add one
gallery images

ჩამოერთვას საქართველოს მოქალაქებობა დავით ოქიტაშვილს!

ჩამოერთვას საქართველოს მოქალაქებობა დავით ოქიტაშვილს და მოხდეს მისი დეპორტირება რუსეთის ფედერაციაში!
gallery images

არ დაუშვათ იარაღის ტარების უფლების მინიჭება თბილისის საკრებულოს დეპუტატებისთვის!!

თბილისის საკრებულოს რამოდენიმე დეპუტატმა, საკრებულოს თავჯდომარეს მიმართა დეპუტატებისთვს იარაღის ტარების უფლების მინიჭებისთვის, ისინი წერილში აღნიშნავენ რომ საკრებულოს დეპუტატები ახორციელებენ არა მხოლოდ ადგილობრივი ინტერესების, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას, ამიტომ საჭიროა, რომ იარაღის ტარების უფლება მათაც მიენიჭოთ. ჟურნალისტებტან ინტერვიუში ერთ-ერთი დეპუტატი ვერ ხსნის თუ რატომ და რისთვის ითხოვენ იარაღის ტარებას, სრულიად გაუგებარია რა საფრთხეს ხედავენ მათ მიმართ და რისთვის ითხოვენ იარაღის ტარების უფლების მინიჭებას, ამიტომ ვთხოვთ საკრებულის და საქართველოს მთავრობას არ მისცეს მათ იარაღი ტარების უფლება, იარაღი სათამაშო და სმარიაჟო ნივთი არაა და მისი ტარების უფლება არ შიეძლება ქონდეთ ყველას.
gallery images

მოვითხოვთ პასუხისგებაში მიეცეს გიგი უგულავა ახალი გზის დაპროექტების გამო!

მოვითხოვთ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა მიეცეს პასუხისგებაში ახალი ესტაკადის დაპროექტებისთვის რომელიც არანაირ უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა და სტიქიის მაშტაბებიც ბევრად გაზარდა ეს არის მისი ჩქარ-ჩქარა აშენებული გზა არცერთი გამოცდილი ადამიანის პოზიცია მაშინ არ გაიზიარეს  და ამ გზის გამო უგულავა უნდა მიეცეს აუცილებლად პასუხისგებაში!
gallery images
gallery images

გაძევებულ იქნას საქართველოდან აჭარის მთავრობა!

ბათუმის ქუჩებში ბათუმის მერია ისევ საზეიმო ღონისძიებებს მართავს როცა თბილიში ჯერ კიდევ დაკარგულებს ეძებენ, შეგახსენებთ რომ 16 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიიდან მესამე დღეს, აჭარის მთავრობამ ბათუმელი მოცეკვავეების ვარსკვლავები გახსნა.
gallery images

