add one
gallery images

უარი თქვას საქართველოს ხელისუფლებამ მიგრანტების მიღებაზე.

საქართველო მზად არ არის მიიღოს მიგრანტები, საქართველოს არ აქვს საშუალება მართოს წარმოქმნილი შიდა არსებული პრობლემები და წარმოიდგინეთ მიგრანტების მიღების შემდეგ რა სიტუაცია იქნება საქართველოში, მე ვთვლი რომ ქვეყანა არ არის მზად მიგრანტების მისაღებად და მათთვის ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა, არავინ არ იცის მათი საქართველოში დარჩენის ვადა რა დროით იქნება განსაზღვრული ნათელი მაგალითი ევროპაა, მაგალითისთვის საფრანგეთსა და გერმანიაში ბოლოდროს განვითარებულ მოვლენებს შეგიძლიათ გადახედოთ.
gallery images

შეეცვალოს დასახელება „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის“ პოსტს!

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ძირითადი საქმიანობა, გამომდინარე სათაურიდან, უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე დაძაბულობის კერების განმუხტვისათვის, დაპირისპირებულ მხარეთა შერიგებისათვის ზრუნვა და ხელშეწყობა. მაგრამ ეს სამსახური მოწოდებულია მხოლოდ აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან დიალოგისადმი და ეთნიკურ და სხვა უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის.საქართველოში დღეს გამეფებული, მუდმივად მაღალი ტემპერატურის დაპირისპირებები ამ სამსახურს არაფრად ანაღვლებს. მსგავსი სიტუაციაა იმ სამსახურში, რომელსაც ასევე პირდაპირ ევალება ქვეყანაში დამყარებული შუღლის გასანეიტრალებლად მუშაობა - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მაგრამ პრეზიდენტი აქა-იქ ადასტურებს მაინც ამ გაუსაძლის მდგომარეობას.შერიგება, სამოქალაქო თანასწორობა და პოსტი „სახელმწიფო მინისტრი“ უფრო ბევრს ნიშნავს, ვიდრე ამ სამსახურის დებულებაში გაწერილი საქმიანობის სფერო, ფუნქციები და ამოცანები.ამიტომ ამ დასახელებით ეს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აღიქმება, როგორც არაადეკვატური. შესაბამისად, ეს დასახელება უნდა შეიცვალოს.თამაზ გაბისონია„ეთიკური ურთიერთობები“
gallery images

შეეზღუდოთ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება პირებს, რომლებიც არ იზიარებენ გენდერული თანასწორობის პრინციპს

დღეს, როდესაც პროგრესული და ცივილიზებული სამყარო აქტიურად იბრძვის ქალთა პოლიტკური და ეკონომიკური გაძლიერების კუთხით, დღეს, როდესაც საქართველოს ღიად აქვს გაცხადებული პროდასავლური და ჩრდილოატლანტიკური საგარეო კურსი, არსებითად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას გენდერული უთანასწორობის პრობლემის გადაჭრის კუთხით. გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო მოხელე სარგოს იღებს გადასახადების გადამხდელის ფულიდან, არსებითად მნიშვნელოვანია, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება  შეეზღუდოთ პირებს, რომლებიც არ იზიარებენ გენდერული თანასწორობის პრინციპს.ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვითხოვთ, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება საპარლამენტო უფლებამოსილების გასვლის შემდეგ შეეზღუდოს პირველ რიგში საქართველოს პარლამენტის იმ წევრებს რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს, მეორე ეტაპზე კი სახელმწიფომ აიღოს ვალდებულება, მკაცრად გააკონტროლოს საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების პრეტენდენტთა თანაგრძნობის ხარისხი ქალთა და უმცირესობათა მიმართ.
gallery images

აეკრძალოს პუტინის მხარდამჭერ მომღერლებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა

მოგესალმებით,მოგეხსენებათ, უკრაინის რადას ინიციატივით, უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც ყირიმის ანექსიის მხარდამჭერი მომღერლებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლა აკრძალულია.ამ თვეში ქართველი და რუსი მომღერლების პუტინისადმი მხარდაჭერის საკითხი საზოგადოებრივი განხილვის თემა გახდა. საზოგადოების უარყოფითი რეაქცია და გაღიზიანება გამოიწვია მომღერალი ქეთა თოფურიას მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა. ასევე, საქართველოში ჩამოვიდა რუსი მომღერალი დიმა ბილანი და მოინახულა ბათუმის საზღვაო აკადემია.მოგეხსენებათ, ორივე მომღერალმა მიიღო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის საარჩევნო კომპანიის კლიპში ("Путеводная Звезда") მონაწილეობა.რუსეთმა ჩაიდინა არამხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის, მოლდოვასა და ბრიტანეთის წინააღმდეგ სერიოზული დანაშაულები.  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ვითარებდა სულ უფრო მძიმდება, ქვეყნისა და მოქალაქეების ღირსება კი ილახება რუსული შოვინიზმისა და იმპერიალიზმის მიმართ მთავრობის გულგრილი დამოკიდებულებით.ამის გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეები მივიჩნევთ საჭიროდ, პუტინის ყველა მხარდამჭერი საზოგადო მოღვაწე და ხელოვანი გამოცხადდეს საქართველოში პერსონა ნონ-გრატად (განურჩევლად პიროვნებსი ეროვნებისა, იქნება ეს ქართველი, რუსი, თუ სხვა), ანუ აეკრძალოს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შემოსვლა და კონცერტის გამართვა. ეს არის ყველაზე მცირედი, რისი გაკეთებაც შეიძლება ქვეყნის ღირსების აღსადგენად. პატივისცემით. 
gallery images

დაუყოვნებლივ მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება საქართველოში

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს,ბატონ ვლადიმერ პუტინსთბილისი / 12.03.2018 საქართველოს მოსახლეობის, ქართული კულტურის სფეროში მოღვაწე საზოგადოებისა და საქართველოს კულტურის პალატის ერთობლივი ღია წერილი!სრულიად საქართველოს მოსახლეობა შეშფოთებულია არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ორ კვირაზე მეტია,  ოკუპირებული  ცხინვალის რეგიონიდან ვერ ხერხდება ცხედრის გადმოსვენება.ბატონო ვლადიმერ, ეს ფაქტი კიდევ უფრო აღვივებს რუსეთთან დაპირისპირებას და დარტყმის ქვეშ აყენებს ისედაც შესუსტებულ ქართულ-რუსულ ურთიერთობას.  კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს, ჩვენი მოქალაქის - არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება, რათა ოჯახმა და მთლიანად ქვეყანამ  შევძლოთ ცხედრის დატირება. 
gallery images

ღონისძიებები საქართველოში ტოტალიტარული და ავტორიტარიტარული რეჟიმის წარმოქმნის პრევენციისთვის

მოცემულობა: მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, შეიქმნა ავტორიტარული სისტემა, რომელშიც მონაწილეობდა ათეულობით  მაღალჩინოსანი. ირღვეოდა ადამინაის ფუნდამენტური უფლებები-გამოხატვის, კერძო საკუთრების, სიცოცხლის, თავისუფალი და მიუკერძოებელი სასამართლოს. პრობლემა: საზოგადოების დიდ ნაწილში გავრცელებულია უკმარისობის გრძნობა იმის გამო, რომ სისტემური დანაშაულის გამო პაუხესგება არ მოხდა და კვლავ არის საფრთხე ანალოგიური ავტორიტარული სისტემის რეანიმირების, ან შექმნის.    გამოსავალი: სააკაშვილის რეჟიმის დროს დასაქმებული, სასამართლოს, პროკურატურის, ძალოვანი სტრუქტურების, აღმასრულებელი ორგანოების და სხვა რგოლების მაღალი და საშუალო რგოლის ფუნქციონერების მიმართ უნდა დაწესდეს 10 წლიანი შეზღუდვა დაიკავონ საჯარო სამსახურში თანამდებობები, აგრეთვე შეეზღუდოთ 5 წლით პასიური საარჩევნო უფლება. (აგრეთვე საბშოთა კავშორის ტოტალიტარული რეჟიმის ფუნქციონერების და ჩინოვნიკების მიმართაც განხორციელდეს იგივე შემზღუდველი ღონისძიებების გატარება)
gallery images

გამოცხადდეს ქეთი თოფურია სამშობლოს მოღალატე პირად

მოგახსენებთ რომ 2018 წლის მარტის დასაწყისში რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია მოსახლეობას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემისკენ მოუწოდებდასაკუთარ ინსტაგრამზე თოფურიამ გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მოსახლეობას ასწავლის, როგორ მისცენ ხმა დისტანციურად, იმ შემთხვევაში თუკი საარჩევნო უბნაზე მისვლას ვერ ახერხებენ. მან მოუწოდა მოსახლეობას ისარგებლონ ამ აპლიკაციით.7 მარტს ქართულ მასმედიაში გავრცელდა ქეთი თოფურიას ახალი ვიდეო რგოლი, ვიდეოს Facebook-გვერდი Putin Team (პუტინის გუნდი) ავრცელებს. სიმღერას Путеводная звезда (გზამკვლევი ვარსკვლავი) ჰქვია. აღნიშნულ ვიდეოში წარმოშობით ქართველი მომღერალი მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს არჩევნებში ხმა პუტინს მისცენ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ:1) ჩამოერთვას ქეთი თოფურიას საქართველოს მოქალაქეობა2) აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა.3) გამოცხადდეს საქართველოს მოღალატე პირად. პატივისცემით,ლენა გრძელიშვილი
gallery images

საპრეზიდენტო რესპუბლიკა

ქართული სახელმწიფოს განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც ჩვენი ქვეყანა იმყოფება და იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც ვდგავართ - ეკონომიკური,პოლიტიკური,დიპლომატიური თუ უსაფრთხოების კუთხით, ვთვლით, რომ არსებული სახელმწიფო მართვის სისტემა (საპარლამენტო მოდელი) მეტად არაეფექტურია და იგი უნდა შეიცვალოს უფრო მობილური მოდელით, სადაც პრეზიდენტი იქნება, როგორც სახელმწიფოს, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების (მთავრობის) მეთაური და ძლიერ საკანონმდებლო ორგანოსთან (მრავალპარტიულ და პლურალისტულ პარლამენტთან) ერთად, გაცილებით ოპერატიულად და ქვეყნისათვის სასარგებლოდ განახორციელებს ოპერირებას სახელმწიფოს მართვა-გამგეობის თვალსაზრისით!ვინც ეთანხმებით აღნიშნულ მოსაზრებას, გთხოვთ დააფიქსროთ თქვენი ხელმოწერა შესაბამისი ველების შევსებით... წინასწარ დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის!
gallery images

ძმობისა და მეგობრობის პარკი

ყველას --- 1945 წლის დიდი  გამარჯვების და  ხალხთა  მეგობრობის მომხრეებს!ძვირფასო  მეგობრებო --- არასამთავრობო ,,სამხრეთი ბუდე"(South  nest)-ი მოგმართავთ  თხოვნით,  რათა მხარი  დაუჭიროთ  ,,მშვიდობის სარტყლის" დამკვიდრების  იდეას სამხრეთ  ოსეთის ირგვლივ,  რაც  გამოიხატება  ძმობისა  და  მეგობრობის  დენდროლოგიური პარკის გაშენებაში  და  რომელიც  იქნება  გარანტია მუდმივი  მშვიდობისა  ამ  კონფლიქტურ  ზონაში  და  რომელიც  ამავდროულად  ხელს  შეუწყობს  ამ  რეგიონის  განვითარებას.  ამ  იდეის  შესახებ,  რომელზეც  უკვე  4  წელზე  მეტია  ვმუშაობ,   უკვე  ვესაუბრე  როგორც  რუსულ,  ასევე  ქართულ მხარეს  მინისტრებისა  და  მათი  მოადგილეების  დონეზე,  ხოლო  სამხრეთ ოსეთის  პრეზიდენტს  კი  წერილი  გაუგზავნე.  ვიმედოვნებ,  რომ  პოლიტიკოსები  შეასრულებენ  თავიაანთ  პირობას  და  ბოლომდე  მხარს  დაუჭერენ  ამ უნიკალურ  სამშვიდობო  პროექტს რომლის  ანალოგი  ჯერ  მსოფლიოში არ  არის.  ეს  ,,ძმობისა  და  მეგობრობის  დენდროლოგიური  პარკი"  იქნება  ადგილი კულტურული  და  სპორტული  ღონისძიებებისა,  ეს  იქნება  ადგილი  როგორც  პოლიტიკური,  ასევე  საქმიანი  შეხვედრებისა. ჩვენ  ასეთი  ,,სახალხო  დიპლომატიით"   შეგვიძლია  მთელს  მსოფლიოს ვაჩვენოთ  და  მივცეთ  მაგალითი  იმისა,  თუ  როგორ  მშვიდობიანად  და  დემოკრატიულად  შეიძლება  ასეთი  მტკივნეული  საკითხების  მოგვარება. ამიტომ  ყველა  კეთილისმსურველს  გთხოვთ  გაიზიაროთ  და  პოპულარიზაცია გაუკეთოთ  როგორც   ,,მშვიდობის  სარტყლის"  იდეას, ასევე  რუსი,  ქართველი  და  ოსი  ხალხების  მეგობრობას. ეს  თანადგომა  გთხოვთ  დაადასტუროთ  ,,ხელმოწერით"" დიდი  მადლობა  ყველას.პატივისცემით, ემზარ შალიკაშვილი 
gallery images

დაუბრუნდეს დედაქალაქს მისი მეისტორიე გაზეთი ,,თბილისი''

მიმართვა ჩვენი დედაქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს!ქალაქს უხდება დღესასწაული, თბილისს უხდება შემოდგომის ჟამს საზეიმო განწყობა. თბილისს შვენის ნაირფერად მორთული და ტკბილხმოვანი ძველი უბანი, მაგრამ...ამ ბოლოხანს მოზეიმე თბილისსა და თბილისელებს, მოლხენილ ერსა თუ ბერს დააკლდა მნიშვნელოვანი რამ - თავისი ჟამთააღმწერელი მეისტორიე...თბილისს ჰყავს მერი, საკრებულო, საპატიო და ჩვეულებრივი მოქალაქენი, აქვს ჩინებული მხატვრის, ბურჯანაძისეული გერბი, დროშა, გასაღები; მას აქვს ჩინებული ლაღიძისეული ოდა, მაგრამ...თბილისს უგალობდნენ პოეტები, მოგზაური კალმოსნებიც... ის ევროპა-აზიის გზის გასაყარზე წამომართული მშვენიერი და კოპწია ქალაქი ციხე-კოშკი გახლდათ, საუკუნეთა მანძილზე ღირსეულად რომ ატარებდა კავკასიის ცენტრის სახელს. მას შვენის დედაქალაქის სტატუსი, რადგანაც თავიდანვე იშვა - დედაქალაქად და... მას არა აქვს საკუთარი მეისტორიე გაზეთი - "თბილისი", რომელმაც უახლეს საუკუნეთა მიჯნაზე, ძნელბედობის ჟამს შეინარჩუნა აკადემიურობა და არ აჰყვა ყვითელი პრესის ცდუნებას. ამჟამინდელი ინფორმაციის ბუმის ეპოქაში, როცა ჩვენში ასე მომძლავრდა ელექტრონული მედიის ზღვარდაუდები ბოღმა და ღვარძლი, თბილისს არ გააჩნია საკუთარი ფარი - პირუთვნელი მეისტორიე. საზეიმო დღეებში ამ სიმძიმილმა, ამ დანაკლისმა განსაკუთრებულად იმძლავრა...ყოფილმა ორმა  მერმა "უთბილისოდ" დატოვა დედაქალაქი. ისინი ასეც შევლენ თბილისის ისტორიაში. იმედი მაქვს ამჟამინდელი მერი დაუბრუნებს სატახტო ქალაქს თავის ჟამთააღმწერელ გაზეთს, რომელსაც ამშვენებდა ამაყად მომავალი ფრთოსანი გონიოთი "ხელში", საქართველოს მთავარი ქალაქი აღმშენებელმა თაობამ შექმნა დედაქალაქად, მას ეტრფოდნენ და უგალობდნენ, იცავდნენ და უფრთხილდებოდნენ, ის ფერფლიდან აღადგინეს...ბატონო  კახა! ნუ გაგვიცრუებთ იმედს! დაუბრუნეთ დედაქალაქს თავისი ჟამთააღმწერელი მეისტორიე გაზეთი "თბილისი". თქვენ ასეც შეხვალთ თბილისის ისტორიაში.ნათელა არველაძეთეატრმცოდნე, პროფესორი 
gallery images

парк ,,Дружбы и Братства

Всем сторонникам идей Великой Победы 1945 года и Дружбы народов!Друзья! НПО ,,Южное гнездо" обращается к вам с просьбой, поддержать идею"пояса мира" вокруг Южной Осетии путём  создания дендрологическoго паркa, который станет залогом для вечного мира в бывшей зоне конфликта и поспособствует мирному развитию региона в целом.Дендрологический парк - один из самых приемлемых и соответствующих духу мира замыслов. Дендрологический парк имени ,,Дружбы и Братства" будет  территорией  для политических и деловых встреч, переговоров, культурных и спортивных мероприятий.С этой идей я обратился и нашёл поддержку среди части российского и грузинского политического имтеблишмента на уровне министров и замминистров. Я также направил письмо Президенту Бибилову. Надеюсь, что политики выполнят своё обещание и поддержат этот уникальный проект мира!Мы можем показать всему миру и дать пример того, как  с помощью "народной дипломатии" мирно и демократично можно урегулировать самые болезненные проблемы.  Поэтому прошу вас, всех людей доброй воли, популяризировать идею "пояса мира", дружбу между россиянами, грузинами и осетинами,   сделать это с помощью подпись &   комментариев .Всем огромное спасибо!С уважениемEmzar Shalikashvili & НПО ,,Южное гнездо'' 
gallery images

ცრუ დაპირებები

მოგესალმებით! მოგეხსენებათ ქართველი ხალხი უკიდურესად არის გაჭირვებული, ამ ყველფერთან ერთდ ყოველ არჩევნებზე ჩვენი ეგრედწოდებული პოლიტიკოსები თუ მათი პარტიები გულუხვ დაპირებებს იძლევიან, მაგრამ გამარჯვებისთანავე, ეს ყველაფერი რატომღაც ავიწყდებათ და აქეთ გვადანაშაულებენ, ეგეთ რამეს როგორ დაგპირდებოდითო, იტყუებითო! იქნებ შევიმუშაოთ კანონი, რომელიც დარეგულირებს ამ ყველაფერს, რო იქნებ ცოტა მაინც ეშველოს ჩვენ გაჭირვებულ ქვეყანას და მარტო თავიანთ თავებზე არ იფიქრონ ცოტა ხალხისკენ გამოიხედონ მანამ ძალიან გვიანი არ არის!!!
gallery images

აღდგეს პეკინის გამზირზე ორმხრივი მოძრაობა, მიმართვა კახი კალაძეს

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ (პეკინის გამზირის ცალმხრივი მოძრაობა) დააზარალა როგორც ბიზნესი (მაღაზიები, სარეკლამო კომპანიები) ასევე გაართულა პარკინგი და აღნიშნულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების ფასი შეამცირა, რაც ყველაზე მთავარია ვერ მოაგვარა საცობის პრობლემა
gallery images

კოლეგების მხარდაჭერა არქიტექტორ ლევან ძაგნიძეს!

ლევან ძაგნიძის მეგობრები და კოლეგები მოგმართავთ ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს.ლევან ძაგნიძე მეგობრებსა თუ კოლეგებში დიდი პატივისცემით სარგებლობს. ის მაღალკვალიფიციური არქიტექტორია, გამოირჩევა თავისი საქმისადმი გულისხმიერი და კეთილსინდისიერი მიდგომით. მისი პროფესიონალიზმიდან და კვალიფიკაციიდან  გამომდინარე ხშირად უწევს კონსულტაციებს  კოლეგებს.მისი ყველა პიროვნული თვისებიდან გამომდინარე, ის არანაირად არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის საფრთხეს. საზოგადოებისთვის ზიანის მიყენება მის მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.ლევან ძაგნიძისთვის მიუღებელია მოწმეებზე რაიმე სახის ზეწოლის მოხდენა. შესაბამისად მისი თავისუფლებაში ყოფნა არ წარმოადგენს ხელისშემშლელ ფაქტორს გამოძიების ეფექტური წარმოებისთვისქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოგმართავთ თხოვნით ლევან ძაგნიძის პატიმრობა შეიცვალოს გირაოთი  ან თავდებობით.ყველა ხელმომწერი პირი თანახმაა თავდებად დაუდგეს ბრალდებულს.
gallery images

შეიწყალოს საქართველოს პრეზიდენტმა მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა)

შეიწყალოს საქართველოს პრეზიდენტმა მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა)