add one
gallery images

შეიქმნას საგამოძიებო კომისია ცხოველების დახოცვის ფაქტზე

სტიქიური უბედურება რომელიც თავს დაატყდა თბილისს, შესაძლოა მნიშვნელოვანი ინდიკატორი აღმოჩნდეს საზოგადოებრივი განვითარების დონის შესაფასებლად. დილიდან ხელისუფლებამ უჩვეულო სანახაობა შემოგვთავაზა, აფრიკული "საფარი". ერთმანეთის მიყოლებით ხოცავენ ცხოველებტ რომლებიც სტიქიას გამოექცნენ. ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ აკეთებს განცხადებას(და არც მედია სვამს კითხვას) რატომ არ ხდება გაქცეული, სრულიად უდანაშაულო, ცხოველების ტრანკვილიზატორებით დაზინება და არა მათი უმოწყალო ხოცვა. ჩვენ, ამ პეტიციაზე ხელის მომწერები, ვითხოვთ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შედგება საზოგადოების წარმომადგენლებისაგან და მოხდეს საკითხის შესწავლა:1. თუ კი მიზეზი საძილე საშუალებების არ ქონაა, უნდა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი2. თუ მიზეზი, "ნადირობის" სურვილია შუაგულ თბილისში, ამ შემთხვევაშიც უნდა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიუნდა გაირკვეს ვინ გასცა ბრძანება ცხოველების ხოცვაზე და რატომ ფოტო ეკუთვნის: გიორგი დანელიას 
gallery images

დაბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტად!

თუ გსურთ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტად მოაწერეთ ხელი პეტიციას
gallery images

აზარტული თამაშების აკრძალვა საქართველოში

აიკრძალოს საქართველოში:  კაზინოები, ონლაინ ტოტალიზატორები, აზარტული თამაშები, ვითომდა საქართველოს ეროვნული ლატარია, მათი ყოველგვარი ლეგალიზაცია...  გაუფრთხილდეთ მომავალ თაობას...  ვიცხოვროთ მათი მარწუხების გარეშე...  მთავრობა, პარლამენტარებო, პრეზინედტო შეიძლება ამ ეშმაკისეული ორგანიზაციებით ბიუჯეტი ივსებოდეს მაგრამ ხალხს არ უნდა სხვის უბედურებაზე აშენებული ქვეყანა...  ამას ამტკიცებს ბევრი ქართველის ხელმოწერა და გთხოვთ სერიოზულად განიხილეთ ეს საკითხი... 
gallery images

გადადგეს უსამართლო ჯიმი ლევი

მან უხეშად დაარღვია ადამიანი ფუნდამენტალური უფლება კერძოდ გამოხატვის თავისუფლებისა, ერთად აღვუდგეთ ძალადობას წინ ერთად გადავაყენოთ ცივსისხლიანი ჯიმი ლევი
gallery images

არ მოუწიოს საზღვარგარეთიდან გამოწერილ 300 ლარიან ნივთებს განბაჟება, მოხდეს ზღვარის 600 ლარზე აწევა!

ჩვენ, პეტიციაზე ხელის მომწერებს, გვსურს 300 ლარიანი ზღვარის აწევა 600 ლარზე, რათა შევიძინოთ ხარისხიანი ნივთები მოსფლიოს სხვადასხვა საიტებზე ნორმალურ ფასად და აღარ მოგვიწიოს 90 $ იან ნივთზე განბაჟება .  ყველა თქვენგანმა, ვისაც გაწუხებთ ეს პრობლემა, მოაწერეთ ხელი და გააზიარეთ სოციალურ ქსელებში. 300 ლარიანი ზღვარის აწევა არ გამოიწვევს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელის შეშლას, როგორც ამას მთავრობა იძახის და ამ მიზეზით არ სურს ზღვარის აწევა 1. მცირე ბიზნესის გავითარებას სწორედაც ბაჟის არსებობა უშლის ხელს, რომელიც მცირე ბიზნესმენს იძულებულს ხდის ელემენტარული, მიზერული საქონლის შემოტანის შემთხვევაშიც კი გასწიოს ზომაზე დიდი ხარჯი, რითაც იზრდება, როგორც პროდუქციის ფასი, ისე ბიზნესის დაკარგვასთან დაკავშირებული რისკები, რითაც მცირე ბიზნესმენს რეალურად ეკარგება სურვილი რაიმეს წამოწყების; 2. საშუალო და დიდი ბიზნესისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს ინდივიდების მიერ შემოტანილი შემოტანილი საქონელი, რომელთა მოცულობა საკმაოდ მცირეა 3. დოლარის მომატებამ ლართან მიმართებაში კიდევ უფრო გაართულა ეს პრობლემა, ადრე თუ  160-170 $ ის ნივთის შეძენისას 300 ლარს არ გადააჭარბებდი ახლა, 90 $ ზემოთ უკვე გიწევს განბაჟება; 4. ზღვარის აწევა, გაზრდის საქონლის მრავალფეროვნებას და გააძლიერებს კონკურენციას, რაც დაარეგულირებს ფასებს და ხარისხს, ვფიქრობთ ეს მისაღებული უნდა იყოს ხელისუფლებისათვის 5. ჩვენ, არ ვითხოვთ, ბაჟის საერთოდ გაუქმებას, მოხდეს დაწესებული 300 ლარიანი ზღვარის აწევა. 300 ლარიანი არსებული ზღვარის აიწიოს 600 ლარამდე, ( 2009 წლის აგვისტომდე ზღვარი იყო 1500 ლარი) 6. ზღვარის აწევა 600 ლარამდე ხელსაყრელია მთავრობისთვისაც, ეს გამოიწვევს გარკვეულ პროდუქტებზე (მათ შორის საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე) ფასების კლებას და გარკვეულწილად დააბალანსებს ლარის დევალვაციით გამოწვეულ ფასების 
gallery images

გოგი თოფაძემ დატოვოს საქართველოს პარლამენტი და მმართველი კოალიციის ლიდერის პოზიცია

გოგი თოფაძის აზრით უნდა შეიზღუდოს არასამთავრობო ორგანიზაციები როგორც „დიდი დოზით ატეხილი დემოკრატიული მიდგომა“ჩვენ, საქართელოს მოქალაქეები, ვითხოვთ, გოგი თოფაძემ დატოვოს საქართველოს პარლამენტი და მმართველი კოალიციის ლიდერის პოზიცია, რადგან მისი რიტორიკა საფრთხის შემცველია დემოკრატიისათვის
gallery images

თსუ-ს სტუდენტების მიმართვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიმართვა მიგვაჩნია, რომ გერბთან და დროშასთან დაკავშირებით ნაჩქარევად იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ვფიქრობთ, უნივერსიტეტი არა მხოლოდ უნდა მისდევდეს თანამედროვეობას, არამედ უნდა უსწრებდეს კიდეც მას. გერბზე, როგორც უნივერსიტეტის ერთ-ერთ მთავარ საიმიჯო სიმბოლოზე, სასურველია ეწეროს დედაქალაქის დღევანდელი გეოგრაფიული სახელწოდება თბილისი და არა „ტფილისი“. უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისათვის, ასევე, ნებისმიერი ქართველისათვის, ჩვენი უნივერსიტეტი ასოცირდება სიტყვებთან: თსუ ან ჯავახიშვილის უნივერსიტეტი. შესაბამისად, მართებულად მიგვაჩნია, რომ გადაიხედოს საუნივერსიტეტო სიმბოლიკა და გაიმართოს საჯარო დისკუსიებიამ თემაზე.
gallery images

ივანე ჯავახიშვილის სახლეობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მიმართვა