გთხოვთ ჩატარებულად ჩაგვითვალოთ OPEN AIR

13 ივნისის დილიდან, ყველა სტუდენტი იწყებდა მზადებას მომავალი გამოცდებისთვის, ზოგი რეალურად, ზოგიც ფიქრებში.. არავის ეგონა რა საშნელება დატრიალდებოდა საღამოს... 14 ივნისს ყველამ ერთად დაიკიდა მომავალი გამოცდები, ყველამ დაივიწყა ქულები და აკადემიური მომავალი... ყველა ერთად გავიდა ქალაქის საშველად... არავინ ფიქრობდა კანის ფერზე, რელიგიურ და პოლიტიკურ მიკუთვნებულობაზე... ყველა ყველას ეხმარებოდა... გლოვობდნენ დაღუპულებს და სიხარულით ხვდებოდნენ გადარჩენილებს... არავინ ფიქრობდა დასვრილ და გაფუჭებულ ტანსაცელზე... არავის შიოდა და არავის სწყუროდა... მიზანი იყო ერთი - მოვაწესრიგოთ ქალაქი, ვიპოვნოთ დაკარგული თანამოქალაქეები, დაზარალებულებს ვაჩვენოთ, რომ მარტო არ არიან და რომ ისინი არავის გაუწირია... 15,16,17 ივნისი - არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ მოტივაცია იზრდება.. ნელ-ნელა ჩანს შრომის შედეგი... ყველაფერი გამოდის.. ქალაქი ქალაქს ემსგავსება, გადარჩენილებს იმედი უჩნდებათ რომ ყველაფერი მაინც კარგად იქნება...  ახალგაზრდები კი ისევ გარეთ არიან, შრომობენ.. არავის აინტერესებს წარსული უთანხმოებები, მთავრობა და ოპოზიცია, ქრისტიანი და მუსლიმი, თეთრი და შავი, ქართველი და რუსი ერთად დგანან და შრომობენ, უვლიან თბილისს, ქალაქს რომელსაც დამსახურებულად შეგვიძლია ვუწოდოთ რელიგიურ და ეთნიკურ განმასხვავებელთა გამქარწყლებელი... აქ იწერება ისტორია, აქ ვიჯერებთ რომ მართლა დიადი ერი ვართ, შეგვიძლია ყველაფერი და ამ ყველაფრისთვის მხოლოდ საკუთარი თავის რწმენა და მონდომებაა საჭირო...  ქართული სამოქალაქო საზოგადოება შედგა...  მე არ ვფიქრობ რომ უნივერსიტეტმა მხოლოდ ვიწროსპეციალობითი განათლება უნდა მოგცეს.. ჩემი აზრით, უნივერსიტეტი არის ცხოვრების ის ეტაპი, სადაც ადამიანი უნდა გახდეს მოქალაქე, უნდა გაიზროს რა არის სახელმწიფოშ ცხოვრება.. უნდა ისწავლოს ადამიანების დაფასება და შეითვისოს ყველაზე მთავარი.. არავინ არაფერია ერთმანეთის გარეშე... ამას ვერ გასწავლის ვერცერთი ლექტორი, ამას ვერ გვასწავლიან დიდი ფილოსოფოსები... ეს უნდა გავიაზროთ და გავითავისოთ მხოლოდ პრაქტიკით... ეს პრაქტიკა კი სამწუხაროდ ტრაგიკული აღმოჩნდა ჩემი თაობისათვის...  მაგრამ მაინც, ჩვენ ვნახეთ რა შეგვიძლია ერთად, რა შეუძლია ცალკეულ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც გაერთიანდა... მე ვთვლი, რომ ლოკი სწორედ ამას გულისხმობდა დემოკრატიის ქებაში, მონტესკიეს იმედი ჰქონდა, რომ ფრანგები სწორედ ამ ყველაფერს ისწავლიდნენ...  ვთვლი, რომ ლორდ ექტონს არ გაუთვალისწინებია ხალხის ძალაუფლება, თავისი ცნობილი ფრაზის წარმოთქმისას... ძალაუფლება რყვნის, მაგრამ არა მაშინ როდესაც ხალხი იღებს მას... აბსოლუტური ძალაუფლება, აყალიბებს აბსოლუტურ საზოგადოებას... ძალაუფლება არ არის დიდი კაბინეტი და „წითელი ტელეფონი“.. ძალაუფლება არის ის, რომ შეგიძლია 3 დღეში გაწმინდო 3 მეტრიანი ტალახით დაფარული უდიდესი ტერიტორია, ხელისუფლებას დაანახო, რომ ერთ ადამიანზე ვერ გადატყდება ჯოხი და რომ შენ - ხალხი, ამას არ დაუშვებ... მიეცით ხალხს აბსოლუტური ძალაუფლება და თქვენ მიიღებთ საზოგადოებას, რომელიც შეძლებს ყველაფერს... არ იარსებებს ბარიერები... მოგვეცით ძალაუფლება და ჩვენ ავაშენებთ თომას მორის უტოპიას...  მოგვეცით საშუალება დავრჩეთ შემდგარ სამოქალაქო საზოგადოებად... ნუ ჩაგვიკლავთ მომავლის იმედს... ხელს ნუ შეუშლით სტუდენტებს აკეთონ მათ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი საქმე, აშენონ ძლიერი საზოგადოება... მოგვეცით ნება ეს ზაფხული მივუძღვნათ ჩვენს თბილისს, ჩვენ თანამოქალაქეებს... გთხოვთ... ჩატარებულად ჩაგვითვალეთ OPEN AIR....
gallery images

გადადგეს აჭარის მთავრობა!!!

როდესაც თბილის და მთელი საქართველო  13 ივნისის ტრაგედიას გლოვობდა, ამ დროს აჭარის მთავრობის თავჯდომარე ტაშფანდიურობდა, როდესაც ხალხმა ქორწილი და ყველანაირი ზეიმი გადადო ამ დროს ამხელა თანამდებობის პირი ერთობა, სირცხვილია ეს ყველაფერი. სასწრაფოდ მოხდეს მისი თაამდებობიდან გადაყენება. გთოვთ მოაწეროთ ხელი და გააზიაროთ.
gallery images
gallery images

მოვითხოვოთ თანამდებობიდან გადადგნენ შსს და პრემიერ მინისტრი

ცრუ განცხადების გამო, რომელმაც კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მოვითხოვ პასუხი აგონ თავიანთ განცხადებაზე და თანამდებობიდან გადადგნენ შსს და პრემიერ მინისტრი!
gallery images

გამოცხადდეს ქალაქში საგანგებო მდგომარეობა!

 რამდენიმე წუთის წინ მოხდა ტრაგიკული შემთხვევა ვეფხვმა დაგლიჯა 2 ადამიანი, ერთი მამაკაცი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.  ეს საზარელი ფაქტი მოყვარეალობის დამალვასა და ტყუილს. გასაგებია რომ პანიკა არ უნდა შეიქმნას მაგრამ ეს არ ამართლებს საქცილს რომ მოსახლეობას რეალობა დაუმალეს.ხალხმა უნდა იცოდეს რა საფრთხე ელის და რისგან დაიცვას თავი! გავრცელებული ინფორმაციით კიდევ ეძებენ რამდენიმე მტაცებელ ცხოველს!მოვითხოვთ გამოცხადდეს საგანგდებო მდგომარეოაბა სანამ არ დასტაბილურდება სიტუაცია და არ იპოვნიან ყველა ცხოველს, სანამ მოქალაქეების გადადგილება ქალაქში არ იქნება უსაფრთხო! "საგანგებო მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, "საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის… სტიქიურ უბედურებათა, ან სხვა შემთხვევებში... საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა" მეტი რაღა უნდა მოხდეს?! რატომ არიდებს თავს ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას? 
gallery images

ზოოპარკის ადგილას სამონასტრო კომპლექსის აშენება

მივმართავთ საქართველოს მთავრობას და საპატრიარქოს, ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ ცოდვიან ადგილას ვერაფერი ვერ გაიხარებს სიწმინდის გარდა, ამიტომ მოვითხოვთ, აშენდეს ზოოპარკის ადგილას დიდი სამონასტრო კომპლექსი, ეკლესიებით, ტაძრებით, საცხოვრებელით და მოკლედ, თავისი პრიბამბასებით.
gallery images

მეცნიერთა პოლიტიკური პარტია

პარტიის დასაფუძნებლად გვჭირდება ხელომწერები, უმორჩილესად გთხოვთ ყველა საქართველოს მოქალაქეს მხარი დაგვიჭიროთ ახალგაზრდა პოლიტმეცნიერებს. ფბ https://www.facebook.com/pages/მეცნიერები-საქართველოსთვის/414878448695690?ref=hl 
gallery images
gallery images

მოვითხოვთ ვერეს ხეობაში ცენტრალური ტყე-პარკის მოწყობას!

 მოვითხოვთ ვერეს ხეობაში ცენტრალური ტყე-პარკის მოწყობას!
gallery images

ილია მეორეს ბნელ და ყოვლად უპასუხმგებლო გამოსვლას ერთად განვუცხადოთ არა !

მითითებულ ვიდეოს ლინკზე მოცემულია ილია მეორეს გამოსვლა. სადაც ის სწორად თვლის ხალხისა და ცხოველების დაღუპვას. ასევე ამ დიდ ტრაგედიას მიაწერს ზებუნებრივ ძალებს.ამ პეტიციაზე ხელის მომწერები თვლიან რომ:ეს განცხადება იყო ყოვლად უპასუხისმგებლო და საღ აზრს მოკლებული.მოვითხოვთ მართლმადიდებულ ეკლესიას შეუწყდეს დაფინანსება სახლემწიფოსაგან.