add one
gallery images

გადადგეს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი

საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს   და                                                           საქართველოს რეალურ მმართველს ბიძინა ივანიშვილსპეტიციაჩვენ საქართველოს მოქალაქეები უერთდებით ირმა ინაშვილის, ემზარ კვიციანის, ლევან თედიაშვილის,   ადა მარშანაის შიმშილობსია აქციას  და ყველა იმ პიროვნებას რომელიც დღემდე აქტიურად იბრძვის ქვეყანაში სამართლიანობის დასამკვიდრებლად .                                                                 მოვითხოვთ!დაუყონებლივ გაათავისუფლოთ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაკავებული თანამდებობიდან. ხიდაშელმა ქვეყის თავდაცვის უნარაიანობის განმტკიცების ნაცვლად , გადაამეტა დაკისრებულ ვალდებულებებს,  კანონზე მაღლა დააყენა თავი  და  ზეგავლენა მოახდინა  საგარეჯოში საარჩევნო პროცესზე.  მან  პოლიტიკურ ინტერესებს  დაუქვემდებარა  და თავისი  ნათესავის  თამარ ხიდაშელის სასარგებლოდ, მობილიზება გაუკეთა საგარეჯოში განლაგებული  საჯარისო ნაწილს.  თავდაცვის მინისტრამ   მსოფიოში გაუგონარი,  სამარცხვინო  პრეცენდენტი დაუშვა, საარჩევნო უბანში პირადად ითვლიდა ხმებს და აჯამებდა ოქმებს.   ამ საქმეში სხვა ჩინოვნიკებთან ერთად მახარს უბავდა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი  გიგლა  აგულაშვილი.                             თინათინ ხიდაშელმა თავისი უმსგავსო  ქმედებით დაარღვია საქართველოს კონსტიტუცის 14-ე და 28-ე მუხლები, საარჩევნო კანონდებლობა  და გამოიკვეთა  სისხლის სამართლის კოსდექსის   142-ე  (ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა  ნაწილი 2. იგივე ქმედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით),162-ე(არჩევნებშინებისგანხორციელებისათვის ხელისშეშლა,  ნაწილი 2. იგივექმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით),  332-ე ( ნაწილი 2. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო- პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ), 333-ე ( ნაწილი 2. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ) მუხლებით ჩადენილი დანაშაული , რაც საქართველოს მთავარმა პრიკურატურამ უმოკლეს ვადებში უნადა გამოიძიოს და დაადგინოს. ურეიტინგო რესპუბლიკური პარტიის ლიდერი თინათინ ხიდაშელი ქართველი ხალხის ნებით არ დანიშნულა , იგი  ოკიანის გაღმიდან ზეწოლის შედეგად გაამწესეს მინისტრად. როგორც ჩანს ხიდაშელისთვის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა და ამომრჩეველთა უფლებების ხელყოფა არაფერს ნიშნავს და მმართველი გუნდი ასეთივე მეთდებით გეგმავს 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ხიდაშელმა საქართველო გლობალურ დაპირისპირებაში ჩაითრია, რაც საფრთხეს უქმნის მთლიანად ქვეყანას   და თითოეულ მოქალაქეს.                                                                              ქართული საზოგადეობა ვერ შეეგუება კონსტიტუციური უფლებების შელახვას და მოითხოვს                  თ. ხიდაშელის და გ. აგულაშვილის გადაყენებას დაკავებული თანამდებობიდან!ვაფრთხილებთ საქართველოს ხელისუფლებას!დაუყონებლივ მიიღონ ზომები, უზრუნველყონ მოშიმშილეთა ჯანმრთელობის დაცვა  და საზოგადოების  დარღვეული საკონსტიტუციო უფლებების  აღდგენა. 
gallery images

