add one
gallery images

უზენაესი სასამართლო შალვა თადუმაძის გარეშე

რატომ ვსწავლობთ? რატომ ვასწავლით? კითხვები, რომელიც სამართლის სკოლის სტუდენტებს აქვთ საკანონმდებლო ორგანოს წევრების მიმართ! ჩვენი დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია სამართლიანი და საზოგადოების ნდობის მქონე სასამართლოს არსებობა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საჯარო შერჩევა საზოგადოების ინფორმირებასა და სასამართლოს მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. სწორედ ასეთმა პროცესმა გახადა შესაძლებელი საჯაროდ გამოგვეკვლია მოსამართლეობის კანდიდატების ბიოგრაფია, ცოდნა და ღირებულებები. სამართლის სკოლების სტუდენტები, განსაკუთრებული ინტერესით ვადევნებთ თვალს კანდიდატების გამოკითხვის პროცესს და გვინდა აღშფოთება გამოვხატოთ კანონის აშკარა დარღვევის ფაქტის მიმართ, რაც კანდიდატ შალვა თადუმაძის გამოკითხვისას გახდა ცნობილი. საქართველოს კონსტიტუციისა და საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის თანახმად საერთო სასამართლოს მოსამართლეს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება. ავტობიოგრაფიაში თადუმაძემ მიუთითა, რომ მან სკოლა 1994 წელს დაამთავრა, თუმცა უნივერსიტეტის დიპლომში ჩაბარების წლად მითითებულია 1993 წელი. უნივერსიტეტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა დაამთავრა, ამჟამად გაუქმებულია. მოძიებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული უნივერსიტეტი 1994 წელს შეიქმნა და ამავე წელს მოიპოვა აკრედიტაცია. ფაქტია, რომ დიპლომში მითითებული მონაცემები არ შეესაბამება სიმართლეს, რაც ამ დოკუმენტის ნამდვილობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. შალვა თადუმაძე 2011-2012 წლებში იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი. ის 2018 წლიდან დღემდე იკავებს გენერალური პროკურორის თანამდებობას. საქართველოს პროკურატურის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, გენერალური პროკურორს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება, ხოლო თადუმაძის განათლების კომპეტენცია არ შეესაბამება, ზემოთხსენებულ კანონში არსებულ დანაწესს.  გაუგებარია, რა ძალა აქვს იურიდიულ განათლებას, თუ მის გარეშეც შესაძლებელია ყველაზე მაღალი თანამდებობების დაკავება? მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, ნუ დაუშვებს ყალბი დოკუმენტების წარმდგენი კანდიდატის შერჩევას კანონის მთავარ მცველად. სამართლის სკოლის სტუდენტები:
gallery images

გამოქვეყნდეს 2008 წელს სარკოზის, სააკაშვილის და მედვედევის (პუტინის ) მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ"

გამოქვეყნდეს 2008 წელს სარკოზის, სააკაშვილის და მედვედევის (პუტინის ) მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ" სრული სახით შესაბამის რუკებთან ერთად.
gallery images

#შაქრო პრეზიდენტად

უახლოეს პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ დავფიქრდით რომ საშველი არაა ამიტომ მოვითხოვთ შაქროს პრეზიდენტად.  ჩვენი ჯგუფის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით შაქროს გამარჯვების შემთხვევაში უახლოეს პერიოდში საქართველოში:- ყველა გახდება Fizz-ის მეინი- უფასო ინტერნეტი და შაურმა- Georgian Water and Power-ი ვალდებული გახდება თბილისის ყველა მოქალაქეს წყალთან ერთად მიაწოდოს ენერგეტიკული სასმელი "BOOM FIRE"-ი- საქართველოში მდებარე ტექნიკის კომპანიები "ვალდებულები" გახდებიან დაასპონსორონ კონტენტის შემქმნელები- ასევე აიკრძალება სოფლებში დასვენება ზაფხულის პერიოდში, შვილის (შვილების) უარის შემთხვევაში- ყველა გეიმ დეველოპერი ვალდებული გახდება გააკეთოს სერვერები საქარტველოს ტერიტორიაზე- ყურადღება გამახვილდება ქვეყანაში კიბერსპორტის მიმართ     დანარჩენს ხალხი და ჩვენი ახალგაზრდები გვიკარნახებენ, მშვიდობა თქვენდა მივცეთ უფლება ჩვენს ქვეყანას, რომ განვითარდეს ყველა დავუდგეთ გვერდში #შაქროს #შაქროპრეზიდენტად
gallery images

მიიღოს საქართველოს პარლამენტმა ლუსტრაციის კანონი

საქართველოს უახლესი ისტორიის გამოცდილებით, აუცილებელია ლუსტრაციის კანონის მიღება. პოსტსაპჭოთა ქვეყნებისთვის ეს განსაბჭოების პროცესის ერთ-ერთი ეტაპია, რომელიც ჩვენმა ქვეყანამაც აუცილებლად უნდა გაიაროს. (ლიტვა,ლატვია,ესტონეთი, უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივა ლუსტრაციის კანონის შესახებ)დემოკრატიულ, დამოუკიდებელ საქართველოში დაუშვებელია საბჭოთა უშიშროებასთან თანამშრომლობაში მყოფი ადამიანების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნა!ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობიდან 28 წელი საკამრისი დროა იმისთვის, რომ აღნიშნული პროცესი ქვეყანამ შედარებით უმტკივნეულოდ გაიაროს. შესაბამისად უნდა მოვიშოროთ საბჭოთა მემკვიდერობა და დამოუკიდებელ - დემოკრატიულ საქართველოზე დავდოთ ფსონი.ვინც ფიქრობთ, რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს გთხოვთ ხელმოწერით დააფიქსიროთ თქვენი აზრი!!!კანონპროექტის ინიცირებას პარლამენტႱი სႼირდება 30 000 ხელმოწერა
gallery images

ბოიკოტი არხს, რომელმაც საკუთარ ქვეყანას ომი გამოუცხადა

ის, რაც რუსთავი-2-ის ეთერში, გადაცემა "PS"-ში ვნახეთ, სცდება ჟურნალისტიკას და ეთიკას. ეს არის მოღალატეობრივი პროვოკაცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას აყენებს საფრთხის ქვეშ, რაც დაუშვებელია! გიორგი გაბუნიას პროვოკაციული საქციელი არის ჩვენი ქვეყნის და ხალხის მტრობა.ბოიკოტს ვუცხადებთ არხს, რომელიც საკუთარი ხალხის მტერია!ბოიკოტს ვუცხადებთ არხს, რომელმაც საკუთარ ქვეყანას ომი გამოუცხადა!#ბოიკოტირ2ს
gallery images

გადადგეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია

ჩვენ ქვემორე ხელისმომწერნი ვგმობთ, საქართველოს არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გახარიას ნაბიჯებს, რომელიც არა მხოლოდ ანტიდემოკრატიულია, არამედ ანტიადამიანური, როგორც ხედავთ მათ დაარბიეს 20 ივნისის მიტინგი თბილისში, რუსთაველზე. მათ დაარბიეს უამრავი უდანაშაულო არდამიანი. თვალები დათხარეს ჩვენს ბავშვებს, გაუშვეს ცრემლსადენი მომწამლავი გაზი და დღემდე აქციის ერთი მონაწილის სიცოცხლე ფაქტიურად გაურკვეველია. დარბევის დროს გამოყენებული იქნა ლეტალური იარაღი, რომელიც სახეში დამიზნებითა და ძალისგადაჭარბებით კანონის სრული დარღვევით ფაქტიურად იყო ვანდალობა და ბარბაროსული აქტი,ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს უდანაშაულო მოსახლეობის მიმართ, რომლებიც აპრიტესტებდნენ რუსეთის ოკუპაციას ჩვენს ქვეყანაში..                აქციის მონაწილეები და მოშიმშილეები დღესაც რჩებიან რუსთაველზე კარვებში.დღევანდელი პრორუსი მთავრობა დემოკრატიის ნამდვილი მტერია. და ვინ არიან ისინი, ისენი არიან იმპერიული ძალების აგენტურა ჩვენს ქვეყანაში, რომელთაც სურთ საქართველო კვლავ დააბრუნონ რუსეთის იმპერიულ მონობაში და დააკარგვინონ დამოუკიდებლობა. დავირაზმოთ მეგობრებო, დავირაზმოთ ჩვენი დამოუკიდებლობის გადასარჩენად,საქართველოს გადასარჩენად და  მოვითხოვოთ გადადგეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგოს პასუხი ჩადენილი ქმედებისთვის.
gallery images

26 აგვისტო - აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაციის დღე!

ქართველი ხალხი მოვითხოვთ, რომ 26 აგვისტო, დღე, როდესაც რუსეთის ფედერაციამ სცნო აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, გამოცხადდეს რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაციის დღედ! რუსეთი არის ოკუპანტი!საქართველოს 20% ოკუპირებულია!აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი კი არა, ოკუპირებულია!აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!!!
gallery images

საქართველოში აიკრძალოს რუსული დომენი RU

შეიზღუდოს საქართველოში რუსული საიტები რომელიც არ აღიარებენ საქართველოს მთლიანობას .
gallery images

#გრიგალაპრეზიდენტად

ამ ქვეყანას არეშველება არაფერი და ისევ გრიგალა თუ უშველის ამიტომ #გრიგალაპრეზიდენტადდაპირებები:- უფასო ინტერნეტი- დაბალი პინგი ყველა თამაშში- უაზრო ტელევიზიების მოშორება და მხოლოდ YouTube ს არსებობა- 6969 ლარი პენსია- იაფი მომავლის ტექნიკასავარაუდო პარტიის წევრები:(თბილისი)ნიკოლოზ გრიგალაშვილი (პრეზიდენტი)რევაზ ნაჭყებია ( შინაგან საქმეთა მინისტრი )ლერი ხორავა ( გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი )გიორგი დავითულიანი ( თავდაცვის მინისტრი )რუსლან ალიევი ( საგარეო საქმეთა მინისტრი )ალექს გორგაძე ( ფინანსთა მინისტრი )(ბათუმი)გიორგი გვიანიძე ( ბათუმის მერი )ზუკა ზოიძე ( ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის მინისტრი )ლუკა თოდრია ( რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი )
gallery images

ლუსტრაცია

ლუსტრაციის კანონის არარსებობის პირობებში ჩვენ თავად ვაძლევთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მტრებს  შანსს, რომ ფარულად მართოს ქვეყნის მოსახლეობის განწყობები,  დანერგოს ქაოსი, მოახდინოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების საბოტაჟი, მუდმივად ერეოდეს ქვეყნის შიდაცხოვრებაში. ლუსტრაციის  კანონის მიღება  იქნება იმის დასტური, რომ ჩვენ რეალური სუვერენიტეტის პირობებში შეგვიძლია ქვეყნის მართვა   და არ გვსურს, საქართველო გადაიქცეს ვისამე მიერ ფარულად მართულ  ქვეყნად. .ლუსტრაციის კანონი საშუალებას მოგვცემს, რომ აქტიური პოლიტიკური პროცესიდან   გავიყვანოთ  ქვეყანაში ახალი შულავერის კომიტეტის შექმნის მოსურნენი.  
gallery images

შეეცვალოს სახელი მოსკოვის გამზირს და დაერქვს ტატუნაშვილის გამზირი

შეეცვალოს სახელი მოსკოვის გამზირს და დაერქვს ტატუნაშვილის გამზირი
gallery images

უსაფრთხო და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფო დგას მნიშვნლელოვანი საფრთხისა და გამოწვევების წინაშე, რაც ცალსახად გამოიხატა საზოგადოებაში მომწიფებული მხურვალე პროტესტის სახით, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო იძენს ახალ მასშტაბებს.იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების პერსპექტივა, პირველ რიგში, აუცილებელია, საზოგადოების რაც შეიძლება დიდი ნაწილის და პოლიტიკური სამყაროს წარმომადგენლების კონსოლიდაცია, არსებული არაეფექტური მართვის სისტემისა და პოლიტიკური განწყობების შესაცვლელად.მოგეხსენებათ, რომ საპროტესტო ტალღის მთავარ მამომძრავებელ ელმენენტად იქცა, ოკუპანტი ქვეყნის- რუსეთის დუმის დეპუტატის შემოსვლა საქართველოში და მისი უტიფარი განცხადებები, ოკუპანტის ენაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან.მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს: გამოიჩინონ კეთილგონიერება და მაღალი პროფესიონალიზმი, რათა გაამართლონ მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და მოვალეობები ხალხის და ქვეყნის წინაშე. სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ყოველი ნაბიჯი არის, პირველი დასჯადი დანაშაული - ქვეყნის ღალატი! ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას და პარლამენტს , უმოკლეს ვადებში გადახედონ ,შეიმუშავონ, გაამკაცრონ  და დაამტკიცონ ქვეყნისთვის და მისი უსაფრთხოებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი  საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, როგორიც არის:საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ; პატივისცემით:1. ლიკა ასლანიშვილი2. ლევან ასლანიშვილი3. თორნიკე ასლანიშვილი4. დავით მეტრეველი5. გიორგი აბრამიძე6. თორნიკე შერაზადიშვილი
gallery images

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტების პეტიცია

 ჩვენ, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტები, აღშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოში ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და სოლიდარობას ვუცხადებთ იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლობის გრძნობამ და იმედგაცრუებამ 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გამოიყვანა.საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსეთის დუმის დეპუტატების სტუმრობა და მათი პარლამენტის ტრიბუნაზე ხილვა ჩვენთვის და ჩვენი ოკუპირებული ქვეყნისთვის ღირსების შემლახველია. ანწუხელიძის, შინდისის გმირების, ტატუნაშვილის, ბაშარულის და ოთხოზორიას სამშობლოში იმ პოლიტიკური პერსონების ზარზეიმით მიღება, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ, არის ქვეყნის ღალატი.ჩვენთვის ასევე მიუღებელია ის ფაქტი, რომ მთავრობამ სპეცრაზმის გამოყენებით, ძალადობრივი გზით დაარბია მომიტინგეები. აქედან გამომდინარე მოვითხოვთ: გადადგეს ყველა ის პიროვნება, რომელსაც შეხება ჰქონდა რუსეთის დელეგაციის სტუმრობის დაგეგმვასა და განხორციელებასთან.დაწესდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი!2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით.დაისაჯოს ყველა, ვინც ნებართვა გასცა ან განახორციელა  20 ივნისის ღამეს მომიტინგეთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება.ყოველგვარი გასამართლების გარეშე გამოუშვან აქციის დროს დაკავებული მომიტინგეები, ისინი არ არიან კრიმინალები!სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა აქციის დროს ფიზიკურად დაზარალებული ადამიანების მკურნალობაზე.
gallery images

ბრძოლა თავისუფლებისთვის

30 წლის შემდეგ საქართველოში კვლავ განმეორდა 9 აპრილი. ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს, მშვიდობიან მანიფესტანტებს  დაუპირისპირდა. თუ  1989 წელს საქართველოს მოქალაქეებს ესროდნენ რუსი ჯარისკაცები და ბრძანებას რუსი გენერლები გასცემდნენ, 2019 წელს კი ივანიშვილმა, გახარიამ, ბახტაძემ და სხვა ,,ქართველებმა’’ შეითავსეს ეს როლი. ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდები, გამოვედით ოკუპაციის გასაპროტესტებლად.ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდები გამოვედით ჩვენი ღირსების დასაცავად.სანაცვლოდ კი  მივიღეთ , ხელისუფლების მიერ მოწყობილი სასაკლაო რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლება დაუპირისპირდა საკუთარ ხალხს. სწორედ ამიტომ,  ჩვენ ვითხოვთ:1. ირაკლი კობახიძემ და ზაქარია ქუცნაშვილმა დატოვონ დეპუტატის მანდატი2. მომხდარზე პასუხი აგოს გიორგი გახარიამ და შსსს მაღალჩინოსნებმა3. დაისაჯონ ის ძალოვნები , რომლებმაც გადაამეტეს საკუთარ უფლებამოსილებებს და იძალადეს საკუთარ ხალხზე#შეცვალესაქართველო 1. სერგი გიგანი2. გიორგი მაჭარაშვილი3. ნიკა ნოზაძე4. მარიამ რიგვავა5. გიორგი მსხალაია6. გიორგი ჩუბინიძე 7.......
gallery images

მიიღოს საქართველოს პარლამენტმა კანონი ლუსტრაციის შესახებ

ლატვიამ, ბულგარეთმა, რუმინეთმა, პოლონეთმა, ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, ალბანეთმა, ლიტვამ და გერმანიამ, ყველამ, ბოსნია-ჰერცოგოვინას გარდა, მიიღო კანონი ლუსტრაციის შესახებ და დაემშვიდობა საბჭოთა წარსულს და რუსეთის პოლიტიკურ ბატონობას.ზოგიერთ ქვეყანაში კანონი ყოფილ კომუნისტურ ნომენკლატურას უკრძალავდა ხუთი წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში უმაღლესი თანამდებობის დაკავებას (ბულგარეთი,სლოვაკეთი), ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით (ლატვია), იკრძალება 1991 წლის შემდეგ კომუნისტური ან მისი მონათესავე იდეოლოგიის მქონე ორგანიზაციებში გაერთიანებულ მოქალაქეების დარეგისტრირება პარლამენტსა და მუნიციპალურ არჩევნებში. გერმანიაში, პოლონეთში, ბულგარეთში კანონის მიღებას პირველ ხანებში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის საჯარო მოხელეების წმენდა მოჰყვა.იმისათვის, რომ საქართველო გათავისუფლდეს საბჭოთა წარსულიგსან და რუსეთს არ ჰქონდეს იმის საშუალება, რომ საქართვლოს საჯარო სამსახურებში ჰყვადეს რუსეთის ინტერესის გამტარებლები, აუცილებელია, საქართველომ სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნების მსგავსად მიიღოს კანონი ლუსტრაციის შესახებ.ყველას, ვისაც გსურთ დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში ცხოვრება, გთხოვთ, ხელი მოაწეროთ პეტიციას!