add one
gallery images

კახა კახიშვილი საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე

თუ გსურთ კახა კახიშვილი საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დაინიშნოს,გთხოვთ მოაწეროთ პეტიციას ხელი!!! გმადლობთ. 
gallery images

პეტიცია ვაკის პარკის გადასარჩენად

ვაკის პარკში, რესტორან "ბუდაპეშტის" ადგილას გასცა მერიამ ნებართვა 30 მეტრი სიმაღლის შენობის, სასტუმროს ასაშენებლად. ამ ზონაში სასტუმროს მშენებლობა აკრძალული უნდა იყოს წესით, მაგრამ თბილისში ყველაფერი შეიძლება. განსაკუთრებით პარკებში და ბაღებში. სასტუმროს რამხელა ინფრასრუქტურა და მისასვლელი გზები ჭირდება, ყველამ იცის. რამდენი ხე შეეწირება ამას და რამდენად დავარდება ვაკის პარკის ხარისხი, ამას მერე ვნახავთ. 1204.5 მ2 ავტოსადგომი, 1397.2 მოშენების ფართობი, ნაკვეთის ზომა - 2863 მ2. სასტუმროს ნომრების ფართობი - 4881.3 მ2 !!!! ნუ მივცემთ ამის უფლებას, მოვაწეროთ ხელი რაც შეიძება ბევრმა და გადავუგზავნოთ საკრებულოს
gallery images

2014 - წიგნიერების წელი საქართველოში

2014 - წიგნიერების წელი საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს საქართველოს მოქალაქეთა მიმართვა საქართველოში მწიგნობრობის კულტურას თხუთმეტსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო კვლევების მიხედვით, დღეს ქვეყანაში წიგნიერების დონე საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. იმისათვის, რომ ვითარება გამოსწორდეს, აუცილებელია, შემუშავდეს გრძელვადიანი პროგრამა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება როგორც ადგილობრივი საჭიროებები, ისე წიგნიერების განვითარების სფეროში დაგროვილი მსოფლიო გამოცდილება. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ადმინისტრაციასთან, რომ 2017 წელს საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყოს წარმოდგენილი ამ უდიდეს ფორუმზე. ერთი მხრივ, ეს ფაქტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას მსოფლიო კულტურულ პროცესში, მეორე მხრივ, ამით საქართველო იღებს ვალდებულებას, განავითაროს წიგნიერებასთან დაკავშირებული პროგრამები, ხელი შეუწყოს შესაბამის ინიციატივებს და მაქსიმალურად ჩაერთოს საერთაშორისო ღონისძიებებში. მიგვაჩნია, რომ საქართველოში 2014 წლის წიგნიერების წლად გამოცხადება შესაძლებელს გახდის სამოქალაქო ინტერესის ფოკუსირებას განათლებისა და კულტურის საკითხებზე. ვიზიარებთ გამომცემლობა „დიოგენეს“ ინიციატივას, რომ შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა განიხილონ წინადადება და მიიღონ გადაწყვეტილება 2014 წლის წიგნიერების წლად გამოცხადების შესახებ.
gallery images

გადადგეს ქალაქ ბათუმის მერი (ნაციონალური პარტიის წევრი) დაკავებული თანამდებობიდან !!!

ბათუმელების საყურადღებოდ!ვინც ეთანხმებით პეტიციას გთხოვთ მოაწეროთ ხელი!!!
gallery images

საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურად ხარჯვა!

