add one
gallery images

"სახელმწიფო ბიუჯეტის" ნაცვლად დავამკვიდროთ ტერმინი "ხალხის ფული"!

„სამოქალაქო მოძრაობისა“ და მისი ლიდერის ალეკო ელისაშვილის ინიციატივა საქართველოს პარლამენტს!სახელმწიფო ბიუჯეტი არ არის მთავრობის ან კონკრეტული პარტიის საკუთრება.სინამდვილეში სახელმწიფო ბიუჯეტი ჩვენი, თითოეული მოქალაქის ჯიბეებიდან გადახდილი გადასახადებია, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს ანუ მთავრობას მივანდეთ, რომ ისევ  ჩვენ ანუ ხალხს მოგვახმარონ.ამიტომ მნიშვნელოვანია, „სახელმწიფო ბიუჯეტის“  ნაცვლად დავამკვიდროთ ტერმინი “ხალხის ფული“, რაც საშუალებას მოგვცემს, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ხელიდან გამოვაცალოთ, ჩვენი ფულით განხორციელებული სამქმიანობებით მანიპულირების მექანიზმები.
gallery images

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომადინარე, გაუქმდეს დაგროვებითი საპენსიო პროგრამა

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოქალაქეებს ვისაც აქვთ დაგროვებული საპენსიო პროგრამით თანხა, დაუბრუნდეთ და ქონდეთ შესაძლებლობა გამოიყენონ ამ მძიმე დროს.
gallery images

შეიქმნას დროებითი ერთიანი გლობალური მთავრობა/ Create a temporary united global government(Power is in unity)

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი მსოფლიო ლიდერებს დროებით გლობალური მთავრობის შექმნის ინიციატივით მიმართავს.ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.  გამოცემის ცნობით, გორდონ ბრაუნი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის და ეკონომიკის კუთხით კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს მხოლოდ გლობალური მთავრობა დაძლევს, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან მსოფლიო ლიდერები, სამედიცინო სფეროს ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.გორდონ ბრაუნის აზრით, „კორონავირუსთან გამკლავებას მხოლოდ ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს და სწორედ ამიტომ ამ კრიზისს გლობალური კოორდინირებული პასუხი სჭირდება“.________________________________________________Gordon Brown has urged world leaders to create a temporary form of global government to tackle the twin medical and economic crises caused by the Covid-19 pandemic.The former Labour prime minister, who was at the centre of the international efforts to tackle the impact of the near-meltdown of the banks in 2008, said there was a need for a taskforce involving world leaders, health experts and the heads of the international organisations that would have executive powers to coordinate the response.A virtual meeting of the G20 group of developed and developing countries, chaired by Saudi Arabia, will be held on Thursday, but Brown said it would have been preferable to have also included the UN security council. 
gallery images

მოხდეს კორონას მსმელი ნაცების დარბევა

როგორც სამოქალაქო მოძრაობა "უგულო ვაჭარი"-ის აღმასრულებელი დირექორი და ჩემი გუნდის მიერე უფლებამოსილი პირიმოვითხოვ განსაკუთებული სისასტიკით დაისაჯო კორონას მსმელი ნაციონალებირომლებიც უსასყიდლოდ არიგებენ ზუგდიდში ანტისეპტიკურ საშაუალებებს კორონა ვირუსისგან თავის დასაცავადრომლებიც პირდაპი საფრთხეს უქმნიან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და სტაბილურობას ვილოცოთ ყველამ ბიძინასთვის. ამინ!
gallery images

