add one
gallery images

"მცოცავი ოკუპაციის" პერიმეტრზე დადგნენ ქართველი მესაზღვრეები, თუნდაც მოხალისე, და თუნდაც უიარაღოდ

მოვითხოვთ დადგნენ ქართველი მესაზღვრეები "მცოცავი ოკუპაციის" ზოლთან. ამ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება საზღვრის გადმოწევა "ჩუმად", ღამით, და მოწინააღმდეგე მხარეს მოუწევს პროცესის შეჩერება, ან ძალადობრივი მეთოდის გამოყენება, რაც უკვე სრული სამხედრო ინტერვენციის ფორმას შეიძენს (და უდიდესი ალბათობით არ განხორციელდება მათი მხრიდან, ან იქნება შესაბამისად რეაგირებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ).შესაძლო პროვოკაციების ასარიდებლად რამდენიმე სტრატეგიის გამოყენება შეიძლება:შეგვიძლია მესაზღვრეები დავაყენოთ იარაღის გარეშე. ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეს მოუწევს ფიზიკური ძალადობა შეუიარაღებელ ქართველებზე, და ინციდენტის შემთხვევაში ვერავინ დაგვაბრალებს რომ "პირველი ქართველებმა გაისროლეს".შეგვიძლია განვათავსოთ საერთაშიროსო დამკვირვებლებისთვის რამდენიმე ჯიხური, რაც მათ სრულ ჩართულობას და ინფორმირებულობას უზრუნველყოფს.საკმარისი მესაზღვრეების რაოდენობის მისაღწევად შეგვიძლია გამოვიყენოთ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული კადრები (ნაცვლად ობიექტებზე დარაჯად მორიგეობისა).შეგვიძლია უზრუნველვყოთ მოხალისეთა ორგანიზება, რათა მოხალისეებმა საკუთარი სურვილისამებრ შეძლონ წელიწადში რამდენიმე დღის გატარება საზღვარზე. ამ შემთხვევაში შევძლებთ სრულად დავფაროთ საზღვარი, რა სიგრძეც არ უნდა იყოს.ნებისმიერ შემთხვევაში, საზღვარი რომელსაც არავინ იცავს, უმარტივესი "გადასაწევია", და არ იპყრობს საერთაშორისო საზოგადოების ჯეროვან ყურადღებას, სამწუხაროდ. ხოლო უიარაღო, ასობით ან ათასობით მშვიდობიანი მესაზღვრის ძალისმიერი მეთოდებით გამოყრა, უკვე სამხედრო ოპერაციაა, რომელსაც დიდი ალბათობით ვერც გაბედავს მომხვდური, და თუ გაბედავს - გაცილებით მეტად შევძლებთ დასავლეთის ყურადღების მიპყრობას პრობლემის მიმართ.
gallery images

აიკრძალოს ორგანიზაცია გირჩი!

მიმდინარე წლის 9 ივლისს ორგანიზაცია “გირჩმა” გაავრცელა მისი ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ვიდეო მიმართვა, რომელიც შეიცავს სოციალური და ეროვნულ-ეთნიკური დისკრიმინაციის და შევიწროების ნიშნებს. კერძოდ, ვიდეო მიმართვაში საუბარია, რომ გლეხობა, გლეხი და საგლეხო მეურნეობა უნდა იქცეს სამარცხვინო და “გასატეხ” მოვლენად საქართველოში, ხოლო ეკონომიკური კეთილდღეობისთვის საჭიროა საქართველოში ქართველობა იქცეს ეროვნულ და ეთნიკურ უმცირესობად. აღნიშნული განცხადება პირდაპირ წარმოადგენს პროპაგანდას და მოწოდებას ადამიანების დისკრიმინაციისა და შევიწროებისკენ მათი სოციალური მდგომარეობის და ეროვნულ-ეთნიკური კუთვნილების ნიშნით. აღნიშნული განცხადებები, რომლებიც წარმოადგენს “გირჩის” იდეოლოგიურ ხაზს და ნიშანსვეტს, შეიცავს ქართველი ავტოქტონი ეთნოსის მიზანმიმართული დისკრიმინაციის და ეთნიკური წმენდის, ქვეყანაში დემოგრაფიული ბალანსის ხელოვნური შეცვლის და ქართველი ერის შევიწროების შემცველ მოწოდებებს და იდეებს, რაც არის დასჯადი ქმედება!  ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე მიგვაჩნია, რომ ორგანიზაცია “გირჩი” ეწევა მიზანმიმართულ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ მოღვაწეობას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას! ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოვითხოვოთ, რომ ორგანიზაცია “გირჩი” აიკრძალოს, ხოლო ზემოხსენებული განცხადებების გამავრცელებლის მიმართ ამოქმედდეს შესაბამისი სამართლებრივი ბერკეტები!
gallery images

რუსმა ტურისტებმა ქვეყანაში შემოსვლისას ხელის მოწერით აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

ოკუპანტი, აგრესორი ქვეყნიდან ტურისტების უვიზოდ მიღება საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა. ამის გამართლება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავმიჯნავთ რუსეთს - როგორც აგრესორ სახელმწიფოს, და რუსეთიდან შემოსულ ტურისტს - როგორც ამ აგრესორი სახელმწიფოს პოლიტიკის მსხვერპლს და არა - მიმდევარს.შესაბამისად, ლოგიკურია მოვითხოვოთ მათგან ამის ფორმალური დადასტურება ჩვენი საზღვრის გადმოკვეთის დროს - იმის აღიარება, რომ ისინი არ იზიარებენ რუსეთის სახელმწიფოს ოფიციალურ, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელ პოზიციას.ტექსტი შეიძლება იყოს მიახლოები ასეთი:"ვკვეთავ რა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს საკუთარი სურვილით, ვიზიარებ მასპინძელი ქვეყნის საზღვრების დეფინიციას, კერძოდ, ვაფიქსირებ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო მიმაჩნია საქართველოს შემადგენელ ნაწილად".ამ ხელმოწერებს არ ექნება რაიმე იურიდიული ძალა, თუმც იგი იქნება ნათელი მესიჯი ყველასათვის, რომ რუსი ტურისტების შემოშვებით საკუთარ პრინციპებს არ ვღალატობთ, და ტურისტებად ვუშვებთ ხალხს, რომელიც არ იზიარებს აგრესორი ქვეყნის მტრულ იდეოლოგიას. ტურისტები რომლებიც არ დააფიქსირებენ თავიან ხელმოწერას, გაბრუნდებიან საზღვრიდან უკან.აღნიშნული მექანიზმი შეიძლება დარეგულირდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არსებული კანონის ფარგლებში.
gallery images

მოვითხოვთ სათანადო ქმედით რეაგირებას მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ! არა ოკუპაციას!

ქართველი მწერლების მიმართვა საქართველოს მთავრობას, მსოფლიოს თავისუფალ საზოგადოებას,  საერთაშორისო პენ-ცენტს, ყველა მწერალსსაქართველო თავისუფალი ქვეყანაა. თავისუფლება მეზობელ იმპერიებთან მრავალსაუკუნოვან დაუღალავალ ბრძოლაში მოიპოვა და სხვა ქვეყნებსაც  არაერთხელ აჩვენა თავგანწირული ბრძოლის მაგალითი.რუსეთ–საქართველოს 1990–1992 წლების სამაჩაბლოს (ცხინვალის რეგიონის), ხოლო 1992–1993 წლების აფხაზეთის ომის შემდეგ რუსეთმა დაიწყო ქართული მიწების ოკუპაცია და ეთნიკური ქართველების გენოციდი. ეს შეუქცევადი პროცესები 2008 წლის რუსეთ–საქართველოს აგვისტოს ომით გაგრძელდა.2008 წლის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ამავდროულად რუსეთი თვითნებურად დადგენილ საზღვრებს პერმანენტულად აფართოებს - განაგრძობს მცოცავ ოკუპაციას.ამის შედეგია ის, რომ დღეს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვარს“, ცენტრალური ავტომაგისტრალიდან, სულ რაღაც 400 მეტრი აშორებს.ჩვენ, ქართველი მწერლები, საქართველოს მთავრობისგან კატეგორიულად მოვითხოვთ, გაითვალისწინოს ქართველი ხალხის ნება-სურვილი და გულისტკივილი, სასწრაფოდ მოახდინოს სათანადო, ქმედითი რეაგირება მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ - ატეხოს განგაში,  მსოფლიოს ცხადად გააგებინოს, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, ჩართოს ყველა საერთაშორისო სეგმენტი თუ ორგანიზაცია,  მუდმივად აპროტესტოს მცოცავი ოკიპაციის  პროცესი ყველა საერთაშორისო ინსტანციაში, რათა მსოფლიომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაში მხარი დაგვიჭიროს.ასევე მივმართავთ მსოფლიოს თავისუფალ საზოგადოებას, ჩვენს კოლეგებს ყველა ქვეყანაში, ვისთვისაც თავისუფლება და დემოკრატია მთავარი ფასეულობებია, - აიმაღლონ ხმა იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ.დღეს მსოფლიო, როგორც არასდროს, ერთსულოვნად სოლიდარულია თავისუფალი, დემოკრატიული პრინციპების მიმართ და, შესაბამისად, ისეთივე მნიშვნელოვანია ერთი ქვეყნის, ერთი ერის განსაცდელი, როგორც მთელი კაცობრიობისა.გვჯერა ამ ერთსულოვნებისა და საერთაშორისო თანადგომის. Petition of Georgian Writers to Georgian Government, Free Society of the World, International PEN Center, All the Writers Georgia is a free country. It gained freedom through ceaseless struggle with the neighboring empires during many centuries, often showing an example of self-sacrificing fight for freedom to other countries.  After Russian-Georgian conflict in 1990-1992 in Samachablo (Tskhinvali Region), and war in Abkhazia in 1992-1993, Russia started occupation of Georgian lands and genocide of ethnical Georgians. These inconvertible processes continued with Russian-Georgian war in 2008.Since 2008 20% of the territory of our country has been occupied by the Russians. Moreover, Russia is permanently continuing the process through a “creeping occupation”, widening the borders established arbitrarily by itself.As a result the so called   "South Ossetian border"  is far from the central highway only by 400 meters.We, Georgian writers categorically demand from the Georgian Government to take into consideration the will and concern of Georgian people and react immediately and effectively against the creeping occupation – raise the alarm, inform the world about the events in our country, use all the possibilities, involve all the international segments or organizations, protest ceaselessly against the process on all international levels in order to gain support of the world in the peaceful fight against the Russian aggression.We also appeal to the free society of the world, our colleagues in all the countries, for whom the freedom and democracy are the main values, to raise their voice against the imperialistic aggression.Today the world is united and solidary, as never before, in support of the principles of freedom and democracy and consequently the peril of one country, one nation is as important as that of a whole mankind.We believe in this solidarity and international support. დიანა ანფიმიადიგიორგი არაბულიგია არგანაშვილიინა არჩუაშვილიშალვა ბაკურაძელუკა ბაქანიძეზაზა ბიბილაშვილირეზო გეთიაშვილინაირა გელაშვილიანა გრიგინინო გუგეშაშვილიიუნონა გურულითეონა დოლენჯაშვილინატა ვარადაგიორგი ზანგურილაშა თაბუკაშვილირეზო თაბუკაშვილიმარინა თექთუმანიძენატო ინგოროყვაგიორგი კაკაბაძეირაკლი კაკაბაძეზვიად კვარაცხელიალადო კილასონიაბაჩო კვირტიათამარ ლომიძეირაკლი ლომოურილევან ლორიამაკა ლდოკონენიშორენა ლებანიძეგიორგი ლობჟანიძეირმა მალაციძეგურამ მეგრელიშვილიმანანა მენაბდერობერტ მესხისოსო მეშველიანიმიხო მოსულიშვილიგაგა ნახუცრიშვილიქეთი ნიჟარაძეზურაბ რთველიაშვილიდავით რობაქიძენათია როსტიაშვილინინია სადღობელაშვილიზურა სამადაშვილილელა სამნიაშვილიეკატერინე ტოგონიძეთამრი ფხაკაძეგურამ ქართველიშვილინინო ქადაგიძებექა ქურხულილექსო ქურხულიეკა ქურხულიცირა ყურაშვილიპაატა შამუგიაირმა შიოლაშვილიბელა ჩეკურიშვილიგივი ჩიღვინაძეგელა ჩქვანავათემურ ჩხეტიანილელა ცუცქირიძეთამაზ ჭილაძემარიამ წიკლაურიდავით ჭელიძევახტანგ ჯავახაძეირაკლი ჯავახაძეკატო ჯავახიშვილიგვანცა ჯობავამაკა ჯოხაძე 
gallery images

დაერქვას თბილისის ერთ-ერთ ქუჩას არამ ხაჩატურიანის სახელი

ეს ქალაქი სომხებმა ააშენეს, თბილისში ხაჩატურიანზე ცნობილი კომპოზიტორი რომელი დაბადებულა ერთი.  ბუშის და ალიევის ქუჩაა და ამისთანა გამოჩენილი ხელოვანის ქუჩა როგორ არ უნდა იყოს?!  
gallery images

მთიულეთის, ხევის, წალენჯიხისა და სვანეთის მოსახლეობის წარმომადგენლების გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს პრეზიდენტს, ბ-ნ გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბ–ნ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, ბ-ნ კახი კალაძეს, მთიულეთის, ხევის, წალენჯიხისა და სვანეთის მოსახლეობის წარმომადგენლებისგ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა2017 წლის 28 აპრილის მოგაწოდეთ ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ საქართველოში მოსახლეობასა და გარემოზე ზემოქმედების გამოკვლევის გარეშე ექსპლუატაციაში შეჰყავთ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები (ეგხ). მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოსა და ევროკავშირის მკვლევრებს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს გამოქვეყნებული აქვთ მრავალი მასალა, სადაც მსოფლიო დონის სპეციალისტების დასკვნებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ ელექტრო–მაგნიტური ველი, რომელიც წარმოიქმნება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების გამოყენებისას, მკვეთრად უარყოფითად აისახება მოსახლეობის ჯამრთელობასა და გარემოზე. ამ ფაქტმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საქართველოს ყველა იმ მხარეში, სადაც ახლა გაჰყავთ 500კვ. ძაბვის გადამცემი ხაზები, მითუმეტეს, რომ ენგურჰესი-გარდაბანის ადრეგაყვანილი მსგავსი გადამცემი ხაზების მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაში დაფიქსირდა არაერთი ფაქტი ლეიკემიით დაავადებისა. აქედან გამომდინარე, ზემოთ ხსენებული ოთხივე მხარის მაცხოვრებლებმა გამოვყავით ნდობით აღჭურვილი პირები (შემდგომში - საკოორდინაციო საბჭო), რომელიც ზემოაღნიშნული კვლევების ჩატარების განსახორციელებლად აშშ–დან იწვევს სპეციალისტებს - ჯონ კლაინის ჯგუფს, რომელიც უკვე მზად არის საქართველოში ჩამოსასვლელად და ქართველ სპეციალისტებთან ერთად მოხდება 500 კვ. გადამცემი ელექტრო ხაზების გარემოსა და მოსახლეობაზე ზეგავლენის დადგენა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლება თავის თავზე აიღებს მეცნიერთა მიერ ჩატარებული სამუშაოების ხარჯებს. იმ ორგანიზაციას, რომელსაც თქვენ დაავალებთ კვლევის დაფინანსებას, ჩვენ მივაწვდით პროექტს თავისი ხარჯთაღრიცხვით. პატივისცემით, საინიციატივო ჯგუფის სახელით:
gallery images

გადადგეს ალექსანდრე ჯეჯელავა

ბოლო ორი-სამი კვირის მანძლზე განათლების მინისტრმა საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთა, დაწყებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისიდან გაუჩინარებით, დამთავრებული ორი რეპერის დაკავებით, რომლებიც საზოგადოებაში გავრცელებული აზრის თანახმად, დაკავებულები არიან უსაფუძვლოდ. განათლების მინისტრი გამოირჩევა ხმამაღალი და ზოგჯერ იუმორისტული განცხადებებით, თუმცა ბოლო ორი კვირის მანძილზე გაკეთებული განცხადებები საგანგაშოა და არ შეეფერება იმ ადამიანს, რომელსაც ქვეყნის მომავალი თაობების განათლება უნდა ებაროს.   
gallery images
gallery images

მოვითხოვთ ქალაქ ოზურგეთს შეუნარჩუნდეს თვითმართველი ქალაქის სტატუსი!

მოვითხოვთ ქალაქ ოზურგეთს შეუნარჩუნდეს თვითმართველი ქალაქის სტატუსი!
gallery images

ქართული მიწის დასაცავად

“მიწა არის ჩვენი სულიერი, კულტურული, ისტორიული, პოლიტიკური, ეკოლოგიური და ეკონომიკური ფენომენი”ქვეყანას, რომლის ტერიტორიები არის ოკუპირებული ვიმყოფებით საომარ სიტუაციაში, არ გვაქვს დემარკირებული საზღვარი სამ მეზობელ სახელმწიფოსთან, ყოველ დღე უსისხლოდ ვკარგავთ ტერიტორიებს, არ გვაქვს მიწის კოდექსი და  აღურიცხავია მიწის ფონდი,  მიწა აღიარებულია როგორც შეუცვლელი, გაუმრავლებელი და  ამოწურვადი (შეზღუდული) რესურსი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან გონივრულ და სწორ მართვას საჭიროებს - მიწის უცხო ქვეყნის იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე უპირობოდ გასხვისება,  გაუმართლებელი და  მიუღებელია.მიწა რომელიც მემკვიდრეობით გადმოგვეცა, განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. არ შეიძლება მხოლოდ ვიწრო ეკონომიკური გათვლებით მოხდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისება. არ შეიძლება ინვესტორი ეწოდოს უცხო ქვეყნის  მოქალაქეს, რომელიც, იყიდის ქართულ მიწას.ვინ უნდა დაიცვას - ქართული მიწა? - თუ არა ჩვენ! კმარა, ოკუპირებული მიწებიდან  მრავალათასიანი  ლტოლვილი და მცოცავი ოკუპაციის შეუქცევადი პროცესები, უსისხლოდ მიწა დაკარგულები არ უნდა შევუერთდეთ მათ.პეტიციაზე ხელმომწერი თითოეული ფიზიკური და იურიდიული პირი კატეგორიულად მოითხოვს ქვეყნის უზენაეს კანონში, საქართველოს კონსტიტუციაში, ჩაიწეროს:„მიწა წარმოადგენს ქართული სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტს, რადგან იგი არის ქართული სახელმწიფოს და საქართველოს  მოსახლეობის  თვითმყოფადობის გარანტი.“ პატივისცემით,საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი, ფერმერ ქალთა ასოციაცია, კოალიცია “ფარი” .
gallery images

არ შემოვუშვათ კრემლის მოტოციკლისტები საქართველოში

ცნობილია რომ ამა წლის 9 მაისისთვის კრემლის ხელისუფლებასთან აფილირებული და ევროპის ქვეყნებში non-grata-დ გამოცხადებული მოტოციკლისტთა ჯგუფი, "ღამის მგლები", აპირებს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას და, ადგილობრივ პროპუტინურ ძალებთან ერთად, თბილისში ვაკის პარკში აქციის მოწყობას.მოვითხოვთ, რომ საქართველოს სახელმწიფომ მკაფიოდ აჩვენოს ყველას, რომ ის ჩვენი ქვეყნის ინტერესების და ღირსების სადარაჯოზე დგას და არ დაუშვებს ამ ჯგუფის საქართველოში შემოსვლას.
gallery images
gallery images

შეუნარჩუნდეს 2014 წელს მინიჭებულ ქალაქებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი

   საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაიწყო კანონპროექტზე მუშაობა,რომელიც განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქების სტატუსს. წინასწარი ინფორმაციით, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი გააუქმდება შვით თვითმმართველ ერთეულს,რომელთა შორის გახლავთ ქალაქი თელავი. ჩვენ,ამ პეტიციის ხელმომწერები ვთვლით,რომ 2014 წელს მიღწეული საკანონამდებლო ცვლილება ქალაქ თელავის თვითმმართველ ქალაქად გამოცხადებასთან დაკავშირებით იყო და არის დემოკრატიისკენ და ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებისთვის გადადგმული ერთობ მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ნაბიჯი,რომელსაც მოყვა მოქალაქეებისთვის,როგორც ზოგადი,ისე ინდივიდუალური პრობლემების თუ საკითხების გადაჭრის ცივილური,დემოკრატიული შედეგები. აღსანიშნავია,რომ სწორედ  თვითმმართველ ქალაქად გამოცხადებას მოყვა:1.მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელოვანი ზრდა თვითმმართველობაში;2.გაუმჯობესდა სერვისების ხარისხი;3.გამარტივდა სერვისებზე ხელმისაწვდომობა;4.გაიზარდა ნდობა გადაწყვეტილების მიმღები პირის( ქალაქის მერი) და მოსახლეობას შორის.  მხოლოდ, ჩვენი ორგანიზაციის,მხოლოდ ა/ო „მოქალაქე ევროპული განვითარებისთვის“ ორგანიზებით მხოლოდ, ერთი წლის განმავლობაში ( 2016 წლის მაგალითი) ქალაქის მერთან დაიგეგმა და შედგა ორმოცდაათზე მეტი მოქალაქეთა საჯარო თუ ინდივიდუალური შეხვედრა-დისკუსია,როგორც ინფრასტრუქტურულ,ისე სოციალურ თუ სხვა საკითხებზე. სწორედ მოქალაქეების მაღალმა ჩართულობამ და იმავდროულად კონკრეტულად ,ქალაქის მერის მხრიდან მზაობამ  მჭიდრო თანამშრომლობაზე, ჩვენს ქალაქს მოუტანა უამრავი სიკეთე.სიკეთე ერთია და მეორეა,სოციალური სამართლიანობა.გასაგებია,რომ ინფრასტრუქტურული თუ სოციალური მიმართულების პროექტები წინა წლებშიც ხორციელდებოდა,თუმცა უნდა ვაღიაროთ,რომ ერთის მხრივ, მოქალაქეთა ჩართულობა იყო მინიმალიზირებული და მეორეს მხრივ, ნაკლებად იყო დაცული სამართლიანობის პრინციპი,რომელიც დემოკრატიულად განვითარებისთვის ერთერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია. ჩვენს ქალაქთან მიმართებაში,საკითხი რომელიც სოციალურ სამართლიანობას ეხება,უამრავი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი,როგორც ინფრასტრუქტურული ისე სოციალური თუ ეკონომიკური მიმართულებებში. თუ , წინა წლებში კონკრეტული ქუჩის, სკვერის, სპორტული თუ სხვა მოედნების რეაბილიტაციაზე გადაწყვეტილებები მიიღებოდა მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღები პირის და საკრებულოს წევრების თანხმობით, თვითმმართველ ქალაქად გამოცხადების შემდეგ მიდგომა რადიკალურად შეიცვალა. გადაწყვეტილებებში აქტიურად ჩაერთა მოსახლეობა.შედგა საზოგადოებრივი მოძრაობები,შეიქმნა სოციალური ჯგუფები ( მაგალითად https://www.facebook.com/groups/chventelavelebi/  https://www.facebook.com/telavichemiqalaqia/?fref=ts ) სადაც გაწევრიანებული არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, პირდაპირი წესით არჩეული ქალაქის მერი. სწორედ ამ დოზის და ამ ხარისხის კომუნიკაციამ პრაქტიკულად გადაგვიყვანა თანამშრომლობის ყოველდღიურ რეჟიმში. სწორედაც ამ მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია პრიორიტეტების სწორი და სამართლიანი განსაზღვრა. ასევე, უმნიშვნელოვანესია, თვითმმართველობის უპირატესობა ახალგაზრდებთან და ახალგაზრდობის საკითხებთან მიმართებაში.ზოგადი ჩართულობის ფონზე გააქტიურდა ქალაქის ახალგაზრდობა,რომელთა ინიციატივით ქალაქის მერთან დაფუძნდა „მერის ახალგაზრდული სათათბირო“. სათათბირო,რომელმაც ქალაქის მერს შესთავაზა და პრაქტიკულად განახორციელდა სხვადასხვა პროექტები,მათ შორის აღსანიშნავია ქალაქის მასშტაბით დამონტაჟებული (ღია ცის ქვეშ გამოფენა,ელ.ახვლედიანის ნახატები) ,,მოლბერტები“ .სწორედაც ახალგაზრდებს ეკუთვნით სკვერების და სპორტული მოედნების რეაბილიტაციის პრიორიტეტულ ნაწილში გადატანა. თვითმმართველობის კიდევ ერთ სიკეთეს წარმოადგენს უფროსი თაობის მოტივაცია ,რომ ჩართული იყოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.ამის მაგალითი გახლავთ „თელავის საზოგადოებრივი დარბაზი“,სადაც ერთია,რომ ასაკი შეზღუდული არაა,თუმცა დარბაზის ძირითადი ნაწილი უფროსი თაობის წარმომადგენლები არიან.მათ ინიციატივას უკავშირდება დასასვენებელი პარკების,სასაფლაოების,ქვეითად მოსიარულეთა ბილიკების ,ბიბლიოთეკების და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარების პრიორიტეტების განსაზღვრა. ასევე ,უმნიშვნელოვანესია თვითმმართველობის ეფექტურობა შშმ პირების მიმართ. სწორედ, შშმ პირების და გადაწყვეტილების მიმღები პირის,კონკრეტულად ქალაქის მერის თანამშრომლობით, ჩვენს ქალაქში განხორციელდა ქვეყნის მასშტაბით რამოდენიმე უპრეცენდენტო პროექტი. მეგობარი ქვეყნების დახმარებით,  ქალაქში განთავსდა ევროპული დონის სასროლი ტირი,სადაც დასაქმდნენ სწორედაც შშმ პირები. ქალაქის მერის და აღნიშნული პირების მჭიდრო თანამშრომლობამ შესაძლებელი გახადა ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურში, ცალკე განყოფილებად შექმნილიყო შშმ პირებისთვის ადაპტირებული სამუშაო გარემო. დიახ,დიდია იმ სიკეთეების ჩამონათვალი,რაც  მოგვიტანა თვითმმართველობამ - ჩვენ,როგორც მოსახლეობას,როგორც საზოგადოებას.  ჩვენ, ასევე გვესმის,რომ ზოგადად ქვეყანა განვითარების ახალ ფაზაშია, გვესმის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და გვესმის ის მტკივნეული მომენტები,რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკურ მდგომარეობასთან, თუმცა ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით მოვახერხოთ მნიშვნელოვანი მონაპოვარის, ერთერთი მთავარი დემოკრატიული მიმართულების-თვითმმართველობის შენარჩუნება. სრულიად თავისუფლადაა შესაძლებელი თვითმმართველობაში შემცირდეს გადაწყვეტილების მიმღები პირების -ქალაქის მერის ,თემის გამგებელის  მოადგილეების რაოდენობა. შემცირდეს მათზე განპიროვნებული ავტომობილები.შემცირდეს სამსახურების, ,,ააიპების“ ,განყოფილებების და იქ არსებული თანამშრომლების რაოდენობა.  შემცირდეს გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯები. მაგალითისთვის გეტყვით,თვითმმართველი ქალაქი თელავი სულ 15კმ2-ია.ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილში გვყავს სამი მოადგილე,სამი პერსონალური ავტომობილი,მათზე გაწერილი ხარჯები,საკრებულოში თავმჯდომარეს და მის მოადგილეს ინდივიდუალურად   ყავთ ავტომობილები,რაც არ წარმოადგენს არათუ აუცილებლობას, არამედ  ვთვლით- გაუაზრებელ,ზედმეტ ხარჯს. და ბოლოს,ბატონო პრემიერ მინისტრო,ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, მოკრძალებით მოგახსენებთ,რომ ქალაქი თელავი გახლავთ ქვეყნის მასშტაბით ის ერთადერთი ქალაქი, სადაც ამ დრომდე ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო,მეფის სასახლე მდებარეობს და რომ თელავი ისტორიულად კახეთის დედაქალაქია. ბატონო გიორგი,ბატონო ირაკლი , იმედს ვიტოვებთ,გაითვალისწინებთ ჩვენს გულითად და იმავდროულად არგუმენტირებულ თხოვნას,შეუნარჩუნებთ თვითმმართველ ქალაქებს სტატუსს,რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურებთ თქვენს გულწრფელ სურვილს ჩვენი ქვეყნის,მათ შორის თვითმმართველი ქალაქების დემოკრატიულად განვითარების მიმართ. პატივისცემითა/ო - „მოქალაქე ევროპული განვითარებისთვის“სოციალური ჯგუფი - „ჩვენ თელაველები“
gallery images