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ბატონო ირაკლი, გთხოვთ მთავრობის სხდომაზე განიხილოთ ამ პრობლემის არსი და, მიიღოთ დადგენილება „საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად გამოყენების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც მოხდება სახელმწიფოს კუთვნილი ნებისმიერი დონის საბიუჯეტო სახსრებით შესყიდულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, მობილური ტელეფონის აპარატებზე, საოფისე ავეჯზე, საოფისე ტექნიკაზე, მივლინების პერიოდში სასტუმროს ღირებულებაზე, წარმომადგენლობით ხარჯებზე, საწვავის ხარჯვაზე, სასაუბრო სატელეფონო დროზე, მომუშავეებზე გასაცემ პრემიებზე და სადღესასწაულო ღონისძიებების ხარჯებზე, გარკვეული გონივრული ზედა ზღვრის დაწესება, რომლის ზევით ნებისმიერ საბიუჯეტო ორგანიზაციას აეკრძალება ამ ტიპის დანახარჯების გაწევა.
gallery images

არ გვინდა ID ბარათი, მოვითხოვთ ალტერნატივას

საქართველოს მოქალაქეებზე შეწყდეს ელექტრონული საბუთებით (ID ბარათებით, ბიომეტრიული პასპორტებით, ნებისმიერი საბანკო, საყოფაცხოვრებო თუ სატრანსპორტო პლასტიკური ბარათებით…)ადმინისტრაციული იძულება და შეიქმნას ყველა მიმართულებით ალტერნატივა–სახელმწიფოში ყველგან შენარჩუნდეს ფულის ერთეულით გადახდა.ყველა ეს პროცესი, სხვადასხვა ბარათების შექმნა იქნება ეს თუ ამ ბარათების ფულის ერთეულით გადახდის უალტერნატივო ჩანაცვლება, ადმინისტრაციული იძულების გზით მიზანმიმართულია ერთპიროვნული ელექტრონული მმართველობის ჩამოსაყალიბებლად, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ლახავს ადამიანის მთავარ ღირებულებას–ღირსებისა და პირად თავისუფლებას, რელიგიურ სინდისს, რითაც იბღალება კაცში ღვთის უზენაესი ხატება.აუცილებლად გასათვალისწინებელია სხვა ქვეყნების რეალური მაგალითები–ცნობილია, რომ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ინგლისში, საფრანგეთში, იტალიაში კვლავაც ძველი ტიპის არაელექტრონული უჩიპო პირადობის მოწმობებია იქაურ მოქალაქეებზე გაცემაში, რაც ადგილობრივ მერიაში არსებულმა რეესტრებმაც დაგვიდასტურეს. ჩვენთან კი, სამწუხაროდ, კვლავაც ხდება სპეკულირება ევროპული კურსის სახელით, საქმით კი ვერ ვპასუხობთ… მოვითხოვთ, დაიშვას კანონი, სადაც ხაზგასმით იქნება აღნიშნული, რომ ახალი მოწმობების,ელექტრონული ბარათების, საიდენტიფიკაციო ნომრის საბაბით არ შეიძლება მოქალაქის იგნორირება და მისი დისკრიმინაცია.ასეთ შემთხვევაში სახელმწიფომ თავისი მოქალაქე უნდა დააკმაყოფილოს ალტერნატიული საბუთით. უამრავ ადამიანს თქვენს მიერ ნახსენები საკრედიტო ბარათიც არ გააჩნია და მითუმეტეს არ სურს, რომ აიღოს და ჩამოვართვათ მოქალაქეობრივი უფლებები?!თუმცა იმასაც დავძენთ, სხვაა კერზო ტიპის ბარათები და სულ სხვაა ელექტრონული ერთიანი ბაზა,რომელიც ადამიანის ყოფა–ცხოვრების აუცილებლობასთან არის მიბმული და რომლის მეშვეობითაც უალტერნატივობის შემთხვევაში სახელმწიფო გაიძულებს მისით სარგებლობას.ასეთი ტიპის ცენტრალიზებული ელექტრონული ბაზა, მთელ რიგ ქვეყნების მიერ უარყოფილი და დაწუნებული იქნა. აღსანიშნავია,უკრაინისა და მოლდოვეთის მთავრობებისადმი მორწმუნე ადამიანთა მოთხოვნა, რომ შემდგარიყო ისეთი ალტერნატიული საბუთებიც, სადაც მოქალაქეს არ ექნებოდა საიდენტიფიკაციო ნომერი, რადგან ასეთი სახით დანომრვა ელექტრონული მმართველობის ძირითად პროცესად ჩაითვალა.აღნიშნულმა სახელმწიფოებმა დააკმაყოფილეს მართლმადიდებელთა ეს მოთხოვნა და დაუშვეს ალტერნატივა. ამგავრია მათი ზრუნვა საკუთარ მოქალაქეებზე.
gallery images

შეწყდეს, უკანონო, ფარული მოსმენები სახელმწიფოს მხრიდან !!!