გიორგი ჭელიძე - პოლიტპატიმარი , სისტემური დანაშაულის მსხვერპლი

      გიორგი ჭელიძე " საქართველოს ეროვნული ერთობა " ის ლიდერი 1 წელი და 7 თვეა , გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს საქართველოს პროკურატურის მიერ რუსეთის კანონმდებლობით წაყენებული ბრალით. იგი დაიჭირეს პოლიტიკური, ეროვნული იდეოლოგიის გავრცელებისა და შეხედულებების გამო. გიორგი ჭელიძე არის სინდისის პატიმარი. იგი წლების განმავლობაში იდევნებოდა. სსწორედ იმიტომ , რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერანაირად ვერ შეძლო გიორგის გადაბირბა და მისი ამ ღირსეული საქმიდან ჩამოშორება, ჩვეული ხერხით, 2018 წლის 31 აგვისტოს, მის სახლში რომელიც ამავდროულად არის "საქართველოს ეროვნული ერთობის“ ოფისი "ჩაუდეს" ვაზნები, რომელიც შემდგომ აღმოჩნდა რომ სწორედ გიორგი ჭელიძის გაფორმებული იარაღის თავსებადი იყო. მაგრამ პროკურატურას დაჭერის შეკვეთა, რომ არ ჩავარდნოდა  რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად ვაზნები განსაზღვრა როგორც „სამხედრო“. მიუხედავად იმისა რომ საქართველოს კანონმდებლობა ვაზნების ასეთ კლასიფიკაციას არ იცნობს. ამ სისტემური დანაშაულის გარშემო გაერთიანეულია - შსს, სუს , საქართველოს პარლამენტი, სასამართლო და მიზანმიმართულად ცდილობენ ამ უკანონო საქმითა და გიორგი ჭელიძის დაკავებით, ეროვნული იდეა და ის გზა შეაფერხონ, რომელიც აგრძლებს ჩვენი გმირების: ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას გზას .     მოვითხოვთ გიორგი ჭელიძის პოლიტპატიმრად აღიარებასა და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ! 
gallery images

სასწრაფოდ გაუქმდეს უვიზო რეჟიმი ირანთან!!!

მსოფლიოში უკიდურესად დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო და დღევანდელი ამერიკის ბაზებზე ირანული რაკეტების თავდასხმის გამო, რეგიონის ყველაზე ცხელი წერტილიდან და კერძოდ ირანიდან განიხილება მილიონობით ლტოლვილის ტრანსფერი საქართველოში, საიდანაც მხოლოდ 3 საათია სავალი გზა.  მოგმართავთ ყველას და საქართველოს მთავრობას, რომ დადგეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და სასწრაფოდ გააუქმოთ უვიზო რეჟიმი ირანთან! ჩვენი რესურსები და სამუშაო ადგილები არ არის საკმარისი ამ რაოდენობის ირანელი მიგრანტის მისაღებად!  
gallery images

თამარ ჩერგოლეიშვილი 5-ლარიან კუპიურაზე დაეხატოს

ჩვენ ვითხოვთ თამარ ჩერგოლეიშვილის 5-ლარიან კუპიურაზე დახატვას
gallery images

დაიკრძალოს ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდაზე (ასი წლის შემდეგ)

ბიძინა ივანიშვილი, ქველმოქმედი და კეთილშობილი ადამიანი, რომელმაც არაერთხელ დაანახა სიკეთე ქართველებს, ააშენა ბოტანიკური ბაღი, რომელშიც 22 მილიონი ლარი ჩადო, პარკ „ციცინათელას“ მეზობლად მდინარე ჩოლოქსა და ნატანებს შორის, გააშენა 1500 ევკალიპტის ხე-პარკი, რომელსაც 25 ათასი ლარი დაახარჯა. ხეები რომ ზღვაში დაცურავდნენ და გზები საათობით იკეტებოდა, სადენებს რომ ჭრიდნენ, ხეების გადასატანი მანქანები ვერ ეტეოდნენ და უშუქოდ რჩებოდა მოსახლეობა, ესეც ქველმოქმედების ნაწილი იყო. წვერმაღალას პარკის მოსაწყობად ივანიშვილმა ტერიტორია კერძო პირისგან გამოისყიდა. სწორედ ამიტომ, მოძრაობა 20/30-იანელები ვითხოვთ ამ ადამიანის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვას, 100 წლის შემდეგ, ვაჟას გვერდით!
gallery images

ლუსტრაცია

ჩვენ საქართველოს მოსახლეობა, მომსწრენი ვართ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, რეგიონის აქტივისტები გამოვდივართ ინიციატივით საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყაროს ლუსტრაციის კანონს,  დაწყებული 1991 წლის იანვრიდან დღემდე. ჩვენ ვთვლით, რომ ეს კანონი დაარეგულირებს სრულიად ერისთვის პრობლემურ საკითხებს.დაუჭირეთ მხარი პეტიციას და ნათელი გავხადოთ მოსახლეობის რეალური მოთხოვნა...რეგიონალური აქტივი
gallery images

