add one
gallery images

ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერად !

ვფიქრობ, ალეკო ელისაშვილი, თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, პასუხისმგებლიანი და პროგრესული მერი იქნება, თბილისის ტრადიციული იერის შენარჩუნებასთან ერთად, ის შეძლებს განავითაროს და დანერგოს თანამედროვე ურბანული ტენდენციები. თუ თქვენც ასე ფიქრობთ, გთხოვთ, პეტიციაზე ხელმოწერით დააფიქსიროთ თქვენი აზრი.
gallery images

დასჯადი გახდეს პოლიტიკური პარტიების მიერ ცრუ დაპირებების გაცემა

თუ მცდარი ინფორმაციის გავრცელება კანონმდებლობით მკაცრად ისჯება, ჩემი აზრით, პოლიტიკური ფიგურების მხრიდან ცრუ დაპირებებით, მოქალაქეთა კეთილგანწყობის მოპოვება ბევრად მძიმე დანაშაულია და სათანადოდ უნდა ისჯებოდეს.
gallery images

აიკრძალოს საქართველოში უცხოელებზე მიწის გაყიდვა! ! !

აიკრძალოს საქართველოში უცხოელებზე მიწის გაყიდვა! ! !
gallery images

აიკრძალოს პრორუსული პროპაგანდა საქართველოში

მოგეხსენებათ, ქვეყანაში ბოლო დროს საკმაოდ მოხშირდა რუსული სპეცსამსახურების საქმიანობის ინტენსივობა და მასშტაბები: იქნება ეს პრორუსული მიმართების პრესა თუ ფეისბუკ გვერდები, რომლებიც აგრესიულ და მიზანმიმართულ პოლიტიკას ეწევიან ხალხში პრორუსული ინტერესების გასაღვიძებლად და პრორუსული პოლიტიკური ინტერესების ჩამოსაყალიბებლად...ხდება საბჭოთა კავშირისა და მისი ყოფილი ლიდერების, ასევე დღევანდელი რუსეთის პოლიტიკური ლიდერების პოპულარიზაცია და იდეალიზაცია, რუსული პოლიტიკური კურსისა და ცხოვრების  მიმზიდველ ფერებში წარმოჩენა, მის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე აქცენტის დასმა და სხვადასხვა მეთოდებით ხალხში რუსული პოლიტიკური კურსის აგიტაცია..მოვითხოვთ, შესაბამისი კანონით გაკონტროლდეს  ქვეყნისთვის ეს უაღრესად საზიანო და მავნებლური კამპანია და მიღებულ იქნას ადეკვატური ზომები მათ წინააღმდეგ...  
gallery images

ლაზური მეგრული და სვანური ენებისთვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭება

<!--StartFragment-->ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს , საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესბატონებო ,როგორც მოგეხსენებათ, სამეგრელოს რეგიონი დასახლებულია ხალხით, რომელთა სასაუბრო რეგიონალურ ენას წარმოადგენს მეგრული.ევროსაბჭოში გაწევრიანებისას 1999 წელს საქართველომ აიღო ვალდებულება ერთი წლის განმავლობაში ხელი მოეწერა რეგიონალურ ან ეროვნულ უმცირესობათა ენების შესახებ ევროპულ ქარტიისათვის და მოეხდინა მისი რატიფიცირება. თუმცა, 16 წლის გასვლის შემდეგაც ქარტია არ არის რატიფიცირებული და ეს საკითხი საზოგადოებაში არც განხილულა.ქართული სახელმწიფოს მხრიდან უარის თქმა, შეასრულოს თავისი ვალდებულება აღებული საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, არის გააზრებული პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ლაზური მეგრული და სვანური ენების, როგორც ლაზთა მეგრელთა და სვანთა თვითმყოფადობის ძირითადი ელემენტის განადგურებას.გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთერთ ძირითად მიზნად, როგორც გაცხადებულია წესდებაში, გახლავთ წახალისება და განვითარება, პატივისცემისა ადამიანის უფლებების და ძირითად თავისუფლებების მიმართ ყველასათვის განურჩევლად რასისა, სქესისა, ენისა და სარწმუნოებისა.ვხელმძღვანელობ რა შემდეგი მუხლების მდგომარეობით:1. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისოშეთანხმება:მუხლი27. იმ ქვეყნებში, სადაც ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი უმცირესობებიარსებობენ, იმ პირებს, რომლებიც მათ მიეკუთვნებიან, არ უნდა აეკრძალოთუფლება ამ უმცირესობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, აღიარონ თავიანთიკულტურა, რელიგია და გამოიყენონ თავიანთი ენა.2. ეროვნულ და ეთნიკურ, რელიგიურ და ენობრივ უმცირესობათაუფლებების დეკლარაცია (მიღებულია გაეროს გენერალურიასამბლეის მიერ; 1992 წლის 18 დეკემბრის რეზოლუცია 47/135)მუხლი 11. ქვეყნებმა თავიანთ ტერიტორიებზე უნდა დაიცვან უმცირესობებისარსებობა, მათი ეროვნული ან ეთნიკური, კულტურული, რელიგიურიდა ენობრივი თვითმყოფადობა და შექმნან პირობები ამთვითმყოფადობის განვითარებისათვის3. . ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებმუხლი 61. მხარეები წაახალისებენ ტოლერანტობისა და კულტურათშორისი დიალოგის სულისკვეთებას და მიიღებენ ეფექტურ ზომებს მათ ტერიტორიებზე მცხოვრებ ყველა პირს შორის ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მხარდასაჭერად, კერძოდ, განათლების, კულტურისა და მასმედიის სფეროში, მიუხედავად ამ პირების ეთნიკური, კულტურული, ლინგვისტური ან რელიგიური კუთვნილებისა.4. . ევროპული ქარტია რეგიონალური ან უმცირესობათა ენების შესახებნაწილი I მუხლი 1 - განსაზღვრებებიამ ქარტიის მიზნებისათვის:ა) "რეგიონალური ან უმცირესობათა ენები" ნიშნავს ენებს, რომლებიც:ი. ტრადიციულად გამოიყენებიან სახელმწიფოს შესაბამის ტერიტორიაზე ამ სახელმწიფოსმოქალაქეების მიერ, რომლებიც რიცხობრივად უფრო პატარა ჯგუფს წარმოადგენენ, ვიდრე ამსახელმწიფოს დანარჩენი მოსახლეობა; დაიი. განსხვავდებიან სახელმწიფოს ოფიციალური ენისაგან (ენებისაგან);იგი არ მოიცავს სახელმწიფოს ოფიციალური ენის დიალექტებსა და არც მიგრანტების ენებს;ბ) "ტერიტორია, რომელზედაც გამოიყენება რეგიონალური ან უმცირესობის ენა" ნიშნავსგეოგრაფიულ რაიონს, სადაც აღნიშნული ენა გამოხატვის საშუალებას წარმოადგენს იმ რაოდენობის ხალხისათვის, რომ ამ ქარტიით გათვალისწინებული სხვადასხვა დამცავი და ხელშემწყობი ზომების მიღება გამართლებული იყოს;5. საქართველოს კონსტიტუციამუხლი 62. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.მუხლი 381. საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ.ვ ა ც ხ ა დ ე ბბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,გთხოვთ საქართველოს პარლამენტის უახლოეს სესიაზე განიხილოთ შემდეგ საკითხები1. საქართველოს პარლამენტის მხრიდან რეგიონალურ ან ეროვნულ უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირება.2. ლაზური მეგრული და სვანური ენებისთვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭება და გავრცელება მეგრულ ენაზე ქარტიით გათვალისწინებული ნორმებით.დაუშვებლად მიმაჩნია ქართული სახელმწიფოს მხრიდან ამ ენებისადმი დისკრიმინაციული პოლიტიკის გაგრძელება.გთხოვთ, დაგვიდასტუროთ ზემოაღნიშნული ზომების მიღებით ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური ნება, უზრუნველყოს ლაზური მეგრული და სვანური ენების შენარჩუნება-განვითარება.პატივისცემით<!--EndFragment-->
gallery images

ონლაინ სესხები არ უნდა აიკრძალოს

ონლაინ სესხების გაუქმება უარყოფით ზეგავლენას მოახდენს მოსახლეობის კეთილდღდეობაზე.ეს ორგანიზაციები იმ მიზნით შეიქმნა, რომ დაეკმაყოფილებინა ბაზარზე არსებული მოთხოვნა. მოგეხსენებათ, რომ საბანკო სესხები ყველასთვის არაა ხელმისაწვდომი, ფულის სესხება კი ბევრ ადამიანს უწევს პერიოდულად: სწავლის საფასურის გადასახდელად, მედიკამენტების შესაძენად თუ სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯის დასაფარად. შესაძლოა ადამიანს ჰქონდეს შემოსავლის წყარო, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ მუშაობს, მაგრამ სამსახურში დროულად ვერ იღებს კუთვნილ ხელფასს, სტუდენტი - დროულად ვერ იღებს უცხოეთიდან დედის მიერ გამოგზავნილ 200 ევროს, გლეხი - 3 თვეში ღვინოს გაყიდის და აიღებს მიზერულ თანხას, მაგრამ ფული დღეს სჭირდება ვენახის მოსავლელად.  ასეთ შემთხვევებში ადამიანებს უწევთ ფულის სესხება. ბანკები, როგორც წესი, არ გასცემენ სესხებს ადამიანზე, რომელსაც შემოსავალი საბანკო ბარათზე არ ერიცხება, ამიტომ ადამიანი იძლებულია, რომ სხვა გზა მოძებნოს სასურველი თანხის მისაღებად. ამისათვის უმარტივესი გზაა ონლაინ სესხები. თუ ონლაინ სესხი არ იქნება, მაშინ ადამიანს მოუწევს მევახშისგან ისესხოს თანხა, ან დაალომბარდებს ოქრო-ვერცხლის სამკაულებს, ტელეფონს, მანქანას... უკიდურეს შემთხვევაში კი კრიმინალური გზით მოიპოვებს სასურველ ფულს.საგულისხმოა, რომ ონლაინ სესხების აღება ძალიან მარტივია და თითქმის არ ხდება პერსონალური მონაცემების გადამოწმება, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია. აუცილებელია, რომ ონლაინ სესხის გამცემმა კომპანიამ სესხის გაცემამდე მოახდინოს სესხის ამღების იდენტიფიცირება, რათა ერთი ადამიანის მონაცემებით მეორემ არ აიღოს სესხი და  მოქალაქეები არ გახდნენ თაღლითობის მსხვერპლნი.მოვითხოვთ, რომ ონლაინ სესხების  გაუქმების ნაცვლად მოხდეს მათი სერვისის დახვეწა, სესხის გაცემამდე პერსონალური მონაცემების გადამოწმება და კონტროლის გამკაცრება.
gallery images

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, აქტივისტები, მივმართავთ ენმ პოლიტსაბჭოს შემდეგი მოთხოვნებით:1. ჩატარდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფართო წარმომადგენლობითი ყრილობა, არანაკლებ 6000 დელეგატის მონაწილეობით,2. ენმ ყრილობის მომზადების პროცესში და მიმდინარეობისას უზრუნველყოფილი იქნას მხარდამჭერთა აქტიური ჩართულობა.მოვითხოვთ ყრილობის დელეგატების შერჩევის პროცესი იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიული და სამართლიანი.3. ყრილობაზე მონაწილეთა ფართო ჩართულობით განხლულ იქნას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის დამარცხების მიზეზები, 4..  ყრილობაზევე გადარჩეული იქნას მოქმედი პოლიტსაბჭო, რომლის ხელმძღვანელობითაც  პარტიამ ვერ მიაღწია სასურველ შედეგებს ვერცერთ არჩევნებზე ბოლო წლების განმავლობაში და მოხდეს ახალი პოლიტსაბჭოს არჩევა პოლიტსაბჭოს კანდიდატების არჩევის წესზე და პრინციპებზე წინასწარი, ფართო განხილვის და შეთანხმების შემდეგ.დაუშვებლად და საზიანოდ მიგვაჩნია ენმ საპარლამენტო დეპუტაციის სიის მექანიკური კოპირება პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში, 5. ყრილობის დღის წესრიგში არ უნდა დადგეს პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი.მოვითხოვთ, პარტიის თავმჯდომარის პოსტი დარჩეს ვაკანტური მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნის დასრულებამდე,პოლიტსაბჭოს  2015 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტურია და  ამ თანამდებობაზე განიხილება მიხეილ სააკაშვილი. თავმჯდომარის  ფუნქციები კი წესდებით დუბლირებულია და რეალურად დელეგირებულია პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეზე.  "უკვე სამი წელია პარტია გადასულია გუნდურ მმართველობაზე, არსებობს პოლიტსაბჭო, მისი თავმჯდომარე და გენერალური მდივანი და სწორედ ეს სტრუქტურები იღებს გადაწყვეტილებას პარტიაში, ამიტომ არანაირი საჭიროება და მიზანშეწონილობა არ არსებობს ახალი თავმჯდომარის არჩევის, პარტია გააგრძელებს გუნდურ მართვას",- დავით ბაქრაძე, 5.12.2015.ის გარემოებები, რომლის გამოც პოლიტსაბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, დღეისთვის არ შეცვლილა.  ყრილობის მიერ პარტიის თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობა სრულიად დაუსაბუთებელია , ხელოვნურადაა წამოწეული და ამიტომ  მხარდამჭერების მიერ აღიქმება როგორც პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის პარტიის მართვისგან ჩამოცილების მცდელობა პოლიტსაბჭოს ნაწილის მიერ. ეს აღქმა უდიდეს ელექტორალურ (და არამარტო)  ზიანს აყენებს და მომავალშიც მიაყენებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  
gallery images

პარლამენტის დეპუტატებმა, პრეზიდენტმა, პრემიერ მინისტრმა, მინისტრებმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა შეიმცირეთ ხელფასები, უარი თქვით პრემიებსა და დანამატებზე

ქართული ოცნების ხელისუფლებაში უკვე მეორე ვადითაც ,თუმცა სიტუაცია უცვლელია ქვეყანაში: NDI-ის მიერ გასულ თვეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 67 პროცენტი თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს.საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით, 10 %, ანუ 430 000 – მდე ადამიანი ღატაკია, ექსპერტთა აზრით ეს სტატისტიკა მცდარია და გაცილებით მეტია ეს მაჩვენებელი.ქვეყნის ეკონომიკა უკან მიდის და თითქმის ეროვნული ვალუტა ყოველდღე უფასურება დოლართან მიმართებაში;ქვეყანაში სულ 694 572 ასაკით პენსიონერია, რაც საერთო მოსახლეობის დაახლოებით 15,4%-ს შეადგენს , საქართველოში ყოველი მე-6 ადამიანი პენსიონერია და მათი მინიმალური პენსია კი 160 ლარია;საქართველოსთვის, სადაც სიღარიბის ზღვარს მიღმა ბავშვთა 27 პროცენტი ცხოვრობს და 5 წლამდე ასაკის 1000 ბავშვი იღუპება წელიწადში., აქედან 300 იღუპება კვების დეფიციტის გამო;ქვეყანაში მოიმატა კრიმინალმა , ამას ის გახმაურებული გამოუძიებელი საქმეებიც ემატება რომელიც დღემდე პროკურატურას არ გამოუძიებია;გრძელდება ქვეყნის ოკუპაცია რუსეთის მხრიდან;ქვეყანაში ისევ გრძელდება უკანონო მოსმენები და დაუცველია ადამიანის პირადი ცხოვრება; ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობს , ამ პრობლემების ფონზე კი :პრემიერ მინისტრის ხელფასი  4250  ლარია. X 12=51.000, ოთხი წლის განმავლობაში კი პრემიერის სახელფასო შემოსავალი ჯამში  2.448000 ლარია , მინისტრების ყოველ თვიური შემოსავალი კი 3540 X12=42480 ,ეს თანხა ოთხი წლის განმავლობაში კი 2039040 ლარია, შეგახსენებთ რომ საქართველოში სამინისტროების რეკორდული მაჩვენებელია და საქართველოში სულ 19 სამინისტროა, მინისტრებს ჰყავთ მოადგილეები რომელთა ხელფასი 2950 X12=35400 ,ეს თანხა ოთხი წლის განმავლობაში 1699200 ლარს აჭარბებს, შეგახსენებთ რომ მინისტრებს ასევე გადაჭარბებულად ბევრი მოადგილეები ჰყავთ, რაც შეეხება პარლამენტს , ჩვეულებრივი დეპუტატის ხელფასი 3000 ლარზე მეტია, დიახ ბატონებო დღეს ჩვენი ხელისუფლების წევრები და პარლამენტში მჯდომი დეპუტატები იღებენ არანორმალურად მაღალ ხელფასებს, არ დაგავიწყდეთ ეს მხოლოდ ხელფასებია და ამ მონაცემებს პრემიები და დანამატები აკლია ეს კი იმის ფონზე როდესაც პენსიონერის პენსია 160 ლარია და სოციალურად დაუცველი 60 ლარს იღებს, დიახ ბატონებო ეს იმ ფონზე როდესაც ქვეყანა სიღარიბის ჭაობშია ჩაფლული და ხალხი შიმშილის პირასაა.ამოიტომ მოდით მოუწოდოთ ჩვენს არჩეულ დეპუტატებს, მინისტრებს, მათ მოადგილეებს, პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, თუკი გიყვართ თქვენი ქვეყანა და თქვენი ხალხი შეიმვიცრეთ  ხელფასები, უარი თქვით  პრემიებსა და დანამატებზე, იმუშავეთ ისე ხალხის სამსახურში რათა ერთხელ და სამუდამოდ ამოვიდეს ჭაობიდან ეს ქვეყანა, უარი თქვით საკუთარი ჯიბეების გასქელებაზე და მიხედეთ ხალხს!
gallery images