"ჯეოსელის" და "მაგთის" ხელმძღვანელები ფარული მოსმენების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ" როგორც "პირველ პრესკლუბში" დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მთავარმა იურისტმა განაცხადა, "ჯეოსელის" აღმასრულებელი დირექტორის პასი კოისტინენის ინფორმაციით, "ჯეოსელის" 21 000 სმარტფონის მქონე აბონენტი ისმინება. "სამი თვეა, რაც ფარული მიყურადების კანონპროექტზე ვმუშაობთ და პარლამენტსაც მივმართეთ. პარლამენტში შესულია კანონპროექტი და კანონის ჩამოყალიბების შემდეგ დაწესდება რა კუთხით უნდა მოხდეს მოსმენა. სავარაუდოდ, კანონპროექტის განხილვა მომავალი წლიდან დაიწყება. ჩვენ ვითხოვთ, მართვის პულტი, რომელიც შს სამინისტროს აქვს და თითქმის ყველა აბონენტის მოსმენას ახორციელებს, მობილურ ოპერატორებს გადაეცეს. შს სამინისტრო ახორციელებს ფარულ მოსმენებს, ახალი თაობის მობილურებით ხდება დადგენა თუ სად გადაადგილდება ესა თუ ის პიროვნება. ალბათ, რთული იქნება ამ მანკიერ თვისებას გადაეჩვიოს, რადგან შედარებით გართულდება საქმის გახსნა, მაგრამ აუცილებელია, რომ ფარული მიყურადება აღარ მოხდეს. დღევანდელი ვითარებით ჩვენი თითოეული მოქალაქის მდგომარეობა ბევრად ილახება", - განაცხადა ბოკუჩავამ. წყარო: http://pirweli.com.ge/?menuid=11&id=51979 მოაწერეთ ხელი პეტიციას
gallery images

არა ფალსიფიცირებულ რძის პროდუქტებს!

ვითხოვთ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომლითაც საქართველოში აიკრძალება რძის პროდუქტის დასახელებით ისეთი სასურსათო პროდუქტის გაყიდვა, რომლის არსებითი კომპონენტები (მ.შ. ცხიმი, ცილა) არა ცხოველის რძისგან, არამედ სხვა ნედლეულისგან არის დამზადებული.
gallery images

