add one
gallery images

საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი (მუხლი 48-1)

რატომ უნდა დარჩეს პარლამენტი ქუთაისში?1. ქუთაისი არის საქართველოს მეორე ქალაქი, რომელმაც სსრკ დაშლის შემდეგ დაკარგა ძირითადი (სამრეწველო) ფუნქცია და მას შემდეგ ქალაქი ეკონომიკურ დეპრესიაშია. პარლამენტის განთავსება ქუთაისში ხელს შეუწყობს ქუთაისის სტატუსის ამაღლებას;2. პარლამენტი თბილისისთვის ზედმეტი ტვირთია. თბილისის, როგორც დედაქალაქის  სტატუსი ისედაც დადგენილია კონსტიტუციით - იქ განთავსებულია პრეზიდენტის და მთავრობის რეზიდენციები, სახელმწიფო დაწესებულებების 99%. პარლამენტის გადატანა ქუთაისში ერთგვარად ხელს შეუწყობს თბილისის განტვირთვას საცობებისგან.3. ზოგადად ქვეყნის სივრცითი მოწყობის პრობლემაა, რომ ყველაფერი თავმოყრილია დედაქალაქში (რომელიც იმავდროულად არაა ქვეყნის გეოგრაფიული ცენტრი). თბილისში ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის 40% (შედარებისთვის: ვილნიუსში - 18%, მინსკში - 17%, კოპენჰაგენში - 10%, ბრიუსელში - 9%). ნორმალურ ქვეყნებში, როგორც საჯარო ისე კერძო დაწესებულებები გადანაწილებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.4. საქართველო ისტორიულად და გეოგრაფიულად შედგება 2 (დასავლეთ და აღმოსავლეთ) ნაწილისგან. ქუთაისი ყოველთვის (ძვ. წ. II ათასწლეულიდან XIX საკუნემდე) იყო დასავლეთ საქართველოს დედაქალაქი და პოლიტიკური თვალსაზრისით სწორი იქნება მისი განსაკუთრებული სტატუსის აღიარება კონსტიტუციით. კონტრარგუმენტები:მანანა კობახიძე: "ქუთაისში წყალი არ მოდის წესივრად";ეკა ბესელია: "დეპუტატები ხალხთან ახლოს უნდა იყვნენ და არა ქუთაისში".
gallery images

ივერია

ვინაიდან საქართველო განსაზღვრავს ქართული სახელმწიფოს ტერიტორიას და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ერთიანობას საკუთარი სახელი "საქართველო" მაინც ითარგმნება სხვადასხვა ენაზე და ამის აკრძალვა ჩვენ არ ძალგვიძს, (რუსები-"გრუზია", ინგლისურენოვანი-"ჯორჯია" (და ვერ გარკვეულან შეერთებული შტატების შტატზეა საუბარი თუ...), ფრანგულად "ჟორჟიენ" და სხვა). მიზეზად სიტყვა "საქართველო"-ს რთულად წარმოთქმა მოაქვთ (არაერთხელ მსმენია)კონსტუციაში შევიტანოთ ცვლილება და "საქართველოს" ეწოდოს "ივერია".ბოლოსდაბოლოს - "ივერია გაბრწყინდება"ყოველგვარი სარკაზმის და იუმორის გარეშე.
gallery images

დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ხელისუფლება დაკარგული აქ საზოგადოების მხარდაჭერა
gallery images

რუსთავი 2 - ის მხარდაჭერის დასაფიქსირებლად

დააფიქსირეთ ვინ ხართ რუსთავი 2 მხარდამჭერი და ერთგული მაყურებელი
gallery images

2003 წლის რევოლუციის მონაწილეები - ციხეში!

