add one
gallery images

შეწყდეს მონობა საქართველოში

საქართველოში არსებულმა მძიმე სოციალურ-ეკონომიურმა მდგომარეობამ, რეგულაციებისა და კანონის უზენაესობის აღსრულების არქონამ, კერძო სექტორის წახალისებამ თუ დაუსჯელობის სინდრომმა, ფაქტიურად ლეგიტიმური გახადა საქართველოში მონათმფლობელობა. ქსელურ მარკეტებში და საათობრივ ანაზღაურებაზე მომუშავე პირთა უფლებები პირწმინდად იღრვევა კაბალური ხელშეკრულებებით. დასაქმებულთა დიდი უმეტესობა მონურად მუშაობს იმ საარსებო მინიმუმისთვის, რომელიც საერთოდ ვერ აკმაყოფილებს ერთსულიანი ოჯახის საარსებო კალათასაც კი. არ არსებობს მკაცრად გაწერილი მენეჯმენტი.ფუდმარტი, იოლი, სპარი, ორი ნაბიჯი, სუფთა სახლი, ლიბრე, ნიკორა, მაგნიტი, ჯორჯიტა, ზღაპარი, გუდვილი, სმარტი და სხვა კომპანიები ადამიანის უფლებების, პატივისა და ღირსების უხეში დარღვევების ხარჯზე, ქსელური მარკეტების თანამშრომლების ფიზიკურ შრომაზე აკეთებენ ეკონომიას და იზრდიან ფინანსურ მოგებას. აღნიშნული შემაშფოთებელი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ხელის მომწერნი მოვითხოვთ კანონის უზენაესობას, აღსრულებას და რეგულაციებს. მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისაგან, პრემიერ მინისტრისგან და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას! - შემოწმდეს საქართველოში მოქმედი უკლებლივ ყველა ქსელური თუ სუპერმარკეტის შრომითი ხელშეკრულება.- აიკრძალოს ყველა კაბალური ხელშეკრულება, რომელიც ცალსახად გათვლილია მხოლოდ დამსაქმებელზე;- დამსაქმებლის მიერ მკაცრად იქნეს გაწერილი მენეჯმენტი;- გასამმაგდეს საათობრივი ანაზღაურება, როგორც დღის, ასევე ღამიც ცვლაში დასაქმებულ პირთათვის;- შრომითი ხელშეკრულებით აიკრძალოს ვადაგასული პროდუქციის ჯამური თანხის დასაქმებულთა ხელფასებიდან ჩამოჭრა, რადგან ის კომპანიები, რომლებსაც არ გააქვთ ვადაგასული პროდუქცია საკმაოდ მაღალ ბონუსებს უხდიან ქსელური თუ სუპერმარკეტების მესაკუთრეებს, ხოლო მესაკუთრეები ფაქტიურად სამმაგ და ოთხმაგ მოგებაზე მუშაობენ;- აიკრძალოს ცრუ ბრალდებებით, ზეპირსიტყვიერად, დაშინებითა და მონიტორინგის სამსახურის მუქარით თანამშრომელთა მტკიცებულებათა გარეშე სამსახურიდან გათავისუფლება;- დამსაქმებელს დაევალოს დასაქმებულის მიერ იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს გადახდა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;- დამსაქმებელმა თითოეულ თანამშრომელს გაუფორმოს სველი ბეჭდით დამოწმებული შრომითი ხელშეკრულების ორი ასლი, რომელთაგან ერთი დარჩება კომპანიაში, ხოლო მეორე გადაეცემა დასაქმებულს;- თითოეულ თანამშრომელს შრომით ხელშეკრულებასთან ერთად გაუფორმდეს ჯანმრთელობის დაზღვევა;- განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ღამის ცვლაში მომუშავე დასაქმებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას და კომპანიების მიერ სავალდებულო გახდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის წელიწადში ერთხელ კომპანიის ხარჯებით შემოწმება;- კომპანიებს დაევალოთ დასაქმებულთა უბედურ შემთხვევებზე დაზღვევა;- სტაჟირებაზე დასაქმებულ პირებს სტაჟირების პირველივე დღეს გაუფორმდეთ შესაბამისი შრომითი ხელშეკრულება, ხოლო ორკვირიანი სტაჟირების თანხად განისაზღვროს 100 ლარი;- აიკრძალოს არასრულწლოვანთა ღამის ცვლაში მუშაობა, ხოლო ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში კომპანიას დაეკისროს ჯარიმა;- აღსრულებაში იქნეს მოყვანილი შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილება. ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო ყოველი გადაცილებული საათზე დასაქმებულს დაერიცხოს ზეგანაკვეთური სახელფასო სარგო, თუნდაც ის მუშაობდეს სპეც ფორმის გარეშე;- თითოეული ქსელური მარკეტის მენეჯერი და ადმინისტრატორი კომპანიის ხარჯით უზრუნველყოფილ იყოს კორპორატიულ ნომრიანი ტელეფონით, ულიმიტო სასაუბრო დროითა და ინტერნეტით;- ქსელური თუ სუპერმარკეტების თითოეული თანამშრომელი კომპანიების ხარჯით უზრუნველყოფილი იყოს სამგზავრო ბარათით;- ქსელური თუ სუპერმარკეტებში დასაქმებულთათვის დაწესდეს საბონუსე სისტემა და პრემიები;- აიკრძალოს ყველა ისეთი მარკეტის ფუნქციონირება, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის დაცვის სამსახურის თანამშრომლებით;- კომპანიებს დაევალოთ თანამშრომლებისთვის სპეციალური, კეთილმოწყობილი სასადილო კუთხის გამოყოფა;- თითოეული ქსელური თუ სუპერმარკეტი უზრუნველყოფილი იყოს პირველადი სამედიცინო დახმარების ინვენტარით;- თითოეული ობიექტი შემოწმებულ იქნას სახანძრო უსაფრთხოებაზე, გამაფრთხილებელ ნიშნებზე და საევაკუაციო გეგმის არსებობაზე;- კომპანიების მხრიდან მკაცრად იქნას დაცული და კომპანიის ხარჯით უზრუნველყოფილი დასაქმებულთა სანიტარული ნორმები;- აიკრძალოს კომპანიემის მიერ მოლარე-კონსულტანტებისთვის თუ წარმოების ხაზის კონსულტანტებისთვის სამუშაო საათებში დაჯდომის აკრძალვა
gallery images

დაიშვას ქუჩაში პირბადი გარეშე გადაადგილება!

ამერიკის დაავადებათა კონტროლის გაიდლანების მიხედვით ქუჩაში პირბადის გარეშე გადაადგილება დაიშვება სხვადასხვა შემთხვევებში, კერძოდ:   . თუ გვაქვს საშუალება დავიცვათ 2 მეტრიანი დისტანცია . თუ ქუჩაში ყოფნის დროს ვსვამთ ან მივირთმევთ რაიმეს . თუ ვიმყოფებით ისეთ ადგილას, სადაც ვინმესთან ახლო კონტაქტი ნაკლებად შესაძლებელია   ზაფხულის სიცხესთან ერთად მეტად გაუსაძლისი ხდება ღია სივრცეში პირბადის ტარება, რის გამოც მივმართავთ საქართველოს მთავრობას მოთხოვნით, მოხსნან ღია სივრცეებში, სადაც შესაძლებელია 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა, პირბადეების სავალდებულო ტარება.
gallery images

ფსიქიატრიულებში შეიქმნას უფასო იოგას და მედიტაციის წრე, გაიმართოს საუბრები ინდივიდის განვითარებისთვის

საუკეთესო მკურნალობის გზა გაცნობიერებაა, მაგრამ ძირითადად ზედაპირულ, წამლებით მკურნალობას მივმართავთ , რაც  იწვევს პაციენტში არსებული  შინაგანი არეულობის გამომწვევი მიზეზების , მხედველობიდან კიდევ უფრო  მეტად დაკარგვას . განკურნების გზაზე პირველი ნაბიბიჯი გაცნობიერებაა, რომელშიც შეიძლება  სხვა ადამიანებიც დაგვეხმარონ გაზიარებით  , ჯანსაღი აზროვნების განვითარებით, იოგით, მედიტაციით . ამ ყველაფრის გარეშე წამლები, ციხეში გატარებული დრო  შეიძლება აღმოჩნდეს პრეზენტაბელური გადასაფარებელი ჭუჭყიან მაგიდაზე. თუ ადამიანი აგრძელებს ჩვეული ცხოვრების წესით ცხოვრებას, აზროვნებას, განცდას, დაყოფას , შინაგანი  ყრუ ჩუმი დაძაბულობა ღვივდება...   იმედი მაქვს ეს პეტიცია დააგროვებს საკმარის ხელმოწერას, ეს ბევრს ნიშნავს.
gallery images

შეიქმნას ძუძუს კიბოს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა

საქართველოში ონკოლოგიური  სამედიცინო სერვისი წარმოდგენილია ქირურგიული, რადიოლოგიური, მედიკამენტური (ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნუნოთერაპია) და მათი კომბინირებული ან კომპლექსური გამოყენების სახით. მკურნალობის აღნიშნული ფორმები ფინანსურად მხარდაჭერილია(სრულად ან ნაწილობრივ) სახელმწიფოს მხრიდან. ძუძუს კიბოს მკურნალობის შემდგომ პერიოდში, პაციენტები მიეკუთვნებიან კიბოს რეციდივისა და მეტასტაზების განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს. ისინი საჭიროებენ რეგულარულ პოსტოპერაციულ დაკვირვებას, ფიზიკური სტატუსისა (ECOG) და ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასებას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოციალური სერვისების მიწოდება, რომლებიც მიმართულია მათი ფიზიკური  და სოციალური რეაბილიტაციისაკენ, სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ.          ძუძუს კიბოს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია (ფსიქოლოგიური, ფიზიკური) სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება. სამწუხაროდ, ძუძუს კიბო, როგორც დიაგნოზი ჯერ კიდევ სტიგმატიზირებულია და დრამატულ ცვლილებებს ახდენს პაციენტთა ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე.  „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“, რომელშიც ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნამკურნალევი ქალები არიან გაერთიანებული, საქართველოში რეაბილიტაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დანერგვისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტთა სულ ცოტა 50% იტანჯება სიმპტომებით, რომლებიც დაკავშირებულია დაავადებისა და მკურნალობის სტრესულ გარემოებებთან, შიშის, აღგზნების, დემორალიზაციის და დეპრესიის ჩათვლით. ხშირად ვითარდება ფსიქო-პათოლოგიური მდგომარეობა, როგორიცაა დეპრესია და პოსტტრავმული სტრესული დარღვევები. ფსიქოლოგიურმა დისტრესმა შესაძლოა გამოიწვიოს მკურნალობის არასასურველი შედეგები, სიცოცხლის წლების დაბალი ხარისხი, ტკივილის ძლიერი შეგრძნება, სუიციდისკენ მიდრეკილება. საქართველოში კიბოს კონტროლის ეროვნული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის მიზნებს შორის, მნიშვნელოვანია  მიზანი N7 „მკურნალობის გვერდითი ეფექტების მართვა და ონკოლოგიურ პაციენტთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია“. დეკლარირებული მიზნის მიუხედავად, სამწუხაროდ, საკითხზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ონკოლოგიურ პაციენტთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მიზნით რეალური ქმედებები  არ ხორციელდება. აღნიშნული სერვისების მიწოდება ონკოპაციენტებისათვის ფრაგმენტულია და ძირითადად დამოკიდებულია დონორი ორგანიზაციების  მიერ  სხვადასხვა პროექტების დაფინანსებაზე.    ფიზიკური რეაბილიტაცია ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევ პაციენტთა პოსტოპერაციული ფიზიკური რეაბილიტაციის მთავარი მიზანია ნაოპერაციევ მხარეს აღდგეს ოპერაციის შემდგომი კიდურის მოძრაობის შეზღუდვა და დაძლეულ იქნას არასასურველი სიმპტომები: კიდურის ლიმფოსტაზი,  კუნთების ძალის დაქვეითება,  კიდურების  წვა, ტკივილი, მგრძნობელობის დაკარგვა, დაბუჟება და  შეშუპება,  ხერხემლისა და წელის მიდამოში ტკივილი, ტანადობის დარღვევა, წონის სწრაფი მატება.  „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ ქვეყნის მასშტაბით ძუძუს კიბოს დიაგნოზით  ნაოპერაციევ 800-მდე ქალს აერთიანებს. კლუბი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფუნქციონირებს (გურია, რაჭა, გურჯაანი, საგარეჯო, თელავი, ყაზბეგი...) და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზით ნამკურნალევ ქალთა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასა და მათი შემდგომი რესოციალიზაციის ხელშეწყობაზე ზრუნავს.  მიუხედავად „გამარჯვებილ ქალთა კლუბის“  აქტივობებისა საქართველოში, ფინანსური ბარიერის გამო,  ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევი  უამრავი პაციენტი პოსტოპერაციულ რეაბილიტაციის გარეშე რჩება.  ჩვენ, „გამარჯვებულ ქალთა კლუბში“ გაწევრიანებული ქალები ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, ძუძუს კიბოს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის შექმნის მიზნით, რათა რეაბილიტაცია ყველა ქალისთვის ხემისაწვდომი გახდეს! გთხოვთ, შემოგვიერთდეთ და მოაწეროთ ხელი პეტიციას! მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის! „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“
gallery images

საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნით, მელანომით დაავადებული პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის შესახებ

პეტიცია საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნით, მელანომით დაავადებული პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის შესახებ მიმართული საქართველოს ოკუპირებულიტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისადმი პეტიცია შემუშავებულია ავთვისებიანი სიმსივნით, მელანომით დაავადებული პაციენტებისა და კავკასიის ონკო საზოგადოება „ჰოუფი“ / Caucasus Onco Society H.O.P.E. – ის მიერ. პეტიცია გამოქვეყნდა 2021 წლის 21 მაისს აღნიშნული პეტიცია შემუშავდა, რათა დროულად მოხდეს ზემოთ აღნიშნული დაავადების სამკურნალო დამიზნებითი/თარგეთული მედიკამენტების დაფინანსების//თანადაფინანსების პროგრამის შექმნა მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. საფუძველი მელანომა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი ავთვსებიანი სიმსივნეა, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვთარდეს. თუმცა მკურნალობის მელანომა არის კანის კიბოს სახეობა, რომელიც იწყება უჯრედებში და კანს ანიჭბს განსხვავებულ ფერს. ცნობილია, როგორც მელანოციები. ეს სიმსივნური წარმონაქმნი უმეტესად (90%) კანზე ლოკალიზდება, იშვიათად - კონიუქტივაში, თვალის ქორიონულ გარსზე, ცხვირის, პირის ღრუს, საშოსა და სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსზე. კანს ფორმების სიხშირე იკავებს 4% -ს ყველა ავთვისებიან სიმსივნეებს შორის. სტატისტიკურად საქართველოში ყოველ წლიურად 110 პაციენტია ამ დიაგნოზით, რომლებიც სპეციფიკურ(იმუნო და თარგეთ თერაპია) მკურნალობას საჭიროებს.აქედან დაახლოებით 30-35 BRAF+ მელანომით დაავადებული პაციენტი საჭიროებს დამიზნებით/თარგეთულ თერაპიას,რის შედეგადაც ნამკურნალევი პაციენტის სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება. თხოვნა ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით: სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს მელანომით დაავადებული პაციენტებისთვის სამკურნალო დამიზნებითი და თარგეთული მედიკამენტების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამის შექმნა და შესაბამისად, მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. პეტიციაზე ხელის მოწერით, მე ვადასტურებ, რომ წავიკითხე, გავიაზრე და ვეთანხმები ჩამოთვლილ დებულებებს. წინასწარ მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და გულისხმიერებისათვის! პატივისცემით, მელანომის დიაგნოზის მქონე პაციენტები და კავკასიის ონკო საზოგადოება „ჰოუფი“ / Caucasus Onco Society H.O.P.E. – ის ადმინისტრაცია.
gallery images

შემოიტანეთ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობა pfizer/Bion-tech ის ვაქცინა

როგორც მოგეხსენებათ moh.gov.ge ზე წინასწარი რეგისტრაციის ფორმა გამოქვეყნდა 19 აპრილს და მას მერე ეს ფორმა შეავსო 83 175 მოქალაქემ, მათ შორის 74. 877 ადამიანმა მოითხოვა pfizer/Bion-tech ის ვაქცინა. გთხოვთ ნუ დაგვტოვებთ ამ ვაქცინის გარეშე და დროულად შემოიტანეთ ვაქცინა.  
gallery images

გაუქმდეს ე.წ. კომენდანტის საათი

საქართველოს მთავრობას!  ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოვითხოვთ გაუქმდეს ე.წ. კომენდანტის საათი. ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით დაწესებული, დღეს მოქმედი კომენდანტის საათი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არ ემსახურება იმ მიზნებს, რის გამოც არის შემოღებული. კომენდანტის რეჟიმი იწვევს ადამიანთა მეტ კონცენტრაციას დახურულ საზოგადოებრივ სივრცეებში (საზოგადოებრივ ტრანსპორტში,  მაღაზიებსა და სხვა მსგავს არეებში) უშუალოდ კომენდანტის საათის დაწყების წინ, ვიდრე ეს იქნებოდა კომენდანტის რეჟიმის არარსებობის პირობებში. საზოგადოებრივ სივრცეებში დისტანცირების მოთხოვნის მკაცრი დაცვა, რომელიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების პრევინციისათვის, კავშირში არ არის კომენდანტის საათთან. პირიქით, საკომენდანტო რეჟიმის პირობებში, განსაკუთრებით მისი ამოქმედების დროის მოახლოებისას, დისტანციის დაცვა შეუძლებელი ხდება. გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნებისმიერი ვირუსი, გავრცელების ყოველ ჯერზე, ხდება უფრო მეტად გავრცელებადი, რაც საყოველთაო ჩაკეტვებს არაეფექტიანს ხდის. ასევე, უცნობია მეცნიერულად დადასტურებული შემთხვევები, როდესაც ვირუსის სწრაფი გავრცელებისას ფატალობის ხარისხის პირდაპირპროპორციული ზრდა ფიქსირდება. მით უფრო, უკანასკნელი კვლევის მიხედვით, თბილისის მაცხოვრებლების 35%-ს უკვე აქვს გადატანილი ვირუსი, ხოლო მათგან 68%-მა არ იცოდა ამის შესახებ. გარდა ამისა, კომენდანტის საათისა და საყოველთაო ჩაკეტვის მეშვეობით დროის მოგება ვაქცინაციის ან/და სხვა ღონისძიებების დროულად დასაგეგმად, ასევე არაეფექტიანი აღმოჩნდა, რადგან ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი არის უკიდურესად მცირე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გაუქმდეს კომენდანტის საათი, მაგრამ, გაძლიერდეს საგანმანათლებლო კამპანია, გაუმჯობესდეს რისკ-ჯუფების მეთვალყურეობის ღონისძიებები და დაჩქარდეს საყოველთაო ვაქცინაცია; დასახელებული მიზეზების გათვალისწინებით, მოვითხოვთ კომენდანტის რეჟიმის გაუქმებას, რაც კი არ გააუარესებს არსებულ ვითარებას, არამედ ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ სივრცეებში ადამიანთა კონცენტრაციის შემცირებას და აღარ მოგვევლინება ვირუსის გავრცელების პირდაპირ ხელისშემწყობ ფაქტორად.
gallery images

უშვილო წყვილების პრობლემატიკა

   საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალის როლი საზოგადოებისთვის“ ახორციელებს პროექტს, უშვილო წყვილების საზოგადოებრივ მხარდაჭერასთან დაკავშირებით.    ორგანიზაციამ, დარგის სპეციალისტების და ექსპერტების მონაწილეობით გლობალურად შეისწავლა აღნიშნული საკითხი. გამოიკვეთა კონკრეტული პრობლემები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვს მხარდაჭერას და აჩენს პირდაპირ ვალდებულებას, ვინაიდან ესაა სახელმწიფოს პრიორიტეტი და მისი სამომავლო მდგრადობის გარანტი. სამწუხაროდ ეს პრობლემა გაახალგაზრდავდა.      ორგანიზაციის მოთხოვნებია:პირველადი რადიოლოგიური, ლაბორატორიული და ინვიტრო განაყოფიერების  სუბსიდირებამედიკამენტების შეღავათიანი ფასებით შესყიდვა.  ორგანიზაცია დარწმუნებულია და აქვს იმედი, თქვენი მხარდაჭერის და თანადგომის.
gallery images

შეიქმნას ვაქცინაციის სათადარიგო სია

მოგმართავთ ვაქცინაციის მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფის სახელით. გიერთდებით რა ვაქცინაციის ეფექტურად განხორციელების სურვილში, გთხოვთ:აცრების სარეგისტრაციო გვერდზე (booking.moh.gov.ge) დაამატოთ სათადარიგო ჯავშნების ფუნქცია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მზად არიან, დღის ბოლოს სწრაფად გამოცხადდნენ აცრების ცენტრებში და აიცრან გამოუყენებლად დარჩენილი, გადასაღვრელად განკუთვნილი ვაქცინით.    ღრმად გვწამს, რომ ქვეყანაში სათადარიგო რეგისტრაციის დაშვებით:- დაიზოგება ძვირფასი რესურსი ვაქცინების სახით და შემცირდება მის შესაძენად გაწეული ხარჯი;- გაიზრდება აცრილთა რაოდენობა;- იმ ადამიანთა აცრით, რომლებიც გადასაღვრელად გადადებულ ვაქცინებს აითვისებენ, ვაქცინაციის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებში გაჩნდება რწმენა ვაქცინების მიმართ, რადგანაც გაიაზრებენ, თუ როგორი ძვირფასი რესურსია თითოეული ვაქცინა. ეს ქვეყანაში აცრების საწინააღმდეგო განწყობას შეასუსტებს; - მოიმატებს აცრების პროცესის მხარდაჭერა მოქალაქეებს შორის;- გამრავალფეროვნდება აცრილთა კატეგორიები და ასაკობრივი ჯგუფები; - ფართო ჩართულობითა და მოქნილობით დამატებით წვლილს შევიტანთ პანდემიის დაძლევის ძალისხმევაში.  საინიციატივო ჯგუფის წევრები (ჟურნალისტები, ექიმები, სოციალური მუშაკები, განმანათლებლები და სხვა პროფესიონალები,) გამოვხატავთ მზაობას, აქტიურად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია ამ ახალი შესაძლებლობის თაობაზე.
gallery images

აიკრძალოს პაწიაშკები

მოვითხოვ აიკრძალოს პაწიაშკები.იგი საფრთეს უქმნის ადამიანების ჯანმრთლობას.დაიცავით თქვენი შვილები!
gallery images

შეიქმნას უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა

საქართველოში უნაყოფობის მკურნალობა  არ ფინანსდება.  მომავალი მშობლებისთვის დიაგნოსტირება/მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური წნეხი ძალიან დიდია. მკურნალობის საშუალო ღირებულებაა 8000-15000 ლარის ფარგლებში და ზევითაა, დამოკიდებულია დამატებით საჭიროებებზე ინდვიდუალურად.  სწორედ ფინანსური ხელმისაწვდომის ნაკლებობაა მკურნალობის დროულად დაწყების ყველაზე დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში უშვილო წყვილების რიცხვი 12-15%-ს შეადგენს.საქსტატის მონაცემებით 2009-2019 წწ.  საქართველოში რეგისტრირებულია 300 000-ზე მეტი ქორწინება. თუ კი ვივარაუდებთ უნაყოფობის 12-15%-იან რიცხვს შეიძლება ითქვას რომ 36000-45000-ზე მეტ წყვილს საორიენტაციოდ აქვს უნაყოფობის პრობლემა. ვინაიდან ეს მხოლოდ ბოლო ათწლეულის ქორწინების მონაცემებია, იგულისხმება რომ უნაყოფო წყვილების რიცხვი რეალურად ბევრად დიდია. ყოველწლიურად კი უნდა ვივარაუდოთ რომ 3600-4500 ახალი წყვილია უნაყოფობის პრობლემით საქართველოში.ყველა ადამიანიის უფლებაა ჰქონდეს როგორც ფიზიკური ისე ფსიქიკური ჯანმრთელობა. მშობლების უფლებაა თავად გადაწყვიტონ როდის და რამდენი შვილი იყოლიონ. უნაყოფობა არღვევს ადამიანის უფლებებს და ზიანს იწვევს გენდერულ ჭრილშიც,  როდესაც ურთიერთობაში ქალი მეტად ხვდება წნეხის ქვეშ იმისგან დამოუკიდებლად გამოწვეულია თუ არა უნაყოფობა მისი ჯანმრთელობის ფაქტორით. უნაყოფობას ნეგატიური ზეგავლენა აქვს სოციალურ ცხოვრებაზე. ქალები ხშირად განიცდიან უარყოფით დამოკიდებულებას, სოციალურ სტიგმას, ემოციურ სტრესს, დეპრესიას, შფოთს, საკუთარი თვითშეფასების დაქვეითებას და განქორწინებასაც კი.სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა მოქმედებდეს მსგავსი უთანასწორობების აღკვეთისა და ეფექტური, დროული და ხელმისაწვდომი მკურნალობის უზრუნველყოფისთვის.  ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა აღიარონ უნაყოფობა როგორც დაავადება რომელსაც ისევე ესაჭიროება დიაგნოსტირება, მკურნალობა და ხარისხიანი მომსახურება როგორც სხვა ნებისმიერ დაავადებას.  ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში სამედიცინო კრიტერიუმებზე დაფუძნებით ფინანსდება უნაყოფობის მკურნალობა. 
gallery images

ზომიერი გამოხატული შესაძლებლობის მქონე პირებს გაეზარდოს პენსია 100 ლაით

ზომიერად  გამოხატული  შესაძლებლობის  მქონე  პირებს  გაეზარდოს  პენსია  100 ლარით 
gallery images

ერთად შევაჩეროთ კოვიდგენოციდი ! მხარი დაუჭირეთ ალტერნატიულ ანტიკრიზისულ 22 პუნქტიან გეგმას !

ერთად შევაჩეროთ კოვიდ და სოციალური გენოციდი ! ვაიძულოთ ხელისუფლება ჩვენივე ხარჯზე ნასესხები მილირდების უდიდესი ნაწილი, ჩვენი ჯანმრთელობის დაცვაზე და სოციალური მხარდაჭერის ადეკვატურ პროგრამებზე დახარჯოს, ხოლო რეგულაციები გახადოს ზომიერი, ისე, რომ არც ვირუსით და არც შიმშილით სიკვდილის რეალური საფრთხის წინაშე არ იყოს ათიათასობით ჩენი თანამოქალაქე ! მოაწერეთ ხელი და გააზიარეთ.. ჩვენ აქტიურობაზე და სიმრავლეზეა დამოკიდებული თუ რამდენად ვაიძულებთ უზურპატორ ხელისუფლებას საკუთარ გამდიდრებაზე მეტად მოსახლეობის გადარჩენაზე იზრუნოს ! გაეცანით გეგმას:  ანტიკოვიდკრიზისული ალტერნატიული 22 პუნქტიანი გეგმა1.       ყოველთვიური 400 ლარიანი კომპენსაციის გაცემა ყველა დასაქმებულსა და თვითდასაქმებულზე. მათ შორის ფიზიკური პირის ხელწერილის საფუძველზეც ! (6 თვის ვადით)2.       კომუნალური გადასახადების დაფარვა ყველა ოჯახისათვის, გარდა ქონების გადასახადის გადამხდელებისა. 200 კილოვატი ელ.ენერგიისა და 200 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის საფასურის ფარგლებში.3.       საბანკო ვალდებულებების მომსახურების 6 თვით შეჩერება, ფორს მაჟორული ვითარების გათვალისწინებით.4.     „ღამის კომენდანტის“ საათის გაუქმება ან მისი საწყისი დროის ღამის 12:00 საათისთვის გადაწევა.5.       საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა უსაფრთხოების გაზრდილი სტანდარტებით. სატრანსპორტო საშუალებების ოდენობის გაზრდის, ჯვარედინი სხდომის, ტრანსპორტსა და გაჩერებებზე სანიტაიზრების დამონტაჟებისა და სხვა შესაბამისი ზომების გატარების გზით.6.       მედიკამენტების, ასევე სურსათისა და პირველადი მოხმარების საგნების ფასების შემცირება, მოგების ზღვრული მარჟის დაწესების გზით, 6 თვის ვადით მაინც.7.       წვრილი ბიზნესისასთვის საგადასახადო ვალდებულებები შეჩერება 6 თვის ვადით, ხოლო დანარჩენისთვის განახევრება.8.       პირბადეებისა და ჰიგიენური საშუალებების სათანადო ოდენობის უფასოდ გაცემა სოციალურად დაუცველ პირებზე, ეპიდემიის დასრულებამდე.9.     თავდაცვის სამინისტროს საველე ჰოსპიტალების გამართვის დაუყონებლივ დაწყება.10.  დამატებითი მედპერსონალის ბრიგადების მოზიდავა-დაქირავება, მწვანე ზონის ქვეყნებიდან.11.   კოვიდვაქცინის წინასწარი შეკვეთის ოდენობის სულ მცირე გასამმაგება და მისი ქვეყანაში შემოტანის მოსალოდნელი ვადის მაქსიმალურად დაჩქარება.12.  112-ის, 144-ისა „ქოლცენტრების“ ოპერატორთა რაოდენობის გაორმაგება.13.   ექიმების აღჭურვა-გადამზადების მასშტაბური და ადეკვატური პროგრამის განხორციელება.14.  მაღალჩნოსანთა ხელფასების განახევრება, ეპიდემიის დასრულებამდე მაინც.15.  საპენსიო ფონდიდან 100 ლარიანი საპენსიო დანამატის გაცემა პენსიონრებზე.16.  „ფანჯრიდან ვაჭრობის“ დაშვება, ნებისმიეირი სახის პროდუქცისათვის.17.  სპეციალიზებული,  არასასურსათო ღია ბაზრობების მოწყობა, ან არსებულთა გადაკეთება, კოვიდუსაფრთხოების ადეკვატური რეგულაციების გათვალისწინებით.18.   დამატებითი 100 ლარიანი კომპენსაციის გაცემა ყველა სოც. დაუცველზე და არა მხოლოდ მრავალშვილიანებზე.19.   უსახლკაროთა დროებითი თავშესაფრების მოწყობა, ყველა ქალაქში.20.   გარემოსდაცვითი და სამშენებლო ნებართვების გაცემის შეჩერება, „ლოქდაუნის მოქმედების დასრულებამდე.21.   სათანადო ინტერნეპაკეტის საფასურის დაფარვა ყველა სოც. დაუცველი ოჯახისთვის, ასევე სათანადო ტექნიკის არმქონე ბავშვები სათანადო ტექნიკით უზრუნველყოფა.22.  კოვიდ-ეპიდემისათან დაკავშირებით აღებული 7 მილიარდ ლარამდე ოდენობის სესხისა და გრანტის, ასევე ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან გახარჯული თანხების სრული ანგარიშის გამოქვეყენება 1 კვირის ვადაში.
gallery images

შშმ პირის პენსის გაზრდა 200 ლარის ოდენობით

შშმ პირების კატეგორიას  აქვს   პენსია 140 ლარი ინვრიდან ემატებათ 20 ლარი  მაგრამ  პენსია უნდა გათანაბრდეს და გახდეს  200 ლარი  გთხოვთ პედიციას მოაწეროთ ხელი   და გაიზიაროთ  რათა ყველამ ნახოს და მოაწეროს და შეძლოს გაზიარება 
gallery images

მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები

შშმ პირების სახელით მინდა გავაჟღერო მოთხოოვნები 1) საპენსიო სისტემის გადახედვა ანუ ის რომ ყოველ წელს იზრდება პენსია 20 ლარით და სამ წელში იქნება 200 ლარი გადასახედია აუცილებლად 2) 18 წლიდან ზემოთ ადამიანებს გაეწიოს დახმარება 100 ლარით 3) შშმ პირების დასაქმება ანუ worknetze არსებული ვაკანსიების გადახედვა იმიტომ რომ ყველას ფიზური მუშაობა არ შეუძლია და ვაკანსიები აუცილებლად გადასახედია