მოხდეს ხარისხის და ფასების კონტროლი, საქართველოს ყველა სავაჭრო ობიექტში

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოში თითქმის ყველანაირი პროდუქცია შემოდის დაბალი ხარისხის,ვადა გასული და თან ბევრი რამ იყიდება ისეთ ფასებში რომელიც სრულიად არარეალურია, იქნება ეს ელქტრო საქონელი, ტანსაცმელი ან თუნდაც ჰიგინეური საშუალებები და მრავალი სხვა. უკვე იმდენი ხანია ამ სიცრუეში ვცხოვრობთ რომ მივეჩვიეთ და როდესაც ხარისხიან და იაფ რაღაცას ვხედავთ პირველი აზრი გვებადება, რომ "ჩამოტანილია" და საიდან ამას მნიშვნელობა აღარ აქვს,მთავარია რომ საქართველოში იმპორტირებული არ არის და ეს გვიხარია. მოკლედ, ყველასთვის ცნობილია რომ საქართველოს მასშტაბით თითქმის არცერთ სავაჭრო ობიექტში არ ხდება სათანადო კონტროლი არც ხარისხის და არც ფასების. მაგილათად მოგიყვანთ იმას, რომ ერთ დღეს გადავწყვიტე მობილური ტელეფონის შეძენა და რამოდენიმე მაღაზიში გავიარე ფასების შესადარებლად. მინდა გითხრათ რომ გაოგნებული დავრჩი. ხუთ ისეთ ელექტროტექნიკის მაღაზიაში ვიყავი რომელთა რეკლამებიც ყოველდღე გვესმის და ყოველდღე ვხედავთ. პირველ მაღაზიაში ღირდა 900 ლარი და ჰოლოგრამის გარეშე იყიდებოდა. მეორე მაღაზიაში ღირდა 800 ლარი და ჰოლოგრამით იყიდებოდა. მესამე მაღაზიაშიც იგივე ჰოლოგრამით და ოც ლარიანი სხვაობით. მეოთხე მაღაზიაში 700 ლარი ღირდა და ჰოლოგრამით იყიდებოდა. და ბოლოს მეხუთე მაღაზიაში რომ შევედი გავოგნდი, 1500 ლარამდე ღირდა ზუსტად იგივე მობილური ტელეფონი რომელიც სხვა მაღაზიებში ვნახე და იმხელა მაღაზიაში ისიც ვერ გაარკვიეს ჰოლოგრამა ქონდა თუ არა. ესეთი რამ ხდება ყველანაირ პროდუქციაზე, და ყველა სახის სავაჭრო ობიექტებში. ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას რომ ძალიან თავზე აზიან ხალხს და ხელი თუარ გავანძრიეთ არაფერი გვეშველება. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას რომ არ დაიზაროთ ხელის მოწერა და გავრცელება. მადლობა!
gallery images

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გახსნას თავშესაფარი უსახლკარო ადამიანებისთვის

უკანასკნელ პერიოდში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, უსახლკარო ადმიანების გაყინვის გამო გარდაცვალებაზე. უსახლკარო ადმიანები მრავლად არიან თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. ტემპერატურის მკვეთრ ვარდნასთან ერთად იზრდება ქუჩაში მყოფი უსახლკაროების გაყინვით დაღუპვის შანსი. მოვუწოდებთ ხელისულებას მიიღოს გადამჭრელი ზომები უსახლკაროების დასახმარებლად.
gallery images

გაუნახევრდეს სტუდენტებს ტრანსპორტის [მეტრო , ავტობუსი , მიკროავტობუსი] გადასახადი

ბევრჯერ დაანონსდა ტელევიზიით რომ სოციალურად დაუცველებს და სტუდენტებს უნახევრებდა სატრანსპორტო კომპანია გადასახადებს ამა თუ იმ ტრანსპორტში , როგორც გაირკვა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს გაუნახევრდათ . რატომ არ ექცევა ყურადღება სტუდენტობას? სწავლის საფასური გაგვიზარდეს, გადასახადები გაგვიზარდეს , ტრანსპორტი 50 თეთრიდან 80 თეთრამდე გაგვიზარდეს ,თუ მომავალ თაობაზე არ ზრუნავთ აბა რას აკეთებთ? როგორ აშენებთ სახელმწიფოს?
gallery images

შეწყდეს მობილურ ტელეფონზე სარეკლამო ტიპის SMS _ის, სპამის დაგზავნა!

საქართველოში მობილური ტელეფონების მფლობელებისთვის უცხო არ უნდა იყოს ყოველკვირეულად, ზოგჯერ კი ყოველდღიურად რამდენიმე სარეკლამო შეტყობინების მიღება. ხშირ შემთხვევაში, მესიჯებით ისეთი კომპანიების პროდუქციას თუ მომსახურებას გთავაზობენ, რომელთა შესახებაც არაფერი გსმენიათ და მათთვის არც შეტყობინებების გამოგზავნის უფლება მიგიციათ. თუ დარეკავთ და მოთხოვთ საიდან აქვთ ნომერი ზოგი მობილურ პროვაიდერზე იშვერს ხელს, მობილური პორვაიდერები კი ამტკიცებენ რომ არც თვითონ აგზავნიან სხვის რეკლამას და არც ბაზებს ყიდიან, მოვაწეროთ ხელი პეტიცია რათა ნახოს მარეგულირებელმა კომისიამ თუ რამდენად დიდი პრობლემაა SMS სპამი მოსახლებისთვის!!
gallery images

არა ხუდონჰესსა და სხვა დიდ ჰესებს ! მოვითხოვთ მათი აკრძალვის თაობაზე გაცემული საარჩევნო დაპირების შესრულებას !

ხუდონჰესისა და სხვა დიდი ჰესების მშენებლობისა, მით უფრო როცა ეს ელექტროენერგიის თურქეთში გასაყიდად იგეგმება, აბსოლუტურად მიუღებელია ! ეს ასეა, რადგან გარდა იმისა, რომ "ქართული ოცნება" და მისი ლიდერი ბატონი ივანიშვილი ამით არღვევს ამომრჩევლისათვის საარჩევნო პროგრამით მიცემულ პირობას, რომ "დიდი ჰესებისა და ატომური სადგურების მშენებლობა აიკრძალებოდა", ამასთანავე და რაც მთავარია და ანუ რის გამოც გაცემული იყო ეს პირობა: საკმაოდ მცირე რაოდენობის საბიუჯეტო გადასახადებს ეწირება არამხოლოდ ის სოფლები, ეკლესიები და სხვა ძეგლები, ასევე უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემები, რომლებიც უშაულოდ იტბორება, არამედ ათობით მეტჯერ დიდი ტერიტორიაზე, ანუ თითქმის მთელ სვანეთში, ასევე მიმდებარე რეგიონში არსებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მქონე ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა, ასევე ადამიანების ჯანრთელობა და სიცოცხლე ! ამიტომ აღნიშნული ვანდალიზმის წინაღმდეგ უნდა იბრძოლოს ყველა ჩვენგანმა, ვისაც მართლა უყვარს საკუთარი სამშობლო საქართველო !
gallery images

გადავარჩინოთ წითელ წიგნში შეტანილი წაბლის ხეები განდგურებას

სტატიას ტყიბულელების კოლექტიური წერილით დავასრულებთ: „გიხმობთ, გთხოვთ, გადაგვარჩინეთ იჩეხება ტყე, იჭრება მრავალწლიანი ხეები, წითელ წიგნში შეტანილი წაბლი ვითომდა დაავადების გამო. არადა, იჭრება ჯანსაღი, მზარდი ხეები, თანაც, არა შერჩევით, არამედ – პირწმინდად. იქმნება იმისი საშიშროება, რომ შიშველი მთებიდან მეწყერი დაიძრას. ბუნებრივი წყაროები დაიკარგოს, განადგურდეს ფლორა და ფაუნა. ადამიანებს წაერთმევათ არსებობის საშუალება, ბევრი ოკრიბელი ხომ თავს ტყეში მოპოვებული ხილით, სოკოთი და წაბლით ირჩენს. განადგურება ემუქრება ფუტკარს. გემუდარებით, ყურად იღეთ ჩვენი გულისტკივილი. იქნებ, შევაჩეროთ ეს საშინელება. გადავარჩინოთ ტყიბული, ტყიბულელები და მისი შემოგარენი. ვშიშობთ, გაჩეხილი ტყეების გამო წარმოქმნილი მეწყერი შახტაში ჩაიტანს ქალაქს. ამიტომაც გიხმობთ, გთხოვთ, გადაგვარჩინეთ“. სრული სტატია : http://erovnuli-fronti.net/1/?p=114
gallery images

გამოვიდეს ქართული ჯარი ავღანეთიდან

ქართული ჯარი არ უნდა იდგე სხვა ქვეყნის მიწაზე და არ უნდა იღებდეს მონაწლიეობას სხვა ქვეყნის ოკუპაციაში როდესაც მას 2 ამხელა პრობლემა აქვს და მისი მიწები ოკუპირებულია