add one
gallery images

კლინიკას დაეკისროს პლასტიკური ოპერაციით დაინტერესებულ პირითან კლინიკის პრაქტიკაში მომხდარი წარუმატებელი შემთხვევების განხილვა ოპერაციის წინ.

მსოფლიოს მასშტაბით მრავალი ადამიანია დარწმუნებული, რომ სილამაზის თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება. ბევრი მათგანი აყენებს ჯანმრთელობას რისკის ქვეშ, რათა შეესაბამებოდეს "იდეალური ადამიანის" სტანდარტებს. რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება გადაწყვიტოს თუ როგორ გადაანაწილოს საკუთარი რესურსები და შეცვალოს საკუთარი თავი, მაგრამ ბევრი იმდენადაა დაბრმავებული მუდმივი პროპაგანდით სილამაზის ინდუსტრიის მიერ რომ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს მსუბუქი ეიფორიით, უკუჩვენებების გათვალისწინების გარეშე წყვეტს. მსგავსი ადამიანებისთვის ადეკვატური გადარყვეტილების მისაღებად საჭიროა არამხოლოდ ეფექტის და პოზიტიური ცვლილებების, არამედ ასევე წარუმატებელი შემთხვევებისა და შესაძლო გართულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება კლინიკის მიერ ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინ. მაგალითად, ინტერნეტში ფართოდ გავრცელდა 27 წლის ბრაზილიელი მოდელის ანდრეა ურახის შემზარავი კადრები, რომლებიც ნათლად ასახავს მის თეძოს არეში არსებულ მრავალი სიცარიელეს, ხვრელების სახით (Bloom, 2016). ვინ წყვეტს რა არის იდეალი? ვინ განმარტავს რის მიღწევისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ საკუთარ გარეგნობაში?! პლასტიკური ქირურგიის ინდუსტრია და მოდელები ჟურნალებიდან, რომლებიც კომპიუტერული გრაფიკის ნაყოფია და სინამდვილეში არც კი არსებობენ? გარდა ამისა, პლასტიკური ქირურგია არის ცრუ შთაბეჭდილებისა და ტყუილის წყარო. გახმაურებული სასამართლო სხდომა ჩატარდა ჩინეთში, სადაც ქმარმა მოიგო ცოლის წინაამდეგ 75 000 ევრო მორალური ზარალის ანაზღაურების მიზნით. ჯიან ფენგმა სასამართლოში მაშინ შეიტანა სარჩელი, როდესაც მათ შეეძინათ მათთან შეუდარებლად "შეუხედავი" ,ასე ვთქვათ, მათგან განსხვავებული ბავშვი. აღმოჩნდა, რომ ქალმა მომავალ მეუღლესთან შეხვედრaმდე ჩაიტარა მრავალი პლასტიკური ოპერაცია (Johnson,2012).   მე არ და ვერ მოვითხოვ პლასტიკური ოპერაციების გაუქმებას, თუმცა რეალური ინფორმაციის გავრცელება მუდმივ პროპაგანდასთან საბრძოლველად( რეკლამების, მოდის ჟურნალების და ა.შ) სრულებით მისაღები და მიზანშეწონილია ჩვენი თვითშეფასების ასამაღლებლად და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. Referencehttp://www.dailymail.co.uk/news/article-2897129/Miss-Bum-Bum-contestant-Brazilian-TV-presenter-reveals-shocking-damage-caused-fillers-injected-bigger-bottom-thighs.htmlhttp://www.dailymail.co.uk/news/article-2223718/Chinese-man-sues-wife-ugly-court-AGREES--awarding-120-000.html
gallery images

ბიოლოგიის მაგისტრებს მოგვეცეს რეზიდენტურაში ჩაბარების უფლება ( მოდულით: ლაბორატორიული მედიცინა )

დღეის მდგომარეობით, ლაბორატორიაში დასაქმების მსურველს უნდა გააჩნდეს შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში დასაქმებული პირი მუშაობს მიზერულ ანაზღაურებაზე. ვინაიდან ის არარის პასუხისმგებელი პირი ( არ აქვს უფლება ხელი მოაწეროს თავის გაკეთებულ ანალიზს ) იმისათვის რომ მოიპოვო სახელმწიფო სერტიფიკატი ლაბორატორიულ მედიცინაში, უნდა ჩააბარო შესაბამისი გამოცდა. კარგი ბიოლოგისთვის ამ გამოცდის ჩაბარება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. საქმე ისაა, რომ კანონის მიხედვით არ გვაქვს გამოცდაზე გასვლის უფლება.ბიოლოგებს არ გვეძლევა საშუალება მაგისტრატურის დასრულების შემდეგ ჩავაბაროთ სარეზიდენტო პროგრამაში " ლაბორატორიული მედიცინა ". შევიძინოთ სპეციფიური ცოდნა არნიშნულ დარგში.ამის შემდგომ კი გავიდეთ სალიცენზიო გამოცდაზე. უმორჩილესად ვთხოვთ ჯანდაცვის სამინისტროს, მოგვეცით რეზიდენტურაში ჩაბარებისა და ლიცენზიის აღების უფლება. ბიოლოგია თავისთავად მოიცავს ლაბორატორიულ საქმიანობას. ნუ დაუკარგავთ ფაკულტეტს აზრს. ბევრმა ჩვენგანმა ამ სურვილით ჩააბარა ბიოლოგიის ფაკულლტეტზე.სურვილით, გამხდარიყო წარმატებული ლაბორანტი !
gallery images

გაკონტროლდეს გემოდიფიცირებული პროდუქტი

 ყველა გენმოდიფიცირებულ პოროდუქტს დაეკრას თვალნათლად ეტიკეტი,რადგან მყიდველი ადვილად ხვდებოდეს თუ რა სახის პროდუქტს ყიდულობს,ასევე შეიძლება არაგენმოდიფიცირებულ პროდუქტებს ჰქონდეთ ეტიკეტი GMO FREE რაც რამოდენიმეს უკვე აქვს,თუმცა,მადლობა ღმერთს ჩვენს ქვეყანაში პროცენტულად არაგენმოდიფიცირებული პროდუქტო უპრო მეტია პროცენტულად,ვიდრე გენმოდიფიცირებული.აქედან გამომდინარე უფრო მარტივი იქნება მიექცეს ყურადღება გენმოდიფიცირებულ პროდუქტს და გასაგებად დაეკრას მარტკა,რომ ის არის გენმოდიფიცირებული. (ასევე კარგი იქნება თუ გავიგებთ შეუიარაღებელი თვალით,ანუ აქაც ეტიკეტთან გვაქვს საქმე,რომელია ნატურალურად მიღებული ხილი და ბოსტნეული და რომელია სათბურის,ამით ფასებშიც მივიღებთ განსხვავებას და საქართველოს მოსახლეობის ყველა ფენას ექნება საშუალება იყიდონ მათთვის სასურველი პროდუქტები)
gallery images

გამკაცრდეს კონტროლი 18 წლამდე მოზარდებზე ალკოჰოლური სასმელისა და სიგარეტის გაყიდვაზე

აუცილებლად უნდა გამკაცრდეს კონტროლი იმ მაღაზიბზე,ბარებზე და ზოგადად ნებისმიერ დაწესებულებაზე,სადაც იყიდება ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო.თუ გამყიდველი არ მოითხოვს საეჭვო პირის,რომელიც შესაძლებელია არ არის 18 წლის პირადობის დამადასტურებელ საბუთს,უნდა იქნეს კონკრეტული საქმე გამოძიებული და დადგინდეს მყიდველის ასაკი,იმ შემთხვევაში,თუ მოცემული პირი არ აღმოჩნდა სრულწლოვანი პირველ ჯერზე ის მაღაზია,ბარი თუ სხვა უნდა დაჯარიმდეს 1500 ლარით ხოლო განმეორებით ფაქტზე 6 თვე თავისუფლების აღკვეთა.რადგან ფულთა და თვისუფლების აღკვეთით მაინც გავაგებინოთ ადამიანებს,თუ რამდენად მნიშვნელოვანია მომავალი თაობის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.
gallery images

აიკრძალოს თამბაქოს მიყიდვა არასრულწლოვნებზე! გამკაცრდეს რეგულაციები!

როდესაც მოვალ თაობაზე და მათთან დაკავშირებულ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ხშირად მხედველობის არეს მიღმა რჩება ისეთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა როგორიც თამბაქოა, სტატისტიკური მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 37% მწეველია, რაც მეტად სავალალოა, თუმცა გაცილებით საგანგაშო მდგომარეობაა არასრულწლოვნებში, სტატისტიკურად ყოველი მეორე 13 წელს გადაცილებული მოზარდი თამბაქოს აქტიური მომხმარებელია, მიუხედავად იმისა, რომ 18 წელს მიუღწეველ პირებზე მისი გაყიდვა აკრძალულია დღემდე ერთეული მაღაზიების გარდა არასრულწლოვნისთვის თამბაქო ყველგან ხელმისაწვდომია, მარკეტებში, მცირე მაღაზიებსა თუ თამბაქოს გასაყიდ ჯიხურებსი, ამას არავინ აკონტროლებს რასაც ამ მძიმე სტატისტიკამდე მივყავართ, საქართველოში ყოველწლიურად გარდაცვლილთა 25% ანუ 11 000 ადამიანი თამბაქოს მოხნარებისფან გამოწვეული დაავადებებით იღუპება.. მოწევისგან იღუპება.. ადრეულ ასაკში თამბაქოს ხშირი მოხმარება კი დამანგრეველად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, დღეისთვის არსებული კანონი საქმეს თავს ვერ ართმევს, აკრძალვის მიუხედავად თამბაქო მოზარდებისთვის ხელმისაწვდომია, ამიტომ საჭიროა პირველ რიგში აღნიშნულის მეტი კონტროლი, რომ ვერავინ შეძლოს კანონის დარღვევა, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს თითოეული ობიექტი სადაც თამბაქოს შეძენაა შესაძლებელი, რეგულაციები უნდა გამკაცრდეს და კანონდამრღვევი უმკაცრესად დაისაჯოს, აქ საუბარია თუნდაც შედარებით მაღალ ჯარიმებზე, რომელიც ხელმეორედ ჩადენის შემთხვევაში კიდევ უფრო გაიზრდება, რეგულაციები მეტად უნდა გამკაცრდეს, დღესდღეისობით არსებული რეგულაციები არასაკმარისია, ქმედითი ზომეია მისაღები, რომელიც ხელისუფლებამ უნდა მიიღოს, უმთავრესი კი ისევ გავიმეორებ არის კონტროლი, უნდა გაკონტროლდეს და უსწრაესად დაისაჯოს თითოეული კანონდამრღვევი, უნდა აიკრძალოს სიგარეტის ღერებით გაყიდვა, რაც ხელს უწყობს მის გავრცელებას არასრულწლოვნებზეც, რუსთაველზე არაერთი მაგალითია როგორ ყიდულობს ღერობით სიგარეტს მოზარდი, ასევე უნდა აიკრძალოს თამბაქოს მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რადგან ხშირად ასეთ დროს მოზარდები, ზოგჯერ კი მცირეწლოვანი ბავშვები ხდებიან პასიური მოწევის მსხვერპლი, ეს სათანადოდ უნდა დარეგულირდეს, ზოგადად კი მსგავსი გადაწყვეტილება აუცილებლად მისაღებია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა უნდა აიკრძალოს, მაგ. ავტობუსის გაჩერებებზე სადაც ზრდასრული ადამიანები ბავშვების თანდასწრებით ეწევიან, აუცილებლად უნდა მიიღოს მკაცრი რეგულაციები ხელისუფლებად და იმედს ვიტოვებ ეს ასეც იქნება, სხვა შემთხვევაში ამ სავალალო სტატისტიკას წინ ვერ აღვუდგებით, გაუფრთხილდით მომავალ თაობას ძვირფასო ხელისუფლებავ!!!
gallery images
gallery images

დავიცვათ ფსიქიკური ჯანმრთელობა!

2017 წლის 3 იანვარს ფსიქიატრიული მომსახურება მოულოდნელად დადგა ნეგატიური ცვლილებების წინაშე. ჯანმრთელობის პროგრამის დაფინასების წესის დაუგეგმავმა ცვლილებამ გამოიწვია ფსიქიატრიული სერვისების კოლაფსი და მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას.მწვავე ფსიქიკური აშლილობების მკურნალობისთვის გამოყოფილი თანხები დაახლოებით 40% შემცირდა, რის გამოც თბილისში ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში მოქმედი სამი ფსიქიატრიული განყოფილება იძულებული გახდა შეეწყვიტა პაციენტების მიღება და გაეუქმებინა 90 მწვავე საწოლი.თბილისში მომსახურებას განაგრძობს მხოლოდ ორი ფსიქიატრიული კლინიკა, რომელიც არის გადავსებული და, შესაბამისად, სასწრაფო დახმარების ბრიგადასაც კი უარს ეუბნება პაციენტების მიღებაზე. შედეგად ფსიქიატრიული დახმარების საჭიროების მქონე ადამიანები რჩებიან მომსახურების გარეშე.2017 წლის საბიუჯეტო დადგენილებით სახელმწიფო ძირეულად ეწინააღმდეგება 2015 წელს მის მიერვე მიღებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სამოქმედო გეგმას და უარს ამბობს თანამედროვე, ჰუმანურ და ხარისხიან  ფსიქიატრიულ მომსახურებაზე.დარგის სპეციალისტთა აზრით დაუშვებელია რეფორმის შედეგად შექმნილი ფსიქიატრიული სერვისის გაუქმება დაფინანსების მოდელის  გაუაზრებელი ცვლილების გამო.მოვითხოვთ  ხალისუფლების და დარგის პროფესიონალების თანამშრომლობით მოხდეს ბიუჯეტის ცვლილება და დადგენილების გადახედვა პაცინტთა ინტერესების, უფლებების, ხარისხიანი ფსიქიატრიული მომსახურების და ფსიქიკური ჯანმრთელობის ღირსეულად დაცვის სასარგებლოდ.მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაგვიჭიროთ თქვენი ხელმოწერით...
gallery images

აეგრძალოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს ავტომანქანაში სიგარეტის მოწევა

მოწევის აკრძალვა დახურულ სივრცეებში არის მნიშვნელოვანი შემდეგი მიზეზების გამო:1) სტატისტიკის მიხედვით საქართველოში სიკვდილიანობის გამომწვევი პირველ მიზეზს წარმოადგენს სასუნთქი სისტემების სიმსივნე. 2) ეს იქნება პირველი ნაბიჯი შეიცვალოს მწეველი ადამიანის ცხოვრება ჯანსაღი ცხოვრებისკენ.3) მოწევის აკრძალვა დახურულ სივრცეებში საშუალებას მისცემს მწეველებს დაზოგონ მეტი თანხა თამბაქოზე , რაც შეიძლება მოხმარდეს ბევრი ჯანსაღი პროდუქტის შეძენას რომელიც იწარმოება საქართველოში.   
gallery images
gallery images

გამკაცრდეს თამბაქოს შესახებ კანონის აღსრულების კონტროლი

საქართველოში თამბაქოს მოხმარება ერთ ერთი ყველაზე მაღალია ევროპის რეგიონში.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო)  თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის რატიფიცირებით საქართველომ 2006 წლიდან აიღო ვალდებულება ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის სრულფასოვანი ღონისძიებების გატარებაზე. თუმცა, დღემდე ამ ვალდებულებებიდან მხოლოდ მცირე ნაწილი იქნა დანერგილი.თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების მიზნით, 2013 წელს საქართველოს მთავრობის #58 დადგენილებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული  ცენტრის მიერ შემუშავდა თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია, 5 წლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა და სახელმწიფო პროგრამა, რომლებიც ემყარება შემდეგ სახელმძღვანელო პრინციპებს: სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, პრიორიტეტად აღიაროს მოქალაქეთა ჯანმრთელობა და ადამიანის სიცოცხლის დაცვა; არამწეველობის ნორმად აღიარება და თითოეული მოქალაქის უფლების ცნობა თამბაქოს კვამლისგან თავისუფალ ჰაერზე და თამბაქოს მეორადი კვამლის მავნე ზემოქმედებისგან დაცულობაზე; თამბაქოს მოხმარების გავრცელების მყარი ყოველწლიური შემცირების  ხელშეწყობა საზოგადოების ყველა სექტორში. პეტიციის მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გაძლიერებას და  აღსრულებას. მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და მთავრობას:ჩვენ, წინამდებარე პეტიციის ხელისმომწერნი, ვაცნობიერებთ რა- თამბაქოს კვამლის ფატალურ ზეგავლენას ადამიანის ორგანიზმზე;- თამბაქოს ნაწარმის მარკეტინგის მძლავრ ზეგავლენას ბავშვებსა და ახალგაზრდებზე;- საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას ვიცხოვროთ ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში;- თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით აღებულ ვალდებულებებს და რეკომენდებულ საუკეთესო პრაქტიკას,მოვითხოვთ:•          აიკრძალოს თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივ შენობებსა და ტრანსპორტში!•          აიკრძალოს თამბაქოს ყველა სახის რეკლამა, სპონსორობა და პოპულარიზაცია!•          დატანილ იქნეს პიქტოგრამები თამბაქოს კოლოფებზე!•          გამკაცრდეს კანონის აღსრულების კონტროლი!<!--EndFragment-->
gallery images

მოვითხოვთ თამბაქოსგან თავისუფალ სივრცეს!

ვინაიდან, ჩვენს ქვეყანაში სიგარეტის მოწევა შეიძლება ყველგან, მწეველები სარგებლობენ ბევრად მეტი პრივილეგიით ვიდრე არამწეველები!შეგახსენებთ, რომ პასიური მოწევა, ანუ თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, ზუსტად ისეთივე საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, როგორსაც მოწევა! შესაბამისად, მოვითხოვთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კაფეებში, ბარებში, რესტორნებსა თუ კლუბებში გაკეთდეს არამწეველთა ზონები!გთხოვთ მსურველებმა მოაწეროთ ხელი აღნიშნულ პეტიციას.ნუ იქნება მწეველი საზოგადოება პრივილეგირებული! დავიცვათ ერთმანეთის უფლებები!
gallery images

გაიცეს უფასო ხაში პახმელიის დროს

გთხოვთ მიიღოთ კანონი სასმელზე. გახსნათ 1 უფასო სასადილო სადაც მხოლოდ პახმელიაზე მივა ხალხი და გაიცეს 1 თეფში ხაში და 300 გრამი ჭაჭის არაყი. დანარჩენი საპახმელიო საჭმელები როგორიცაა მჟავე კიტრი და ასე შემდეგ გაიცეს შეღავათიან ფასებში.
gallery images

ჯარში წასვლა იყოს ნებაყოფილობითი.

როგორც ნელ-ნელა სხვა ქვეყნებში აღარ არის გაწვევები ესე, სასურველია საქართველოშიც იყოს ნებაყოფილობითი. ბევრ ადამიანს არ უნდა ჯარში წასვლა და ამის ნებაყოფილობით გახდით ბევრ ადამიანს მოეხსნება "ტვირთი". გადამწყვეტის მიმღებს ვთხოვ გაითვალისწინოს საკუთარი სამშობლოს მოქალაქეების მოთხოვნა.