ტრანსგენდერი ქალების პეტიცია

 მომზადდა ტრანსგენდერი ადამიანების მიერ სათემო ორგანიზაციების ტრანსგენდერ ქალთა ცენტრის მხარდაჭერით (www.trans.org.ge)"მანიფესტი განკუთვნილია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობისათვის, რათა პოლიტიკური დღის წესრიგში მოექცეს ტრანსგენდერ ადამიანთა უფლებების დაცვა და გათვალისწინებული იქნეს ჩვენი საჭიროებები.თემის გზავნილები:ჯანმრთელობის უფლების დაცვაჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში გათვალისწინებულ იქნეს ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებები!გენდერის სამართლებრივი აღიარებააღმოიფხვრას სქესის შესახებ ჩანაწერში ცვლილების შეტანისათვის არსებული უფლებაშემლახავი პრაქტიკა და დაინერგოს გენდერის სამართლებრივი აღიარების სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი მექანიზმი!ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულიშემუშავდეს ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური სტრატეგია! ჩვენი მოთხოვნები საქართველოს ხელისუფლებასსახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოხდეს ტრანსსპეციფიკური სამედიცინო პროცედურების დაფინანსება ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე;ერთმანეთისგან გაიმიჯნოს გენდერის სამართლებრივი აღიარებისა და სქესის კვლავმინიჭების პროცედურები;სახელმწიფომ შეიმუშავოს ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის ერთიანი სტრატეგია.ტრანსგენდერ ადამიანთა მდგომარეობა საქართველოშისაქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობის პირველი კვლევა ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფმა’’ (WISG) 2012 წელს ჩაატარა. კვლევამ გამოავლინა, რომ ტრანსგენდერი ადამიანები არიან სისტემური დისკრიმინაციის მსხვერპლნი ქვეყანაში, მათ მიმართ ხშირია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა როგორც საჯარო სივრცეებში, ისე ოჯახში. ტრანსგენდერი ადამიანები ხდებიან დისკრიმინაციისა და შევიწროების მსხვერპლნი დასაქმების ადგილებზე. ტრანს თემის წინაშე მდგარი გამოწვევები სახელმწიფოს მხრიდან სრულიად უგულვებელყოფილია. ქვეყანაში არსებული სტიგმა ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ და სატელევიზიო მედიის და პოლიტიკოსების ერთი ნაწილის მიერ ამ ადამიანების ეგზოტიზაცია ახდენს ტრანსფობიური გარემოს ფორმირებას, სადაც ტრანსგენდერი ადამიანებისთვის თავისუფალი და თანასწორი სივრცისთვის ადგილი აღარ რჩება.ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზებასაქართველოში ტრანსგენდერობა სრულად მედიკალიზებული და პათოლოგიზირებულია და არ ითვალისწინებს ტრანსგენდერობის ფართო სპექტრს. ქვეყანაში არ არსებობს ტრანსსპეციფიური სამედიცინო პროცედურების კლინიკური გაიდლაინები და პროტოკოლები. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ ხდება ტრანსსპეციფიური სამედიცინო პროცედურების დაფინანსება.გენდერის სამართლებრივი აღიარებაგენდერის სამართლებრივი აღიარება საქართველოს კანონმდებლობით არ რეგულირდება. პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებისათვის დადგენილია უფლებაშემლახავი პრაქტიკა. პრაქტიკის მიხედვით, გენდერის სამართლებრივი აღიარებისათვის ტრანსგენდერი ადამიანები ვალდებულნი არიან ჩაიტარონ არასასურველი და ძვირადღირებული სამედიცინო პროცედურები.ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისახელმწიფოს არ გააჩნია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტური სტრატეგია. ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ ჩადენილი ყველა გახმაურებული სიძულვილით მოტვირებული დანაშაულის ირგვლივ თემს და საზოგადოებას აქვს პასუხგაუცემელი შეკითხვები. ქვეყანაში არ ხდება ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სტატისტიკის წარმოება. შესაბამისად, არ ხორციელდება ამ ტიპის დანაშაულის პრევენცია.
gallery images

