add one
gallery images

გაუნახევრდეს სტუდენტებს ტრანსპორტის [მეტრო , ავტობუსი , მიკროავტობუსი] გადასახადი

ბევრჯერ დაანონსდა ტელევიზიით რომ სოციალურად დაუცველებს და სტუდენტებს უნახევრებდა სატრანსპორტო კომპანია გადასახადებს ამა თუ იმ ტრანსპორტში , როგორც გაირკვა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს გაუნახევრდათ . რატომ არ ექცევა ყურადღება სტუდენტობას? სწავლის საფასური გაგვიზარდეს, გადასახადები გაგვიზარდეს , ტრანსპორტი 50 თეთრიდან 80 თეთრამდე გაგვიზარდეს ,თუ მომავალ თაობაზე არ ზრუნავთ აბა რას აკეთებთ? როგორ აშენებთ სახელმწიფოს?
gallery images

შეწყდეს მობილურ ტელეფონზე სარეკლამო ტიპის SMS _ის, სპამის დაგზავნა!

საქართველოში მობილური ტელეფონების მფლობელებისთვის უცხო არ უნდა იყოს ყოველკვირეულად, ზოგჯერ კი ყოველდღიურად რამდენიმე სარეკლამო შეტყობინების მიღება. ხშირ შემთხვევაში, მესიჯებით ისეთი კომპანიების პროდუქციას თუ მომსახურებას გთავაზობენ, რომელთა შესახებაც არაფერი გსმენიათ და მათთვის არც შეტყობინებების გამოგზავნის უფლება მიგიციათ. თუ დარეკავთ და მოთხოვთ საიდან აქვთ ნომერი ზოგი მობილურ პროვაიდერზე იშვერს ხელს, მობილური პორვაიდერები კი ამტკიცებენ რომ არც თვითონ აგზავნიან სხვის რეკლამას და არც ბაზებს ყიდიან, მოვაწეროთ ხელი პეტიცია რათა ნახოს მარეგულირებელმა კომისიამ თუ რამდენად დიდი პრობლემაა SMS სპამი მოსახლებისთვის!!
gallery images

არა ხუდონჰესსა და სხვა დიდ ჰესებს ! მოვითხოვთ მათი აკრძალვის თაობაზე გაცემული საარჩევნო დაპირების შესრულებას !

ხუდონჰესისა და სხვა დიდი ჰესების მშენებლობისა, მით უფრო როცა ეს ელექტროენერგიის თურქეთში გასაყიდად იგეგმება, აბსოლუტურად მიუღებელია ! ეს ასეა, რადგან გარდა იმისა, რომ "ქართული ოცნება" და მისი ლიდერი ბატონი ივანიშვილი ამით არღვევს ამომრჩევლისათვის საარჩევნო პროგრამით მიცემულ პირობას, რომ "დიდი ჰესებისა და ატომური სადგურების მშენებლობა აიკრძალებოდა", ამასთანავე და რაც მთავარია და ანუ რის გამოც გაცემული იყო ეს პირობა: საკმაოდ მცირე რაოდენობის საბიუჯეტო გადასახადებს ეწირება არამხოლოდ ის სოფლები, ეკლესიები და სხვა ძეგლები, ასევე უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემები, რომლებიც უშაულოდ იტბორება, არამედ ათობით მეტჯერ დიდი ტერიტორიაზე, ანუ თითქმის მთელ სვანეთში, ასევე მიმდებარე რეგიონში არსებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მქონე ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა, ასევე ადამიანების ჯანრთელობა და სიცოცხლე ! ამიტომ აღნიშნული ვანდალიზმის წინაღმდეგ უნდა იბრძოლოს ყველა ჩვენგანმა, ვისაც მართლა უყვარს საკუთარი სამშობლო საქართველო !
gallery images

გადავარჩინოთ წითელ წიგნში შეტანილი წაბლის ხეები განდგურებას

სტატიას ტყიბულელების კოლექტიური წერილით დავასრულებთ: „გიხმობთ, გთხოვთ, გადაგვარჩინეთ იჩეხება ტყე, იჭრება მრავალწლიანი ხეები, წითელ წიგნში შეტანილი წაბლი ვითომდა დაავადების გამო. არადა, იჭრება ჯანსაღი, მზარდი ხეები, თანაც, არა შერჩევით, არამედ – პირწმინდად. იქმნება იმისი საშიშროება, რომ შიშველი მთებიდან მეწყერი დაიძრას. ბუნებრივი წყაროები დაიკარგოს, განადგურდეს ფლორა და ფაუნა. ადამიანებს წაერთმევათ არსებობის საშუალება, ბევრი ოკრიბელი ხომ თავს ტყეში მოპოვებული ხილით, სოკოთი და წაბლით ირჩენს. განადგურება ემუქრება ფუტკარს. გემუდარებით, ყურად იღეთ ჩვენი გულისტკივილი. იქნებ, შევაჩეროთ ეს საშინელება. გადავარჩინოთ ტყიბული, ტყიბულელები და მისი შემოგარენი. ვშიშობთ, გაჩეხილი ტყეების გამო წარმოქმნილი მეწყერი შახტაში ჩაიტანს ქალაქს. ამიტომაც გიხმობთ, გთხოვთ, გადაგვარჩინეთ“. სრული სტატია : http://erovnuli-fronti.net/1/?p=114
gallery images

გამოვიდეს ქართული ჯარი ავღანეთიდან

ქართული ჯარი არ უნდა იდგე სხვა ქვეყნის მიწაზე და არ უნდა იღებდეს მონაწლიეობას სხვა ქვეყნის ოკუპაციაში როდესაც მას 2 ამხელა პრობლემა აქვს და მისი მიწები ოკუპირებულია
gallery images

პეტიცია მარიხუანას ლეგალიზაციის მოთხოვნით

"ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი საქართველოს მოქალაქეები, გთხოვთ განიხილოთ ანტინარკოტიკულ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის საკითხი, რომლითაც მოხდება ნარკოტიკების კატეგორიზაცია – მარიხუანა გამოეყოფა იმ ნარკოტიკებს, რომელთა მოხმარებისთვისაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი ან ადმინისტრაციული დევნა და მოხდება მისი მოხმარების დეკრიმინალიზაცია. ჩვენი მიზანია პიროვნული თავისუფლების დაცვა და არა მარიხუანას პოპულარიზაცია. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მარიხუანას მოხმარება შეიძლება არ არის სასურველი, მაგრამ 21–ე საუკუნეში მისი მოხმარების გამო სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების დევნა ცივილიზებული საზოგადოებისთვის მიუღებელია", – მიიჩნევენ პეტიციაზე ხელმომწერები.
gallery images

მვითხოვთ ნაციონალური მოძრაობის კანონგარეშედ გამოცხადებას!

ქართული საზოგადეობის წინაშე ჩადენილი საშინელი დანაშაულებების გამო მოვითხოვთ ნაციონალური მოძრაობის კანონგარეშედ გამოცხადებას!!
gallery images

მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გასამართლებას ჰააგის სასამართლოს მიერ!

სახელმწიფოს და ადამინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის მოვითხოვთ ჰააგის სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის გასამართლებას!!