add one
gallery images

გაიხსნას ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი თბილისში

სამწუხაროდ, თბილისში არ არსებობს დიდი ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, პუბლიცისტის, კრიტიკოსის - ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. ნიკო ნიკოლაძე თბილისში, გალაკტიონის ქუჩა 21-ში ოჯახთან ერთად გასული საუკუნის ოციან წლებში დასახლდა და სიცოცხლის ბოლომდე აქ ცხოვრობდა. ასევე მისი ოჯახის წევრები - მეუღლე ოლღა გურამიშვილი, შვილები - გიორგი, რუსუდანი და თამარი, სიძე - მიხეილ პოლიევკტოვი, შვილიშვილი - ნიკა პოლიევკტოვ-ნიკოლაძეც ამ სახლის მობინადრენი იყვნენ. მათი მოღვაწეობაც იმსახურებს ცალ-ცალკე სახლ-მუზეუმის გახსნას. ამჟამად, ბინაში ცხოვრობს რძალი - ქალბატონი ზინაიდა პოლიევკტოვა-ნიკოლაძე, რომელიც რუდუნებით ინახავს ოჯახთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს თუ წერილს, ავეჯსა თუ სხვადასხვა ნივთს. ვფიქრობთ, რომ ქალაქისთვის და მომავალი თაობებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არსებობდეს ამ უნიკალური ადამიანების სახლ-მუზეუმი თბილისში, გალაკტიონის ქუჩა 21-ში.  
gallery images

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველები

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე განთავსებული განცხადების მიხედვით, ბიბლიოთეკას მუშაობა უნდა განეახლებინა 2020 წლის 16 ივნისს, მაგრამ ამ თარიღმა გაურკვეველი ვადით გადაიწია, რასაც ადმინისტრაცია "კონკრეტული უწყებიდან" რეგულაციების მოლოდინით ხსნის.პოსტპანდემიურ პირობებში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა გულისხმობდა ყველა ტიპის საჯარო თუ კერძო დაწესებულების თანმიმდევრულად გახსნას. 16 ივნისის მდგომარეობით, თითქმის ყველა სახის ორგანიზაცია სრული დატვირთვით ფუნქციონირებს, ბიბლიოთეკები კი კვლავაც კარანტინის რეჟიმში რჩებიან ანუ უკვე სამ თვეზე მეტია სრულიად დაკეტილ მდგომარეობაში მკითხველებისთვის. მოგეხსენებათ, რომ სასწავლო წლის დასასრულს ვუახლოვდებით და ათასობით სტუდენტს გვიწევს სადიპლომო ნაშრომების დაცვა, გვიახლოვდება ეროვნული გამოცდებიც, თემების დასაწერად და სამუშაოდ კი აუცილებლად გვესაჭიროება ბიბლიოთეკები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი მდგომარეობა და უახლოეს ხანებში განაახლოთ ბიბლიოთეკების მუშაობა. 
gallery images

ხელმოწერები ქართული ხორბლის კულტურის დაცვისთვის

ქართული ხორბალი ჩვენი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობაა. დღეს ის გაქრობის პირასაა, გასული საუკუნის 60-70-იანი წლებიდან უძველესი ქართული ჯიშები და ენდემური სახეობები შემოტანილმა უხვმოსავლიანმა ჯიშებმა ჩაანაცვლა. საქართველოში აღარ თესავენ ზანდურს, მახას, დიკას, ძველ-კოლხურ ასლს, აღარც დოლის პურებს აცხობენ სოფლებში, პურ-ცხობის მდიდარი ტრადიციები თონის პურის ამარა დარჩა.ჩვენს წინაპრებს რბილი (პურის) ხორბალი 8,000 წლის წინ უკვე მოჰყავდათ. ხორბალსა და პურს განსაკუთრებული როლი ჰქონდა ქართველი კაცის ცხოვრებაში, როგორც ყოველდღიურ აუცილებელ საკვებს, სარიტუალო და სამკურნალო საშუალებას. მნიშვნელოვანია ხორბლის ქართული ენდემური სახეობების აღდგენა-გამრავლება მათი ადგილწარმოშობის ქვეყანაში აგრო ბიო მრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის.ჩვენ მხარს ვუჭერთ, ქართული ხორბლის კულტურის წარდგენას, იუნესკოს არამატერიალური კულტურის ძეგლის ნომინაციაზე, გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ელემენტების ნუსხაში.ჩვენი მიზანია, საქართველომ აიღოს თავის თავზე უძველესი ქართული ხობლის დაცვის ღონისძიებები, ხელი შეუწყოს აღდგენა-გამრავლებას და მდგრად გამოყენებას. საერთაშორისო საზოგადოებამ კი აღიაროს ქართული ხორბლის კულტურა, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. 
gallery images

ვიხილოთ "პატრიოტთა ალიანსი" გინესის წიგნში!

როგორც მოგეხსენებათ, ადამიანს საჭმლის გარეშე სიცოცხლე 30 დღეზე მეტ ხანს არ შეუძლია, ხოლო ჩვენმა "პატრიოტებმა" 70 დღეზე მეტი იშიმშილეს! მათ დაამტკიცეს, რომ არიან ზებუნებრივი არსებები და იმსახურებენ გინესის წინგში საპატიო ადგილს! მოვაწეროთ ხელი პეტიციას, რომელიც გადაეგზავნება მსოფლიო გინესის კომისიას შესასწავლად და განსახილველად!
gallery images

მხარს ვუჭერთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს

ბოლო დროს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის დაპირისპირების ფონზე განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, თუ როგორ აღიქვამს მაკონტროლებელი უწყების დღევანდელი ხელმძღვანელობა ცენტრში დაცული უნიკალური კოლექციის მნიშვნელობასა და აქ დასაქმებულ თანამრომელთა ენთუზიაზმს. ცენტრის ადმინისტრაციამ, სამეცნიერო საბჭომ და ყველა თანამშრომელმა ერთხმად გამოხატეს თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება ცენტრიდან ლაილაშის ბიბლიის შესაძლო გატანასთან დაკავშირებით, ასევე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კუთვნილი ტერიტორიისა და შენობის მიმართ არაჯანსაღი დაინტერესების გამო.  მათ მოითხოვეს დაწესებულების წინაშე წლობით მდგარი ამ და არაერთხელ გაჟღერებული სხვა პრობლემების მოგვარება, მაგრამ, სამწუხაროდ, მაკონტროლებელმა ორგანომ აირჩია არა დიალოგისა და ჯანსაღი თანამშრომლობის გზა, არამედ ხისტი მეთოდები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადაწყვიტა სრული იგნორირება გაუწიოს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს, მთელ კოლექტივს და თანამდებობას ჩამოაშოროს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმატებული ხელმძღვანელი – ბუბა კუდავა.  ჩვენთვის მიუღებელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იმპერატიული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სიძველეთსაცავის მიმართ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მეცნიერების ხელშეწყობის გაცხადებული პოლიტიკის გათვალისწინებით, შეაფასოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ხელი შეუწყოს ზემოთ აღნიშნული პრობლემების დარეგულირებას და გაატაროს ქმედითი ღონისძიებები ხელნაწერი მემკვიდრეობის წინაშე არსებული გამოწვევების რეალური და ეფექტური გადაწყვეტისათვის
gallery images

გრაკლიანი გორისთვის ეროვნული კატეგორიის არქეოლოგიური ძეგლის სტატუსის მინიჭება

გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს, სადაც ქვის ხანიდან დაწყებული რომაული პერიოდის ჩათვლით, საზოგადოებრივი ცხოვრების 300 000 წლიანი განვითარება დასტურდება. ძეგლზე 2007-2008 წლიდან მიმდინარეობს ინტენსიური კვლევითი - არქეოლოგიური სამუშაოები. ადგილზე აღმოჩენილ მასალათა შორის ყველაზე დიდი რაოდენობით არის გამოვლენილი კერამიკა, ასევე ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს ნივთები. ადგილობრივ მასალებთან ერთად, დადასტურდა ძველი ცივილიზაციების საწარმო ცენტრებში დამზადებული პროდუქციის იშვიათი კოლექცია: ოქროს დისკო - თარიღდება ძვ. წ.აღ IV ათასწლეულით და მისი ერთადერთი ანალოგი ირანში ქალაქ სუზაშია დაცული; საბეჭდავი - თარიღდება ძვ. წ.აღ IV ათასწლეულით, რომლის ანალოგი სამხრეთ მესოპოტამიაში ქალაქ ურუქშია და პურის საცხობი ღუმელი, რომლის ზომები შენობის მოცულობის შესაბამისად იცვლება და დეკორატიული ელემენტებით არის შემკული. გრაკლიანის მდიდარი კოლექცია არქეოლოგიური სფეროსთვის განსაკუთრებული მონაპოვარია, ხოლო დარგის დაცვისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სახელწიფოს მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, გრაკლინის არქეოლოგიური ძეგლისთვის გადამწვეტად აუცილებელია ძეგლის სტატუსის საკითხი. თხოვნით მივმართავთ საქართველოს მთავრობას, უშალოდ ქვეყნის პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ახლადგამოვლენილ ძეგლს, რომლის მნიშნელობა კარგად არის ცნობილი საფრნაგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში გერმანიასა და ესპანეთში, გრაკლიანის გორას მიანიჭოს ეროვნული ძეგლის სტატუსი, რაც გრაკლიანის დაცვისა და განვითარების მექანიზმებს კიდევ უფრო გაამყარებს და გააძლიერებს. ჩვენ, საქართელოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა არქეოლოგები, სტუდენტები და არქეოლოგიური სფეროს გულშემტაკივრები ვითხოვთ გრაკლიანი დაცვას და გთხოვთ, შემოუერთდეთ, ხელი მოაწერეთ პეტიციას და ერთად განვავითაროთ გრაკლიანის გორა.