2003 წლის რევოლუციის  მონაწილეები - ციხეში! მოვითხოვთ 2003 წლის ნოემბრის თვეში განხორციელებული „ამბოხების“, ანუ  ე.წ. „რევოლუციის“, მონაწილეების მიცემას სისხლის სამართლის პასუხისგებაში!   დღეის, 2016 წლის 8 ოქტომბრის, მდგომარეობით, სამართლებრივად შესაძლებელია 2003 წლის ნოემბრის თვეში განხორციელებული  „ამბოხების“, ანუ ე.წ. „რევოლუციის“   მონაწილე „ამბოხებულების“, ანუ ე.წ. „რევოლუციონერების“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე  მუხლის მე-2 ნაწილით („შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, იმის გათვალისწინებით, რომ დღეის, 2016 წლის 8 ოქტომბრის, მდგომარეობით,  დამნაშავე პირების სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადები არ არის გასული.ზემოთ აღნიშნული მოსაზრება ეფუძნება შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებს:  პირველი, 2003 წლის ნოემბრის თვეში მოქმედი  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე  მუხლის მე-2 ნაწილის („შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“) თანახმად:„ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე“. დღეის, 2016 წლის 8 ოქტომბრის,  მდგომარეობით მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე  მუხლის მე-2 ნაწილის („შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“) თანახმად: „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე“. როგორც ვხედავთ, 2003 წლის ნოემბრის თვეში მოქმედი  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე  მუხლის მე-2 ნაწილი („შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“) დღეის, 2016 წლის 8 ოქტომბრის, მდგომარეობით არ შეცვლილა.  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის („სისხლის სამართლის კანონის მოქმედება დროში“) პირველი ნაწილის თანახმად: „ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს“. განსახილველ შემთხვევაში, „ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა“ განსაზღვრულია  2003 წლის ნოემბრის თვეში მოქმედი  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე  მუხლის მე-2 ნაწილის („შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“) რედაქციით, რომელიც არც დღეის, 2016 წლის 8 ოქტომბრის, მდგომარეობით არ შეცვლილა, ანუ „ამბოხება“, ე.წ. „რევოლუცია“, დღეის მდგომარეობითაც კვლავ კვალიფიცირდება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული და  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.   მეორე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის („სისხლის სამართლის კანონის უკუძალა“) მე-3  ნაწილის თანახმად: „თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი“.  განსახილველ შემთხვევაში, 2003 წლის ნოემბრის თვეში მოქმედი  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე  მუხლის მე-2 ნაწილის („შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“) რედაქცია არ შეცვლილა. შესაბამისად, დღეის, 2016 წლის 8 ოქტომბრის, მდგომარეობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე  მუხლის მე-2 ნაწილით („შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“) გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.   მესამე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის („დანაშაულის კატეგორიები“) მე-4  ნაწილის თანახმად: „განსაკუთრებით მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა“. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე  მუხლის მე-2 ნაწილით („შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“) გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, ანუ ათ წელზე მეტი ვადით, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის („დანაშაულის კატეგორიები“) მე-4  ნაწილის თანახმად ეს დანაშაული მიეკუთვნება „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის“ კატეგორიას.   მეოთხე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე  მუხლის („სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო“) პირველი  ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად:  „პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა... ოცდაათი წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან“.  განსახილველ შემთხვევაში, 2003 წლის ნოემბრის თვეში განხორციელებული „ამბოხებიდან“, ანუ ე.წ. „რევოლუციიდან“ გასულია 13 წელი, რაც 30 წელზე ნაკლებია, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე  მუხლის („სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო“) პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, ანუ შესაძლებელია 2003 წლის ნოემბრის თვეში განხორციელებული  „ამბოხების“, ანუ ე.წ. „რევოლუციის“  მონაწილე  „ამბოხებულების“, ანუ ე.წ. „რევოლუციონერების“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე  მუხლის მე-2 ნაწილით („შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მოვითხოვთ 2003 წლის ნოემბრის თვეში განხორციელებული „ამბოხების“, ანუ  ე.წ. „რევოლუციის“, მონაწილეების მიცემას სისხლის სამართლის პასუხისგებაში! 2003 წლის ნოემბრის თვეში განხორციელებული  „ამბოხების“, ანუ  ე.წ. „რევოლუციის“, მონაწილეები - ციხეში! კახაბერ როდინაძეადვოკატიბათუმი, აჭარა8.10.2016 
gallery images

მოვითხოვთ, საქართველოს საჯარო სამსახურიდან წავიდნენ, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მაგინებელი საქართველოს საჯარო მოხელეები!

მოვითხოვთ, საქართველოს საჯარო სამსახურიდან წავიდნენ, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მაგინებელი საქართველოს საჯარო მოხელეები! აუცილებელია საქართველოს საჯარო სამსახურიდან წავიდნენ, რა თქმა უნდა, საკუთარი განცხადების საფუძველზე, ის  საჯარო მოხელეები, რომლებიც 2016 წლის 8 ნოემბრის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში საჯაროდ, მათ შორის სოციალურ ქსელებში,  დონალდ ტრამპს ლანძღავდნენ და აგინებდნენ, და 2016 წლის 8 ნოემბრის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც  ლანძღავენ და აგინებენ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპს. დონალდ ტრამპის მაგინებლების საქართველოს საჯარო სამსახურიდან წასვლის აუცილებლობა იმით არის გამოწვეული,  რომ აშშ არის საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე, ხოლო სტრატეგიულ მოკავშირესთან კარგი ურთიერთობების ქონა არის საჭირო. თუ ტრამპის მაგინებლები საკუთარი ნებით არ წავლენ, არსებობს შტატების შემცირების ინსტიტუტი. ეს უკვე საქართველოს ხელისუფლების საყურადღებოდ. საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე რამდენიმე უსაქმური საჯარო მოხელის ბედი, რომლებიც მუშაობის  მაგივრად სამუშაო საათებში სოციალურ ქსელებში აშშ-ის პრეზიდენტის  დონალდ ტრამპის გინებით იყვნენ დაკავებულები. ტრამპი არის თითქმის ერთადერთი ნორმალური ადამიანი აშშ-ის პოლიტიკოსებს შორის. ყოჩაღ ტრაპს. სწორია ტრამპი, ამიტომ აირჩია ბრძენმა ამერიკელმა ხალხმა ტრამპი. აბა, ლიბერალებო, დაუწყეთ ახლა ბრძენ ამერიკელ ხალხს ლანძღვა-გინება და ”ბრბოდ” მოხსენიება, ტრამპი რატომ აირჩიეთო. მაგრამ, ლიბერალებო,  არ დაგავიწყდეთ, რომ ახლა უკვე ტრამპი აკონტროლებს იმ ღილაკს, საიდანაც მთელი მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს,  უკუღმართებს  საკვებ-საჭმელი მიეწოდებოდა მათი უკუღმართი  იდეების პროპაგანდის, ოჯახის და სახელმწიფოს ნგრევისთვის.  --კახაბერ როდინაძეადვოკატიბათუმი, აჭარა4.03.2017
gallery images

#დაიცავიბათუმი

 ქ. ბათუმის მერსქ. ბათუმის საკრებულოს პეტიციაზე ხელმომწერები ვაპროტესტებთ ძველი ბათუმის ისტორიული ნაგებობების ნგრევის პროცესებს, რამაც ბოლო წლებში უპრეცენდენტო მასშტაბებს მიაღწია.სამწუხაროდ, დღემდე ერთი შემთხვევაც კი არ ყოფილა, რომ ხელისუფლებას დაეცვა ისტორიული შენობა, პირიქით უმეტეს შემთხვევაში სწორედ ხელისუფლება არის ნგრევის ინიციატორი და წამახალისებელი. განსაკუთრებით „აქტიურობენ“ ქ. ბათუმის მერია და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. ეს გარემოება კი გვაფიქრებინებს, რომ ქალაქის მერს და მერიას არ აქვს გაცნობიერებული ვალდებულება ბათუმელთა მიმართ და მიზანმიმართულად ანადგურებს ძველ ბათუმს საეჭვო გარიგებების ფონზე.ჩვენ ვშიშობთ, რომ ძველი ქალაქის გაქრობის პროცესი ხდება შეუქცევადი. სანამ ჯერ კიდევ რჩება ძველი ბათუმის გადარჩენის მცირე შანსი, კატეგორიულად მოვითხოვთ:1.    ძველი ბათუმის ტერიტორიაზე გამოცხადდეს მორატორიუმი მშენებლობაზე - სანამ ძველ ბათუმს არ მიენიჭება ისტორიული ზონის სტატუსი და დეტალურად არ დამუშავდება ამ ზონაში მშენებლობის რეგულაციები (გრგ - განაშენიანების რეგულირების გეგმაშ) შეწყდეს მშენებლობისა და დემონტაჟის ნებართვების გაცემა ბათუმის ისტორიულ უბანში.2.    შეჩერდეს ბარათაშვილის #24-ში მიმდინარე მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა! ქ. ბათუმის მერიამ და შესაბამისმა ორგანოებმა მიიღონ შესაბამისი ზომები ამ პროცესის შესაჩერებლად და უზრუნველყონ მისი თავდაპირველი სახით აღდგენა. გაუქმდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის შეთანხმება #36 [2016 წლის 27 იანვარი], რომელიც მნიშვნელოვანი დარღვევებით იქნა მიღებული როგორც მერიის, ისე მენაშენის მხრიდან.3.    დაუყოვნებლივ დაიწყოს "ძველი ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის" განხილვა-დამტკიცების პროცედურები; დაწესდეს ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცვითი ზონების საზღვრები და ამ ზონებში განაშენიანების რეგლამენტი; დამუშავდეს და ამოქმედდეს ისტორიულ ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმა (ე.წ. "გრგ").ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა, არა მხოლოდ ქალაქისა და, შესაბამისად, ჩვენი იდენტობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, არამედ რეგიონში ტურიზმისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს რესურსსაც წარმოადგენს. შესაბამისად აუცილებელია მისი შენარჩუნება და გაფრთხილება. საინიციატივო ჯგუფი"დაიცავი ბათუმი"  
gallery images

“ქართული იდეის“ მიმართვა ორი პრეზიდენტისადმი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბ-ონ დონალდ ტრამპსრუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბ-ონ ვლადიმერ პუტინს                                      მ  ი  მ  ა  რ  თ  ვ  ა პატივცემულო ბატონო პრეზიდენტებო! მოგმართავთ ქართველი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილის სახელით და გვსურს, მოკლედ გაგიზიაროთ ჩვენი ხედვები იმ პროცესებისა, რასაც ადგილი აქვს მსოფლიოში და კერძოდ, პატარა, მაგრამ უძველესი ისტორიისა და მდიდარი კულტურის მქონე საქართველოში. გვსურს, თქვენი ყურადღება მივაპყროთ იმ მისწრაფებებს, მოსაზრებებს, მიღწევებს, პრობლემებს და მიზნებს, რაც ქართველ ხალხს გააჩნია. ცხადია, რომ მსოფლიო, რომელშიც ვცხოვრობთ, სწრაფი ტემპით იცვლება. იცვლება მსოფლიო პოლიტიკის პრიორიტეტებიც. გლობალიზაციისა და მსოფლიო თავსმოხვეული ინტეგრაციის პირობებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ამერიკასა და რუსეთს შორის თანასწორუფლებიანი პარტნიორობის დამყარებას, რათა ჩვენს პლანეტაზე მშვიდობამ და სტაბილურობამ დაისადგუროს. ამდენად, ჩვენ მივესალმებით ამერიკის 45-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას და მხარს ვუჭერთ მის განზრახვას, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ურთიერთობები რუსეთთან. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის და შექმნის ხელსაყრელ ფონს მსოფლიოში არსებული არაერთი პრობლემის მოსაგვარებლად. რაც მთავარია, ასეთ შემთხვევაში მსოფლიო გაცილებით უსაფრთხო გახდება.ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია. საქართველოს ახლანდელი პოლიტ-ელიტა, მხარდაჭერილი და მართული მილიარდერი ჯორჯ სოროსისა და სენატორ ჯონ მაკკეინის მიერ, აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურად უჭერდა მხარს ჰილარი კლინტონს. საქართველოს მართული მედია-საშუალებები ხშირად დაუსაბუთებლად აკრიტიკებენ პრეზიდენტ ტრამპის კურსს, რაც არასახარბიელო ფონს ქმნის ჩვენს ურთიერთობებში. ამიტომ, ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ – „ქართული იდეა“ და მისმა მხარდამჭერებმა დავიწყეთ მასობრივი საპროტესტო აქციები იმ მიზნით, რომ საქართველოს ხელისუფლების ყურადღება მივაპყროთ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და მოვუწოდოთ მას, გაიაზროს ის პროცესები და ცვლილებები, რასაც ადგილი აქვს თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში. სამწუხაროდ, პოლიტიკა, ხედვები და ქცევები ისეთი ადამიანებისა, როგორებიცაა ჯორჯ სოროსი და სენატორი მაკკეინი, ორიენტირებულია აშშ-სა და რუსეთს შორის კონფრონტაციის შენარჩუნებაზე, რაც ხელს უშლის არა მხოლოდ რუსულ-ქართული ურთიერთობების დარეგულირებას, არამედ ძირს უთხრის რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესებას.ვაცნობიერებთ რა ამის მნიშვნელობას, ამერიკის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციიდან სულ მალე პოლიტიკურმა პარტიამ „ქართული იდეა“ თბილისში მოვაწყვეთ მრავალრიცხოვანი კონტრაქცია სახელწოდებით „ანტი–სოროსი“ და ამგვარად გავაპროტესტეთ ვაშინგტონსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში (მათ შორის თბილისში) ფემინისტური ორგანიზაციებისა და გლობალისტების მიერ სოროსის მხარდაჭერით გამართული აქციები. სწორედ ჯორჯ სოროსი აფინანსებდა ე.წ. „ფერად რევოლუციებს“ სხვადასხვა ქვეყნებში, რამაც ეს სახელმწიფოები სიხლიან მოვლენებამდე, ქაოსამდე და არასტაბილურობამდე მიიყვანა. ასე მოხდა როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში. ჩვენ მივესალმებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც იღებს და მომავალში მიიღებს პრეზიდენტი ტრამპი და რომლებიც ეხება აშშ-ს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებს, მიზნად ისახავს ამერიკის მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას, ჭეშმარიტი ქრისტიანული და სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას, ეფექტურ ბრძოლას ისეთ უზნეო გამოვლინებებთან, როგორიცაა არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდა და სხვა სახის გადახრები ქრისტიანული და არა მხოლოდ ქრისტიანული მორალის ნორმებიდან. მით უმეტეს, რომ საქართველო უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა, სადაც ისეთი ღირებულებები, როგორიცაა ღვთის რწმენა, სამშობლო და ოჯახი ყველაზე წმინდა ღირებულებებს წარმოადგენს.აშშ და დასავლეთის სახელმწიფოები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თუმცა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არასაკმარისია და აუცილებელია რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ  ხალხს აღელვებს. მით უმეტეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ და პირადად პრეზიდენტმა პუტინმა  ქართულ მხარეს ამისკენ არაერთხელ მოუწოდეს. ამ დიალოგისკენ ჩვენ მოგვიწოდებდნენ და მოგვიწოდებენ ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც. რუსეთის ფედერაცია ჩვენი დიდი მეზობელია, რუსებს და ქართველებს ერთმორწმუნეობა (რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია), კეთილმეზობლობა და საბჭოთა კავშირის არსებობის წლებში განსაკუთრებული, თბილი დამოკიდებულება გვაკავშირებდა. ჩვენი წინაპრები ერთად იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომში და მსოფლიოს ფაშიზმისგან ათავისუფლებდნენ. საუკუნეების განმავლობაში ქართველები და რუსები ასევე გვერდი-გვერდ ომობდნენ საერთო მტრების წინააღმდეგ და არაერთხელ გაუთავისუფლებიათ ქართული ისტორიული მიწები დამყრობლებისგან. სამწუხაროდ, ჩვენს ურთიერთობებში იყო და არის შავი ლაქებიც, რაც არ შეესაბამებოდა და არც დღეს შეესაბამება მართლმადიდებელი ერის ურთიერთობების ჭეშმარიტ სულისკვეთებას.საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქართულ-რუსული ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროცესი თავსმოხვეული და მხარდაჭერილი იყო გარედან და ყველაზე უარეს ნიშნულს ურთიერთობებმა 2008 წლის აგვისტოში მიაღწია, როცა ჯორჯ სოროსის, სენატორ მაკკეინის და კლინტონების ოჯახის მარიონეტი მაშინდელი პრეზიდენტი მ. სააკაშვილი და მისი რეჟიმი ცხინვალის რეგიონის დაბომბვას შეუდგნენ.  შედეგად, გაჩაღდა შეიარაღებული კონფლიქტი რუსულ-ოსური და ქართული სამხედრო დანაყოფების მონაწილეობით. დიახ, სამხედრო მოქმედებები საკუთრი თანამოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყო არა საქართველომ, არამედ პირადად სააკაშვილმა, რომელიც 9 წლის განმავლობაში ქართველ ხალხს ატერორებდა, აუბედურებდა და არატრადიციულ ფასეულობებს ახვევდა თავს. თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ და განვთავისუფლდით ამ მოძალადე ნეოლიბერალებისაგან.ისტორიის, მით უმეტეს, უახლესი ისტორიის გაკვეთილებიდან დასკვნების გაკეთებაა საჭირო და წინსვლა არა კონფრონტაციის, არამედ საერთო შეხების წერტილების პოვნის, პრობლემების გადაწყვეტის  და რუსეთსა და საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობების დამყარების მიმართულებით. ვშიშობთ, რომ დღევანდელი ხელისუფლების მიერ სააკაშვილისეული საგარეო კურსის გაგრძელების პირობებში ამის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ ჩვენ ძალისხმევას არ მოვაკლებთ, რათა საქართველოს ხელისუფლებამ გამოასწოროს გაფუჭებული ურთიერთობები როგორც ამერიკასთან, ისე რუსეთთან. ამას ჩვენი წინაპრების ისტორია, ჩვენი ქვეყნის მომავალი და საღი აზრი გვავალდებულებს. რუსეთისა და საქართველოს ხელმძღვანელების მხრიდან შესაბამისი პოლიტიკური ნების გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ურთიერთმისაღები შედეგების მიღწევა.პატარა საქართველოს დიდი ისტორია, სულიერება, კულტურა და მრავალსაუკუნოვანი ქრისტინული ტრადიციები გააჩნია. თანამედროვე საქართველოში ბევრი პრობლემაა – ტერიტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული და სხვა ხასიათის. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ  დროთა განმავლობაში მოვახერხებთ ყველა ამ სირთულის ღირსეულად დაძლევას.  საქართველოს არ სურს, იყოს დასავლეთსა და რუსეთს შორის უთანხმოების მიზეზი და ობიექტი. პირიქით, ჩვენ გვსურს, განვავითაროთ და განვამტკიცოთ ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ისე რუსეთთან. ამდენად, ამ გზაზე ჩვენ  რუსეთთან მომავალში სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების მიმართულებით ვიმოძრავებთ. მით უმეტეს, რომ რუსეთი დიდი სახელმწიფოა და ჩვენ ერთმორწმუნე – მართლმადიდებელ, მრავალკონფესიურ და მრავალეროვნულ ქვეყნებს წარმოვადგენთ.ჩვენ ძლიერ ვაფასებთ იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული  პარტნიორია. ღმერთმა ქნას, რომ თქვენი უშუალო ძალისხმევის შედეგად ამერიკამ და რუსეთმა მიაღწიონ შემდგომ პროგრესს, მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებთან, მათ შორის ჩვენ ქვეყანასთან  მშვიდობისა და თანხმობის პირობებში. გამოვთქვამთ რწმენას, რომ თქვენი დახმარებით და საკუთარი ძალისხმევის შედეგად, საქართველო დაძლევს არსებულ პრობლემებს და საკუთარ წვლილს შეიტანს არა მარტო რეგიონის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების საქმეში.18 თებერვალს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ქართული იდეა“ თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მრავალრიცხოვან აქციას გამართავს, სადაც მოითხოვს ქვეყნის მმართველი ელიტისგან, გასწიოს სერიოზული ძალისხმევა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობების დასამყარებლად და რუსეთის ხელმძღვანელობასთან, თანადათანობით, პარტნიორული ურთიერთობების დამყარების მიმართულებით; ასევე გადადგას მტკიცე ნაბიჯები ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის არაერთი პრობლემის მოსაგვარებლად. პატივისცემით, ლევან ჩაჩუა – საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ქართული იდეა“-ს თავმჯდომარე, ყოფილი პოლიტპატიმარი;დავით კარტოზია –  „ქართული იდეა“-ს პოლიტიკური საბჭოს მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში.   
gallery images

ეროვნულ – სოციალისტური მოძრაობა ,,საქართველოს ეროვნული ერთობა''

აიკრძალოს ჯორჯ სოროსის ფონდის ,,ღია საზოგადოება – საქართველო'' –ს ფუნცქიონირება საქართველოში. 
gallery images

სასწრაფოდ გადმოსცეს საქართველოს უკრაინამ მიხეილ სააკაშვილი

სასწრაფოდ გადმოგვცეს უკრაინის მთავრობამ მიხეილ სააკაშვილი მას ბრალად  საკუთარი ხალხის გენოციდი სამხრეთ ოსეთის და კოდორის ხეობის ჩაბარება რუსეთისთვის
gallery images

მოვითხოვთ მონარქიის აღდგენას

saqartveloshi unda agdges samefo martveloba es iqneba chveni teritoriuli mtlianobis garanti.
gallery images

მოვითხოვთ მონარქიის აღდგენას

saqartveloshi unda agdges samefo martveloba es iqneba chveni teritoriuli mtlianobis garanti.
gallery images
gallery images

აღდგეს 1921 წ კონსტიტუცია

1991 წ. 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი  სადაც რეფერენდუმზე გამოტანილი იყო შემდეგი კითხვა: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“. სწორედ რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი რომელიც დღემდე არავის უღიარებია რაც ნიშნავს რომ დღევანდელ საქართველოს არ მიიჩნევენ 1918/1921წ კანონმემკვიდრეთ რის გამოც გაეროში საქართველო სცნეს როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგათ წარმოქმნილ სუბიექტათ რაც ყოვლად დაუშვებელია.მინდა მკითხველის ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე რომ 1921წ კონსტიტუცია თავისი არსით მუდმივმოქმედია რომელიც თავად ცონსტიტუციის მუხლსში არის ასახული და მისი გაუქმება ან უგულებყრობა უკანონობაა მოკლეთ ყველასათვის ადვილათ გასაგები რომ იყოს ამ კონსტიტუციის უმთავრესი პრობლემა საქართველოსა და მისი მოსახლეობის დღევანდელი მდგომარეობაა რაც გლობალისტების მიერ დამორჩილებით გამოიხატება რის გამოც კონსტიტუციას ეროვნული აღმასრულებელი ორგანოები არ გააჩნია რომელიც ამ კონსტიტუციის თანახმად წანმართავდა სახელმწიფოს მართვა გამგეობას რამეთუ 1995წ შევარდნაძისეული კონსტიტუცია რომლისგანაც დღეს აღარაფერი დარჩა პირდაპირი მნიშვნელობით კოლონიალურია.ამ ყოველივესგან გამომდინარე მოგმართავთ წინადადებით მხარი დაუჭიროთ 1921წ კონსტიტუციის აღდგენასა რაც წესით უნდა მომხდარიყო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მაგრამ მოგეხსენებათ სახელმწიფო გადატრიალების შედეგათ ხელისუფლების პერეხვატი მოხდა და საქართველო გლობალისტების კლანჭებში აღმოჩნდა.მივმართავ ყველა პატრიოტს მხარი დაუჭირეთ 1921 წ მუდმივ მოქმედი კონსტიტუციის აღდგენას !!!
gallery images

გადადგეს ,,ბღუჯა" მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი

მოგიწოდებთ დატოვოთ დაკავებული თანამდებობა. ჩვენი მოწოდება და მოთხოვნა განაპირობა თქვენმა რამდენიმე წლიანმა მუშაობამ ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებში. მიგვაჩნია რომ,ამ ხნის განმავლობაში თქვენს თანამდებობებზე მუშაობას ქვეყნისთვის და მისი ეკონომიკისთვის წარმატება არ მოუტანია,რაც გამოისახება ციფრებში,ასევე მთავრობის და პარლამენტის უმრავლესობის წევრებთან ერთად ხართ პასუხისმგებელი იმ 10 პუნქტიან დამანგრეველ გეგმაზე, რომელმაც უკვე აზარალა ჩვენი თანამოქალაქეები. თქვენ ხართ ქვეყნის მთავარი ფინანსისტი,ამიტომ თავად ხართ პასუხისმგებელი იმ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე,რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას. ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ ვუერთდებით პეტიციას და მოგიწოდებთ დატოვოთ დაკავებული თანამდებობა!!