უნივერსიტეტის რექტორს, ვლადიმერ პაპავას, კანცლერს, დავით ჩომახიძეს, აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს, გავეცანით 2014 წლის 29 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას - თსუ-ს დროშისა და გერბის (წარწერით - „ტფილისის უნივერსიტეტი“) თაობაზე. ჩვენი აზრით, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი საჭიროებს ფართო საზოგადოებრიობის მაღალ ჩართულობასა და დისკუსიებს. უნივერსიტეტის პირველი გერბი და დროშა უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვეობას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, სადავოა სიმბოლიკაზე აღნიშნული წარწერა - „ტფილისის უნივერსიტეტი“. ასევე მართებულად მიგვაჩნია, სახელწოდების მიმანიშნებელი წარწერის შემთხვევაში, გერბზე დატანილ იქნას უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ივანე ჯავახიშვილის სახელი და, ტფილისის ნაცვლად, დაიწეროს საქართველოს დედაქალაქის ამჟამინდელი სახელწოდება - თბილისი. იმედს ვიტოვებთ, გაითვალისწინებთ ჩვენს თხოვნას!
gallery images

ცვლილებები განათლების შესახებ კანონში, რატომ დაწესდა შეზღუდვები სასკოლო ასაკზე?

მოგეხსენებათ, რომ თუ თქვენი შვილი 16 სექტემბრის შემდეგ ხდება ექვსი წლის, მაშინ სკოლა მისთვის კიდევ ერთი წლით გადაიწევს. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლაში სწავლას მხოლოდ ისინი დაიწყებენ, ვისაც 6 წელი უკვე შეუსრულდა. კი მაგრამ რა დააშავეს იმ ბავშვებმა ვინც 18 სექტემბერს ხდება 6 წლის, ან რამდენიმე კვირის შემდეგ. აგვიხსნან რა განსხვავებაა 14 სექტემბერს და 18 სექტემბერს დაბადებულ ბავშვებს შორის? არამგონია ორი დღე ან კვირა წყვეტდეს კოგნიტურ განვითარებას,ან რომელი შემთხვევა უფრო სტრესული იქნება ბავშვისთვის ის რომ 5 წლის და 11 თვის მივიდეს სკოლაში თუ ის რომ 7 წლამდე ბაღში მოუწევს სიარული? სად წავიყვანოთ ბავშვები, რომელთაც 6 წელი 15 სექტემბრის შემდეგ უსრულდებათ, და საბავშვო ბაღის დამამთავრებელ ჯგუფში ე.წ. უფროს ჯგუფში სწავლობენ? სახლში დავსვათ 1 წელი? იგივე ჯგუფში ჩავტოვოთ და აბსოლუტურად იგივე პროგრამის გავლა ვაიძულოთ, სჭირდებათ ეს მათ თუ არა? განათლების სამინისტრო ვითომ რომ ზრუნავს ჩვენი შვილების ფსიქო-ემოციურ პრობლემებზე, ისიც გაითვალისწინონ რომ სწავლა მათ 12 წელი მოუწეთ და რა გამოდის რომ სკოლას 19-20 წლისები დაამთავრებენ? ეს არ არის დაკავშირებული ფსიქო-ემოციურ პრობლემებთან? სრულწლოვანი ადამიანი ჯერ ისევ სკოლის მოსწავლე რომ იქნება? კარგი იქნება თუ პარალელურ რეჟიმში სასწავლო პროცესის ხანგრძლივობაც გადაიხედება. ძალიან ბევრი მშობელი ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, ისინი კანონის შეცვლის მოთხოვნით, სოციალური ქსელის საშუალებით სხვადასხვა საპროტესტო აქტივობას გეგმავენ. ერთ-ერთი აქტივობა ეს პეტიციაა, სადაც ხელმოწერებს შევაგროვებთ მოთხოვნით,რომ ეს ცვლილებები გადაიხედოს და მოხდეს გამონაკლისის დაშვება, ან მოიძებნოს რაიმე ალტერნატიული გზა ასეთი კანონის შემთხვევაში სკოლებში უნდა არსებობდეს მოსამზადებელი ჯგუფები ან სხვა ალტერნატივა.
gallery images

თხოვნა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, აღიაროს ლაშქრობა სპორტის სახეობად

ლაშქრობა არის სპორტული აქტივობა, რომლის მიზანი და დანიშნულებაც არის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. ლაშქრობა, ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად, ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომი, ბუნების შემეცნების საუკეთესო საშუალებაა. ლაშქრობა თავისი მნიშვნელობით დიდ გავლენას ახდენს ახალგაზრდების სწორად როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ განვითარებაზე. სწორედ ესაა თითოეული სპორტის სახეობის, მათ შორის ლაშქრობის მიზანი. იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ლაშქრობის როგორც სპორტის სახეობის მიმართულება, საჭიროა არსებობდეს ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ამ სფერში ინფრასტრუქტურისა და პროფესიონალი მაღვალკვალიფიციყრი კადრების განვითარებას. მაგალითად, საფრანგეთში სალაშქრო ფედერაციის საქმიანობას თვალყურს ადევნებს ახალგაზრდობის, სპორტის და დასვენების სამინიტრო, ხოლო ლაშქრობა აღიარებულია სპორტულ აქტივობად სპორტის კოდექსის მიხედვით. ამ ეტაპისთვის, საჭიროა რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, ლაშქრობა აღიაროს სპორტულ მიმართულებად და შექმნას მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით, რაც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემოსა და საკანონმდებლო ბაზის შექმნას ლაშქრობის სფეროში. ლაშქრობის, როგორც სპორტული სახეობის პოპულარიზაციის გზით მოხდება ნებისმიერი კატეგორიის საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების სტილის დანერგვა, სხვადასხვა ტიპის სალაშქრო პრაქტიკის განვითარება როგორიცაა, გადაადგილება ფეხით, ცხენით, ველოსიპედით, ან თხილამურებით თოვლში. გარდა ამისა, ლაშქრობა ამაღლებს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს და ხელს შეუწყობს ძნელად მისასვლელ სოფლებსა და დასახლებებში ალტერნატიული შემოსავლების წყაროს შექმნას, წაახალისებს ქვეყნის ეკონომიკას, ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას, საქართველოს დაახლოებას ისეთ ევროპულ ქვეყნებთან რომელბიც უკვე ასწლეულების მანძილზე წარმატებით ატარებენ სალაშქრო პრაქტიკას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწოლილად ვთვლით იმას, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ აღიაროს ლაშქრობა სპორტის სახეობად და შესაბამისად შექმნას ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია.
gallery images

თბილისის ქუჩებს საპირფარეშოები სჭირდება

ჩვენი პროექტი მიზნად ისახავს თბილისის ქუჩებში კეთილმოწყობილი საპირფარეშოების არსებობას, რაც სავალდებულო და აუცილებელია ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის
gallery images

გაუქმდეს უსათუროში ახალი დრაკონული რეგულაციები!

უსათაუროში ამოქმედდა განყოფილებისთვის დამღუპველი ახალი რეგულაციები. იმისთვის რომ უსათუროში დავპოსტოთ საჭიროა 15 დღე ვიყოთ დარეგისტრირებულები, რაც მთლიანად მოსპობს უსათაუროს ბრწყინვალე მრავალსაუკუნოვან ალტერების ტრადიციას.
gallery images

პროტესტი ცხოველების მსხვერპლშეწირვას

პეტიცია საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მოპოვების, შემდგომში კანონის სახით მიღების და ცხოვრებაში იმპლემენტაციის (განხორციელების) მიზნით, ეხება საქართველოში გავრცელებულ მავნე ჩვეულებას, რელიგიურ დღესასწაულებზე ან ზოგადად ცხოველების ე.წ. რელიგიური რიტუალებისთვის მსხვერპლშეწირვის აკრძალვას, რაც იწვევს უამრავ ნეგატიურ ეფექტს, მაგალითად იგივე გარემოს დაბინძურებას, კვების პროდუქტების ჰიგიენის და უსაფრთხოების დარღვევას, ცხოველებისადმი სისასტიკის პროპაგანდას და ა.შ.
gallery images

პეტიცია ბათუმის რვაფეხას დასაცავად!