მხატვარ ლია უკლებას და კონფერენციის ორგანიზატორების დასაცავად

საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს,საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს,საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, პირველ ნოემბერს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ საკვირაო ქადაგებაზე მხატვარ ლია უკლებასა და სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორების მიმართ გაკეთებული შეფასების შემდეგ საჭიროდ ჩავთვალეთ, მოგმართოთ.პატრიარქის შეფასებით, "არის ერთი სამწუხარო ამბავი - წმინდა ილია მართლის უნივერსიტეტში არის გამოფენა, სადაც არის გამოსახული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელსაც უჭირავს პისტოლეტი და თავს იკლავს. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სარწმუნოებისა და საქართველოსი. მე ძალიან მიკვირს, როგორ დაუშვა რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, როგორ დაუშვეს ასეთი მკრეხელობა. ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა საქართველოში. საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და იმედია, რომ გამოსწორდებიან," აღნიშნული შეფასება იძლევა  შეშფოთების საფუძველს, რომ შესაძლოა სხვადასხვა რადიკალურად განწყობილმა რელიგიურმა ჯგუფებმა პატრიარქის განცხადება აღიქვან როგორც მხატვარ ლია უკლებასა და კონფერენციის ორგანიზატორების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საფუძველი. შეგახსენებთ, რომ ეს ჯგუფები წლების მანძილზე ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათთვის მიუღებელი მოსაზრებებისა და ცხოვრების წესის მქონე ადამიანებს.   ჩვენ, ამ პეტიციის ხელმომწერი მოქალაქეები, მოვითხოვთ: საქართველოს საპატრიარქომ გააკეთოს დამატებითი განმარტება, რომელშიც დაგმობს და გაემიჯნება ფუნდამენტალისტურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან აგრესიის ყველა შესაძლო გამოვლინებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ მსგავს ფაქტზე პასუხისმგებლობა პირადად დაეკისრება კათოლისკოს პატრიარქს.საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც არის ქვეყანაში კონსტიტუციისა და, შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლების გარანტი, მოახდინოს რეაგირება და გააკეთოს ნათელი განცხადება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა, უზრუნველყოს მხატვარ ლია უკლებასა და კონფერენციის ორგანიზატორთა უსაფრთხოება.
gallery images

პაულო კოელიო საქართველოს პრეზიდენტად

მოდით ყველამ ერთად დავუჭიროთ მხარი ამ ბუმბერაზ ადამიანს და ავირჩიოთ ის საქართველოს პრეზიდენტად!
gallery images

გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, პარლამენტი არჩეულ იქნეს პროპორციული სიით (მუხლი 49)

მაჟორიტარული სარჩევნო სისტემის გაუქმება იყო დღევანდელი მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება. 2008 წელს მაშინდელი ოპოზიციის და დღევანდელი მმართველი პარტიის ლიდერები შიმშილობდნენ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით. სამწუხაროდ დღემდე „ქართული ოცნების“ მმართველობის 5 წლის მანძილზე მაჟორიტარული სისტემა ძალაში რჩება  (ქართულ რეალობაში ეს სისტემა წარმოადგენს ოლიგარქიული ჯგუფების მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის მოქნილ ფორმას).თავისთავად ცალკე აღებული, მაჟორიტარული სისტემა დემოკრატიული ინსტიტუტია. თუმცა დემოკრატიულ ქვეყნებში თითქმის არსად არ გხვდება ერთპალატიანი პარლამენტი, რომელიც შერეული (პროპორციული და მაჟორიტარული) სისტემითაა არჩეული. ევროპის კონტინენტზე სულ 2 სახელმწიფოა ასეთი: ლიტვა და უნგრეთი და იქაც სხვა ტიპის რეგულაციები უზრუნველყოფს რათა ერთმა პარტიამ არ მიიღოს კონსტიტუციური უმრავლესობა.გარდა ამისა მაჟორიტარული სისტემა ქართულ რეალობაში ოდნავადაც ვერ უზრუნველყოფს მიღებული ხმებისა და მანდატების თანაფარდობის პრინციპს:შედეგად, ქვეყანაში, რომელსაც ფორმალურად დეკლარირებული აქვს ევროპული და დემოკრატიული ფასეულობების მიმართ ერთგულება, მმართველი პარტია პარლამენტში ფლობს კონსტიუტიციურ უმრავლესობას (მანდატების ¾), რაც მიღწეულ იქნა სწორედ 73 მაჟორიტარული ოლქიდან 72-ში გამარჯვების შედეგად. ქვეყნის 71 მუნიციპალიტეტიდან 71-ვეში 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა მმართველმა პარტიამ, რაც ერთ-ერთი უნიკალური შემთხვევაა ევროპის კონტინენტზე.მიგვაჩნია, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ხელს შეუწყობს პარლამენტში ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის ადექვატურ ასახვას (უკანასკნელ, 2016 წლის არჩევნებში პარტიებმა, რომლებმაც ვერ მოიპოვეს ვერცერთი მანდატი, ჯამში ამომრჩეველთა ხმების 21% მიიღეს), ხოლო მმართველმა პარტიამ, რომელმაც ხმათა 48% მიიღო, მანდატების ¾-ზე მეტი მოიპოვა).
gallery images

ჭიათურას თვითმმართველი ქალაქის სტატუსი უნდა მიენიჭოს

ჩვენ მოვითხოვთ ჭიათურისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებას.
gallery images

პეტიცია რუსთავი 2 - ის მხარდასაჭერად

მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს და მთელს მთავრობას შეწყვიტოს ტელევიზიაზე ზეწოლა და მისი დახურვის მცდელობა.
gallery images

საკანონმდებლო ინიციატივა

საქართველოს პარლამენტმა სასწრაფოდ დაიწყოს მუშაობა კანონპროექტზე საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის მხარდამჭერი საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობა/პროპაგანდისთვის სისხლის სამართლებრივი კატეგორიის მინიჭების თაობაზე.
gallery images

საზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადოს პარლამენტის წევრმა თამაზ მეჭიაურმა

2015 წლის 02 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტარმა თამაზ მეჭიაურმა, საქართველოს პრეზიდენტი  მოიხსენია როგორც "ენჯეოშნიკი სოროსელი",  რომელიც "ნერვებს უშლის"  (იგულისხმებოდა ვეტოს უფლების გამოყენება) მასაც და მოსახლეობასაც.მივიჩნევთ, რომ  პარლამენტის წევრის მიერ პრეზიდენტის მსგავსი შეფასება წარმოადგენს პრეზიდენტის, როგორ ინსტიტუტის შეურაცხყოფას, ატარებს უკიდურესად ნეგატიურ ხასიათს და არ შეესაბამება დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების შტოებს შორის დამოკიდებულების პრინციპებს. თავის გამოსვლით თამაზ მეჭიაურმა ასევე დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი კონტექსტი მიანიჭა არასამთავრობო  სექტორის წევრობას და კონკრეტულ არასამათავრობო ორგანიზაციას, რაც ასევე მიუღებელი  და აღმაშფოთებელია.მოვითხოვთ, რომ თამაზ მეჭიაურმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე პარლამენტის წევრისათვის შეუფერებელი, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისათვის შეურაცხმყოფელი პოზიციის გამო. 
gallery images

რუსთავი2-ის მხარდასაჭერად!

რუსთავი2-ის ქონება სრულიად დაყადაღებულია, სასამართლომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო. რუსთავი2-ზე შეტევით, საქმე ეხება თავისუფალი აზრის ჩახშობას. ამ პეტიციაზე ხელმომწერები, სოლიდარობას უცხადებენ რუსთავი2-ს.მოაწერეთ ხელი პეტიციას და გამოხატეთ მხარდაჭერა!
gallery images

რუსთავი2 არის ხალხის ტელევიზია და ჩვენ დავიცავთ ყველაფრის ფასად!

მოგეხსენებათ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, სამაუწყებლო კომპანიის წილის დაბრუნების მოთხოვნით ქიბარ ხალვაშმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კომპანიის ქონების ნაწილს ყადაღა დაადო. რაც "რუსთავი 2" არსებობს, ამ არხზე ყველა კბილებს ილესავს."ძალიან ბევრს თუ იხტუნავებს ნიკა გვარამია ხელისუფლების ჩამოგდების მოწოდებების გამო გლდანის მერვე საპყრობილეში მოუწევს გადაბარგება. ნუ ჰგონია, რომ კონცერტზე მისული ხალხი მის დასაცავადაც გამოვა." - ასეთი განცხადება გააკეთეს ნიკა გვარამიას მისამართით.ნურავის დაავიწყდება, 13 ივნისის ღამეს, რუსთავი 2 იყო ტელევიზიაც, სახელმწიფოც და მაშველიც! რუსთავი 2 - ჩემთვის, შენთვის, ჩვენთვის და ჩვენი შვილების მომავლისთვის იბრძვის დღეს! რუსთავი2 არის ხალხის ტელევიზია და ჩვენ დავიცავთ ყველაფრის ფასად!მოაწერეთ ხელი პეტიციას და გამოხატეთ მხარდაჭერა! 
gallery images

ჩატარდეს რეფერენდუმი - ქორწინების ტრადიციული ფორმის საკონსტიტუციო ჩანაწერზე

ჩატარდეს რეფერენდუმი - ქორწინების ტრადიციული ფორმის საკონსტიტუციო ჩანაწერზე
gallery images

შეაჩერე ანექსია!

საინტერესოა როდემდე უნდა ვიყოთ უმოქმედოდ, მოძალადე სულ მეტად გვიახლოვდება, გვართმევს მიწებს და ჩვენ ამ ყველაფრით მაზოხისტურ სიამოვნებას ვიღებთ,თუ რა ხდება?! ვინმე რამეზე არის კი დღეს პასუხისმგებელი?!ვისაც მიგაჩნიათ, რომ რუსეთი რასაც ჩვენს ტერიტორიაზე ჩადის "განსაკუთრებულია" და ჩვენს ყურადღებას იმსახურებს.ვინც ფიქრობთ, რომ აბაშიძე - კარასინის შეხვედრები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.ვისაც გჯერათ, რომ საქართველოს ოკუპანტთან საუბარი, მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით უნდა მიმდინარეობდეს.ვისაც გსურთ, რომ საქართველო დაუბრუნდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის განხეთქილების საკითხთა ნუსხას და უკრაინასთან ერთად განიხილებოდეს საერთაშორისო ურთიერთობებში.ვინც თვლით, რომ ამ ხელისუფლების "რუსეთთან დალაგების" პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა და მიდგომა უნდა შეიცვალოს.მოაწერეთ ხელი პეტიციას!შემოგვიერთდით შაბათს, 18 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან.
gallery images

ჩვენ-ქვემორე ხელისმომწერნი თბილისის მერიისაგან ვითხოვთ;სასწრაფოდ აღსდგეს ”ლაღიძის წყლების” საფირმო მაღაზია-კუთვნილ ადგილას-პირვანდელი სახით.მზად ვართ პირადი შემოწირულობებით გამოვისყიდოთ ეს შენობა-მისი ახლანდელი მფლობელისაგან.

ჩვენ-ქვემორე ხელისმომწერნი თბილისის მერიისაგან ვითხოვთ;სასწრაფოდ აღსდგეს ”ლაღიძის წყლების” საფირმო მაღაზია-კუთვნილ ადგილას-პირვანდელი სახით.მზად ვართ პირადი შემოწირულობებით გამოვისყიდოთ ეს შენობა-მისი ახლანდელი მფლობელისაგან.
gallery images
gallery images

მოვითხოვთ ჩატარდეს რეფერენდუმი: გსურთ თუ არა რუსეთთან მოკავშირეობა

სანამ საქართველოშიც  მოინდომეს ამერიკელებმა მსგავსი კანონის შემოღება დროა ხმა ამოვიღოტ და მოვშორდეთ ამ პიდარასტ და ათეისტ ამერიკელებს. რუსეთში რამდენჯერაც ხმა ამოიღეს იმდენჯერ დაარბია პუტინმა. ჩატარდეს რეფერენდუმი შეკითხვით: გსურთ თუ არა რუსეთთან მოკავშირეობა