დაუშვებელია ადამიანის გამოსახლება საცხოვრისიდან თუ არ არის უზრუნველყოფილი ალტერნატიული ფართი (მუხლი 31)

ევროპის სოციალური ქარტია (სტრასბურგი, 3.V. 1996). რატიფიცირებულია საქართველოს მიერ. მუხლი 31 უფლება საცხოვრებელ ადგილზე:საცხოვრებელ ადგილზე უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს:1. ხელი შეუწყონ საცხოვრებელი ადგილის ადეკვატური სტანდარტის ხელმისაწვდომობას;2. თავიდან აიცილონ და შეამცირონ უსახლკარობა თანდათან მისი აღმოფხვრის მიზნით;3. შექმნან საცხოვრებელზე ფასების ხელმისაწვდომობა, მათთვის, ვისაც სათანადო სახსრები არ გაჩნიათ.ესპანეთის კონსტიტუციის მუხლი 47:ყველა ესპანელს აქვს ღირსეული და ადექვატური საცხოვრებლის უფლება. ხელისუფლება ხელს უწყობს შესაბამისი პირობების და სტანდარტების შექმნას, აწესრიგებს მიწათსარგებლობას სპეკულაციის აღკვეთის მიზნით. თვითმმართველობები მონაწილეობას იღებენ ქალაქის დაგეგმარების პროცესში.ფინეთის კონსტიტუციის მე-19 მუხლი:... ხელისუფლება ხელს უწყობს ყველას უფლებას ჰქონდეს საცხოვრებელი.
gallery images

შენარჩუნებული უნდა იქნეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი (მუხლი 70)

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი დემოკრატიულ ქვეყნებში, გასათვალისწინებელია, რამდენიმე გარემოება, რის გამოც მიზანშეუწონლად მიგვაჩნია ზ/ა ცვლილება საქართველოში: პირველ რიგში გასათვალისწინებელია ტენდენცია, რომ სადაც უკვე არსებობს პირდაპირი არჩევნები, იქ არ ხდება არაპირდაპირი სისტემის შემოღება, ხოლო იმ ქვეყნებში სადაც არაპირდაპირმა არჩევნებმა შექმნა პოლიტიკური კრიზისი, განხორციელდა პირდაპირი არჩევნების წესის შემოღება (მაგ: მოლდავეთი). გარდა ამისა, იმ ქვეყნებში სადაც არსებობს პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირი სისტემა (საპარლამენტო რესპუბლიკებში) - არსებობს აღმასრულებელი ხელისუფლების გაწონასწორების სხვა მექანიზმები, დამოუკიდებელი ინსტიტუტები და ა.შ. საქართველოს პირობებში კი პრეზიდენტი არის უკანასკნელი საჯარო ინსტიტუტი, რომელიც არ ექვემდებარება მმართველ პარტიას. ყველა სხვა ინსტიტუტს: მთავრობას,  პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობას, ყველა რეგიონის გუბერნატორს, უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტს, სასამართლო სისტემას, თითქმის ყველა ტელეკომპანიას და ა.შ. სრულად აკონტროლებს „ქართული ოცნება“. პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის სისტემის შემოღების შემთხვევაში, ეს ინსტიტუტიც დაექვემდებარება მმართველი პარტიის კონტროლს.ევროპული ტრადიციის მიხედვით საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი არის ერთგვარი არბიტრი, რომლის კანდიდატურაც ხშირად წარმოადგენს ინტერპარტიული შეთანხმების საგანს (მაგ: გერმანიის პრეზიდენტად სულ ახლახანს არჩეულ იქნა უმცირესობაში მყოფი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი). საქართველოს პირობებში ყველას კარგად გვესმის რომ ეს გამორიცხულია და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა გამოიწვევს კიდევ ერთი მორჩილი და მდუმარე ინსტიტუტის გაჩენას არსებულ სისტემაში.განსაკუთრებით მიუღებელია ამ ცვლილების ამოქმედება 2018 წელს დადგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებდამდე, ვინაიდან ეს გამოიწვევს პრეზიდენტის ლეგიტიმაციის შესუსტებას: თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით მას ირჩევს ამომრჩევლის არანაკლებ 50%, პარლამენტის მიერ არჩევის შემთხვევაში გამოდის, რომ მისთვის ხმა ექნება მიცემული მხოლოდ ამომრჩეველთა 48%-ს (ანუ უმცირესობას). აგრეთვე აღსანიშნავია, რომ მოქმედი პარლამენტი ამ უფლებამოსულებით ამომრჩეველს არ აურჩევია.თუ მმართველი პარტია პრინციპულად მიიჩნევს ამ ცვლილების განხორციელებას, მაშინ ვთავაზობთ მას ეს ცვლილება გამოტანილ იქნეს რეფერენდუმზე და თავად ამომრჩეველმა გადაწყვიტოს არის თუ არა ის თანახმა გადასცეს თავისი უფლებების მნიშვნელოვანი ნაწილი ერთპარტიულ პარლამენტს.