ბოლო პერიოდში მუმდივად გვესმის ინფრომაცია იმის შესახებ, რომ კაფე "ფანტაზია" არ ექვემდებარება აღდგენას, რეაბილიტაციასა თუ რემონტს. ადგილობრივი ხელისუფლების ორაზროვანი განცხადებები გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ძეგლის მიზანმიმართულ დისკრედიტაციასთან. ამავდროულად ფარული თუ ნახევრად ღია მოლაპარაკებები კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს იმის შესახებ, რომ რვაფეხას მიმართ მიზანმიმართული ნეგატიური კამპანია მიმდინარეობს. გთხოვთ მოაწეროთ ხელი პეტიციას და ასევე მობრძანდეთ შაბათს 14:00 საათზე, კაფე "ფანტაზიას" დასაცავად
gallery images

მოვითხოვთ ბანკებისგან აპლიკაციებს Windows Phone _ის მომხმარებლებისთვის

მივმართავთ ღია წერილით იმ ქართულ ბანკებს, რომლებიც საკუთარ სერვისებში მომხმარებლებს მობილურ აპლიკაციებსაც სთავაზობენ: „საქართველოში სმარტფონების მომხმარებელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ამ მდგომარეობაში თქვენი, როგორც ბანკის მოვალეობაა საკუთარ კლიენტამდე სერვისი ყველაზე მოსახერხებელი გზით მიიტანოთ- რაც უკვე ნაწილობრივ მართლაც მოხერხდა- თქვენი მობილური აპლიკაციები უკვე ხელმისაწვდომია Android-სა და iOS-ზე, ზოგ შემთხვევაში ეს BlackBerry-ზეც განხორციელდა. ასეთ დროს მომხმარებლებს აღარ უწევთ თქვენი სერვისების გამოყენებისას საბანკო რიგებში ჩადგომა ან სხვა სირთულეების გადატანა, რითაც იზოგება ამ კლიენტების ძვირფასი დროც და ენრეგიაც. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მოსახერხებელი სერვისის საბოლოო მომხმარებლამდე მიწოდება მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა. რატომ ნაწილობრივ? იმიტომ რომ თქვენ არ ან ვერ ითვალისწინებთ თქვენი პოტენციური 50 000 Windows Phone-მომხმარებლის ინტერესებს. აღსანიშნავია, რომ 50 000 ეს მხოლოდ Facebook-ის მეშვეობით მოპოვებული სტატისტიკაა რომელიც ზუსტი ვერ იქნება. რეალურად, ეს რიცხვი გაცილებით დიდია. ნამდვილად არაა სასიამოვნო, როდესაც მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინება მათი სიმრავლისდა მიხედვით ხდება. ასევე ბევრი ვერაფერი იქნება მიღწეული, თუ კომპანია ყველა კვლევას და შედეგებს არაფრად აგდებს და უპირატესობას მსგავსი გადაწყვეტილებებისას მხოლოდ საკუთარ გემოვნებას ანიჭებს. უკვე საკმაო დრო გავიდა და ამ პლატფორმამ საქართველოში ძალიან კარგი შედეგი აჩვენა- Windows Phone-ის მომხმარებლები ქუჩებში სულ უფრო ხშირად გვხვდებიან. ეს რაც შეეხება პლატფორმის აქტუალურობასა და პოპულარობას. შესაძლოა ბანკის დეველოპერებს გაუჩნდეთ ბუნებრივი კითხვა Windows Phone-ზე აპლიკაციის წერის სირთულეებთან დაკავშირებით- ამ შემთხვევაში რესურსი „მაიკროსოფტ ინფო“ დეველოპერებს შესაბამის საინფორმაციო დახმარებას სთავაზობს, რომელიც მათ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხების მოძიებას და მიწოდებას ითვალისწინებს. გისურვებთ წარმატებებს და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში, უფრო სწორად ძალიან მალე თქვენი ბანკების საუკეთესო სერვისებს ჩვენ უკვე Windows Phone-ის პლატფორმაზეც ვიხილავთ.“