომელსაც არ სურს შრომა, რადგან შეუძლია მოიძიოს “მარტივი ფული” .დაუშვებელია, მოზარდთა ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებისას გარე სამყარომ ხელი შეუწყოს არასწორი გზით მათ განვითარებას. აზარტული თამაშების პიარს შეხვდებით ქუჩაში, ნახავთ რეკლამებს სატელევიზიო სივრცეში მოზარდთათვის ყურებად საათებში, მაშინაც კი, როდესაც ანიმაციურ ფილმს უყურებენ სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე და მაშინაც, როდესაც მშობელი საკომუნიკაციოდ მობილურ ტელეფონს აძლევს ბავშვს, სადაც ხშირად იგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინენები - როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ გარკვეულ საიტებზე, როგორ გავაკეთოთ ფსონები და მოვიგოთ ფული - შემდეგ კი ბევრ გაუბედურებულ ახალგაზრდასა და ოჯახებს ვიღებთ.სამწუხაროა, მაგრამ რეალობა ისიც, რომ ჩვენი ემიგრანტების მიერ, შვილებისთვის გამოგზავნილი ფულის უმეტესობა თამაშში იხარჯება და ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა საკუთარი თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი.იქნებ, ერთად შევძლოთ და წვლილი შევიტანოთ ახალგაზრდობისათვის სწორი მიმართულების მიცემაში. ყველას არ აქვს საშუალება მიიღოს განათლება, ყველა ვერ აირჩევს სწორ გზას, თუმცა შეგვიძლია ერთად შევზღუდოთ აზარტული თამაშების პიარი ისეთ გარემოში სადაც ბავშვი შეძლებს აღნიშნულის მიმართ ინტერესის გამოჩენას.ერთად შევზღუდოთ სათამაშო ბიზნესის რეკლამირება და პროპაგანდა !!!    
gallery images

მოვითხოვთ გიორგი გაბუნიამ დატოვოს ტელევიზია

გიორგი გაბუნია, ჟურნალისტი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე.მოვითხოვთ გაბუნიამ დატოვოს ტელევიზია, რაც შეამსუბუქებს ქართველ ადამიანებზე ეროვნული და სულიერი ღირებულებების შეურაცყოფას, უზნეობის და სულიერი სიბილწის პროპაგანდა ბევრად ნაკლები იქნება ქვეყანაში.მოაწერეთ ხელი პეტიციას!ჩვენს ღირებულებებს ტელევიზიით არ უნდა გვინადგურებდნენ და არ უნდა ხდებოდნენ ამით პოპულარულები!