სოლიდარობა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ სამოქალაქო აქტივისტებს!

აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. საქართველოს მოქალაქეები პატივს ვცემთ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ არ გვაქვს უფლება აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში ჩარევისა. სამოქალაქო აქტივისტები მხარს ვუჭერთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანასწორუფლებიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიამია დამკვიდრებული. ყველა ტიპის ძალაუფლებას ტოტალურად აკონტროლებს ერთი პოლიტიკური დაჯგუფება. შევიწროვებისა და დევნის პირობებში საქმიანობენ სამოქალაქო გაერთიანებების, ოპოზიციური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები.ავტორიტარული რეჟიმის რეპრესიებს გამოქცეული დემოკრატები უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში საქართველოს აფარებდნენ თავს. ბოლო რამდენიმე თვეა საქართველოს მთავრობა მიგრაციის შესახებ კანონის მე-18 მუხლის გათვალისწინებით აზერბაიჯანელ აქტივისტებს უარს ეუბნება თავშესაფარზე და მათ ქვეყნის საფრთხედ აცხადებს (იხ. http://netgazeti.ge/news/151153/ ).ჩვენ მივიჩნევთ, რომ სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის გაძლიერებისა და მხარდაჭერისათვის საქართველოს ჯერჯერობით ერთადერთი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია. ჩვენ მხოლოდ იმის ძალა შეგვწევს, რომ დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის გამო დევნილ მოქალაქეებს თავშესაფარი მივცეთ.მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მებრძოლ დემოკრატებს ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების უფლება არ ჩამოართვას.ჩვენ მოვითხოვთ თავშესაფარს სამოქალაქო აქტივისტებისთვის და არა ფუნდამენტალისტებისა და ტერორისტებისათვის!სოლიდარობა აზერბაიჯანის დემოკრატიულ ოპოზიციას!მოძრაობა "მწვანე მუშტი" 
gallery images

ენმ-ს აკრძალვა

ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, მიუხედავად ჩვენი ეთნიკური, სოციალური თუ პოლიტიკური წარმომავლობისა,  ვითხოვთ საქართველოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", როგორც სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის მადესტაბილიზებელი ორგანიზაციის აკრძალვას შემდგომი გარემოების გამო: მას შემდეგ, რაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" (ენმ) 2012 წლის არჩევნების შედეგად მმართველი ძალის ოპოზიციაში გადავიდა, მიუხედავად ე.წ. "კოჰაბიტაციის" პერიოდისა, არ შეუწყვეტია ანტისახელმწიფოებრივი ძირგამომთხრელი საქმიანობა. ენმ განსაკუთრებულად გააქტიურდა 2016 წლის წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში. პარტიის ლიდერები და საშუალო რგოლის წარმომადგენლები აშკარად, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, მოუწოდებენ საკუთარ მხარდამჭერებს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისაკენ. არჩევნების დღეს მათ უკვე მოაწყვეს რამდენიმე მძიმე პროვოკაცია საარჩევნო უბნებზე მარნეულში, ზუგდიდის რაიონში, ქუთაისში და ა.შ. თუკი კიდევ გაგრძელდება ენმ-ს პროვოკაციები, ამან შესაძლოა საქართველო შინა დაპირისპირების და სამოქალაქო ომის ზღვრამდე მიიყვანოს! ამას კი ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება თითოეული ჩვენთანისათვის!!!
gallery images

ხაშური საქართველოს დედაქალაქად !!!!

გთხოვთ დაუდგეთ გვერდში ქვეყნის განვითარებასა და ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოებას, ყველამ დაუჭირეთ მხარი ხაშურის საქართველოს კულტურის ცენტრად ქცევას ! ვაქციოთ ეს გამორჩეული ქალაქი საქართველოს დედაქალაქად და გადავდგათ უდიდესი ნაბიჯი ქვეყნის კეთილდღეობისა და განვითარებისთვის ! მე თქვენი იმედი მაქვს ხალხო !https://www.youtube.com/watch?v=Dk00w69KEtg
gallery images

რუსთავი 2 ეგზიტპოლებს აყალბებს!

სოციალური ფორუმი „ამერიკის ნამდვილი მეგობრები“ ( GFA ) გამოვდივართ ინიციატივით,50 000 ხელმოწერით გავამყაროთ ჩვენი პეტიცია და გავაპროტესტოთ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ტყუილზე, გაყალბებაზე აგებული წინასაარჩევნო კვლევები. რამოდენიმე დღის წინ ამ ტელევიზიით გავიდა სიუჟეტი, რომელშიც გაჟღერდა, თითქოს ბიძინა ივანიშვილი საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით, ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ამომრჩეველთა 30% უჭერს მხარს. ეს ფაქტი გადამოწმებულია და  წარმოადგენს სიცრუეს!  სწორედ ეს სიცრუე დაედო საფუძვლად ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის დაკვეთით, კომპანია GFK-ს მიერ შესრულებულ (საქართველოში დაკვეთის შემსრულებელი კომპანია BCG  ეკუთვნის ნაცაქტივისტ ლევან თარხნიშვილის მეუღლეს) და მათივე ეთერით გაჟღერებულ გამოკითხვის შედეგს, რომლის მიხედვითაც,"ქართულ ოცნებას" ხმას აძლევს გამოკითხულთა 25, 4% ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" არც მეტი, არც ნაკლები-26%. გამომდინარე ზემოთ მოყვანილი სიცრუის მაშტაბურობიდან, გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ 8 ოქტომბრის საღამოს, რუსთავი 2-ის ეთერში ტრანსლირებულ ეგზიტპოლის შედეგებსაც არ ექნება სიმართლესთან არანაირი საერთო და  გამოყენებული იქნება არეულობის ინსპირირებისთვის.გთხოვთ მოაწეროთ ხელი პეტიციას , რათა გამოვხატოთ უნდობლობა რუსთავი 2-ის ეგზიტპოლების მიმართ ! 
gallery images

ივანიშვილმა ყოფილი იპოდრომი დაუბრუნოს თბილისს და აქციოს ცენტრალურ პარკად

მე მინდა რომ ივანიშვილმა ყოფილი იპოდრომი დაუბრუნოს თბილისს და აქციოს ცენტრალურ პარკად.ეს ქალაქი ჩვენია!!!#ერთადყველაფერსშევძლებთ
gallery images

არა Yandex Taxi

რუსული კომპანია Yandex-ი არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის რუკებზე აფხაზეთი და ე. წ. ოსეთი ცალკე დამოუკიდებელ სახელმწიფოებადაა დატანილი, რაც არა მხოლოდ შეურცხმყოფელია, არამედ კანონის უხეში დარღვევაა.Yandex მა უარყოფითი რეაქციის გამო, ქართველების მოსატყუებლად ხრიკი იხმარა, საქართველოს ტერიტორიდაან შესული მომხმარებლები  Yandex რუკაზე საქართველოს ერთიანს ხედავენ,  ხოლო სხვა ქვეყნებიდან შესული ადამიანები კვლავ აფხაზეთის და ოსეთის გარეშე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონიდან გამომდინარე, კომპანია Yandex-ს შეუწყვიტოს საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზია.