add one
gallery images

სამხატვრო აკადემიის 433 სტუდენიტის ინიციატვა - სამხატვრო აკადემიის განახლებისთვის — გია ეძგვერაძე აკადემიის რექტორად! დაუჭირეთ მხარი სტუდენტებს — ხელმოწერა ყველასთვის ღიაა

დღეს საქართველო საბჭოური ცნობიერებისა და კულტურის დასრულების უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე დგას, რომლის დაძლევას თანამედროვედ მოაზროვნე, დასავლურ ფასეულობებს ნაზიარები, ახალი კულტურის მაძიებელი და შემოქმედი ადამიანების თაობა თუ შეძლებს. სამხატვრო აკადემიას ამგვარი თაობის აღზრდაში უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. მაგრამ ჯერჯერობით ის თავადაა სტაგნაციის მდგომარეობაში და ვერ გუცნობიერებია კრიზისი, რომელშიაც აღმოჩნდა თანამედროვე გამოწვევებსა და მისთვის ჩვულ წარსულის ინერციას შორის არსებული კონფლიქტის შედეგად. აკადემიაში მხატვრობასთან ზიარება კვლავ საბჭოური რეცეპტებით ხდება, რაც XIX საუკუნის რუსული აკადემიის და სოციალისტური რეალიზმის სინთეზია, რისი შინაარსიც დღეს ყოველმხრივ გაუფასურებული და უფუნქციოა. დღესაც კი, აკადემია, ახლახან შედგენილ დებულებაში ამაგრებს ამ მიდგომას: მუხლი 3 — აკადემიის მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები; პუნქტი გ) - აკადემიის ტრადიციული სახელოვნებო და საგანმანათლებლო სკოლების შენარჩუნება და განვითარება. სამხატვრო აკადემიამ ვერ აუღო ალღო შემოქმედების ევროპულ გზას, ვერ გადაძლია რუსულ/სოციალისტური მეთოდოლოგია და ვერ მოძრაობს დასავლური ვიზუალური ენის მიმართულებით. ამის გამო ჩვენ, სტუდენტებმა მოვაწყვეთ ლექციების სერია “კრიზისის შინაარსი”, რომელიც ემსახურებოდა აკადემიაში მიმდინარე კრიზისის გააზრებას. ლექციების წასაკითხად გვეწვიენ მეცნიერებაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში მოღვაწე, თანამედროვედ მოაზროვნე ინტელექტუალები: ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე, ილია ჭავჭავაძისუნივერსიტეტის რექტორი/ფილოსოფოსი გიგა ზედანია, ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი, მხატვარი ნადია წულუკიძე, კონსერვატორიის რექტორი/მუსიკოსი რეზო კიკნაძე, პროფესორი/ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე, მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი, ხელოვნებათმცოდნე დავით ანდრიაძე, პოეტი პაატა შამუგია, ფილოსოფოსი/მწერალი ირაკლი კაკაბაძე და ა.შ. ლექციებმა ცხადჰყო გარღვევის აუცილებლობა კონცეფციებისკენ, რომლებიც თავისუფალი შემოქმედების საყრდენს წარმოადგენენ. ასეთი რესურსი, დღეს აკადემიაში არ მოიძიება , ამიტომ: 1. რექტორის არჩევნები უნდა იყოს დემოკრატიული ყველასთვის, ვისაც კი გააჩნია სამომავლო ცვლილებების სერიოზული პროგრამა. აკადემიის ახალი დებულებით ეს შეუძლებელია: მუხლი 9. არჩევნები აკადემიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად: პარ. 4) რექტორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს მხოლოდ აკადემიის პროფესორი. ეს აგარაფობიული მუხლია: კანდიდატს იდეები ესაჭიროება აკადემიური პოზიცია კი არა! ამით უამრავ კანდიდატურას ვკარგავთ — ეს პუნქტი აკადემიის მომავლისათვის სრულიად მავნებელია და უნდა მოიხსნას. 2) დაგეგმილია პროფესორთა არჩვენები, რომელიც ჩვენი აზრით უნდა ჩატარდეს მხოლოდ რექტორის არჩევის შემდეგ! ახალი იდეების მქონე რექტორმა უნდა თავისი წვლილი შეიტანოს ახალ პროფესორთა კორპუსის, ანუ აკადემიის მომავალის განსაზღვრაში. სხვაგვარად მივიღებთ ისევ დღევანდელ აკადემიას კიდევ ოთხი წლით. 3) რექტორის თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს პიროვნება დასავლეთში მაღალი დონის გამოფენების და დასავლეთის შემოქმედებით სასწავლებლებში სწავლების დიდი გამოცდილებით. ანუ ახალი სააზროვნო სტანდარტების თეორიული ცოდნით და ასევე აზროვნების დინამიური და უკომპრომისო ხასიათით. ჩვენ სტუდენტებს, და ასევე ქართველი პროგრესული ინტელექტუალების დიდ ნაწილს (ჩვენი გამოკითხვით) მიგვაჩნია, რომ არსებობს ყველაზე ძლიერი კანდიდატურა, რომელსაც შესწევს რეალური ცვლილებების გატარების ძალა: ეს არის ევროპაში 25 წელი მოღვაწე ქართველი მხატვარი გია ეძგვერაძე, რომელიც არა მარტო ყველა ზემოთ აღნიშნული ნიშნით შეესატყვისება აკადემიის რექტორის პოზიციას, არამედ, მისმა ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა ლექციების კურსმა თბილისში, მისმა თეორიულ-საზოგადოებრივი ხასიათის სტატიებმა ქართულ ჟურნალ გაზეთებში, ჩვენ კულტურულ საზოგადოებას დაანახა , თუ რას ნიშნავს კვლევით დინამიკაში მყოფი აზროვნება. ამიტომ: მიუხედავად ჩვენი (ზემოთ დაფიქსირებული) ერთმნიშვნელოვანი სურვილისა და ბრძოლისა, რომ აკადემიის ტერიტორიაზე დემოკრატიული პროცედურები დამკვიდრდეს, დღესდღეობით შექმნილ სიტუაციში (და ამ მხრივ სისტემამ ყოველთვის მოქნილობა უნდა გამოიჩინოს!) ჩვენი რწმენით კულტურის სამინისტრომ პერსონალურად უნდა მოიწვიოს ბატონი გია ეძგვერაძე აკადემიის რექტორის პოზიციაზე! ჩვენ — სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პრემიერი, კულტურის მინისტრი და განათლების მინისტრი (მათთან არის ეს წერილი მიმართული) სათანადოდ დააფასებენ ჩვენს ინციატივას და ძალისხმევებს სამხატვრო აკადემიის კრიზისიდან გამოყვანისთვის და ყურად იღებენ ჩვენს დასაბუთებულ მოთხოვნებს, რომელთა მეშვეობითაც გახდება შესაძლებელი აკადემიაში არსებული სერიოზული კრიზისის საბოლოოდ დაძლევა. ტექსტი უკვე შევიდა პრემიერ-მინისტრის აპარატში, კულტურის და განათლების სამინისტროებში 433-ი სტუდენტის ხელმოწერით.
gallery images

სამოქალაქო ბრუნვაში დაიშვას .22 და .25 კალიბრის პნევმატური იარაღი

დღეისათვის სამოქალაქო ბრინვაში დაშვებულია მხოლოდ .177 კალიბრის (4.5მმ) პნევმატური იარაღი. სპორტული სროლების გავითარებისათვის ეს ძალიან დიდი შეზღუდვაა. ასევე რეგულაციები მოქმედებს იარაღის ლულის სიგრძესა, ძალასა და ჭურვის მასაზეც. ჩვენ მოვითხოვთ ბრუნვაში დაუშვან .22 კალიბრის (5.5მმ) და .25 კალიბრის (6მმ) პნევმატური იარაღი. მოიხსნას ძალის და ლულის სიგრძის რეგულაციები სპორტულ და სანადირო პნევმატურ იარაღზე. სანაცვლოდ მოხდეს მათი სავალდებულო გაფორმება.
gallery images

პეტიცია მოვითხოვთ მარიხუანას დეკრიმინილაზიციას

ჩვენი მიზანია პიროვნული თავისუფლების დაცვა და არა მარიხუანას პოპულარიზაცია. მარიხუანას მოხმარება შეიძლება არ არის სასურველი, მაგრამ 21–ე საუკუნეში მისი მოხმარების გამო სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების დევნა არაცივილურია. ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა მოხდეს ნარკოტიკების კატეგორიზაცია - მარიხუანა უნდა გამოეყოს იმ ნარკოტიკებს, რომელთა მოხმარებისთვისაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი ან ადმინისტრაციული დევნა და მოხდეს მისი მოხმარების დეკრიმინალიზაცია. თუ შეგროვდება დიდი რაოდენობა შეგვეძლება პარლამენტში გადაზავნა
gallery images

გაახმოვანეთ ფილმები ქართულად!!!

ქართული ჩვენი მშობლიური ენაა და არავინაა ვალდებული, ფილმებს კინოთეატრში უცხო (არასახელმწიფო) ენაზე უყუროს. შესაბამისად, მოვითხოვთ, პატივი სცენ ჩვენს უფლებებს და კანონმდებლობას და მოგვცენ საშუალება მოსახლეობის უმრავლეს ნაწილს, ჩვენთვის გასაგებ და მისაღებ ენაზე ვუყუროთ სასურველ ფილმს. მსგავსი რამ არცერთ სხვა დემოკრატიულ და განვითარებულ სახელმწიოში არ ხდება!!! გამაღიზიანებელია საზოგადოებრივი აზრი, რომ რუსულის ცოდნა სავალდებულოა, ხოლო ქართული ყველაფერი უხარისხო და უგემოვნოა. თუმცა თუ მოვინდომებთ და ერთად შევეწინააღმდეგებით ამ მოძველებულ სტერეოტიპს და რუსულს შევხედავთ, როგორც უცხო და არასახელმწიფო ენას (რომლის სრულყოფილად ცოდნაც საქართველოს მოქალაქისთვის სულაც არაა სავალდებულო),მაშინ გვაქვს ყველანაირი უფლება, მოვითხოვოთ ფილმების ჩვენს მშობლიურ - ქართულ ენაზე თარგმნა, რომელიც იქნება ხარისხიანი და საზოგადოებისთვის მისაღები. თუკი კინოთეატრები ცოტაოდენ ფინანსებს გამოყოფენ, ორმაგად მიიზიდავენ მაყურებელს, რადგან ბევრი სწორედ ამ ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებს კინოში სიარულს. P.S. შესაძლებელია როგორც თარგმანის, ასევე ორიგინალ ენაზე ქართული სუბტიტრების თანხლებით გაშვებაც.
gallery images

A კატეგორია

საქართველოს მოქალაქეთა სახელით,გთხოვთ შეცვალოთ A კატეგორიის მართვის მოწმობის მოთხოვნა, კერძოდ ასაკის შეზღუდვა 24 წლიდან 20 წლამდე შეამციროთ.
gallery images

ჩვენ გვინდა Demi Lovato საქართველოში!

ჩვენ გვინდა დემი ჩამოვიდეს საქართველოში,გთხოვთ LOVATIC ებმა მოაგროვეთ ხელმოწერები,გააგზავნეთ ლინკი ყველასთან!!
gallery images

ხელმოწერები უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად

ორ თვეზე მეტი გავიდა, რაც კიევის და უკრაინის სხვა ქალაქების ქუჩებში, საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. ძალოვან სტრუქტურებთან შეტაკებისას დაშავდა და დაიღუპა ათობით ადამიანი. არსებული პოლიტიკური კრიზისის შედეგად, ქვეყნის უდიდესი ნაწილი პარალიზებულია. თუ კი, მხარს უჭერ უკრაინელ ხალხს ამ ბრძოლაში, ხელი მოაწერე პეტიციას ! მე, მხარს ვუჭერ უკრაინელ ხალხს:
gallery images

.ge დომეინის ყიდვა ონლაინში

ყველა განვითარებულ ქვეყანას აქვს საკუთარი ნაციონალური დომეინის ყიდვა ონლაინში. არსებობს ბევრი ადამიანი რომლებსაც სურთ იყიდონ .ge დომეინი მაგარამ ყიდვის პროცედურის სირთულის გამო სხვა სახის დომეინს ყიდვას ამჯობინებს. ამიტომ ძალიან მოხარული ვიქნები თუ ეს საქართველოშიც შესაძლებელი იქნება.... :)
gallery images

მოვითხოვთ სალომე ტეტიაშვილი გავიდეს X-facor –ში

სალომე ძალიან ნიჭიერი მომღერალია. მას უნდა იცნობდეს მთელი საქართველო.
gallery images

ჩვენ გვინდა 30 Seconds To Mars საქართველოში

ქართველი Echelon-ები მოვითხოვთ 30 Seconds To Mars-ის კონცერტის ჩატარებას საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში მას ბევრი მსმენელი ყავს და ძალიან გვინდა მათ კონცერტზე მოხვედრა და იმედია დაგვეხმარებით ჩვენი ოცნების ახდენაში... ^_^
gallery images

ჩვენ გვინდა Children Of Bodom Hate Crew საქართველოში

Children Of Bodom Hate Crewa-ს საქართველოში ძალიან ცოტა მსმენელი ყავს. მე ვარ Hate crew-ერების ერთ–ერთი წარმომადგენელი. ძალიან გვინდა COBHC-ს საქართველოში ჩამოიყვანოთ. იმედია დაგვეხმარებით ამ ოცნების ახდენაში.წინასწარ მადლობა გიხდით ყველას !!! მე იმედი მაქ რომ თუ ყველა ერთად ვიქნებით ჩვენ ამას შევძლებთ და საქართველოში ვიხილავთ უდძალიანმაგრეს კონცერტს...!!! მადლობა ყველას !!!
gallery images
gallery images

Miley Cyrus საქართველოში

ჩვენ მაილის ფანებს გვინდა რომ მაილი ჩმოიყვანოთ საქართველოში
gallery images

ნინა სუბლატი ევროვიზია 2014-ზე!

ვროვიზია 2014,საქართველოს წარმომადგენელი - ნინა სუბლატი,შეაგროვეთ 2000 ხელმოწერა და შედეგს მივაღწევთ.
gallery images

One Direction საქართველოში

ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბენდის ფანები და გვინდა რომ ის ჩამოვიდეს საქართველოში. რა აღარ გავაკეთეთ ამისთვის, ზაფხულში World Wide ტრენდებშიც კი მოვხვდით მაგრამ მაინც არ ცამოვიდნენ და ახლა იმედი გვაქვს, რომ ამ ხელმოწერების შეგროვებით მაინც დავიმსახურებთ იმას რომ გვეწვიოს ჩვენი ფავოროტი გუნდი საქართველოში. ასე რომ უკვებლივ ყველას გთხოვთ დაგვეხმაროთ იმაში, რომ იმედი არ გაგვიცრუვდეს. წინასწარ დიდი მადლობა.