გაასაჯაროოს გიორგი მშვენიერაძემ სწორი პასუხები

სამოქალაქო საზოგადოება თხოვნით მიმართავს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" გუნდს, გასაჯაროვდეს სწორი პასუხები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ნომინირებული კანდიდატებისთვის დასმულ კითხვებზე.
gallery images

იმგზავროს თბილისის მერმა და მისმა მოადგილეებმა საჯარო ტრანსპორტით!

თბილისის მერიის არათანმიმდევრული სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგად, უკანასკნელ პერიოდში თითქმის შეუძლებელი გახდა საჯარო ტრანსპორტით მგზავრობა. მოსახლეობისთვის მეტროთი გადაადგილება იქცა გადაულახავ პრობლემად. მგზავრობისთვის ხალხს უწევს დაუსრულებელ რიგში დგომა. ავტობუსებით და სამარშუტო ტაქსებით მგზავრობს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე დასაშვებია. საჯარო ტრანსპორტით მგზავრობა იქცა დიდ დისკომფორტად, რომელსაც განვიცდით ყოველდღიურად. სატრანსპორტო პოლიტიკა არ აკმაყოფილებს სტანდარტებს და ქმნის არაჰუმანურ პირობებს მოქალაქეებისთვის. თბილისის მერი და მისი მოადგილეები კი გვარწმუნებენ, რომ შექმნილი პრობლემა ჩვენთვის სიკეთის მომტანია და უნდა გვიხაროდეს.ყველაფერს ემატება ისიც, რომ მეტრო მუშაობს 23:00 საათამდე და გაძვირებული ტაქსის პირობებში მოსახლეობას არ აქვს საშუალება ღამის თერთმეტი საათის შემდეგ გადაადგილდეს ქალაქში.თბილისის მერი და მისი მოადგილეები არ მგზავრობენ საჯარო ტრანსპორტით და შესაბამისად არ უწევთ იმ გზის გავლა, რომელსაც ჩვენ გავდივართ სახლიდან სამსახურში, უნივერსიტეტში, სკოლაში და სხვა ადგილებში მისასვლელად.ჩენ ვფიქრობთ, თუ თბილისის მერი და მისი მოადგილეები ივლიან საჯარო ტრანსპორტით სამსახურში და გაიზიარებენ იმ ,,ბედნიერებას’’, რომელიც მათმა შემუშავებულმა პოლიტიკამ მოგვიტანა, გააცნობიერებენ, რომ ქალაქს არა ტაქსის გათეთრება, არამედ რეალური სატრანსპორტო პოლიტიკის წარმოება სჭირდება.ჩვენი მოთხოვნაა :იმგზავროს თბილისის მერმა და მისმა მოადგილეებმა საჯარო ტრანსპორტით!
gallery images

დენაციონალიზირებული და გადარჯულებული ქართველების ნაციონალიზაცია და ქართულ ოჯახში დაბრუნება!

პატივცემულო საზოგადოებავ, ძალიან მნიშვნელოვანია პეტიცია გვინდა სამჯავროზე გამოვიტანოთ და ინიციატივის მხარდამჭერთა ხმები მივაწვდინოთ საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტს, რათა მოხდეს სახელმწიფო დონეზე  დენაციონალიზირებული და გადარჯულებული ქართველების ნაციონალიზაცია და ქართულ ოჯახში დაბრუნება!კერძოდ იგულისხმება, მრავალჯერ რუსების, თურქების და ირანელების მიერ განხორციელებული ეთნო წმენდა და გენოციდი ერის დენაციონალიზაციის მეთოდით. მათ მიერ განხორციელებული ვერაგული პოლიტიკის შედეგად მოხდა მრავალჯერ ქართველების გადარჯულება ყველა რეგიონში, აგრეთვე ნაწილი მათი ოკუპაციის ან გადასახლების შედეგად მოექცა საზღვრებს მიღმა! ადამიანების დაკარგვა, ასეთი მწირი ერისთვის განსაკუთრებით უდიდესი ტრაგედიაა. ცოდნა ძალაა - ინფორმირებული ხარ - შეიარაღებული ხარ! დენაციონალიზაციის და გადარჯულების შედეგად, ქართველები: გაარუსეს, გაასომხეს, გააოსეს, გააქურთეს, გააბერძნეს, გაათათრეს, გაათურქეს და გააებრაელეს. მტრის ხედვით, ოღონდ ქართველები არ ყოფილიყვნენ ბრძოლის და პროტესტის უნარიანები და თაობების რჯული შეცვალეს, თავისი ტრადიციებით, კულტურით და რელიგიური აღმსარებლობით! უდაოდ, როგორც ერი, კარგი და ცუდი ერი არ არსებობს! მაგრამ არსებობენ აგრესიული, ფანატიკური პოლიტიკით ანგაჟირებული პერსონები, რომლისთვისაც მთავარია გავლენა და ფინანსური სიმდიდრე, რომლის გამოც ყველაზე სანუკვარის დათმობა არანაირ ზიანს არ წარმოადგენს! ამიტომ, ვინაიდან და რადგანაც: ყველა ადამიანს გააჩნია უფლება იცოდეს სიმართლე!იცოდეს საკუთარი წარმომავლობის სიმართლე! იცოდეს საკუთარი წინაპრების ისტორია და ღვაწლი!იცოდეს საკუთარი წინაპრების მიწა-წყალი, რომელიც ასევე მისია! იცოდეს საკუთარი წინაპრების აღმსარებლობა!იცოდეს საკუთარი წინაპრების კულტურა და ტრადიციები! იცოდეს საკუთარი წინაპრების დენაციონალიზაციის ისტორია! იყოს დაცული პოლიტიკური ინსინუაციების და ეთნო კონფლიქტებისგან! იყოს დაცული მისი საგვარეულოს სიგელი სახელმწიფო დონეზე! იყოს დაცული მისი ოჯახი, უძრავი-მოძრავი ქონება ოკუპაციისგან! ყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება საზღვრების ყველა მხრიდან! სადაც მთავარი მაშანტაჟებელი ფაქტორი სწორედ ჩვენი ხალხია, რომელსაც შეუცვალეს გვარი და რჯული! საქართველოს მტრების სტრატეგია იმდენად ევრაგულია, რომ ისინი ახდენენ ქართველების დანაწევრებას: ეთნიკური ქართველების პოლიტიკური შანტაჟით დენაციონალიზირებული ქართველების ხელით ქართველების ეროვნული სიმდიდრეებიდან მოპოვებული ფონდით და ჩვენივე რესურსებით გვართმევენ ჩვენს ტერიტორიებს ამიტომ, სასიცოცლოდ მნიშვენლოვანია ამ იდეის გარშემო ერის და ბერის გაერთიანება, ვინაიდან მოვახდინოთ მტრების ეთნო ნაღმების განაღმვა და აღარ მივცეთ ჩვენი ხალხის გადარჯულების  და ტერიტორიების ოკუპაციის უფლება. გარდა ამისა, მოვახდინოთ ჩვენი დროებით გაუცხოვებული ხალხის ქართულ ოჯახში დაბრუნება.ამის გაკეთება არ არის რთული, მთავარია იყოს პოლიტიკური ნება!შემდეგ, ყველა სახელმწიფო უწყებას, სახელმწიფო არქივთან, იუსტიციის სახლთან ერთად შეუძლიათ იმუშაონ საკითხე, მიანიჭონ გარკვეული პრივილეგიები გახიზნულ ოჯახებს, დაუბრუნოთ მათ თავისი მიწა წყალი ან მოახდინონ კომპენსაცია.უამრავი ადამიანი ფიქრობს დაბრუნებას და ფიქრის დონეზე რჩება, ვინაიდან მათ არ იციან თავისი ჭეშმარიტი ქართული წარმომავლობის შესახებ და როგორც სხვა ნაციის ადამიანს ეშინიათ დაბრუნების, ფიქრობენ, რომ ეთნო კონფლიქტების გაღვივების რისკი კვლავ რჩება!  თუ ჩვენ გვსურს, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა მშვიდობიანად, ეს არის პირველი რაც უნდა გაკეთდეს, საზოაგდოების ინფორმირება როგორც საქართველოში, აგრეთვე საზღვრებს გარეთ, შემუშავდეს ქართული გვარების ნაციონალური დოკუმენტი, სადაც იქნება აღნიშნული დენაციონალიზირებული გვარები, ოჯახები, რეგიონების, ქალაქების, დაბების და სოფლების მიხედვით. აღიწერება ძველი სიებით თითოეული ოჯახის წარმომავლობა, გამოიცემა წიგნი, განთავსება საიტებზე და სოციალურ ქსელში და ეს მოახდენს სწორედ აგრეთვე მრავალი შავბნელი ზრახვებით შეპყრობილ ადამიანებს და დაჯგუფებებს, რათა ვერ მოახდინოთ ეთნო კონფლიქტები, ხალხის დაშინება, გაძევება და მათი ქონების მიტაცება, რისი ფაქტები იყო 90 წლებში და რისკები იყო 2008 წელს, კიდევ 1 კვირაც რომ გაგრძელებულიყო რუსეთთან კონფლიქტი, შიდა მსხვერპლი იქნებოდა კიდევ უფრო მეტი და უამრავი ოჯახი დაკარგავდა თავის სახლკარს, მოუწევდა შიშის გამო ქვეყნის დატოვება. რთული თემაა და უფრო რთულია პრობლემების და რისკების ლაკონურად წარმოდგენა. ვისაც გაქვთ ეჭვი, ან/და სურვილი საკუთარი წარმომავლობის დადგენის, გთხოვთ დაუჭიროთ მხარი ჩვენს პეტიციას და თუ გეჩქარებათ, შესაძლებელია ცალკეულადაც მიმართოთ სახ.არქივს, ისინი დაგეხმარებიან წარმოადგინოთ ყველა უტყუარი დოკუმენტი, რომელიც დაიცავს თქვენს უფლებებს და თქვენი შთამომავლების! ვისაც მიგაჩნიათ, რომ ადამიანების და ტერიტორიების დაკარგვა უნდა შეჩერდეს და დაკარგულები უნდა დავიბრუნოთ, გთხოვთ დაუჭიროთ მხარი პეტიციას!წინასწარ გიხდით ყველა მხარდამჭერს დიდ მადლობას! დავიბრუნოთ ჩვენი ძმანი და  დანი, მხოლოდ ასე დავიბრუნებთ ტერიტორიებს და აღვკვეცავთ მტრების მიერ დაგეგმილ მორიგ პოლიტიკურ კრიზიხს, ეთნო კონფლიქტებს და ოკუპაციას! წარმატებას გისურვებთ ყველას!      
gallery images

ბიოწარმოების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი უნდა იყოს!

2019 წლის 30 აგვისტოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საზოგადოებას წარუდგინა “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021– 2027“ და ამავე სტრატეგიის „2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა“, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი მომავალი სამი წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი პროგრამები და მათი ბიუჯეტი. სამწუხაროდ, მიუხედავად საზოგადოების მოლოდინისა, არც სტრატეგიის დოკუმენტის ძირითად ნაწილში არ არის მკაფიოდ განსაზღვრული, რომ ბიო/ორგანული წარმოების განვითარება სახელმწიფოს პრიორიტეტია და, რაც მთავარია, სამინისტროს 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა საერთოდ არ ითვალისწინებს ამ მიმართულების განვითარების ხელშემწყობ რაიმე პროგრამას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2018 წლიდან აცხადებდნენ, რომ სახელმწიფო გეგმავდა ბიო/ორგანული წარმოების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებას. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბატონმა ლევან დავითაშვილმა 2019 წლის 7 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ „(ბიოწარმოების ხელშეწყობის) პროექტის პრეზენტაცია გაიმართება უახლოეს პერიოდში. ფერმერებს დავეხმარებით, რომ მათ  ბიოწარმოების განვითარება შეძლონ, როგორც წარმოებისა და კონსულტაციების ნაწილში, ისე სერტიფიცირების ეტაპზე. ეს არის ძვირი და რისკიანი მიმართულება და სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის გარეშე მისი განხორციელება რთული იქნება“. ჩვენთვის ასევე ცნობილი იყო, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შემუშავებული და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენილი ჰქონდა აღნიშნული პროგრამის პროექტი, რომელიც 5 წლის მანძილზე ჯამში დარგისათვის 100 მილიონი ლარის ინვესტირებას ისახავდა მიზნად. სამწუხაროდ, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გამოქვეყნებულმა პროექტებმა ეს მოლოდინები სრულიად გააქარწყლა.რატომ არის ბიო/ორგანული წარმოების განვითარება მნიშვნელოვანი?    ბიოწარმოება სასოფლო-სამეურნეო წარმოების ისეთი სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას - ნიადაგის, ეკოსისტემის შენარჩუნებას და ადამიანის, როგორც გარემოს ნაწილის, კეთილდღეობას;    ბიოპროდუქტების მსოფლიო ბაზარი „პრემიუმ კლასის“ ბაზარია და ბიოპროდუქტებზე მოთხოვნა მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება; ამასთან, ბიოპროდუქტების წარმოების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში მაღალშემოსავლიანი ტურიზმის განვითარებისათვის - მაღალშემოსავლიანი ტურისტი ეძებს ადგილობრივ, ბიოლოგიურ პროდუქტს;    საქართველოს მთაგორიანი ლანდშაფტი და მიწის ფარაგმენტაცია არ იძლევა საშუალებას იაფი, მაგრამ მაღალმოსავლიანი პროდუქციით ვიყოთ კონკურენტუნარიანი  მსოფლიო ბაზარზე, თუმცა საქართველოს შეუძლია მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება;    ბიო/ორგანული წარმოების განვითარება ხელს შეუწყობს სოფლად ეკოლოგიური და სოციალური პირობების გაუმჯობესებას და იძლევა მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას სოფლის მცხოვრებლებისათვის.რატომ არის მნიშვნელოვანი ბიოწარმოების სტიმულირება სახელმწიფოს მიერ?    ბიო/ორგანულ წარმოებაზე გადასვლა რთული პროცესია. იგი მოითხოვს წარმოების სისტემის შეცვლას, რამაც პირველ წლებში შესაძლოა მოსავლიანობის შემცირება გამოიწვიოს;    ბიო/ორგანული წარმოება საჭიროებს სერტიფიცირების პროცესის გავლას, რაც მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში 4 სეზონამდე შეიძლება გაიწელოს; ამ პერიოდში მეურნეობა იხდის სერტიფიცირების ხარჯებს, მაგრამ ვერ იღებს უკეთეს შემოსავალს.შესაბამისად, კონკრეტული მასტიმულირებელი მექანიზმების არარსებობის გამო, ამ მიმართულების განვითარება კვლავ ძალიან ნელი ტემპით მოხდება; განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო სხვადასხვა ფიტოსანიტარიული პროგრამების ფარგლებში, ირიბად ასტიმულირებს ძლიერმოქმედი ქიმიური პრეპარატების მასობრივ გამოყენებას ფერმერების მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:     “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021– 2027“-ით ბიოწარმოების განვითარება გამოცხადდეს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად;    „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმამ“ გაითვალისწინოს ბიო/ორგანული წარმოების ხელშეწყობის კომპონენტი შესაბამისი ბიუჯეტით, რომელიც:    მოახდენს ბიოწარმოებაზე გადასვლის პერიოდში სასერტიფიკაციო ხარჯების თანადაფინანსებას;    მოახდენს ბიომწარმოებელთა ხარჯების (ექსტენცია, ბიოსასუქები და მცენარეთა დაცვის საშუალებები) თანადაფინანსებას გარდამავალ პერიოდში;    ხელს შეუწყობს „ბიო“ თესლეულის, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების წარმოებას;    ხელს შეუწყობს ბიო/ორგანული პროდუქციის შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის შექმნას;    ხელს შეუწყობს ბიოპროდუქციის მარკეტინგს სხვადასხვა ღონისძიებების მეშვეობით.    წახალისდეს ბიოწარმოება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სხვა პროგრამებით (მაგ., „დანერგე მომავალი“, სასოფლო-სამეუნეო დაზღვევის პროგრამა და სხვ.);    მოხდეს ბიომწარმოებელთა სტიმულირება სხვადასხვა საგადასახადო შეღავათების მეშვეობით (მაგ., საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლება);     სახელმწიფო ფიტოსანიტარიული პროგრამების ფარგლებში (მაგ. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა), პრიორიტეტი მიენიჭოს ბიოპრეპარატების გამოყენებას და/ან ბიომწარმოებლების უფლებების დაცვის მიზნით ბიომწარმობელებისათვის შეთავაზებულ იქნეს ალტერნატიული, ბიოწარმოებაში დაშვებული საშუალებები.ორგანული სოფლის მეურნეობა, უპირველესად, ნიადაგის, გარემოს, დღევანდელი და მომავალი თაობების სიჯანსაღეზე ზრუნვაა და გვჯერა, განვითარებული ქვეყნების მსგავსად, ეს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტიც უნდა იყოს! 
gallery images

უზენაესი სასამართლო შალვა თადუმაძის გარეშე

რატომ ვსწავლობთ? რატომ ვასწავლით? კითხვები, რომელიც სამართლის სკოლის სტუდენტებს აქვთ საკანონმდებლო ორგანოს წევრების მიმართ! ჩვენი დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია სამართლიანი და საზოგადოების ნდობის მქონე სასამართლოს არსებობა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საჯარო შერჩევა საზოგადოების ინფორმირებასა და სასამართლოს მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. სწორედ ასეთმა პროცესმა გახადა შესაძლებელი საჯაროდ გამოგვეკვლია მოსამართლეობის კანდიდატების ბიოგრაფია, ცოდნა და ღირებულებები. სამართლის სკოლების სტუდენტები, განსაკუთრებული ინტერესით ვადევნებთ თვალს კანდიდატების გამოკითხვის პროცესს და გვინდა აღშფოთება გამოვხატოთ კანონის აშკარა დარღვევის ფაქტის მიმართ, რაც კანდიდატ შალვა თადუმაძის გამოკითხვისას გახდა ცნობილი. საქართველოს კონსტიტუციისა და საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის თანახმად საერთო სასამართლოს მოსამართლეს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება. ავტობიოგრაფიაში თადუმაძემ მიუთითა, რომ მან სკოლა 1994 წელს დაამთავრა, თუმცა უნივერსიტეტის დიპლომში ჩაბარების წლად მითითებულია 1993 წელი. უნივერსიტეტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა დაამთავრა, ამჟამად გაუქმებულია. მოძიებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული უნივერსიტეტი 1994 წელს შეიქმნა და ამავე წელს მოიპოვა აკრედიტაცია. ფაქტია, რომ დიპლომში მითითებული მონაცემები არ შეესაბამება სიმართლეს, რაც ამ დოკუმენტის ნამდვილობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. შალვა თადუმაძე 2011-2012 წლებში იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი. ის 2018 წლიდან დღემდე იკავებს გენერალური პროკურორის თანამდებობას. საქართველოს პროკურატურის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, გენერალური პროკურორს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება, ხოლო თადუმაძის განათლების კომპეტენცია არ შეესაბამება, ზემოთხსენებულ კანონში არსებულ დანაწესს.  გაუგებარია, რა ძალა აქვს იურიდიულ განათლებას, თუ მის გარეშეც შესაძლებელია ყველაზე მაღალი თანამდებობების დაკავება? მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, ნუ დაუშვებს ყალბი დოკუმენტების წარმდგენი კანდიდატის შერჩევას კანონის მთავარ მცველად. სამართლის სკოლის სტუდენტები:
gallery images

გამოქვეყნდეს 2008 წელს სარკოზის, სააკაშვილის და მედვედევის (პუტინის ) მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ"

გამოქვეყნდეს 2008 წელს სარკოზის, სააკაშვილის და მედვედევის (პუტინის ) მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ" სრული სახით შესაბამის რუკებთან ერთად.