add one
gallery images

აეკრძალოს ნიკა რურუას არჩევნებში მონაწილეობის მიღება როგორც დეპუტატობის კანდიდატი ,ვიდრე არ მოხდება გამოძება მის ბიოგრაფიაში ხსენებულ მკვლელობებთან თ ფინანსურ მასქინაციებთან დაკავშირებით

ამ ადამიანის შესახებ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა,მოვითხოვ გაეცეს პასუხი ყველა შეკითხვას მისი მხრიდან,და არსებულ ფაქტებთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება მისი წარსული საქმიანობის შესახებ.
gallery images

გადადგეს მაიმუნი ვირიშვილი ნარმანია თბილისის მერობიდან

მოგეხსენებათ თბილისს ჰყავს "მაიმუნი ვირიშვილი" უქნარა სრულიად შეუფერებელი მერი, რომელიც თავის მერიის თანამშრომლებიანად არის შემთხვევით მოხვედრილი მერიის შენობაში, ამიტომ ვთხოვთ იქნებ ადგეს და წავიდეს.
gallery images

აიკრძალოს ანტიკონსტიტუციური პარტია "ცენტრისტები"!

საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილსსაქართველოს პარლამენტის წევრებსპეტიციაზე ხელმომწერნი მოგიწოდებთ აღასრულოთ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით თქვენზე დაკისრებული ვალდებულებები და მიმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელმყოფი პარტია „ცენტრისტების“  აკრძალვის მოთხოვნით.  ვადასტურებთ, რომ ჩვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია თავისუფალი რესპუბლიკის, მრავალპარტიული დემოკრატიისა და აზრის თავისუფლების შენარჩუნება. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდის დადგომასთან ერთად, შეშფოთებით ვაკვირდებით ღიად პრო-რუსული ძალების გაძლიერებას და ვთვლით, რომ ძალა, რომლის წინასაარჩევნო დაპირებათა შორის არის რუსეთის ბიუჯეტით დაფინანსებული პენსიის გაცემა, საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების ამოქმედება და რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული მიღება, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, უარჰყოფს კონსტიტუციითვე განმტკიცებულ მართლწესრიგს, ღირებულებებს და სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს.საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მიხედვით, "დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა".ხელმომწერები მივიჩნევთ, რომ ძალა, რომელიც საქართველოს მტრის სამხედრო ბაზების ამოქმედებას და მისი ბიუჯეტით პენსიის გაცემას განიზრახავს, არის კოლაბორაციონისტული ძალა. იგი წარმოადგენს ცალსახად ანტი-სახელმწიფოებრივ მოვლენას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს როგორც საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, ასევე სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების სტაბილური განვითარების შესაძლებლობას. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოში მტრული ძალის სამხედრო ბაზების განთავსების მოთხოვნა ხელყოფს საქართველოს დამოუკიდებლობას, ხოლო კონსტიტუციურ წესრიგს პოტენციური დამხობით ემუქრება. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, „მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს.“ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის წევრები აღასრულებენ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით მათზე დაკისრებულ მოვალეობას და დაუყონებლივ მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს დამოუკიდებლობის ხელმყოფი  ამ პოლიტიკური გაერთიანების (პარტია - “ცენტრისტები”) აკრძალვის მოთხოვნით. 
gallery images

სანქციები ოკუპანტი კომპანიების წინააღმდეგ!

მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას:მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი არის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ, ასევე, აღნიშნული სახელმწიფო მის ხელთ არსებული ყველა ხერხით ცდილობს მოახდინოს საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების დამკვიდრება და პროპაგანდა.ამ გეგმის განხორციელებაში და გავრცელებაში იგი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, მასმედიას და მის ხელთ არსებულ კომპანიებს, როგორებიცაა Яндекс, Рамблер, Openstreetmap და ა.შ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შემუშავდეს კანონპროექტი, რომლითაც აიკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დამრღვევი კომპანიების და იურიდიული პირების ყოველგვარ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე.
gallery images

არ მართო სასამართლო! Hands Off Judiciary!

ჩვენ, პეტიციაზე ხელმომწერები, მივმართავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეჩერდეს უსამართლო, გაუმჭვირვალე და არაკონსტიტუციური პროცესის გზით სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება.ასევე, მივმართავთ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ყოველგვარი გაჭიანურების გარეშე, დაიწყოს მუშაობა ქვეყანაში მოსამართლის დანიშვნის გამჭვირვალე, სამართლიანი და დასაბუთებული სისტემის შესაქმნელად.დღეს, საზოგადოება მომსწრეა სასამართლო სისტემაში მიმდინარე  კრიზისული მოვლენების, რაც უპირველესად უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დაუსაბუთებელი და თვითნებური გადაწყვეტილებების მიღებას, არაჯანსაღი და ხარვეზიანი პროცესების გზით. მოსამართლეების დანიშვნის, დაწინაურების, დისციპლინური დევნის შესახებ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება არა ობიექტურ გარემოებებსა და კრიტერიუმებზე დაყრდნობით, არამედ ძალაუფლების მქონე სხვადასხვა ჯგუფის ინტერესების შესაბამისად, მათი ერთმანეთთან კულუარული გარიგებების გზით.განვითარებულ კრიზისს, მოსამართლეებზე არაჯანსაღი გავლენების მოხდენას და კონკრეტული ჯგუფების მიერ კონტროლის დამყარებას ხელს უწყობს ხარვეზიანი კანონმდებლობა, რის შედეგადაც:იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს მოსამართლის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე;საბჭო გვერდს უვლის კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კრიტერიუმების შემოწმებას და არ უზრუნველყოფს სამართლიან პროცესს საუკეთესო კანდიდატების შესარჩევად; მოსამართლის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩვრებას.არსებული კანონმდებლობა, ისევე როგორც საბჭოს გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის სამართლიანი სასამართლოს შექმნას და თითოეული მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას და ინტერესს - მისი საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და კომპეტენტურმა მოსამართლემ. არსებულ პირობებში მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელება გააღრმავებს კრიზისს და კიდევ უფრო დაგვაშორებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნის იდეისგან. ამდენად, აუცილებელია შესაბამისი კანონმდებლობის დაუოვნებლივ შეცვლა. მოსამართლეთა კორპუსის მნიშვნელოვან ნაწილს უფლებამოსილების ვადა სწორედ ამ პერიოდში ამოეწურა ან უახლოეს თვეებში ეწურება. ვაკანტური ადგილების არსებული უსამართლო და არაკონსტიტუციური პროცესის გზით შევსება კი, აზრს უკარგავს შემდეგში კანონმდებლობის გაუმჯობესებას, რასაც პოზიტიური გავლენა ვეღარ ექნება სასამართლოს სათანადო კადრებით დაკომპლექტებაზე. სწორედ ამიტომ, დღეს პეტიციაზე ხელმომწერების მთავარი მოთხოვნაა:დაუყოვნებლივ შეჩერდეს არაკონსტიტუციური გზით მოსამართლეთა დანიშვნა სასამართლო სისტემაში და პროცესი გაგრძელდეს მხოლოდ სათანადო კანონმდებლობის შექმნის შემდეგ;ხელისუფლებამ უმოკლეს ვადებში დაიწყოს მოსამართლეთა დანიშვნის სისტემის რეალური რეფორმა.
gallery images

აღდგეს საქართველოში სრული მონარქია და დადგინდეს ბაგრატიონი მეფედ.

გთხოვთ ყველამ მოაწეროთ ხელი რომ აღდგეს საქართველოში მონარქია ბაგრატიონების მმართველობა. 
gallery images

ამერიკაში სამუშაო ვიზა საქართველოს მოქალაქეებს

ამერიკაში სამუშაო ვიზა საქართველოს მოქალაქეებს
gallery images

მხარს ვუჭერ - პროგრესულ-დემოკრატიულ მოძრაობას

პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა გახლავთ ცენტრისტული პოლიტიკური ძალა. იგი გამოირჩევა კონსტრუქცივიზმით და მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა სიმრავლით პოლიტიკურ გუნდში,რომლის ლიდერიც გახლავთ ადვოკატი ლაშა სტურუა,ხოლო გუნდის წევრები სრულიად ახალი სახეები ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.მეგობრებო,თუ გსურთ პოლიტიკურ სარბიელზე მოხდეს განახლება,რითაც ჩვენი ქვეყნის პროგრესის საქმეში უპირობო გარღვევა მოხდება,გთხოვთ ნუ დაიზარებთ და ხმა მიეცით პროგრესულ-დემოკრატიულ მოძრაობას,ამ მანიფესტი მეშვეობით... (შესაბამისი წესების დაცვით)თქვენ აღნიშნულზე სულ რაღაც 2 წუთს დაკარგავთ,ჩვენთვის კი ეს მეტად მნიშვნელოვანია!
gallery images

პეტიცია გოგი თოფაძის კოალიცია "ქართული ოცნებიდან" გარიცხვის შესახებ

ქართული ოცნების პოლიტიკურ საბჭოს ვთხოვთ მიიღოს გადაწყვეტილება გიორგი თოფაძის კოალიციიდან გარიცხვის შესახებ.გიორგი თოფაძემ, როგორც ერთმა პარლამენტარმა სტალინისტური და ანტიდასავლური განცხადებები არაერთხელ გაავრცელა. საქართველოს მოსახლეობას არასდროს მხარი არ დაუჭერია საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებისთვის, შესაბამისად ალოგიკურია ასეთი პარლამენტარების პარლამენტში ან მმართველ გუნდში ყოფნა.მსგავსი განცხადებები უარყოფითად აისახება ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და შეიძლება არასწორად იყოს გაგებული ევროპასა და შეერთებულ შტატებში. უკვე დიდი ხანია კეთდება განცხადებები საქართველოს დასავლური კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი ტრიბუნიდან ასევე ქვეყნის შიგნით არსებობს მოსაზრება, რომ ასეთ ძალებს მალე პარლამენტში ვხილავთ.ქართული ოცნების მხრიდან ბევრი განცხადება მოგვისმენია დასავლური კურსის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტია, რომ მხოლოდ ერთეული ადამიანები ან კოალიციის მხოლოდ რამდენიმე სუბიექტი დგავს რეალურ ნაბიჯებს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.კარგი იქნება თუ პოლიტიკური საბჭო იმოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და საერთაშორისო პარტნიორებს ნათლად დაანახებს საკუთარ პოზიციას საგარეო კურსთან დაკავშირებით. ასევე საარჩევნო წელს გაფანტავს ეჭვებს, რომლებიც ხალხში არსებობს კოალიციის ოკუპანტებთან თანამშრომლობის შესახებ. 
gallery images

წადი გოგი სახლში, წადი !

წადი გოგი სახლში, წააადი!
gallery images

შეხვედრა ახალგაზრდებთან

სახელმწიფო ვალდებულია მის მოსახლეობას სრული და ამომწურავი  ინფორმაცია მიაწოდოს, თუმცა დღეის მდგომარეობით ზემოთ მოცემული პროცესი არ ხორციელდება, რის გამოც მოვითხოვთ თვეში ერთხელ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მთავრობის და სამინისტროების მხრიდან  მოხდეს შეხვედრა ახალგაზრდებთან სადაც აქტუალური და საინტერესო პოლიტიკურ სოციალური თემები განიხილება შემდეგი ფორმატით:მოხსენება-პრეზენტაციადიკუსია(კითხვა-პასუხის რეჟიმი) პატივისცემით დაჩი მაზანაშვილი
gallery images

საზოგადოებრივი მიმართვა გიგი უგულავას შეწყალებასთან დაკავშირებით

მის აღმატებულებას,საქართველოს პრეზიდენტს,ბატონ გიორგი მარგველაშვილსბატონო პრეზიდენტო, მოგმართავთ თბილისის ყოფილი მერის, ბატონი გიგი უგულავას პატიმრობასთან დაკავშირებით. ჩვენ განსხავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად,  გვაერთიანებს მოსაზრება, რომ გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა არასამართლიანი და ქვეყნისთვის საზიანოა. გვსურს გაგაცნოთ რიგი მოსაზრებები, რაც კითხვებს გვიჩენს საქმის მიუკერძოებლობაზე და რის საფუძველზეც მისი პატიმრობაში ყოფნა სასჯელის გაუმართლებელ და არაპროპორციულ ზომად მიგვაჩნია.მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე არაერთგზის დაირღვა, როგორც საქართველოს შიდა კანონმდებლობით, საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ არსებული საერთაშირისო აქტებით გარანტირებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.ქალაქის მერად პირდაპირი წესით არჩეული გიორგი უგულავა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე მხოლოდ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე შუაღამისას თანამდებობიდან სასამართლომ გადააყენა, შემდეგ კი მთავრობის მიერ გამოცხადებული საარჩევნო მორატორიუმის პერიოდში დაკავებული იქნა.მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, პატიმრობის საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, მან 1 წელი და 3 თვე წინასწარ პატიმრობაში გაატარა.გიორგი უგულავას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მისი კონსტიტუციური სარჩელი დააკმაყოფილა. აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებით ბევრი კითხვა გაჩნდა ხელისუფლების მიერ სასამართლო პროცესში ჩარევის შესახებ. ნათელი იყო ხელისუფლების მხრიდან საკონსტიტუციო გადაწყვეტილების, შემდეგ კი მისი აღსრულების გაჭიანურების მცდელობა. მეორეს მხრივ, დაჩქარებული წესით წარიმართა საქალაქო სასამართლოს პროცესი. მოსამართლემ 80 ტომიან საქმეზე, რომელზეც 120-მდე მოწმე დაიკითხა, ბრალდებულ გიორგი უგულავასთვის საბოლოო სიტყვის მოსამზადებლად დროის მიუცემლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა სათათბირო ოთახში გასვლიდან 4 საათში, ღამის 10 საათის შემდეგ. შედეგად, გიორგი უგულავა მხოლოდ 23 საათი იყო გათავისუფლებული. შთაბეჭდილება გვრჩება, ხელისუფლება არა კანონის უზენაესობის, არამედ გიგი უგულავას პატიმრობაში დატოვების ინტერესით ხელმძღვანელობდა.ყურადსაღებია ევროპული სასამართლო პრაქტიკა, სადაც ანალოგიურ საქმეებზე არ ხდება პატიმრობის გამოყენება.  მაგალითად, შეგვიძლია მოვიყვანოთ ბორდოს მერის ალან ჟუპეს საქმე, რომელსაც ანალოგიური ბრალდებისას პირობითი სასჯელი წელიწადნახევრის ვადით შეეფარდა.მიგვაჩნია, რომ გიგი უგულავას პატიმრობიდან გამოშვება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზეც პოზიტიურ გავლენას იქონიებს. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისაგან და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არაერთგზის გაკეთებულა განცხადება მისი პატიმრობის პოლიტიკური ხასიათისა და დარღვევების შესახებ. გარდა ცალკეული განცხადებებისა, აღსანიშნავია, რომ უგულავას საქმეზე საუბარია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ წლიურ ანგარიშში, ევროპარლამენტში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასა და ეუთოს სასამართლო პროცესის მონიტორინგის ანგარიშში.ცალკე აღნიშვნის ღირსია ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიში, რომელშიც საუბარია გიგი უგულავას პატიმრობის არაჰუმანურ პირობებზე და ხასიათდება, როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახავი.გააგრძელებს თუ არა გიგი უგულავა პოლიტიკურ მოღვაწეობას, ჩვენი ზრუნვის საგანი ვერ იქნება, თუმცა, მიგვაჩნია, რომ მის გათავისუფლებას პოზიტიური გავლენა ექნება ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებზე.თქვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციის მიხედვით პოლიტიკურ პროცესებზე მაღლა დგახართ. მიგვაჩნია, რომ უნდა გამოიყენოთ თქვენთვის კანონით მინიჭებული შეწყალების, როგორც ჰუმანური აქტის, უფლება და შეიწყალოთ გიგი უგულავა. პატივისცემით, გიორგი ხოშტარიანანი ბრეგვაძემანანა დოიჯაშვილიზურაბ კიკნაძეგელა ჩარკვიანინინო სუხიშვილიილიკო სუხიშვილიზაალ კოკაიამალხაზ სონღულაშვილირუსუდან გოცირიძელაშა ბუღაძედათო ტურაშვილიდათო საყვარელიძერატი ამაღლობელიქეთი ხუციშვილითამარ გურჩიანითამარ (თათა) ცოფურაშვილითიკო ცომაიანინო ევგენიძებაია პატარაიანინია კაკაბაძეელენე ხოშტარიანინო დანელიანინო კიკნაძეგიორგი მაისურაძეზაალ ანდრონიკაშვილინუნუ დუღაშვილინუნუ გაბუნიამარიკო კვალიაშვილიმაყვალა გონაშვილიოლეგ ხუბაშვილიგია ნოდიაირინა პოპიაშვილინინო ზამბახიძეეკა მამალაძენიკა მემანიშვილიდავით დოიაშვილინინო კირთაძეგუგა კოტეტიშვილიმაცაცო სეფისკვერაძებაკურ სულაკაურიგოგი-ალექსი მესხიშვილითამარ ჩხეიძელია ლორიანიკო ცეცხლაძეოლეგ ტიმჩენკომიხეილ შენგელიაეთერი ჭკადუალევან ადამიანინია ახვლედიანიეთერ (ბაია) გადაბაძელაშა ბაქრაძეინგა გრიგოლიანინო ჟიჟილაშვილირეზი არველაძეარჩილ არველაძეშოთა არველაძე
gallery images

დაიცავი ბათუმის ბულვარი

დაიცავი ბათუმის ბულვარიპეტიციაზე ხელმომწერები არ ვეთანხმებით ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებას.ბათუმის ბულვარს აქვს თავისი კონცეფცია, რომელიც უკვე 130 წელია ყალიბდება. დაარსებიდან დღემდე ბულვარი ბათუმის ისტორიის განუყოფელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მიგვაჩნია, რომ გადაკეთებითა და შეცვლით ბულვარი დაკარგავს იმ ნიშან-თვისებებს, რის გამოც იგი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ბათუმის ბულვარში სასეირნო ბილიკის გაუქმებას, მწვანე ზოლში კაფე-ბარებისა და ხელოვნური ჩანჩქერის მოწყობას, ახალი შენობების აგებას, და სხვა, კონცეფციის სამუშაო ვარიანტით წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელებას.მოვითხოვთ:ბათუმის ძველ ბულვარში არსებული ხეივნებისა და ბილიკების შენარჩუნებას; მათ სათანადოდ მოვლას, არსებული მწვანე საფარის და ნარგავების შენარჩუნებას.კანონმდებლობით მკაცრად განისაზღვროს იმ ობიექტების ჩამონათვალი, რისი აგებაც შესაძლებელია ბათუმის ძველ ბულვარში. დაუშვებლად მიგვაჩნია ძველ ბულვარში კაპიტალური შენობება-ნაგებობების აგება;გადაიხედოს იმ შენობა-ნაგებობის საკითხი, რომლებიც ბოლო წლებში აიგო და შეცვალა ბათუმის ბულვარის იერსახე.ყველა გადაწყვეტილება იყოს საჯარო, კვლევებისა და გამოკითხვების საფუძველზე დაგეგმილი და დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც დოკუმენტურად დაასაბუთებენ გადაწყვეტილების აუცილებლობას.სასწრაფოდ შეჩერდეს ყველა იმ პროექტისა და სამუშაოების განხორციელება, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს ბათუმის ძველ ბულვარში და არ ემსახურება ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვასა და შენარჩუნებას.ამასთან, აუცილებლად მიგვაჩნია ქალაქის განვითარება, ახალი სკვერებისა და ტურისტული ადგილების შექმნა, ამიტომაც მთავრობას ვთავაზობთ წარმოდგენილი კონცეფცია განახორციელოს ახალ ბულვარში. ეს საშუალებას მისცემს ამჟამინდელ მთავრობას თავისი პოზიტიური, ისტორიული კვალი დატოვოს ახალი ადგილის განვითარებით და არა ძველი, ბათუმელებისათვის საყვარელი ბათუმის ბულვარის გადაკეთებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფით.საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ბათუმის ბულვარი“
gallery images

გავრცელდა ინფორმაცია რომ მომავალში შესაძლოა პატრიარქს ჰქონდეს პატიმართა შეწყალების უფლება!

გავრცელდა ინფორმაცია რომ მომავალში შესაძლოა პატრიარქს ჰქონდეს პატიმართა შეწყალების უფლება! მოვითხოვთ, პატრიარქმა საკუთარი სურვილით განაცხადოს უარი ამ უფლებაზე ან სამუდამოდ ჩამოერთვას საქართველოს პატრიარქის წოდება!
gallery images

მიენიჭოს ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთს ოკუპირებული მიწების სტატუსი!

მიენიჭოს ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთს ოკუპირებული მიწების სტატუსი!იმის მაგივრად რომ ჩვენ ვედავებოდეთ ჩვენს მიწებს, თურქები აქეთ გვედავებიან ბათუმს, იხილეთ თურქეთის პრემიერ მინისტრის,  დავითოღლუს განცხადებაhttp://georgians.gr/batumi-daubrundeba-turkets-ambobs-davutoglu/