add one
gallery images

ოთო აბესაძისათვის

უკიდურესად შეშფოთებული ვართ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელიც დამძიმდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში. მიგვაჩნია, რომ ოთარ აბესაძემისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს საზოგადოებისათვის საშიშპიროვნებას, არ შეუძლია ზიანი მიაყენოს საზოგადოებას და ზეწოლა მოახდინოს მოწმეებზე.ვთვლით, რომ ყველაზე მთავარია ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობისგაუმჯობესება და სიცოცხლის გაფრთხილება, რაც ცივილური სახელმწიფოს უპირველესფასეულობას წარმოადგენს. გვჯერა, რომ საქართველო, როგორც ევროპული სახელმწიფო,ორიენტირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, როგორც უზენაესიფასეულობის დაცვაზე.        აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით,  ვითხოვთ მის გირაოთი განთავისუფლებას.
gallery images

ცალკე აღირიცხოს მოქალაქის მხრიდან არჩევნების ბოიკოტი და შეფასდეს - როგორც მოქალაქეობრივი პოზიცია!

მთავრობა, მედია, არასამთავრობოები, ცნობადი სახეები ყოველ არჩევნებზე მოსახლეობაზე ზეწოლას ახდენენ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოწოდების მხრივ.პარალელურად ხდება გარიყვა იმ ხალხისა, ვინც არჩევნებზე პრინციპულად არ მიდის - თითქოსდა ეს მათი კონსტიტუციური უფლება არ იყოს.თითქოსდა პარტიული მუშაკების მიერ სხვადასხვა სხდომების ბოიკოტირება მოქალაქეობრივი პოზიციაა და ჩვეულებრივ ხალხს ამგვარი ბოიკოტის შნო არა აქვს.არადა სავსებით ბუნებრივია, რომ კეთილსინდისიერ მოქალაქეთა დიდი ნაწილისათვის ღირსებაშემლახავია ამ რეკლამის, ფულის, არაკვალიფიციური ცნობადი სახეების და  შეუმოწმებელი დაპირებების შეჯიბრში მონაწილეობის მიღება.ზოგადად არჩევნების ბოიკოტის ზნეობრივი პოზიცია (არჩევნებზე არმისვლა) განსხვავდება არჩევნების სუბიექტების ბოიკოტირებისგან („მიდი მაინც და ყველა გადახაზე, რომ ხმა არ დაკარგო“). არჩევნებისადმი უნდობლობა მოსახლეობის დიდი (თუ არა - უდიდესი) ნაწილის მხრიდან ფაქტია, მაგრამ პარტიული (ამ დრომოჭმული სტრუქტურის დიქტატორული) მმართველობა შეგნებულად არ ახდენს ამ ბოიკოტის ობიექტივაციას.არჩევნებზე არმისული ხალხი თითქოსდა არ არსებობს, მას არავინ ეკითხება თუნდაც იმ მიზეზებს, თუ რატომ არ/ვერ მივიდა არჩევნებზე. მოვა შემდეგი არჩევნები და რეკლამა და  დაპირებების ჩიჩინი თავისას იზამს - რაღაც მინიმუმი კვლავ ლოიალური იქნება პარტიული არჩევნებისადმი.ამიტომ მოვითხოვთ, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებიც თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიციის გამო ამბობენ უარს არჩევნებზე (და არა - სიზარმაცის, ავადმყოფობის, სხვაგან ყოფნის და ა.შ. გამო) მიეცეთ შესაძლებლობა, მკაფიოდ დააფიქსირონ თავიანთი ეს პოზიცია - საარჩევნო უბნებში ცალკე ადგილზე და ელექტრონულად, ან სხვა რომელიმე მეთოდით, რომლის შემუშავება სირთულეს არ წარმოადგენს.პარტიულო ხელმძღვანელობავ! ეს თქვენი პირდაპირი ვალია - თქვენს მოქალაქეებზე და მათი გამოხატვის უფლებებზე ზრუნვა! დამატებით გთავაზობთ წინა არჩევნების ნამდვილ შედეგებს:მერის არჩევნები:არჩევნებზე არმისულები - 44.35%კახი კალაძე - 22.68%ალეკო ელისაშვილი - 7.76%ზაალ უდუმაშვილი - 7.33%ელენე ხოშტარია - 3.13%ირმა ნადირაძე - 1.33%პარტიები:არჩევნებზე არმისულები - 44.35%ქართული ოცნება - 23.51%ნაციონალური მოძრაობა - 7.82%ევროპული საქართველო - 4.08%პატრიოტთა ალიანსი - 2.49%ლეიბორისტული პარტია - 1.73%ასე, რომ წინა არჩევნებში კვლავ გაიმარჯვა ამ არჩევნების ბოიკოტის პარტიამ!
gallery images

პატარა საქართველო

მოგესალმებით,მსურს თქვენი დახმარებით ხმა მივაწვდინო მათ,ვისაც ეხება ამ პროცესის რეგულაცია,საქმე ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეების (უმეტესად აზიური ქვეყნებიდან)აქტიურ ჩამოსახლებას საქართველოში,ისინი მარტივი სვლებით იღებენ საქართველოს მოქალაქეობას და ამის შედეგად ვიღებთ მამრობით აფროამერიკელ-რაჭველ მაისურაძეს,ბორჯომელ-ჩინელ გელაშვილს და ა.შ.მოვითხოვოთ გართულდეს საქართველოს მოქალაქეობის მიღების და გვარების შეცვლის პროცედურა უცხო ეროვნების ადამიანებისთვის...(აქვე დავაკონკრეტებ,რომ დაჩქარებული წესით მოქალაქეობის მისაღებად საჭიროა 2წლის განმავლობაში პირი ცხოვრობდეს საქართველოში,იყოს ქართველზე დაქორწინებული და ჩააბაროს გამოცდა ქართულ ენასა და ისტორიაში.)ჩვენ ნამდვილად ვართ სტუმართმოყვარე ერი და ჩვენს ქვეყანაში სტუმრობას აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები.
gallery images

ვითხოვთ საქართველოს პასპორტის ხარისხის გაუმჯობესებას

ჩვენ, ამ პეტიციის ხელმომწერნი, ვითხოვთ საქართველოს მოქალაქის პასპორტის ბუკლეტის ამჟამინდელი ხარისხის გაუმჯობესებას. დანიშნულებისამებრ მისი ხშირი მოხმარებისას სწრაფად ვლინდება ცვეთისა და დაზიანებების ნიშნები, რაც იწვევს პასპორტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე შეცვლის საჭიროებას და დაკავშირებულია ზედმეტ ხარჯებთან.კერძოდ, ვითხოვთ:1.      გაუმჯობესდეს ფოტოსურათიანი გვერდი, სადაც მითითებულია მფლობელის მონაცემები (აეროპორტების/სასაზღვრო პუნქტების ელექტრონულ სკანერებში ხშირი გატარების შედეგად იხევა კოდიანი ნაწილი, ხოლო ოდნავ ნოტიო თითით უკანა მხრიდან შეხება იწვევს ფოტოსურათის დაზიანებას)2.      მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ყდაზე დატანილი საღებავის ხარისხი (პასპორტის რამდენიმეთვიანი ხშირი მოხმარებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ეროვნული სიმბოლიკა/ქვეყნის სახელი ყდაზე აღარ იკითხებოდეს. ვინაიდან პასპორტის მუდმივი თან ქონა საზღვარგარეთ სავალდებულოა, გათვალისწინებული უნდა იყოს ჯიბით მისი ხშირი ტარების აუცილებლობა და ამასთან დაკავშირებული ცვეთა).3.      სერიოზულად გაუმჯობესდეს ყდის ბმა პასპორტის ბუკლეტის გვერდებთან (პასპორტის ყდის გადაკეცვა იწვევს პასპორტის მტვრევას [ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით], რაც ხშირ შემთხვევაში ხორციელდება არა მფლობელის, არამედ საკონსულოების/აეროპორტების თანამშრომლებისა და სხვა მესამე პირების მიერ).გთხოვთ, გაეცნოთ დართულ ფოტოებს, რომლებზეც ზემოაღნიშნული ნათლად ჩანს და უახლოეს მომავალში მიიღოთ ზომები საქართველოს მოქალაქის პასპორტის ამჟამინდელი ხარისხის გასაუმჯობესებლად
gallery images

ემიგრანტების პეტიცია ხელისუფლებას !

საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას,ჩვენ, საქართველოდან ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეები, გატყობინებთ, რომ აქამდე არ ვფლობდით ინფორმაციას ,,საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის'' არსებობის შესახებ, რომელიც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოქმედებს 2015 წლიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება პროგრამის დაფინანსება. ოფიციალური ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ პროგრამის ფარგლებში 2017 წელს დაფინანსებულ იქნა 6 არასამთავრობო ორგანიზაცია და პროგრამის დაფინანსება შეადგენს 590 000 ლარს. იქედან გამომდინარე, რომ არც ერთ ჩვენგანს აქამდე არ ჰქონდა ინფორმაცია პროგრამის ფუნქციონირების შესახებ, უფრო მეტიც, არც ერთ ჩვენგანს და ჩვენს ნაცნობ ემიგრანტს არ უსარგებლია ამ პროგრამით, მოგმართავთ, რათა შესწავლილ იქნას ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამის არსებობის მიზნობრიობა, ეფექტურობა და უკვე დახარჯული თანხებით გაწეული სერვისების მონიტორინგი, თუ ასეთი სერვისები რეალურად არსებობს.პროგრამა ითვალისწინებს ქვეყანაში დაბრუნებული ემიგრანტისთვის 4 დღის ვადით საცხოვრებელი ფართის დაქირავებას, თუმცა გაუგებარია, რამდენად რეალისტურია ამ კომპონენტით მიგრანტის რეინტეგრაცია სამშობლოსთან. ასევე გაუგებარია, საყოველთაო დაზღვევის და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის საბუჯეტო პროგრამის ფარგლებში, რა საჭიროებას წარმოადგენს დაბრუნებული თანამემამულეებისთვის სამედიცინო სერვისების დაფინანსება.ბევრი რამ იწვევს კითხვის ნიშანს, მათ შორის გაუგებარია გრანტით დაფინანსებული ორგანიზაციების კვალიფიკაცია და საიმედოობა, როცა მათი უმრავლესობის  შესახებ ინფორმაციებს ელემენტარულად არ გვაწვდის საძიებო სისტემა GOOGLE და  ამ ორგანიზაციებს ელემენტარული საკომუნიკაციო საშუალებები არ გააჩნიათ (ვებ. გვერდი და სხვა).მოგმართავთ, გადახედილ იქნას წინამდებარე საკითხი, შესწავლილ იქნას საბიუჯეტო თანხების ხარჯვის კანონიერების საკითხი და მოგიწოდებთ და გთხოვთ, მომავალში, ინფორმაცია და ნებისმიერი პროგრამა, რომელიც გვეხება ჩვენ, საქართველოდან ემიგრაციაში მყოფ მოქალაქებს მოგვეწოდოს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და სოციალური ქსელების საშუალებით. პატივისცემით,საქართველოდან ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეები. 
gallery images

შეიცვალოს ქართული ენის კანონი

საქართველოში არაქართულად წარმოდგენილი წინასაარჩევნო პლაკატების ფოტოების გამოქვეყნებასთან ერთად, ჩვენ დავდეთ პირობა, რომ იმ დღიდანვე მოვკიდებდით ხელს მსგავსი ფაქტების აღკვეთას. მსგავსი გამოვლინებების წინააღმდეგ სირბილი ვერაფერს შეცვლის, ხოლო ამ საკითხით სპეკულირება ერის მოტყუებაა.საქართველოს სახელმწიფო ენის შესახებ კანონის VII თავის მიხედვით: „საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის, სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი სახელმწიფო ენაზე სრულდება. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება მიეთითოს არასახელმწიფო ენაზეც, ხოლო იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ – აგრეთვე ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე.“(მუხ. 24). „ საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი წარწერის სახელმწიფო ენაზე წარმოდგენა სავალდებულოა.“ (მუხ. 25) - რაც ნათლად მიგვანიშნებს, რომ თუ ინფორმაცია არ არის საჯარო, ანუ მაგ: განკუთვნილია კონკრეტული საზოგადოებისათვის, მათ აქვთ უფლება შეადგინონ ნებისმიერი წარწერა მხოლოდ თავისთვის და მეტიც: ასეთი ინფორმაცია "საჭიროების" სტატუსითაც კი სარგებლობს. ამგვარი განსაზღვრება, ცხადია, ნებისმიერ ქართულენოვან მოქალაქეს გაურკვევლობაში აგდებს და უჭრის გზას იცოდეს, თუ რა ხდება მის ქვეყანაში, მის სამშობლოში, მის ქალაქში. სწორედ ამიტომ, "კავკასმა" მოამზადა პეტიცია:ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს ენის კანონის მერვე თავის ოცდამეოთხე მუხლში შევიდეს ცვლილება: ნებისმიერი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის თუ სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი შესრულდეს ორ (მოთხოვნად და ქართულ) ენაზე, ხოლო 25/ 1 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: "ნებისმიერი სახის საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი წარწერის სახელმწიფო ენაზე წარმოდგენა სავალდებულოა, გამონაკლის შემთხვევებში კი ორ (მოთხოვნად და სახელმწიფო) ენაზე."ხელმოწერაზე დანახარჯი სულ რაღაც 30 წამით, თქვენ აწერთ ხელს იმაზე, რომ გსურთ იცოდეთ ის, რასაც ჩვეულებრივ უცხო სიტყვებით გვიმალავენ. 
gallery images

მთიანი რეგიონების განვითარებისთვის

კაცობრიობის ისტორიაში უკვე 200 ათას ეთნოსზე მეტია გამქრალი, დღეს კი შემორჩენილია 6000-ზე მეტი. 21-ე საუკუნის ბოლოს კიდევ 3500 მათგანი შეუერთდება გამქრალთა რიგებს. საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 50 000 კაცით მეტი კვდება, ვიდრე იბადება. მოსახლეობა - უმეტესად კი ახალგაზრდობა გადის უცხოეთში და სამუდამოდ ტოვებს ქვეყანას. ეს კატასტროფაა! გაერომ ქართველი მომაკვდავი ეთნოსების, ხოლო ქართული ენა - მომაკვდავი ენების სიაში შეიყვანა. დარწმუნებული ვარ, ეს გააკეთეს კარგი გამომთვლელი სისტემებით (დახვეწილი უახლესი ტექნიკით) აღჭურვილმა უმაღლესმა სპეციალისტებმა. მათი გამოთვლებით სულ რაღაც 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა დაიკლებს 28%-ით. ხოლო, ამავე გამოთვლებით, ეთნიკური ქართველები ზუსტად განახევრდება - დაიკლებს 50%-ით.ეთნოსის გადარჩენის და პრეზერვაციის საუკეთესო საშუალებაა მთა.თუ გვინდა გადარჩენა, უნდა შევავსოთ და განვავითაროთ საქართველოს მთა ქართული მრალავალშვილიანი მოსახლეობით. როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ხალხი ისტორიულ თუშეთში, ხევში, ფშავში, ხევსურეთში, რაჭაში, სვანეთში? საჭიროა ამ რეგიონების განვითარებისთვის, იქ კერძო ბიზნეს პროექტების დაფინანსებისთვის და ინფრასტრუქტურის სრულად გამართვისთვის სახელმწიფომ მოიძიოს თანხები და ბიუჯეტიდან მეტი ფული გამოიყოს. ცხადია, ეს თანხა ვერ მოაკლდება ისეთ სფეროებს, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, სამხედრო სფერო და ა.შ. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ მთავრობის მიერ უამრავი მიმართულებით იხარჯება შეუფერებლად დიდი თანხები. ერთ - ერთი მათგანია საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველწლიური დაფინანსება 50 მილიონი ლარის ოდენობით, თუმცა არხს მაღალი რეიტინგიც არ აქვს.გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება ჩვენს მდგომარებაში მყოფი ერი ასე გაუაზრებლად ხარჯავდეს ამხელა თანხებს. ამიტომ, გვინდა მივმართოთ ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას - ვინც იაზრებთ მდგომარეობის სირთულეს და ქართული მთის რეგიონების განვითარების, იქ ახალგაზრდობის დარჩენის და მათთვის კერძო ბიზნესის აწყობასა და წარმოებაში ხელშეწყობის, გაზიფიკაციის, გზების დაგების და ინტერნეტიზაციის აუცილებლობას, რომ არ დაიცალოს ქართული მთა და არ მოხდეს ქართული ეთნოსის განადგურების საფრთხის წინაშე დაყენება, მოაწერეთ ხელი ამ პეტიციას, რათა შეუწყდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება საზოგადოებრივ მაუწყებელს, გადაიქცეს ის ჩვეულებრივ ტელევიზიად, გამოთავისუფლებულ ოქნას ის 50 მილიონი ლარი და მოხმარდეს საქართველოს მთის განვითარებისთვის საჭირო პროექტების განხორციელებას. (ასეთმა მოთხოვნამ უკვე არაერთხელ გაიჟღერა სხვა და სხვა სოც. სივრცეში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პროექტი "გააგრძელე საქართველოს ისტორია" დაიხურა.) 
gallery images

ჩემი მხარდაჭერა თამაზ მეჭიაურს

შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, თიანეთის მერობის კანდადატს თამაზ მეჭიაურს მიღებული აქვს ამომრჩევლეთა ხმების 49.97% (3077 ხმა), ხოლო “ქართული ოცნების“ კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს - 50.03% (3081 ხმა), რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება თავად "დამარცხებული" კანდიდატი და ძალიან ბევრი ადამიანი. გადაიხედოს არჩევნების შედეგები, ხელახლა გადაითვალოს ხმები და გაიმარჯვოს იმან, ვინც მართლა გაიმარჯვა
gallery images

არჩევნებში ძალადობის და დისკრიმინაციის დაუშვებლობის მანიფესტი

ქვეყანის დემოკრატიის განვითარების  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნების ჩატარებაა. არჩევნები სამართლიანი ვერ იქნება თუ საზოგადოების ყველა სოციალურ ჯგუფს არ მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა.წინასაარჩევნო კამპანიის დროს  მნიშვნელოვანია კანდიდატების და განსაკუთრებით ქალი კანდიდატების მიმართ არ მოხდეს რაიმე ტიპის დისკრიმინაცია, საარჩევნო უფლებების შეზღუდვა, სიძულვილის ან დისკრიმინაციული ენის გამოყენება.არადისკრიმინაციულ და არაძალადობრივ გარემოში საარჩევნო აგიტაციის წარმართვის უფლება ორივე სქესისათვის გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით. სახელმწიფო და არჩევნებში ჩართული ყველა მხარე ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული უფლების პრაქტიკაში რეალიზება.„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ მოუწოდებს:ყველა პოლიტიკურ ძალას და საარჩევნო სუბიექტს, ხელისუფლებას, საკრებულოს წევრობის და მერობის კანდიდატებს, მოსახლეობას და მედიის წარმომადგენლებს,2017    წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დროს არ მოხდეს: საარჩევნო კამპანიის წარმართვა ძალადობრივ გარემოში; სქესის ნიშნით ან სხვა რაიმე ტიპის დისკრიმინაცია და  უფლებების შელახვა;კანდიდატების მიმართ ძალადობა ან საარჩევნო კამპანიის წარმართვაში ხელის შეშლა;ამომრჩეველი ქალების მიმართ არჩევნებში მონაწილეობაში ხელის შეშლა; არჩევანის გაკეთების დროს იძულება ან რაიმე ტიპის სხვა საარჩევნო ძალადობა;საჯარო გამოსვლებსა თუ მედია საშუალებებში დისკრიმინაციული გამონათქვამების და სექსისტური  ენის გამოყენება. „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ წინასაარჩევნო პერიოდში განახორციელებს მონიტორინგს და ყველა მსგავსი ტიპის ქმედებაზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას და  ყველა შემთხვევას გამოიტანს საჯაროდ განსახილველად.ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს, კანდიდატს, ორგანიზაციას, ფიზიკურ პირს  შეუძლია საკუთარი ხელმოწერით დაადასტუროს მანიფესტში მოცემული პრინციპების მხარდაჭერა.​
gallery images

საქართველომ შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების ტაობაზე

უკვე ძალიან დიდი ხნის წინ გააჟღერა საქართველომ ევროკავშირში გაჭევრიანების სურვილი. თუმცა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნის თაობაზე ჯერაც არაა შეტანილი. მოვითხოვთ, რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში იქნეს შეტანილი განაცხადი. 
gallery images

მოხდეს რეაგირება ინტერნეტ სივრცეში (Facebook) ქართული ლოკაციების თურქეთის საკუთრებად ჩვენებაზე

მოხდეს რეაგირება, გადაეგზავნოს შესაბამის ორგანოებს მოთხოვნა მითითებული მექანიკური ან/და გამიზნული შეცდომის აღმოსაფხვრელად. როგორიცაა https://www.facebook.com/places/Things-to-do-in-Kobuleti/106046019436117/ - ქობულეთის ჩვენება როგორც თურქეთის ერთერთი პროვინციის შემადგენელი ნაწილი. ასევე გადამოწმდეს და შესწორებულ იქნეს სხვა მსგავსი ფაქტები.
gallery images

ლუსტრაციის კანონის მიღება

მრავალი წლის განმავლობაში, ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკით დაინტერესებული პიროვნებები ხშირად ბრალს სდებდნენ ერთმენეთს, საქართველოს საზიანოდ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაში.ასევე ადგილი ჰქონდა და დღესაც აქვს ბევრ დაუსაბუთებელ ცილისწამებას. რუსეთთან არსებული ნახევრად-საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მოსახელობისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, თუ ვინ იყვნენ „КГБ”-ს აგენტურულ ქსელში ჩართული მოქალაქეები, ვინაიდან არსებობს ეჭვი, რომ ისინი დღესაც აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას საქართველოს ინტერსების საზიანოდ. არსებული მდგომარების გათვალისწინებით საქართველოს მოქალაქეებს მოგიწოდებთ მოვითხოვოთ ლუსტრაციის კანონის მიღება.
gallery images

"მცოცავი ოკუპაციის" პერიმეტრზე დადგნენ ქართველი მესაზღვრეები, თუნდაც მოხალისე, და თუნდაც უიარაღოდ

მოვითხოვთ დადგნენ ქართველი მესაზღვრეები "მცოცავი ოკუპაციის" ზოლთან. ამ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება საზღვრის გადმოწევა "ჩუმად", ღამით, და მოწინააღმდეგე მხარეს მოუწევს პროცესის შეჩერება, ან ძალადობრივი მეთოდის გამოყენება, რაც უკვე სრული სამხედრო ინტერვენციის ფორმას შეიძენს (და უდიდესი ალბათობით არ განხორციელდება მათი მხრიდან, ან იქნება შესაბამისად რეაგირებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ).შესაძლო პროვოკაციების ასარიდებლად რამდენიმე სტრატეგიის გამოყენება შეიძლება:შეგვიძლია მესაზღვრეები დავაყენოთ იარაღის გარეშე. ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეს მოუწევს ფიზიკური ძალადობა შეუიარაღებელ ქართველებზე, და ინციდენტის შემთხვევაში ვერავინ დაგვაბრალებს რომ "პირველი ქართველებმა გაისროლეს".შეგვიძლია განვათავსოთ საერთაშიროსო დამკვირვებლებისთვის რამდენიმე ჯიხური, რაც მათ სრულ ჩართულობას და ინფორმირებულობას უზრუნველყოფს.საკმარისი მესაზღვრეების რაოდენობის მისაღწევად შეგვიძლია გამოვიყენოთ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული კადრები (ნაცვლად ობიექტებზე დარაჯად მორიგეობისა).შეგვიძლია უზრუნველვყოთ მოხალისეთა ორგანიზება, რათა მოხალისეებმა საკუთარი სურვილისამებრ შეძლონ წელიწადში რამდენიმე დღის გატარება საზღვარზე. ამ შემთხვევაში შევძლებთ სრულად დავფაროთ საზღვარი, რა სიგრძეც არ უნდა იყოს.ნებისმიერ შემთხვევაში, საზღვარი რომელსაც არავინ იცავს, უმარტივესი "გადასაწევია", და არ იპყრობს საერთაშორისო საზოგადოების ჯეროვან ყურადღებას, სამწუხაროდ. ხოლო უიარაღო, ასობით ან ათასობით მშვიდობიანი მესაზღვრის ძალისმიერი მეთოდებით გამოყრა, უკვე სამხედრო ოპერაციაა, რომელსაც დიდი ალბათობით ვერც გაბედავს მომხვდური, და თუ გაბედავს - გაცილებით მეტად შევძლებთ დასავლეთის ყურადღების მიპყრობას პრობლემის მიმართ.
gallery images

აიკრძალოს ორგანიზაცია გირჩი!

მიმდინარე წლის 9 ივლისს ორგანიზაცია “გირჩმა” გაავრცელა მისი ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ვიდეო მიმართვა, რომელიც შეიცავს სოციალური და ეროვნულ-ეთნიკური დისკრიმინაციის და შევიწროების ნიშნებს. კერძოდ, ვიდეო მიმართვაში საუბარია, რომ გლეხობა, გლეხი და საგლეხო მეურნეობა უნდა იქცეს სამარცხვინო და “გასატეხ” მოვლენად საქართველოში, ხოლო ეკონომიკური კეთილდღეობისთვის საჭიროა საქართველოში ქართველობა იქცეს ეროვნულ და ეთნიკურ უმცირესობად. აღნიშნული განცხადება პირდაპირ წარმოადგენს პროპაგანდას და მოწოდებას ადამიანების დისკრიმინაციისა და შევიწროებისკენ მათი სოციალური მდგომარეობის და ეროვნულ-ეთნიკური კუთვნილების ნიშნით. აღნიშნული განცხადებები, რომლებიც წარმოადგენს “გირჩის” იდეოლოგიურ ხაზს და ნიშანსვეტს, შეიცავს ქართველი ავტოქტონი ეთნოსის მიზანმიმართული დისკრიმინაციის და ეთნიკური წმენდის, ქვეყანაში დემოგრაფიული ბალანსის ხელოვნური შეცვლის და ქართველი ერის შევიწროების შემცველ მოწოდებებს და იდეებს, რაც არის დასჯადი ქმედება!  ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე მიგვაჩნია, რომ ორგანიზაცია “გირჩი” ეწევა მიზანმიმართულ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ მოღვაწეობას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას! ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოვითხოვოთ, რომ ორგანიზაცია “გირჩი” აიკრძალოს, ხოლო ზემოხსენებული განცხადებების გამავრცელებლის მიმართ ამოქმედდეს შესაბამისი სამართლებრივი ბერკეტები!
gallery images

რუსმა ტურისტებმა ქვეყანაში შემოსვლისას ხელის მოწერით აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

ოკუპანტი, აგრესორი ქვეყნიდან ტურისტების უვიზოდ მიღება საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა. ამის გამართლება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავმიჯნავთ რუსეთს - როგორც აგრესორ სახელმწიფოს, და რუსეთიდან შემოსულ ტურისტს - როგორც ამ აგრესორი სახელმწიფოს პოლიტიკის მსხვერპლს და არა - მიმდევარს.შესაბამისად, ლოგიკურია მოვითხოვოთ მათგან ამის ფორმალური დადასტურება ჩვენი საზღვრის გადმოკვეთის დროს - იმის აღიარება, რომ ისინი არ იზიარებენ რუსეთის სახელმწიფოს ოფიციალურ, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელ პოზიციას.ტექსტი შეიძლება იყოს მიახლოები ასეთი:"ვკვეთავ რა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს საკუთარი სურვილით, ვიზიარებ მასპინძელი ქვეყნის საზღვრების დეფინიციას, კერძოდ, ვაფიქსირებ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო მიმაჩნია საქართველოს შემადგენელ ნაწილად".ამ ხელმოწერებს არ ექნება რაიმე იურიდიული ძალა, თუმც იგი იქნება ნათელი მესიჯი ყველასათვის, რომ რუსი ტურისტების შემოშვებით საკუთარ პრინციპებს არ ვღალატობთ, და ტურისტებად ვუშვებთ ხალხს, რომელიც არ იზიარებს აგრესორი ქვეყნის მტრულ იდეოლოგიას. ტურისტები რომლებიც არ დააფიქსირებენ თავიან ხელმოწერას, გაბრუნდებიან საზღვრიდან უკან.აღნიშნული მექანიზმი შეიძლება დარეგულირდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არსებული კანონის ფარგლებში.